ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების დადგენის შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №28/2014 |
|
2014 წლის 1 მაისი ქ. თბილისი |
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 56-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სულ ცოტა 7 მაუწყებლის მოთხოვნის მიზნისათვის, პარტიებისათვის გამოყოფილი თანხის არანაკლებ 15 პროცენტისა, სავალდებულოდ უნდა იქნეს გამოყენებული იმ მაუწყებლებში, რომლებმაც ამავე კოდექსის 51-ე მუხლის 62 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრამდე არაუგვიანეს 55-ე დღისა (21 აპრილი), ცესკოში წარმოადგინეს ინფორმაცია ფასიანი სატელევიზიო რეკლამის განთავსების შესახებ და ასევე, დამატებით სხვა არანაკლებ ერთ მაუწყებელში, რომელიც არ არის ეროვნული მაუწყებელი და, რომელმაც, აღნიშნული ინფორმაცია, ამ დადგენილების მიღებამდე წარადგინა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ან/და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების პირველი მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ მაუწყებელზე სრულად გავრცელდება, ფასიანი და უფასო წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების ის წესები, რომლებიც დადგენილია საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ იმ მაუწყებლებისათვის, რომლებიც არ არიან ეროვნული მაუწყებლები. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 4 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების დადგენის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების დადგენის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 01.05.2014.
- როდის იქნა მიღებული „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების დადგენის შესახებ“?
- „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების დადგენის შესახებ“ მიღებულია 01.05.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №28/2014. სარეგისტრაციო კოდი — 010240000.15.008.016145.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების დადგენის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების დადგენის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.05.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების დადგენის შესახებ“, №28/2014, 01.05.2014, სარეგისტრაციო კოდი 010240000.15.008.016145 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.05.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2334883/