პარტიის მიერ დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მისი ადგილმონაცვლის დანიშვნის ვადების განსაზღვრის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
03.02.2012 ბოლო ცვლილება 15.07.2021
ნომერი
№5/2012
სარეგისტრაციო კოდი
010210010.15.008.016023
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/02/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისი ის

დადგენილება №5/2012

201 2 წ ლის 3 თებერვალი

ქ. თბილისი

პარტიის მიერ დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, მისი უფლებამონაცვლის დანიშვნის ვადების განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტების შესრულების უზრუნველსაყოფად,

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის მე- 3 პუნქტის, 30- ე მუხლის მე-3 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის ა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1. უფლებამოსილი პარტიის მიერ დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში პარტიამ, გადაწყვეტილება საუბნო საარჩევნო კომისიის ახალი წევრის დანიშვნის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიაში ან ცესკოში უნდა წარადგინოს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან 2 დღის ვადაში. შესაბამისი საარჩევნო კომისია ვალდებულია ზემოაღნიშნული ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდოს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დამნიშვნელ პარტიას.

მუხლი 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ვადების განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2007 წლის 10 დეკემბრის №33 /2007 დადგენილება.

მუხლი 3 . ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 4 . ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                                ზ. ხარატიშვილი

კომისიის მდივანი                                                 გ. მჭედლიძე