,,საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 21 მაისის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების განსაზღვრის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (5 მუხლი)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.15.008.011.722
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №19/2008
2008 წლის 6 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 21 მაისის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 98-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატი საარჩევნო რეგისტრაციაში გატარდება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების საფუძველზე. ამავე კოდექსის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ2“ ქვეპუნქტის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისია: „რეგისტრაციაში ატარებს პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ საარჩევნო ოლქებში წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატებს“; ამავე კოდექსის 97-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პარტიამ/საარჩევნო ბლოკმა მაჟორიტარული კანდიდატები უნდა წარადგინოს საარჩევნო ოლქში. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ აღნიშნული ნორმები ეწინააღმდეგება ამავე კოდექსის 98-ე მუხლის მე-2, მე-3, მე-5 პუნქტებისა და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს, რის გამოც შეუძლებელი ხდება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 98-ე მუხლის პირველი პუნქტის, 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ2“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესრულება. შესაბამისად:
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების; 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
საოლქო საარჩევნო კომისია, ნაცვლად ცენტრალური საარჩევნო კომისიისა, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 98-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული ვადისა და მოთხოვნების დაცვით ატარებს რეგისტრაციაში არჩევნებში მონაწილე პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ, ამ ოლქში წარდგენილ საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატს, ან ამავე პუნქტების მოთხოვნების გათვალისწინებითა და ვადების დაცვით გამოსცემს განკარგულებას რეგისტრაციაში გატარებაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც საჩივრდება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე და 771 მუხლებით დადგენილი წესით.
პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ პარტიულ სიაში შეყვანილი მაჟორიტარი კანდიდატის განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის დადგენილ ვადაში ცესკოში წარმოდგენის შემთხვევაში ცესკო ვალდებულია აღნიშნული დოკუმენტაცია, მაჟორიტარი კანდიდატის რეგისტრაციის საკითხის გადასაწყვეტად, დაუყოვნებლივ გადაუგზავნოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტის რეგისტრი-რებული მაჟორიტარი წევრობის კანდიდატს რეგისტრაციიდან 2 დღის ვადაში აძლევს სათანადო მოწმობას.
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1ა) მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში.
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ლ. თარხნიშვილი
კომისიის მდივანი გ. მჭედლიძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 21 მაისის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების განსაზღვრის თაობაზე““?
- დიახ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „,,საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 21 მაისის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების განსაზღვრის თაობაზე““ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 06.04.2008.
- როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 21 მაისის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების განსაზღვრის თაობაზე““?
- „,,საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 21 მაისის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების განსაზღვრის თაობაზე““ მიღებულია 06.04.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №19/2008. სარეგისტრაციო კოდი — 010.190.020.15.008.011.722.
- რამდენი მუხლისგან შედგება „,,საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 21 მაისის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების განსაზღვრის თაობაზე““?
- დოკუმენტი შედგება 5 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „,,საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 21 მაისის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების განსაზღვრის თაობაზე““-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.04.2008 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „,,საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 21 მაისის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების განსაზღვრის თაობაზე““, №19/2008, 06.04.2008, სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.15.008.011.722 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.04.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/77170/