„ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების თაობაზე"

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№29/2006
სარეგისტრაციო კოდი
010.220.020.15.008.009.229
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , პარლამენტის უწყებანი, 123, 09/09/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.090.000.22.033.008.239

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №29/2006

2006 წლის 9 სექტემბერი

ქ თბილისი

ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების  თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-2 პუნქტისა, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტისა და 2000 წლის 21 დეკემბრის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №2/97/3 გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1. 2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისას იძულებით გადაადგილებული საქართველოს მოქალაქეები, პასიური სარჩევნო უფლებით სარგებლობენ ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის (დროებითი საცხოვრებლის მისამართის) მიხედვით.

მუხლი 2. 2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისას იძულებით გადაადგილებულ საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ მხარი დაუჭიროს შესაბამის საკრებულოში წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატს ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის (დროებითი საცხოვრებლის მისამართის) მიხედვით.

მუხლი 3. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1ა) მისი გამოქვეყნებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                                                                       გ. ჩალაგაშვილი

კომისიის მდივანი                                                                                  გ. მჭედლიძე

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების თაობაზე"?
დიახ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების თაობაზე" ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.09.2006.
როდის იქნა მიღებული „ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების თაობაზე"?
„ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების თაობაზე" მიღებულია 09.09.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №29/2006. სარეგისტრაციო კოდი — 010.220.020.15.008.009.229.
რამდენი მუხლისგან შედგება „ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების თაობაზე"?
დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების თაობაზე"-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.09.2006 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების თაობაზე", №29/2006, 09.09.2006, სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.15.008.009.229 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.09.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/66418/