საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის დადგენის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№37/2013
სარეგისტრაციო კოდი
010240020.15.008.016104
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/09/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №37/2013

2013 წლის 24 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის დადგენის შესახებ

„საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან (შემდგომში - სააგენტო) მიღების შემდგომ, იმ საუბნო საარჩევნო კომისიებში, სადაც ასეთი კატეგორიის ამომრჩეველთა ბოლო რეგისტრაციის ადგილი იყო დაფიქსირებული, ხელმისაწვდომ ადგილზე გამოიკრას საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან მოხსნილ ამომრჩეველთა ან/და სააგენტოს მიერ რეგისტრაცია ძალადაკარგულად გამოცხადებულ ამომრჩეველთა სიის საჯარო ინფორმაციისათვის მიკუთვნებული ვერსიები.
მუხლი 2
ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნულ ამომრჩეველთა შესაბამისი ინფორმირებისა და მათი ფაქტობრივი ადგილსამყოფლის დადგენის თაობაზე შესაძლო ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ, 2013 წლის 10 ოქტომბრამდე განსახორცილებელი შემდგომი პროცედურები, განისაზღვროს ცესკოს განკარგულებით, ამ დადგენილების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს მე-5 დღისა.
მუხლი 3
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 4
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
ცესკოს მდივანიგიზო მჭედლიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის დადგენის შესახებ“?
დიახ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის დადგენის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.09.2013.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის დადგენის შესახებ“?
„საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის დადგენის შესახებ“ მიღებულია 24.09.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №37/2013. სარეგისტრაციო კოდი — 010240020.15.008.016104.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის დადგენის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის დადგენის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.09.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის დადგენის შესახებ“, №37/2013, 24.09.2013, სარეგისტრაციო კოდი 010240020.15.008.016104 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.09.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2024253/