მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის წესის განსაზღვრის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
09.03.2012 ბოლო ცვლილება 10.07.2024
ნომერი
№15/2012
სარეგისტრაციო კოდი
010240060.15.008.016033
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/03/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (5 მუხლი)

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №15/2012

2012 წლის 9 მარტი

ქ. თბილისი

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის წესის განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 154-ე მუხლით დადგენილ ვადებში ჩასატარებელი პროცედურების დაწვრილებით აღწერის საჭიროებიდან გამომდინარე, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 30-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1. შესაბამისი საარჩევნო კომისია ვალდებულია, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკრებულოდან შეტყობინების მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ აცნობოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას აღნიშნულის თაობაზე, აგრეთვე, პროპორციული წესით არჩეული საკრებულოს გამოკლებული წევრის, გვარი, სახელი და რეგისტრაციის ადგილი, ხოლო ადგილმონაცვლის არარსებობის შემთხვევაში მანდატის გაუქმების შესახებ.

მუხლი 2. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული პროცედურების დასრულებისთანავე, დაუყოვნებლივ აცნობებს საკრებულოს წევრობის შესაბამის კანდიდატს მისი ადგილმონაცვლეობისა და შესაბამის საარჩევნო კომისიისათვის საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილ ვადაში თანხმობის/უარის განცხადების თაობაზე.

მუხლი 3. შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ადგილმონაცვლის მიერ დადგენილ ვადაში თანხმობის მიღების შემთხვევაში განკარგულებით ცნობს მას ადგილმონაცვლედ და დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამის საკრებულოს ადგილმონაცვლის თაობაზე. შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ადგილმონაცვლეს აძლევს საკრებულოს წევრობის სათანადო მოწმობას.

მუხლი 4. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 5. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                 ზ. ხარატიშვილი

კომისიის მდივანი                           გ. მჭედლიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის წესის განსაზღვრის თაობაზე“?
დიახ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის წესის განსაზღვრის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.07.2024.
როდის იქნა მიღებული „მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის წესის განსაზღვრის თაობაზე“?
„მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის წესის განსაზღვრის თაობაზე“ მიღებულია 09.03.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №15/2012. სარეგისტრაციო კოდი — 010240060.15.008.016033.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის წესის განსაზღვრის თაობაზე“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 10.07.2024-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის წესის განსაზღვრის თაობაზე“?
დოკუმენტი შედგება 5 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის წესის განსაზღვრის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.07.2024 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის წესის განსაზღვრის თაობაზე“, №15/2012, 09.03.2012, სარეგისტრაციო კოდი 010240060.15.008.016033 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.07.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1608051/