საქართველოს პარლამენტის 2008 წლის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ჩატარების ახალი ვადების განსაზღვრის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.15.008.011.806
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №27/2008
2008 წლის 5 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს პარლამენტის 2008 წლის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ჩატარების ახალი ვადების განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
ამომრჩეველთა ერთიან სიებში უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში საარჩევნო კოდექსის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ სუბიექტებს უფლება აქვთ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-13 დღისა მოითხოვონ ამომრჩეველთა მონაცემებსა და ამომრჩეველთა სიებში ცვლილებების შეტანა.
საარჩევნო ადმინისტრაცია ამოწმებს ამომრჩეველთა სიებს. შემოწმების შედეგებს განიხილავს და სათანადო გადაწყვეტილებას იღებს საოლქო საარჩევნო კომისია განცხადების მიღებიდან 2 დღის ვადაში, მაგრამ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-11 დღისა.
აკრძალულია ამომრჩეველთა სიებში ცვლილებების შეტანა არჩევნების დღემდე ბოლო 7 დღის განმავლობაში, ხოლო არჩევნების დღემდე მე-10-დან მე-7 დღემდე ცვლილება შეიტანება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით.
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1ა) მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში.
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე
კომისიის თავმჯდომარე ლ. თარხნიშვილი
კომისიის მდივანი გ. მჭედლიძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს პარლამენტის 2008 წლის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ჩატარების ახალი ვადების განსაზღვრის თაობაზე““?
- დიახ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „საქართველოს პარლამენტის 2008 წლის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ჩატარების ახალი ვადების განსაზღვრის თაობაზე““ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 05.05.2008.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს პარლამენტის 2008 წლის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ჩატარების ახალი ვადების განსაზღვრის თაობაზე““?
- „საქართველოს პარლამენტის 2008 წლის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ჩატარების ახალი ვადების განსაზღვრის თაობაზე““ მიღებულია 05.05.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №27/2008. სარეგისტრაციო კოდი — 010.190.020.15.008.011.806.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს პარლამენტის 2008 წლის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ჩატარების ახალი ვადების განსაზღვრის თაობაზე““?
- დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს პარლამენტის 2008 წლის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ჩატარების ახალი ვადების განსაზღვრის თაობაზე““-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.05.2008 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „საქართველოს პარლამენტის 2008 წლის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ჩატარების ახალი ვადების განსაზღვრის თაობაზე““, №27/2008, 05.05.2008, სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.15.008.011.806 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.05.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/77566/