ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების დადგენის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№31/2014
სარეგისტრაციო კოდი
010240000.15.008.016148
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/06/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება № 31/2014

2014 წლის 3 ივნისი

ქ. თბილისი

 

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების დადგენის შესახებ

   „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 145-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

 


მუხლი 1
„საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ მინიმუმზე ნაკლები რაოდენობის შემთხვევაში, პარტიული სიის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით, „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 145-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მხოლოდ შემდეგი გარემოებების გამო, თუ პარტიულ სიაში:

ა) რეგისტრირებული კანდიდატი გარდაიცვალა;

ბ) რეგისტრირებულ კანდიდატს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი ოფიციალურად წარედგინა საარჩევნო კომისიას;

გ) რეგისტრირებულ კანდიდატს რეგისტრაციის შემდგომ შეეზღუდა პასიური საარჩევნო უფლება და ამის დამადასტურებელი დოკუმენტი წარედგინა საარჩევნო კომისიას;

დ) რეგისტრირებული კანდიდატი, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-10 დღისა, კანონით დადგენილი წესით, გაიწვია მისმა წარმდგენმა საარჩევნო სუბიექტმა.

მუხლი 2
ამ დადგენილების მოქმედება გავრცელდეს მის მიღებამდე წარმოქმნილ სამართლებრივ ურთიერთობებზე და საჭიროებისამებრ მოხდეს საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეების განკარგულებების ამ დადგენილებასთან შესაბამისობაში მოყვანა ამ დადგენილების გამოქვეყნებიდან ერთი დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 4
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
ცესკოს მდივანიგიზო მჭედლიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების დადგენის შესახებ“?
დიახ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების დადგენის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 03.06.2014.
როდის იქნა მიღებული „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების დადგენის შესახებ“?
„ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების დადგენის შესახებ“ მიღებულია 03.06.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №31/2014. სარეგისტრაციო კოდი — 010240000.15.008.016148.
რამდენი მუხლისგან შედგება „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების დადგენის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების დადგენის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.06.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების დადგენის შესახებ“, №31/2014, 03.06.2014, სარეგისტრაციო კოდი 010240000.15.008.016148 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.06.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2362713/