საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის მორიგი არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№17
სარეგისტრაციო კოდი
010240020.15.008.016084
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/07/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (10 მუხლი)
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №17

2013 წლის 4 ივლისი

ქ. თბილისი

 

საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის მორიგი არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ღ” ქვეპუნქტის; მე-3 პუნქტის; 30-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
საუბნო საარჩევნო კომისიებმა კენჭისყრამდე არაუადრეს 30-ე და არაუგვიანეს მე-20 დღემდე განახორციელონ ამომრჩევლის მონაცემების ბარათების დარიგება, რომელშიც მითითებული იქნება:

ა) ამომრჩევლის სახელი, გვარი;

ბ) დაბადების თარიღი (რიცხვი,თვე, წელი);

გ) ამომრჩევლის რეგისტრაციის ადგილი;

დ) საარჩევნო უბნის ნომერი და მისამართი, სადაც ამომრჩეველს შეეძლება ხმის მიცემა;

ე) საარჩევნო კომისიის ან/და იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს კოორდინატები, სადაც სიაში უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში ამომრჩეველს შეუძლია მიმართოს განცხადებით.

მუხლი 2
ამომრჩევლის მონაცემების ბარათების დარიგება მოხდება შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ შედგენილი გრაფიკის შესაბამისად, იმ პირობით, რომ ბარათების მისამართებზე დარიგებას ახორციელებს კომისიის არანაკლებ 2 წევრი ერთდროულად. 
მუხლი 3
ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული განცხადების საარჩევნო კომისიაში შეტანის, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ განხილვის, გადაწყვეტილების მიღებისა და მისი განმცხადებლისათვის გაცნობის, ასევე გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი განსაზღვრულია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი”  31-ე მუხლის მე-7-მე-10 პუნქტებით. 
მუხლი 4
საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების ასლი, ამომრჩეველთა სიებში ცვლილებების შეტანის თაობაზე, დაუყოვნებლივ ეგზავნება:
ა) შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას;
ბ) საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას;
გ) იუსტიციის სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს, მათ ხელთ არსებულ მონაცემთა ბაზებში შესაბამისი ასახვის  მიზნით.
მუხლი 5
ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული განცხადების იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოში წარდგენის ბოლო ვადაა კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-16 დღე. შესაბამისი ცვლილებების შეტანის შესახებ ამ ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ასლი დაუყოვნებლივ, მაგრამ კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-12 დღისა, ეგზავნება ამომრჩეველთა ერთიან სიაში ასახვის მიზნით შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიასა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. 
მუხლი 6
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მიერ ამ დადგენილების მოთხოვნათა არაჯეროვანი შესრულება განიხილება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 28-ე მუხლით გათვალისწინებულ დისციპლინურ გადაცდომად.
მუხლი 7
ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული ამომრჩევლის მონაცემების ბარათის ტექსტს და ფორმას კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-40 დღისა ამტკიცებს ცესკო განკარგულებით.
მუხლი 8
დაევალოს ცესკოს ადმინისტრაციულ და დაგეგმვისა და ანალიზის დეპარტამენტებს, ამ დადგენილებით განსაზღვრული ღონისძიებების ფინანსური ხარჯების დაფარვა მოახდინონ, საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნების ჩასატარებლად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებიდან. 
მუხლი 9
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 10
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეზურაბ ხარატიშვილი
ცესკოს მდივანიგიზო მჭედლიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის მორიგი არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის შესახებ“?
დიახ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის მორიგი არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 04.07.2013.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის მორიგი არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის შესახებ“?
„საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის მორიგი არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 04.07.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №17. სარეგისტრაციო კოდი — 010240020.15.008.016084.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის მორიგი არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 10 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის მორიგი არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.07.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის მორიგი არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის შესახებ“, №17, 04.07.2013, სარეგისტრაციო კოდი 010240020.15.008.016084 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.07.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1959745/