საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
- მოქმედი 99%
- მოქმედი 96%
- მოქმედი 96%
- მოქმედი 96%
- მოქმედი 95%
- მოქმედი 95%
- მოქმედი 95%
- მოქმედი 94%
- მოქმედი 94%
- მოქმედი 94%
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №51/2016 |
|
2016 წლის 27 ივლისი ქ. თბილისი |
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
|
| მუხლი 1 |
საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის დამტკიცდეს თანდართული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია.
|
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
|
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
📎 დანართები (1)
danarti 1 cv-it.doc DOC ⬇
საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია
დამტკიცებულია ცესკოს 2016 წლის 27 ივლისის №51/2016 დადგენილებით
წარმოდგენილი სახელმძღვანელო ინსტრუქცია განკუთვნილია საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების წევრთა სასწავლო მიზნებისთვის. საოლქო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილებებსა და საქმიანობის წესთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციების სრული სახით გაცნობის მიზნით, იხილეთ საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ და ცესკოს შესაბამისი სამართლებრივი აქტები.
სარჩევი
ნაწილი I. საოლქო საარჩევნო კომისიის შემადგენლობა და მუშაობის წესი 0
თავი I. საოლქო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი და უფლებამოსილება 0
საოლქო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი და უფლებამოსილების ვადა 5
საოლქო საარჩევნო კომისიის უფლებამისილებები 5
საოლქო საარჩევნო კომისიის სამართლებრივი აქტები 7
საოლქო საარჩევნო კომისიის ჩართულობა და შეზღუდვები წინასაარჩევნო აგიტაციაში/კამპანიაში 7
თავი II. საოლქო საარჩევნო კომისიის მუშაობის წესი 0
საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომების მომზადება 7
საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის მიმდინარეობა 8
საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე განკარგულების მიღების წესი 8
საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის ოქმი 9
საოლქო საარჩევნო კომისიის საქმისწარმოების წესი 9
ნაწილი II. საოლქო საარჩევნო კომისიის საქმიანობა წინასაარჩევნო პერიოდში 0
თავი I. საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომა 0
საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომა 10
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის/კომისიის თავმჯდომარის მოადგილის/კომისიის მდივნის არჩევის წესი 10
თავი II. ამომრჩეველთა სიები 0
ამომრჩეველთა ერთიანი სიის მონაცემების გადამოწმება 12
ამომრჩეველთა ერთიან სიაში ცვლილებების შეტანა 13
ამომრჩეველთა სპეციალური სია 13
თავი III. საარჩევნო დოკუმენტაციისა და ინვენტარის გადაცემა 0
საარჩევნო დოკუმენტაციის გადაცემა საუბნო საარჩევნო კომისიისთვის 16
ნაწილი III. საარჩევნო პროცესში მონაწილე პირთა რეგისტრაცია 0
თავი I. პარლამენტის წევრობის კანდიდატის რეგისტრაციის წესი 0
მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში კანდიდატების წარდგენა 17
საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაცია 17
საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატის რეგისტრაცია და მხარდამჭერთა სიების შემოწმება 18
პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი კანდიდატების რეგისტრაცია 21
საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრის განსაზღვრა 22
თავი II. დამკვირვებელთა, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა რეგისტრაცია, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელთა აკრედიტაცია 0
დამკვირვებელ ორგანიზაციათა რეგისტრაცია 23
საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელთა რეგისტრაცია 25
პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაცია 26
ნაწილი IV. საოლქო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო დოკუმენტაციის მიღება, კენჭისყრის შედეგების შეჯამება 0
თავი I. დოკუმენტაციის მიღება/დახარისხება საოლქო საარჩევნო კომისიაში 0
დოკუმენტაციის მიღება/დახარისხება 27
თავი II. კენჭისყრის შედეგების შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიაში 0
კენჭისყრის შედეგების შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიაში 28
საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების გადამოწმება 29
არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის საჯაროობა 29
ნაწილი V. განცხადება/საჩივრის შეტანისა და განხილვის წესები 0
განცხადება/საჩივრები კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცედურების დარღვევებზე 0
განცხადებები/საჩივრები საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევებზე (გარდა კენჭისყრის დღისა) 0
საოლქო საარჩევნო კომისიის/კომისიის ხელმძღვანელ პირთა გადაწყვეტილებების გასაჩივრების წესი და ვადა 0
დანართი №1. ძირითადი და დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიები 36
დანართი №2. განცხადება/საჩივარი (სარეკომენდაციო ფორმა) 38
დანართი №3. საარჩევნო კომისიაში წარდგენილი განცხადების/საჩივრის რეკვიზიტები 39
დანართი №4. ცნობა განცხადების/საჩივრის რეგისტრაციაში გატარების შესახებ 40
დანართი №5. მხარის ტექნიკური საშუალებებით დაბარების აქტი 41
საოლქო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი და უფლებამოსილების ვადა
(საარჩევნო კოდექსი – მუხლი 19, მუხლი 20)
საოლქო საარჩევნო კომისია შედგება 13 წევრისაგან:
← 5 წევრს ირჩევს ცენტრალური საარჩევნო კომისია (5 წლით);
← 7 წევრს ნიშნავენ პარტიები (ეს წევრები ინიშნებიან არჩევნების დანიშვნის შემდეგ და უფლებამოსილება უწყდებათ არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებისთანავე);
← 1 წევრს ირჩევს ცესკო (აირჩევა არჩევნების დანიშვნის შემდეგ და უფლებამოსილება უწყდება არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებისთანავე).
საოლქო საარჩევნო კომისიის უფლებამისილებები (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 21; მუხლი 1102)
ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისია (დანართი №1) უფლებამოსილებას, მის სამოქმედო ტერიტორიაზე ახორციელებს სრული მოცულობით, მათ შორის:
← საარჩევნო ოლქში უზრუნველყოფს არჩევნების გამართვას, აკონტროლებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას და უზრუნველყოფს მის ერთგვაროვნად გამოყენებას;
← განკარგულებით ქმნის და აზუსტებს საარჩევნო უბნების საზღვრებს;
← დადგენილი წესით ხელს უწყობს ამომრჩეველთა სიების ფორმირებას, უზრუნველყოფს მათ საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას;
← განკარგულებით ანიჭებს ადგილობრივ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს ადგილობრივი დამკვირვებლის სტატუსს;
← განიხილავს საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ განცხადებებსა და საჩივრებს და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს სათანადო გადაწყვეტილებას;
← საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, ადგენს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების კენჭისყრის შედეგებს (რის თაობაზედაც დგება საოლქო საარჩევნო კომისიის არჩევნების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი)
← უზრუნველყოფს ხელახალი არჩევნების, განმეორებითი კენჭისყრისა და არჩევნების მეორე ტურის გამართვას.
დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია (დანართი №1) უფლებამოსილებას, მის სამოქმედო ტერიტორიაზე ახორციელებს ნაწილობრივ, მათ შორის:
← საარჩევნო ოლქში უზრუნველყოფს არჩევნების გამართვას;
← ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე მონაწილეობს საარჩევნო უბნების საზღვრების დაზუსტებაში;
← დადგენილი წესით ხელს უწყობს ამომრჩეველთა სიების ფორმირებას, უზრუნველყოფს მათ საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას;
← საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების, დამკვირვებლების რეგისტრაციისა და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლების აკრედიტაციის მიზნით იღებს და ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიაში აგზავნის შესაბამის დოკუმენტაციას;
← იღებს და ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიაში აგზავნის საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ განცხადებებსა და საჩივრებს;
← ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში მონაწილეობს ადმინისტრაციულ წარმოებაში და უზრუნველყოფს შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების მასალების ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიისათვის გადაგზავნას;
← დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საუბნო საარჩევნო კომისიებიდან იღებს და ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიაში აგზავნის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს;
← უზრუნველყოფს ხელახალი არჩევნების, განმეორებითი კენჭისყრისა და არჩევნების მეორე ტურის გამართვას.
საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები და მათი უფლებამოსილებები
(საარჩევნო კოდექსი – მუხლი 20; მუხლი 22)
საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები არიან:
← კომისიის თავმჯდომარე;
← თავმჯდომარის მოადგილე;
← კომისიის მდივანი.
კომისიის თავმჯდომარე:
← უძღვება კომისიის სხდომას;
← განკარგავს კომისიის ფინანსურ სახსრებს;
← დავალებას აძლევს თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის მდივანს, კომისიის სხვა წევრებს, დამხმარე და ტექნიკურ პერსონალს;
← ახორციელებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
თავმჯდომარის მოადგილე:
← ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას, თუ კომისიას არ ჰყავს თავმჯდომარე ან მას არ შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება;
← კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით ახორციელებს კომისიის თავმჯდომარის ცალკეულ უფლებამოსილებას (განკარგულებით ზუსტად უნდა განისაზღვროს მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები და ვადა).
კომისიის მდივანი:
← ანაწილებს კომისიაში შეტანილ საარჩევნო საბუთებსა და კორესპონდენციას;
← ამზადებს კომისიის განკარგულებათა პროექტებს, ადგენს კომისიის სხდომათა ოქმებს;
← ახორციელებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საოლქო საარჩევნო კომისიის სამართლებრივი აქტები
(საარჩევნო კოდექსი – მუხლი 30.1. ბ; საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი – მუხლი 7)
საოლქო საარჩევნო კომისიის სამართლებრივი აქტებია:
← კომისიის განკარგულება;
← კომისიის თავმჯდომარის განკარგულება;
← კომისიის მდივნის განკარგულება;
← კომისიის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი.
საოლქო საარჩევნო კომისიის ჩართულობა და შეზღუდვები წინასაარჩევნო აგიტაციაში/კამპანიაში (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 45.4.ა; მუხლი 45.9-10)
საოლქო საარჩევნო კომისია იღებს ინფორმაციას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან იმ შენობა-ნაგებობების შესახებ, სადაც შესაძლებელია ჩატარდეს წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) და გამოყოფილი შენობა-ნაგებობების ნუსხის საფუძველზე საარჩევნო სუბიექტებისთვის, მათთან შეთანხმებით, ადგენს საარჩევნო ღონისძიებების გამართვის განრიგს (თუ მოხდა ღონისძიებათა გადაფარვა და საარჩევნო სუბიექტები ვერ შეთანხმდებიან, ღონისძიებათა თანამიმდევრობა წილისყრით განისაზღვრება). ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისია ინფორმაციას იმ შენობა-ნაგებობების შესახებ, სადაც შესაძლებელია ჩატარდეს წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) აგზავნის შესაბამის დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხოლო დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია – ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიას.
საოლქო საარჩევნო კომისიამ შენობა-ნაგებობის გამოყენების მოთხოვნის თაობაზე საარჩევნო სუბიექტის შესაბამის მიმართვას წერილობით, დასაბუთებულად უნდა უპასუხოს მიმართვიდან არაუგვიანეს 24 საათისა. ამ ვადაში პასუხის გაუცემლობა მიმართვაზე თანხმობად ჩაითვლება.
საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომების მომზადება
(საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი – მუხლი 9)
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით ან მისი მოადგილის მოთხოვნით იწვევს კომისიის სხდომას.
კომისიის მდივანი სხდომის მოწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე საოლქო საარჩევნო კომისიაში თვალსაჩინო ადგილას აკრავს განცხადებას სხდომის მოწვევის შესახებ, სხდომის თარიღის, ზუსტი დროისა და სავარაუდო დღის წესრიგის მითითებით.
თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში კომისიის მდივანი, პირადად არის პასუხისმგებელი სხდომის თარიღი და მისი დაწყების ზუსტი დრო შეატყობინოს კომისიის ყველა წევრს.
საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა ღიაა
(საარჩევნო კოდექსი – მუხლი 8.15; საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი – მუხლი 9.10)
კომისიის სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ:
← ცესკოს წევრებსა და ცესკოს წარმომადგენლებს;
← ცესკოს აპარატის და შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თანამშრომლებს;
← შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში აკრედიტებულ მედიის წარმომადგენლებს;
← შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სუბიექტების თითო წარმომადგენელს;
← შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების თითო დამკვირვებელს;
← საერთაშორისო ორგანიზაციების თითო დამკვირვებელს (თარჯიმანთან ერთად).
← კონკრეტული საკითხის/საკითხების განსახილველად მოწვეულ დაინტერესებულ მხარეებს, (რომლებიც დღის წესრიგით გათვალისწინებული შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისთანავე ტოვებენ სხდომას).
საოლქო საარჩევნო კომისიას უფლება აქვს, წესრიგის დარღვევისა და კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლის შემთხვევაში, მიიღოს გადაწყვეტილება დამრღვევი პირის გაძევების შესახებ, რაც აღინიშნება სხდომის ოქმში.
საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის მიმდინარეობა
(საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი – მუხლი 9-10)
საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომას უძღვება კომისიის თავმჯდომარე ან მისი მოადგილე. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის სრული შემადგენლობის (13 წევრი) უმრავლესობა (არანაკლებ 7 წევრი). კომისიის წევრები სხდომაზე დასწრებას დასწრების ფურცელზე ხელმოწერით ადასტურებენ. კომისიის სხდომის დღის წესრიგს ამზადებს კომისიის მდივანი.
კომისიის ყველა წევრს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით, სხდომის თავმჯდომარის მიერ დადგენილი რიგითობის შესაბამისად, უფლება აქვს სიტყვით გამოვიდეს 2 წუთის განმავლობაში. იგივე საკითხთან დაკავშირებით მათ უფლება აქვთ დამატებით გამოვიდეს სიტყვით 2 წუთის განმავლობაში სხდომის თავმჯდომარის ნებართვით.
კომისიის სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირები სხდომაზე სიტყვით გამოდიან სხდომის თავმჯდომარის თანხმობითა და მის მიერ განსაზღვრული დროით (რომელიც ერთჯერადად არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს), კომისიის წევრების შემდეგ. იგივე საკითხთან დაკავშირებით მათ უფლება აქვთ, სხდომის თავმჯდომარის ნებართვით, დამატებით გამოვიდნენ სიტყვით 2 წუთის განმავლობაში.
საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე განკარგულების მიღების წესი
(საარჩევნო კოდექსი – მუხლი 8.4; საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი – მუხლი 7; მუხლი 10)
საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების პროექტს ამზადებს კომისიის მდივანი. კომისიის განკარგულება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ კომისიის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა (არანაკლებ 5 წევრი).
საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება, რომლებიც შეეხება საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, მათ შორის, საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგების გაუქმებას, საუბნო საარჩევნო კომისიიდან შემოსული პაკეტების გახსნას და საარჩევნო ბიულეტენების გადათვლას, მიიღება სხდომაზე დამსწრეთა არანაკლებ ორი მესამედით.
საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა. კომისიის განკარგულებას ხელს აწერენ კომისიის სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.
საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის ოქმი
(საარჩევნო კოდექსი – მუხლი 8; საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი – მუხლი 9)
საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტილებათა მიღების მიმდინარეობა ფიქსირდება სხდომის ოქმში. სხდომის ოქმს ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი. კომისიის მდივანი სხდომის ოქმს აფორმებს სხდომიდან 1 დღის ვადაში.
საოლქო საარჩევნო კომისიის საქმისწარმოების წესი
(საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი – მუხლი 11)
საოლქო საარჩევნო კომისიაში წარმოებს კომისიაში შემოსული და კომისიიდან გასული დოკუმენტაციის სარეგისტრაციო ჟურნალები, რომლის წარმოებაზე პასუხისმგებელია კომისიის მდივანი.
საარჩევნო დოკუმენტაციის, განცხადებების, საჩივრების მიღებას, გაცემასა და მათ აღრიცხვა-რეგისტრაციას კომისიის მდივანი ახორციელებს 10 სთ-დან 18 სთ-მდე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2016 წლის 31 მარტის №01-47 ბრძანებით დამტკიცებული „საოლქო საარჩევნო კომისიების საქმისწარმოების წესის“ შესაბამისად.
ყოველი დღის 18 საათზე (გარდა კენჭისყრის დღისა) კომისიის მდივანი ხურავს სარეგისტრაციო ჟურნალს. ამ მიზნით, კომისიის მდივანი, ჟურნალში უკანასკნელი ჩანაწერის შემდგომ აკეთებს წარწერას: „ჟურნალი დახურულია“, მიუთითებს თარიღსა და ზუსტ დროს და აღნიშნულს ადასტურებს ხელმოწერით. ჟურნალის დახურვის შემდეგ იკრძალება მასში რაიმე დოკუმენტის რეგისტრაცია.
საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომა (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 8.23; მუხლი 25.21)
საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომა იმართება არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა (8 სექტემბერი). სხდომა მოიწვევა ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ 7 წევრი. სხდომას თავმჯდომარის არჩევამდე ხელმძღვანელობს კომისიის უხუცესი წევრი.
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის/კომისიის თავმჯდომარის მოადგილის/კომისიის მდივნის არჩევის წესი (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 25)
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე/თავმჯდომარის მოადგილე ირჩევა კომისიის წევრთაგან, სახელობითი კენჭისყრით, კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობით. კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს კომისიის არანაკლებ 2 წევრს.
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის/თავმჯდომარის მოადგილის/კომისიის მდივნის არჩევა ფორმდება საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულებით.
თუ დადგენილ ვადაში ვერ აირჩა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე/თავმჯდომარის მოადგილე/კომისიის მდივანი, აღნიშნული თანამდებობის პირის მოვალეობას მის არჩევამდე ასრულებს კომისიის ის წევრი, რომელიც კენჭისყრისას ყველაზე მეტ ხმას მიიღებს, ხოლო ხმათა თანაბრობის შემთხვევაში – მათგან წილისყრით განსაზღვრული პირი.
ამომრჩეველთა ერთიანი სიის საუბნო საარჩევნო კომისიისათვის გადაცემა და მისი გამოქვეყნების წესი (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 31; მუხლი 18512)
ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეიტანება ამომრჩევლის შესახებ შემდეგი მონაცემები:
← გვარი, სახელი;
← დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
← მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით);
← საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;
← ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირისთვის, მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებული პირისთვის, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან მოხსნილი პირისთვის, აგრეთვე პირისთვის, რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილებით, აღინიშნება დროებითი საცხოვრებლის მისამართი; სხვა სახელმწიფოში მყოფი პირისთვის მიეთითება „საკონსულო აღრიცხვაზეა“, ხოლო თუ ასეთი პირი არ დგას საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე – „იმყოფება უცხოეთში“);
← ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრაციის თარიღი;
← სქესი;
← ფოტოსურათი (სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული უახლესი ფოტოსურათი ციფრულ ფორმატში).
ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საუბნო საარჩევნო კომისიას არაუგვიანეს პირველი შეკრების დღისა (კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღე (8 სექტემბერი)) გადაეცემა ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის, ხოლო დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საუბნო საარჩევნო კომისიას – დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის მიერ ხელმოწერილი ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (კედლის სია).
ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (კედლის სია – ფოტოსურათების გარეშე) დაუყოვნებლივ უნდა გამოიკრას კენჭისყრის შენობაში თვალსაჩინო ადგილას.
საუბნო საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მეორე დღისა (6 ოქტომბერი) გადაეცემა დაზუსტებული სიების საბოლოო ვერსიები:
← საარჩევნო კომისიისათვის განკუთვნილი ვერსია (სამაგიდო სია);
← საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (კედლის სია).
ამომრჩეველთა ერთიანი სიის მონაცემების გადამოწმება (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 31.7-71)
საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას/საარჩევნო ბლოკს, დამკვირვებელ ორგანიზაციას, ამომრჩეველს უფლება აქვს გაეცნოს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში არსებულ ამომრჩეველთა სიების საჯარო ინფორმაციისათვის მიკუთვნებულ ვერსიას (ამომრჩეველს უფლება აქვს, მოითხოვოს მხოლოდ მისი და მისი ოჯახის წევრთა შესახებ არსებული ყველა მონაცემის გაცნობა და მათში ცვლილების შეტანა) და უზუსტობების აღმოჩენის შემთხვევაში არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-16 დღისა (22 სექტემბერი) მოითხოვონ ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებსა და ამომრჩეველთა სიებში ცვლილებების შეტანა.
ამომრჩეველთა სიებში ცვლილებების შეტანის თაობაზე განცხადებები შეიტანება როგორც საოლქო საარჩევნო კომისაში, ასევე საუბნო საარჩევნო კომისიაში.
ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საუბნო საარჩევნო კომისია განცხადებებს ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანის თაობაზე დაუყოვნებლივ გადასცემს ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიას, ხოლო დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საუბნო საარჩევნო კომისია - დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიას.
ამომრჩეველთა სიების შემოწმების შედეგების განხილვის უფლებამოსილების მქონე ორგანო (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 31.8)
საარჩევნო პერიოდში საარჩევნო ადმინისტრაცია საკუთარი ინიციატივითა და განცხადებების/საჩივრების საფუძველზე ამოწმებს ამომრჩეველთა სიებს.
საოლქო საარჩევნო კომისია (როგორც ძირითადი, ისე დამხმარე) განცხადებებსა და საუბნო საარჩევნო კომისიის შუამდგომლობებს განიხილავს მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში, მაგრამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-14 დღისა (24 სექტემბერი) და იღებს გადაწყვეტილებას:
← ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანის შესახებ და მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს) და აცნობებს ცესკოს;
← ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ.
ამომრჩეველთა ერთიან სიაში ცვლილებების შეტანა (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 31.9, 18512)
ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანის შესახებ დაუყოვნებლივ გადაეცემა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას, ხოლო, დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება ასევე ცესკოს, ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიასა და შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას. მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში:
← ამომრჩეველი შეიყვანება სიაში;
← ამომრჩევლის მონაცემი ამოიღება ამომრჩეველთა სიიდან.
საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი
(საარჩევნო კოდექსი – მუხლი 31.10)
საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ გამოცემიდან 2 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში.
სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება 2 დღის ვადაში, მაგრამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-11 დღისა (27 სექტემბერი), უნდა გადაეცეს საოლქო საარჩევნო კომისიას. საოლქო საარჩევნო კომისიამ სათანადო ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდოს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას, ხოლო, დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიამ ასევე ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიას. საოლქო საარჩევნო კომისიებმა სათანადო ცვლილება დაუყოვნებლივ, განკარგულებით უნდა შეიტანონ ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/ამომრჩეველთა სიებში.
ამომრჩეველთა სპეციალური სია (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 32)
საოლქო საარჩევნო კომისია კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-3 დღისა (5 ოქტომბერი) ადგენს და განკარგულებით ამტკიცებს ამომრჩეველთა სპეციალურ სიას და დაუყოვნებლივ გადასცემს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას. ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეიტანება ამომრჩევლის შესახებ იგივე მონაცემები, რომლებიც არის ამომრჩეველთა ერთიან სიაში, ფოტოსურათით ან ფოტოსურათის გარეშე.
საოლქო საარჩევნო კომისიას ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეჰყავს:
← საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები, რომლებიც საარჩევნო კომისიებში საქმიანობის გამო კენჭისყრის დღეს ვერ მონაწილეობენ არჩევნებში თავიანთი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით (საოლქო საარჩევნო კომისიას ეს პირები სიაში შეჰყავს წინასწარ განსაზღვრულ საარჩევნო უბანში, კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-5 დღისა). სპეციალურ სიაში აღნიშნული კატეგორიის ამომრჩევლების მონაცემები შეიტანება ფოტოსურათის გარეშე;
← ამომრჩევლები, რომლებიც სამკურნალოდ წვანან საავადმყოფოში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში და, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, კენჭისყრის დღისთვის ვერ იქნებიან გაწერილი ამ დაწესებულებიდან (ამ პირთა სიას სამკურნალო დაწესებულების ხელმძღვანელი გადასცემს საოლქო საარჩევნო კომისიას კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-6 დღისა). სპეციალურ სიაში აღნიშნული კატეგორიის ამომრჩევლების მონაცემები შეიტანება ფოტოსურათის გარეშე;
← ამომრჩევლები, რომლებიც კენჭისყრის დღეს პატიმრობაში იმყოფებიან (საოლქო საარჩევნო კომისიას ამ პირთა სიას გადასცემს პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელი კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-6 დღისა). სპეციალურ სიაში აღნიშნული კატეგორიის ამომრჩევლების მონაცემები შეიტანება ფოტოსურათის გარეშე;
← ამომრჩევლები, რომლებიც კენჭისყრის დღეს ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფებიან. (საოლქო საარჩევნო კომისიას ამ პირთა სიას გადასცემს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი და კენჭისყრამდე არაუგვიანეს 4 დღისა). სპეციალურ სიაში აღნიშნული კატეგორიის ამომრჩევლების მონაცემები შეიტანება ფოტოსურათის გარეშე;
← საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები და სპეციალური წოდების მქონე პირები, აგრეთვე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის, პენიტენციური დეპარტამენტისა და პენიტენციური დაწესებულების ის მოსამსახურეები, რომელთა სამსახურის პირობები ან ჯანმრთელობის მდგომარეობა მოითხოვს არჩევნების დღეს მათ ყოფნას რეგისტრაციის ადგილისაგან განსხვავებულ მისამართზე, რომელიც სხვა საარჩევნო ოლქს მიეკუთვნება (საოლქო საარჩევნო კომისიას ამ პირთა სიას გადასცემს შესაბამისი სამხედრო დანაყოფების/ნაწილების მეთაურები ან შესაბამისი დაწესებულებების/დანაყოფების ხელმძღვანელები კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 25-ე დღისა, ხოლო სამხედრო სამსახურში გაწვევის შედეგების გათვალისწინებით – კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-6 დღისა). სპეციალურ სიაში ასევე შეიტანება ამ კატეგორიის ამომრჩევლის შესაბამისი დისლოკაციის ადგილზე სამსახურის დაწყების და დასრულების თარიღები. სპეციალურ სიაში აღნიშნული კატეგორიის ამომრჩევლების მონაცემები შეიტანება ფოტოსურათის გარეშე.
სპეციალური სიების შედგენის შემდეგ, საოლქო საარჩევნო კომისია იმ ამომრჩეველთა მონაცემებს, რომლებიც შეყვანილები არიან სხვა უბნის სპეციალურ სიებში, გადასცემს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას.
საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანმა სპეციალურ სიაში შეყვანილი ან სხვა უბნის სპეციალურ სიაში გადაყვანილი ამომრჩეველი უნდა მოძებნოს ამომრჩეველთა ერთიან სიაში (სამაგიდო და ასევე კედლის ეგზემპლარებში) და მისი გვარის გასწვრივ გრაფაში „ფაქტობრივი მდგომარეობა“ გააკეთოს აღნიშვნა: „კომისიის წევრია“, „პატიმრობაშია“, „საავადმყოფოშია“, „სამხედრო სამსახურშია“.
თუ კენჭისყრის დღეს არჩევნებში მონაწილეობის მიღების მოთხოვნით საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართავს ამომრჩეველი, რომელმაც არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-16 დღისა (22 სექტემბერი) ვერ მოასწრო მიემართა კომისიისთვის სიაში რეგისტრაციის მოთხოვნით (ჩამოვიდა საზღვარგარეთიდან, გამოეწერა სტაციონარული სამკურნალო დაწესებულებიდან, გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან), განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის (საზღვრის გადაკვეთის შესახებ ჩანაწერი პასპორტში, ცნობა სტაციონარული სამკურნალო დაწესებულებიდან, ცნობა პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შესახებ) წარდგენის შემთხვევაში მას რეგისტრაციაში გაატარებს საოლქო საარჩევნო კომისია განცხადების მიღებიდან 2 დღის ვადაში, ხოლო თუ კენჭისყრის დღემდე დარჩენილია 2 დღეზე ნაკლები – დაუყოვნებლივ (ამომრჩევლის შესახებ მონაცემები შეიტანება ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში).
გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის ფორმირების წესი
(საარჩევნო კოდექსი – მუხლი 33; მუხლი 34.2.ე)
გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის ფორმირებაზე პასუხისმგებელია საუბნო საარჩევნო კომისია. გადასატანი საარჩევნო ყუთის სია დგება ერთიანი და სპეციალური სიების საფუძველზე. ამომრჩეველი გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეჰყავთ, თუ:
← შეზღუდული შესაძლებლობის ან/და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია კენჭისყრის შენობაში მისვლა. ასეთი ამომრჩევლების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საარჩევნო უბანზე ერთიან სიაში არსებული ამომრჩევლების 3 პროცენტს.
← იმყოფება საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე, მაგრამ ძნელად მისადგომ ადგილას (ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია კონსულტაციის გავლა საოლქო საარჩევნო კომისიასთან).
საუბნო საარჩევნო კომისიას გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში ამომრჩეველთა სპეციალური სიისა და საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შეჰყავს ამომრჩეველი, რომელიც:
← სამკურნალოდ წევს საავადმყოფოში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში და მასში არ იხსნება საარჩევნო უბანი;
← იმყოფება პატიმრობაში;
← იმყოფება ადმინისტრაციულ პატიმრობაში;
← მსახურობს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე განლაგებულ სამხედრო ნაწილში ან სასაზღვრო პოლიციის ქვედანაყოფში, რომელიც საარჩევნო უბნიდან შორსაა განლაგებული;
← მსახურობს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტში, პენიტენციურ დეპარტამენტში ან პენიტენციურ დაწესებულებაში და სამსახურის პირობების გამო სამუშაო ადგილის დატოვება არ შეუძლია;
← არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამხედრო მოსამსახურე ან სპეციალური წოდების მქონე პირი და კენჭისყრის პერიოდში განსაკუთრებული სამსახურებრივი პირობების ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ტოვებს სამუშაო ადგილს.
გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში ამომრჩევლის შეყვანის შემთხვევაში ამომრჩეველთა ერთიან და სპეციალურ სიებში მისი გვარის გასწვრივ, გრაფაში „ფაქტობრივი მდგომარეობა“ უნდა გაკეთდეს ჩანაწერი „გადასატანი ყუთი“.
საარჩევნო დოკუმენტაციის გადაცემა საუბნო საარჩევნო კომისიისთვის
კენჭისყრისთვის მზადების და მისი ჩატარების მიზნით კენჭისყრის დღემდე ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიები და დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიები მათი მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე არსებულ საარჩევნო უბნებს გადასცემენ ყველა საჭირო საარჩევნო დოკუმენტაციას და ინვენტარს, კერძოდ:
საარჩევნო დოკუმენტაციას:
← ამომრჩეველთა ერთიანი სიის საბოლოო ვერსიას (კედლის სია და სამაგიდო სია);
← ამომრჩეველთა სპეციალურ სიას, ასეთის არსებობის შემთხვევაში (კედლის სია და სამაგიდო სია);
← გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის (კედლის სია და სამაგიდო სია) ბლანკებს;
← ამომრჩეველთა ბარათებს;
← საარჩევნო ბიულეტენების ბლოკნოტებს;
← სპეციალურ კონვერტებს;
← კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნს (ე. წ. ზონარგაყრილი წიგნი);
← საკონტროლო ფურცლებს;
← კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს და „შესწორების ოქმის“ ფორმებს;
← კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმებს.
საარჩევნო ინვენტარს:
← ძირითად და გადასატან გამჭვირვალე საარჩევნო ყუთებს;
← საარჩევნო ყუთების ლუქებს;
← კენჭისყრის კაბინებს;
← მარკირების სითხეს და მარკირების შესამოწმებელ სპეციალურ ხელსაწყოს (ულტრაიისფერი ფარანი);
← საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭედს;
← რეგისტრატორების სპეციალურ ბეჭდებს;
← ასლგადამღებ მანქანას;
← სამელნე ბალიშებს.
სხვა საარჩევნო მასალას:
← პარტიულ სიებს;
← კანდიდატთა სიებს;
← საარჩევნო ბიულეტენის შევსების ინსტრუქციას;
← ამონარიდს კანონიდან, თუ რა შემთხვევაშია საარჩევნო ბიულეტენი ბათილი;
← საარჩევნო დოკუმენტაციის შესაფუთ კონვერტებს.
ძირითადი და დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიები საარჩევნო ბიულეტენებსა და სპეციალური კონვერტებს კენჭისყრის დაწყებამდე არაუგვიანეს 12 საათისა გადასცემენ მათი მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე არსებულ საუბნო საარჩევნო კომისიებს, რა დროსაც დგება მიღება-ჩაბარების აქტი (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 63.9,10).
~
მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში კანდიდატების წარდგენა (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 116.2)
არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას/საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს, ყოველ საარჩევნო ოლქში, ხოლო ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს − შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარადგინოს საქართველოს პარლამენტის წევრობის თითო კანდიდატი.
საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაცია (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 361; მუხლი 116.3-7,9)
საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის წარდგენის მიზნით ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა კენჭისყრამდე არაუგვიანეს 57-ე დღისა (12 აგვისტო) განცხადებით შეუძლია მიმართოს როგორც ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიას, ისე დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიას, რის შემდეგაც უფლება აქვს, შეაგროვოს მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერები.
განცხადებაში მითითებული უნდა იყოს საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის:
← სახელი, გვარი;
← დაბადების თარიღი;
← პროფესია;
← თანამდებობა (საქმიანობა);
← სამუშაო ადგილი;
← რეგისტრაციის ადგილი;
← პარტიულობა;
← საქართველოში ცხოვრების ვადა;
← წარმდგენი ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრებისა (არანაკლებ 5 წევრი) და მათი წარმომადგენლის სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) ნომერი, რეგისტრაციის ადგილი, საკონტაქტო ტელეფონი და სხვა რეკვიზიტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
განცხადებას, რომელსაც ხელს აწერს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის ყველა წევრი, უნდა ერთოდეს:
← საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად წარდგენილი პირის წერილობითი თანხმობა არჩევნებში მონაწილეობაზე;
← საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართელოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი;
← 2 ფოტოსურათი.
იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია მიღებულ დოკუმენტაციას დაუყოვნებლივ უგზავნის ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიას. ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე როგორც დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიაში, ისევე ძირითადში შესული განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა რეგისტრაციაში ატარებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს.
თუ წარდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დაუყოვნებლივ აცნობებს განმცხადებელს ხარვეზის შესახებ. შესწორებული საბუთები არაუგვიანეს მომდევნო დღისა უბრუნდება საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს. დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია შესწორებულ დოკუმენტაციას დაუყოვნებლივ უგზავნის ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიას, რომლის თავმჯდომარეც იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის შესახებ.
საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატის რეგისტრაცია და მხარდამჭერთა სიების შემოწმება
(საარჩევნო კოდექსი – მუხლი 115.7-11; 116; საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 20 მარტის დადგენილება №11/2014)
საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის რეგისტრაციაში გასატარებლად ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა კენჭისყრამდე არაუგვიანეს 50-ე დღისა (19 აგვისტო) საოლქო საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს:
← ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა (1 ცალად);
← სააღრიცხვო ბარათი (2 ცალად);
← კანდიდატის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სია.
დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია მიღებულ დოკუმენტაციას დაუყოვნებლივ უგზავნის ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიას.
ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ კანდიდატის წარდგენა დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მხარდამჭერ ამომრჩეველთა არანაკლებ 1 პროცენტის ხელმოწერებით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დასახელებული კანდიდატი ბოლო საპარლამენტო არჩევნებში არჩეული იყო საქართველოს პარლამენტის წევრად.
მხარდამჭერთა სიები საოლქო საარჩევნო კომისიაში წარდგენისთანავე ილუქება საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის თანდასწრებით, დალუქული დოკუმენტაციის ლუქზე ხელს აწერს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის უფლებამისილი თანამშრომლი და საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლი.
ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისია ამოწმებს საინიციატივო ჯგუფის კანდიდატის მხარდამჭეთა სიებს, ხოლო კომისიის თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებას მისი რეგისტრაციის შესახებ.
დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე ამოწმებს საინიციატივო ჯგუფის მიერ მასთან წარდგენილ მხარდამჭერთა სიებს და შემოწმების შესახებ დასკვნას წარუდგენს ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიას, რომლის თავმჯდომარეც იღებს გადაწყვეტილებას კანდიდატის რეგისტრაციის შესახებ.
მხარდამჭერთა სიების შემოწმება (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 38; საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 20 მარტის დადგენილება №11/2014)
მხარდამჭერთა სიის შემოწმების პროცესზე დასწრების უფლება აქვს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს. კანდიდატის მხარდამჭერთა სიის შემოწმება სრულდება მისი წარდგენიდან 3 დღეში.
მხარდამჭერთა სიების შემოწმების დროს საოლქო საარჩევნო კომისიის უფლებამისილი თანამშრომელი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელთან ერთად ამოწმებს ლუქის მთლიანობას და ხსნის ლუქს, რის შემდგომაც ითვლება წარმოდგენილი ხელმოწერების რაოდენობა. თუ ხელმოწერების რაოდენობა აკმაყოფილებს დადგენილ მინიმალურ ოდენობას, საოლქო საარჩევნო კომისიის უფლებამისილი თანამშრომლის მიერ თანმიმდევრობით მოწმდება მხარდამჭერთა ხელმოწერები.
მხარდამჭერთა სიაში ამომრჩევლის ხელმოწერა ბათილად მიიჩნევა, თუ:
← მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული ამომრჩევლის სახელი და გვარი; დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი); რეგისტრაციის ადგილი (დასახლებული პუნქტი, ქუჩა, სახლისა და ბინის ნომრები); საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი (ან არასწორად არის მითითებული);
← მითითებული არ არის ხელმოწერის თარიღი ან არ ემთხვევა მხარდამჭერთა სიის შედგენის ვადას;
← არ არის ხელმოწერილი ან ხელმოწერა შესრულებულია სხვა პირის მიერ და ამას წერილობით ადასტურებს ამომრჩეველი (რომლის ნაცვლადაც შესრულებულია ხელმოწერა);
← ხელმომწერი პირი შესაბამისი საარჩევნო კომისიისთვის წარდგენილი, სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით ადასტურებს, რომ ხელმოწერა შესრულებული იყო მოტყუებით, მუქარით ან ძალდატანებით;
← საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატის მხარდამჭერთა სიაში მხარდამჭერად შეყვანილია სხვა საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული ამომრჩეველი.
ბათილია ყველა ხელმოწერა, შესრულებული იმ ბლანკზე, რომელიც დადასტურებული არ არის ხელმოწერების შეგროვებისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ, ან რომელშიც მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული ხელმოწერების შეგროვებისათვის პასუხისმგებელი პირის:
← სახელი, გვარი;
← მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის მიხედვით);
← საკონტაქტო ტელეფონის ნომერი;
← ბლანკის შევსების თარიღი.
თუ შემოწმების შედეგად გაბათილებული ხელმოწერების გათვალისწინებით, მხარდამჭერთა ხელმოწერების რაოდენობა დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა, გაბათილებული ნაწილი უბრუნდება ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს და ეძლევა 2 დღის ვადა ხარვეზების შესავსებად.
საოლქო საარჩევნო კომისია იმავე წესის დაცვით კვლავ ამოწმებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილ შესწორებულ ნაწილს. თუ ხარვეზის შევსების მიუხედავად მხარდამჭერთა ხელმოწერების რაოდენობა კვლავ დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა, მხარდამჭერთა სია მთლიანად ბათილდება და კანდიდატს ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით უარი ეთქმება საარჩევნო რეგისტრაციაზე.
საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატს განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 30-ე დღისა (8 სექტემბერი) და რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში აძლევს შესაბამის მოწმობას.
მოთხოვნის შემთხვევაში, დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატს გადასცემს მოწმობას ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერით (მოწმობა იბეჭდება საარჩევნო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემიდან „armasi“), რომელიც დამოწმებული უნდა იყოს დამხმარე საოლქო საარჩენო კომისიის ბეჭდით.
პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი კანდიდატების რეგისტრაცია
(საარჩევნო კოდექსი – მუხლი 116.1,2,8; 117)
არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას/საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს, ყოველ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული წესით არჩევის მიზნით წარადგინოს საქართველოს პარლამენტის წევრობის თითო კანდიდატი. პარტია/საარჩევნო ბლოკი ვალდებულია მაჟორიტარი კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 30-ე დღისა (8 სექტემბერი) წარუდგინოს ცესკოს.
განცხადება დამოწმებული უნდა იყოს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის/საარჩევნო ბლოკის სახელით, ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირის (პირების) ხელმოწერით და თან უნდა ერთოდეს ორ ცალად:
← პარლამენტის წევრობის კანდიდატის მიერ შევსებული და ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი;
← საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი;
← პარლამენტის წევრობის კანდიდატის ფოტოსურათი;
← ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა.
განცხადებაში უნდა აღინიშნოს კანდიდატის:
← სახელი, გვარი;
← დაბადების თარიღი;
← პროფესია;
← თანამდებობა (საქმიანობა);
← სამუშაო ადგილი;
← რეგისტრაციის ადგილი;
← პარტიულობა;
← საქართველოში ცხოვრების ვადა.
პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ საარჩევნო ოლქში წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატების რეგისტრაციის მიზნით განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტებს ამოწმებს ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისის თავმჯდომარე და არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 25-ე დღისა (13 სექტემბერი):
← საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს კანდიდატს, თუ წარდგენილი საბუთები აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს;
← წერილობით აცნობებს პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებთან განცხადებასა და თანდართულ საბუთებში არსებული მონაცემების შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითება აუცილებელია).
განცხადებასა და თანდართულ საბუთებში არსებული მონაცემების შეუსაბამობის არსებობის შემთხვევაში პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს დოკუმენტაციის სრულყოფისთვის განესაზღვრება 3 დღე. შესწორებული მონაცემების წარდგენის შემთხვევაში, კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი უნდა გადაწყდეს შესწორებული დოკუმენტაციის წარდგენიდან 5 დღის ვადაში, მაგრამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-20 დღისა (18 სექტემბერი).
თუ შესწორებული მონაცემები შეესაბამება საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რეგისტრაციაში გაატარებს კანდიდატს.
თუ შესწორებული მონაცემები არ შეესაბამება საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას კანდიდატისათვის საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ. საოლქო საარჩევნო კომისიამ აღნიშნული განკარგულება პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს და მოთხოვნის შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს მისი გადაცემა.
საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაციაზე უარი ან/და საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლები (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 116.12; 117.5; 118)
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატს რეგისტრაციაში არ გაატარებს, ხოლო რეგისტრირებულ კანდიდატს რეგისტრაციას გაუუქმებს, თუ საარჩევნო კომისიისათვის წარდგენილი განცხადებები და საბუთები არ აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, ან სახეზეა საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული სხვა საფუძველები, მათ შორის:
← არასრული ან არასწორია განცხადებებსა და საბუთებში აღნიშნული მონაცემები;
← საქართველოს პარლამენტის არჩევნების პერიოდში იმართება სხვა არჩევნები და ერთდროულად არსებობს ან არსებობდა პარლამენტის წევრობის კანდიდატის თანხმობა ამ არჩევნებში კანდიდატის სტატუსით მონაწილეობაზე;
← მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა არ გაიარა ნარკოლოგიური შემოწმება, ან შემოწმების შედეგად დადასტურდა ამ პირის მიერ ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება;
← საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიაში აღმოჩნდება დადგენილ რაოდენობაზე ნაკლები ამომრჩევლის ხელმოწერა;
← გაუქმდა მისი წარმდგენი სუბიექტის საარჩევნო რეგისტრაცია;
← მაჟორიტარი კანდიდატის პირადი განცხადების საფუძველზე;
← თუ პირი გარდაიცვალა.
საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 120)
საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატს, აგრეთვე მის წარმდგენ პარტიას/საარჩევნო ბლოკს უფლება აქვთ, ნებისმიერ დროს, კენჭისყრამდე არა უგვიანეს 10 დღისა (28 სექტემბერი), უარი თქვან არჩევნებში მონაწილეობაზე ან წარდგენილ კანდიდატზე, რისთვისაც განცხადებით უნდა მიმართონ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.
საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრის განსაზღვრა (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 119)
პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატებს აქვთ იგივე რიგითი ნომერი, რომელიც მათ წარმდგენ პარტიას/საარჩევნო ბლოკს აქვს მინიჭებული.
ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატს რიგით ნომერს ანიჭებს ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისია არჩევნების დღემდე არა უადრეს 36-ე (2 სექტემბერი) და არაუგვიანეს 30-ე დღეს (8 სექტემბერი), ცესკოს მიერ საარჩევნო სუბიექტებისთვის ნომრების მინიჭების საკითხზე შესაბამისი სხდომის გამართვის შემდეგ. წილისყრის პროცედურები ტარდება საარჩევნო კომისიის შენობაში, სხდომებზე დასწრების უფლების მქონე პირთა თანდასწრებით. წილისყრის მიზნით კომისიის თავმჯდომარე:
← ერთი ფორმისა და სახეობის ფურცლებზე, ერთი და იმავე საწერი საშუალებით წერს საარჩევნო ოლქში საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატების შესაბამისი რაოდენობის ფურცლებზე ნომრებს, რომლებიც იწყება არჩევნებში მონაწილე პარტიებისათვის/საარჩევნო ბლოკებისათვის მინიჭებული უმაღლესი რიგითი ნომრის მომდევნო რიცხვიდან;
← ყოველი ფურცელი უნდა დამოწმდეს კომისიის ბეჭდით;
← ყველა ფურცელი იკეცება იმგვარად, რომ შეუძლებელი იყოს მათზე არსებული ნომრის წაკითხვა;
← კომისიის თავმჯდომარე შევსებულ ფურცლებს ათავსებს გამჭვირვალე ყუთში, საიდანაც ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები სათითაოდ იღებენ მათ;
← წილნაყარი ნომერი ხდება საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი.
მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში რეგისტრირებულ კანდიდატთა იმ მონაცემებს, რომლებიც შეიტანება საარჩევნო ბიულეტენში, პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით აქვეყნებს ცესკო კენჭისყრამდე არა უგვიანეს 25 დღისა (13 სექტემბერი).
დამკვირვებელ ორგანიზაციათა რეგისტრაცია (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 39.2; მუხლი 40)
ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას, რომელიც დაკვირვებას ახორციელებს ერთ საარჩევნო ოლქში, რეგისტრაციაში ატარებს შესაბამისი ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისია.
ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია შეიძლება იყოს კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 1 წლისა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ადგილობრივი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის წესდება ან დებულება (სადამფუძნებლო დოკუმენტი) რეგისტრაციაში გატარების მომენტისათვის ითვალისწინებს არჩევნების მონიტორინგს ან/და ადამიანის უფლებათა დაცვას და რომელიც არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრირებულია ცესკოში ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.
რეგისტრაციაში გატარების მიზნით ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას განცხადებით შეუძლია მიმართოს როგორც ძირითად, ისე დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიას არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-10 დღისა (28 სექტემბერი) და წარუდგინოს თავისი სადამფუძნებლო დოკუმენტის/წესდების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლი (დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია მიღებულ დოკუმენტაციას დაუყოვნებლივ უგზავნის ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიას). განცხადებაში მითითებული უნდა იყოს იმ საარჩევნო ოლქის დასახელება, რომელშიც ორგანიზაცია ახორციელებს დაკვირვებას.
ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისია განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში წყვეტს ორგანიზაციის რეგისტრაციის საკითხს.
რეგისტრაციაში გატარების შემთხვევაში ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-5 დღისა (3 ოქტომბერი) საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს უნდა წარუდგინოს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში დამკვირვებლების რეგისტრაციის შესახებ განცხადება, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს, რომ მის მიერ წარდგენილ სიაში შეყვანილი დამკვირვებლები აკმაყოფილებენ საარჩევნო კოდექსის 39-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს საოლქო ან/და საუბნო საარჩევნო კომისიაში/კომისიებში დანიშნული დამკვირვებელთა სია და თითოეული მათგანის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი.
დამკვირვებელთა სიაში უნდა აღინიშნოს:
← დამკვირვებლის ვინაობა (სახელი, გვარი; რეგისტრაციის ადგილი);
← საარჩევნო ოლქი და საარჩევნო უბანი/უბნები, სადაც იგი დააკვირდება არჩევნებს.
ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ადგილობრივი დამკვირვებელი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 18 წლის ასაკიდან (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 39.4), გარდა:
4 მოსამართლისა;
4 საარჩევნო კომისიის წევრისა;
4 პროკურატურის თანამდებობის პირისა;
4 საარჩევნო სუბიექტისა და მისი წარმომადგენლისა;
4 „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა;
4 ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრისა;
4 ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელისა და მისი მოადგილისა;
4 საქართველოს შინაგან საქმეთა, თავდაცვის და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებისა.
დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებელთა რეგისტრაციის ვადა
(საარჩევნო კოდექსი – მუხლი 40.9)
ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი ვალდებულია დამკვირვებელთა სიის წარდგენიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა განკარგულებით რეგისტრაციაში გაატაროს დამკვირვებელი და დამკვირვებელ ორგანიზაციას გადასცეს დამკვირვებლების მოწმობები.
მოთხოვნის შემთხვევაში, დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია დამკვირვებლებზე გასცემს დამკვირვებლის მოწმობას ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის ხელმოწერით (მოწმობა იბეჭდება საარჩევნო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემიდან „armasi“), რომელიც დამოწმებული უნდა იყოს დამხმარე საოლქო საარჩენო კომისიის ბეჭდით.
დამკვირვებლის მოწმობა იმავდროულად წარმოადგენს დამკვირვებლის სამკერდე ნიშანს, ძალაშია პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად.
საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელთა რეგისტრაცია
(საარჩევნო კოდექსი – მუხლი 42)
ცესკოს მიერ რეგისტრირებულ პარტიას/საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს, დანიშნოს ორი წარმომადგენელი ყოველ საარჩევნო კომისიაში, ხოლო ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, ორ-ორი წარმომადგენელი დანიშნოს შესაბამის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში.
საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 18 წლის ასაკიდან.
საუბნო საარჩევნო კომისიებში პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენლებს განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს შესაბამისი ძირითადი საოლქო საარჩვნო კომისიის მდივანი. ამ მიზნით პარტიამ/საარჩევნო ბლოკმა საუბნო საარჩევნო კომისიაში წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს, ხოლო საოლქო (როგორც ძირითად, ისე დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიაში) და შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიებში, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლების დანიშვნის თაობაზე, საინიციატივო ჯგუფმა განცხადებით უნდა მიემართოს იმ ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს, რომელ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერაც იქნა რეგისტრაციაში გატარებული ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი.
იმ შემთხვევაში თუ საარჩევნო სუბიექტი საარჩევნო კომისიაში წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ განცხადებით მიმართავს დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიას, კომისია იღებს და ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიაში აგზავნის შესაბამის დოკუმენტაციას.
საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ განცხადებას ხელს უნდა აწერდეს პარტიის/საარჩევნო ბლოკის ხელმძღვანელი პირი, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიაში ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელიების დანიშვნის შესახებ განცხადებას – საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი საოლქო საარჩევნო კომისიაში .
განცხადებაში აღნიშნული უნდა იყოს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის:
← გვარი, სახელი;
← დაბადების წელი;
← მისამართი;
← საკონტაქტო ტელეფონის ნომერი (თუ აქვს).
განცხადებას თან უნდა ერთოდეს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი.
სათანადო ინფორმაციის სრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი 24 საათის განმავლობაში განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს და გასცემს წარმომადგენლის მოწმობას, რომელიც იმავდროულად არის წარმომადგენლის სამკერდე ნიშანი.
მოთხოვნის შემთხვევაში, დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია რეგისტრირებულ წარმომადგენელს გადასცემს წარმომადგენლის მოწმობას ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის ხელმოწერით (მოწმობა იბეჭდება საარჩევნო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემიდან „armasi“), რომელიც დამოწმებული უნდა იყოს დამხმარე საოლქო საარჩენო კომისიის ბეჭდით.
პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაცია
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 44)
რამდენიმე საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე მომუშავე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციას ახორციელებენ ცესკოს მდივანი ან შესაბამისი ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიების მდივნები, ხოლო მხოლოდ ერთი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე მომუშავე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციას – შესაბამისი ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი.
ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-3 დღისა (5 ოქტომბერი) წარედგინება განცხადება პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის შესახებ. განცხადებას თან უნდა ერთოდეს წარმომადგენლების საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობების ან საქართველოს მოქალაქის პასპორტების ფოტოასლები.
იმ შემთხვევაში თუ პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენელი აკრედიტაციის შესახებ განცხადებით მიმართავს დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიას, კომისია იღებს და ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიაში აგზავნის შესაბამის დოკუმენტაციას.
განცხადების წარდგენიდან 1 დღის ვადაში საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი წყვეტს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის საკითხს და აკრედიტებულ წარმომადგენელს გადაწყვეტილების მიღებიდან 1 დღის ვადაში გადასცემს წარმომადგენლის მოწმობას, ხოლო აკრედიტაციაზე უარის თქმის შემთხვევაში მას იმავე ვადაში გადასცემს სათანადო განკარგულებას.
მოთხოვნის შემთხვევაში, დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია აკრედიტებულ წარმომადგენელს გადასცემს წარმომადგენლის მოწმობას ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის ხელმოწერით (მოწმობა იბეჭდება საარჩევნო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემიდან „armasi“), რომელიც დამოწმებული უნდა იყოს დამხმარე საოლქო საარჩენო კომისიის ბეჭდით.
დოკუმენტაციის მიღება/დახარისხება
ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საუბნო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილი პირები ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიას, ხოლო დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საუბნო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილი პირები დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიას გადასცემენ საარჩევნო დოკუმენტაციის ყუთს/ტომარას და მისგან განცალკევებით:
← კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს;
← განცხადებები/საჩივრების, კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნისა და სარეგისტრაციო ჟურნალის დალუქულ კონვერტს.
რეკომენდებულია, დოკუმენტაციის მიღება/დახარისხება მიმდინარეობდეს ქვემოთ მოცემული სქემის მიხედვით.
ნაკადის მარეგულირებელი კომისიის წევრი:
აკონტროლებს საუბნო საარჩევნო კომისიების უფლებამოსილი პირების ნაკადს და აგზავნის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შემოწმებაზე პასუხისმგებელ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებთან.
კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შემოწმებისთვის პასუხისმგებელი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები:
← იბარებენ ოქმებს, დალუქულ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნს და საჩივრებს;
← ქვემოთ მოცემული ფორმულით ამოწმებენ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს:
← როგორც ძირითადი, ისე დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიები მიღებულ ოქმებს ტვირთავენ საარჩევნო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში.
←
←
←
←
←
←
საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი:
ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი საუბნო საარჩევნო კომისიებიდან მიღებული ოქმების შესაბამისად აწარმოებს წინასწარი შედეგების შემაჯამებელ ცხრილს (ისე რომ საარჩევნო კომისიაში ყოფნის უფლების მქონე პირებმა თვალყური ადევნონ საარჩევნო უბნებიდან მიღებული ოქმების შემოწმების პროცესს).
საუბნო საარჩევნო კომისიისგან საარჩევნო დოკუმენტაციის ჩაბარებაზე პასუხისმგებელი კომისიის წევრი აკეთებს ჩანაწერს მასალის მიღების შესახებ და გასცემს მიღება-ჩაბარების აქტს.
კენჭისყრის შედეგების შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიაში
(საარჩევნო კოდექსი – მუხლი 75, მუხლი 124)
საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის განხილვის შედეგების გათვალისწინებით, კენჭისყრიდან არაუგვიანეს მე-11 დღისა (19 ოქტომბერი) ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისია თავის სხდომაზე აჯამებს კენჭისყრის შედეგებს და შეაქვს მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემებით ჩატარებული კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში.
საოლქო საარჩევნო კომისიის ყველა წევრი, რომელიც ესწრება კომისიის სხდომას, ვალდებულია ხელი მოაწეროს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს. ოქმები დამოწმდება საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით.
თუ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი არ ეთანხმება შემაჯამებელ ოქმში შეტანილ მონაცემებს, მას უფლება აქვს, ოქმში აღნიშნოს, რას არ ეთანხმება და ოქმებს წერილობით დაურთოს განსხვავებული აზრი.
საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების გადამოწმება
(საარჩევნო კოდექსი – მუხლი 124.2)
განცხადების/საჩივრის საფუძველზე საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია განკარგულებით მიიღოს გადაწყვეტილება საუბნო საარჩევნო კომისიისგან მიღებული პაკეტების გახსნისა და საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლის შესახებ.
საუბნო საარჩევნო კომისიისგან მიღებული პაკეტების გახსნისა და საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საოლქო საარჩევნო კომისიამ უნდა აცნობოს ყველა საარჩევნო სუბიექტსა და დამკვირვებელ ორგანიზაციას, რომელთა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ საარჩევნო უბანზე საარჩევნო ბიულეტენების დათვლას, და მათი სურვილის შემთხვევაში უზრუნველყოს დასწრება ხელახლა დათვლის პროცესზე მათი წარმომადგენლების დასწრება.
თუ საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება ეხება დამხმარე სოლქო საარჩევნო კომისიის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საუბნო საარჩევნო კომისიისგან მიღებული პაკეტების გახსნასა და საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლას, ზემოთ აღნიშნულ პროცედურას, ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, ახორციელებს დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია. გადათვლასთან დაკავშირებული მონაცემების გადამოწმების თაობაზე დგება დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის ოქმი, რომელიც ეგზავნება ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიას შემდგომი რეაგირებისათვის.
არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის საჯაროობა (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 75.7-9)
კომისია ვალდებულია უზრუნველყოს არჩევნების შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლის გამოკვრა საჯარო გაცნობისათვის.
საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმი (კომისიის წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით), აგრეთვე კომისიის განკარგულებები საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებში ცვლილებების შეტანის შესახებ (თუ ასეთი ცვლილებები იქნა შეტანილი) დაუყოვნებლივ გადაეცემა ცესკოს.
ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისია შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლს (კომისიის წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით) მისი მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადასცემს პარტიის/საარჩევნო ბლოკის/საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს და დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებლებს. შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლი უნდა დამოწმდეს საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით და საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის ხელმოწერებით. არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლის მიღებას წარმომადგენელი/დამკვირვებელი საოლქო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში ხელმოწერით ადასტურებს.
მოთხოვნის შემთხვევაში დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია გასცემს საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების ფოტოასლებს, რომელსაც ბეჭდავს საარჩევნო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემიდან. ოქმის ასლი უნდა დამოწმდეს დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით და დამხმრე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის ხელმოწერებით.
განცხადება/საჩივრის შემდგენი პირები და მათი უფლებები
საუბნო და ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიაში:
← პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს
← ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს
← არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციის დამკვირვებლებს
უფლება აქვთ კენჭისყრის, ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი/გამოვლენილი დარღვევების შესახებ განცხადება/საჩივრით მიმართონ როგორც ძირითად, ისე დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიას საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დადგენილი წესით:
← საარჩევნო უბნის გახსნიდან (7 საათიდან) საარჩევნო ყუთის გახსნამდე, გაასაჩივრონ კენჭისყრის დღის პროცედურების დარღვევები (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 73.1), რისთვისაც დარღვევის აღმოჩენისთანავე უნდა შეადგინონ განცხადება/საჩივარი (იხ. დანართი №2) საარჩევნო კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დაცვით (იხ. დანართი №3);
← საარჩევნო ყუთის გახსნიდან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების შედგენამდე (გარდა კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების შედგენის), გაასაჩივრონ ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი დარღვევები და მოითხოვონ კენჭისყრის შედეგების გადასინჯვა ან ბათილად ცნობა.
საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი, შედგენიდან 2 კალენდარული დღის ვადაში, საჩივრდება საოლქო საარჩევნო კომისიაში, თუ საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი შედგენილია საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით.
საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადება/საჩივრის რეგისტრაცია
საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილ განცხადება/საჩივარს რეგისტრაციაში ატარებს კომისიის მდივანი, შემდეგი წესის დაცვით:
← კომისიის მდივანი სარეგისტრაციო ჟურნალში მიუთითებს განმცხადებლის ვინაობას;
← განცხადება/საჩივრის წარმდგენი და მიმღები პირები ხელს აწერენ ჩანაწერის გასწვრივ;
← კომისიის მდივანი, განცხადება/საჩივრის მიღების დადასტურების მიზნით, განმცხადებელს გადასცემს წერილობით ცნობას საკუთარი ხელმოწერით და ბეჭდით (იხ.დანართი №4).
კომისიის მდივანი ვალდებულია დარწმუნდეს, რომ განცხადება/საჩივარი შეიცავს საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დადგენილი ყველა საჭირო რეკვიზიტს (იხ. დანართი №3).
განცხადება/საჩივრებზე ხარვეზის დადგენა
საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი ვალდებულია განცხადების/საჩივრის წარმდგენს დაუდგინოს ხარვეზი და განუსაზღვროს გონივრული ვადა მის შესავსებად, თუ განცხადება/საჩივარი არ შეიცავს:
← განცხადების/საჩივრის შედგენის თარიღსა და დროს;
← განმცხადებლის/მომჩივნის სახელს, გვარს და რეგისტრაციის ადგილს;
← საარჩევნო უბნის ნომერს;
← მოწმის არსებობის შემთხვევაში – მის სახელს, გვარს და რეგისტრაციის ადგილს.
ხარვეზის შესავსებად მიცემული ვადა გონივრული უნდა იყოს, რათა განცხადების/საჩივრის წარმდგენმა შეძლოს მითითებული ხარვეზის შევსება.
სარეგისტრაციო ჟურნალში ხარვეზის ჩანაწერის გასწვრივ ხელს აწერენ განცხადების/საჩივრის წარმდგენი და მიმღები პირები.
ხარვეზის შევსების პროცედურები
განმცხადებელს/მომჩივანს უფლება აქვს, დადგენილ ვადაში შეავსოს ხარვეზი ანალოგიური განცხადების/საჩივრის წარდგენის გზით, რომელშიც აღმოფხვრილი იქნება ხარვეზის დადგენის საფუძვლები, ან/და წარადგინოს ახალი განცხადება (რომელშიც მიეთითება ის მონაცემები, რომელთა გამოც მას დაუდგინდა ხარვეზი).
ხარვეზის შევსების შემთხვევაში განცხადების/საჩივრის მიმღები პირი სარეგისტრაციო ჟურნალში რეგისტრირებული განცხადების/საჩივრის გასწვრივ წერს „შევსებულია“ და უთითებს ხარვეზის შევსების ზუსტ დროსა და თარიღს. ჩანაწერის გასწვრივ ხელს აწერენ განცხადების/საჩივრის წარმდგენი და საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი.
დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში განცხადება/საჩივარი არ განიხილება, რის თაობაზეც საოლქო საარჩევნო კომისია გამოსცემს განკარგულებას (განკარგულების სათაურში უნდა მიეთითოს განუხილველად დატოვების კონკრეტული მიზეზი).
განცხადებაზე/საჩივარზე რეაგირება
წარდგენილი განცხადება/საჩივარი არ განიხილება და ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისია გამოსცემს განკარგულებას განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, თუ:
← განცხადება/საჩივარი შედგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ;
← განცხადებაში/საჩივარში არ არის აღნიშნული დარღვევის არსი და ჩადენის დრო;
← განცხადება/საჩივარი საარჩევნო კომისიას გადაეცა კანონით მოთხოვნილი ვადების დარღვევით.
განკარგულების სათაურში უნდა მიეთითოს განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების კონკრეტული მიზეზი.
განცხადების/საჩივრის განხილვაზე მხარეების დაბარება
ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია მხარეს საქმის განხილვის დრო და ადგილი შეატყობინოს საქმის განხილვის დაწყებამდე არაუგვიანეს 3 საათისა. თუ საჩივრის შემდგენია:
← საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული დამკვირვებელი ორგანიზაცია ან მისი წარმომადგენელი, საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ ეცნობება ამ ორგანიზაციის საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ შესაბამის დამკვირვებელს ან ამ ორგანიზაციას;
← საარჩევნო სუბიექტი ან მისი დანიშნული წარმომადგენელი, საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ ეცნობება ამ სუბიექტის მიერ დანიშნულ წარმომადგენელს;
← საარჩევნო კომისიის წევრი, საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ პირადად მას ეცნობება.
საჩივრის განხილვისათვის მხარეები შეიძლება დაბარებულ იქნენ როგორც წერილობით, ისე ტელეფონით (მათ შორის, მობილური ტელეფონით; მოკლე ტექსტური შეტყობინებით), ელექტრონული ფოსტით, ფაქსით ან სხვა ტექნიკური საშუალებით.
მხარის ტექნიკური საშუალებებით დაბარება დასტურდება:
← მის მიერ მითითებულ საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე დაკავშირებით;
← ელექტრონული ფოსტის, ფაქსის ან მოკლე ტექსტური შეტყობინების შემთხვევაში − შესაბამისი ტექნიკური საშუალებით მოწოდებული დადასტურებით.
მხარის ტექნიკური საშუალებებით დაბარებისას დგება აქტი, რომელიც უნდა დაერთოს კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საჩივარს (იხ. დანართი №5). აქტს კომისიის თავმჯდომარის დავალებით ადგენს კომისიის ერთ-ერთი წევრი. მას ხელს აწერენ აქტის შემდგენი და საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. მხარის გამოუცხადებლობა არ არის საჩივრის განხილვის გადადების საფუძველი.
განცხადების/საჩივრის განხილვა საოლქო საარჩევნო კომისიაში
საჩივრის განხილვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ საკუთარი ინიციატივით მოპოვებული მასალების სათანადო გამოკვლევისა და შესწავლის შემდეგ.
მხარეს უფლება აქვს, საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს მონაწილეობა საჩივრის განხილვაში. მხარეს უფლება აქვს:
← საარჩევნო კომისიასთან ურთიერთობა აწარმოოს წარმომადგენლის მეშვეობით;
← ისარგებლოს ადვოკატის დახმარებით.
წარმომადგენელი ვალდებულია საარჩევნო კომისიაში წარადგინოს კანონით დადგენილი წესით დამოწმებული წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი:
← მოქალაქეების წარმომადგენლობა დასტურდება მათ მიერ გაცემული წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტით;
← ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლობა დასტურდება წარმომადგენლობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტით;
← პარტიის, დამკვირვებელი ორგანიზაციის წარმომადგენლობა დასტურდება მისი ხელმძღვანელი პირის მიერ გაცემული მინდობილობით;
← ადვოკატის წარმომადგენლობა დასტურდება მარწმუნებლის მიერ დადგენილი წესით მასზე გაცემული დოკუმენტით (მინდობილობა/ორდერი).
ხმის დათვლასთან და კენჭისყრის შედეგების შეჯამებასთან დაკავშირებულ განცხადებებს-/საჩივრებს ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისია განიხილავს და გადაწყვეტილებებს იღებს როგორც ძირითად, ისე დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიაში შესაბამისი განცხადების/საჩივრის რეგისტრაციიდან 2 დღის ვადაში. ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისია გადაწყვეტილებას იღებს განკარგულებით, რომელიც შეიძლება საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესით გასაჩივრდეს მხოლოდ სასამართლოში.
საუბნო საარჩევნო კომისიის/კომისიის ხელმძღვანელ პირთა გადაწყვეტილებები მათი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.
საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიის/კომისიის ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილების გამო წარდგენილ საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში.
საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადების/საჩივრის რეგისტრაცია
საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილ განცხადებას/საჩივარს რეგისტრაციაში ატარებს კომისიის მდივანი შემდეგი წესის მიხედვით:
← კომისიის მდივანი სარეგისტრაციო ჟურნალში მიუთითებს განმცხადებლის/მომჩივნის ვინაობას;
← განცხადების/საჩივრის წარმდგენი და მიმღები პირები ხელს აწერენ ჩანაწერის გასწვრივ;
← კომისიის მდივანი განცხადების/საჩივრის მიღების დასადასტურებლად განმცხადებელს/მომჩივანს გადასცემს წერილობით ცნობას საკუთარი ხელმოწერითა და ბეჭდით (იხ. დანართი №3).
განცხადებაზე/საჩივარზე რეაგირება
წარდგენილი განცხადება/საჩივარი არ განიხილება და საოლქო საარჩევნო კომისია გამოსცემს განკარგულებას განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, თუ:
← განცხადება/საჩივარი შედგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ;
← განცხადება/საჩივარი საარჩევნო კომისიას გადაეცა კანონით მოთხოვნილი ვადებისა და წესის დარღვევით.
საოლქო საარჩევნო კომისიის/კომისიის ხელმძღვანელ პირთა გადაწყვეტილებები, გარდა ქვემოთ აღნიშნული გადაწყვეტილებებისა, მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს ცესკოში.
საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებები, როგორიცაა ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/სიებში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ და, ასევე, საუბნო საარჩევნო კომისიის/კომისიის ხელმძღვანელ პირთა გადაწყვეტილებების გამო (მათ შორის, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის გამო) შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში 2 კალენდარული დღის ვადაში.
დანართი №1
|სამოქმედო ტერიტორია |ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის ნომერი და სახელწოდება |დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის |
|მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი | |ნომერი და სახელწოდება |
|№1 |№1 მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისია | |
|№2, №3 |№2 ვაკის საოლქო საარჩევნო კომისია | |
|№4, №5, №6 |№3 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისია | |
|№7 |№4 კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისია | |
|№8, №9, №10 |№5 ისნის საოლქო საარჩევნო კომისია | |
|№11, №12, №13 |№6 სამგორის საოლქო საარჩევნო კომისია | |
|№14 |№7 ჩუღურეთის საოლქო საარჩევნო კომისია | |
|№15, №16 |№8 დიდუბის საოლქო საარჩევნო კომისია | |
|№17, №18, 19 |№9 ნაძალადევის საოლქო საარჩევნო კომისია | |
|№20, №21, №22 |№10 გლდანის საოლქო საარჩევნო კომისია | |
|№23 |№11 საგარეჯოს საოლქო საარჩევნო კომისია | |
|№24 |№12 გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისია | |
|№25 |13 სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისია |№14 დედოფლისწყაროს საოლქო საარჩევნო |
| | |კომისია |
|№26 |№15 ლაგოდეხის საოლქო საარჩევნო კომისია |№16 ყვარლის საოლქო საარჩევნო კომისია |
|№27 |№17 თელავის საოლქო საარჩევნო კომისია |№16 ყვარლის საოლქო საარჩევნო კომისია |
|№28 |№18 ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისია | |
|№29, №30 |№20 რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისია | |
|№31 |№21 გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისია | |
|№35, №36 |№22 მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისია | |
|№33 |№23 ბოლნისის საოლქო საარჩევნო კომისია | |
|№34 |№24 დმანისის საოლქო საარჩევნო კომისია |№25 წალკის საოლქო საარჩევნო კომისია |
|№32 |№26 თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო კომისია | |
|№37 |№27 მცხეთის საოლქო საარჩევნო კომისია | |
|№38 |№28 დუშეთის საოლქო საარჩევნო კომისია |№19 თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისია |
| | |№29 ყაზბეგის საოლქო საარჩევნო კომისია |
|№39 |№30 კასპის საოლქო საარჩევნო კომისია | |
|№41, №42 |№32 გორის საოლქო საარჩევნო კომისია | |
|№40 |№33 ქარელის საოლქო საარჩევნო კომისია | |
|№43 |№35 ხაშურის საოლქო საარჩევნო კომისია | |
|№45 |№36 ბორჯომის საოლქო საარჩევნო კომისია |№39 ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისია |
|№44 |№37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისია |№38 ადიგენის საოლქო საარჩევნო კომისია |
|№46 |№40 ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისია |№41 ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო |
| | |კომისია |
|№58 |№44 ამბროლაურის საოლქო საარჩევნო კომისია |№43 ონის საოლქო საარჩევნო კომისია |
| | |№45 ცაგერის საოლქო საარჩევნო კომისია |
| | |№46 ლენტეხის საოლქო საარჩევნო კომისია |
| | |№47 მესტიის საოლქო საარჩევნო კომისია |
|№50 |№49 თერჯოლის საოლქო საარჩევნო კომისია |№57 ტყიბულის საოლქო საარჩევნო კომისია |
|№53 |№50 საჩხერის საოლქო საარჩევნო კომისია | |
|№52 |№51 ზესტაფონის საოლქო საარჩევნო კომისია | |
|№51 |№52 ბაღდათის საოლქო საარჩევნო კომისია |№48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისია|
|№54 |№53 ვანის საოლქო საარჩევნო კომისია |№55 ხონის საოლქო საარჩევნო კომისია |
|№55 |№54 სამტრედიის საოლქო საარჩევნო კომისია | |
|№56 |№56 ჭიათურის საოლქო საარჩევნო კომისია | |
|№57 |№58 წყალტუბოს საოლქო საარჩევნო კომისია | |
|№47, №48, №49 |№59 ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისია | |
|№59 |№60 ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისია | |
|№60 |№61 ლანჩხუთის საოლქო საარჩევნო კომისია |№62 ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო |
| | |კომისია |
|№63 |№64 სენაკის საოლქო საარჩევნო კომისია | |
|№62 |№65 მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისია |№63 აბაშის საოლქო საარჩევნო კომისია |
|№64 |№66 ხობის საოლქო საარჩევნო კომისია | |
|№65, №66 |№67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისია | |
|№67 |№68 წალენჯიხის საოლქო საარჩევნო კომისია |№69 ჩხოროწყუს საოლქო საარჩევნო კომისია |
|№61 |№70 ფოთის საოლქო საარჩევნო კომისია | |
|№68, №69, №70 |№79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისია | |
|№71 |№81 ქობულეთის საოლქო საარჩევნო კომისია | |
|№72 |№83 ხელვაჩაურის საოლქო საარჩევნო კომისია | |
|№73 |№84 ხულოს საოლქო საარჩევნო კომისია |№80 ქედის საოლქო საარჩევნო კომისია |
| | |№82 შუახევის საოლქო საარჩევნო კომისია |
დანართი №2
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
ა) განცხადება/საჩივრის საარჩევნო უბანში წარდგენის შემთხვევაში მიეთითება საარჩევნო უბნისა და ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის დასახელება და ნომერი
ბ) განცხადება/საჩივრის საარჩევნო ოლქში შემავალ ნებისმიერ საარჩევნო კომისიაში წარდგენის შემთხვევაში მიეთითება ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის დასახელება და ნომერი
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა / ს ა ჩ ი ვ ა რ ი
(საჭირო გახაზეთ)
განმცხადებელი/მომჩივანი-------------------------------------------------------------------------------
სახელი, გვარი, მისამართი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
ფაქსი, ელ.ფოსტის მისამართი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
დარღვევა: კენჭისყრის პროცედურა □ დარღვევის ჩადენის დრო -------------------- საათი, წუთი
ხმის დათვლა/კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურა □
№ ”---” ”-------------------” საარჩევნო უბანი
დარღვევის არსი: ------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
მოწმე (არსებობის შემთხვევაში) -------------------------------------------------------------------------
სახელი, გვარი, მისამართი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით
დამრღვევის დადგენის შემთხვევაში - მისი ის მონაცემები, რომელთა დადგენაც შესაძლებელი გახდა -------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
დამრღვევის ახსნა-განმარტება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) --------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
(სხვა დამატებითი ინფორმაცია) ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, განიხილოთ ჩემი განცხადება/საჩივარი და მოახდინოთ შესაბამისი რეაგირება (ბათილობის ან სხვა მოთხოვნის შემთხვევაში მიუთითეთ შესაბამისი მოთხოვნა)--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
განცხადება/საჩივრის განხილვისას პოზიციის დასაბუთებისთვის საჭირო გონივრული დრო - -------- წუთი
”----“ “-----------“ 20----- წელი განმცხადებელი/მომჩივანი:
განცხადების/საჩივრის ----------------------------------- --------------------------
(შედგენის დრო (საათი, წუთი)) ხელმოწერა
შენიშვნა: აღნიშნული განცხადება/საჩივარი, საარჩევნო ოლქში შემავალ ნებისმიერ საოლქო საარჩევნო კომისიაში წარდგენის მიუხედავად, გადაიგზავნება და განიხილება ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესის გათვალისწინებით.
დანართი №3
საარჩევნო კომისიაში წარდგენილი განცხადების/საჩივრის რეკვიზიტები
← განცხადებაში/საჩივარში აღინიშნება:
← განცხადების/საჩივრის შედგენის თარიღი და დრო*;
← განმცხადებლის/მომჩივნის სახელი, გვარი და რეგისტრაციის ადგილი*;
← საარჩევნო უბნის ნომერი*;
← მოწმის არსებობის შემთხვევაში – მისი სახელი, გვარი და რეგისტრაციის ადგილი*;
← დარღვევის არსი და ჩადენის დრო**;
← დამრღვევის დადგენის შემთხვევაში – მისი ის მონაცემები, რომელთა დადგენაც შესაძლებელი გახდა**;
← დამრღვევის ახსნა-განმარტება (ასეთის არსებობის შემთხვევაში)**;
← განმცხადებლის/მომჩივნის საკონტაქტო ტელეფონის (საცხოვრებელი ადგილის ან/და მობილურის) ნომერი***;
← განმცხადებლის/მომჩივნის ფაქსის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი (მათი არსებობის შემთხვევაში)***;[1]
← სხვა დამატებითი ინფორმაცია.
დანართი №4
№ „……“…………… საოლქო საარჩევნო კომისია
ცნობა
განცხადების/საჩივრის რეგისტრაციაში გატარების შესახებ
განცხადების/საჩივრის მიღების თარიღი: ...................................................................
განცხადების/საჩივრის მიღების დრო: ...................................................................................................
განცხადების/საჩივრის სარეგისტრაციო ნომერი: ......................................................
კომისიის მდივანი: ....................................
/ხელმოწერა/
დანართი №5
მხარის ტექნიკური საშუალებებით დაბარების
ა ქ ტ ი
ქ. ------------------- „----“ „----------“ 20-- წ.
აქტის შემდგენი -------------------------------------------------------------------------------------
(სახელი, გვარი, თანამდებობა)
შევადგინე ეს აქტი მასზე, რომ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(დასაბარებელი მხარის ვინაობა, იმ ტექნიკური საშუალების დასახელება და ნომერი, რომლიდანაც და რომელზეც მოხდა მხარესთან დაკავშირება, და შედეგი)
----------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------
(საჩივრის განხილვის დრო და ადგილი)
----------------------------------------------------------------------------------------------------------
(საჩივრის დასახელება, რომლის გამოც ხდება დაბარება)
---------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------
გამოუცხადებლობის შემთხვევაში მხარეს განემარტა „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 77-ე მუხლის 25-ე და 31-ე პუნქტების შინაარსი.
ყოველივე ზემოაღნიშნულზე შედგა ეს აქტი, რომლის სისწორესაც ხელმოწერით ვადასტურებთ:
----------------------------------------------------------------
(აქტის შემდგენის ხელმოწერა)
--------------------------------------------------------------------
(საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის/ცესკოს განყოფილების უფროსის ხელმოწერა)
აქტის შედგენის დრო -----------------------------------------
შენიშვნებისთვის
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
შენიშვნებისთვის
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
შენიშვნებისთვის
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
-----------------------
* აღნიშნული რეკვიზიტების არაზუსტად ან არასრულყოფილად მითითება არის განცხადებაზე/საჩივარზე ხარვეზის დადგენის საფუძველი, ხოლო ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში − მისი განუხილველად დატოვების საფუძველი.
** აღნიშნული რეკვიზიტების მიუთითებლობა არის ხარვეზის დადგენის გარეშე განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
*** აღნიშნული რეკვიზიტების არაზუსტად ან არასრულყოფილად მითითება არ შეიძლება გახდეს განცხადებაზე/საჩივარზე ხარვეზის დადგენის და მისი განუხილველად დატოვების საფუძველი, მაგრამ შეიძლება გახდეს მხარის საჩივრის განხილვაზე დაბარების შეუძლებლობის საფუძველი.
-----------------------
საოლქო საარჩევნო კომისიის შემადგენლობა და მუშაობის წესი
ნაწილი I
თავი I. საოლქო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი და უფლებამოსილება
ყურადღება!
ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორია და უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 31 მარტის №162/2016 განკარგულებით და 2016 წლის 8 ივლისის №30/2016 დადგენილებით.
ყურადღება!
საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს ეკრძალება წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა.
თავი II. საოლქო საარჩევნო კომისიის მუშაობის წესი
ყურადღება!
საოლქო საარჩევნო კომისია, კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი ვალდებულია შესაბამისი განკარგულება ხელმოწერისთანავე გამოაკრან საოლქო საარჩევნო კომისიაში თვალსაჩინო ადგილას საჯარო გაცნობისათვის (საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი –მუხლი 7.4) ამასთან, ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია მის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება გადაუგზავნოს დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიას (ცესკოს 2016 წლის 8 ივნისის №30/2016 დადგენილება).
ყურადღება!
← კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს გამოთქვას განსხვავებული აზრი, რომელიც შეიტანება სხდომის ოქმში.
← განსხვავებული აზრის მქონე კომისიის წევრი ვალდებულია პატივი სცეს და დაემორჩილოს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. მას არა აქვს უფლება თავისი ქმედებით/უმოქმედობით ხელი შეუშალოს კომისიის გადაწყვეტილებათა აღსრულებას.
ყურადღება!
← ნებისმიერი განცხადება, რომელიც წარედგინება დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიას, ავტომატურად ითვლება ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიისთვის მიმართვად.
← დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიაში დოკუმენტაციას აგზავნის „გასული წერილის“ სახით. დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია დაიტოვოს ამ დოკუმენტაციის ასლები.
ნაწილი II
საოლქო საარჩევნო კომისიის საქმიანობა წინასაარჩევნო პერიოდში
თავი I. საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომა
ყურადღება!
← საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე/კომისიის თავმჯდომარის მოადგილე/კომისიის მდივანი არ შეიძლება იყვნენ ერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი კომისიის წევრები.
← საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ/კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ/კომისიის მდივნად ასარჩევად ერთი და იმავე კანდიდატურის დასახელება შეიძლება მხოლოდ ორჯერ.
← საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ/კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ/კომისიის მდივნად დასახელებულ კანდიდატს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს კენჭისყრაში და ხმა მისცეს საკუთარი კანდიდატურის სასარგებლოდ.
თავი II . ამომრჩეველთა სიები
ყურადღება!
← კედლის სიის თავდაპირველი ვერსია უნდა ჩამოიხსნას და იმავე ადგილას დაზუსტებული ვერსია უნდა გამოიკრას.
← დაუშვებელია სამაგიდო სიის და მისი ასლის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემა.
ყურადღება!
← ამომრჩეველთა შესახებ მონაცემების გაცნობა და ასლის გაცემა ხორციელდება საჯარო ინფორმაციის გაცნობისა და გაცემისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
← ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის განკუთვნილი ფოტოსურათებიანი ვერსიის გაცემა დასაშვებია მხოლოდ ელექტრონული სახით. უფლებამოსილმა პირმა სიის მისაღებად საოლქო საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს სათანადო მოცულობის მქონე ინფორმაციის ელექტრომატარებელი.
ყურადღება!
ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ განკარგულება დასაბუთებული უნდა იყოს და გამოცემის მომდევნო დღიდან, მოთხოვნისთანავე, უნდა გადაეცეს განმცხადებელს.
ყურადღება!
ამომრჩეველი, რომელიც მოხსნილ იქნა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან ან რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილებით, აგრეთვე ამომრჩეველი, რომელიც რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე, არჩევნებში ხმას აძლევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის 2016 წლის 1 აგვისტომდე გაივლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში ან მხოლოდ მიუთითოს თავისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი და გადაიღოს ფოტოსურათი ციფრულ ფორმატში (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 18512).
ყურადღება!
საოლქო საარჩევნო კომისიამ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შესახებ ამომრჩეველს დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს.
ყურადღება!
← აღნიშნული რაოდენობის შევსების შემდეგ ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ყოველი ახალი შემოსული განცხადების შესახებ დაუყოვნებლივ ატყობინებს ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიას, ხოლო დამხმარე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს.
← ამომრჩეველთა გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეყვანის მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საოლქო საარჩევნო კომისია სხდომაზე დამსწრეთა არანაკლებ ორი მესამედით.
ყურადღება!
გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეიტანება ამომრჩევლის შესახებ იგივე მონაცემები, რომლებიც არის ამომრჩეველთა ერთიან სიაში, გარდა მისი ფოტოსურათისა და დამატებით აღინიშნება მისი რიგითი ნომერი ამომრჩეველთა ერთიან ან სპეციალურ სიაში.
თავი III. საარჩევნო დოკუმენტაციისა და ინვენტარის გადაცემა
ყურადღება!
მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე მიმღები და გამცემი პირები ამოწმებენ საარჩევნო ბიულეტენების რეკვიზიტების შესაბამისობას და ითვლიან გადასაცემი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობას. ამის შემდეგ საარჩევნო ბიულეტენები კვლავ ილუქება, რასაც მხარეები ხელმოწერით ადასტურებენ (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 63.11).
ნაწილი III
საარჩევნო პროცესში მონაწილე პირთა რეგისტრაცია
თავი I. პარლამენტის წევრობის კანდიდატის რეგისტრაციის წესი
ყურადღება!
ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრი არ შეიძლება იმავდროულად იყოს სხვა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრი.
ყურადღება!
საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში კანდიდატის წარსადგენად საჭირო მხარდამჭერთა ხელმოწერების მინიმალური ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 8 ივნისის №235/2016 განკარგულებით დადგენილ მინიმალურ რაოდენობებს.
ყურადღება!
თუ ხელმოწერების რაოდენობა დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა, საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაციის მსურველს უარი ეთქმევა საარჩევნო რეგისტრაციაზე.
ყურადღება!
წარდგენილი კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ დადასტურდა ამომრჩევლის მოსყიდვის (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 47) ფაქტი.
თავი II. დამკვირვებელთა, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა რეგისტრაცია, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელთა აკრედიტაცია
ყურადღება!
← თუ ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია აკმაყოფილებს საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, საოლქო საარჩევნო კომისიას არ აქვს უფლება, მას უარი უთხრას რეგისტრაციაზე.
← საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ დასაბუთებული უნდა იყოს და ორგანიზაციას უნდა გადაეცეს გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა. ასეთ შემთხვევაში კომისიის განკარგულება მისი მიღებიდან 2 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
ყურადღება!
საოლქო საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული დამკვირვებელი, უფლებამოსილია კენჭისყრის დღეს დაკვირვება განახორციელონ შესაბამისი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ საარჩევნო უბანში (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 40.10).
ყურადღება!
← ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიაში დანიშნული საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები არ შეიძლება იმავდროულად დაინიშნონ სხვა საარჩევნო კომისიაში.
← საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, გარდა კენჭისყრის დღისა, გამოიწვიოს ან/და შეცვალოს თავისი წარმომადგენელი, რის თაობაზედაც უნდა აცნობოს შესაბამის საარჩევნო კომისიას (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 42.6).
საოლქო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო დოკუმენტაციის მიღება, კენჭისყრის შედეგების შეჯამება
ნაწილი IV
თავი I. დოკუმენტაციის მიღება/დახარისხება საოლქო საარჩევნო კომისიაში
სუბიექტების მიერ მიღებული ხმების რაოდენობას
ბათილი ბიულეტენების რაოდენობა
ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობისა
ყურადღება!
დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია მიღებულ შემაჯამებელ ოქმებს (დედნებს) და თანდართულ საბუთებს (შესწორების ოქმი, რეგისტრატორების მიერ დაწერილი ახსნა-განმარტება, ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაუყოვნებლივ აგზავნის ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიაში.საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მიერ შედგენილ ახსნა-განმარტებებს ან/და შესწორების ოქმებს შედგენისთანავე აგზავნის ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიაში.
ყურადღება!
თუ ოქმი არასწორად არის შევსებული, ოქმის მონაცემი წინასწარი შედეგების შემაჯამებელ ცხრილში არ შეიტანება. არასწორად შევსებული ოქმი ცალკე გადაიდება და მას საოლქო საარჩევნო კომისია მოგვიანებით განიხილავს.
თავი II. კენჭისყრის შედეგების შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიაში
ყურადღება!
საარჩევნო დოკუმენტაციის გახსნისას საოლქო საარჩევნო კომისიამ უნდა დაიცვას საარჩევნო დოკუმენტაციის გადათვლის შემდეგი თანამიმდევრობა:
← ამომრჩეველთა სიებში ხელმოწერების რაოდენობა;
← ბათილი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა;
← თითოეული კანდიდატისათვის მიცემული ხმების (საარჩევნო ბიულეტენების) რაოდენობა.
განცხადება/საჩივრის შეტანისა და განხილვის წესები
ნაწილი V
კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცედურების დარღვევებზე
განცხადება/საჩივრები
ყურადღება!
დანართი №2-ში მოცემული განცხადების/საჩივრის ფორმა სარეკომენდაციო ხასიათისაა და მისი წარდგენა შეიძლება სხვა ფორმითაც, დანართი №3-ით განსაზღვრული რეკვიზიტების გათვალისწინებით.
ყურადღება!
განცხადება/საჩივარი საარჩევნო ყუთის გახსნიდან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების შედგენამდე (გარდა კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების შედგენისა) ჩადენილ დარღვევებზე საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას გადაეცემა კენჭისყრის დღიდან 2 კალენდარული დღის განმავლობაში. განმცხადებელს/ მომჩივანს უფლება აქვს იმავე დარღვევაზე განცხადება/საჩივარი იმავე ვადაში უშუალოდ გადასცეს საოლქო საარჩევნო კომისიას.
ყურადღება!
თუ საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი არ იბარებს განცხადებას/საჩივარს, განმცხადებელს/მომჩივანს უფლება აქვს, დაუკავშირდეს ცესკოს ცხელ ხაზს ტელეფონის ნომერზე: 032-251 00 51.
შენიშვნა: ხარვეზის შევსების გონივრული ვადა დგინდება საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნისა და განცხადება/საჩივრის წარმდგენი პირის შეთანხმების საფუძველზე. ხარვეზის შევსების ვადის თაობაზე მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში, ვადას ერთპიროვნულად ადგენს საარჩევნო კომისიის მდივანი.
ყურადღება!
← დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია განცხადების/საჩივარის დადგენილი წესით რეგისტრაციის შემდეგ ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიაში „გასული წერილის სახით“ გზავნის ყველა განცხადებას/საჩივარს.
← დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია ძირითადი საოლქო საარჩვნო კომისიის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე მონაწილეობს ადმინისტრაციულ წარმოებაში და უზრუნველყოფს შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების მასალის ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიისათვის გადაგზავნას.
შენიშვნა: მხარე დაბარებულად ჩაითვლება, თუ შეუძლებელია მასთან საჩივარში მითითებული ტექნიკური საშუალებებით დაკავშირება (მობილური ტელეფონის, ფაქსის, კომპიუტერის გამორთულ მდგომარეობაში ყოფნის გამო და სხვ.).
ყურადღება!
თუ წარმომადგენელი არ წარადგენს შესაბამისი წესით დამოწმებულ წარმომადგენლობის დამადასტურებელ საბუთს, მას არ მიეცემა განცხადების/საჩივრის განხილვაში მონაწილეობის უფლება და გადაწყვეტილება მისი პოზიციის გაუთვალისწინებლად მიიღება.
საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევებზე (გარდა კენჭისყრის დღისა)
განცხადებები/საჩივრები
ყურადღება!
მხარე ვალდებულია განცხადებაში/საჩივარში, გარდა კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებისა, გარკვევით მიუთითოს განცხადების/საჩივრის შემდგენის საკონტაქტო ტელეფონის (საცხოვრებელი ადგილისა და მობილურის) ნომრები; დამატებით მითითებული უნდა იქნეს განცხადების/საჩივრის შემდგენის ფაქსის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ყურადღება!
საოლქო საარჩევნო კომისია არ ადგენს ხარვეზს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევების გამო (გარდა კენჭისყრის დღისა) წარდგენილ განცხადებებზე/საჩივრებზე. შესაბამისი საფუძვლის არსებობისას განცხადება/საჩივარი ხარვეზის დაუდგენლად რჩება განუხილველი.
საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადების/საჩივრის განხილვაზე მხარეების დაბარება და განცხადების/საჩივრის განხილვა მიმდინარეობს ერთიანი წესით, რომელიც მოცემულია კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცედურების დარღვევებზე წარდგენილ განცხადებებთან/საჩივრებთან მიმართებით.
საოლქო საარჩევნო კომისიის/კომისიის ხელმძღვანელ პირთა გადაწყვეტილებები
გასაჩივრების ვადა და წესი
-----------------------
6
5
0