,,საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 21 მაისის არჩევნებისათვის ზოგიერთი ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№16/2008
სარეგისტრაციო კოდი
010.190.020.15.008.011.718
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 51, 04/04/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.15.008.011.718

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №16/2008

2008 წლის 3 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 21 მაისის არჩევნებისათვის ზოგიერთი ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტის, მე-3 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 1298 მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1

ცესკო კენჭისყრის გარეშე ცნობად იღებს განკარგულებით საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 21 მაისის არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ ცესკოში წარმომადგენლების დანიშვნას ან/და შეცვლას საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 71-ე მუხლით გათვალისწინებულ ვადაში.

მუხლი 2

საარჩევნო სუბიექტების მიერ ცესკოში დანიშნული წარმომადგენლის უფლება­მო­სილება შეწყვეტილად ჩაითვლება გამოწვევის შესახებ ცესკოში შესაბამისი განცხადების წარდგენის მომენტიდან.

მუხლი 3

ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართ­ლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1ა) მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 4

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                                                                                    ლ. თარხნიშვილი

კომისიის მდივანი                                                                                              გ. მჭედლიძე