ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების განმეორებითი კენჭისყრისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის თაობაზე
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების განმეორებითი კენჭისყრისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის თაობაზე
საოლქო საარჩევნო კომისიაში ცესკოს მიერ არჩეული დროებითი და პარტიების მიერ დანიშნული წევრების უფლებამოსილების ვადა, იმ საარჩევნო ოლქებში სადაც განმეორებითი კენჭისყრები გაიმართება, განისაზღვროს შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით (თუ ამ ოლქებში მეორე ტური არ იმართება).
მუხლი 2
საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისა და ხელმძღვანელი პირების უფლებამოსილების ვადა (გარდა გაბათილებული საარჩევნო უბნებისა) გაგრძელდეს ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე.
მუხლი 3
განმეორებით კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-7 დღისა, შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას უფლება აქვს, გაბათილებულ უბნებში განმეორებითი კენჭისყრის ჩატარება განკარგულებით დაავალოს ამავე ოლქში შემავალ სხვა საუბნო საარჩევნო კომისიას.
მუხლი 4
განმეორებით კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-4 დღისა, უფლებამოსილ პარტიებს შეუძლიათ გამოიწვიონ/დანიშნონ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები.
მუხლი 5
განმეორებით კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-2 დღისა (27 ივნისი) საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის მიერ ხელმოწერილი ამომრჩეველთა დაზუსტებული სიების საბოლოო ვერსიის 2 ეგზემპლარი გადაეცემა საუბნო საარჩევნო კომისიებს. საუბნო საარჩევნო კომისიების მდივნების მიერ ამომრჩეველთა სიის საჯარო ინფორმაციისათვის მიკუთვნებული ვერსია დაუყოვნებლივ უნდა გამოიკრას საუბნო საარჩევნო კომისიის (კენჭისყრის) შენობაში თვალსაჩინო ადგილას.
მუხლი 6
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 7
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე
თამარ ჟვანია
ცესკოს მდივანი
გიზო მჭედლიძე
ხშირად დასმული კითხვები
მოქმედებს თუ არა „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების განმეორებითი კენჭისყრისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის თაობაზე“?
დიახ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების განმეორებითი კენჭისყრისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.06.2014.
როდის იქნა მიღებული „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების განმეორებითი კენჭისყრისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის თაობაზე“?
„ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების განმეორებითი კენჭისყრისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის თაობაზე“ მიღებულია 19.06.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №34/2014. სარეგისტრაციო კოდი — 010240000.15.008.016151.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების განმეორებითი კენჭისყრისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის თაობაზე“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 24.06.2014-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების განმეორებითი კენჭისყრისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის თაობაზე“?
დოკუმენტი შედგება 7 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების განმეორებითი კენჭისყრისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.06.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების განმეორებითი კენჭისყრისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის თაობაზე“, №34/2014, 19.06.2014, სარეგისტრაციო კოდი 010240000.15.008.016151 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.06.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2375528/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია