საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებისათვის ინსტრუქციის (დამხმარე სახელმძღვანელოს) დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებისათვის ინსტრუქციის (დამხმარე სახელმძღვანელოს) დამტკიცების თაობაზე
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.210.010.15.008.014.671
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო
კომისიის დადგენილება №44/2010
2010 წლის 25 მაისი
ქ. თბილისი
საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებისათვის ინსტრუქციის (დამხმარე სახელმძღვანელოს) დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების; 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ყ” ქვეპუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1
დამტკიცდეს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებისათვის (დამხმარე სახელმძღვანელო) ინსტრუქცია დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ზ. ხარატიშვილი
კომისიის მდივანი გ. მჭედლიძე
საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების დამხმარე სახელმძღვანელო
მომზადებულია საარჩევნო სისტემების, განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ 2010 წ.
თავი I. ამომრჩეველთა სიები
ამომრჩეველთა სიები
ამომრჩეველთა ერთიანი სია არის კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ, აქტიური საარჩევნო უფლების მქონე პირთა სია, რომელიც იყოფა საარჩევნო უბნების მიხედვით (მუხლი 9. პუნქტი 1).
ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამომრჩევლის მონაცემები შეიტანება მისი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. იძულებით გადაადგილებული პირები ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეჰყავთ მათი ფაქტობრივი ადგილსამყოფელის მიხედვით (მუხლი 9 პუნქტი 3).
საოლქო საარჩევნო კომისია საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესით ხელს უყწობს ამომრჩეველთა სიების ფორმირებას, მათ საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას.
საჯაროობის უზუნველყოფის მიზნით საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია კომისიის შენობაში თვალსაჩინო ადგილას გააკრას ამომრჩეველთა სიებში ცვლილებების შეტანის და უზუსტობის გასაჩივრების წესი და ვადები(საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი მუხლი 6).
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებისას არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 5 დღისა საოლქო საარჩევნო კომისია მასობრივი ინფორმაციის ადგილობრივი საშუალებებით აქვეყნებს ამომრჩეველთა დაზუსტებულ საერთო რაოდენობას:
– საარჩევნო ოლქში თუ იგი არ შეიცავს ადგილობრივ საარჩევნო ოლქებს;
– საარჩევნო ოლქის ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში;
– ყოველ საარჩევნო უბანში (მუხლი 91. პუნქტი 6).
ამომრჩეველთა ერთიანი სია
საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიას არა უგვიანეს საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი შეკრების დღისა გადასცემს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის მიერ ხელმოწერილ ამომრჩეველთა ერთიანი სიების, ხოლო არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-2 დღისა დაზუსტებული სიების საბოლოო ვერსიის 2 ეგზემპლარს. (მუხლი 9.11)
2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის თბილისში, თვითმმართველ ქალაქებში (ქუთაისი, რუსთავი, ბათუმი და ფოთი) და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ერთეულებში (ყოფილი რაიონული ცენტრები) ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ვერსიის (კედლის ვერსია, სადაც ამომრჩევლები შეყვანილნი არიან ანბანური თანმიმდევრობით), გარდა დამატებით გამოიკვრება ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ვერსიის (კედლის ვერსია) ის ვარიანტიც, სადაც ამომრჩევლები შეყვანილნი იქნებიან საარჩევნო უბნის საზღვრებში მოქცეული მისამართების მიხედვითაც (ცესკოს დადგენილება №34/2010).
არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-2 დღისა საოლქო საარჩევნო კომისია კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერით დადასტურებულ ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ვარიანტების (1. ერთიანი სია, რომელშიც ამომრჩეველი შეყვანილია ანბანის მიხედვით; 2. ერთიანი სია, სადაც ამომრჩეველი შეყვანილია მისამართების მიხედვით) დაზუსტებულ საბოლოო ვერსიას გადასცემს საუბნო საარჩევნო კომისიას. (ცესკოს დადგენილება №34/2010)
გახსოვდეთ,ამომრჩევლის ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ვერსიებიდან ამოღების შემთხვევაში მისი სიითი ნომერი უქმდება და შემდგომ სიაში მყოფი ამომრჩევლების სიითი ნომერი არ წანაცვლდება, ხოლო ამომრჩევლები, რომელთა დამატებაც მოხდება ერთიან სიებში, მასში აღნიშნულნი იქნებიან ბოლო სიითი ნომრის შესაბამისად (ცესკოს დადგენილება #34/2010).
ამომრჩეველთა სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (1. ერთიანი სია, რომელშიც ამომრჩეველი შეყვანილია ანბანის მიხედვით; 2. ერთიანი სია, სადაც ამომრჩეველი შეყვანილია მისამართების მიხედვით) დაუყოვნებლივ უნდა გამოიკრას საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში თვალსაჩინო ადგილას (მუხლი 9. პუნქტი 11) (ცესკოს დადგენილება №34/2010).
საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას/საარჩევნო ბლოკს, დამკვირვებელ ორგანიზაციას და ამომრჩეველს უფლება აქვთ, გაეცნონ საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიებში არსებულ ამომრჩეველთა სიების საჯარო ინფორმაციისათვის მიკუთვნებულ ვერსიას და უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-16 დღისა მოითხოვონ ამომრჩეველთა მონაცემებსა და სიაში ცვლილებების შეტანა.
ამომრჩეველს უფლება აქვს, მოითხოვოს მხოლოდ მისი და მისი ოჯახის წევრთა შესახებ არსებული ყველა მონაცემის გაცნობა და მათში ცვლილების შეტანა (მუხლი 9 პუნქტი 7).
საოლქო საარჩევნო კომისია შემოსულ განცხადებებს განიხილავს და სათანადო გადაწყვეტილებას იღებს განცხადების მიღებიდან 2 დღის ვადაში, მაგრამ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-14 დღისა (მუხლი 9.8.
საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება ამომრჩეველთა მონაცემებში/სიებში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ დასაბუთებული უნდა იყოს და მისი გამოცემის მომდევნო დღიდან, მოთხოვნისთანავე უნდა გადაეცეს განმცხადებელს (მუხლი 9 პუნქტი 8).
განმცხადებელს უფლება აქვს საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება სიაში ცვლილების შეტანის მოთხოვნაზე უარის შესახებ მისი გამოცემიდან 2 დღის ვადაში გაასაჩივროს რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში.
სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება 2 დღის ვადაში, მაგრამ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-11 დღისა, უნდა გადაეცეს საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელმაც სათანადო ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდოს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სათანადო ცვლილება დაუყოვნებლივ უნდა შეიტანოს ამომრჩეველთა მონაცემებში/სიებში (მუხლი 9. პუნქტი 10).
საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში ამომრჩეველი შეიყვანება სიაში ან მონაცემი ამოიღება ამომრჩეველთა სიებიდან. საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება ამომრჩეველთა მონაცემებში/სიებში ცვლილების შეტანის შესახებ 2 დღის ვადაში გადაეცემა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას (მუხლი 9 პუნქტი 9).
არჩევნების დღემდე მე-13-დან მე-10 დღემდე ცვლილება შეიტანება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით (მუხლი 9 პუნქტი 112).
ამომრჩეველი, რომელიც გავიდა ქვეყნიდან 2010 წლის 1 იანვრამდე და 2010 წლის 15 მაისის მდგომარეობით ქვეყანაში არ დაბრუნებულა და ეს ამომრჩეველი არ დგას საკონსულო აღრიცხვაზე, ამომრჩეველთა ერთიან სიაში მისი გვარის გასწვრივ გაკეთდება ჩანაწერი „იმყოფება საზღვარგარეთ”, ხოლო თუ ამომრჩეველი საკონსულო აღრიცხვაზე დგას – „საკონსულო აღრიცხვაზეა”. ასეთი ამომრჩევლები მონაწილეობენ 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, თუ იგი კენჭისყრის დღეს გამოცხადდება რეგისტრაციის ადგილის მიხედვით საუბნო საარჩევნო კომისიაში და წარადგენს საქართველოს მოქალაქის პასპორტს, რომელშიც იქნება ჩანაწერი (შტამპი) საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის შესახებ (ცესკოს დადგენილება №33/2010).
ამომრჩეველი, რომელიც მოიხსნა რეგისტრაციიდან საცხოვრებელი ადგილის მესაკუთრის შუამდგომლობის საფუძველზე, ერთიან სიაში შეიყვანება მისი ბოლო რეგისტრაციისათვის განსაზღვრული მისამართის შესაბამის საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ 2010 წლის 14 მაისის ჩათვლით კენჭისყრაში მონაწილეობის თაობაზე განცხადებით პირადად მიმართავს სათანადო საოლქო საარჩევნო კომისიას. განცხადებასთან ერთად მან უნდა წარადგინოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობაც, რომლის ასლიც დაერთვება განცხადებას (ცესკოს დადგენილება №37/2010).
I. ასეთი ამომრჩეველი მონაწილეობას მიიღებს:
– ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში;
– ქალაქ თბილისის მერის არჩევნებში (თუ ის რეგისტრირებული იყო თბილისის ტერიტორიაზე).
II. iასეთი ამომრჩეველი ხმას აძლევს:
–საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (გარდა დროებითი პირადობის მოწმობისა) წარდგენის შემთხვევაში;
–საქართველოს მოქალაქის პასპორტის წარდგენის შემთხვევაში;
–იძულებით გადაადგილებული პირის შემთხვევაში, ასევე პირადობის დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად, დევნილის მოწმობის წარდგენის შემთხვევაში.
III. ასეთი ამომრჩევლებისათვის შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია არაუგვიანეს 2010 წლის 15 მაისისა:
– განკარგულებით ქმნის დამატებით საარჩევნო უბანს (საჭიროების შემთხვევაში უბნებს), თუ საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე ასეთი ამომრჩევლების რაოდენობა 200 ან 200-ზე მეტია.
– განკარგულებით აღნიშნულ ამომრჩევლებს მიამაგრებს რომელიმე საარჩევნო უბანს. ასეთ შემთხვევაში კენჭისყრის შენობაში მათთვის გამოიყოფა ცალკე სარეგისტრაციო მაგიდა და რეგისტრატორი იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ამომრჩევლების რაოდენობა 20-ზე მეტია. სადაც ასეთი ამომრჩევლების რაოდენობა 20-ზე ნაკლებია, ცალკე სარეგისტრაციო მაგიდა და ცალკე რეგისტრატორი არ გამოიყოფა და ასეთი ამომრჩევლები ხმის მიცემას შეძლებენ ერთ-ერთ რეგისტრატორთან არსებული სიის საშუალებით. (ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №37/2010).
ამომრჩეველთა სპეციალური სია
ამომრჩეველთა სპეციალურ სიას ადგენს და განკარგულებით ამტკიცებს საოლქო საარჩევნო კომისია კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს მე-3 დღისა და დაუყოვნებლივ გადასცემს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას.
ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეჰყავთ: (მუხლი 10.8)
● საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები, რომლებიც საარჩევნო კომისიაში საქმიანობის გამო კენჭისყრის დღეს ხმას ვერ აძლევენ თავიანთ საარჩევნო უბანში;
(მათ სიას ადგენს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-5 დღისა);
● ამომრჩევლები, რომლებიც სამკურნალოდ წვანან საავადმყოფოში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, კენჭისყრის დღისთვის ვერ იქნებიან გაწერილი ამ დაწესებულებიდან;
(მათ სიას ადგენს სამკურნალო დაწესებულების ხელმძღვანელი და საოლქო საარჩევნო კომისიას გადასცემს კენჭისყრამდე არ უგვიანეს მე-6 დღისა);
● ამომრჩევლები, რომლებიც კენჭისყრის დღეს იმყოფებიან წინასწარ პატიმრობაში;
(მათ სიას ადგენს სასჯელაღსრულების დაწესებულების ხელმძღვანელი და საოლქო საარჩევნო კომისიას გადასცემს კენჭისყრამდე არ უგვიანეს მე-6 დღისა).
● საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების სამხედრო (გასამხედროებული) ძალებისა და შენაერთების ვადიანი და საკონტრაქტო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები;
(მათ სიას ადგენს სამხედრო ნაწილის მეთაური და საოლქო საარჩევნო კომისიას გადასცემს კენჭისყრამდე არ უგვიანეს მე-30 დღისა);
● ამომრჩეველი, რომელიც ჩამოვიდა საზღვარგარეთიდან, გამოვიდა ციხიდან ან გამოეწერა საავადმყოფოდან (მუხლი 9.111). (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველმა არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-16 დღისა ვერ მოასწრო მიემართა საოლქო (ან საუბნო) საარჩევნო კომისიისთვის სიაში ცვლილების შეტანის მიზნით). შესაბამის განცხადებას საოლქო საარჩევნო კომისია განიხილავს მისი მიღებიდან 2 დღის ვადაში, ხოლო თუ კენჭისყრის დღემდე დარჩენილია 2 დღეზე ნაკლები – დაუყოვნებლივ და იღებს შესაბამის განკარგულებას. უარყოფითი გადაწყვეტილების შესახებ ამომრჩეველს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ. თუ ასეთი ამომრჩეველი არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით საარჩევნო ადმინისტრაციას მიმართავს კენჭისყრის დღეს, მას რეგისტრაციაში გაატარებს შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისია. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანმა უნდა შეამოწმოს, რომ წარმოდგენილი ცნობა გაცემულია არჩევნებამდე არა უადრეს 16 დღისა; კომისიის მდივანს ამომრჩეველი წარმოდგენილი ცნობისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (რეგისტრაციის მოწმობის) საფუძველზე შეჰყავს ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში და წარმოდგენილი დოკუმენტაციის ფოტოასლებს დაურთავს ამომრჩეველთა სიებს.
სპეციალურ სიაში შეტანილი მონაცემების სიზუსტეზე პასუხისმგებელია შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი, რაც დასტურდება მისი ხელმოწერით. (მუხლი 10.7.)
საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანმა სპეციალურ სიაში შეყვანილი ან სხვა უბნის სპეციალურ სიაში გადაყვანილი ამომრჩეველი უნდა მოძებნოს ამომრჩეველთა ერთიან სიაში (სამაგიდო და ასევე კედლის ეგზემპლარებში) და მისი გვარის გასწვრივ გრაფაში „ფაქტობრივი მდგომარეობა” გააკეთოს აღნიშვნა „კომისიის წევრია”, „წინასწარ პატიმრობაშია”, „სამხედრო სამსახურშია”, „საავადმყოფოშია”, „ნაოსნობაშია“ ან „იმყოფება უცხოეთში”; ხოლო გრაფაში „კომისიის წევრის ხელმოწერა” საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ და მდივანმა უნდა მოაწერონ ხელი.
სპეციალური სიების შედგენის შემდეგ კომისიამ უნდა დაამუშაოს იმ ამომრჩეველთა მონაცემები, რომლებიც შეყვანილ იქნენ სხვა უბნის სპეციალურ სიებში. საოლქო საარჩევნო კომისიამ შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას უნდა გადასცეს სხვა საარჩევნო უბნის სპეციალურ სიაში გადაყვანილი ამომრჩევლების მონაცემები.
სპეციალური სიით ხმის მიცემის უფლება
▪ სპეციალურ სიაში შეყვანილი ამომრჩეველი მონაწილეობს როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში, თუ იგი ადგილსამყოფელს იცვლის ერთი და იმავე ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე;
▪ სპეციალურ სიაში შეყვანილი ამომრჩეველი მონაწილეობს მხოლოდ პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ჩატარებულ არჩევნებში, თუ იგი ადგილსამყოფელს იცვლის ერთი და იმავე საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე.
▪ სპეციალურ სიაში შეყვანილი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც კენჭისყრის დღეს განთავსებული არიან შესაბამის დისლოკაციის ადგილზე, არჩევნების დღისთვის მუდმივი წესით 1 წლით ან 1 წელზე მეტი ვადით, მონაწილეობენ როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებში;
▪ სპეციალურ სიაში შეყვანილი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც კენჭისყრის დღეს განთავსებული არიან მუდმივი დისლოკაციის ადგილზე, არჩევნების დღისთვის 1 წელზე ნაკლები ვადით, მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი რეგისტრაციის ადგილი მიეკუთვნება შესაბამისი ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებს.
▪ ზემოთ აღნიშნული მუდმივი დისლოკაციისათვის გათვალისწინებული ვადები არ ეხება შუალედურ არჩევნებში ამომრჩევლის სტატუსით მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს.
ამომრჩეველთა სიის დანართი (მუხლი 11)
საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი სარეგისტრაციო ჟურნალში აწარმოებს აღრიცხვას, თუ რომელიმე ამომრჩეველი წერილობითი ან სატელეფონო განცხადებით, კენჭისყრის დღემდე 2 დღით ადრე, საუბნო საარჩევნო კომისიას მიმართავს გადასატანი საარჩევნო ყუთის საშუალებით ხმის მიცემის მოთხოვნით. კომისიის მდივანი სარეგისტრაციო ჟურნალში უთითებს განცხადების/შეტყობინების შემოსვლის ზუსტ დროს/ტელეფონის ნომერს. კომისიის მდივანმა სასურველია ამომრჩეველი გააფრთხილოს, რომ ის ხმას მისცემს გადასატანი საარჩევნო ყუთის საშუალებით და საარჩევნო უბანში გამოცხადების შემთხვევაში ხმას ვერ მისცემს. გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემის მოთხოვნა შეუძლია:
2?/( ამომრჩეველს, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის, ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია კენჭისყრის შენობაში მისვლა;
2?/( ამომრჩეველი, რომელიც სამკურნალოდ წევს საავადმყოფოში, ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში და მასში არ იქმნება საარჩევნო უბანი;
2?/( ამომრჩეველი, რომელიც იმყოფება წინასწარ პატიმრობაში;
2?/( ამომრჩეველი, რომელიც სამხედრო მოსამსახურეა, მსახურობს საარჩევნო უბნისაგან შორს, სახელმწიფო საზღვარზე განლაგებულ სამხედრო ნაწილში და მასში არ იხსნება საარჩევნო უბანი;
2?/( ამომრჩეველს, რომელიც იმყოფება საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე, მაგრამ ძნელად მისადგომ ადგილას.
საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანმა უნდა შეამოწმოს შემოსული განცხადებები და მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიყვანოს ამომრჩეველი სიის დანართში, თუ:
● ამომრჩეველი შეყვანილია აღნიშნული საარჩევნო უბნის ერთიან სიაში ან სპეციალურ სიაში და
● ამომრჩევლის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი განეკუთვნება აღნიშნული საარჩევნო უბნის საზღვრებს (მუხლი 59.7).
განცხადებების შეტანის ვადის ამოწურვის შემდეგ, საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანმა უნდა შეავსოს სიის დანართის ბლანკი შემოსული განცხადებების საფუძველზე; ასევე, საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანმა სიის დანართში უნდა შეიყვანოს კენჭისყრის დღეს სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში მყოფი ამომრჩევლები. ამ მონაცემს საუბნო საარჩევნო კომისია იღებს საოლქო საარჩევნო კომისიისგან კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს მე-2 დღისა (მუხლი 59.3).
საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით სიის დანართში შეჰყავთ სპეციალურ სიაში შეყვანილი ის ამომრჩევლები, რომლებიც იმყოფებიან წინასწარ პატიმრობაში. ასევე ავტომატურად შეჰყავთ სპეციალურ სიაში შეყვანილი ის ამომრჩევლები, რომლებიც იმყოფებიან სახელმწიფო საზღვარზე განლაგებულ სამხედრო ნაწილში.
კომისიის მდივანს სიის დანართში შეაქვს ამომრჩევლის იგივე მონაცემები, რაც არის ერთიან სიაში, აღნიშნავს მის რიგით ნომერს ერთიან ან სპეციალურ სიაში, ერთიან და სპეციალური სიის გრაფაში „ფაქტობრივი მდგომარეობა“ მიუთითებს ამომრჩევლის სიის დანართში შეყვანის მიზეზს და ამომრჩევლის ფაქტობრივ ადგილსამყოფელს (სახლის/საავადმყოფოს/ციხის/სამხედრო ნაწილის მისამართს); კომისიის მდივანი ერთიანი ან სპეციალური სიის გრაფაში „ფაქტობრივი მდგომარეობა“ აკეთებს აღნიშვნას „შეყვანილია დანართში“; ხოლო გრაფაში „კომისიის წევრის ხელმოწერა” საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ და მდივანმა უნდა მოაწერონ ხელი.
ამომრჩეველთა სიის დანართში გადაყვანილი ამომრჩევლის მონაცემები ერთიან ან სპეციალურ სიებში არ იშლება.
თავი II. დამკვირვებლები, საარჩევნო სუბიექტების, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლები.
დამკვირვებელ ორგანიზაციათა რეგისტრაცია
არჩევნებზე დაკვირვების უფლება აქვთ ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციებს, რომლებიც გაივლიან რეგისტრაციას საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად.
საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციას და აგრეთვე იმ ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას, რომელიც დაკვირვებას ახორციელებს ერთზე მეტ საარჩევნო ოლქში, რეგისტრაციაში ატარებს ცესკო.
ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას, რომელიც დაკვირვებას ახორციელებს ერთ საარჩევნო ოლქში, რეგისტრაციაში ატარებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია.
საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაცია:
საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოს წარმომადგენელი, სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებული საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის დამფუძნებელი დოკუმენტი ითვალისწინებს არჩევნებზე მონიტორინგს/ან ადამიანის უფლებების დაცვას და რომელიც არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრირებულია საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში
საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია არჩევნებზე დაკვირვებას ახორციელებს ორგანიზაციის 2 წარმომადგენლის – საერთაშორისო დამკვირვებლის მეშვეობით. საერთაშორისო დამკვირვებლებს შეიძლება ახლდეს თარჯიმანი, რომელიც მათთან ერთად გადის რეგისტრაციას ცესკოში.
რეგისტრაციაში გატარების მიზნით საერთაშორისო ორგანიზაციამ განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-7 დღისა და წარუდგინოს დამფუძნებელი დოკუმენტის ასლი. თუ დამკვირვებელი სხვა სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოს წარმომადგენელია მან უნდა წარადგინოს მხოლოდ განცხადება და რწმუნების დამადასტურებელი საბუთი.
ცესკო განცხადების მიღებიდან 2 დღის ვადაში წყვეტს აღნიშნული ორგანიზაციის რეგისტრაციის საკითხს.
ცესკოს მიერ რეგისტრირებულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-2 დღისა ცესკოს მდივანს უნდა წარუდგინოს დამკვირვებელთა სია მათი ვინაობის (გვარი, სახელი) მითითებით.
საარჩევნო კომისიის მდივანი ვალდებულია დამკვირვებელთა სიის წარდგენიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა რეგისტრაციაში გაატაროს საარჩევნო კოდექსის მოხოვნათა დაცვით წარდგენილი დამკვირვებელი და დამკვირვებელ ორგანიზაციას გადასცეს დამკვირვებლის მოწმობა, რომელიც იმავდროულად წარმოადგენს სამკერდე ნიშანს.
საერთაშორისო დამკვირვებლის მოწმობაში მითითებული უნდა იყოს:
ა) დამკვირვებლის სახელი, გვარი;
ბ) წარმდგენის საერთაშორისო ორგანიზაციის სახელწოდება;
მოწმობაში აგრეთვე მითითებული უნდა იყოს, რომ მას დაკვირვების უფლება აქვს ნებისმიერი საარჩევნო ოლქის ნებისმიერ უბანში.
დამკვირვებლის მოწმობა ძალაში შედის მოწმობის გაცემის მომენტიდან და ძალას კარგავს არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 2 კვირის შემდეგ.
ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაცია:
ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია შეიძლება იყოს კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 2 წლისა რეგისტრირებული ადგილობრივი არასამეწარმეო იურიდიული პირი რომლის წესდებაც რეგისტრაციაში გატარების მომენტისათვის უნდა ითვალიწინებდეს არჩევნებზე მონიტორინგს, ან/და ადამიანის უფლებათა დაცვას და რომელიც არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრირებული უნდა იყოს საქართველოს ცენტრალურ, ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.
ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია არჩევნებზე დაკვირვებას ადგილობრივი დამკვირვებლის მეშვეობით ახორციელებს. ერთ ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას უფლება აქვს საარჩევნო უბანში ერთდროულად ყავდეს არაუმეტეს ერთი დამკვირვებლისა.
რეგისტრაციაში გატარების მიზნით ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საარჩევნო კომისიას არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-10 დღისა და წარუდგინოს თავისი წესდების ნოტარიალურად დამოწმებული ასლი. განსაარჩევნო ოლქის (ოლქების) დასახელება, რომელშიც ორგანიზაცია ახორციელებს დაკვირვებას (მუხლი 69.3).
კომისია განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში წყვეტს ორგანიზაციის რეგისტრაციის საკითხს.
ცესკოს მიერ რეგისტრირებულმა ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-5 დღისა ცესკოს მდივანს უნდა წარუდგინოს ცესკოში, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნულ დამკვირვებელთა სია. სიას უნდა დაერთოს ადგილობრივი დამკვირვებლების საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლები.
საოლქო საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულმა ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-5 დღისა საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს უნდა წარუდგინოს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნულ დამკვირვებელთა სია.
სიაში უნდა აღინიშნოს დამკვირვებლის ვინაობა:
● სახელი გვარი,● რეგისტრაციის ადგილი
● საარჩევნო ოლქი და საარჩევნო უბანი (უბნები), სადაც იგი დააკვირდება არჩევნებს
საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი ვალდებულია დამკვირვებელთა სიის წარდგენიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა რეგისტრაციაში გაატაროს დამკვირვებელი და დამკვირვებელ ორგანიზაციას გადასცეს დამკვირვებლების მოწმობები (აღნიშნული მოწმობა იმავდროულად წარმოადგენს დამკვირვებლის სამკერდე ნიშანს), სადაც მითითებული უნდა იყოს:
● დამკვირვებლის სახელი, გვარი;
● წარმდგენი ადგილობრივი ორგანიზაციის სახელწოდება;
● საარჩევნო ოლქის და საარჩევნო უბნის (უბნების) დასახელება და ნომერი, სადაც უნდა განახორციელოს დაკვირვება.
დამკვირვებლის მოწმობა ძალაში შედის მოწმობის გაცემის მომენტიდან და ძალას კარგავს არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 2 კვირის შემდეგ.
ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებელი საოლქო საარჩევნო კომისიაში და ის დამკვირვებელი, რომელიც დაკვირვებას ახორციელებს საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებულ საარჩევნო უბანში, უფლებამოსილი არიან კენჭისყრის დღეს დაკვირვება განახორციელონ შესაბამისი ოლქის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ საარჩევნო უბანში.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ ადგილობრივ დამკვირვებელს უფლება აქვს განახორციელოს დაკვირვება ყველა დონის ნებისმიერ საარჩევნო კომისიაში.
ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ადგილობრივი დამკვირვებელი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 18 წლის ასაკიდან, გარდა:
▪ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა;
▪ საქართველოს პარლამენტის წევრისა;
▪ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს-საკრებულოს წევრისა;
▪ ადგილობრივი მმართველობის ორგანოს ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეებისა;
მოსამართლისა;
▪ საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს, საგარეო დაზვერვისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელებისა;
▪ პროკურატურის თანამდებობის პირისა;
▪ საარჩევნო სუბიექტისა და მათი წარმომადგენლისა;
▪ საარჩევნო კომისიის წევრისა.
რეგისტრაციაზე უარის თქმა:
თუ დამკვირვებელი ორგანიზაცია აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნებს კომისიას უფლება არა აქვს მას უთხრას უარი რეგისტრაციაზე.
საარჩევნო კომისიის განკარგულება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ დასაბუთებული უნდა იყოს და ორგანიზაციას უნდა გადაეცეს გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა. კომისიის განკარგულება მისი მიღებიდან 2 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, რომელმაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს 2 დღის ვადაში.
დამკვირვებლის უფლება-მოვალეობანი და პასუხისმგებლობა
დამკვირვებლებს უფლება აქვთ დაესწრონ და დააკვირდნენ შესაბამის საარჩევნო კომისიის სხდომებს და დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ სიტყვით გამოვიდნენ კომისიის თავმჯდომარის თანხმობითა და მის მიერ განსაზღვრული დროით, კომისიის წევრების შემდეგ (საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი მუხლი 7), (საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი მუხლი 6).
კენჭისყრის დღეს ადგილობრივი/საერთაშორისო დამკვირვებელი შეუზღუდავად სარგებლობს საქართველოს საარჩევნო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებებით. რაც გულისხმობს დამკვირვებლების უფლებას:
Ö დაესწროს და დააკვირდეს შესაბამისი საარჩევნო კომისიის სხდომებს;
Ö კენჭისყრის დღეს ნებისმიერ დროს იმყოფებოდეს კენჭისყრის შენობაში შეუზღუდავად გადაადგილდეს საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე და თავისუფლად, დაუბრკოლებლად დააკვირდეს კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს ნებისმიერი ადგილიდან;
Ö კენჭისყრის დღის ნებისმიერ დროს შეენაცვლოს თავისი წარმდგენი ორგანიზაციის სხვა რეგისტრირებულ წარმომადგენელს(ასეთის არსებობის შემთხვევაში);
Ö მიიღოს მონაწილეობა საარჩევნო ყუთების შემოწმებაში მათ დალუქვამდე და მათი გახსნის შემდეგ;
Ö დააკვირდეს ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა რეგისტრაციას, საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების გაცემასა და მათ დამოწმებას კენჭისყრის პროცესისათვის ხელშეუშლელად;
Ö დაესწროს ხმების დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცედურებს;
Ö დააკვირდეს გადასატანი საარჩევნო ყუთის საშუალებით ხმის მიცემის პროცესს;
Ö დააკვირდეს ამომრჩეველთა ხმების დათვლას ისეთ პირობებში, რაც უზრუნველყოფს საარჩევნო ბიულეტენის დანახვას;
Ö დააკვირდეს საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმისა და სხვა დოკუმენტების შედგენას;
Ö განცხადებით (საჩივრით) მიმართოს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ხმის მიცემისა და კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომლითაც კონკრეტული დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში მოითხოვს რეაგირებას;
Ö მოსთხოვოს ამომრჩეველს, უჩვენოს რამდენი საარჩევნო ბიულეტენი და სპეციალური კონვერტი აქვს ხელში;
Ö გაასაჩივროს საუბნო საარჩევნო კომისიის ქმედება ზემდგომ საარჩევნო კომისიაში ან სასამართლოში;
Ö დააკვირდეს საარჩევნო ყუთს, საარჩევნო ყუთში სპეციალური კონვერტების ჩაყრას, საარჩევნო ყუთების გახსნას, საარჩევნო ბიულეტენების დათვლას და ოქმების შედგენას;
Ö გაეცნოს საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილ კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს.
(მუხლი 70 პუნქტი 1)
გარდა აღნიშნულისა, დამკვირვებელს უფლება აქვს:
Ö მოითხოვოს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ქსეროასლი; (მუხლი 63 პუნქტი 8)
Ö კენჭისყრის დღეს საარჩევნო პროცედურასთან დაკავშირებული პრეტენზიები, საჩივრები და შენიშვნები შეიტანოს ჩანაწერთა წიგნში (მე-10 და მომდევნო გვერდებზე). (მუხლი 53 პუნქტი 9)
Ö ფარული კენჭისყრის კაბინის გარდა, საარჩევნო პროცესისათვის ხელის შეშლის გარეშე, აწარმოოს ფოტოვიდეოგადაღება (მუხლი 67 პუნქტი 4).
Ö ვ საქართველოს საარჩევნო კოდექისით განსაზღვრულ შემთხვევებში და წესით გაასაჩივროს საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებები (მუხლი 771).
დამკვირვებელს უფლება არა აქვს:
Ø ჩაერიოს საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში (მუხლი70 პუნქტი 2, „ა” ქვეპუნქტი).
Ø გავლენა მოახდინოს ამომრჩეველთა მიერ ნების თავისუფალ გამოვლენაზე (მუხლი 70, პუნქტი 2, „ბ” ქვეპუნქტი).
Ø აგიტაცია გაუწიოს ამომრჩეველს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ (მუხლი 70, პუნქტი 2, ქვეპუნქტი „გ”).
Ø ატაროს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სიმბოლიკა და ნიშანი; (მუხლი 70 პუნქტი 2 ქვეპუნქტი „დ”).
Ø კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში იმყოფებოდეს სამკერდე ნიშნის გარეშე;
Ø დაარღვიოს საარჩევნო კოდექსის სხვა მოთხოვნები.
გახსოვდეთ! კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე დამკვირვებელი უნდა ატარებდეს მისი ვინაობისა და სტატუსის აღმნიშვნელ სამკერდე ნიშანს (მოწმობას).
საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის რეგისტრაცია
წარმომადგენლის დანიშვნის წესი და უფლებამოსილება
საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებულ პარტიას/საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს ყოველ საარჩევნო კომისიაში დანიშნოს ორი წარმომადგენელი, რაზეც განცხადებას წარუდგენს შესაბამის საარჩევნო კომისიას.
საოლქო საარჩევნო კომისიაში პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელთა დანიშვნის შესახებ განცხადება უნდა წარედგინოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიაში წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ განცხადება უნდა წარედგინოს საოლქო საარჩევნო კომისიას.
განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს პარტიის/საარჩევნო ბლოკის ხელმძღვანელი პირი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი, მითითებული უნდა იყოს წარმომადგენლის (მუხლი 71. პუნქტი 2, პუნქტი 4):
Ö სახელი, გვარი;
Ö დაბადების წელი;
Ö მისამართი;
Ö საკონტაქტო ტელეფონის ნომერი (თუ აქვს).
სათანადო ინფორმაციის სრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში შესაბამისი საარჩევნო კომისია, 24 საათის განმავლობაში, განკარგულებით ცნობად იღებს ინფორმაციას წარმომადგენლის რეგისტრაციის შესახებ. კომისიის მდივანი გასცემს წარმომადგენლის მოწმობას, რომელიც იმავდროულად არის სამკერდე ნიშანი. (მუხლი 71 პუნქტი 3)
საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს ნებისმიერ დროს შეცვალოს ან/და გამოიწვიოს თავისი წარმომადგენელი, რასაც იგი აცნობებს შესაბამის საარჩევნო კომისიას. (მუხლი 71 პუნქტი 6.)
კენჭისყრის დღეს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი შეუზღუდავად სარგებლობს საქართველოს საარჩევნო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებებით.
პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლების აკრედიტაცია (მუხლი 72)
კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლებით სარგებლობენ პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების აკრედიტებული წარმომადგენლები. მათ უფლება აქვთ დაესწრონ საარჩევნო კომისიის სხდომებს.
რამდენიმე საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე მომუშავე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციას ახორციელებენ ცესკოს მდივანი ან შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მდივნები, ხოლო მხოლოდ ერთი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე მომუშავე წარმომადგენლების აკრედიტაციას – შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი.
შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს მე-3 დღისა წარედგინება განცხადება პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლების აკრედიტაციის შესახებ.
განცხადების წარდგენიდან 1 დღის ვადაში საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი წყვეტს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლების აკრედიტაციის საკითხს და აკრედიტებულ წარმომადგენელს 1 დღის ვადაში გადასცემს წარმომადგენლის მოწმობას (რომელიც იმავდროულად წარმოადგენს სამკერდე ნიშანს);
აკრედიტაციაზე უარის თქმის შემთხვევაში იმავე ვადაში გადასცემს სათანადო განკარგულებას (რომელშიც უარი დასაბუთებული უნდა იყოს).
კენჭისყრის დღეს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების ერთსა და იმავე ორგანიზაციას უფლება აქვს საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არა უმეტეს 3 წარმომადგენლისა.
პრესისა და მაობრივი ინფორმაციის აკრედიტებულ წარმომადგენელს უფლება არა აქვს:
Ø ჩაერიოს საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში (მუხლი70 პუნქტი 2, „ა” ქვეპუნქტი).
Ø გავლენა მოახდინოს ამომრჩეველთა მიერ ნების თავისუფალ გამოვლენაზე (მუხლი 70, პუნქტი 2, „ბ” ქვეპუნქტი).
Ø აგიტაცია გაუწიოს ამომრჩეველს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ (მუხლი 70, პუნქტი 2, ქვეპუნქტი „გ”).
Ø ატაროს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სიმბოლიკა და ნიშანი; (მუხლი 70 პუნქტი 2 ქვეპუნქტი „დ”).
Ø კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში იმყოფებოდეს სამკერდე ნიშნის გარეშე;
გახსოვდეთ! კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირი უნდა ატარებდეს მისი ვინაობისა და სტატუსის აღმნიშვნელ სამკერდე ნიშანს (მოწმობას), რომელზედაც აღნიშნული უნდა იყოს გვარი, სახელი, მასობრივი ინფორმაციის საშუალების სახელწოდება და სიტყვა „წარმომადგენელი“ (მუხლი 67 პუნქტი 3).
თავი III. კენჭისყრის დღე
საარჩევნო უბნის გახსნა
კენჭისყრამდე ჩასატარებელი პროცედურები
საარჩევნო უბანი იხსნება კენჭისყრის დღის 7 საათზე. საარჩევნო უბნის გახსნის შესახებ ინფორმაცია საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს საოლქო საარჩევნო კომისიას.
თუ კომისიის წევრთა რაოდენობა შვიდზე ნაკლები აღმოჩნდა, აღნიშნული ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდება საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელიც დაუყოვნებლოვ იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას (მუხლი 52).
თუ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და მოადგილეს ერთდროულად ან კომისიის მდივანს დროებით არ შეუძლიათ მოვალეობის შესრულება, თუმცა კანონი ითხოვს გარკვეული მოქმედების შესრულებას, რომელიც თავმჯდომარის ან მდივნის განსაკუთრებულ უფლებამოსილებას მიეკუთვნება, საუბნო საარჩევნო კომისია თავისი შემადგენლობიდან დაუყოვნებლივ ირჩევს თავმჯდომარის/მდივნის მოვალეობის შემსრულებელს. კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილება შეწყდება, როგორც კი კომისიის თავმჯდომარე ან თავმჯდომარის მოადგილე შეძლებს თავისი უფლებამოსილების განხორციელებას; ხოლო კომისიის მდივნის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილება შეწყდება, როგორც კი მდივანი შეძლებს თავისი უფლებამოსილების განხორციელებას (მუხლი 221.5).
ჩანაწერთა წიგნის გახსნა
კომისიის თავმჯდომარე, კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნის გახსნისთანავე ჩანაწერთა წიგნს გადასცემს საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს, რომელსაც პირველ და მეორე გვერდებზე შეაქვს კენჭისყრის შენობაში მყოფი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების სახელი და გვარი მათი დამნიშვნელი სუბიექტის მითითებით; ასევე, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირის სახელი, გვარი, წარმდგენი ორგანიზაცია ან საარჩევნო სუბიექტი და ხელმოწერით ამოწმებინებს მას (მუხლი 52.3.ა).
საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა წევრს უნდა ეკეთოს კომისიის წევრის სამკერდე ნიშანი (მოწმობა). საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ დამკვირვებლებს, საარჩევნო სუბიექტების და პრესის და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებს უნდა მოსთხოვოს ეკეთოთ სააკრედიტაციო მოწმობები (სამკერდე ნიშნები) (მუხლი 39.1.ზ1)).
კომისიის თავმჯდომარე კომისიის მდივანს ასევე გადასცემს სადემონსტრაციო ოქმებს. სადემონსტრაციო ოქმები თვალსაჩინო ადგილას (კომისიის მდივნის მაგიდის სიახლოვეს) უნდა გამოიკრას. კომისიის მდივანი ამასთანავე აწარმოებს სარეგისტრაციო ჟურნალს.
წილისყრა (მუხლი 52)
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს შორის გასანაწილებელი ფუნქციებია:
1. ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი;
2. ამომრჩეველთა რეგისტრატორი (არანაკლებ ერთი რეგისტრატორი ყოველ 300 ამომრჩეველზე);
3. საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი;
4. გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის 2 წევრი, რომელიც არ უნდა იყვნენ ერთიდა იმავე პარტიის მიერ დანიშნულნი;
წილისყრაში მონაწილეობას არ იღებენ კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და მდივანი.
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ წილისყრის ჩატარებამდე უნდა შეადაროს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების რაოდენობა და გასანაწილებელი ფუნქციების რაოდენობა.
იმ შემთხვევაში, თუ წილისყრის ჩატარების დროს კომისიის წევრთა რაოდენობა აღმოჩნდა გასანაწილებელი ფუნქციებზე:
1) ერთით ნაკლები, მცირდება ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრების რაოდენობა.
2) ორით ნაკლები, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ასრულებს ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრის ფუნქციას.
3) სამით ნაკლები, კომისიის თავმჯდომარე ასრულებს საარჩევნო ყუთისა და კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრის ფუნქციას.
წილისყრა ტარდება კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირების თანდასწრებით. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამოწმებს იმ კონვერტის მთლიანობას, რომელშიც მოთავსებულია საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭედი და ხსნის მას.
პირველ რიგში, კომისიის თავმჯდომარე ატარებს წილისყრას გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები 2 წევრის გამოსავლენად.
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე:
Ö აანალიზებს, თუ პარტიების მიერ დანიშნული რამდენი კომისიის წევრი მონაწილეობს წილისყრის პროცესში;
Ö მათი რაოდენობის შესაბამისად ამზადებს ერთი ფორმისა და სახეობის (ფერის) ფურცლებს;
Ö 2 ფურცელზე ერთი და იმავე ფერის საწერი კალმით წერს ფუნქციის დასახელებას „გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები”;
Ö ყველა ფურცელს ამოწმებს კომისიის ბეჭდით;
Ö კეცავს ისე, რომ მათზე ტექსტის წაკითხვა შეუძლებელი იყოს და ათავსებს მაგიდაზე;
Ö მიმართავს პარტიების მიერ დანიშნულ დამსწრე კომისიის წევრებს, სათითაოდ აიღონ წილისყრის ფურცლები მაგიდიდან.
კომისიის მდივანს წილისყრის შედეგი შეაქვს ჩანაწერთა წიგნის მე-3 გვერდზე.
G იმ შემთხვევაში, თუ პარტიების მიერ დანიშნული კომისიის წევრებისგან რომელიმე უარს აცხადებს წილისყრაში მონაწილეობაზე, კომისიის თავმჯდომარე წილისყრას ატარებს დანარჩენ (პარტიების მიერ დანიშნულ) კომისიის წევრებს შორის; თუ, პარტიის მიერ დანიშნული კომისიის წევრი უარს აცხადებს წილისყრის შედეგად განაწილებული ფუნქციის შესრულებაზე, კომისიის თავმჯდომარე მას ჩაანაცვლებს წილისყრების შედეგად ფუნქციის გარეშე დარჩენილი კომისიის ნებისმიერი წევრით (სასურველია პარტიის მიერ დანიშნული წევრით). კომისიის მდივანი ჩანაცვლების ფაქტს ჩაწერს ჩანაწერთა წიგნის მე-5 გვერდზე.
გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიის წევრთა გამოვლენის შემდეგ, კომისიის თავმჯდომარე ატარებს წილისყრას სხვა ფუნქციების გამოსავლენად:
Ö აანალიზებს, თუ რამდენი კომისიის წევრი მონაწილეობს წილისყრის პროცესში (თავმჯდომარის, მოადგილის, მდივნის და გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები 2 წევრის გამოკლებით);
Ö მათი რაოდენობის შესაბამისად ამზადებს ერთი ფორმისა და სახეობის (ფერის) ფურცლებს;
Ö ფურცლებზე ერთი და იმავე ფერის საწერი კალმით წერს ფუნქციების დასახელებას „ნაკადის მომწესრიგებელი, „რეგისტრატორი”, „საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი”;
Ö ყველა ფურცელს ამოწმებს კომისიის ბეჭდით;
Ö კეცავს ისე, რომ მათზე ტექსტის წაკითხვა შეუძლებელი იყოს და ათავსებს მაგიდაზე;
Ö მიმართავს წილისყრაში მონაწილე კომისიის წევრებს, სათითაოდ აიღონ წილისყრის ფურცლები მაგიდიდან.
კომისიის მდივანს წილისყრის შედეგი შეაქვს ჩანაწერთა წიგნის მე-3 გვერდზე.
კომისიის თავმჯდომარის ნებართვით, წილისყრის შედეგად გამოვლენილი კომისიის წევრის ფუნქცია დროებით შეიძლება დაეკისროს კომისიის სხვა წევრს, რაც კომისიის მდივანმა ჩანაწერთა წიგნის მე-5 გვერდზე დროის მითითებით უნდა აღნიშნოს.
თუ კომისიის რომელიმე წევრი კომისიაში გამოცხადდა წილისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ, მისთვის ფუნქციის მინიჭების საკითხს წყვეტს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე (მუხლი 52.5).
ამომრჩეველთა რაოდენობის გამოცხადება
კომისიის თავმჯდომარე აცხადებს ამომრჩეველთა რაოდენობას ამომრჩეველთა ერთიან, სპეციალურ სიებში და ამომრჩეველთა სიის დანართში. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს ამომრჩეველთა რაოდენობა ერთიან სიაში შეაქვს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნსა და სადემონსტრაციო ოქმებში (მუხლი 52.6) ამომრჩეველთა რაოდენობა ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეიტანება კენჭისყრის დასრულების შემდეგ.
მიღებული საარჩევნო ბიულეტენების და კონვერტების რაოდენობის გამოცხადება
კომისიის თავმჯდომარე ამოწმებს საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების პაკეტების მთლიანობას. აცხადებს მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე მიღებული საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების რაოდენობას. მიღებული ბიულეტენების რაოდენობა საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს დაუყოვნებლივ შეაქვს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში და სადემონსტრაციო ოქმებში (მუხლი 52.6 „ბ”).
საარჩევნო ყუთების დალუქვა
კომისიის თავმჯდომარე ამოწმებს და ინდივიდუალური ნომრის მქონე ლუქით ლუქავს ძირითად და გადასატან საარჩევნო ყუთებს, რომლის ნომერი საარჩევნო კომისიის მდივანს შეაქვს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის შესაბამის გრაფაში (52.6)
საარჩევნო ყუთები ისე უნდა იყოს დალუქული (ბიულეტენის ჩასაგდები ჭრილის გარდა), რომ მათი მთლიანობის დაურღვევლად შეუძლებელი იყოს მათში რაიმეს ჩადება ან ამოღება.
კომისიის წევრებისთვის მასალების გადაცემა
კომისიის თავმჯდომარე ამომრჩეველთა რეგისტრატორებს გადასცემს:
Ö ანბანის მიხედვით დანაწილებულ ამომრჩეველთა ერთიან სიას (დაახლოებით 300 ამომრჩევლიან სიას);
▪ თავმჯდომარემ თითოეულ სარეგისტრაციო მაგიდასთან უნდა გამოაკრას ამომრჩეველთა გვარების ანბანური თანმიმდევრობა (მაგიდაზე განლაგებული სიების შესაბამისად);
▪ თითოეული რეგისტრატორისთვის გადაცემული ერთიანი სიის ანბანური თანმიმდევრობა კომისიის მდივანს შეაქვს ჩანაწერთა წიგნის მე-3 გვერდზე რეგისტრატორის სახელის და გვარის გასწვრივ.
Ö ამომრჩეველთა სპეციალურ სიას (გადასცემს ერთ-ერთ რეგისტრატორს);
Ö საარჩევნო ბიულეტენების ბლოკნოტებს (პროპორციული და მაჟორიტარული სისტემის არჩევნებისთვის; ქ. თბილისში დამატებით, მერის არჩევნებისთვის, ხოლო გურჯაანში, ოზურგეთსა და ჩუღურეთში დამატებით პარლამენტის შუალედური არჩევნებისათვის); კომისიის თავმჯდომარე და მიმღები რეგისტრატორები ბლოკნოტების თავფურცელზე ხელმოწერით ადასტურებენ ბიულეტენების მიღება-ჩაბარებას (მუხლი 52.7); საარჩევნო კომისიაში საარჩევნო ბიულეტენების შენახვისა და დანიშნულებისამებრ გაცემისთვის პირადად აგებენ პასუხს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი (მუხლი 54.6).
Ö რეგისტრატორის ბეჭედს (მუხლი 52.8); თავმჯდომარე ამოწმებს იმ პაკეტის მთლიანობას, სადაც მოთავსებულია რეგისტრატორის ბეჭდები; რეგისტრატორის ბეჭდებს ათავსებს მაგიდაზე, რეგისტრატორები სათითაოდ იღებენ ერთ ბეჭედს, რომლის კოდიც კომისიის მდივანს შეაქვს ჩანაწერთა წიგნის მე-3 გვერდზე რეგისტრატორის სახელის და გვარის გასწვრივ;
Ö შტამპს „არჩევნებიდან მოხსნილია (თუ რეგისტრატორების რაოდენობა ერთზე მეტია, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, საჭიროების შემთხვევაში, თავად უსვამს ბიულეტენებს შტამპს რეგისტრატორებისთვის ბიულეტენების ბლოკნოტის გადაცემის წინ);
Ö მარკირების სითხეს.
Ø კომისიის თავმჯდომარე ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელ კომისიის წევრს გადასცემს მარკირების შესამოწმებელ ულტრაიისფერ ფარანს.
Ø კომისიის თავმჯდომარე საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველ კომისიის წევრს გადასცემს ძირითად საარჩევნო ყუთს და სპეციალურ კონვერტებს.
საკონტროლო ფურცლის შევსება
კენჭისყრის დაწყებამდე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანმიმდევრული მითითებით კომისიის მდივანი ავსებს საკონტროლო ფურცლებს (მუხლი 52.10). საკონტროლო ფურცელი წარმოადგენს კარბონირებულ, თვით-კოპირებად ქაღალდს, რომლის პირველი გვერდის შევსებისას იდენტურად ივსება შემდეგი 2 ეგზემპლარიც. საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა დამსწრე წევრმა ხელი უნდა მოაწეროს საკონტროლო ფურცელს.
კომისიის მდივანი პირველი ამომრჩევლის მოსვლის შემდეგ (უნდა შემოწმდეს ამომრჩეველი შეყვანილია თუ არა ამომრჩეველთა სიაში) საკონტროლო ფურცელში შეიტანს:
Ö პირველი ამომრჩევლის სახელსა და გვარს;
Ö პირველი ამომრჩევლის რეგისტრაციის ადგილს;
Ö პირველი ამომრჩევლის პირად ნომერს;
Ö საკონტროლო ფურცლების საარჩევნო ყუთებში ჩაშვების ზუსტ დროს.
კომისიის მდივანი მიუთითებს პირველ ამომრჩეველს ხელი მოაწეროს საკონტროლო ფურცელს.
კომისიის მდივანი ჩანაწერთა წიგნში მიუთითებს საკონტროლო ფურცელში შეტანილ მონაცემებს.
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ათავსებს საკონტროლო ფურცლებს დალუქულ ძირითად და გადასატან ყუთებში. საარჩევნო ყუთების გახსნის შემდეგ მათში არსებულ საკონტროლო ფურცლებთან შედარების მიზნით საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ინახავს საკონტროლო ფურცლის ერთ ცალს და პასუხისმგებელია მის დაცვასა და ნამდვილობაზე.
G იმ შემთხვევაში, თუ საუბნო საარჩევნო კომისიაში არ ტარდება კენჭისყრა გადასატანი საარჩევნო ყუთის საშუალებით, საკონტროლო ფურცელი მაინც ივსება ზემოაღწერილი წესით; შესაბამისად, თავმჯდომარე ინახავს საკონტროლო ფურცლის 2 ეგზემპლარს.
1) ამომრჩეველი ვერ მიიღებს კენჭისყრაში მონაწილეობას, თუ:
§ ამომრჩეველს უკვე აღენიშნება მარკირება;
§ ამომრჩეველს არ აქვს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი;
§ ამომრჩევლის პირადი ნომერი შედარებისას არ დაემთხვა სიაში მითითებულ ნომერს;
§ ამომრჩეველმა წარადგინა ვადაგასული პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი;
§ ამომრჩეველი არ არის შეყვანილი ამ უბანზე არსებულ არცერთი სახის სიაში (გარდა მუხლი 9.111 შემთხვევისა);
§ ამომრჩეველმა უარი განაცხადა მარკირებაზე;
§ ამომრჩეველს აქვს დროებითი პირადობის მოწმობა.
2) ამომრჩევლის რეგისტრაცია სპეციალურ სიაში
თუ ამომრჩეველი არ არის შეყვანილი ამომრჩეველთა ერთიან ან სპეციალურ სიაში, მაგრამ ამომრჩეველი წარადგენს ცნობას საზღვრის გადაკვეთის შესახებ (ჩანაწერი პასპორტში), ცნობას სტაციონარული სამკურნალო დაწესებულებიდან გამოწერის შესახებ, ან ცნობას სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან განთავისუფლების შესახებ და დასტურდება, რომ ის არის ამ საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, ამომრჩეველს რეგისტრაციაში გაატარებს ამომრჩეველთა რეგისტრატორი მუხლი (9.111).
კომისიამ უნდა შეამოწმოს, რომ წარმოდგენილი ცნობა გაცემულია კენჭისყრის დღემდე ბოლო 16 დღის განმავლობაში, ხოლო საზღვრის გადმოკვეთის შემთხვევაში რეგისტრატორმა უნდა შეამოწმოს ჩანაწერი პასპორტში (საზღვრის გადმოკვეთის თარიღი), რომელიც ასევე ბოლო 16 დღის განმავლობაში უნდა იყოს გაკეთებული. რეგისტრატორს ამომრჩეველი წარმოდგენილი ცნობისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (რეგისტრაციის მოწმობის) საფუძველზე შეჰყავს ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში და წარმოდგენილი დოკუმენტაციის ფოტოასლებს გადასცემს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს.
3) ამომრჩეველი ბიულეტენის შევსებისას საჭიროებს დახმარებას
თუ ამომრჩეველს არ შეუძლია დამოუკიდებლად შეავსოს ბიულეტენები, მას უფლება აქვს დახმარებისთვის მიმართოს ნებისმიერ სხვა, მისთვის სასურველ პირს, გარდა კომისიის წევრების, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების, კანდიდატისა და დამკვირვებლებისა. (მუხლი 58.3). ამომრჩეველს, რომელიც დაეხმარა სხვა ამომრჩეველს ბიულეტენის შევსებისას, ეკრძალება გაამჟღავნოს მისი არჩევანი.
4) ამომრჩეველს/კომისიის წევრს გაუფუჭდა საარჩევნო ბიულეტენი
თუ ამომრჩეველს ან რეგისტრატორს გაუფუჭდათ საარჩევნო ბიულეტენი, მათ ამის შესახებ უნდა აცნობონ კომისიის თავმჯდომარეს. კომისიის თავმჯდომარის დავალებით, რეგისტრატორი ვალდებულია ამომრჩეველს შეუცვალოს გაფუჭებული ბიულეტენი ახლით. კომისიის თავმჯდომარემ გაფუჭებულ ბიულეტენს ამომრჩევლის თანდასწრებით უნდა ჩამოაჭრას კუთხე, დააწეროს „გაფუჭებულია“ და ხელი მოაწეროს. კომისიის თავმჯდომარემ გაფუჭებული ბიულეტენი ცალკე უნდა შეინახოს (მუხლი 58.4).
5) კომისიის წევრის ფუნქციის დროებით გადაცემა
თუ კომისიის რომელიმე წევრს არ შეუძლია წილისყრით მინიჭებული ფუნქციის შესრულება, კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს ეს ფუნქცია დროებით გადასცეს სხვა კომისიის წევრს. კომისიის მდივანმა ჩანაწერთა წიგნის მე-5 გვერდზე უნდა აღნიშნოს, რომელი კომისიის წევრით და რა დროით მოხდა ჩანაცვლება (მუხლი 52.3 “ზ”).
6) კენჭისყრის შეწყვეტა
კენჭისყრის დროს აკრძალულია კენჭისყრის შენობის ჩაკეტვა, კენჭისყრის შეწყვეტა ან შეჩერება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეუძლებელია არჩევნების საყოველთაოობის, თანასწორობისა და ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლენის უზრუნველყოფა (მუხლი 51.3).
იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია კენჭისყრის გაგრძელება და ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლენა, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებას განკარგულებით კენჭისყრის შენობის ჩაკეტვის და კენჭისყრის შეჩერების შესახებ. განკარგულებაში აღინიშნება შენობის დროებითი ჩაკეტვის, კენჭისყრის შეჩერების ან მისი შეწყვეტის მიზეზები და დრო. თავმჯდომარეს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ამ განკარგულების მიღებისთვის (მუხლი 51.4).
შენობის დროებით ჩაკეტვისა თუ კენჭისყრის შეჩერებისთანავე საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია მიიღოს განკარგულება კომისიის თავმჯდომარის განკარგულების დადასტურების ან მისი გაუქმების შესახებ.
შენობის დროებით ჩაკეტვის ან კენჭისყრის შეჩერების მიზეზების აღმოფხვრისთანავე კომისიის თავმჯდომარე იღებს განკარგულებას კენჭისყრის განახლებისა და კენჭისყრის შენობის გახსნის შესახებ.
საუბნო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია მიიღოს განკარგულება კენჭისყრის შეწყვეტისა და საარჩევნო უბნის დახურვის შესახებ.
კომისიის მდივანს ჩანაწერთა წიგნის შესაბამის გრაფაში შეაქვს კენჭისყრის შეჩერების, გაგრძელების ან/და შეწყვეტის მიზეზი და დრო.
7) საარჩევნო ყუთის მთლიანობის დარღვევა
თუ საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობა დარღვეული აღმოჩნდა, საუბნო საარჩევნო კომისია აჩერებს კენჭისყრის პროცესს და განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას (მუხლი 58.7):
§ ყუთის ხელახლა დალუქვისა და კენჭისყრის გაგრძელების შესახებ;
ან
§ კენჭისყრის პროცესის შეწყვეტისა და საარჩევნო უბნის დახურვის შესახებ.
კომისიის მდივანს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში (მე-10 და მომდევნო გვერდებზე) შეაქვს მომხდარი ფაქტის შინაარსი და საარჩევნო ყუთის ხელახალი დალუქვის დრო.
გახსოვდეთ, თუ კენჭისყრა შეწყვეტილად გამოცხადდა, იგი აღარ განახლდება.
8) კენჭისყრის დროზე ადრე დამთავრება
კენჭისყრის დღეს სამხედრო ნაწილებში, ძნელად მისადგომ ადგილებში, საავადმყოფოებში საუბნო საარჩევნო კომისიას შეუძლია კენჭისყრა დამთავრებულად გამოაცხადოს 20 საათამდე ნებისმიერ დროს, თუ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა სიაში შეყვანილმა ყველა ამომრჩეველმა (მუხლი 51.7).
თავი VI. გადასატანი საარჩევნო ყუთის საშუალებით ხმის მიცემა
გადასატანი საარჩევნო ყუთის საშუალებით კენჭისყრა ტარდება კენჭისყრის დღეს 09:00 საათიდან 19:00 საათამდე (მუხლი 59.1).
სპეციალური სიიდან სიის დანართში გადმოყვანილი ამომრჩეველი მონაწილეობს როგორ მაჟორიტარული, ისე პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში, თუ მისი ფაქტობრივი ადგილსამყოფელი და რეგისტრაციის ადგილი ერთი და იმავე ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზეა (მუხლი 59.9).
კენჭისყრის დღის 9 საათიდან საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე წილისყრით გამოვლენილ კომისიის 2 წევრს გადასცემს (მუხლი 59.4):
§ ამომრჩეველთა სიის დანართს (გადასატანი საარჩევნო ყუთის სიას), რომლის საფუძველზეც წინასწარ უნდა განისაზღვროს გადასატანი საარჩევნო ყუთის მარშრუტი;
§ რეგისტრატორის მიერ ხელმოწერითა და სპეციალური ბეჭდით დამოწმებულ საარჩევნო ბიულეტენების საჭირო რაოდენობას (თავმჯდომარემ უნდა გაითვალისწინოს ბიულეტენების გაფუჭების შესაძლებლობა) და სპეციალურ კონვერტებს (კომისიის მდივანმა ჩანაწერთა წიგნის მე-4 გვერდზე უნდა აღნიშნოს, რამდენი ბიულეტენი და სპეციალური კონვერტი გადაეცა გადასატანი საარჩევნო ყუთის თანმხლებ კომისიის წევრს);
§ დალუქულ გადასატან საარჩევნო ყუთს, რომელშიც მოთავსებულია საკონტროლო ფურცელი.
გახსოვდეთ, მარკირება არ გამოიყენება გადასატანი საარჩევნო ყუთით კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთათვის (მუხლი 56.5).
კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს, საკუთარი სურვილისამებრ, შეუძლიათ დაესწრონ გადასატანი ყუთის საშუალებით ხმის მიცემას.
გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემისას ავტომანქანის გამოყენების შემთხვევაში, საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია გამოყოს ადგილი ავტომობილში კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთაგან წილისყრით გამოვლენილი 2 მეთვალყურისთვის.
გადასატანი საარჩევნო ყუთით კენჭისყრა მთავრდება 19:00 საათზე. კენჭისყრის დამთავრების შემდეგ დაუყოვნებლივ ილუქება საარჩევნო ყუთში სპეციალური კონვერტის ჩასაგდები ჭრილი (ისე უნდა დაილუქოს, რომ შეუძლებელი იყოს ლუქის დაზიანების გარეშე მისი გახსნა). კენჭისყრის დღის არა უგვიანეს 20:00 საათისა გადასატანი საარჩევნო ყუთი უნდა დაბრუნდეს საარჩევნო უბანში.
გადასატანი საარჩევნო ყუთის თანმხლებმა კომისიის წევრებმა (კენჭისყრის შენობაში დაბრუნების შემდეგ) საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს უნდა გადასცენ გამოუყენებელი ბიულეტენები და სპეციალური კონვერტები. კომისიის მდივანმა ასეთ ბიულეტენებს და სპეციალურ კონვერტებს უნდა ჩამოაჭრას კუთხე, დააწეროს “გაფუჭებულია” და კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერის შემდეგ ცალკე შეინახოს.
ზუსტი აღრიცხვის მიზნით, კომისიის მდივანმა კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-4 გვერდზე უნდა მიუთითოს გადასატანი საარჩევნო ყუთისთვის განკუთვნილი გამოუყენებელი ბიულეტენების და სპეციალური კონვერტების რაოდენობა.
თავი VII. კენჭისყრის დღეს წესრიგის დაცვა კენჭისყრის შენობაში
კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში წესრიგის დაცვას ხელმძღვანელობს და მასზე პასუხისმგებელია საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ კენჭისყრის შენობაში წესრიგის დაცვის მიზნით მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულება სავალდებულოა საარჩევნო კომისიის წევრებისთვის, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირისა და ამომრჩევლისთვის (მუხლი 50.2).
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს, კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლისა და წესრიგის დარღვევის შემთხვევაში დამრღვევი გააძევოს საუბნო საარჩევნო კომისიის განთავსების შენობიდან, რაზედაც დგება შესაბამისი აქტი, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები. აქტში აღინიშნება დამრღვევის სახელი და გვარი, საარჩევნო ოლქისა და უბნის ნომრები, დარღვევის არსი და მისი ჩადენის ზუსტი დრო.
დაუშვებელია კენჭისყრის შენობაში შეიარაღებულ პირთა შესვლა.
თუ კენჭისყრის შენობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე საფრთხე ექმნება ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად კენჭისყრის ჩატარებას ან საარჩევნო დოკუმენტაციის უსაფრთხო გადაადგილებას, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნით შეიძლება გამოძახებულ იქნენ და კენჭისყრის შენობაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ პოლიციის მუშაკები. საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის აღკვეთისთანავე და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანხმობის შემთხვევაში პოლიციის მუშაკები ტოვებენ კენჭისყრის შენობას და მის მიმდებარე ტერიტორიას.
თავი VIII. საარჩევნო უბნის დახურვა
ზუსტად 20:00 საათზე საარჩევნო უბანი იკეტება. ამ დროისთვის რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ ხმის მიცემა. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით, კომისიის ერთ-ერთი წევრი ჩაინიშნავს რიგში მდგომი ამომრჩევლების გვარსა და სახელს და მათ რაოდენობას აცნობებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც გამოაცხადებს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ რიგში მდგომ ამომრჩევლებს; ხოლო მდივანი მათ რაოდენობას აღნიშნავს ჩანაწერთა წიგნში (მუხლი 58.8).
იმავე კომისიის წევრმა დაგვიანებით მისულ ამომრჩევლებს უნდა განუმარტოს, რომ ისინი ვეღარ მიიღებენ კენჭისყრაში მონაწილეობას. თუ კენჭისყრის ოთახი იძლევა საშუალებას, კომისიის თავმჯდომარემ რიგში მდგომი ამომრჩევლები უნდა შემოიყვანოს კენჭისყრის ოთახში და ჩაკეტოს საარჩევნო უბანი.
როგორც კი ბოლო ამომრჩეველი მისცემს ხმას, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ უნდა უზრუნველყოს, რომ ყველა პირმა, ხმების დათვლისას კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირების გარდა, დატოვოს საარჩევნო უბანი. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანმა კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში უნდა მიუთითოს ხმების დათვლის დროს კენჭისყრის შენობაში მყოფ პირთა ვინაობა.
გახსოვდეთ!
კენჭისყრის დამთავრების შემდეგ საარჩევნო ყუთში სპეციალური კონვერტის ჩასაგდები ჭრილი ილუქება.
თავი IX. სამხედრო ნაწილში გახსნილი საარჩევნო უბნის პროცედურებზე
გამონაკლის შემთხვევაში საარჩევნო უბანი (თუ ამომრჩეველთა რაოდენობა 50-ზე მეტია) შეიძლება შეიქმნას არჩევნებამდე არა უგვიანეს მე-15 დღისა. თუ ამომრჩეველთა რაოდენობა 50-ზე ნაკლებია, მაშინ საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებით ეს ამომრჩევლები მიემაგრება უახლოეს საარჩევნო უბანს, თუმცა სამხედრო დაწესებულების ხელმძღვანელის დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე გამონაკლის შემთხვევაში საარჩევნო უბნის შექმნა შეიძლება 50-ზე ნაკლები ამომრჩევლისათვისაც (მუხლი 16.3).
გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიის 6 წევრს ირჩევს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია არჩევნებამდე არა უადრეს მე-10 და არა უგვიანეს მე-9 დღისა. უფლებამოსილი პარტიები საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს ნიშნავენ არჩევნებამდე არა უადრეს მე-14 და არა უგვიანეს მე-9 დღისა. თუ, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ უბანში არჩევნების დღემდე მე-8 დღისათვის საუბნო საარჩევნო კომისიაში დადგენილ რაოდენობაზე ნაკლები წევრი აღმოჩნდა, 3 დღის ვადაში კომისიის წევრის არჩევის უფლება აქვს საოლქო საარჩევნო კომისიას კონკურსში მონაწილე პირებიდან ან ახალი კონკურსის საფუძველზე (37.1,3,5).
სპეციალურ სიაში შეყვანილი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც კენჭისყრის დღეს განთავსებული არიან შესაბამის დისლოკაციის ადგილზე, არჩევნების დღისთვის მუდმივი წესით 1 წლით ან 1 წელზე მეტი ვადით, მონაწილეობენ როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებში.
სპეციალურ სიაში შეყვანილი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც კენჭისყრის დღეს განთავსებული არიან მუდმივი დისლოკაციის ადგილზე, არჩევნების დღისთვის 1 წელზე ნაკლები ვადით, მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი რეგისტრაციის ადგილი მიეკუთვნება შესაბამისი ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებს. (აღნიშნული წესი არ ეხება შუალედურ არჩევნებში ამომრჩევლის სტატუსით მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს.)
სამხედრო ნაწილში გახსნილ საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცედურა ტარდება ზოგადი პროცედურების დაცვით. ხოლო ხმების დათვლას ახორციელებს საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ წინასწარ განსაზღვრული საუბნო საარჩევნო კომისია, ე.წ. ძირითადი უბანი (მუხლი 60.6). ძირითადი და მასზე მიმაგრებული “სამხედრო უბნის” შედეგები ითვლება ერთად და ფორმდება ერთი ოქმით (მუხლი 60.8); შესაბამისად, ძირითადი საარჩევნო უბანი მიმაგრებული სამხედრო უბნიდან საარჩევნო დოკუმენტაციის გადაცემამდე არ იწყებს საარჩევნო ბიულეტენების დათვლას და არ ავსებს მონაცემებს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში.
სამხედრო ნაწილში გახსნილ საარჩევნო უბანში საუბნო საარჩევნო კომისია კენჭისყრას დამთავრებულად აცხადებს 20 საათამდე ნებისმიერ დროს, თუ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა სიაში შეტანილმა ყველა ამომრჩეველმა (მუხლი 51.7).
სამხედრო უბანში კენჭისყრის დასრულების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისია ლუქავს საარჩევნო ყუთის ჭრილს და ითვლის ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერების რაოდენობას, გამოუყენებელი და გაფუჭებული ბიულეტენების რაოდენობას და მონაცემები შეაქვს ჩანაწერთა წიგნში. საუბნო საარჩევნო კომისია განცალკევებულ კონვერტებში სახეობების მიხედვით ლუქავს:
§ ამომრჩეველთა სპეციალურ სიას;
§ გამოუყენებელ საარჩევნო ბიულეტენებს;
§ გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენებს;
§ ჩანაწერთა წიგნს, სარეგისტრაციო ჟურნალს და საჩივრებს;
§ კომისიის ბეჭედს და რეგისტრატორების ბეჭდებს;
§ საკონტროლო ფურცელს;
§ სპეციალურ კონვერტებს.
კონვერტს დაეწერება საარჩევნო დოკუმენტაციის სახეობა, საარჩევნო ოლქის და უბნის ნომერი. კონვერტის დალუქვის ზოლზე ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი და მიეთითება დალუქვის თარიღი და დრო. აღნიშნული კონვერტები და სხვა საარჩევნო დოკუმენტაცია/ინვენტარი თავსდება ერთ დიდ ტომარაში. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და უფლებამოსილი პირები დალუქულ დოკუმენტაციას, საარჩევნო ყუთს და სხვა ინვენტარს დაუყოვნებლივ გადასცემს მიმაგრებულ საუბნო საარჩევნო კომისიას. ძირითადი საარჩევნო უბანი, 20:00 სთ-ის შემდეგ საარჩევნო უბნის დახურვის მიუხედავად, ვალდებულია შემოუშვას სამხედრო უბნიდან საარჩევნო დოკუმენტაციის თანმხლები კომისიის წევრები (მუხლი 58.9).
Gიმ შემთხვევაში, თუ სამხედრო ნაწილში გახსნილ საარჩევნო უბანში კენჭისყრა დამთავრებულად გამოცხადდა 20:00 საათამდე (მუხლი 51.7), სამხედრო უბანი ყველა ზემო აღნიშნული პროცედურის გავლის შემდგომ დოკუმენტაციას მიიტანს ძირითად საარჩევნო უბანში.
Gგახსოვდეთ:
იმ შემთხვევაში, თუ კენჭიყრის დღეს საარჩევნო უბანზე მიმაგრებულია გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბანი, ძირითადი საარჩევნო უბნის კომისია ვალდებულია დაელოდოს ასეთი უბნიდან საარჩევნო ყუთისა და დოუმენტაციის მოტანას და მხოლოდ ამის შემდგეგ გახსნას ძირითადი და გადასატანი საარჩევნო ყუთები.
ძირითადი საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საარჩევნო უბნის დახურვის პროცედურების დასრულების შემდეგ ატარებს წილისყრას მთვლელების გამოვლენის მიზნით და იწყებს საარჩევნო ყუთების გახსნამდე ჩასატარებელ პროცედურებს. „მიმაგრებული“ საარჩევნო უბნის საარჩევნო ყუთი იხსნება მას შემდეგ, რაც გაიხსნება ძირითადი საარჩევნო უბნის გადასატანი და ძირითადი საარჩევნო ყუთები (მუხლი 60.8).
საარჩევნო ყუთებში არსებული სპეციალური კონვერტების შერევამდე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე სამხედრო უბნიდან შემოსული საარჩევნო ყუთის გახსნის მიზნით:
1. ამოწმებს მონაცემების სისწორეს ჩანაწერთა წიგნში მითითებული მონაცემების საფუძველზე: გამოუყენებელი ბიულეტენების რაოდენობას + გაფუჭებული ბიულეტენების რაოდენობა + ხელმოწერების რაოდენობა = მიღებული ბიულეტენების რაოდენობისა; თუ ტოლობა არ შედგა, კომისიის თავმჯდომარე მთვლელებს მიუთითებს გადაითვალონ სიაში ხელმოწერების რაოდენობა, გამოუყენებელი და გაფუჭებული ბიულეტენების რაოდენობა.
G იმ შემთხვევაში, თუ ტოლობა არ შედგა, საარჩევნო ყუთი დაილუქება, კომისია განკარგულებით მიიღებს გადაწყვეტილებას სამხედრო უბნიდან შემოსული ყუთისა და საარჩევნო დოკუმენტაციის დალუქვის შესახებ, რომელსაც ხმის დათვლის პროცედურების დასრულების შემდეგ წარუდგენს საოლქო საარჩევნო კომისიას.
2. ხსნის საარჩევნო ყუთს;
G თუ საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობა დარღვეული აღმოჩნდა, მაგრამ კომისია მიიჩნევს, რომ ამას არ გამოუწვევია საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა დარღვევა, კომისიის განკარგულებით გრძელდება შედეგების შეჯამების პროცედურა (მუხლი 58.2). წინააღმდეგ შემთხვევაში, კომისია განკარგულებით მიიღებს გადაწყვეტილებას სამხედრო უბნიდან შემოსული ყუთისა და საარჩევნო დოკუმენტაციის დალუქვის შესახებ, რომელსაც ხმის დათვლის პროცედურების დასრულების შემდეგ წარუდგენს საოლქო საარჩევნო კომისიას;
G
3. საარჩევნო ყუთში არსებულ საკონტროლო ფურცელს ადარებს შენახულ ეგზემპლარს.
თუ საკონტროლო ფურცელი არ აღმოჩნდა ან ის არსებითად განსხვავდება შესადარებლად შენახული საკონტროლო ფურცლისგან, ყველა სპეციალურ კონვერტს დაეწერება „ბათილია”, დაუყოვნებლივ შეიფუთება და დაილუქება. კომისია მიიღებს განკარგულებას სამხედრო უბნის საარჩევნო დოკუმენტაციის დალუქვასთან დაკავშირებით; ხმის დათვლის პროცედურების დასრულების შემდეგ სამხედრო უბნიდან შემოსული დალუქული დოკუმენტაცია წარედგინება საოლქო საარჩევნო კომისიას (მუხლი 58.5);
4. შეურევს სპეციალურ კონვერტებს ძირითადი საარჩევნო უბნის სპეციალურ კონვერტებს და იწყებს დახარისხებას/დათვლას;
სამხედრო უბნის საარჩევნო დოკუმენტაციის თანმხლები საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები უფლებამოსილნი არიან დაესწრონ შედეგების შეჯამებას ძირითად საარჩევნო უბანზე.
ძირითადი საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი ძირითადი და სამხედრო უბნის მონაცემებს აჯამებს და ისე შეაქვს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში (მუხლი 60.8).
თავი X. საარჩევნო ყუთის გახსნამდე ჩასატარებელი პროცედურები
წილისყრა
კენჭისყრის დასრულებისთანავე, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ატარებს წილისყრას მთვლელების გამოვლენის მიზნით (მუხლი 60.1, მუხლი 52.3):
Ö აანალიზებს, თუ რამდენი კომისიის წევრი იღებს წილისყრის პროცესში მონაწილეობას (თავმჯდომარე, მოადგილე და მდივანი წილისყრაში არ იღებენ მონაწილეობას);
Ö მათი რაოდენობის შესაბამისად ამზადებს ერთი ფორმისა და სახეობის (ფერის) ფურცლებს;
Ö მათგან 3 ფურცელზე ერთი და იმავე ფერის საწერი კალმით წერს: “პირველი მთვლელი”, „მეორე მთვლელი” და “მესამე მთვლელი;” (1. გურჯაანსა და ოზურგეთში დამატებით “მეოთხე” მთვლელი პარლამენტის შუალედური არჩევნების ბიულეტენებისათვის, 2. ქ. თბილისში, დამატებით „მეოთხე მთვლელი” თბილისის მერის არჩევნების ბიულეტენისათვის, 3. ჩუღურეთში დამატებით “მეხუთე” მთვლელი პარლამენტის შუალედური არჩევნების ბიულეტენებისათვის),Ö ყველა ფურცელს ამოწმებს კომისიის ბეჭდით;
Ö ყველა ფურცელს კეცავს ისე, რომ მათზე ტექსტის წაკითხვა შეუძლებელი იყოს და ათავსებს მაგიდაზე;
Ö მიმართავს წილისყრაში მონაწილე კომისიის წევრებს, სათითაოდ აიღონ წილისყრის ფურცლები მაგიდიდან.
კომისიის მდივანს წილისყრის შედეგი შეაქვს ჩანაწერთა წიგნის მე-3 გვერდზე (მუხლი 52.3).
საარჩევნო უბანში მყოფი დამკვირვებლები ურთიერთშეთანხმებით არჩევენ ორ მეთვალყურეს, რომლებიც დააკვირდებიან ხმების დათვლის პროცედურას მთვლელების გვერდით. თუ დამკვირვებლებმა ურთიერთშეთანხმებით ვერ შეარჩიეს ორი მეთვალყურე, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კენჭისყრის შენობაში მყოფი დამკვირვებლებისგან წილისყრით გამოავლენს ორ მეთვალყურეს (მუხლი 60.1).
კენჭისყრის დასრულების შემდგომ საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი დათვლის იმ ამომრჩეველთა რაოდენობას, რომლებმაც ხმა მისცეს ამომრჩეველთა ერთან სიაში “იმყოფება საზღვარგარეთ” და “საკონსულო აღრიცხვაზეა” აღნიშვნების მქონე ამომრჩევლებისათვის განსაზღვრული წესით და შესაბამისი მონაცემი შეაქვს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში
საარჩევნო უბნის მომზადება საარჩევნო ბიულეტენების დასათვლელად
კომისიის თავმჯდომარე და მთვლელები ხმების დასათვლელად ამზადებენ საარჩევნო უბანს: მთვლელები იკავებენ ადგილს მაგიდის ერთ მხარეს; ერთი მეთვალყურე დგება მეორე მთვლელის გვერდით, ხოლო მეორე მეთვალყურე მესამე მთვლელის გვერდით (მუხლი 62.2); კომისიის თავმჯდომარე იკავებს ადგილს ისე, რომ მან შეძლოს ყველა მთვლელის დანახვა; კომისიის მდივანი ადგილს იკავებს თავმჯდომარის გვერდით და ავსებს ჩანაწერთა წიგნს.
კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე დანარჩენი პირები ადგილს იკავებენ მაგიდისგან (მთვლელებისგან) ორი მეტრის დაშორებით (მუხლი 61.3).
კომისიის თავმჯდომარემ უნდა გაითვალისწინოს, რომ მაგიდაზე, რომელზეც მიმდინარეობს დათვლა, არ იდოს ზედმეტი დოკუმენტაცია, საწერი საშუალება; ასევე, მაგიდას არ ჰქონდეს გადასაფარებელი.
კომისიის თავმჯდომარემ მთვლელების მაგიდასთან უნდა მიიტანოს:
§ ამომრჩეველთა ერთიანი სია, სპეციალური სია და სიის დანართი;
§ გამოუყენებელი საარჩევნო ბიულეტენები;
§ გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენები;
§ ძირითადი და გადასატანი საარჩევნო ყუთები;
§ შესადარებლად შენახული საკონტროლო ფურცელი;
§ სანთლები, ფარანი (ელექტროენერგიის შეწყვეტის შემთხვევისთვის);
§ კალკულატორი.
საარჩევნო ყუთის გახსნამდე ჩასატარებელი პროცედურები
კომისიის თავმჯდომარე მიუთითებს მთვლელებს დაითვალონ თანმიმდევრობით შემდეგი მონაცემები(მუხლი 60.2) (რომლებიც კომისიის მდივანს, თავმჯდომარესთან შეთანხმებით, დაუყოვნებლივ შეაქვს ჩანაწერთა წიგნსა და სადემონსტრაციო ოქმებში):
I ამომრჩეველთა რაოდენობა ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში;
II ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა ამომრჩეველთა ერთიან სიაში, სპეციალურ სიასა და ამომრჩეველთა სიის დანართში. აღნიშნული მონაცემები ჯამდება და მიღებული რაოდენობა შეიტანება ჩანაწერთა წიგნსა და სადემონსტრაციო ოქმებში (მუხლი 60.2).
III გამოუყენებელი საარჩევნო ბიულეტენები (მუხლი 60.3. „ა”).
IV გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენები (მუხლი 60.3. „ბ”).
Ö მონაცემების სისწორის გადამოწმების მიზნით, კომისიის მდივანი ამოწმებს:
მიღებული ბიულეტენების რაოდენობას – ხელმოწერების რაოდენობა – გაფუჭებული ბიულეტენების რაოდენობა = გამოუყენებელი ბიულეტენების რაოდენობას. თუ ტოლობა არ შედგა, კომისიის თავმჯდომარე მთვლელებს მიუთითებს გადაითვალონ:
1. ყველა სახის სიაში ხელმოწერების რაოდენობა;
2. გამოუყენებელი ბიულეტენების რაოდენობა;
3. გაფუჭებული ბიულეტენების რაოდენობა.
კომისიის თავმჯდომარე მთვლელებს მიუთითებს ცალ-ცალკე კონვერტებში დალუქონ:
Ø ამომრჩეველთა ერთიანი სია, სპეციალური სია (ასევე, კენჭისყრის დღეს სპეციალურ სიაში შეყვანილი ამომრჩევლების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ასლები) და ამომრჩეველთა სიის დანართი. კონვერტებს ზემოდან ეწერება საარჩევნო დოკუმეტაციის სახეობა, საარჩევნო ოლქისა და უბნის ნომერი. კონვერტის დალუქვის ზოლზე ხელს აწერენ მთვლელები და კომისიის თავმჯდომარე და მიეთითება დალუქვის თარიღი და დრო (მუხლი 60.2, 60.5).
Ø გამოუყენებელი საარჩევნო ბიულეტენების ბლოკნოტები. კონვერტის თავფურცელზე იწერება არჩევნების სახეობა (პროპორციული ან მაჟორიტარული), საარჩევნო დოკუმენტაციის სახეობა (გამოუყენებელი საარჩევნო ბიულეტენები), კონვერტში მოთავსებული ბიულეტენების რაოდენობა, საარჩევნო ოლქის და უბნის ნომერი. კონვერტის დალუქვის ზოლზე ხელს აწერენ მთვლელები და კომისიის თავმჯდომარე და მიეთითება დალუქვის თარიღი და დრო (მუხლი 60.4).
Ø გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენები. კონვერტის თავფურცელზე იწერება არჩევნების სახეობა (პროპორციული ან მაჟორიტარული), საარჩევნო დოკუმენტაციის სახეობა (გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენები), კონვერტში მოთავსებული ბიულეტენების რაოდენობა, საარჩევნო ოლქის და უბნის ნომერი. კონვერტის დალუქვის ზოლზე ხელს აწერენ მთვლელები და კომისიის თავმჯდომარე და მიეთითება დალუქვის თარიღი და დრო.
Ø რეგისტრატორების ბეჭდები და შტამპი; კონვერტს დაეწერება საარჩევნო ინვენტარის სახეობა, საარჩევნო ოლქის და უბნის ნომერი. კონვერტის დალუქვის ზოლზე ხელს აწერენ მთვლელები და კომისიის თავმჯდომარე და მიეთითება დალუქვის თარიღი და დრო.
საარჩევნო დოკუმენტაციის ყოველი შეკვრა ილუქება იმგვარად, რომ ლუქის დაუზიანებლად შეუძლებელი იყოს შეკვრიდან დოკუმენტაციის ამოღება ან ჩადება.
თავი XI. საარჩევნო ყუთების გახსნა
I. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გადასატანი საარჩევნო ყუთის გახსნის მიზნით ატარებს შემდეგ პროცედურას:
1. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთა თანდასწრებით ამოწმებს გადასატანი საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობას (მუხლი 61.1).
G თუ ლუქის მთლიანობა დარღვეული აღმოჩნდა, მაგრამ საუბნო საარჩევნო კომისია მიიჩნევს, რომ ამას არ გამოუწვევია საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა დარღვევა, კომისიის განკარგულებით გრძელდება კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურა (მუხლი 61.2). წინააღმდეგ შემთხვევაში, კომისია განკარგულებით მიიღებს გადაწყვეტილებას ყუთისა და საარჩევნო დოკუმენტაციის დალუქვის შესახებ და ხმის დათვლის პროცედურების დასრულების შემდეგ დალუქული გადასატანი ყუთი სხვა დოკუმენტაციასთან ერთად წარედგინება საოლქო საარჩევნო კომისიას;
2. ხსნის გადასატან საარჩევნო ყუთს; მიუთითებს მთვლელებს, რომ სპეციალური კონვერტები განათავსონ მაგიდაზე, რის შემდეგაც ამოწმებს საკონტროლო ფურცლის არსებობას და უდარებს შესადარებლად შენახულ საკონტროლო ფურცელს; მიუთითებს მდივანს შეინახოს გადასატან საარჩევნო ყუთში აღმოჩენილი საკონტროლო ფურცელი ხმების დათვლის დამთავრებამდე (მუხლი 61.4);
G თუ საკონტროლო ფურცელი არ აღმოჩნდა ან ის არსებითად განსხვავდება შესადარებლად შენახული საკონტროლო ფურცლისგან, გადასატან ყუთში აღმოჩენილი ყველა სპეციალურ კონვერტი და ბიულეტენები შეიკვრება პაკეტად და დაეწერება „ბათილია”,. კომისია ხმის დათვლის პროცედურების დასრულების შემდეგ დალუქულ კონვერტებს სხვა დოკუმენტაციასთან ერთად წარუდგენს საოლქო საარჩევნო კომისიას (მუხლი 61.4);
3. მიუთითებს მთვლელებს დაითვალონ გადასატან საარჩევნო ყუთში აღმოჩენილი კონვერტების რაოდენობა, რომელსაც უდარებს ამომრჩეველთა სიის დანართში ხელმომწერ ამომრჩეველთა რაოდენობას;
G თუ კონვერტების რაოდენობა ხელმოწერების რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა, გადასატან საარჩევნო ყუთში არსებული კონვერტები ილუქება, ეწერება „ბათილია”; კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას არსებული კონვერტების დალუქვის შესახებ და ხმის დათვლის პროცედურების დასრულების შემდეგ სხვა დოკუმენტაციასთან ერთად წარედგინება საოლქო საარჩევნო კომისიას (მუხლი 61.4).
4. მიუთითებს მთვლელებს დროებით დააბრუნონ სპეციალური კონვერტები გადასატან საარჩევნო ყუთში;
II. კომისიის თავმჯდომარე ძირითადი საარჩევნო ყუთის გახსნის მიზნით ატარებს შემდეგ პროცედურას:
1. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთა თანდასწრებით ამოწმებს ძირითადი საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობას.
G თუ ლუქის მთლიანობა დარღვეული აღმოჩნდა, მაგრამ კომისია მიიჩნევს, რომ ამას არ გამოუწვევია საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა დარღვევა, კომისიის განკარგულებით გრძელდება კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურა. წინააღმდეგ შემთხვევაში, საარჩევნო ყუთი ილუქება და საარჩევნო ყუთი, სხვა საარჩევნო დოკუმენტაცია და კომისიის განკარგულება, ყუთისა და საარჩევნო დოკუმენტაციის დალუქვის გადაწყვეტილების შესახებ, დაუყოვნებლივ გადაეცემა საოლქო საარჩევნო კომისიას (მუხლი 61.2)
2. ხსნის ძირითად საარჩევნო ყუთს; მიუთითებს მთვლელებს სპეციალური კონვერტები განათავსონ მაგიდაზე, რის შემდეგაც ამოწმებს საკონტროლო ფურცლის არსებობას და უდარებს შესადარებლად შენახულ საკონტროლო ფურცელს;
G თუ საკონტროლო ფურცელი არ აღმოჩნდა ან ის არსებითად განსხვავდება შესადარებლად შენახული საკონტროლო ფურცლისგან, ყველა სპეციალური კონვერტი და საარჩევნო ბიულეტენი შეიფუთება, დაილუქება, შედგება სათანადო ოქმი. კომისია მიიღებს განკარგულებას ყველა საარჩევნო დოკუმენტაციის დაილუქვის შესახებ, რომელიც დაუყოვნებლივ გადაეცემა საოლქო საარჩევნო კომისიას (მუხლი 61.5).
3. მიუთითებს მდივანს შეინახოს ძირითად და გადასატან საარჩევნო ყუთებში აღმოჩენილი საკონტროლო ფურცლები ხმების დათვლის დამთავრებამდე;
III. კომისიის თავმჯდომარე მიუთითებს მთვლელებს აურიონ ძირითადი და გადასატანი საარჩევნო ყუთებიდან გადმოყრილი სპეციალური კონვერტები.
I. პირველი მთვლელი სპეციალური კონვერტიდან იღებს საარჩევნო ბიულეტენებს;
G თუ კონვერტში აღმოჩნდა დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენი (საარჩევნო ყუთში აღმოჩენილი ნებისმიერი სახის ფურცელი, რომელიც არ შეესაბამება ცესკო-ს მიერ ოფიციალურად დადგენილ ფორმას), მას ცალკე გადადებს (დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენები დალუქვის გარეშე წარედგინება საოლქო საარჩევნო კომისიას).
II. პირველი მთვლელი ამოწმებს საარჩევნო ბიულეტენების ნამდვილობას და აცხადებს ვისთვისაა ხმა მიცემული მაჟორიტარული და პროპორციული (ქ. თბილისში დამატებით მერის, ჩუღურეთში, გურჯაანსა და ოზურგეთში დამატებით პარლამენტის შუალედური არჩევნების) არჩევნების მიხედვით; ან მისი ბათილობის შემთხვევაში აცხადებს ბათილობის მიზეზს. საარჩევნო ბიულეტენი ბათილია იმ შემთხვევაში, თუ (მუხლი 62.3):
1) საარჩევნო ბიულეტენი დამოწმებული არ არის რეგისტრატორის ხელმოწერითა და სპეციალური ბეჭდით;
2) შეუძლებელია იმის დადგენა, რომელ საარჩევნო სუბიექტს მისცა ხმა ამომრჩეველმა (ამომრჩეველმა ხმა არ მისცა არცერთ სუბიექტს, ან ხმა მისცა ერთზე მეტ სუბიექტს, ყველა გადახაზა და სხვ.);
3) სპეციალურ კონვერტში აღმოჩნდა დადგენილ რაოდენობაზე მეტი ბიულეტენი; (იმ შემთხვევაში, როდესაც სპეციალურ კონვერტში აღმოჩნდება ერთი სახის, დადგენილ რაოდენობაზე მეტი საარჩევნო ბიულეტენი ბათილად ჩაითვლება მხოლოდ ასეთი სახის ბიულეტენები. ღაც შეეხება ასეთ დროს სპეციალურ კონვერტში დარჩენილ სხვა სახის ბიულეტენებს, ისინი ჩაითვლება ნამდვილად.)
4) სპეციალური კონვერტი არ არის დადგენილი ნიმუშის;
5) საარჩევნო ბიულეტენი საარჩევნო ყუთში აღმოჩნდა სპეციალური კონვერტის გარეშე;
6) საარჩევნო ბიულეტენი განკუთვნილი იყო სხვა საარჩევნო უბნისთვის.
ბათილად არ უნდა ჩაითვალოს ის საარჩევნო ბიულეტენი, რომელშიც აშკარაა ამომრჩევლის განზრახვა, ხმა მისცეს რომელიმე სუბიექტს.
გახსოვდეთ:
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას-მუნიციპალიტეტებში უნდა იყოს 2 საარჩევნო ბიულეტენი (პროპორციული, მაჟორიტარული), გურჯაანსა და ოზურგეთში სამი სახის (მაჟორიტარული, პროპორციული და პარლამენტის შუალედური) თბილისში – სამი სახის (პროპორციული, მაჟორიტარული, თბილისის მერი), ჩუღურეთში – 4. (პროპორციული, მაჟორიტარული, თბილისის მერი და პარლამენტის შუალედური არჩევნების ბიულეტენი).
G იმ შემთხვევაში, თუ კომისიის რომელიმე წევრი, ან კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე რომელიმე პირი, არ დაეთანხმება პირველი მთვლელის გადაწყვეტილებას ბიულეტენის ნამდვილობის შესახებ, ასეთი ბიულეტენი გადაიდება ცალკე – საეჭვოდ მიჩნეულ ბიულეტენებში (მთვლელი ვალდებულია დააკმაყოფილოს ეს მოთხოვნა) (მუხლი 62.2).
III. პირველი მთვლელი აწვდის პროპორციულ ბიულეტენს მეორე მთვლელს, ხოლო მაჟორიტარულ ბიულეტენს – მესამე მთვლელს (გურჯაანსა და ოზურგეთში პარლამენტის შუალედური არჩევნების ბიულეტენს – მეოთხე მთვლელს, ქ. თბილისში მერის არჩევნების ბიულეტენს – მეოთხე მთვლელს, ხოლო ჩუღურეთში მერის არჩევნების ბიულეტენს მეოთხე მთვლელსUდა პარლამენტის შუალედური არჩევნების ბიულეტენს – მეხუთე მთვლელს), ხოლო სპეციალურ კონვერტს გადადებს ცალკე (მუხლი 62.1.ა));
IV. მეორე და მესამე მთვლელები ახარისხებენ საარჩევნო ბიულეტენებს საარჩევნო სუბიექტებისთვის მიცემული ხმების, ბათილი ბიულეტენების და საეჭვოდ მიჩნეული ბიულეტენების მიხედვით (მუხლი 62.1.ბ));
V. საარჩევნო ბიულეტენების დახარისხების დასრულების შემდეგ, კომისია განიხილავს და კენჭისყრით წყვეტს საეჭვოდ მიჩნეული ბიულეტენების ნამდვილობის საკითხს. ნამდვილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენს კომისიის თავმჯდომარე დებს ნამდვილი ბიულეტენების დასტაში (საარჩევნო სუბიექტისთვის მიცემული ხმის მიხედვით), ხოლო ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენს – ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების დასტაში (მუხლი 62.5);
კომისიის თავმჯდომარე ბათილ საარჩევნო ბიულეტენებს ზემოდან აწერს „ბათილია“ და ხელს აწერენ მთვლელები და კომისიის თავმჯდომარე. მათ რაოდენობას საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი დაუყოვნებლივ აღნიშნავს სადემონსტრაციო ოქმსა და ჩანაწერთა წიგნში (მუხლი 62.6).
საარჩევნო ბიულეტენების დათვლა
ბიულეტენების დახარისხების შემდეგ კომისიის თავმჯდომარე მთვლელებს მიუთითებს დაითვალონ:
1. ბათილი საარჩევნო ბიულეტენები;
2. საარჩევნო სუბიექტების მიხედვით დახარისხებული ბიულეტენები.
Ø პირველი და მეორე მთვლელები ითვლიან დახარისხებულ საარჩევნო ბიულეტენებს და აწყობენ ათ-ათ ცალად ერთმანეთზე ჯვარედინად. მესამე მთვლელი ხელახლა ითვლის/ამოწმებს ათ-ათ ცალად დაწყობილ საარჩევნო ბიულეტენებს.
კომისიის თავმჯდომარე აცხადებს თითოეული საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების რაოდენობას მაჟორიტარული და პროპორციული არჩევნების მიხედვით. კომისიის მდივანს ეს მონაცემები შეაქვს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში და სადემონსტრაციო ოქმებში.
კომისიის მდივანი კომისიის თავმჯდომარესთან ერთად მონაცემების სისწორის გადამოწმების მიზნით ამოწმებს:
Ö სუბიექტების მიერ მიღებული ხმების საერთო რაოდენობას + ბათილი ბიულეტენების რაოდენობა <= ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობის. თუ ტოლობა არ შედგა, კომისიის თავმჯდომარემ მთვლელებს უნდა მიუთითოს გადაითვალონ:
§ საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმები/ბიულეტენები; და
§ ბათილი საარჩევნო ბიულეტენები.
თუ ტოლობა მაინც ვერ იქნა მიღებული, კომისიის მდივანმა კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი უნდა შეავსოს ხელთ არსებული დოკუმენტაციის/მონაცემების საფუძველზე.
საარჩევნო ბიულეტენების დალუქვა
საარჩევნო ბიულეტენების დათვლის შემდეგ კომისიის თავმჯდომარე მთვლელებს მიუთითებს შეკრან და დალუქონ:
Ø ბათილი საარჩევნო ბიულეტენები; სხვა საარჩევნო უბნისთვის განკუთვნილი ბათილი ბიულეტენები ცალკე იკვრება და მათი რაოდენობა აღინიშნება მხოლოდ ჩანაწერთა წიგნში. მთვლელებმა კონვერტს უნდა დააწერონ არჩევნების სახეობა, საარჩევნო დოკუმენტაციის სახეობა (ბათილი საარჩევნო ბიულეტენები), კონვერტში მოთავსებული ბიულეტენების რაოდენობა, საარჩევნო ოლქის და უბნის ნომერი. Kკონვერტის დალუქვის ზოლზე ხელს აწერენ მთვლელები და კომისიის თავმჯდომარე და მიეთითება დალუქვის თარიღი და დრო (მუხლი 62.6, მუხლი 3.ჩ2);
Ø საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმები/საარჩევნო ბიულეტენები; მთვლელებმა ათ-ათად დაწყობილი საარჩევნო ბიულეტენები უნდა შეკრან ლითონის შემკვრელით („სტეპლერით“). ყოველ შეკვრას, როგორც სრულს, ისე არასრულს, ზემოდან უნდა დააწერონ შეკრული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა. საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმები/საარჩევნო ბიულეტენები ცალ-ცალკე იდება კონვერტებში. თითოეულ კონვერტს მთვლელებმა უნდა დააწერონ არჩევნების სახეობა, საარჩევნო სუბიექტის დასახელება, სუბიექტის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა, საარჩევნო ოლქის და უბნის ნომერი. კონვერტის დალუქვის ზოლზე ხელს აწერენ მთვლელები და კომისიის თავმჯდომარე და მიეთითება დალუქვის თარიღი და დრო (მუხლი 62.8, მუხლი 62.9);
საარჩევნო ყუთებიდან ამოღებული საკონტროლო ფურცლები, ასევე შესადარებელი საკონტროლო ფურცელი. კონვერტს დაეწერება საარჩევნო დოკუმენტაციის სახეობა, საარჩევნო ოლქის და უბნის ნომერი. კონვერტის დალუქვის ზოლზე ხელს აწერენ მთვლელები და კომისიის თავმჯდომარე და მიეთითება დალუქვის თარიღი და დრო.
თავი XIII. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შეფასება
შასაუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი საარჩევნო ბიულეტენების დალუქვის შემდეგ (მუხლი 63.1) საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით ავსებს შემაჯამებელ ოქმებს (იხ. დანართი №1);
კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში შესული ყველა მონაცემი უნდა გამოცხადდეს ხმამაღლა, ყველას გასაგონად.
თუ შემაჯამებელი ოქმის შევსებისას კომისიის მდივანი დაუშვებს შეცდომას, შეცდომით შევსებული მონაცემის გასწვრივ მაშინვე აკეთებს წარწერას „შესწორებულია.“ კომისიის მდივანი ავსებს შესწორების ოქმის ფორმას (იხ. დანართი №2), მასში აღნიშნავს შემაჯამებელ ოქმში შეცდომით შეტანილ მონაცემს და მის გასწვრივ მიუთითებს სწორ მონაცემს.
კომისიის მდივანი შესწორების ოქმში მიუთითებს მისი შედგენის თარიღსა და დროს; ოქმს ხელს აწერენ სხდომაზე დამსწრე კომისიის ყველა წევრი; კომისიის თავმჯდომარე უსვამს ბეჭედს. შესწორების ოქმი დაერთვება იმ შემაჯამებელ ოქმს, რომელში შეტანილი მონაცემიც შესწორდა (მუხლი 55.4).
კომისიის მდივანი შესწორების ოქმს რეგისტრაციაში ატარებს სარეგისტრაციო ჟურნალის „გასული დოკუმენტაციის” ნაწილში და ანიჭებს რეგისტრაციის ნომერს. კომისიის მდივანი მიუთითებს შესწორების ოქმის შევსების თარიღსა და დროს, ორგანიზაციის დასახელებას (საუბნო საარჩევნო კომისია), დოკუმენტის შინარსს (მაგ. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი მაჟორიტარული ოქმის შესწორების ოქმი); მდივანი ხელს აწერს გრაფაში “დოკუმენტის გამტანის ხელმოწერა”.
G ემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემების გადასწორება იწვევს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ან/და მდივნის დაჯარიმებას თითოეულისა 2000 ლარის ოდენობით (მუხლი 12626). ხოლო ასეთი ოქმის ბათილობის საკითხს განიხილავს საოლქო საარჩევნო კომისია (მუხლი 55.3).
საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა წევრი ხელს აწერს შემაჯამებელ ოქმებს; ოქმზე ხელის მოწერა სავალდებულოა, რადგან ამით დასტურდება მათი დასწრება (ყოფნა) კომისიის სხდომაზე. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ოქმებს ამოწმებს კომისიის ბეჭდით (მუხლი 63.4). თუ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი არ ეთანხმება ოქმში შეტანილ მონაცემებს, მას უფლება აქვს ოქმს წერილობით დაურთოს განხსვავებული აზრი, ასევე ჩანაწერი გააკეთოს შემაჯამებელ ოქმში „განსხვავებული აზრის“ გრაფაში და მოაწეროს ხელი ოქმს (მუხლი 63.5).
კომისიის მდივანი შემაჯამებელ ოქმებზე ხელმოწერების და ბეჭდის დასმის შემდეგ, ოქმებს
(დედანს) ატარებს რეგისტრაციაში სარეგისტრაციო ჟურნალის “გასული დოკუმენტაციის” ნაწილში და ოქმებს ანიჭებს სარეგისტრაციო ნომრებს. კომისიის მდივანი მიუთითებს ოქმების შევსების თარიღსა და დროს, ორგანიზაციის დასახელებას (საუბნო საარჩევნო კომისია), დოკუმენტის შინარსს (მაგ. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი მაჟორიტარული ოქმი); მდივანი ხელს აწერს გრაფაში “ დოკუმენტის გამტანის ხელმოწერა.”
საოლქო საარჩევნო კომისიის ერთი წევრი აკონტროლებს საუბნო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეების ნაკადს და აგზავნის საარჩევნო დოკუმენტაციის ჩასაბარებლად გამოყოფილ ერთ-ერთ თავისუფალ მაგიდასთან; საოლქო საარჩევნო კომისიაში გამოყოფილი უნდა იყოს არანაკლებ 2 ასეთი მაგიდისა.
საუბნო საარჩევნო კომისიისგან საარჩევნო დოკუმენტაციის ჩაბარებაზე პასუხისმგებელი საოლქო საარჩევნო კომისიის ორი წევრი, რომლებიც:
§ იღებენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებს;
§ ამოწმებენ საუბნო საარჩევნო კომისიისგან მიღებული საარჩევნო დოკუმენტაციის ნუსხას (იხ. საკონტროლო ნუსხა);
§ ამოწმებენ მითითებულია თუ არა თითოეულ შეკვრაზე საარჩევნო დოკუმენტაციის დასახელება, საარჩევნო ოლქის და საარჩევნო უბნის ნომერი;
§ აკეთებენ ჩანაწერს მასალის მიღების შესახებ და გასცემენ მიღება-ჩაბარების აქტს;
Ø თუ საარჩევნო დოკუმენტაცია სრული სახით არ არის წარმოდგენილი, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს აგზავნიან საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან;
▪ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს აგზავნიან საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილესთან (ან ოქმების შემოწმებაზე პასუხისმგებელ პირთან), რომელთანაც მიაქვს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმები და ჩანაწერთა წიგნი/საჩივრები.
კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შემოწმებაზე პასუხისმგებელი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი:
▪ იბარებს ოქმებს და საჩივრებს;
▪ ამოწმებს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს:
Ø სუბიექტების მიერ მიღებული ხმების საერთო რაოდენობას + ბათილი ბიულეტენების რაოდენობა <= ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას
Ø მიღებული ბიულეტენების რაოდენობას - ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა და გაფუჭებული ბიულეტენების რაოდენობა = გამოუყენებელი ბიულეტენების რაოდენობისა.
▪ თუ ოქმები არასრულია, ოქმებს წარუდგენს და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს აგზავნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან;
▪ შემოწმებულ ოქმებს გადასცემს კომისიის მდივანს.
საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი მიღებული ოქმების შესაბამისად აწარმოებს წინასწარი შედეგების შემაჯამებელ ცხრილს ისე რომ საარჩევნო კომისიაში ყოფნის უფლების მქონე პირებმა თვალყური ადევნონ საარჩევნო უბნებიდან მიღებული ოქმების პროგრესს. თუ ოქმი არასწორად არის შევსებული, წინასწარი შედეგების შემაჯამებელ ცხრილში ამ საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის მონაცემი არ შეიტანება. ასეთი ოქმი ცალკე გადაიდება და მას საოლქო საარჩევნო კომისია მოგვიანებით განიხილავს.
საოლქო საარჩევნო კომისიის ორ წევრს საარჩევნო უბნებიდან მიღებული საარჩევნო დოკუმენტაცია გადააქვთ საიმედოდ დაცულ ადგილას (ან ოთახში).
საარჩევნო დოკუმენტაციის საკონტროლო ნუსხა
საარჩევნო უბნის №
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
ოქმები
საჩივრები
ჩანაწერთა წიგნი
სარეგის. ჟურნალი
პროპორციული საარჩევნო ბიულეტენები
გამოუყენებელი
გაფუჭებული
სუბიექტების ხმები/ბიულეტ.
ბათილი
ბათილი (სხვა უბნის)
მაჟორიტარული საარჩევნო ბიულეტენები
გამოუყენებელი
გაფუჭებული
სუბიექტების ხმები/ბიულეტ.
ბათილი
ბათილი (სხვა უბნის)
ქ. თბილისის მერის არჩევნებისათვის განკუთვნილი საარჩევნო ბიულეტენები
გამოუყენებელი
გაფუჭებული
სუბიექტების ხმები/ბიულეტ.
ბათილი
ბათილი (სხვა უბნის)
შუალედური არჩევნებისათვის განკუთვნილი საარჩევნო ბიულეტენები
გამოუყენებელი
გაფუჭებული
სუბიექტების ხმები/ბიულეტ.
ბათილი
ბათილი (სხვა უბნის)
სხვა დალუქული საარჩევნო დოკუმენტაცია
ერთიანი სია
სპეციალური სია
სიის დანართი
საკონტრ. ფურც.
კომისიის ბეჭედი
რეგისტ. ბეჭდები
სხვა დოკუმენტაცია და ინვენტარი
მარკირების სითხე
მარკირების ფარანი
ძირითადი ყუთი
გადასატანი ყუთი
გამოუყ. კონვერტები
ქსეროქსი
უბნის აბრა
კაბინის მოწყობ.
ჩააბარა (ხელმოწერა)
ჩაიბარა (ხელმოწერა)
ჩაბარების დრო
საუბნო საარჩევნო კომისიის, საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებათა გასაჩივრების წესი და ვადები (მუხლი 77)
1. საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება
საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება კომისიის მიერ მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, რომელიც საჩივარს იხილავს 1 კალენდარული დღის ვადაში.
საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს რაიონულ/საქალაქო სასამართლოში.
რაიონული/საქალაქო სასამართლო საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში.
რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის შეტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება!!
2. საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება
საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება კომისიის მიერ მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. (საარჩევნო კოდექსი განსაზღვრავს იმ გამონაკლის შემთხვევებს, როდესაც საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება საჩივრდება პირდაპირ რაიონულ/საქალაქო სასამართლოში).
ცენტრალურ საარჩევნო კომისია საჩივარს იხილავს 1 კალენდარული დღის ვადაში.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში.
თბილისის საქალაქო სასამართლო საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის შეტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება!!!
საარჩევნო კომისიაში/სასამართლოში განცხადების/სარჩელის/საჩივრის შეტანა არ აჩერებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოქმედებას.
გახსოვდეთ!
საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრების გამო საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცესკოში გასაჩივრების შემთხვევაში განცხადება/საჩივარი განუხილველი რჩება. (მუხლი 77, პუნქტი 3).
კენჭისყრის პროცედურების დარღვევის შესახებ განხცადებების/საჩივრების
შედგენის წესი
განცხადება/საჩივარი საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცედურების დარღვევის შესახებ შედგენილ უნდა იქნეს დარღვევის შემჩნევისთანავე, კენჭისყრის დღის 7 საათიდან საარჩევნო ყუთის გახსნამდე (მუხლი 641 პუნქტი 1).
ü განცხადებაში (საჩივარში) აღინიშნება:
ü განცხადების (საჩივრის) შედგენის დრო და თარიღი;
ü განმცხადებლის(მომჩივნის) სახელი, გვარი და მისამართი;
ü საარჩევნო უბნის ნომერი და მისამართი;
ü მოწმის არსებობის შემთხვევაში მისი სახელი, გვარი და რეგისტრაციის ადგილი;
ü დარღვევის არსი და მისი ჩადენის დრო;
ü დამრღვევის დადგენის შემთხვევაში მისი ის მონაცემები, რომელთა დადგენა შესაძლებელი გახდა;
ü დამრღვევის ახსნა-განმარტება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ü სხვა დამატებითი ინფორმაცია (მუხლი 64 პუნქტი 2).
განცხადება/საჩივარი კენჭისყრის პროცედურის დროს ჩადენილი დარღვევის შესახებ საარჩევნო ყუთის გახსნამდე უნდა გადაეცეს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, მის მოადგილეს ან კომისიის მდივანს, რომელიც მდივნის მიერ რეგისტრაციაში უნდა გატარდეს ჩანაწერთა წიგნში, ხოლო განმცხადებელს საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მოთხოვნათა შესაბამისად გადასცემს ცნობას (თავისი ხელმოწერით), რომელშიც აღინიშნება შესაბამისი განცხადების/საჩივრის კომისიაში მიღების თარიღი/დრო და სარეგისტრაციო ნომერი. (მუხლი 64 პუნქტი 1).
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება განცხადებაზე/საჩივარზე და აღმოფხვრას არსებული დარღვევა. თუ კომისიის თავმჯდომარემ არ ან ვერ აღმოფხვრა დარღვევა ან სხვაგვარი ფორმით უარი განაცხადა განცხადებაზე/საჩივარზე რეაგირებაზე, განმცხადებელს/მომჩივანს უფლება აქვს ანალოგიური განცხადება/საჩივარი დაუყოვნებლივ წარუდგინოს ზემდგომ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას. (მუხლი 64 პუნქტი 4).
განცხადება/საჩივარი ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი დარღვევების შესახებ
განცხადება/საჩივარი ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი დარღვევების შესახებ და კენჭისყრის შედეგების გადასინჯვის ან ბათილად ცნობის მოთხოვნით შედგენილ უნდა იქნეს საარჩევნო ყუთის გახსნიდან, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე და მასში უნდა მიეთითოს (მუხლი 641 პუნქტი 2):
ü განცხადების (საჩივრის) შედგენის თარიღი და დრო;
ü განმცხადებლის (მომჩივნის) გვარი, სახელი და მისამართი;
ü საარჩევნო უბნის ნომერი და მისამართი;
ü მოწმის (არსებობის შემთხვევაში) გვარი, სახელი და რეგისტრაციის ადგილი;
ü დარღვევის არსი და მისი ჩადენის დრო;
ü დამრღვევის დადგენის შემთხვევაში მისი ის მონაცემები, რომელთა დადგენა შესაძლებელი გახდა;
ü დამრღვევის ახსნა-განმარტება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ü სხვა დამატებითი ინფორმაცია.
განცხადება/საჩივარი საარჩევნო უბანში კენჭისყრის, ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი დარღვევების შესახებ და კენჭისყრის შედეგების გადასინჯვის ან ბათილად ცნობის მოთხოვნით საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის მიერ რეგისტრირდება ჩანაწერთა წიგნში და საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ
გადაეცემა ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღის 20 საათიდან 48 საათის განმავლობაში(საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საბუთების მიღების საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესის გათვალისწინებით)M(მუხლი 641 პუნქტი 3).
განცხადება/საჩივარი იმავე ვადაში საოლქო საარჩევნო კომისიას შეიძლება გადასცეს უშუალოდ განმცხადებელმა/მომჩივანმა (მუხლი 641 პუნქტი 3).
ზემოაღნიშნული დარღვევების შესახებ შედგენილი განცხადება/საჩივარი საოლქო საარჩევნო კომისიაში მიღებისთანავე საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის მიერ რეგისტრირდება საოლქო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში. კომისია მას განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადების/საჩივრის რეგისტრაციიდან 1 კალენდარული დღის ვადაში. (მუხლი 641 პუნქტი 1).
განცხადება/საჩივარზე ხარვეზის დადგენა
თუ დარღვეულია „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა”, „ბ”, „გ”, „დ” ქვეპუნქტებით დადგენილი ინფორმაციის წარდგენის წესი („ა” განცხადების/საჩივრის შედგენის თარიღი და დრო; „ბ” განმცხადებლის/ მომჩივნის სახელი გვარი და მისამართი; „გ” საარჩევნო უბნის ნომერი და მისამართი; „დ” მოწმის არსებობის შემთხვევაშიმისი სახელი – გვარი და რეგისტრაციის ადგილი), საარჩევნო კომისიაში განცხადების/საჩივრის მიმღები შესაბამისი თანამდებობის პირი ვალდებულია განცხადების/საჩივრის წარმდგენს დაუდგინოს ხარვეზი და განუსაზღვროს გონივრული ვადა მის გამოსასწორებლად, რის შესახებაც კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში კომისიის მდივნის მიერ კეთდება შესაბამისი ჩანაწერი, რომელსაც ხელს აწერენ განცხადების/საჩივრის წარმდგენი და შესაბამისი თანამდებობის პირი (მუხლი 64² პუნქტი 2).
განცხადების/საჩივრის წარმდგენს უფლება აქვს დადგენილ ვადაში გამოასწოროს ხარვეზი ანალოგიური განცხადების/საჩივრის წარდგენის გზით, რომელშიც აღმოფხვრილი იქნება ხარვეზის დადგენის საფუძვლები, ან/და წარადგინოს განცხადება, რომელშიც მიეთითება ის მონაცემები, რომელთა გამოც დაუდგინდა ხარვეზი (მუხლი 64² პუნქტი 3).
ხარვეზის შევსების შემთხვევაში საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი ხარვეზის შევსების ზუსტი დროისა და თარიღის მითითებით და მას ხელს აწერენ ხარვეზის შემვსები პირი და შესაბამისი უფლებამოსილი პირი (მდივანი) (მუხლი 64² პუნქტი 4).
დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში შესაბამისი საარჩევნო კომისია განცხადება/საჩივარს არ განიხილავს, რის თაობაზეც გამოსცემს განკარგულებას. (მუხლი 64² პუნქტი 5 და მუხლი 64² პუნქტი 2).
გახსოვდეთ!
ü განცხადება/საჩივარი, რომელიც წარდგენილია ქვემოთ ჩამოთვლილი პროცედურების დარღვევით, კომისიის მიერ(ხარვეზის დაუდგენლად) არ განიხილება, თუ:
ü განცხადება/საჩივარი საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცედურების დარღვევის შესახებ არ არის შედგენილი საარჩევნო კანონის დარღვევის შემჩნევისთანავე, კენჭისყრის დღის 7 საათიდან საარჩევნო ყუთის გახსნამდე;
ü არ არის მითითებული დარღვევის არსი და მისი ჩადენის დრო;
ü დარღვეულია მისი შეტანის ვადა და წესი, მათ შორის:
● განცხადება/საჩივარი კენჭისყრის პროცედურის დროს ჩადენილი დარღვევის შესახებ საარჩევნო ყუთის გახსნამდე არ არის გადაცემული საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მისი მოადგილისა ან კომისიის მდივნისათვის, (რომელიც მას ატარებს რეგისტრაციაში ჩანაწერთა წიგნში, ხოლო განმცხადებელს „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნათა შესაბამისად გადასცემს ცნობას (თავისი ხელმოწერით), რომელშიც აღინიშნება შესაბამისი განცხადების/საჩივრის კომისიაში მიღების თარიღი და დრო);
● განცხადება/საჩივარი ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი დარღვევების შესახებ და კენჭისყრის შედეგების გადასინჯვის ან ბათილად ცნობის მოთხოვნით საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის მიერ არ არის რეგისტრირებული ჩანაწერთა წიგნში და საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ არ არის გადაცემული ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიისათვის კენჭისყრის მომდევნო დღის 20 საათიდან 48 საათის განმავლობაში.
განცხადება/საჩივარი იმავე ვადაში საოლქო საარჩევნო კომისიას შეიძლება გადასცეს უშუალოდ განმცხადებელმა/მომჩივანმა;
Ö განცხადება/საჩივარი შეტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ.
საჩივრის განხილვის პირობები და წესი
საარჩევნო კომისიის სხდომაზე საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ უნდა ეცნობოს საჩივრის შემომტან პირს/სადამკვირვებლო ორგანიზაციას/საარჩევნო სუბიექტს. თუ საჩივრის ავტორი საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული სადამკვირვებლო ორგანიზაცია ან მისი წარმომადგენელია, საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის თაობაზე ეცნობება ამ ორგანიზაციის საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ შესაბამის დამკვირვებელს ან ამ ორგანიზაციას. თუ საჩივრის ავტორი საარჩევნო სუბიექტი ან მისი დანიშნული წარმომადგენელია, საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის თაობაზე, ეცნობება ამ სუბიექტის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის 71-ე მუხლის საფუძველზე დანიშნულ წარმომადგენელს თუ საჩივრის ავტორი საარჩევნო კომისიის წევრია, საჩივრის განხილვის თაობაზე უნდა ეცნობოს პირადად მას. მხარეები ვალდებულნი არიან საჩივარში, გარდა კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებისა, გარკვევით მიუთითონ საჩივრის ავტორის საკონტაქტო (საცხ. ადგილისა და მობილურის) ტელეფონის ნომრები, ასევე დამატებით მითითებული უნდა იქნას საჩივრის ავტორის ფაქსისა და ელექტრონული ფოსტის მისამართი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). საჩივრის განხილვისათვის, „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონით მოთხოვნილი საჩივრის განხილვის ვადების დაცვის მიზნით, მხარეები შეიძლება დაბარებულ იქნენ როგორც წერილობით, ასევე ტელეფონით (მათ შორის მობილური ტელეფონით; მოკლე ტექსტური შეტყობინებით); ელექტრონული ფოსტით; ფაქსით და სხვა ტექნიკური საშუალებებით. ტექნიკური საშუალებებით მხარის დაბარება დასტურდება:
ა) მის მიერ მითითებულ საკონტაქტო ტელეფონზე დაკავშირებით;
ბ) დეპეშის შემთხვევაში – დეპეშის ჩაბარების შესახებ მიღებული შეტყობინებით;
გ) ელექტრონული ფოსტის ან ფაქსის, აგრეთვე მოკლე ტექსტური შეტყობინების შემთხვევაში – შესაბამისი ტექნიკური საშუალების მიერ მოწოდებული დადასტურებით. აღნიშნული წესით დადასტურების მიღებისას მხარე დაბარებულად ითვლება. მხარე ასევე დაბარებულად ჩაითვლება, თუ შეუძლებელია მასთან საჩივარში მითითებულ ტექნიკურ საშუალებებზე დაკავშირება (მობილური ტელეფონის, ფაქსის, კომპიუტერის გამორთულ მდგომარეობაში ყოფნის გამო და სხვ.).
ტექნიკური საშუალებებით მხარის დაბარებისას დგება აქტი, რომელიც უნდა დაერთოს კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საჩივარს. აქტის ფორმა მტკიცდება ცესკოს განკარგულებით. საოლქო საარჩევნო კომისიებში აქტს, კომისიის თავმჯდომარის დავალებით, ადგენს კომისიის ერთ-ერთი წევრი და მას ხელს აწერენ აქტის შემდგენი და კომისიის თავმჯდომარე.
საარჩევნო ადმინისტრაცია ვალდებულია მხარეს შეატყობინოს საქმის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, საქმის განხილვის დაწყებამდე არა უგვიანეს 3 საათისა.
მხარის გამოუცხადებლობა არ ქმნის საჩივრის განხილვის გადადების საფუძველს.
მხარეს, რომელიც ესწრება კომისიის სხდომას, სხდომის დაწყების წინ უნდა გადაეცეს მისი საჩივრის განხილვასთან დაკავშირებული კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი დოკუმენტების პროექტები და ასლები.
მხარეს უფლება აქვს, საარჩევნო კომისიის რეგლამენტით დადგენილი წესით მიიღოს მონაწილეობა საჩივრის განხილვაში. მხარეს, რომელიც მონაწილეობს საჩივრის განხილვაში, მისი მოთხოვნის შემთხვევაში საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილება (გარდა კომისიის სხდომის ოქმისა) უნდა ჩაბარდეს ამ გადაწყვეტილების მიღების მომდევნო დღის 12 საათამდე, კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენის ვადების გათვალისწინებით.
მხარეს, რომელიც შეტყობინების მიუხედავად არ გამოცხადდა საჩივრის განხილვაზე, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეგზავნება წერილობით. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ წერილობითი დოკუმენტის მისთვის ჩაბარების თარიღი არ წარმოადგენს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის ვადის ათვლის საფუძველს. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საარჩევნო კომისია ვალდებულია მიღებულ გადაწყვეტილებაში მიუთითოს მხარეს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა; ადგილი (დაწესებულების დასახელება და მისამართი), სადაც შეიძლება მისი გასაჩივრება.
1. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები
საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები, გარდა დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურეებისა, არიან საჯარო მოხელეები და მათზე ვრცელდება საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, თუ საარჩევნო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
შესაბამისად, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 78-ე მუხლი (დისციპლინური გადაცდომა), რომლის თანახმადაც დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს:
● სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, მათ შორის:
ü არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 2 თვის განმავლობაში საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის/წევრის უფლებამოსილების შეუსრულებლობა;
ü საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის ზედიზედ 3-ჯერ გაცდენა;
ü საარჩევნო კანონმდებლობის, საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტის სისტემატურად ან უხეშად დარღვევა. (აღნიშნული დასციპლინური გადაცდომა შეიძლება გახდეს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველი).
● დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეული შექმნა;
● ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოხელისა და დაწესებულების დისკრედიტიციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი (ბრალეული ქმედება), განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ;
და 79-ე მუხლი, რომელიც განსაზღვრავს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს:
● შენიშვნა;
● გაფრთხილება;
● არა უმეტეს ათი სამუშაო დღის ხელფასის დაკავება;
● სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან ჩამოშორება ხელფასის გაცემის შეჩერებით – არა უმეტეს ათი სამუშაო დღისა;
● სამსახურიდან განთავისუფლება საქართველოს საარჩევნო კოდექსის საფუძველზე და საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დისციპლინური გადაცდომა და პასუხისმგებლობის ზომები:
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს:
● სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება;
● საარჩევნო ადმინისტრაციისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეული შექმნა;
● არასაპატიო მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობა;
● არასაპატიო მიზეზით საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომის ზედიზედ 3-ჯერ გაცდენა;
● საარჩევნო კანონმდებლობისა და საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის უხეში დარღვევა;
● კომისიის წევრის მიერ კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის სავალდებულო ხელმოწერაზე უარი.
● დისციპლინური გადაცდომისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის მიმართ ზემდგომმა საოლქო საარჩევნო კომისიამ შეიძლება გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები:
● შენიშვნა;
● გაფრთხილება;
● ხელფასის/ხელფასის ნაწილის დაკავება;
● უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა.
(საქართველოს საარჩევნო კოდექსი მუხლი 371 )
G ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური პასუხისმგებლობის მხოლოდ ერთი ზომა.
G საარჩევნო კომისიის წევრისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების თაობაზე შესაბამისი ზემდგომი (ცესკო; საოლქო საარჩევნო კომისია) საარჩევნო კომისიის მიერ გამოიყენება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.
საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ადმინისტრაციიული პასუხისმგებლობა
G საარჩევნო კომიის წევრს საქართველოს საარჩევნო კოდექსით დაკისრებული ვალდებულებების ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედება ან უმოქმედობა) შეუსრულებლობის გამო შეიძლება დაეკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
G წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მიღება – გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით. (საარჩევნო კოდექსი, მუხლი 12618.)
G არჩევნების შემაჯამებელი ოქმის ასლის გაცემის დადგენილი წესების დარღვევა – გამოიწვევს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ან/და მდივნის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. (საარჩევნო კოდექსი, მუხლი 12628.)
G კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირისათვის ჩანაწერთა წიგნში ჩანაწერის შეტანაში ხელის შეშლა – გამოიწვევს შესაბამისი პირების დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. (საარჩევნო კოდექსი, მუხლი 12629.)
G ადგილობრივი/საერთაშორისო დამკვირვებლის, საარჩევნო სუბიექტისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების უფლებების შეზღუდვა ან მათი საქმიანობისათვის ხელის შეშლა – გამოიწვევს შესაბამისი პირების დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. (საარჩევნო კოდექსი, მუხლი 12630.)
კომისიის წევრებს შეიძლება პასუხისმგებლობა დაეკისროთ საქართველოს საარჩევნო კოდექსით და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული სხვა ქმედებისთვისაც.
თავი XVIII. ადმინისტრაციული სამართალდარღვევა.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი
ადმისტრაციული სამართალდარღვევის ცნება !!!
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი მუხლი 10).
საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა, თუ ეს დარღვევები თავიანთი ხასიათით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არ იწვევენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, განისაზღვრება საქართველოს საარჩევნო კოდექსით და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით. (დანართი №1 ამონარიდი საქართველოს საარჩევნო კოდექსიდან და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიდან).
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენაზე უფლებამოლისი პირი
G საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ ოქმს ადგენს:
Ö საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია;
Ö საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ უფლებამოსილი პირები (თანამდებობის პირები);
G შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უფლებამოსილი პირები (თანამდებობის პირები).
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კერძოდ ამავე კოდექსის 1742–1746 და 1748–17414 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, მისდამი დაქვემდებარებული საარჩევნო კომისიები, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ უფლებამოსილი პირები ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები. (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი მუხლი 239)
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განსახილვევლად
უფლებამოსილი ორგანო
G ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს განიხილავს რაიონული/საქალაქო სასამართლო.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის თაობაზე წარდგენილ განცხადება/საჩივარს იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად („საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 231-ე მუხლის მე-2 ნაწილი).
განცხადება/საჩივრის განხილვის პირობები და წესი განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით.
განცხადება/საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში დგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში აღინიშნება:
ü მისი შედგენის თარიღი და ადგილი;
ü შემდგენის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი;
ü მონაცემები დამრღვევის პიროვნების შესახებ, მათ შორის, პირადი ნომერი ან გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი;
ü ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი;
ü ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის;
ü მოწმეთა და დაზარალებულთა გვარები და მისამართები, თუ ისინი არიან;
ü დამრღვევის ახსნა-განმარტება;
ü საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები.
ოქმს ხელს აწერენ მისი შემდგენი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი; თუ არიან მოწმეები და დაზარალებულნი, ოქმს შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც.
თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი უარს იტყვის ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს უფლება აქვს, წარმოადგინოს ოქმისათვის დასართავი ახსნა-განმარტება და შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო, აგრეთვე ჩამოაყალიბოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.
ოქმის შედგენისას დამრღვევს განემარტება მისი უფლებები და მოვალეობები, რაც აღინიშნება ოქმში.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი დაუყოვნებლივ ეგზავნება რაიონულ/საქალაქო სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის შემდეგ რაიონულ/საქალაქო სასამართლოს გამოაქვს დადგენილება აღნიშნულ საქმეზე.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის თაობაზე წარდგენილი განცხადება/საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება საჩივრდება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დადგენილი წესითა და ვადებში.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი არის მკაცრი აღრიცხვის ფორმა. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის ნიმუში და მისი აღრიცხვა-ანგარიშგების წესი რეგულირდება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2010 წლის 14 იანვრის №9 განკარგულებით.
დანართი №1
ამონარიდი საქართველოს საარჩევნო კოდექსიდან
მუხლი 12618. წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მიღება კანონის დარღვევით
ამ კანონის 73-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ პირთა მიერ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მიღება– გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.
მუხლი 12619. წინასაარჩევნო მოწოდებებისა და მასალების გავრცელებისათვის ხელის შეშლა
ამ კანონით დადგენილი წესით წინასაარჩევნო მოწოდებების, განცხადებების, წარწერების, ფურცლების, ფოტო და სხვა მასალების გავრცელებისათვის ხელის შეშლა და ჩამორთმევა, აგრეთვე სააგიტაციო დანიშნულების ავტოსატრანსპორტო და სპეციალური მოწყობილობით აღჭურვილ სხვა საშუალებათა ჩამორთმევა ან წინასაარჩევნო აგიტაციის მიზნით მათი გამოყენებისათვის ხელის შეშლა –გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
მუხლი 12620. საარჩევნო კამპანიის ჩატარება ამ საქმიანობისათვის აკრძალულ დაწესებულებებში
საარჩევნო კამპანიის ჩატარება იმ დაწესებულებათა შენობებში, რომლებიც აკრძალულია ამ კანონით, და ასეთი ნებართვის გაცემა უფლებამოსილი პირის მიერ – გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
მუხლი 12621. არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნების წესების დარღვევა
კანონით დადგენილ ვადებში არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება სავალდებულო ინფორმაციის გარეშე ან გამოქვეყნებასთან დაკავშირებული სხვა წესების დარღვევა –გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.
მუხლი 12622. პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის კანონით დადგენილი ვალდებულების დარღვევით განთავსება
წინასაარჩევნო აგიტაციასთან, პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებასა და ინფორმაციის გადაცემასთან(ან გამოქვეყნებასთან) დაკავშირებული ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევა – გამოიწვევს ელექტრონული მედიის საშუალების დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით, ხოლო ბეჭდვითი მედიის საშუალებისას – 500 ლარის ოდენობით.
მუხლი 12623. საარჩევნო კამპანიის ფონდში კანონით აკრძალული ფინანსური და მატერიალური შემოწირულების მიღება ან/და შემოწირულების თაობაზე ინფორმაციის დამალვა
1. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების მიერ საარჩევნო კამპანიის ფონდში საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული ფინანსური და მატერიალური შემოწირულების მიღება – გამოიწვევს აკრძალული ფინანსური შემოწირულების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვას ან/და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მატერიალური შემოწირულების კონფისკაციას.
2. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების მიერ საარჩევნო კამპანიის ფონდში კანონით აკრძალული ფინანსური და მატერიალური შემოწირულების თაობაზე ინფორმაციის დამალვა – გამოიწვევს აკრძალული ფინანსური შემოწირულების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვას ან/და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მატერიალური შემოწირულების კონფისკაციას და დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი მოქალაქეთა იმ პოლიტიკური გაერთიანების მიერ, რომელიც იღებს სახელმწიფო დაფინანსებას, – გამოიწვევს შესაბამისად აკრძალული ფინანსური შემოწირულების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვას ან/და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მატერიალური შემოწირულების კონფისკაციას და დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით.
მუხლი 12624. საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშის წარდგენის კანონით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა
1. საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშის წარდგენის კანონით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა – გამოიწვევს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი მოქალაქეთა იმ პოლიტიკური გაერთიანების მიერ, რომელიც იღებს სახელმწიფო დაფინანსებას, – გამოიწვევს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით.
მუხლი 12625. საარჩევნო, სარეფერენდუმო ან საპლებისციტო კომისიებისათვის მასალების წარდგენაზე უარის თქმა ან მათი გადაწყვეტილების შეუსრულებლობა
საარჩევნო, სარეფერენდუმო ან საპლებისციტო კომისიებისათვის საჭირო მასალების და მონაცემების წარდგენაზე უარის თქმა ან მათი გადაწყვეტილების შეუსრულებლობა –
გამოიწვევს თანამდებობის პირთა დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
მუხლი 12626. კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებში შეტანილი მონაცემების გადასწორება
კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებში შეტანილი მონაცემების გადასწორება – გამოიწვევს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ან/და მდივნის დაჯარიმებას – თითოეულისა 2000 ლარის ოდენობით.
მუხლი 12627. წინასაარჩევნო აგიტაციისას და კამპანიისას ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისა და თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების აკრძალვა
წინასაარჩევნო აგიტაციისას და კამპანიისას ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისა და თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებისას ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
მუხლი 12628. არჩევნების, რეფერენდუმის ან პლებისციტის შემაჯამებელი ოქმის ასლის გაუცემლობა
არჩევნების, რეფერენდუმის ან პლებისციტის შემაჯამებელი ოქმის ასლის გაცემის ამ კანონით დადგენილი წესების დარღვევა – გამოიწვევს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ან/და მდივნის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
მუხლი 12629. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირისათვის ჩანაწერთა წიგნში ჩანაწერის შეტანაში ხელის შეშლა
კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირისათვის ჩანაწერთა წიგნში ჩანაწერის შეტანაში ხელის შეშლა – გამოიწვევს შესაბამისი პირების დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
მუხლი 12630. დამკვირვებლის, საარჩევნო სუბიექტისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების უფლებების შეზღუდვა
ადგილობრივი/საერთაშორისო დამკვირვებლის, საარჩევნო სუბიექტისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების ამ კანონით დადგენილი უფლებების შეზღუდვა ან მათი საქმიანობისათვის ხელის შეშლა – გამოიწვევს შესაბამისი პირების დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
მუხლი 12631. დამკვირვებლის, საარჩევნო სუბიექტისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების მიერ მათთვის დაკისრებული მოვალეობებისა და მოთხოვნების დარღვევა
დამკვირვებლის, საარჩევნო სუბიექტისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების მიერ ამ კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“–„დ“ ქვეპუნქტებით დაკისრებული მოთხოვნების დარღვევა– გამოიწვევს შესაბამისი პირების დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
ამონარიდი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიდან
მუხლი 1742. შეკრებისათვის ან მანიფესტაციისათვის ხელის შეშლა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით
შეკრებისათვის ან მანიფესტაციისათვის, აგრეთვე მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის ხელის შეშლა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, -
გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორმოცდაათიდან ას მინიმალურ ოდენობამდე.
მუხლი 1743. საარჩევნო კომისიაში მუშაობაში ჩარევა არჩევნების, რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარების დროს
საარჩევნო კომისიების მუშაობაში ჩარევა არჩევნების, რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარების დროს, რაც გამოიხატება საარჩევნო უბნებში ხმის მიცემის, პარლამენტის ან სხვა წარმომადგენლობითი ორგანოს წევრობის კანდიდატის, პარტიის ან რეფერენდუმის მოწყობის საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის, საარჩევნო უბნებსა და ოლქებში ხმების დათვლისა და არჩევნების, რეფერენდუმის ან პლებისციტის საერთო შედეგების დადგენასთან დაკავშირებული მოვალეობის შესრულებისათვის ხელის შეშლაში, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთიდან სამ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა – შრომის ანაზღაურების ორიდან ოთხ მინიმალურ ოდენობამდე.
მუხლი 1744. საარჩევნო სარეფერენდუმო ან საპლებისციტო კომისიებისათვის მასალების წარდგენაზე უარის თქმა ან მათი გადაწყვეტილების შეუსრულებლობა
საარჩევნო სარეფერენდუმო ან საპლებისციტო კომისიებისათვის საჭირო მასალების და მონაცემების წარდგენაზე უარის თქმა ან მათი გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, -
გამოიწვევს თანამდებობის პირთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორიდან ხუთ მინიმალურ ოდენობამდე.
მუხლი 1745. აგიტაციის გაწევა არჩევნების, რეფერენდუმის ან პლებისციტის დღეს
არჩევნების, რეფერენდუმის ან პლებისციტის დღეს პარლამენტის ან სხვა წარმომადგენლობითი ორგანოს წევრობის კანდიდატისა და არჩევნებში მონაწილე პარტიის, რეფერენდუმზე ან პლებისციტზე გამოტანილი საკითხის სასარგებლოდ ან წინააღმდეგ აგიტაციის გაწევა, – გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთიდან სამ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა – შრომის ანაზღაურების ორიდან ოთხ მინიმალურ ოდენობამდე.
მუხლი 1746. წინასაარჩევნო აგიტაციის ან ხმის მიცემისათვის გამოყოფილ ადგილებში იარაღით მისვლა
წინასაარჩევნო აგიტაციის ან ხმის მიცემისათვის გამოყოფილ ადგილას ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღით, ანდა საბრძოლო მასალით მისვლა, თუ ეს დაკავშირებული არ არის სამსახურებრივი მოვალეობის აღსრულებასთან, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთიდა სამ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა – შრომის ანაზღაურების ორიდან ხუთ მინიმალურ ოდენობამდე.
მუხლი 1747. ამოღებულია
მუხლი 1748. წინასაარჩევნო აგიტაციაში კანონის დარღვევით მონაწილეობის მიღება
წინასაარჩევნო აგიტაციაში იმ თანამდებობის პირების მონაწილეობა რომლებსაც ეს ეკრძალებათ საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1500-დან 2000 ლარამდე.
იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს თანამდებობის პირის თანამდებობიდან გათავისუფლებას.
მუხლი 1749. წინასაარჩევნო მოწოდებებისა და მასალების გავრცელებისათვის ხელის შეშლა წინასაარჩევნო მოწოდებების, განცხადებების, წარწერების, ფურცლების, ფოტო და სხვა მასალების გავრცელებისათვის ხელის შეშლა და ჩამორთმევა, აგრეთვე სააგიტაციო დანიშნულების ავტოსატრანსპორტო და სპეციალური მოწყობილობით აღჭურვილ სხვა საშუალებათა ჩამორთმევა ან წინასაარჩევნო აგიტაციის მიზნით მათი გამოყენებისათვის ხელის შეშლა,– გამოიწვევს დაჯარიმებას 800-დან 1000 ლარამდე, ხოლო თანამდებობის პირთა – 800-დან 1200 ლარამდე ან პატიმრობას ვადით ოცდაათ დღემდე.
მუხლი 17410. საარჩევნო კამპანიის ჩატარება ამ საქმიანობისათვის აკრძალულ დაწესებულებებში
საარჩევნო კამპანიის ჩატარება იმ დაწესებულებების შენობებში, რომლებიც აკრძალულია საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, და ასეთი ნებართვის გაცემა უფლებამოსილი პირის მიერ,– გამოიწვევს დაჯარიმებას 1500-დან 2000 ლარამდე.
მუხლი 17411. არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი ზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება სავალდებულო ინფორმაციის გარეშე
კანონით დადგენილ ვადებში არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება სავალდებულო ინფორმაციის გარეშე,–გამოიწვევს დაჯარიმებას 1200-დან 1500 ლარამდე.
მუხლი 17412. პოლიტიკური რეკლამის კანონით დადგენილი ვალდებულების დარღვევით განთავსება
წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკური რეკლამის განთავსებისა და ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებული საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მოთხოვნათა დარღვევისათვის,– გამოიწვევს ტელეკომპანიების დაჯარიმებას 1000-დან 1500 ლარამდე, რადიოკომპანიების დაჯარიმებას 700-დან 1000 ლარამდე, ხოლო გაზეთების დაჯარიმებას – 400-დან 500 ლარამდე.
იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის ზომების გამოყენებიდან ერთი წლის განმავლობაში,– გამოიწვევს ტელეკომპანიების დაჯარიმებას 3000-დან 5000 ლარამდე, რადიოკომპანიების დაჯარიმებას 2000-დან 3000 ლარამდე, ხოლო გაზეთების დაჯარიმებას – 1000-დან 1500 ლარამდე.
მუხლი 17413. საარჩევნო კამპანიის ფონდში ან მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებაში კანონით აკრძალული ფინანსური და მატერიალური შემოწირულობის მიღება ან/და შემოწირულობის თაობაზე ინფრმაციის დამალვა
საარჩევნო კამპანიის ფონდის განმკარგველი პირის ან მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებაში საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ კანონით აკრძალული ფინანსური და მატერიალური შემოწირულობის მიღება ან/და შემოწირულობის თაობაზე ინფორმაციის დამალვა,– გამოიწვევს დაჯარიმებას 1000-დან 1500 ლარამდე.
იგივე ქმედება, ჩადენილი მოქალაქეთა იმ პოლიტიკური გაერთიანებების მიერ, რომლებიც იღებენ სახელმწიფო დაფინანსებას, გამოიწვევს მათ დაჯარიმებას დამალული თანხის ხუთმაგი ოდენობით.
მუხლი 17414. საარჩევნო კამპანიის ფონდის, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების ანგარიშის წარდგენის კანონით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა
საარჩევნო კამპანიის ფონდის, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების ანგარიშის წარდგენის კანონით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობა,– გამოიწვევს საარჩევნო კამპანიის ფონდის განმკარგველი პირის დაჯარიმებას 1000-დან 1500 ლარამდე.
იგივე ქმედება, ჩადენილი მოქალაქეთა იმ პოლიტიკური გაერთიანებების მიერ, რომლებიც იღებენ სახელმწიფო დაფინანსებას, გამოიწვევს სახელმწიფო დაფინანსების შეჩერებას.
დანართი №2
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის გამოსაყენებლად შემოღების, აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და მისი ნიმუშის (პროექტის) დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 29-ე მუხლის პირველი პუნქტის “ი” ქვეპუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებით დამკიცებული „მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესი”-ს მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1
გამოსაყენებლად შემოღებულ იქნეს და დამტკიცდეს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის თანდართული ფორმა და მისი შედგენის წესი.
მუხლი 2
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ივსება ორ ეგზემპლიარად, რომელთაგან პირველი ეგზემპლიარი რჩება ოქმის შემდგენელს, ხოლო მეორე – გადაეცემა სამართალდამრღვევს.
მუხლი 3
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა შეიცავს შემდეგ დამცავ ნიშნებს:
ა) ექსკლუზიური ნუმერაცია (არანაკლებ 6 ციფრი);
ბ) ექსკლუზიური გილიოში (ბადე);
გ) ხაზის ნაცვლად გამოყენებულია მიკროტექსტი, სადაც იკითხება “საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია”;
დ) ქაღალდი ქარხნული წყლის ნიშნით 100+10გრ/კვ.მ;
ე) ქაღალდი ქარხნული ხილული და უხილავი ფიბრებით.
მუხლი 4
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში აღინიშნება: მისი შედგენის ადგილი და თარიღი; შემდგენლის თანამდებობა, სახელი და გვარი; მონაცემები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი პირის შესახებ; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საარჩევნო კოდექსი” შესაბამისი მუხლი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის ახსნა-განმარტება; საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები.
მუხლი 5
ოქმი ივსება ლურჯი ან შავბურთულიანი კალმით. ოქმის ყველა ჩანაწერი სრულდება გარკვევით. დაუშვებელია ოქმის გადახაზვა, გადაშლა, გადაფხეკა და ა. შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემის შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი. დაზიანებული ან არასწორად შევსებული ოქმი ჩამოიწერება დადგენილი წესით.
მუხლი 6
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი:
ა) გაიცემა მხოლოდ სათანადოდ გაფორმებული მინდობილობის საფუძველზე;
ბ) ინახება სპეციალურად გამოყოფილ და სათანადოდ დაცულ ადგილას.
მუხლი 7
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შენახვაზე პასუხისმგებლობა ცესკოს ადმინისტრაციულ შენობაში დაევალოს ცესკოს საქმისწარმოების დეპარტამენტს (ე. ველიძე), ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიებში – ოქმის შედგენაზე შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უფლებამისილ პირებს.
მუხლი 8
ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 4 თებერვლის №42/2008 განკარგულება “საქართველოს ადმინისტრაციული სამართარდარღვევათა კოდექსის 1742-1746 და 1748-17414 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმის ფორმის დამტკიცების თაობაზე”.
მუხლი 9
ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 10 ეს განკარგულება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
ადმინისტრაციული სამართალდარრვევის ოქმის ფორმების აღრიცხვის ჟურნალი
№
გაცემის თარიღი
ოქმის ნომერი
ოქმის გამცემი
გვარი
სახელი
თანამდებობა
ხელმოწერა
1
2
3
4
5
6
7
გაგრძელება
ოქმის მიმღები
შედგენილი (გამოყენებული) ოქმები
გვარი
სახელი
თანამდებობა
ხელმოწერა
გვარი
სახელი
თანამდებობა
ხელმოწერა
8
9
10
11
12
13
14
15
გაგრძელება
დაბრუნებული (გაუქმებული) ოქმები
შენიშვნა
დაბრუნების თარიღი
აქტის ნომერი
გვარი
სახელი
თანამდებობა
16
17
18
19
20
21
დანართი №2
აქტი №
გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ოქმის ფორმების ჩამოწერის შესახებ
-----------------------------------------------------------------
(აქტის შედგენის ადგილი)
----- -------------- 200 წელი
№
რაოდენობა
ოქმის ინდივიდუალური ნომერი (ნომრები)
შენიშვნა
ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი
უვარგისი ოქმის ფორმების ჩამოწერის სისწორეს:
ოქმების გამოყენებასა და
აღრიცხვა-ანგარიშგებაზე
პასუხისმგებელი პირი /-----------------------/
/-----------------------/
/-----------------------/
დანართი №1
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი –– №0000000
1. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 2.––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) შედგენის ადგილი
3. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, გვარი
4. სამართალდამრღვევის ა) –––––––––––––––––––– ბ) ––––––––––––––––––––––––––––––
სახელი, გვარი დაბადების თარიღი
გ)–––––––––––––––––––––––––––– დ) ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
მისამართი პირად. დამ. დოკ. სერია და № ან პირადი №
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––იურიდიული პირის შემთხვევაში – დასახელება, იურიდიული მისამართი, ხელმძღვანელის მონაცემები
5. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო, არსი)
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
რაც გათვალისწინებულია საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 12618, 12619, 12620, 12621, 12622, 12623, 12624, 12625, 12626, 12627, 12628, 12629, 12630, 12631 მუხლებით (ხაზი გაუსვით შესაბამის მუხლს).
6. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
მოწმის (მისი არსებობის შემთხვევაში) სახელი, გვარი და მისამართი
7. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დაზარალებულის (მისი არსებობის შემთხვევაში) სახელი, გვარი და მისამართი
8. ოქმს თან ერთვის
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
მოწმე (მისი არსებობის შემთხვევაში) –––––––––––––––––––
ხელმოწერა
დაზარალებული (მისი არსებობის შემთხვევაში) –––––––––––––––––––
ხელმოწერა
––––––––––––––––––––––––––––––––––––
ოქმის შემდგენლის ხელმოწერა
სამართალდამრღვევი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ხელმოწერა, ხელმოწერაზე ან ოქმის ჩაბარებაზე უარის აღნიშვნა
ოქმის შედგენისას დამრღვევს განემარტა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები:
ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი, საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით, გამოვიდეს დედაენაზე; თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით, გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება (გადაწყვეტილება).
დამკვეთი: საქართველოს დამამზადებელი: შპს “–––––––––– “
ცენტრალური საარჩევნო კომისია
მისამართი: ქ. თბილისი,–––––––––––––––––––––––––––––
სსიპ „სფს-ს მომსახურების სააგენტოს”
მიერ მინიჭებული სარეგისტრაციო № –––––––––