საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის ძირითადი და დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ განსახორციელებელი ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის აღმწერი ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
- მოქმედი 97%
- მოქმედი 96%
- მოქმედი 95%
- მოქმედი 94%
- მოქმედი 94%
- მოქმედი 94%
- მოქმედი 94%
- მოქმედი 94%
- მოქმედი 93%
- მოქმედი 93%
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №30/2016 |
|
2016 წლის 8 ივნისი ქ. თბილისი |
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 30-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის ძირითადი და დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ განსახორციელებელი ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის აღმწერი ინსტრუქცია. |
| მუხლი 2 |
დაევალოს სსიპ - საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრს, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ამ დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული ინსტრუქციისა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 31 მარტის №161/2016, №162/2016, №163/2016 განკარგულებების საფუძველზე, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციების პროექტების მომზადება და ცესკოსათვის დასამტკიცებლად წარდგენა. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 4 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
📎 დანართები (1)
1 cv-it.doc DOC ⬇
თავი I. საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საარჩევნო უბნების შექმნა/საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი კონკურსის გამოცხადება
ტერმინთა განმარტება:
ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისია - საოლქო საარჩევნო კომისია, რომელიც სრულად ახორციელებს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 21-ე მუხლით დადგენილ უფლებამოსილებას.
დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია - საოლქო საარჩევნო კომისია, რომელიც ნაწილობრივ ახორციელებს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 21-ე მუხლით დადგენილ უფლებამოსილებას.
ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისია:
➢ ქმნის საარჩევნო უბნებს;
➢ ადგენს საარჩევნო უბნების ნომრებს;
➢ აზუსტებს შექმნილი საარჩევნო უბნების საზღვრებს და მის ტერიტორიაზე მდებარე შენობა-ნაგებობათა ნუსხასა და მისამართებს;
➢ აქვეყნებს სათანადო ინფორმაციას საარჩევნო უბნების საზღვრების მითითებით;
➢ დებს ხელშეკრულებას ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საარჩევნო უბნებისათვის შენობა-ნაგებობის დაქირავების შესახებ;
➢ იღებს გადაწყვეტილებას საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე კენჭისყრის ჩასატარებლად შესაფერისი შენობის არარსებობის შემთხვევაში, საუბნო საარჩევნო კომისიის განთავსებისა და კენჭისყრის ადგილის იმავე შენობაში გამოყოფის შესახებ, სადაც განთავსებულია სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები;
➢ აცხადებს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევ კონკურსს ყველა საარჩევნო უბანზე;
➢ იღებს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსისათვის კონკურსანტთა საკონკურსო დოკუმენტაციას და რეგისტრაციაში ატარებს კანდიდატთა რეგისტრაციის ჟურნალში;
➢ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეთა მონაცემები (ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილი დოკუმენტაციის შესაბამისად) შეაქვს საარჩევნო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში;
➢ დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიისაგან იღებს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეთა საკონკურსო დოკუმენტაციას და რეგისტრაციაში ატარებს კანდიდატთა რეგისტრაციის ჟურნალში;
➢ იღებს უფლებამოსილი პარტიების მიერ წარდგენილ, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას;
➢ ირჩევს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს;
➢ საარჩევნო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში შეაქვს ინფორმაცია არჩეული/დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესახებ;
➢ განკარგულებით იწვევს საუბნო საარჩევნო კომისიის პირველ სხდომას;
➢ საუბნო საარჩევნო კომისიას გადასცემს თავმჯდომარისა და მდივნის მიერ ხელმოწერილ ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებულ ვერსიას.
➢ თუ ქვემდგომი საუბნო საარჩევნო კომისია არ ან ვერ ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალეობას, უფლებამოსილია სრული შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით ცესკოს წინაშე დასვას ამ კომისიისთვის უფლებამოსილების შექყვეტის საკითხი;
➢ იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას იმ შემთხვევაში, თუ კენჭისყრის დღეს, საარჩევნო უბნის გახსნის დროისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა შვიდზე ნაკლები აღმოჩნდა.
დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია:
➢ ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე მონაწილეობს საარჩევნო უბნების საზღვრების დაზუსტებაში;
➢ წერილობით მიმართავს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საარჩევნო უბნებისათვის შენობების გამოყოფის თაობაზე;
➢ მონაწილეობს დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საუბნო საარჩევნო კომისიებისათვის შენობების მოძიება-მოწესრიგებაში;
➢ შენობა-ნაგებობების არარსებობის შემთხვევაში, დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საარჩევნო უბნებისათვის ეძებს ალტერნატიულ ფართს;
➢ დებს ხელშეკრულებას დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საარჩევნო უბნებისათვის შენობა-ნაგებობის დაქირავების შესახებ;
➢ იღებს გადაწყვეტილებას საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე კენჭისყრის ჩასატარებლად შესაფერისი შენობის არარსებობის შემთხვევაში, საუბნო საარჩევნო კომისიის განთავსებისა და კენჭისყრის ადგილის იმავე შენობაში გამოყოფის შესახებ, სადაც განთავსებულია სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები;
➢ უზრუნველყოფს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსისათვის კონკურსანტთა საარჩევნო დოკუმენტაციის მიღებას;
➢ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა კონკურსში მონაწილეთა დოკუმენტაციაში ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, მისი გამოსწორებისათვის ადგენს ცესკოს შესაბამისი განკარგულებით განსაზღვრულ ვადას;
➢ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა კონკურსში მონაწილეთა საარჩევნო დოკუმენტაციას ატარებს სარეგისტრაციო ჟურნალში;
➢ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა კონკურსში მონაწილეთა მონაცემები შეაქვს საარჩევნო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში;
➢ ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიასთან შეთანხმებით, გარკვეული პერიოდულობით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა კონკურსში მონაწილეთა სრულყოფილ საკონკურსო დოკუმენტაციას აგზავნის ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიაში. საკონკურსო დოკუმენტაცია ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიაში იგზავნება „გასული წერილის“ სახით;
➢ იმ შემთხვევაში, თუ უფლებამოსილი პარტიების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება წარედგინება დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიაში, იგი ტარდება რეგისტრაციაში და დაუყოვნებლივ ეგზავნება ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიას.
➢ პარტიების მიერ დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესახებ ინფორმაცია შეაქვს საარჩევნო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში;
➢ იღებს პარტიის გადაწყვეტილებას საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების გამოწვევისა და მათი უფლებამონაცვლეების დანიშვნის/უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ და დაუყოვნებლივ აგზავნის ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიაში.
➢ იმ შემთხვევაში, თუ კენჭისყრის დღეს, საარჩევნო უბნის გახსნის დროისთვის დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა შვიდზე ნაკლები აღმოჩნდება, დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია აწვდის ინფორმაციას ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიას გადაწყვეტილების მისაღებად.
თავი II. საუბნო საარჩევნო კომისიების ნუმერაცია
საოლქო საარჩევნო კომისიების ნუმერაცია არ შეცვლილა;
საოლქო საარჩევნო კომისიების ნუმერაცია და მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების ნუმერაცია სხვადასხვაა ნებისმიერი დამთხვევის მიუხედავად;
საოლქო საარჩევნო კომისია თავის უფლებამოსილებას ახორციელებს შექმნილი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის შესაბამის ტერიტორიაზე:
|სამოქმედო ტერიტორია |ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის ნომერი და |დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია |
|მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი |სახელწოდება | |
|№1 |№1 მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისია | |
|№2, №3 |№2 ვაკის საოლქო საარჩევნო კომისია | |
|№4, №5, №6 |№3 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისია | |
|№7 |№4 კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისია | |
|№8, №9, №10 |№5 ისნის საოლქო საარჩევნო კომისია | |
|№11, №12, №13 |№6 სამგორის საოლქო საარჩევნო კომისია | |
|№14 |№7 ჩუღურეთის საოლქო საარჩევნო კომისია | |
|№15, №16 |№8 დიდუბის საოლქო საარჩევნო კომისია | |
|№17, №18, 19 |№9 ნაძალადევის საოლქო საარჩევნო კომისია | |
|№20, №21, №22 |№10 გლდანის საოლქო საარჩევნო კომისია | |
|№23 |№11 საგარეჯოს საოლქო საარჩევნო კომისია | |
|№24 |№12 გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისია | |
|№25 |13 სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისია |№14 დედოფლისწყაროს საოლქო საარჩევნო კომისია |
|№26 |№15 ლაგოდეხის საოლქო საარჩევნო კომისია |№16 ყვარლის საოლქო საარჩევნო კომისია |
|№27 |№17 თელავის საოლქო საარჩევნო კომისია |№16 ყვარლის საოლქო საარჩევნო კომისია |
|№28 |№18 ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისია | |
|№29, №30 |№20 რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისია | |
|№31 |№21 გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისია | |
|№35, №36 |№22 მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისია | |
|№33 |№23 ბოლნისის საოლქო საარჩევნო კომისია | |
|№34 |№24 დმანისის საოლქო საარჩევნო კომისია |№25 წალკის საოლქო საარჩევნო კომისია |
|№32 |№26 თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო კომისია | |
|№37 |№27 მცხეთის საოლქო საარჩევნო კომისია | |
|№38 |№28 დუშეთის საოლქო საარჩევნო კომისია |№19 თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისია |
| | |№29 ყაზბეგის საოლქო საარჩევნო კომისია |
|№39 |№30 კასპის საოლქო საარჩევნო კომისია | |
|№41, №42 |№32 გორის საოლქო საარჩევნო კომისია | |
|№40 |№33 ქარელის საოლქო საარჩევნო კომისია | |
|№43 |№35 ხაშურის საოლქო საარჩევნო კომისია | |
|№45 |№36 ბორჯომის საოლქო საარჩევნო კომისია |№39 ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისია |
|№44 |№37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისია |№38 ადიგენის საოლქო საარჩევნო კომისია |
|№46 |№40 ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისია |№41 ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისია |
|№58 |№44 ამბროლაურის საოლქო საარჩევნო კომისია |№43 ონის საოლქო საარჩევნო კომისია |
| | |№45 ცაგერის საოლქო საარჩევნო კომისია |
| | |№46 ლენტეხის საოლქო საარჩევნო კომისია |
| | |№47 მესტიის საოლქო საარჩევნო კომისია |
|№50 |№49 თერჯოლის საოლქო საარჩევნო კომისია |№57 ტყიბულის საოლქო საარჩევნო კომისია |
|№53 |№50 საჩხერის საოლქო საარჩევნო კომისია | |
|№52 |№51 ზესტაფონის საოლქო საარჩევნო კომისია | |
|№51 |№52 ბაღდათის საოლქო საარჩევნო კომისია |№48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისია |
|№54 |№53 ვანის საოლქო საარჩევნო კომისია |№55 ხონის საოლქო საარჩევნო კომისია |
|№55 |№54 სამტრედიის საოლქო საარჩევნო კომისია | |
|№56 |№56 ჭიათურის საოლქო საარჩევნო კომისია | |
|№57 |№58 წყალტუბოს საოლქო საარჩევნო კომისია | |
|№47, №48, №49 |№59 ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისია | |
|№59 |№60 ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისია | |
|№60 |№61 ლანჩხუთის საოლქო საარჩევნო კომისია |№62 ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისია |
|№63 |№64 სენაკის საოლქო საარჩევნო კომისია | |
|№62 |№65 მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისია |№63 აბაშის საოლქო საარჩევნო კომისია |
|№64 |№66 ხობის საოლქო საარჩევნო კომისია | |
|№65, №66 |№67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისია | |
|№67 |№68 წალენჯიხის საოლქო საარჩევნო კომისია |№69 ჩხოროწყუს საოლქო საარჩევნო კომისია |
|№61 |№70 ფოთის საოლქო საარჩევნო კომისია | |
|№68, №69, №70 |№79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისია | |
|№71 |№81 ქობულეთის საოლქო საარჩევნო კომისია | |
|№72 |№83 ხელვაჩაურის საოლქო საარჩევნო კომისია | |
|№73 |№84 ხულოს საოლქო საარჩევნო კომისია |№80 ქედის საოლქო საარჩევნო კომისია |
| | |№82 შუახევის საოლქო საარჩევნო კომისია |
საარჩევნო უბნების ნუმერაცია განისაზღვრება შემდეგნაირად:
საარჩევნო უბნის № ((.((.(((
➢ მაგ: №25 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, რომლის სამოქმედო ტერიტორიას წარმოადგენს სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტები. №13 სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისია არის ძირითადი საარჩევნო ოლქი, რომელიც ქმნის საარჩევნო უბნებს. სიღნაღის მუნიციპალიტეტში შემავალი უბნების ნუმერაცია იქნება №25.13.01-დან №25.13.35-მდე, ხოლო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში შემავალი უბნების ნუმერაცია იქნება №25.14.01-დან №25.14.23-მდე. ანუ №13 სიღნაღის საარჩევნო ოლქი შექმნის უბნებს რომლის ნუმერაცია იქნება №25.13.01-დან №25.13.35-მდე და №25.14.01-დან №25.14.23-მდე. იმ შემთხვევაში თუ, რომელიმე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გახდება დამატებით საარჩევნო უბნის გახსნა საჭირო, საარჩევნო უბანს მიენიჭება შესაბამისი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის და შესაბამის მუნიციპალიტეტში არსებული ბოლო საარჩევნო უბნის რიგით მომდევნო ნომერი. თუ რომელიმე მუნიციპალიტეტიდან სხვა მუნიციპალიტეტში გადავიდა საარჩევნო უბანი ის ნუმერაცია იქნება ჩავარდნილი.
➢ თუ ერთი საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შექმნილია ორი ან მეტი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი:
➢ მაგ: №9 ნაძალადევის საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე შექმნილია სამი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, №17, №18, №19. საარჩევნო უბნების ნუმერაცია იქნება №17.09.01-დან №17.09.32-მდე, №18.09.33-დან №18.09.50-მდე და №19.09.51-დან №19.09.86-მდე.
თავი III. საინიციატივო ჯგუფების/მაჟორიტარი კანდიდატების რეგისტრაცია
ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისია:
➢ იღებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის განცხადებას და ხარვეზის არსებობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობებს განმცხადებელს;
➢ რეგისტრაციაში ატარებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს;
➢ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს აძლევს მხარდამჭერთა სიის ნიმუშს;
➢ ამოწმებს საინიციატივო ჯგუფის კანდიდატის მხარდამჭერთა სიებს;
➢ რეგისტრაციაში ატარებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატს;
➢ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატს ანიჭებს რიგით ნომერს;
➢ რეგისტრაციაში ატარებს პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატს;
➢ საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატს აძლევს შესაბამის მოწმობას;
➢ იღებს საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარმდგენი შესაბამისი თანამდებობის პირის მიერ წარდგენილ სამართლებრივ აქტს თანამდებობიდან გადადგომისა და გათავისუფლების შესახებ.
დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია:
➢ იღებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის განცხადებას და ხარვეზის არსებობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობებს განმცხადებელს;
➢ იღებს პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატის საბუთებს და დაუყოვნებლივ აგზავნის ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიაში „გასული წერილის“ სახით;
➢ გასცემს მხარდამჭერთა სიის ნიმუშს;
➢ ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე ამოწმებს საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ მხარდამჭერთა სიებს;
➢ ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიას წარუდგენს მხარდამჭერთა სიების შემოწმების შესახებ დასკვნას;
➢ საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატს გადასცემს მოწმობას ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერით (მოწმობა იბეჭდება საარჩევნო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემიდან “armasi”) და ამოწმებს დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით;
➢ საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრირებული კანდიდატისაგან იღებს სამართლებრივ აქტს თანამდებობიდან გადადგომის შესახებ და დაუყოვნებლივ აგზავნის ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიაში.
➢ იღებს საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარმდგენი შესაბამისი თანამდებობის პირის მიერ წარდგენილ სამართლებრივ აქტს თანამდებობიდან გადადგომისა და გათავისუფლების შესახებ და დაუყოვნებლივ აგზავნის ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიაში.
თავი IV. საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების, დამკვირვებლების რეგისტრაცია, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლების აკრედიტაცია
ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისია:
რეგისტრაციაში ატარებს საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს, დამკვირვებლებს და ახდენს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლების აკრედიტაციას:
➢ იღებს შესაბამის დოკუმენტაციას და ატარებს სარეგისტრაციო ჟურნალში;
➢ ინფორმაცია შეაქვს საარჩევნო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში;
➢ გასცემს შესაბამის მოწმობებს.
დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია:
➢ იღებს შესაბამის დოკუმენტაციას და ატარებს სარეგისტრაციო ჟურნალში;
➢ დოკუმენტაციას აგზავნის ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიაში „გასული წერილი“ სახით;
➢ ინფორმაცია შეაქვს საარჩევნო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში;
➢ გასცემს ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტირებულ ან/და აკრედიტებულ პირებზე შესაბამის მოწმობებს ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის ხელმოწერით (მოწმობა იბეჭდება საარჩევნო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემიდან) და ამოწმებს დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით;
თავი V. განცხადებები/საჩივრები
ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისია:
➢ რეგისტრაციაში ატარებს საოლქო საარჩევნო კომისიაში შემოსულ განცხადებებს/ საჩივრებს;
➢ განცხადებების/საჩივრების წარმდგენი პირებისათვის, საჭიროებისამებრ, ადგენს ხარვეზს და მათი გამოსწორების გონივრულ ვადას;
➢ საოლქო საარჩევნო კომისიაში შემოსულ განცხადებებს/საჩივრებს ტვირთავს საარჩევნო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში;
➢ ვალდებულია განცხადების/საჩივრის საფუძველზე (თუ განცხადება/საჩივარი შეტანილია ძირითად ან დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიაში კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში), აგრეთვე საკუთარი ინიციატივით შეამოწმოს საუბნო საარჩევნო კომისიების, მათი თანამდებობის პირების მოქმედებათა და გადაწყვეტილებათა კანონიერება (მათ შორის, არჩევნებში მონაწილეთა აღრიცხვის, საარჩევნო ბიულეტენების დათვლის სიზუსტე და სხვა) და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება;
➢ განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას საოლქო საარჩევნო კომისიაში შემოსულ განცხადებებზე/საჩივრებზე;
➢ მიღებულ გადაწყვეტილებებს ტვირთავს საარჩევნო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში;
➢ ადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს, თუ სამართალდარღვევა ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოხდა;
➢ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს აკისრებს დისციპლინურ პასუხისმგებლობას;
➢ იღებს გადაწყვეტილებას დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიამ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების, დამკვირვებლებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების თანდასწრებით, მოახდინოს დალუქულ პაკეტების გახსნა, საარჩევნო ბიულეტენების ხელახალი გადათვლა, არჩევნებში მონაწილეთა აღრიცხვის სიზუსტის დადგენა და სხვა გადათვლასთან დაკავშირებული სხვა მონაცემების გადამოწმება;
➢ იღებს გადაწყვეტილებას საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის მონაცემების შეცვლის შესახებ;
➢ იღებს გადაწყვეტილებას შესაბამის საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობისა და ცესკოს წინაშე განმეორებითი კენჭისყრის დანიშვნის საკითხის დასმის შესახებ.
➢ ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისია იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, თუ კენჭისყრის დღეს ძირითადი ან და დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საარჩევნო უბნებში საარჩევნო ყუთებში არ აღმოჩნდა საკონტროლო ფურცელი ან საკონტროლო ფურცლებს შორის შეუსაბამობა გამოვლინდა; აგრეთვე საარჩევნო ყუთების ლუქის მთლიანობა დარღვეული აღმოჩნდა და საუბნო საარჩევნო კომისიამ მიიჩნია, რომ ამან გამოიწვია საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა.
დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია:
➢ რეგისტრაციაში ატარებს საოლქო საარჩევნო კომისიაში შემოსულ განცხადებებს/ საჩივრებს;
➢ განცხადებების/საჩივრების წარმდგენი პირებისათვის, საჭიროებისამებრ, ადგენს ხარვეზს და მათი გამოსწორების გონივრულ ვადას, რის შემდეგაც უზრუნველყოფს ყველა განცხადების/საჩივრის ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიისათვის გადაგზავნას „გასული წერილის“ სახით;
➢ საოლქო საარჩევნო კომისიაში შემოსულ განცხადებებს/საჩივრებს ტვირთავს საარჩევნო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში;
➢ ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში მონაწილეობს ადმინისტრაციულ წარმოებაში და უზრუნველყოფს შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების მასალების ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიისათვის გადაგზავნას;
➢ ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების, დამკვირვებლებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების თანდასწრებით, ახდენს დალუქულ პაკეტების გახსნას, საარჩევნო ბიულეტენების ხელახალ გადათვლას, არჩევნებში მონაწილეთა აღრიცხვის სიზუსტის დადგენას და სხვა გადათვლასთან დაკავშირებული სხვა მონაცემების გადამოწმებას, რასაც ასახავს კომისიის სხდომის ოქმში და აგზავნის ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიაში შემდგომი რეაგირებისათვის;
➢ მოთხოვნის შემთხვევაში ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ბეჭდავს საარჩევნო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემიდან და ამოწმებს დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით;
➢ მოთხოვნის შემთხვევაში გასცემს განცხადებების/საჩივრების ასლებს კანონით დადგენილ შესაბამის ვადაში;
➢ განიხილავს და შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საოლქო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილი თანამდებობის პირი ადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს (იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოხდა) და უგზავნის სამართალდამრღვევის განმხილველ უფლებამოსილ ორგანოს;
➢ განცხადებებს/საჩივრებს, რომლებიც ეხება დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უკანონოდ ჩამოხსნილ, ჩამოხეულ, დაფარულ ან დაზიანებულ საარჩევნო პლაკატებს, აგზავნის შესაბამის ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში.
➢ დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია ინფორმაციას აწვდის ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიას შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად, თუ კენჭისყრის დღეს დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საარჩევნო უბნებში საარჩევნო ყუთებში არ აღმოჩნდა საკონტროლო ფურცელი ან საკონტროლო ფურცლებს შორის შეუსაბამობა გამოვლინდა; აგრეთვე საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობა დარღვეული აღმოჩნდა და საუბნო საარჩევნო კომისიამ მიიჩნია, რომ ამან გამოიწვია საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა.
თავი VI. აქტივობა
ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისია:
➢ ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საუბნო საარჩევნო კომისიებს გადასცემს SMS ბარათებს;
➢ საარჩევნო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში ახორციელებს აქტივობის მონიტორინგს.
დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია:
➢ დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საუბნო საარჩევნო კომისიებს გადასცემს SMS ბარათებს;
➢ საარჩევნო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში ახორციელებს აქტივობის მონიტორინგს.
თავი VII. საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების მიღება/კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შეჯამება
ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისია:
➢ იღებს საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს;
➢ მიღებულ ოქმებს ტვირთავს საარჩევნო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში;
➢ ადგენს საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს;
➢ ბათილად ცნობს საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს.
დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია:
➢ დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საუბნო საარჩევნო კომისიებიდან იღებს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს;
➢ მიღებულ ოქმებს ტვირთავს საარჩევნო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში;
➢ საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს (დედნებს) და თანდართულ საბუთებს დაუყოვნებლივ აგზავნის ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიაში „გასული წერილის“ სახით;
➢ უზრუნველყოფს ცესკოს ვებგვერდზე ასატვირთად, დამხმარე საოლქო საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების ელექტრონული ფორმით ცესკოსთვის გადაცემას;
➢ საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მიერ შედგენილ ახსნა-განმარტებებს ან/და შესწორების ოქმებს შედგენისთანავე აგზავნის ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიაში;
➢ გასცემს საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების ასლებს (ბეჭდავს საარჩევნო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემიდან).
თავი VIII. ამომრჩეველთა სიების გაცემა და ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/ამომრჩეველთა სიებში ცვლილებების შეტანა
ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისია:
➢ გასცემს ამომრჩეველთა სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებულ ვერსიას ელექტრონული სახით, შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არსებული საარჩევნო უბნების მიხედვით;
➢ ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საუბნო საარჩევნო კომისიებიდან იღებს განცხადებებს ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანის თაობაზე;
➢ საჭიროების შემთხვევაში ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანის შესახებ შემოსული განცხადებების საფუძველზე მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს;
➢ იღებს გადაწყვეტილებას ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანის/ცვლილების შეტანაზე უარის თქმის თაობაზე;
➢ ამომრჩეველთა სიებში ცვლილებების შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ აგზავნის ცესკოში და შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიაში.
დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია:
➢ გასცემს ამომრჩეველთა სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებულ ელექტრონულ ვერსიას ელექტრონული სახით, დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საარჩევნო უბნების მიხედვით;
➢ საუბნო საარჩევნო კომისიებიდან იღებს განცხადებებს ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანის თაობაზე;
➢ საჭიროების შემთხვევაში ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანის შესახებ შემოსული განცხადებების საფუძველზე მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს;
➢ იღებს გადაწყვეტილებას დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანის / შეტანაზე უარის თქმის შესახებ;
➢ ამომრჩეველთა სიებში ცვლილებების შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ აგზავნის ცესკოში, ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიასა და შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიაში.
თავი IX. წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) ჩასატარებლად გამოყოფილი შენობა-ნაგებობები და სააგიტაციო მასალის განთავსების ადგილების თაობაზე ინფორმაცია
ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისია:
➢ იღებს ინფორმაციას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან იმ შენობა-ნაგებობების შესახებ, სადაც შესაძლებელია ჩატარდეს წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია).
➢ იღებს ინფორმაციას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან სააგიტაციო მასალის გასაკრავად და გამოსაფენად გამოყოფილი ადგილების ან/და დადგმული სტენდების თაობაზე;
➢ ზემოთ აღნიშნულ ინფორმაციას აგზავნის შესაბამის დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიაში.
დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია:
➢ იღებს ინფორმაციას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან იმ შენობა-ნაგებობების შესახებ, სადაც შესაძლებელია ჩატარდეს წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია).
➢ ახდენს დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მიერ გადმოცემული, წინასაარჩევნო კამპანიისათვის (აგიტაციისათვის) გამოყოფილი შენობა-ნაგებობების ნუსხის გასაჯაროებას მისი მიღებიდან 2 დღის ვადაში, აგრეთვე უზრუნველყოფს ამ შენობა-ნაგებობების თანაბარ ხელმისაწვდომობას ყველა პოლიტიკური პარტიისა და საარჩევნო სუბიექტისათვის და მათთან შეთანხმებით ადგენს საარჩევნო ღონისძიებათა გამართვის განრიგს; განიხილავს საარჩევნო სუბიექტის შესაბამის წერილობით მიმართვას წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) ჩატარებისათვის გამოყოფილი შენობა-ნაგებობის გამოყენების მოთხოვნის თაობაზე და იღებს შესაბამის დასაბუთებულ გადაწყვეტილებას;
➢ იღებს ინფორმაციას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან სააგიტაციო მასალის გასაკრავად და გამოსაფენად გამოყოფილი ადგილების ან/და დადგმული სტენდების თაობაზე;
➢ ზემოთ აღნიშნულ ინფორმაციას აგზავნის ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიაში.
თავი X. საინფორმაციო მასალების გავრცელება
ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისია:
➢ ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საუბნო საარჩევნო კომისიებს გადასცემს ამომრჩეველთა ბარათებს და საინფორმაციო სტიკერებს.
დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია:
➢ დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საუბნო საარჩევნო კომისიებს გადასცემს ამომრჩეველთა ბარათებს და საინფორმაციო სტიკერებს.
თავი XI . ამომრჩეველთა გადასატანი საარჩევნო ყუთის სია
ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისია:
➢ იღებს გადაწყვეტილებას ამომრჩეველთა გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში, ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შექმნილ საარჩევნო უბნებზე, ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებული ამომრჩევლების 3%-ზე მეტის შეყვანის შესახებ.
დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია:
➢ იღებს გადაწყვეტილებას ამომრჩეველთა გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში, დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შექმნილ საარჩევნო უბნებზე, ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებული ამომრჩევლების 3% -ზე მეტის შეყვანის შესახებ და დაუყოვნებლივ აგზავნის ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიაში.
თავი XII. საარჩევნო ბიულეტენი/ბიულეტენები
ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისია:
➢ სტამბაში ამოწმებს ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საარჩევნო უბნებისათვის დაბეჭდილ ბიულეტენებს და გადასცემს საუბნო საარჩევნო კომისიებს კანონით დადგენილი წესით.
დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია:
➢ სტამბაში ამოწმებს დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საარჩევნო უბნებისათვის დაბეჭდილ ბიულეტენებს და გადასცემს საუბნო საარჩევნო კომისიებს კანონით დადგენილი წესით.
თავი XIII. კენჭისყრის ჩანაწერთა წიგნი
ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისია:
➢ ლუქავს კენჭისყრის დღის კენჭისყრის ჩანაწერთა წიგნს ძირითადი და დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საარჩევნო უბნებისათვის;
➢ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 75-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, ხსნის ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საუბნო საარჩევნო კომისიების ჩანაწერთა წიგნებს.
დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია:
➢ ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ დალუქულ კენჭისყრის ჩანაწერთა წიგნებს გადასცემს თავისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ საარჩევნო უბნებს;
➢ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 75-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, ხსნის დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საუბნო საარჩევნო კომისიების ჩანაწერთა წიგნებს.
თავი XIV. ამომრჩეველთა სპეციალური სია
ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისია:
➢ იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ძალებისა და შენაერთების, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ვადიანი და საკონტრაქტო სამსახურების იმ სამხედრო მოსამსახურეების, ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყვანის შესახებ, რომელთა სამსახურის პირობები მოითხოვს არჩევნების დღეს მათ ყოფნას რეგისტრაციის ადგილისაგან განსხვავებულ მისამართზე, რომელიც სხვა საარჩევნო ოლქს მიეკუთვნება;
➢ იღებს გადაწყვეტილებას იმ ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყვანის შესახებ, რომლებიც კენჭისყრის დღეს პატიმრობაში იმყოფებიან;
➢ იღებს გადაწყვეტილებას იმ ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყვანის შესახებ, რომლებიც სამკურნალოდ წვანან საავადმყოფოში, ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, კენჭისყრის დღისთვის ვერ იქნებიან გაწერილი ამ დაწესებულებიდან.
➢ იღებს გადაწყვეტილებას, ამომრჩეველთა სპეციალური სიების დამტკიცების შესახებ.
დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია:
➢ იღებს გადაწყვეტილებას, დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ძალებისა და შენაერთების, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ვადიანი და საკონტრაქტო სამსახურების იმ სამხედრო მოსამსახურეების, ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყვანის შესახებ, რომელთა სამსახურის პირობების მოითხოვს არჩევნების დღეს მათ ყოფნას რეგისტრაციის ადგილისაგან განსხვავებულ მისამართზე, რომელიც სხვა საარჩევნო ოლქს მიეკუთვნება;
➢ იღებს გადაწყვეტილებას, დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ, ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში იმ ამომრჩევლების შეყვანის შესახებ, რომლებიც კენჭისყრის დღეს პატიმრობაში იმყოფებიან;
➢ იღებს გადაწყვეტილებას, დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ, ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში იმ ამომრჩევლების შეყვანის შესახებ, რომლებიც სამკურნალოდ წვანან საავადმყოფოში, ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, კენჭისყრის დღისთვის ვერ იქნებიან გაწერილი ამ დაწესებულებიდან;
➢ იღებს გადაწყვეტილებას, ამომრჩეველთა სპეციალური სიების დამტკიცების შესახებ.
თავი XV. საჯარო ინფორმაციის გაცემა
ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისია:
➢ მოთხოვნის შემთხვევაში გასცემს საჯარო, მათ შორის, არჩევნებთან დაკავშირებულ ინფორმაციას კანონმდებლობით დადგენილი წესით და ამ მიზნით ახდენს დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ გაცემული სამართლებრივი აქტების ფოტოასლების დამოწმებას და ხელმოწერას.
დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია:
➢ მოთხოვნის შემთხვევაში გასცემს საჯარო, მათ შორის, არჩევნებთან დაკავშირებულ ინფორმაციას კანონმდებლობით დადგენილი წესით და ამ მიზნით ახდენს საკუთარი და ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ გაცემული სამართლებრივი აქტების ფოტოასლების დამოწმებას და ხელმოწერას.
თავი XVI. საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების ტრენინგები
ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისია:
➢ ორგანიზებას უწევს ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების ტრენინგს.
დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია:
➢ ხელს უწყობს დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების ტრენინგის ორგანიზებას და ჩატარებას.
თავი XVII. შრომის ანაზღაურება და დამხმარე/ტექნიკური პერსონალი
ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისია:
➢ არჩევნების დანიშვნის შემდეგ მის დასრულებამდე უფლება აქვს, დაიქირაოს დამხმარე და ტექნიკური პერსონალი ცესკოს განკარგულებით დადგენილი რაოდენობის ფარგლებში.
➢ უზრუნველყოფს ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისა და ხელმძღვანელი პირებისათვის შრომის ანაზღაურებას;
➢ წყვეტს ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული იმ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის შრომის ანაზღაურების საკითხს, რომელიც კომისიაში გამოცხადდება წილისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ.
➢
დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია:
➢ არჩევნების დანიშვნის შემდეგ მის დასრულებამდე უფლება აქვს, დაიქირაოს დამხმარე და ტექნიკური პერსონალი ცესკოს განკარგულებით დადგენილი რაოდენობის ფარგლებში.
➢ უზრუნველყოფს დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისა და ხელმძღვანელი პირებისათვის შრომის ანაზღაურებას;
➢ წყვეტს დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული იმ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის შრომის ანაზღაურების საკითხს, რომელიც კომისიაში გამოცხადდება წილისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ.
ყურადღება!
ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება ეგზავნება დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიას.
დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია იტოვებს ყველა იმ დოკუმენტაციის ასლებს რომელსაც ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიაში აგზავნის.
ნებისმიერი განცხადება, რომელიც წარედგინება დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიას, ავტომატურად ჩაითვლება ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიისთვის მიმართვად.
ძირითადი და დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიები თავისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საარჩევნო უბნებს გადასცემენ ყველა საჭირო საარჩევნო დოკუმენტაციას და ინვენტარს.
-----------------------
მაჟორიტარული ოლქის ნომერი
საოლქო საარჩევნო კომისიის ნომერი
საუბნო საარჩევნო კომისიის ნომერი