საქართველოს პარლამენტის 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისათვის, ძირითადი და დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ განსახორციელებელი ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის აღმწერი ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№40/2023
სარეგისტრაციო კოდი
010190020.15.008.016694
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/08/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №40/2023

2023 წლის 2 აგვისტო

ქ. თბილისი

 

საქართველოს პარლამენტის 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისათვის, ძირითადი და დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ განსახორციელებელი ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის აღმწერი ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 30-ე მუხლის  მე-2 და მე-3 პუნქტებისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული, საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №15 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გასამართი 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისათვის, ძირითადი და დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ განსახორციელებელი ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის აღმწერი ინსტრუქცია.
მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილი
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი
📎 დანართები (1)
40.docx

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

2023 წლის 2 აგვისტოს №40/2023 დადგენილების

დანართი

ტერმინთა განმარტება:

ამ ინსტრუქციის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისია - №32 გორის საოლქო საარჩევნო კომისია, რომელიც სრულად ახორციელებს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 21-ე მუხლით დადგენილ უფლებამოსილებას.

დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია - №30 კასპის საოლქო საარჩევნო კომისია, რომელიც ნაწილობრივ ახორციელებს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 21-ე მუხლით დადგენილ უფლებამოსილებას.

თავი I. საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საარჩევნო უბნების შექმნა/საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი კონკურსის გამოცხადება

ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისია:

  • აზუსტებს შექმნილი საარჩევნო უბნების საზღვრებს და მის ტერიტორიაზე მდებარე შენობა-ნაგებობათა ნუსხასა და მისამართებს;

  • აქვეყნებს სათანადო ინფორმაციას საარჩევნო უბნების საზღვრების მითითებით;

  • დებს ხელშეკრულებას ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საარჩევნო უბნებისათვის შენობა-ნაგებობის დაქირავების შესახებ;

  • საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე კენჭისყრის ჩასატარებლად შესაფერისი შენობის არარსებობის შემთხვევაში, იღებს გადაწყვეტილებას საუბნო საარჩევნო კომისიის განთავსებისა და კენჭისყრის ადგილის იმავე შენობაში გამოყოფის შესახებ, სადაც განთავსებულია სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები;

  • აცხადებს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ან/და ხელმძღვანელ პირთა შესარჩევ კონკურსს ყველა საარჩევნო უბანზე;

  • იღებს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსისათვის კონკურსანტთა საკონკურსო დოკუმენტაციას და რეგისტრაციაში ატარებს კონკურსანტთა განცხადებების სარეგისტრაციო ჟურნალში;

  • საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეთა მონაცემები (ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილი დოკუმენტაციის შესაბამისად) შეაქვს საარჩევნო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში;

  • დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიისაგან, გარკვეული პერიოდულობით, იღებს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეების საკონკურსო დოკუმენტაციას და რეგისტრაციაში ატარებს კანდიდატთა რეგისტრაციის ჟურნალში;

  • ირჩევს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს;

  • დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიას უგზავნის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევის შესახებ გადაწყვეტილებას (საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება);

  • საარჩევნო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში შეაქვს ინფორმაცია არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესახებ, ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საარჩევნო უბნების მიხედვით;

  • საუბნო საარჩევნო კომისიას გადასცემს ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებულ ვერსიას;

  • თუ ქვემდგომი საუბნო საარჩევნო კომისია არ ან ვერ ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალეობას, უფლებამოსილია სრული შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით ცესკოს წინაშე დასვას ამ კომისიისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი;

  • იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას იმ შემთხვევაში, თუ კენჭისყრის დღეს, საარჩევნო უბნის გახსნის დროისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა ცხრაზე ნაკლები აღმოჩნდა.

დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია:

  • ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე მონაწილეობს საარჩევნო უბნების საზღვრების დაზუსტებაში;

  • წერილობით მიმართავს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საარჩევნო უბნებისათვის შენობების გამოყოფის თაობაზე;

  • მონაწილეობს დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საუბნო საარჩევნო კომისიებისათვის შენობების მოძიება-მოწესრიგებაში;

  • შენობა-ნაგებობების არარსებობის შემთხვევაში, დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საარჩევნო უბნებისათვის ეძებს ალტერნატიულ ფართს;

  • დებს ხელშეკრულებას დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საარჩევნო უბნებისათვის შენობა-ნაგებობის დაქირავების შესახებ;

  • საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე კენჭისყრის ჩასატარებლად შესაფერისი შენობის არარსებობის შემთხვევაში, იღებს გადაწყვეტილებას საუბნო საარჩევნო კომისიის განთავსებისა და კენჭისყრის ადგილის იმავე შენობაში გამოყოფის შესახებ, სადაც განთავსებულია სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები;

  • უზრუნველყოფს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ან/და ხელმძღვანელ პირთა შესარჩევი კონკურსისათვის კონკურსანტთა საარჩევნო დოკუმენტაციის მიღებას;

  • საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა კონკურსში მონაწილეთა დოკუმენტაციაში ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, მისი გამოსწორებისათვის ადგენს ცესკოს შესაბამისი განკარგულებით განსაზღვრულ ვადას;

  • საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა კონკურსში მონაწილეთა საარჩევნო დოკუმენტაციას ატარებს კონკურსანტთა განცხადებების სარეგისტრაციო ჟურნალში;

  • საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა კონკურსში მონაწილეთა მონაცემები შეაქვს საარჩევნო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში;

    • ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიასთან შეთანხმებით, გარკვეული პერიოდულობით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა კონკურსში მონაწილეების სრულყოფილ საკონკურსო დოკუმენტაციას აგზავნის ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიაში. საკონკურსო დოკუმენტაცია ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიაში იგზავნება „გასული წერილის” სახით;

    • ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიისაგან ელექტრონული ფოსტით იღებს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევის შესახებ შესაბამის დოკუმენტაციის ფოტოასლებს (საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება);

  • საარჩევნო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში შეაქვს ინფორმაცია არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესახებ, დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საარჩევნო უბნების მიხედვით;

  • საუბნო საარჩევნო კომისიას გადასცემს ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებულ ვერსიას;

    • იმ შემთხვევაში, თუ კენჭისყრის დღეს, საარჩევნო უბნის გახსნის დროისთვის დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა ცხრაზე ნაკლები აღმოჩნდება, დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია აწვდის ინფორმაციას ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიას გადაწყვეტილების მისაღებად.

თავი II. უფლებამოსილი პარტიების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა დანიშვნა

ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისია:

  • საარჩევნო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში, უფლებამოსილი პარტიების მიერ დანიშნული კომისიის წევრების შესახებ გადაწყვეტილებას (ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საარჩევნო უბნების მიხედვით) ატარებს რეგისტრაციაში;

  • საარჩევნო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში აკეთებს შესაბამის მონიშვნას ველში „ელექტრონული რეგისტრაცია” საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნის შესახებ;

  • ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს გადასცემს შესაბამის მოწმობებს.

დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია:

  • საარჩევნო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში, უფლებამოსილი პარტიების მიერ დანიშნული კომისიის წევრების შესახებ გადაწყვეტილებას (დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საარჩევნო უბნების მიხედვით) ატარებს რეგისტრაციაში;

  • საარჩევნო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში აკეთებს შესაბამის მონიშვნას ველში „ელექტრონული რეგისტრაცია” საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნის შესახებ;

  • დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს გადასცემს, ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭედით დამოწმებულ და თავმჯდომარის ხელმოწერილ მოწმობებს.

თავი III. საუბნო საარჩევნო კომისიების ნუმერაცია

  • საოლქო საარჩევნო კომისიების ნუმერაცია არ შეცვლილა;

  • საოლქო საარჩევნო კომისიების ნუმერაცია და მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების ნუმერაცია სხვადასხვაა ნებისმიერი დამთხვევის მიუხედავად;

  • საოლქო საარჩევნო კომისია თავის უფლებამოსილებას სრულად/ან ნაწილობრივ ახორციელებს შექმნილი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის შესაბამის ტერიტორიაზე:

საარჩევნო უბნების ნუმერაცია განისაზღვრება შემდეგნაირად:

საარჩევნო უბნის № ..

მაგ: №15 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, რომლის სამოქმედო ტერიტორიას წარმოადგენს გორისა და კასპის მუნიციპალიტეტები, №32 გორის საოლქო საარჩევნო კომისია არის ძირითადი. კასპის მუნიციპალიტეტში შემავალი უბნების ნუმერაცია იქნება №15.30.01-დან №15.30.29-ჩათვლით, ხოლო გორის მუნიციპალიტეტში შემავალი უბნების - №15.32.01-დან №15.32.33-ჩათვლით, №15.32.38-დან №15.32.49-ჩათვლით, №15.32.54, №15.32.58-დან №15.32.66-ის ჩათვლით №15.32.71-დან №15.32.81-ის ჩათვლით, №15.32.84 და №15.32.85.

თავი IV. საინიციატივო ჯგუფების/მაჟორიტარი კანდიდატების რეგისტრაცია

ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისია:

  • იღებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის განცხადებას და ხარვეზის არსებობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობებს განმცხადებელს;

  • საარჩევნო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში შეაქვს მონაცემები საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობის და მისი წარმომადგენლის შესახებ;

  • რეგისტრაციაში ატარებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს და მის წარმომადგენელს;

  • ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს აძლევს მხარდამჭერთა სიის ნიმუშს;

  • იღებს გადაწყვეტილებას მხარდამჭერთა სიის შემოწმების ჯგუფის შექმნის შესახებ;

  • ამოწმებს საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატის მხარდამჭერთა სიებს;

  • რეგისტრაციაში ატარებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატს;

  • ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატს ანიჭებს რიგით ნომერს;

  • იღებს პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატის საბუთებს;

  • რეგისტრაციაში ატარებს პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილ კანდიდატს;

  • საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატს აძლევს შესაბამის მოწმობას;

  • იღებს საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარმდგენი შესაბამისი თანამდებობის პირის მიერ წარდგენილ სამართლებრივ აქტს თანამდებობიდან გადადგომისა და გათავისუფლების შესახებ.

დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია:

  • იღებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის განცხადებას და ხარვეზის არსებობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობებს განმცხადებელს;

  • საარჩევნო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში შეაქვს მონაცემები საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობის და მისი წარმომადგენლის შესახებ;

  • საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ განცხადებას დაუყოვნებლივ აგზავნის ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიაში „გასული წერილი”-ს სახით;

  • იღებს პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატის საბუთებს და დაუყოვნებლივ აგზავნის ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიაში „გასული წერილის”-ს სახით;

  • გასცემს მხარდამჭერთა სიის ნიმუშს;

  • ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე ამოწმებს საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ მხარდამჭერთა სიებს;

  • იღებს გადაწყვეტილებას მხარდამჭერთა სიის შემოწმების ჯგუფის შექმნის შესახებ;

  • ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიას წარუდგენს მხარდამჭერთა სიების შემოწმების შესახებ დასკვნას;

  • საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატს გადასცემს ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით და თავმჯდომარის ხელმოწერით დამოწმებულ მოწმობას (მოწმობა იბეჭდება საარჩევნო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემიდან);

  • იღებს საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარმდგენი შესაბამისი თანამდებობის პირის მიერ წარდგენილ სამართლებრივ აქტს თანამდებობიდან გადადგომისა და გათავისუფლების შესახებ და დაუყოვნებლივ აგზავნის ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიაში.

თავი V. საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების, დამკვირვებლების რეგისტრაცია, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლების აკრედიტაცია

ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისია:

რეგისტრაციაში ატარებს საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს, დამკვირვებლებს და ახდენს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლების აკრედიტაციას:

  • იღებს ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილ შესაბამის დოკუმენტაციას და ატარებს სარეგისტრაციო ჟურნალში და შეჰყავს ინფორმაცია საარჩევნო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში;

  • რეგისტრაციაში ატარებს ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას;

  • რეგისტრაციაში ატარებს დამკვირვებლებს და გადასცემს შესაბამის მოწმობებს;

  • ახორციელებს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციას.

დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია:

  • იღებს ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილ შესაბამის დოკუმენტაციას და დაუყოვნებლივ აგზავნის ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიაში „გასული წერილის” სახით.

  • ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიიდან იღებს გადაწყვეტილებას დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაციის შესახებ.

  • რეგისტრირებულ დამკვირვებლებს გადასცემს ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით და მდივნის ხელმოწერით დამოწმებულ მოწმობას.

  • იღებს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგებლების აკრედიტაციის შესახებ წარმოდგენილ შესაბამის დოკუმენტაციას, ატარებს სარეგისტრაციო ჟურნალში და დაუყოვნებლივ აგზავნის ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიაში „გასული წერილის”-ს სახით;

  • აკრედიტებულ პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგებლებს გადასცემს ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით და მდივნის ხელმოწერით დამოწმებულ მოწმობას.

თავი VI. განცხადებები/საჩივრები/კენჭისყრის შედეგების გადათვლა

ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისია:

  • რეგისტრაციაში ატარებს საოლქო საარჩევნო კომისიაში შემოსულ განცხადებებს/ საჩივრებს;

  • განცხადებების/საჩივრების წარმდგენი პირებისათვის, საჭიროებისამებრ, ადგენს ხარვეზს და მათი გამოსწორების გონივრულ ვადას;

  • საოლქო საარჩევნო კომისიაში შემოსულ განცხადებებს/საჩივრებს ტვირთავს საჩივრების რეესტრში;

  • ვალდებულია განცხადების/საჩივრის საფუძველზე (თუ განცხადება/საჩივარი შეტანილია ძირითად ან დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიაში კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში), აგრეთვე საკუთარი ინიციატივით შეამოწმოს საუბნო საარჩევნო კომისიების, მათი თანამდებობის პირების მოქმედებათა და გადაწყვეტილებათა კანონიერება (მათ შორის, არჩევნებში მონაწილეთა აღრიცხვის, საარჩევნო ბიულეტენების დათვლის სიზუსტე და სხვა) და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება;

  • განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას საოლქო საარჩევნო კომისიაში შემოსულ განცხადებებზე/საჩივრებზე;

  • მიღებულ გადაწყვეტილებებს ტვირთავს საჩივრების რეესტრში;

  • განიხილავს და შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საოლქო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილი თანამდებობის პირი ადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს (იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევა ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოხდა) და უგზავნის სამართალდარღვევის განმხილველ უფლებამოსილ ორგანოს;

  • განცხადებებს/საჩივრებს, რომლებიც ეხება ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უკანონოდ ჩამოხსნილ, ჩამოხეულ, დაფარულ ან დაზიანებულ საარჩევნო პლაკატებს, აგზავნის შესაბამის ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში;

  • საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს აკისრებს დისციპლინურ პასუხისმგებლობას;

  • იღებს გადაწყვეტილებას დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების საჭიროების შემთხვევაში, დამკვირვებლებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების თანდასწრებით, მოახდინოს დალუქულ პაკეტების გახსნა, საარჩევნო ბიულეტენების ხელახალი გადათვლა, არჩევნებში მონაწილეთა აღრიცხვის სიზუსტის დადგენა და გადათვლასთან დაკავშირებული სხვა მონაცემების გადამოწმება;

  • იღებს გადაწყვეტილებას საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის მონაცემების შეცვლის შესახებ;

  • იღებს გადაწყვეტილებას შესაბამის საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობისა და ცესკოს წინაშე განმეორებითი კენჭისყრის დანიშვნის საკითხის დასმის შესახებ;

  • იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, თუ კენჭისყრის დღეს ძირითადი ან და დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საარჩევნო უბნებში საარჩევნო ყუთებში არ აღმოჩნდა საკონტროლო ფურცელი ან საკონტროლო ფურცლებს შორის შეუსაბამობა გამოვლინდა; აგრეთვე საარჩევნო ყუთების ლუქის მთლიანობა დარღვეული აღმოჩნდა და საუბნო საარჩევნო კომისიამ მიიჩნია, რომ ამან გამოიწვია საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა;

  • უზრუნველყოფს მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებული საარჩევნო უბნებიდან შემთხვევითი შერჩევით 5 საარჩევნო უბნის გამოვლენას, ამ საარჩევნო უბნების საუბნო საარჩევნო კომისიებიდან მიღებული პაკეტების გახსნას და ხელახლა გადათვლას.

დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია:

  • რეგისტრაციაში ატარებს საოლქო საარჩევნო კომისიაში შემოსულ განცხადებებს/ საჩივრებს;

  • განცხადებების/საჩივრების წარმდგენი პირებისათვის, საჭიროებისამებრ, ადგენს ხარვეზს და მათი გამოსწორების გონივრულ ვადას, რის შემდეგაც უზრუნველყოფს ყველა განცხადების/საჩივრის ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიისათვის გადაგზავნას „გასული წერილის” სახით;

  • საოლქო საარჩევნო კომისიაში შემოსულ განცხადებებს/საჩივრებს ტვირთავს საჩივრების რეესტრში;

  • ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში მონაწილეობს ადმინისტრაციულ წარმოებაში და უზრუნველყოფს შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების მასალების ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიისათვის გადაგზავნას;

  • ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების, დამკვირვებლებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების თანდასწრებით, ახდენს დალუქული პაკეტების გახსნას, საარჩევნო ბიულეტენების ხელახალ გადათვლას, არჩევნებში მონაწილეთა აღრიცხვის სიზუსტის დადგენას და სხვა გადათვლასთან დაკავშირებული სხვა მონაცემების გადამოწმებას, რასაც ასახავს კომისიის სხდომის ოქმში და აგზავნის ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიაში შემდგომი რეაგირებისათვის;

  • მოთხოვნის შემთხვევაში ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გასცემს და ამოწმებს დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით;

  • მოთხოვნის შემთხვევაში გასცემს განცხადებების/საჩივრების ასლებს კანონით დადგენილ შესაბამის ვადაში;

  • განიხილავს და შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საოლქო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილი თანამდებობის პირი ადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს (იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევა დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოხდა) და უგზავნის სამართალდარღვევის განმხილველ უფლებამოსილ ორგანოს;

  • განცხადებებს/საჩივრებს, რომლებიც ეხება დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უკანონოდ ჩამოხსნილ, ჩამოხეულ, დაფარულ ან დაზიანებულ საარჩევნო პლაკატებს, აგზავნის შესაბამის ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში;

  • ინფორმაციას აწვდის ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიას შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად, თუ კენჭისყრის დღეს დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საარჩევნო უბნებში საარჩევნო ყუთებში არ აღმოჩნდა საკონტროლო ფურცელი ან საკონტროლო ფურცლებს შორის შეუსაბამობა გამოვლინდა; აგრეთვე საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობა დარღვეული აღმოჩნდა და საუბნო საარჩევნო კომისიამ მიიჩნია, რომ ამან გამოიწვია საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა.

თავი VII. აქტივობა

ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისია:

  • ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საუბნო საარჩევნო კომისიებს გადასცემს სიმ ბარათებს კენჭისყრის დღეს აქტივობის უზრუნველსაყოფად;

  • საარჩევნო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში ახორციელებს აქტივობის მონიტორინგს.

დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია:

  • დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საუბნო საარჩევნო კომისიებს გადასცემს სიმ ბარათებს კენჭისყრის დღეს აქტივობის უზრუნველსაყოფად;

  • საარჩევნო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში ახორციელებს აქტივობის მონიტორინგს.

თავი VIII. ამომრჩეველთა ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატების გადაცემა/მიღება, საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების მიღება/კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შეჯამება

ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისია:

  • იღებს საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს;

  • მიღებულ ოქმებს ტვირთავს საარჩევნო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში;

  • ადგენს საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს;

  • ბათილად ცნობს საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს;

  • უზრუნველყოფს ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საუბნო საარჩევნო კომისიებისათვის ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატებისა და ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატების გადაცემას და კენჭისყრის დასრულების შემდეგ მიღებას.

დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია:

  • დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საუბნო საარჩევნო კომისიებიდან იღებს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს;

  • მიღებულ ოქმებს ტვირთავს საარჩევნო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში;

  • საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს (დედნებს) და თანდართულ საბუთებს დაუყოვნებლივ აგზავნის ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიაში „გასული წერილის” სახით;

  • საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მიერ შედგენილ ახსნა განმარტებებს ან/და შესწორების ოქმებს შედგენისთანავე ტვირთავს საარჩევნო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში და აგზავნის ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიაში;

  • გასცემს საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების ფოტოასლებს;

  • უზრუნველყოფს დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საუბნო საარჩევნო კომისიებისათვის ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატებისა და ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატების გადაცემას და კენჭისყრის დასრულების შემდეგ მიღებას.

თავი IX. ამომრჩეველთა სიების გაცემა და ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/ამომრჩეველთა სიებში ცვლილებების შეტანა

ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისია:

  • ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საუბნო საარჩევნო კომისიებიდან იღებს განცხადებებს ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანის თაობაზე;

  • საჭიროების შემთხვევაში ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანის შესახებ შემოსული განცხადებების საფუძველზე მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს;

  • იღებს გადაწყვეტილებას ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანის/ შეტანაზე უარის თქმის თაობაზე;

  • ამომრჩეველთა სიებში ცვლილებების შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ აგზავნის ცესკოში, საუბნო საარჩევნო კომისიაში და ახდენს შესაბამისი ამომრჩევლის ინფორმირებას.

დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია:

  • საუბნო საარჩევნო კომისიებიდან იღებს განცხადებებს ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანის თაობაზე;

  • საჭიროების შემთხვევაში ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანის შესახებ შემოსული განცხადებების საფუძველზე მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს;

  • იღებს გადაწყვეტილებას დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანის / შეტანაზე უარის თქმის შესახებ;

  • ამომრჩეველთა სიებში ცვლილებების შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ აგზავნის ცესკოში, ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიასა, საუბნო საარჩევნო კომისიაში და ახდენს შესაბამისი ამომრჩევლის ინფორმირებას.

თავი X. წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) ჩასატარებლად გამოყოფილი შენობა/ნაგებობები და სააგიტაციო მასალის განთავსების ადგილების თაობაზე ინფორმაცია

ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისია:

  • იღებს ინფორმაციას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან იმ შენობა/ნაგებობების შესახებ სადაც შესაძლებელია ჩატარდეს წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია);

  • ახდენს ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მიერ გადმოცემული, წინასაარჩევნო კამპანიისათვის (აგიტაციისათვის) გამოყოფილი შენობა-ნაგებობების ნუსხის გასაჯაროებას, აგრეთვე უზრუნველყოფს ამ შენობა-ნაგებობების თანაბარ ხელმისაწვდომობას ყველა პოლიტიკური პარტიისა და საარჩევნო სუბიექტისათვის და მათთან შეთანხმებით ადგენს საარჩევნო ღონისძიებათა გამართვის განრიგს; განიხილავს საარჩევნო სუბიექტის შესაბამის წერილობით მიმართვას წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) ჩატარებისათვის გამოყოფილი შენობა-ნაგებობის გამოყენების მოთხოვნის თაობაზე და იღებს შესაბამის დასაბუთებულ გადაწყვეტილებას;

  • იღებს ინფორმაციას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან სააგიტაციო მასალის გასაკრავად და გამოსაფენად გამოყოფილი ადგილების ან/და დადგმული სტენდების თაობაზე;

  • ზემოთ აღნიშნულ ინფორმაციას აგზავნის ცესკოში და დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიაში.

დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია:

  • იღებს ინფორმაციას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან იმ შენობა/ნაგებობების შესახებ სადაც შესაძლებელია ჩატარდეს წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია);

  • ახდენს დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მიერ გადმოცემული, წინასაარჩევნო კამპანიისათვის (აგიტაციისათვის) გამოყოფილი შენობა-ნაგებობების ნუსხის გასაჯაროებას, აგრეთვე უზრუნველყოფს ამ შენობა-ნაგებობების თანაბარ ხელმისაწვდომობას ყველა პოლიტიკური პარტიისა და საარჩევნო სუბიექტისათვის და მათთან შეთანხმებით ადგენს საარჩევნო ღონისძიებათა გამართვის განრიგს; განიხილავს საარჩევნო სუბიექტის შესაბამის წერილობით მიმართვას წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) ჩატარებისათვის გამოყოფილი შენობა-ნაგებობის გამოყენების მოთხოვნის თაობაზე და იღებს შესაბამის დასაბუთებულ გადაწყვეტილებას;

  • იღებს ინფორმაციას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან სააგიტაციო მასალის გასაკრავად და გამოსაფენად გამოყოფილი ადგილების ან/და დადგმული სტენდების თაობაზე;

  • ზემოთ აღნიშნულ ინფორმაციას აგზავნის ცესკოში და ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიაში.

თავი XI. საინფორმაციო მასალების გავრცელება

ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისია:

  • ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საუბნო საარჩევნო კომისიებს გადასცემს ამომრჩეველთა ბარათებს, საინფორმაციო ბარათებს (ფლაერი) და სტიკერებს.

დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია:

  • დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საუბნო საარჩევნო კომისიებს გადასცემს ამომრჩეველთა ბარათებს და საინფორმაციო ბარათებს (ფლაერი) და სტიკერებს.

თავი XII . ამომრჩეველთა გადასატანი საარჩევნო ყუთის სია

ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისია:

  • იღებს გადაწყვეტილებას ამომრჩეველთა გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში, ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შექმნილ საარჩევნო უბნებზე, ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებული ამომრჩევლების 3%-ზე მეტის შეყვანის შესახებ.

დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია:

  • იღებს გადაწყვეტილებას ამომრჩეველთა გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში, დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შექმნილ საარჩევნო უბნებზე, ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებული ამომრჩევლების 3% -ზე მეტის შეყვანის შესახებ და დაუყოვნებლივ აგზავნის ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიაში.

თავი XIII. საარჩევნო ბიულეტენი/ბიულეტენები

ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისია:

  • იღებს გადაწყვეტილებას, ბიულეტენების ტექსტის დამტკიცების შესახებ;

  • სტამბაში ამოწმებს ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საარჩევნო უბნებისათვის დაბეჭდილ ბიულეტენებს და გადასცემს საუბნო საარჩევნო კომისიებს კანონით დადგენილი წესით;

  • ცესკოს დადგენილებით განსაზღვრული წესით, შესაბამისი ელექტრონული მოწყობილობის საშუალებით ციფრულ ფორმატში გადაყავს ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საარჩევნო უბნების საარჩევნო ბიულეტენები.

დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია:

  • სტამბაში ამოწმებს დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საარჩევნო უბნებისათვის დაბეჭდილ ბიულეტენებს და გადასცემს საუბნო საარჩევნო კომისიებს კანონით დადგენილი წესით;

  • ცესკოს დადგენილებით განსაზღვრული წესით, შესაბამისი ელექტრონული მოწყობილობის საშუალებით, ციფრულ ფორმატში გადაყავს დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საარჩევნო უბნების საარჩევნო ბიულეტენები.

თავი XIV. კენჭისყრის ჩანაწერთა წიგნი

ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისია:

  • ლუქავს კენჭისყრის დღის კენჭისყრის ჩანაწერთა წიგნს ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საარჩევნო უბნებისათვის.

  • საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 75-ე მუხლის, მე-10 პუნქტის შესაბამისად, ხსნის ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საუბნო საარჩევნო კომისიების ჩანაწერთა წიგნებს და ახორციელებს კანონით გათვალისწინებულ პროცედურებს.

დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია:

  • ლუქავს კენჭისყრის დღის კენჭისყრის ჩანაწერთა წიგნს დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საარჩევნო უბნებისათვის;

  • საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 75-ე მუხლის, მე-10 პუნქტის შესაბამისად, ხსნის დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საუბნო საარჩევნო კომისიების ჩანაწერთა წიგნებს და ახორციელებს კანონით გათვალისწინებულ პროცედურებს.

თავი XV. ამომრჩეველთა სპეციალური სია

ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისია:

  • იღებს გადაწყვეტილებას საარჩევნო ადმინისტრაციის იმ მოხელეების სპეციალურ სიაში შეყვანის შესახებ, რომლებიც საარჩევნო კომისიებში საქმიანობის გამო კენჭისყრის დღეს ვერ მონაწილეობენ არჩევნებში თავიანთი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით;

  • იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები და სპეციალური წოდების მქონე პირები, რომელთა სამსახურის პირობები ან ჯანმრთელობის მდგომარეობა მოითხოვს არჩევნების დღეს მათ ყოფნას რეგისტრაციის ადგილისაგან განსხვავებულ მისამართზე, რომელიც სხვა საარჩევნო ოლქს მიეკუთვნება;

  • იღებს გადაწყვეტილებას იმ ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყვანის შესახებ, რომლებიც კენჭისყრის დღეს პატიმრობაში ან ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფებიან;

  • იღებს გადაწყვეტილებას იმ ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყვანის შესახებ, რომლებიც სამკურნალოდ წვანან საავადმყოფოში, ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, კენჭისყრის დღისთვის ვერ იქნებიან გაწერილი ამ დაწესებულებიდან;

  • იღებს გადაწყვეტილებას, ამომრჩეველთა სპეციალური სიების დამტკიცების შესახებ.

დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია:

  • იღებს გადაწყვეტილებას დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო ადმინისტრაციის იმ მოხელეების სპეციალურ სიაში შეყვანის შესახებ, რომლებიც საარჩევნო კომისიებში საქმიანობის გამო კენჭისყრის დღეს ვერ მონაწილეობენ არჩევნებში თავიანთი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით;

  • იღებს გადაწყვეტილებას, დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამხედრო მოსამსახურეების და სპეციალური წოდების მქონე პირების სპეციალურ სიაში შეყვანის შესახებ, რომელთა სამსახურის პირობები ან ჯანმრთელობის მდგომარეობა მოითხოვს არჩევნების დღეს მათ ყოფნას რეგისტრაციის ადგილისაგან განსხვავებულ მისამართზე, რომელიც სხვა საარჩევნო ოლქს მიეკუთვნება.

  • იღებს გადაწყვეტილებას, დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში იმ ამომრჩევლების შეყვანის შესახებ, რომლებიც კენჭისყრის დღეს პატიმრობაში ან ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფებიან;

  • იღებს გადაწყვეტილებას, დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში იმ ამომრჩევლების შეყვანის შესახებ, რომლებიც სამკურნალოდ წვანან საავადმყოფოში, ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, კენჭისყრის დღისთვის ვერ იქნებიან გაწერილი ამ დაწესებულებიდან;

  • იღებს გადაწყვეტილებას, ამომრჩეველთა სპეციალური სიების დამტკიცების შესახებ.

თავი XVI. საჯარო ინფორმაციის გაცემა

ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისია:

  • მოთხოვნის შემთხვევაში გასცემს საჯარო, მათ შორის, არჩევნებთან დაკავშირებულ ინფორმაციას კანონმდებლობით დადგენილი წესით და ამ მიზნით ახდენს საკუთარი და დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ გაცემული სამართლებრივი აქტების ფოტოასლების დამოწმებას და ხელმოწერას.

დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია:

  • მოთხოვნის შემთხვევაში გასცემს საჯარო, მათ შორის, არჩევნებთან დაკავშირებულ ინფორმაციას კანონმდებლობით დადგენილი წესით და ამ მიზნით ახდენს საკუთარი და ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ გაცემული სამართლებრივი აქტების ფოტოასლების დამოწმებას და ხელმოწერას.

თავი XVII. საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების ტრენინგები

ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისია:

  • ორგანიზებას უწევს ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების ტრენინგების ჩატარებას.

დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია:

  • ორგანიზებას უწევს დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების ტრენინგების ჩატარებას.

თავი XVIII. შრომის ანაზღაურება და დამხმარე/ტექნიკური პერსონალი

ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისია:

  • არჩევნების დანიშვნის შემდეგ მის დასრულებამდე უფლება აქვს, დაიქირაოს დამხმარე და ტექნიკური პერსონალი ცესკოს განკარგულებით დადგენილი რაოდენობის ფარგლებში.

  • უზრუნველყოფს ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისა და ხელმძღვანელი პირებისათვის შრომის ანაზღაურებას;

  • წყვეტს ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული იმ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის შრომის ანაზღაურების საკითხს, რომელიც კომისიაში გამოცხადდება წილისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ.

დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია:

  • არჩევნების დანიშვნის შემდეგ მის დასრულებამდე უფლება აქვს, დაიქირაოს დამხმარე და ტექნიკური პერსონალი ცესკოს განკარგულებით დადგენილი რაოდენობის ფარგლებში.

  • უზრუნველყოფს დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისა და ხელმძღვანელი პირებისათვის შრომის ანაზღაურებას;

  • წყვეტს დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული იმ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის შრომის ანაზღაურების საკითხს, რომელიც კომისიაში გამოცხადდება წილისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ.

ყურადღება!

ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება ეგზავნება დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიას.

დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია იტოვებს ყველა იმ დოკუმენტაციის ასლებს რომელსაც ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიაში აგზავნის.

ნებისმიერი განცხადება, რომელიც წარედგინება დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიას, ავტომატურად ჩაითვლება ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიისთვის მიმართვად.

ძირითადი და დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიები თავისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საარჩევნო უბნებს გადასცემენ ყველა საჭირო საარჩევნო დოკუმენტაციას და ინვენტარს.