საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გასამართი საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 28 აპრილის შუალედური არჩევნებისათვის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№19/2018
სარეგისტრაციო კოდი
010240060.15.008.016394
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/03/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №19/2018

2018 წლის 14 მარტი

ქ. თბილისი

 

საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გასამართი საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 28 აპრილის შუალედური არჩევნებისათვის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გასამართი საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 28 აპრილის შუალედური არჩევნებისათვის დამტკიცდეს თანდართული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია.
მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი
📎 დანართები (1)
ნორმატიული-აქტი-2 DOC

საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია

დამტკიცებულია ცესკოს 2018 წლის 14 მარტის N19/2018 დადგენილებით

წარმოდგენილი სახელმძღვანელო ინსტრუქცია განკუთვნილია საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური შუალედური არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების წევრთა სასწავლო მიზნებისთვის. საოლქო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილებებსა და საქმიანობის წესთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციების სრული სახით გაცნობის მიზნით, იხილეთ საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ და ცესკოს შესაბამისი სამართლებრივი აქტები.

სარჩევი

ნაწილი I. საოლქო საარჩევნო კომისიის შემადგენლობა და მუშაობის წესი 5

თავი I. საოლქო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი და უფლებამოსილება 6

საოლქო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი და უფლებამოსილების ვადა 6

საოლქო საარჩევნო კომისიის უფლებამისილებები 6

საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები და მათი უფლებამოსილებები 8

საოლქო საარჩევნო კომისიის სამართლებრივი აქტები 9

საოლქო საარჩევნო კომისიის ჩართულობა და შეზღუდვები წინასაარჩევნო აგიტაციაში/კამპანიაში 9

თავი II. საოლქო საარჩევნო კომისიის მუშაობის წესი 10

საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომების მომზადება 10

საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის მიმდინარეობა 11

საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე განკარგულების მიღების წესი 12

საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის ოქმი 12

საოლქო საარჩევნო კომისიის საქმისწარმოების წესი 13

ნაწილი II. საოლქო საარჩევნო კომისიის საქმიანობა წინასაარჩევნო პერიოდში 15

თავი I. საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომის ორგანიზება 16

საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომა 16

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის/კომისიის თავმჯდომარის მოადგილის/კომისიის მდივნის არჩევის წესი 16

თავი II. ამომრჩეველთა სიების შედგენის, გამოქვეყნებისა და მონაცემთა გადამოწმების წესი 17

ამომრჩეველთა ერთიანი სია 18

ამომრჩეველთა ერთიანი სიის საუბნო საარჩევნო კომისიისათვის გადაცემა და მისი გამოქვეყნების წესი 18

ამომრჩეველთა ერთიანი სიის მონაცემების გადამოწმება 18

ამომრჩეველთა სიების შემოწმების შედეგების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება 18

ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებთან/ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა და წესი 19

ამომრჩეველთა სპეციალური სია 20

გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის ფორმირების წესი 21

თავი III. მზადება კენჭისყრის დღისთვის 22

საარჩევნო დოკუმენტაციის გადაცემა საუბნო საარჩევნო კომისიისთვის 22

კენჭისყრის შენობის მოწყობა 24

ნაწილი III. საარჩევნო პროცესში მონაწილე პირთა რეგისტრაცია 25

თავი I. საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობა და მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენა 26

პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ კანდიდატთა წარდგენა მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 27

ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაცია და მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენა 28

თავი II. მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრობის კანდიდატის რეგისტრაცია და რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლები 31

პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი კანდიდატის რეგისტრაცია 31

ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრობის კანდიდატის რეგისტრაცია 32

საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრობის კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაციაზე უარი ან/და საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლები 33

რეგისტრირებული ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლები 34

საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება 34

საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრის განსაზღვრა 34

თავი III. დამკვირვებელთა, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა რეგისტრაცია, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელთა აკრედიტაცია 35

დამკვირვებელ ორგანიზაციათა რეგისტრაცია 35

საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელთა რეგისტრაცია 38

პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაცია 40

ნაწილი IV. საოლქო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო დოკუმენტაციის მიღება, კენჭისყრის შედეგების შეჯამება 41

თავი I. დოკუმენტაციის მიღება/დახარისხება საოლქო საარჩევნო კომისიაში 42

დოკუმენტაციის მიღება/დახარისხება 42

საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შესწორების ოქმის შედგენა 43

საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების გადამოწმება 44

თავი II. კენჭისყრის შედეგების შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიაში 46

კენჭისყრის შედეგების შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიაში 46

არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის საჯაროობა 46

ნაწილი V. განცხადება/საჩივრის შეტანისა და განხილვის წესები 47

თავი I. საარჩევნო დავებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება 48

თავი II. კენჭისყრის დღის განცხადების/საჩივრის წარდგენა და რეგისტრაცია 49

თავი III. კენჭისყრის დღის განცხადების/საჩივრის განხილვა 53

თავი IV. საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევებზე (გარდა კენჭისყრის დღისა) წარდგენილი განცხადების/საჩივრის განხილვა 55

თავი V. საოლქო საარჩევნო კომისიის/ კომისიის ხელმძღვანელ პირთა გადაწყვეტილებების გასაჩივრების ვადა და წესი 56

დანართი №1. განცხადება/საჩივარი (სარეკომენდაციო ფორმა) 57

დანართი №2. საარჩევნო კომისიაში წარდგენილი განცხადების/საჩივრის რეკვიზიტები 58

დანართი №3. ცნობა განცხადების/საჩივრის რეგისტრაციაში გატარების შესახებ 59

დანართი №4. მხარის ტექნიკური საშუალებებით დაბარების აქტი 60

დანართი №5. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ ინფორმაციის მხარისათვის შეტყობინების აქტი 61

ნაწილი I

საოლქო საარჩევნო კომისიის შემადგენლობა და მუშაობის წესი

თავი I.

საოლქო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი და უფლებამოსილების ვადა

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 19, მუხლი 20)

საოლქო საარჩევნო კომისია შედგება 12 წევრისაგან:

← 5 წევრს ირჩევს ცენტრალური საარჩევნო კომისია (5 წლის ვადით);

← 6 წევრს ნიშნავენ პარტიები (ეს წევრები ინიშნებიან არჩევნების დანიშვნის შემდეგ და უფლებამოსილება უწყდებათ არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებისთანავე);

← 1 წევრს ირჩევს ცესკო (აირჩევა არჩევნების დანიშვნის შემდეგ და უფლებამოსილება უწყდება არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებისთანავე).

საოლქო საარჩევნო კომისიის უფლებამისილებები

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 21; მუხლი 1102)

ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისია - №53 ვანის საოლქო საარჩევნო კომისია, უფლებამოსილებას, მის სამოქმედო ტერიტორიაზე ახორციელებს სრული მოცულობით, მათ შორის:

← საარჩევნო ოლქში უზრუნველყოფს არჩევნების გამართვას, აკონტროლებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას და უზრუნველყოფს მის ერთგვაროვნად გამოყენებას;

← განკარგულებით ქმნის და აზუსტებს საარჩევნო უბნების საზღვრებს;

← დადგენილი წესით ხელს უწყობს ამომრჩეველთა სიების ფორმირებას, უზრუნველყოფს მათ საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას;

← განკარგულებით ანიჭებს ადგილობრივ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს ადგილობრივი დამკვირვებლის სტატუსს;

← განიხილავს საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ განცხადებებსა და საჩივრებს და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს სათანადო გადაწყვეტილებას;

← საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, ადგენს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების კენჭისყრის შედეგებს (რის თაობაზედაც დგება საოლქო საარჩევნო კომისიის არჩევნების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი);

← განკარგულებით ირჩევს საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს;

← უზრუნველყოფს ხელახალი არჩევნების, განმეორებითი კენჭისყრისა და არჩევნების მეორე ტურის გამართვას.

დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია - №55 ხონის საოლქო საარჩევნო კომისია, უფლებამოსილებას, მის სამოქმედო ტერიტორიაზე ახორციელებს ნაწილობრივ, მათ შორის:

← საარჩევნო ოლქში უზრუნველყოფს არჩევნების გამართვას;

← ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე მონაწილეობს საარჩევნო უბნების საზღვრების დაზუსტებაში;

← დადგენილი წესით ხელს უწყობს ამომრჩეველთა სიების ფორმირებას, უზრუნველყოფს მათ საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას;

← საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების, დამკვირვებლების რეგისტრაციისა და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლების აკრედიტაციის მიზნით იღებს და ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიაში აგზავნის შესაბამის დოკუმენტაციას;

← იღებს და ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიაში აგზავნის საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ განცხადებებსა და საჩივრებს;

← ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში მონაწილეობს ადმინისტრაციულ წარმოებაში და უზრუნველყოფს შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების მასალების ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიისათვის გადაგზავნას;

← დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საუბნო საარჩევნო კომისიებიდან იღებს და ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიაში აგზავნის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს;

← უზრუნველყოფს ხელახალი არჩევნების, განმეორებითი კენჭისყრისა და არჩევნების მეორე ტურის გამართვას.

საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები და მათი უფლებამოსილებები

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 8; მუხლი 20; მუხლი 22; საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი - მუხლი 4; მუხლი 9.4)

საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები არიან:

← კომისიის თავმჯდომარე;

← თავმჯდომარის მოადგილე;

← კომისიის მდივანი.

კომისიის თავმჯდომარე:

← უძღვება კომისიის სხდომას;

← განკარგავს კომისიის ფინანსურ სახსრებს;

← საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტის შესაბამისად დავალებას აძლევს თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის მდივანსა და კომისიის სხვა წევრებს, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს – დამხმარე და ტექნიკურ პერსონალს;

← განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას საარჩევნო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლისა და წესრიგის დარღვევის შემთხვევაში, საოლქო საარჩევნო კომისიის შენობიდან დამრღვევის გაძევების საკითხზე, იმ შემთხვევაში, თუ არ არის კომისიის სხდომა;

← ახორციელებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

თავმჯდომარის მოადგილე:

← ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას, თუ კომისიას არ ჰყავს თავმჯდომარე ან მას არ შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება;

← კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით ახორციელებს კომისიის თავმჯდომარის ცალკეულ უფლებამოსილებას (განკარგულებით ზუსტად უნდა განისაზღვროს მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები და ვადა).

კომისიის მდივანი:

← ანაწილებს კომისიაში შეტანილ საარჩევნო საბუთებსა და კორესპონდენციას;

← ამზადებს კომისიის განკარგულებათა პროექტებს, ადგენს კომისიის სხდომათა ოქმებს;

← ახორციელებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

საოლქო საარჩევნო კომისიის სამართლებრივი აქტები

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 30.1. ბ; საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი - მუხლი 7)

საოლქო საარჩევნო კომისიის სამართლებრივი აქტებია:

← კომისიის განკარგულება;

← კომისიის თავმჯდომარის განკარგულება;

← კომისიის მდივნის განკარგულება;

← კომისიის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი.

საოლქო საარჩევნო კომისიის ჩართულობა და შეზღუდვები წინასაარჩევნო აგიტაციაში/კამპანიაში (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 45.4.ა; მუხლი 45.9-10; მუხლი 46.4)

საოლქო საარჩევნო კომისია (როგორც ძირითადი, ისევე დამხმარე) იღებს ინფორმაციას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან იმ შენობა-ნაგებობების შესახებ, სადაც შესაძლებელია ჩატარდეს წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია), აგრეთვე ინფორმაციას სააგიტაციო მასალის გასაკრავად და გამოსაფენად გამოყოფილი ადგილების ან/და დადგმული სტენდების თაობაზე.

საოლქო საარჩევნო კომისია უზრუნველყოფს გამოყოფილი შენობა-ნაგებობების ნუსხის გასაჯაროებას მისი მიღებიდან 2 დღის ვადაში, აგრეთვე ამ შენობა-ნაგებობების თანაბარ ხელმისაწვდომობას ყველა პოლიტიკური პარტიისა და საარჩევნო სუბიექტისათვის და მათთან შეთანხმებით ადგენს საარჩევნო ღონისძიებათა გამართვის განრიგს (თუ მოხდა ღონისძიებათა გადაფარვა და საარჩევნო სუბიექტები ვერ შეთანხმდებიან, ღონისძიებათა თანამიმდევრობა წილისყრით განისაზღვრება).

ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისია ზემოთ აღნიშნულ ინფორმაციას უგზავნის დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიას, ხოლო დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია შესაბამისად ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიას.

საოლქო საარჩევნო კომისიამ შენობა-ნაგებობის გამოყენების მოთხოვნის თაობაზე საარჩევნო სუბიექტის შესაბამის მიმართვას წერილობით, დასაბუთებულად უნდა უპასუხოს მიმართვიდან არაუგვიანეს 24 საათისა. ამ ვადაში პასუხის გაუცემლობა მიმართვაზე თანხმობად ჩაითვლება.

თავი II.

საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომების მომზადება

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 8; საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი - მუხლი 9-10)

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით ან მისი მოადგილის მოთხოვნით იწვევს კომისიის სხდომას.

კომისიის მდივანი სხდომის მოწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე საოლქო საარჩევნო კომისიაში თვალსაჩინო ადგილას აკრავს განცხადებას სხდომის მოწვევის შესახებ, სხდომის თარიღის, ზუსტი დროისა და სავარაუდო დღის წესრიგის მითითებით.

თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში კომისიის მდივანი, პირადად არის პასუხისმგებელი სხდომის თარიღი და მისი დაწყების ზუსტი დრო შეატყობინოს კომისიის ყველა წევრს.

საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა ღიაა (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 8.15; საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი - მუხლი 9.10)

კომისიის სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ:

← ცესკოს წევრებსა და ცესკოს წარმომადგენლებს;

← ცესკოს აპარატის და შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თანამშრომლებს;

← ცესკოს მდივნის ან/და შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის მიერ აკრედიტებულ მედიის წარმომადგენლებს;

← საარჩევნო სუბიექტების თითო წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში;

← ცესკოს მდივნის ან/და შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის მიერ რეგისტრირებული ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის თითო დამკვირვებელს;

← ცესკოში რეგისტრირებულ საერთაშორისო ორგანიზაციის არაუმეტეს ორ დამკვირვებელს თარჯიმანთან ერთად.

← კონკრეტული საკითხის/საკითხების განსახილველად მოწვეულ დაინტერესებულ მხარეებს, (რომლებიც დღის წესრიგით გათვალისწინებული შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისთანავე ტოვებენ სხდომას).

კომისიის სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირებს, საარჩევნო პროცესისათვის/კომისიის სხდომისთვის ხელის შეშლის გარეშე, შეუძლიათ აწარმოონ ფოტოვიდეოგადაღება, ცესკოს 2017 წლის 21 აგვისტოს N33/2017 დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის მიმდინარეობისას, საარჩევნო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლისა და წესრიგის დარღვევის შემთხვევაში, კომისიას უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება დამრღვევი პირის (მათ შორის, კომისიის წევრის) კომისიის სხდომიდან გაძევების შესახებ, რაც აღინიშნება სხდომის ოქმში. დამრღვევის საარჩევნო კომისიის სხდომიდან გაძევება გულისხმობს მის საარჩევნო კომისიის შენობიდან გაძევებასაც.

საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის მიმდინარეობა

(საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი - მუხლი 9-10)

საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომას უძღვება კომისიის თავმჯდომარე ან მისი მოადგილე. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის სრული შემადგენლობის (12 წევრი) უმრავლესობა (კომისიის არანაკლებ 7 წევრი). კომისიის წევრები სხდომაზე დასწრებას დასწრების ფურცელზე ხელმოწერით ადასტურებენ. კომისიის სხდომის დღის წესრიგს ამზადებს კომისიის მდივანი.

კომისიის ყველა წევრს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით, სხდომის თავმჯდომარის მიერ დადგენილი რიგითობის შესაბამისად, უფლება აქვს სიტყვით გამოვიდეს 2 წუთის განმავლობაში. იგივე საკითხთან დაკავშირებით მათ უფლება აქვთ დამატებით გამოვიდეს სიტყვით 2 წუთის განმავლობაში სხდომის თავმჯდომარის ნებართვით.

საარჩევნო კომისიის წევრებს ან/და კომისიის თანამშრომლებს, როგორც განსახილველ საკითხზე მომხსენებლებს, სხდომაზე გამოსვლისათვის ეძლევათ არაუმეტეს 10 წუთისა და საჭიროებისამებრ, სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შეიძლება დაემატოთ არაუმეტეს 5 წუთისა.

კონკრეტული საკითხის განხილვისას, სხდომის თავმჯდომარის თანხმობითა და მის მიერ განსაზღვრული დროით, კომისიის წევრების შემდეგ, სხდომაზე დასწრების უფლების მქონე და განსახილველი საკითხის განხილვაში მონაწილე დაინტერესებულ პირებს შეიძლება მიეცეთ დრო, რომელიც უნდა იყოს გონივრული და ერთჯერადად არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს. ერთსა და იმავე საკითხზე, ერთსა და იმავე პირის მიმართ, სხდომის თავმჯდომარეს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება, საჭიროებისამებრ, დამატებითი დროის გამოყოფის შესახებ, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს.

სხდომაზე საკითხის განხილვის პროცესში მხარეებისათვის და მხარის მიერ კითხვების დასმა და მასზე პასუხების გაცემა დასაშვებია მხოლოდ სხდომის თავმჯდომარის ნებართვით.

საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე განკარგულების მიღების წესი

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 8.4; მუხლი 8.5; მუხლი 8.6; საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი - მუხლი 7; მუხლი 10)

საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების პროექტს ამზადებს კომისიის მდივანი. კომისიის განკარგულება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ კომისიის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა (არანაკლებ 5 წევრი).

საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა, გარდა საკადრო საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას (არანაკლებ 7 ხმა) და საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგების გაუქმების, საუბნო საარჩევნო კომისიიდან შემოსული პაკეტების გახსნის და საარჩევნო ბიულეტენების გადათვლის მიზნით გადაწყვეტილებების მიღებისას (მიიღება სხდომაზე დამსწრეთა არანაკლებ ორი მესამედით).

კომისიის განკარგულებას ხელს აწერენ კომისიის სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.

საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის ოქმი

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 8.7-9; საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი - მუხლი 9)

საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტილებათა მიღების მიმდინარეობა ფიქსირდება სხდომის ოქმში. სხდომის ოქმს ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი. კომისიის მდივანი სხდომის ოქმს აფორმებს სხდომიდან 1 დღის ვადაში, ხოლო ოქმზე უთითებს სხდომის გამართვის თარიღს.

საოლქო საარჩევნო კომისიის საქმისწარმოების წესი

(საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი - მუხლი 11; ცესკოს 2018 წლის 26 თებერვლის N8/2018 დადგენილება)

საოლქო საარჩევნო კომისიაში წარმოებს სარეგისტრაციო ჟურნალები - კომისიაში შემოსული და კომისიიდან გასული წერილების სარეგისტრაციო და საკონკურსო განაცხადების აღრიცხვის ჟურნალები, რომლის წარმოებაზე პასუხისმგებელია კომისიის მდივანი.

კომისია კორესპონდენციას/დოკუმენტებს (მათ შორის ელექტრონული ფორმით ელექტრონულ ფოსტაზე შემოსულ კორესპონდენციას/დოკუმენტებს - გარდა განცხადებების/საჩივრებისა) იღებს სამუშაო დღის 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე ცესკოს თავმჯდომარის 2017 წლის 1 აგვისტოს N01-87 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატისა და საოლქო საარჩევნო კომისიების საქმისწარმოების წესის“ შესაბამისად.

ყოველი დღის 18:00 საათზე (გარდა კენჭისყრის დღისა) კომისიის მდივანი ხურავს სარეგისტრაციო ჟურნალებს თუ სამუშაო დღის განმავლობაში რეგისტრაციაში გატარდა განცხადება/წერილი ან სხვა სახის კორესპონდენცია. ამ მიზნით, კომისიის მდივანი, თითოეული სახის ჟურნალში უკანასკნელი ჩანაწერის შემდგომ მიუთითებს „ჟურნალი დახურულია“, თარიღისა და ზუსტი დროს მითითებით, რასაც ადასტურებს ხელმოწერით. ჟურნალის/ჟურნალების დახურვის შემდეგ იკრძალება მასში რაიმე დოკუმენტის რეგისტრაცია.

საარჩევნო დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია ყველასთვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია საარჩევნო დოკუმენტაცია და არჩევნების შესახებ ინფორმაცია მათი მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში გააცნოს ყველა დაინტერესებულ პირს. თუ აღნიშნული ინფორმაციის გაცემა მეტ დროს მოითხოვს, საჯარო ინფორმაციის გაცემა ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.

ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისია მოთხოვნის შემთხვევაში გასცემს საჯარო ინფორმაციას, მათ შორის, არჩევნებთან დაკავშირებულ ინფორმაციას კანონმდებლობით დადგენილი წესით და ამ მიზნით ახდენს დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ გაცემული სამართლებრივი აქტების ფოტოასლების დამოწმებას და ხელმოწერას.

დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია მოთხოვნის შემთხვევაში გასცემს საჯარო, მათ შორის, არჩევნებთან დაკავშირებულ ინფორმაციას კანონმდებლობით დადგენილი წესით და ამ მიზნით ახდენს საკუთარი და ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ გაცემული სამართლებრივი აქტების ფოტოასლების დამოწმებას და ხელმოწერას.

ნაწილი II

საოლქო საარჩევნო კომისიის საქმიანობა წინასაარჩევნო

პერიოდში

თავი I.

საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომა

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 8.23; მუხლი 25.21)

საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომა იმართება არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა (29 მარტი). პირველი სხდომა მოიწვევა ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ, რის თაობაზე გამოსცემს განკარგულებას. საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საუბნო საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობა, მაგრამ კომისიის არანაკლებ 7 წევრი. სხდომას, კომისიის თავმჯდომარის არჩევამდე, ხელმძღვანელობს კომისიის უხუცესი წევრი.

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის/კომისიის თავმჯდომარის მოადგილის/ კომისიის მდივნის არჩევის წესი (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 25)

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და კომისიის მდივანი ირჩევა კომისიის პირველივე სხდომაზე კომისიის წევრთაგან, სახელობითი კენჭისყრით, კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობით. კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს კომისიის არანაკლებ 2 წევრს.

საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი. სხდომის ოქმი ფორმდება სხდომიდან 1 დღის ვადაში, ხოლო ოქმზე მიეთითება სხდომის გამართვის თარიღი. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის/ თავმჯდომარის მოადგილის/კომისიის მდივნის არჩევა ფორმდება საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულებით.

თუ დადგენილ ვადაში ვერ აირჩა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე/თავმჯდომარის მოადგილე/კომისიის მდივანი, აღნიშნული თანამდებობის პირის მოვალეობას მის არჩევამდე ასრულებს კომისიის ის წევრი, რომელიც კენჭისყრისას ყველაზე მეტ ხმას მიიღებს, ხოლო ხმათა თანაბრობის შემთხვევაში – მათგან წილისყრით განსაზღვრული პირი.

თავი II.

ამომრჩეველთა ერთიანი სია (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 31)

ამომრჩეველთა ერთიანი სია არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ, აქტიური საარჩევნო უფლების მქონე პირთა სია, რომელიც იყოფა საარჩევნო უბნების მიხედვით. ამომრჩეველთა ერთიანი სია დგება იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სხვა შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე. ცესკო პასუხისმგებელია ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირებაზე, მისი კომპიუტერული დამუშავებისა და საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ნაწილის ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებაზე.

ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეიტანება ამომრჩევლის შესახებ შემდეგი მონაცემები:

← გვარი, სახელი;

← დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);

← მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით);

← საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;

← ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირისთვის, მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებული პირისთვის, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან მოხსნილი პირისთვის, აგრეთვე პირისთვის, რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილებით, აღინიშნება დროებითი საცხოვრებლის მისამართი; სხვა სახელმწიფოში მყოფი პირისთვის მიეთითება „საკონსულო აღრიცხვაზეა“, ხოლო თუ ასეთი პირი არ დგას საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე – „იმყოფება უცხოეთში“);

← ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრაციის თარიღი;

← სქესი;

← ფოტოსურათი (სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული უახლესი ფოტოსურათი ციფრულ ფორმატში).

ამომრჩეველთა ერთიანი სიის საუბნო საარჩევნო კომისიისათვის გადაცემა და მისი გამოქვეყნების წესი (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 31.11; მუხლი 34.1)

საოლქო საარჩევნო კომისია (როგორც ძირითადი, ისე დამხმარე) მის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საუბნო საარჩევნო კომისიებს არაუგვიანეს პირველი შეკრების დღისა (კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღე (29 მარტი)) გადასცემს ცესკოს მიერ დამოწმებულ ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებულ ვერსიას (კედლის სია).

ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (კედლის სია - ფოტოსურათების გარეშე) და მათთან დაკავშირებით საჩივრის შეტანის კანონით განსაზღვრული წესი დაუყოვნებლივ უნდა გამოიკრას კენჭისყრის შენობაში თვალსაჩინო ადგილას.

საუბნო საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-2 დღისა (26 აპრილი) გადაეცემა დაზუსტებული სიების საბოლოო ვერსიები:

← საარჩევნო კომისიისათვის განკუთვნილი ვერსია (სამაგიდო სია);

← საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (კედლის სია).

ამომრჩეველთა ერთიანი სიის მონაცემების გადამოწმება

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 31.7-71)

საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას/საარჩევნო ბლოკს, საარჩევნო კოდექსის შესაბამისად რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს, საარჩევნო კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრულ დამკვირვებელ ორგანიზაციას, ამომრჩეველს უფლება აქვს გაეცნოს ცესკოში, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში არსებულ ამომრჩეველთა სიების საჯარო ინფორმაციისათვის მიკუთვნებულ ვერსიას[1] (ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს გაეცნოს მხოლოდ შესაბამისი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა სიის საჯარო ინფორმაციისთვის განკუთვნილ ვერსიას, ხოლო ამომრჩეველს უფლება აქვს, მოითხოვოს მხოლოდ მის და მისი ოჯახის წევრთა შესახებ არსებული ყველა მონაცემის გაცნობა და მათში ცვლილების შეტანა) და უზუსტობების აღმოჩენის შემთხვევაში არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-18 დღისა (10 აპრილი), ხოლო არასაარჩევნო პერიოდში – ნებისმიერ დროს მოითხოვონ ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებსა და ამომრჩეველთა სიებში ცვლილებების შეტანა.

ამომრჩეველთა სიებში ცვლილებების შეტანის თაობაზე განცხადებები შეიტანება როგორც ძირითად, ისე დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიაში, ასევე საუბნო საარჩევნო კომისიაში. საუბნო საარჩევნო კომისია განცხადებებს (თანდართული დოკუმენტებით - ასეთის არსებობის შემთხვევაში) ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანის თაობაზე დაუყოვნებლივ გადასცემს ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას.

ამომრჩეველთა სიების შემოწმების შედეგების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 21.მ; მუხლი 26.2; მუხლი 31.8-9)

საარჩევნო პერიოდში საარჩევნო ადმინისტრაცია საკუთარი ინიციატივითა და განცხადებების/საჩივრების საფუძველზე ამოწმებს ამომრჩეველთა სიებს. შემოწმების შედეგებს განიხილავს და სათანადო გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია განცხადებისა და საუბნო საარჩევნო კომისიების წინადადებების (სიებში ცვლილების შეტანის შესახებ - ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიღებიდან 2 დღის ვადაში, მაგრამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-16 დღისა (12 აპრილი).

საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/ ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ დასაბუთებული უნდა იყოს და მისი გამოცემის მომდევნო დღიდან, მოთხოვნისთანავე უნდა გადაეცეს განმცხადებელს, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/ ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანის შესახებ 2 დღის ვადაში გადაეცემა ცესკოსა და შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას.

ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებთან/ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა და წესი (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 31.10)

საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/ ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ გამოცემიდან 2 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში.

სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება 2 დღის ვადაში, მაგრამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-13 დღისა (15 აპრილი), უნდა გადაეცეს საოლქო საარჩევნო კომისიას. საოლქო საარჩევნო კომისიამ სათანადო ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდოს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას, ხოლო, დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიამ ასევე ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიას. საოლქო საარჩევნო კომისიებმა სათანადო ცვლილება დაუყოვნებლივ, განკარგულებით უნდა შეიტანონ ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/ამომრჩეველთა სიებში.

ამომრჩეველთა სპეციალური სია (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 32)

საოლქო საარჩევნო კომისია (როგორც ძირითადი, ისე დამხმარე) კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-3 დღისა (25 აპრილი) ადგენს და განკარგულებით ამტკიცებს ამომრჩეველთა სპეციალურ სიას და ამავე კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერით დაუყოვნებლივ გადასცემს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას. ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეიტანება ამომრჩევლის შესახებ იგივე მონაცემები, რომლებიც არის ამომრჩეველთა ერთიან სიაში, ფოტოსურათით ან ფოტოსურათის გარეშე (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 32.71).

საოლქო საარჩევნო კომისიას ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყავს:

← საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები, რომლებიც საარჩევნო კომისიებში საქმიანობის გამო კენჭისყრის დღეს ვერ მონაწილეობენ არჩევნებში თავიანთი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით (საოლქო საარჩევნო კომისიას ეს პირები სიაში შეჰყავს წინასწარ განსაზღვრულ საარჩევნო უბანში, კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-5 დღისა (23 აპრილი));

← ამომრჩევლები, რომლებიც სამკურნალოდ წვანან საავადმყოფოში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში და, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, კენჭისყრის დღისთვის ვერ იქნებიან გაწერილი ამ დაწესებულებიდან (ამ პირთა სიას სამკურნალო დაწესებულების ხელმძღვანელი გადასცემს საოლქო საარჩევნო კომისიას კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-6 დღისა (22 აპრილი);

← ამომრჩევლები, რომლებიც კენჭისყრის დღეს ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფებიან. (საოლქო საარჩევნო კომისიას ამ პირთა სიას გადასცემს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი კენჭისყრამდე არა უგვიანეს 4 დღისა (24 აპრილი)).

სპეციალური სიების შედგენის შემდეგ, საოლქო საარჩევნო კომისია იმ ამომრჩეველთა მონაცემებს, რომლებიც შეყვანილები არიან სხვა უბნის სპეციალურ სიებში, გადასცემს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას.

საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანმა სპეციალურ სიაში შეყვანილი ან სხვა უბნის სპეციალურ სიაში გადაყვანილი ამომრჩეველი უნდა მოძებნოს ამომრჩეველთა ერთიან სიაში (სამაგიდო და ასევე კედლის სიაში) და მისი გვარის გასწვრივ გრაფაში „ფაქტობრივი მდგომარეობა“ გააკეთოს აღნიშვნა: „კომისიის წევრია“, „პატიმრობაშია“, „საავადმყოფოშია“.

თუ არჩევნებში მონაწილეობის მიღების მოთხოვნით საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართავს ამომრჩეველი, რომელმაც არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-18 დღისა (10 აპრილი) ვერ მოასწრო მიემართა კომისიისთვის სიაში რეგისტრაციის მოთხოვნით (ჩამოვიდა საზღვარგარეთიდან, გამოეწერა სტაციონარული სამკურნალო დაწესებულებიდან, გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან), განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის (საზღვრის გადაკვეთის შესახებ ჩანაწერი პასპორტში, ცნობა სტაციონარული სამკურნალო დაწესებულებიდან, ცნობა პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შესახებ) წარდგენის შემთხვევაში მისი რეგისტრაციის საკითხს წყვეტს საოლქო საარჩევნო კომისია განკარგულებით განცხადების მიღებიდან 2 დღის ვადაში, ხოლო თუ კენჭისყრის დღემდე დარჩენილია 2 დღეზე ნაკლები – დაუყოვნებლივ (ამომრჩევლის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამომრჩევლის შესახებ მონაცემები შეიტანება ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში). ამომრჩეველს უარყოფითი გადაწყვეტილების შესახებ ეცნობება დაუყოვნებლივ.

გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის ფორმირების წესი

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 32.8; მუხლი 33; მუხლი 34.2.ე)

გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის ფორმირებაზე პასუხისმგებელია საუბნო საარჩევნო კომისია. გადასატანი საარჩევნო ყუთის სია დგება ერთიანი და სპეციალური სიების საფუძველზე. ამომრჩეველი გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეჰყავთ თუ:

← ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია კენჭისყრის შენობაში მისვლა. ასეთი ამომრჩევლების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საარჩევნო უბანზე ერთიან სიაში არსებული ამომრჩევლების 3 პროცენტს.

← იმყოფება საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე, მაგრამ ძნელად მისადგომ ადგილას (ასეთ შემთხვევაში რეკომენდირებულია კონსულტაციის გავლა საოლქო საარჩევნო კომისიასთან).

საუბნო საარჩევნო კომისიას გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში ამომრჩეველთა სპეციალური სიისა და საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შეჰყავს ამომრჩეველი რომელიც:

← სამკურნალოდ წევს საავადმყოფოში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში და მასში არ იხსნება საარჩევნო უბანი;

← იმყოფება ადმინისტრაციულ პატიმრობაში.

გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში ამომრჩევლის შეყვანის შემთხვევაში ამომრჩეველთა ერთიან და სპეციალურ სიებში მისი გვარის გასწვრივ, გრაფაში „ფაქტობრივი მდგომარეობა“ უნდა გაკეთდეს ჩანაწერი „გადასატანი ყუთი“.

თავი III.

საარჩევნო დოკუმენტაციის და ინვენტარის გადაცემა საუბნო საარჩევნო კომისიისთვის (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 63.9-11)

კენჭისყრისთვის მზადების და მისი ჩატარების მიზნით კენჭისყრის დღემდე საოლქო საარჩევნო კომისია (როგორც ძირითადი ისე დამხმარე) მის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საარჩევნო უბნებს გადასცემს ყველა საჭირო საარჩევნო დოკუმენტაციას და ინვენტარს, კერძოდ:

საარჩევნო დოკუმენტაციას:

← ამომრჩეველთა ერთიანი სიის საბოლოო ვერსიას (კედლის სია და სამაგიდო სია);

← ამომრჩეველთა სპეციალურ სიას, ასეთის არსებობის შემთხვევაში (კედლის სია და სამაგიდო სია);

← გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის (კედლის სია და სამაგიდო სია) ბლანკებს;

← ამომრჩეველთა ბარათებს;

← საარჩევნო ბიულეტენების ბლოკნოტებს;

← სპეციალურ კონვერტებს;

← კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნს (ე. წ. ზონარგაყრილი წიგნი);

← საკონტროლო ფურცლებს;

← კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს და „შესწორების ოქმის“ ფორმებს;

← კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმს.

საარჩევნო ინვენტარს:

← ძირითად და გადასატან გამჭვირვალე საარჩევნო ყუთებს;

← საარჩევნო ყუთების ლუქებს;

← კენჭისყრის კაბინებს;

← მარკირების სითხეს და მარკირების შესამოწმებელ სპეციალურ ხელსაწყოს (ულტრაიისფერი ფარანი);

← საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭედს;

← რეგისტრატორების სპეციალურ ბეჭდებს;

← ასლგადამღებ მანქანას;

← სამელნე ბალიშებს.

სხვა საარჩევნო მასალას:

← კანდიდატთა სიებს;

← საარჩევნო ბიულეტენის შევსების ინსტრუქციას;

← ამონარიდს კანონიდან, თუ რა შემთხვევაშია საარჩევნო ბიულეტენი ბათილი;

← საარჩევნო დოკუმენტაციის შესაფუთ კონვერტებს;

← და სხვა.

საოლქო საარჩევნო კომისია (როგორც ძირითადი ისე დამხმარე) საარჩევნო ბიულეტენებსა და სპეციალური კონვერტებს კენჭისყრის დაწყებამდე არაუგვიანეს 12 საათისა გადასცემს მის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საუბნო საარჩევნო კომისიებს, რა დროსაც დგება მიღება-ჩაბარების აქტი ორ ცალად. მიღება-ჩაბარების აქტში აღინიშნება:

← მათი გადამცემი და მიმღები კომისიების დასახელებები;

← სპეციალური კონვერტების რაოდენობა;

← ბიულეტენთა სახეობა;

← ბიულეტენთა ბლოკნოტების რაოდენობა (მათი ნომრებისა და ბიულეტენების ნომრების მითითებით);

← მათი გამცემი და მიმღები პირების ვინაობა.

მიღება-ჩაბარების აქტს ხელს აწერენ საარჩევნო დოკუმენტაციის გამცემი და მიმღები პირები. აქტის ერთი ცალი რჩება საოლქო საარჩევნო კომისიაში, მეორე გადაეცემა საუბნო საარჩევნო კომისიას. მიღება-ჩაბარების აქტი არის საჯარო ინფორმაცია.

კენჭისყრის შენობის მოწყობა (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 58.4; მუხლი 58.5)

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები ვალდებული არიან, კენჭისყრის პროცედურების ჩასატარებლად, კანონით დადგენილი წესების დაცვით, კენჭისყრამდე არაუგვიანეს ერთი დღისა მოაწყონ კენჭისყრის შენობა. საუბნო საარჩევნო კომისიამ უნდა მოაწყოს:

← ამომრჩეველთა სარეგისტრაციო მაგიდები;

← ყოველი 500 ამომრჩევლისთვის არანაკლებ ერთი კენჭისყრის კაბინა, სადაც უნდა იყოს ერთი კალმისტარი;

← მაგიდა სპეციალური კონვერტებისთვის (უნდა იდგეს საარჩევნო ყუთთან ახლოს);

← აწყობილი, დაულუქავი საარჩევნო ყუთები.

კენჭისყრის შენობაში გამჭვირვალე საარჩევნო ყუთი თვალსაჩინო ადგილას ისე უნდა იყოს მოთავსებული, რომ ამომრჩეველი დაუბრკოლებლად მივიდეს მასთან და სპეციალური კონვერტის ჩაგდების შემდეგ დაუყოვნებლივ დატოვოს საარჩევნო უბანი.

კენჭისყრის შენობაში თვალსაჩინო ადგილას გამოკრული უნდა იყოს:

← ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (კედლის სია);

← ამომრჩეველთა სპეციალური სიის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (კედლის სია);

← გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (კედლის სია);

← კანდიდატთა სიები;

← ცესკოს მიერ დადგენილი საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესი;

← ამონარიდი კანონიდან, თუ რა შემთხვევაშია საარჩევნო ბიულეტენი ბათილი;

← კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმი.

ნაწილი III

საარჩევნო პროცესში მონაწილე პირთა რეგისტრაცია

თავი I.

საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს, შესაბამის საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ:

▪ პარტიას;

▪ საარჩევნო ბლოკს;

▪ პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატს.

საქართველოს პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 21 წლის ასაკიდან, რომელმაც იცის ქართული ენა. საქართველოს პარლამენტის წევრად არ შეიძლება აირჩეს მოქალაქე, რომელსაც უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში არ უცხოვრია საქართველოში და არც ერთ ქვეყანაში არ დგას საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე.

N54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატების წარდგენის უფლება აქვთ:

▪ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას;

▪ საარჩევნო ბლოკს;

▪ ამომრჩეველთა 5-კაციან საინიციატივო ჯგუფს.

პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ კანდიდატთა წარდგენა მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 116.1,2,8; 117.4)

არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას/საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს, N54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული წესით არჩევის მიზნით წარადგინოს საქართველოს პარლამენტის წევრობის ერთი კანდიდატი.

მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში კანდიდატის წარსადგენად პარტია/საარჩევნო ბლოკი, საარჩევნო რეგისტრაციის შემდეგ მაგრამ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 30-ე დღისა (29 მარტი), სათანადო განცხადებით მიმართავს ცესკოს ან/და შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას (პარტიას/საარჩევნო ბლოკს შეუძლია მიმართოს როგორც ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიას, ისე დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიას).

განცხადება დამოწმებული უნდა იყოს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის ან საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული ყველა პარტიის უფლებამოსილი პირების ხელმოწერებით და თან უნდა ერთოდეს:

← საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრობის კანდიდატად წარდგენილი პირის წერილობითი თანხმობა არჩევნებში მონაწილეობაზე - 2 ეგზემპლარად;

← პარლამენტის წევრობის კანდიდატის მიერ შევსებული და ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი - 2 ეგზემპლარად;

სააღრიცხვო ბარათში მითითებული უნდა იყოს კანდიდატის შემდეგი მონაცემები: გვარი, სახელი; დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი); სქესი; მისამართი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით); საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი; სამუშაო ადგილი (დაწესებულების, ორგანიზაციის, საწარმოს და ა. შ. დასახელება); თანამდებობა (თუ უმუშევარია, აღინიშნება „უმუშევარი”); პარტიულობა (თუ უპარტიოა, აღინიშნება „უპარტიო”); არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 2 წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრების ან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე ყოფნის ფაქტი; მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ნომერი; თანხმობა, კენჭი იყაროს ამ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში; ბოლო არჩევნებით საქართველოს პარლამენტის წევრად ყოფნის ფაქტი; ხელმოწერა და ხელმოწერის თარიღი.

← საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი - 2 ეგზემპლარად;

← პარლამენტის წევრობის კანდიდატის ფოტოსურათი - 2 ეგზემპლარად;

← ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა - 1 ეგზემპლარად (ნარკოლოგიური შემოწმება შეიძლება ჩაატაროს ცესკოს 2018 წლის 26 თებერვლის №29/2018 განკარგულებით განსაზღვრულმა სათანადო უფლების მქონე დაწესებულებამ).

განცხადებაში მითითებული უნდა იყოს საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრობის კანდიდატის:

← სახელი, გვარი;

← დაბადების თარიღი;

← პროფესია;

← თანამდებობა (საქმიანობა);

← სამუშაო ადგილი;

← რეგისტრაციის ადგილი;

← პარტიულობა;

← საქართველოში ცხოვრების ვადა.

ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაცია და მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენა (საარჩევნო კოდექსი - მუხლი - 361; მუხლი 116.3-7,9)

საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის წარდგენის მიზნით ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა კენჭისყრამდე არა უგვიანეს 57-ე დღისა (2 მარტი) სათანადო განცხადებით შეუძლია მიმართოს როგორც ძირითად, ისე დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიას, რის შემდეგაც უფლება აქვს, შეაგროვოს მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერები.

განცხადებაში მითითებული უნდა იყოს საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრობის კანდიდატის:

← სახელი, გვარი;

← დაბადების თარიღი;

← პროფესია;

← თანამდებობა (საქმიანობა);

← სამუშაო ადგილი;

← რეგისტრაციის ადგილი;

← პარტიულობა;

← საქართველოში ცხოვრების ვადა;

← წარმდგენი ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრებისა (არა ნაკლებ 5 წევრი) და მათი წარმომადგენლის სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) ნომერი, რეგისტრაციის ადგილი, საკონტაქტო ტელეფონი და სხვა რეკვიზიტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

განცხადებას, რომელსაც ხელს აწერს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის ყველა წევრი, უნდა ერთოდეს:

← საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრობის კანდიდატად წარდგენილი პირის წერილობითი თანხმობა არჩევნებში მონაწილეობაზე - 2 ეგზემპლარად;

← პარლამენტის წევრობის კანდიდატის მიერ შევსებული და ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი - 2 ეგზემპლარად, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კანდიდატის შემდეგი მონაცემები: გვარი, სახელი; დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი); სქესი; მისამართი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით); საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი; სამუშაო ადგილი (დაწესებულების, ორგანიზაციის, საწარმოს და ა. შ. დასახელება); თანამდებობა (თუ უმუშევარია, აღინიშნება „უმუშევარი”); პარტიულობა (თუ უპარტიოა, აღინიშნება „უპარტიო”); არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 2 წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრების ან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე ყოფნის ფაქტი; მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ნომერი; თანხმობა, კენჭი იყაროს ამ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში; ბოლო არჩევნებით საქართველოს პარლამენტის წევრად ყოფნის ფაქტი; ხელმოწერა და ხელმოწერის თარიღი.

← საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი - 2 ეგზემპლარად;

← პარლამენტის წევრობის კანდიდატის ფოტოსურათი - 2 ეგზემპლარად;

← ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა - 1 ეგზემპლარად (ნარკოლოგიური შემოწმება შეიძლება ჩაატაროს ცესკოს 2018 წლის 26 თებერვლის №29/2018 განკარგულებით განსაზღვრულმა სათანადო უფლების მქონე დაწესებულებამ).

შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია იღებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციას. იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია მიღებულ დოკუმენტაციას დაუყოვნებლივ უგზავნის ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიას. ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, საოლქო საარჩევნო კომისიაში შესული განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა რეგისტრაციაში ატარებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს.

თუ წარდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დაუყოვნებლივ აცნობებს განმცხადებელს ხარვეზის შესახებ. შესწორებული საბუთები არა უგვიანეს მომდევნო დღისა უბრუნდება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს. დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია შესწორებულ დოკუმენტაციას დაუყოვნებლივ უგზავნის ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიას, რომლის თავმჯდომარეც იღებს გადაწყვეტილებას ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის შესახებ.

საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრობის კანდიდატის რეგისტრაციაში გასატარებლად ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა კენჭისყრამდე არაუგვიანეს 50-ე დღისა (9 მარტი) შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს კანდიდატის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სია, რომელიც მოწმდება საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი წარდგენიდან 3 დღის ვადაში (12 მარტი) საარჩევნო კოდექსის 38-ე მუხლისა და „მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 20 მარტის №11/2014 დადგენილების შესაბამისად.

თავი II.

პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი კანდიდატის რეგისტრაცია (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 116.8; მუხლი 117)

პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ N54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი კანდიდატების რეგისტრაციის მიზნით წარდგენილ განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტებს ამოწმებს ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისია და საბუთების წარდგენიდან 10 დღის ვადაში, მაგრამ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 26-ე დღისა (2 აპრილი) დასკვნას წარუდგენს კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც 3 დღის ვადაში, მაგრამ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 25-ე დღისა (3 აპრილი):

← საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს მაჟორიტარ კანდიდატს, თუ წარდგენილი საბუთები შეესაბამება საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს;

← წერილობით აცნობებს პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებთან განცხადებასა და თანდართულ საბუთებში არსებული მონაცემების შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითება აუცილებელია) თუ არსებობს ასეთი შეუსაბამობა.

განცხადებასა და თანდართულ საბუთებში არსებული მონაცემების შეუსაბამობის არსებობის შემთხვევაში პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს დოკუმენტაციის სრულყოფისთვის ეძლევა 3 დღე. შესწორებული მონაცემების წარდგენის შემთხვევაში, კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი უნდა გადაწყდეს შესწორებული დოკუმენტაციის წარდგენიდან 5 დღის ვადაში, მაგრამ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-20 დღისა (8 აპრილი).

თუ შესწორებული მონაცემები შეესაბამება საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რეგისტრაციაში გაატარებს პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ საქართველოს პარლამენტის წევრობის მაჟორიტარ კანდიდატს.

თუ, შესწორებული მონაცემები არ შეესაბამება საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას კანდიდატისათვის საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და საარჩევნო კოდექსის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). აღნიშნული განკარგულება პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს და მოთხოვნისთანავე გადაეცეს.

ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში, პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ საარჩევნო ოლქში წარდგენილ საქართველოს პარლამენტის წევრობის მაჟორიტარ კანდიდატს აძლევს შესაბამის მოწმობას.

მოთხოვნის შემთხვევაში, დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრობის კანდიდატს გადასცემს მოწმობას ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერით (მოწმობა იბეჭდება საარჩევნო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემიდან „armasi“), რომელიც დამოწმებული უნდა იყოს დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით.

ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრობის კანდიდატის რეგისტრაცია (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 116; მუხლი 117.4; ცესკოს 2018 წლის 26 თებერვლის N7/2018 დადგენილება)

ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მხარდამჭერთა სიების შემოწმების დასრულებიდან 3 დღის ვადაში:

← საარჩევნო რეგისტრაციაში ატარებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ საქართველოს პარლამენტის წევრობის მაჟორიტარ კანდიდატს, თუ კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსითა და ცესკოს დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

← წერილობით აცნობებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს საარჩევნო კოდექსითა და ცესკოს დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან საქართველოს პარლამენტის წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში არსებული მონაცემების შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით), თუ არსებობს ასეთი შეუსაბამობა.

სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში არსებული მონაცემების შეუსაბამობის არსებობის შემთხვევაში ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს დოკუმენტაციის სრულყოფისთვის ეძლევა 3 დღე. შესწორებული მონაცემების წარდგენის შემთხვევაში, შესწორებული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და მონაცემები უნდა შემოწმდეს და საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი უნდა გადაწყდეს მონაცემების წარდგენიდან 5 დღის ვადაში, მაგრამ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-36 დღისა (23 მარტი).

თუ შესწორებული მონაცემები შეესაბამება საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, რეგისტრაციაში გაატარებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ საქართველოს პარლამენტის წევრობის მაჟორიტარ კანდიდატს.

ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ წევრობის კანდიდატს განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 30-ე დღისა (29 მარტი).

თუ შესწორებული მონაცემები არ შეესაბამება საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას კანდიდატისათვის საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და საარჩევნო კოდექსის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). აღნიშნული განკარგულება ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს და მოთხოვნისთანავე გადაეცეს.

ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილ საქართველოს პარლამენტის წევრობის მაჟორიტარ კანდიდატს აძლევს შესაბამის მოწმობას.

მოთხოვნის შემთხვევაში, დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრობის კანდიდატს გადასცემს მოწმობას ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერით (მოწმობა იბეჭდება საარჩევნო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემიდან „armasi“), რომელიც დამოწმებული უნდა იყოს დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით.

საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრობის კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაციაზე უარი ან/და საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლები (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 112; მუხლი 116.12; მუხლი 117.5; მუხლი 118.1; ცესკოს 2018 წლის 26 თებერვლის N7/2018 დადგენილება)

ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრობის კანდიდატს რეგისტრაციაში არ გაატარებს, ხოლო რეგისტრირებულ კანდიდატს რეგისტრაციას გაუუქმებს, თუ საარჩევნო კომისიისათვის წარდგენილი განცხადებები და საბუთები არ აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, ან სახეზეა საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული სხვა საფუძველები, მათ შორის:

← არასრული ან არასწორია კანონმდებლობით მოთხოვნილი დოკუმენტაცია ან/და კანონით გათვალისწინებული მონაცემები;

← კანდიდატმა არ გაიარა ნარკოლოგიური შემოწმება, ან შემოწმების შედეგად დადასტურდა ამ პირის მიერ ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება;

← გაუქმდა მისი წარმდგენი სუბიექტის საარჩევნო რეგისტრაცია;

← დარღვეულია მაჟორიტარი წევრობის კანდიდატის სტატუსთან თანამდებობრივი მდგომარეობის შეუთავსებლობის მოთხოვნები;

← მაჟორიტარი კანდიდატის პირადი განცხადების საფუძველზე;

← თუ პირი გარდაიცვალა;

← საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

აგრეთვე, ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რეგისტრაციაში არ გაატარებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრობის კანდიდატს, თუ:

← მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიაში აღმოჩნდება დადგენილ რაოდენობაზე ნაკლები ამომრჩევლის ხელმოწერა;

← დარღვეულია მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიების წარდგენის ვადა;

← არ იქნა წარდგენილი მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიები.

რეგისტრირებული ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლები (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 118.2)

საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებული ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით:

← საკუთარი განცხადების საფუძველზე;

← თუ რეგისტრაციაში არ გატარდა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატი, ან თუ გაუქმდა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია;

← ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფიდან ყველა წევრის გასვლის შემთხვევაში;

← საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 120)

საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატს, აგრეთვე მის წარმდგენ პარტიას/საარჩევნო ბლოკს/საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვთ, ნებისმიერ დროს, მაგრამ კენჭისყრამდე არა უგვიანეს 12 დღისა (16 აპრილი), უარი თქვან არჩევნებში მონაწილეობაზე ან წარდგენილ კანდიდატზე, რისთვისაც განცხადებით უნდა მიმართონ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.

შესაბამისი საარჩევნო კომისია უზრუნველყოფს ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე კანდიდატის რეგისტრაციის, კანდიდატის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე ინფორმაციის დაუყოვნებლივ გამოქვეყნებას.

საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრის განსაზღვრა (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 119)

პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატებს აქვთ იგივე რიგითი ნომერი, რომელიც მათ წარმდგენ პარტიას/საარჩევნო ბლოკს აქვს მინიჭებული.

ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატს რიგით ნომერს ანიჭებს ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისია არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღეს (29 მარტი), ცესკოს მიერ საარჩევნო სუბიექტებისთვის ნომრების მინიჭების საკითხზე შესაბამისი სხდომის გამართვის შემდეგ. წილისყრის პროცედურები ტარდება საარჩევნო კომისიის შენობაში, სხდომებზე დასწრების უფლების მქონე პირთა თანდასწრებით. წილისყრის მიზნით კომისიის თავმჯდომარე:

← ერთი ფორმისა და სახეობის ფურცლებზე, ერთი და იმავე საწერი საშუალებით წერს საარჩევნო ოლქში საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატების შესაბამისი რაოდენობის ფურცლებზე ნომრებს, რომლებიც იწყება არჩევნებში მონაწილე პარტიებისათვის/საარჩევნო ბლოკებისათვის მინიჭებული უმაღლესი რიგითი ნომრის მომდევნო რიცხვიდან;

← ყოველი ფურცელი უნდა დამოწმდეს კომისიის ბეჭდით;

← ყველა ფურცელი იკეცება იმგვარად, რომ შეუძლებელი იყოს მათზე არსებული ნომრის წაკითხვა;

← კომისიის თავმჯდომარე შევსებულ ფურცლებს ათავსებს გამჭვირვალე ყუთში, საიდანაც ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები სათითაოდ იღებენ მათ;

← წილნაყარი ნომერი ხდება ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატის რიგითი ნომერი.

მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში რეგისტრირებულ კანდიდატთა იმ მონაცემებს, რომლებიც შეიტანება საარჩევნო ბიულეტენში, თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს ცესკო კენჭისყრამდე არა უგვიანეს 25-ე დღისა (3 აპრილი).

თავი III.

დამკვირვებელ ორგანიზაციათა რეგისტრაცია (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 39.2; მუხლი 40)

ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას, რომელიც დაკვირვებას ახორციელებს N54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, რეგისტრაციაში ატარებს ცესკო ან ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისია.

ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია შეიძლება იყოს კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 1 წლისა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ადგილობრივი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის წესდება ან სხვა სადამფუძნებლო დოკუმენტი რეგისტრაციაში გატარების მომენტისათვის ითვალისწინებს არჩევნების მონიტორინგს ან/და ადამიანის უფლებათა დაცვას და რომელიც არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრირებულია ცესკოში ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.

რეგისტრაციაში გატარების მიზნით ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას უფლება აქვს, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-10 დღისა (18 აპრილი), განცხადებით მიმართოს, როგორც ძირითად, ისევე დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიას და წარუდგინოს თავისი სადამფუძნებლო დოკუმენტის/წესდების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლი (განცხადების დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიაში წარდგენის შემთხვევაში, მიღებულ დოკუმენტაციას დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია დაუყოვნებლივ უგზავნის ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიას, „გასული წერილის“ სახით). განცხადებაში მითითებული უნდა იყოს იმ საარჩევნო ოლქის დასახელება, რომელშიც ორგანიზაცია ახორციელებს დაკვირვებას.

ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისია განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში წყვეტს ორგანიზაციის რეგისტრაციის საკითხს.

რეგისტრირებული ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის ხელმძღვანელობაზე/ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის საარჩევნო სუბიექტად ან/და საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად რეგისტრაციაში გატარების შემთხვევაში, რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა, ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია ვალდებულია შესაბამის საარჩევნო კომისიას წარუდგინოს დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ საარჩევნო სუბიექტად/სუბიექტის წარმომადგენლად რეგისტრირებულ სადამკვირვებლო ორგანიზაციის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლება-მოსილების მქონე პირს შეუწყდა ან შეუწყდება უფლებამოსილება. ამ დოკუმენტის წარუდგენლობა არის აღნიშნული ორგანიზაციის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი.

რეგისტრაციაში გატარების შემთხვევაში ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-5 დღისა (23 აპრილი) შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს უნდა წარუდგინოს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში დამკვირვებლების რეგისტრაციის შესახებ განცხადება, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს, რომ მის მიერ წარდგენილ სიაში შეყვანილი დამკვირვებლები აკმაყოფილებენ საარჩევნო კოდექსის 39-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს. განცხადებას თან უნდა ერთოდეს საოლქო ან/და საუბნო საარჩევნო კომისიაში/კომისიებში დანიშნული დამკვირვებელთა სია და თითოეული მათგანის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი.

დამკვირვებელთა სიაში უნდა აღინიშნოს:

← დამკვირვებლის ვინაობა (სახელი, გვარი; რეგისტრაციის ადგილი);

← საარჩევნო ოლქი და საარჩევნო უბანი/უბნები, სადაც იგი დააკვირდება არჩევნებს.

ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ადგილობრივი დამკვირვებელი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 18 წლის ასაკიდან (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 39.4), გარდა:

4 მოსამართლისა;

4 საარჩევნო კომისიის წევრისა;

4 პროკურატურის თანამდებობის პირისა;

4 საარჩევნო სუბიექტისა და მისი წარმომადგენლისა;

4 “საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა;

4 ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრისა;

4 ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელისა და მისი მოადგილისა;

4 საქართველოს შინაგან საქმეთა, თავდაცვის და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებისა.

დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებელთა რეგისტრაციის ვადა

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 40.9)

ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი ვალდებულია დამკვირვებელთა სიის წარდგენიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა განკარგულებით რეგისტრაციაში გაატაროს დამკვირვებელი და დამკვირვებელ ორგანიზაციას გადასცეს დამკვირვებლების მოწმობები. დამკვირვებლის მოწმობა იმავდროულად წარმოადგენს დამკვირვებლის სამკერდე ნიშანს, ძალაშია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობასთან/ პასპორტთან ერთად.

მოთხოვნის შემთხვევაში, დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია, ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრიებულ პირებზე გასცემს დამკვირვებლის მოწმობას ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის ხელმოწერით (მოწმობა იბეჭდება საარჩევნო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემიდან „armasi“), რომელიც დამოწმებული უნდა იყოს დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით.

საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელთა რეგისტრაცია

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 42; მუხლი 42.22)

ცესკოს მიერ რეგისტრირებულ პარტიას/საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს, დანიშნოს ორი წარმომადგენელი ყოველ საარჩევნო კომისიაში, ხოლო ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, ორ-ორი წარმომადგენელი დანიშნოს შესაბამის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში. საარჩევნო სუბიექტის (არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის) წარმომადგენელი საარჩევნო სუბიექტს წარმოადგენს მხოლოდ იმ საარჩევნო კომისიასთან ურთიერთობაში, რომელშიც მას აქვს რეგისტრაცია.

საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 18 წლის ასაკიდან.

საუბნო საარჩევნო კომისიებში პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენლებს განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს შესაბამისი ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი. ამ მიზნით პარტიამ/საარჩევნო ბლოკმა საუბნო საარჩევნო კომისიაში წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს, ხოლო საოლქო (როგორც ძირითად, ისე დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიაში) და შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიებში, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლების დანიშვნის თაობაზე, საინიციატივო ჯგუფმა განცხადებით უნდა მიმართოს ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს (რომელ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერაც იქნა რეგისტრაციაში გატარებული ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი).

იმ შემთხვევაში თუ საარჩევნო სუბიექტი საარჩევნო კომისიაში წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ განცხადებით მიმართავს დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიას, კომისია იღებს და ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიაში აგზავნის შესაბამის დოკუმენტაციას.

საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ განცხადებას ხელს უნდა აწერდეს პარტიის/საარჩევნო ბლოკის ხელმძღვანელი პირი, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიაში ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელების დანიშვნის შესახებ განცხადებას - საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი საოლქო საარჩევნო კომისიაში.

განცხადებაში აღნიშნული უნდა იყოს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის:

← გვარი, სახელი;

← დაბადების წელი;

← მისამართი;

← საკონტაქტო ტელეფონის ნომერი (თუ აქვს).

განცხადებას თან უნდა ერთოდეს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი.

სათანადო ინფორმაციის სრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი 24 საათის განმავლობაში განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს და გასცემს წარმომადგენლის მოწმობას, რომელიც იმავდროულად არის წარმომადგენლის სამკერდე ნიშანი.

მოთხოვნის შემთხვევაში, დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებულ წარმომადგენელს გადასცემს წარმომადგენლის მოწმობას ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის ხელმოწერით (მოწმობა იბეჭდება საარჩევნო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემიდან „armasi“), რომელიც დამოწმებული უნდა იყოს დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით.

პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაცია (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 44)

პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციას ახორციელებს ცესკოს მდივანი ან ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი.

პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებს უფლება აქვთ წარმომადგენლების აკრედიტაციის მიზნით, განცხადება წარუდგინონ როგორც ძირითად, ისევე დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-3 დღისა (25 აპრილი). განცხადებას თან უნდა ერთოდეს წარმომადგენლების საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობების ან საქართველოს მოქალაქის პასპორტების ფოტოასლები (განცხადების დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიაში წარდგენის შემთხვევაში, მიღებულ დოკუმენტაციას დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია დაუყოვნებლივ უგზავნის ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიას, „გასული წერილის“ სახით).

განცხადების წარდგენიდან 1 დღის ვადაში ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი წყვეტს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის საკითხს და აკრედიტებულ წარმომადგენელს გადაწყვეტილების მიღებიდან 1 დღის ვადაში გადასცემს წარმომადგენლის მოწმობას, ხოლო აკრედიტაციაზე უარის თქმის შემთხვევაში მას იმავე ვადაში გადასცემს სათანადო განკარგულებას.

მოთხოვნის შემთხვევაში, დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ აკრედიტებულ წარმომადგენლებს გადასცემს წარმომადგენლის მოწმობას ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის ხელმოწერით (მოწმობა იბეჭდება საარჩევნო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემიდან „armasi“), რომელიც დამოწმებული უნდა იყოს დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით.

აკრედიტებული პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის საარჩევნო სუბიექტად ან/და საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად რეგისტრაციაში გატარების შემთხვევაში, რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალება ვალდებულია შესაბამის საარჩევნო კომისიას წარუდგინოს დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ საარჩევნო სუბიექტად/სუბიექტის წარმომადგენლად რეგისტრირებულ პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების მქონე პირს შეუწყდა ან შეუწყდება უფლებამოსილება. ამ დოკუმენტის წარუდგენლობა შესაბამისი პრესის/მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების აკრედიტაციის გაუქმების საფუძველია.

ნაწილი IV

საოლქო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო დოკუმენტაციის მიღება, კენჭისყრის შედეგების შეჯამება

თავი I.

დოკუმენტაციის მიღება/დახარისხება

ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საუბნო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილი პირები ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიას, ხოლო დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საუბნო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილი პირები დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიას გადასცემენ საარჩევნო დოკუმენტაციის ყუთს/ტომარას და მისგან განცალკევებით:

← კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს შესწორების ოქმებთან და წერილობით ახსნა-განმარტებებთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც უკავშირდება შემაჯამებელი ოქმის მონაცემებს ან/და რეკვიზიტებს (თარიღი და დრო, კომისიის ბეჭედი, რეგისტრაციის ნომერი, რეგისტრატორების ბეჭდის ნომრები, კომისიის წევრთა ხელმოწერები);

← სარეგისტრაციო ჟურნალს;

← განცხადებების/საჩივრებისა და კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის დალუქულ კონვერტს.

რეკომენდებულია, საარჩევნო დოკუმენტაციის[2] მიღება/დახარისხება მიმდინარეობდეს ქვემოთ მოცემული სქემის მიხედვით.

ნაკადის მარეგულირებელი კომისიის წევრი აკონტროლებს საუბნო საარჩევნო კომისიების უფლებამოსილი პირების ნაკადს და აგზავნის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შემოწმებაზე პასუხისმგებელ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებთან.

კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შემოწმებისთვის პასუხისმგებელი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი/წევრები იბარებენ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმებს (შესწორების ოქმებსა და წერილობით ახსნა-განმარტებებთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში)) და ამოწმებენ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების მონაცემებსა და რეკვიზიტებს.

საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი/წევრები კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს შესწორების ოქმებთან და წერილობით ახსნა-განმარტებებთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შემოწმების შედეგების გათვალისწინებით, გადასცემენ საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს.

როგორც ძირითადი, ისე დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს (შესწორების ოქმებთან და ახსნა-განმარტებებთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში)) ტვირთავს საარჩევნო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში.

საოლქო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი და უფლებამოსილება

საუბნო საარჩევნო კომისიისგან საარჩევნო დოკუმენტაციის ჩაბარებაზე პასუხისმგებელი კომისიის წევრი აღრიცხავს მიღებულ საარჩევნო დოკუმენტაციას/მასალებს და აკეთებს ჩანაწერს საარჩევნო დოკუმენტაციის/მასალების მიღების შესახებ, რის თაობაზეც ადგენს მიღება-ჩაბარების აქტს.

საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შესწორების ოქმის შედგენა (საარჩევნო კოდექსი ‒ მუხლი 26.2.დ1)

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების ახსნა-განმარტებების ან/და სხვა სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლების არსებობისას, საჭიროების შემთხვევაში, არაუგვიანეს კენჭისყრის დღის მომდევნო დღისა, საუბნო საარჩევნო კომისია ადგენს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შესწორების ოქმს.

შესწორების ოქმის შედგენის მიზნით ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირი ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიის, ხოლო დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირი დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში იწვევს საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა იმ წევრს, რომელიც ესწრებოდა საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენას.

საუბნო საარჩევნო კომისია კომისიის წევრების ახსნა-განმარტებების ან/და სხვა სამართ- ლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლების გათვალისწინებით ადგენს შესწორების ოქმს, რომელშიც აღინიშნება კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემის/ მონაცემების შესწორება და მისი შედგენის თარიღი და დრო.

შესწორების ოქმს ხელს აწერენ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები, დაესმება შესაბამისი (ძირითადი ან დამხმარე) საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭედი, გატარდება საოლქო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში და დაერთვება კენჭისყრის შედეგების იმ შემაჯამებელ ოქმს, რომელშიც შეტანილი მონაცემი/მონაცემები შესწორდა.

საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების გადამოწმება (საარჩევნო კოდექსი ‒ მუხლი 21.ე; 124.2)

ძირითადი საოლქო სარჩევნო კომისია განცხადების/საჩივრის საფუძველზე (თუ განცხადება/საჩივარი შეტანილია ძირითად ან დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიაში კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში), აგრეთვე საკუთარი ინიციატივით უფლებამოსილია გადაამოწმოს საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის სისწორე.

ამ მიზნით ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისია იკვლევს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ახსნა-განმარტებებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) არსებულ მონაცემებს და მათ საფუძველზე იღებს საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებას საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმში მონაცემების შეცვლის შესახებ.

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ახსნა-განმარტებების არარსებობის შემთხვევაში, ან თუ ახსნა-განმარტებების შესწავლა არ იძლევა შემაჯამებელი ოქმის მონაცემების სისწორის დადგენის შესაძლებლობას, ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისია სხდომაზე დამსწრეთა არანაკლებ 2/3-ით იღებს განკარგულებას საუბნო საარჩევნო კომისიიდან შემოსული პაკეტების გახსნისა და საარჩევნო ბიულეტენების გადათვლის შესახებ.

საუბნო საარჩევნო კომისიისგან მიღებული პაკეტების გახსნისა და საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საოლქო საარჩევნო კომისიამ უნდა აცნობოს ყველა საარჩევნო სუბიექტსა და დამკვირვებელ ორგანიზაციას, რომელთა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ საარჩევნო უბანზე საარჩევნო ბიულეტენების დათვლას, და მათი სურვილის შემთხვევაში უზრუნველყოს ხელახლა დათვლის პროცესზე მათი წარმომადგენლების დასწრება.

თუ საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება ეხება დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საუბნო საარჩევნო კომისიისგან მიღებული პაკეტების გახსნასა და საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლას, ზემოთ აღნიშნულ პროცედურას, ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, ახორციელებს დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია. გადათვლასთან დაკავშირებული მონაცემების გადამოწმების თაობაზე დგება დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის ოქმი, რომელიც ეგზავნება ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიას შემდგომი რეაგირებისათვის.

საარჩევნო დოკუმენტაციის გახსნისას საოლქო საარჩევნო კომისიამ სასურველია დაიცვას საარჩევნო დოკუმენტაციის გადათვლის შემდეგი თანამიმდევრობა:

4 ამომრჩეველთა სიებში ხელმოწერების რაოდენობა;

4 ბათილი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა;

4 თითოეული კანდიდატისათვის მიცემული ხმების (საარჩევნო ბიულეტენების) რაოდენობა.

ზემოთ აღნიშნული შემოწმების შედეგად, ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია საკუთარი გადაწყვეტილებით შეცვალოს საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმში მონაცემები. საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმში მონაცემების შეცვლის შესახებ მიიღება განკარგულებით სხდომაზე დამსწრეთა არანაკლებ 2/3-ით. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს წერილობით გამოთქვას განსხვავებული აზრი, რომელიც ერთვის ოქმს. ამასთანავე, განსხვავებული აზრის მქონე კომისიის წევრი ვალდებულია პატივი სცეს და დაემორჩილოს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. მას არა აქვს უფლება თავისი ქმედებით/უმოქმედობით ხელი შეუშალოს ამ გადაწყვეტილებათა აღსრულებას.

მოთხოვნის შემთხვევაში, დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია დაინტერესებულ პირებს გადასცემს ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას (გადაწყვეტილებას ბეჭდავს საარჩევნო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემიდან “armasi”), რომელსაც ამოწმებს დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით.

თავი II.

კენჭისყრის შედეგების შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიაში

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 75, მუხლი 124)

საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის განხილვის შედეგების გათვალისწინებით, კენჭისყრიდან არა უგვიანეს მე-11 დღისა (9 მაისი) ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისია თავის სხდომაზე აჯამებს კენჭისყრის შედეგებს და შეაქვს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემებით ჩატარებული კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში.

საოლქო საარჩევნო კომისიის ყველა წევრი, რომელიც ესწრება კომისიის სხდომას, ვალდებულია ხელი მოაწეროს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს. ოქმი დამოწმდება საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით.

თუ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი არ ეთანხმება შემაჯამებელ ოქმში შეტანილ მონაცემებს, მას უფლება აქვს, ოქმში აღნიშნოს, რას არ ეთანხმება და ოქმს წერილობით დაურთოს განსხვავებული აზრი.

არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის საჯაროობა

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 75.7-9)

კომისია ვალდებულია უზრუნველყოს არჩევნების შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლის გამოკვრა საჯარო გაცნობისათვის.

საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმი (კომისიის წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით), აგრეთვე კომისიის განკარგულებები საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებში ცვლილებების შეტანის შესახებ (თუ ასეთი ცვლილებები იქნა შეტანილი) დაუყოვნებლივ გადაეცემა ცესკოს.

ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისია შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლს (კომისიის წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით) მისი მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადასცემს პარტიის/საარჩევნო ბლოკის/საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს და დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებლებს. შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლი უნდა დამოწმდეს საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით და საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის ხელმოწერებით. არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლის მიღებას წარმომადგენელი/დამკვირვებელი საოლქო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში ხელმოწერით ადასტურებს.

მოთხოვნის შემთხვევაში დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია გასცემს საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების ფოტოასლებს, რომელსაც ბეჭდავს საარჩევნო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემიდან. ოქმის ასლი უნდა დამოწმდეს დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით და დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის ხელმოწერებით.

ნაწილი V

საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადებების/ საჩივრების შეტანისა და განხილვის წესები

თავი I.

საოლქო საარჩევნო კომისია საარჩევნო დავებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებისას ხელმძღვანელობს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 2 მარტის N8/2012 დადგენილებით დამტკიცებული საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადება/ საჩივრის შეტანისა და განხილვის ინსტრუქციით (შემდგომში ‒ ინსტრუქცია), საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის N2/2012 დადგენილებით დამტკიცებული საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით[3].

საოლქო სარჩევნო კომისიაში საარჩევნო დავებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველი შეიძლება იყოს:

← განცხადება/საჩივარი[4];

← საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საკუთარი ინიციატივით საკითხის შესწავლის შესახებ.

საოლქო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო დავებთან, მათ შორის კენჭისყრის დღის განც- ხადების/საჩივრის განხილვასთან დაკავშირებული და საკუთარი ინიციატივით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ქვემოთ მოცემულ სქემაში ნაჩვენები ეტაპების შესაბამისად.

თავი II.

კენჭისყრის დღის განცხადების/საჩივრის წარდგენა. კენჭისყრის დღის განცხადებასთან/ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება საოლქო საარჩევნო კომისიაში დაიწყება დაინტერესებული მხარის (უფლებამოსილი პირის) მიერ განცხადების/საჩივრის წარდგენის შემთხვევაში.

როგორც ძირითად, ისე დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიაში შესაძლებელია წარდგენილ იქნეს შემდეგი სახის განცხადება/საჩივარი:

← კენჭისყრის პროცედურების დარღვევის შესახებ, თუ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ კენჭისყრის პროცედურის დარღვევის თაობაზე შეტანილი განცხადების/ საჩივრის შემთხვევაში, არ ან ვერ აღმოფხვრა დარღვევა ან სხვაგვარი ფორმით უარი განაცხადა რეაგირებაზე, განმცხადებელს/მომჩივანს უფლება აქვს იმავე დარღვევაზე განცხადება/საჩივარი დაუყოვნებლივ წარუდგინოს საოლქო საარჩევნო კომისიას.

ამ სახის განცხადების/საჩივრის წარდგენაზე უფლებამოსილი პირი შეიძლება იყოს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი, ან არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციის დამკვირვებელი.

← საარჩევნო ყუთის გახსნიდან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე, განმცხადებელს/მომჩივანს უფლება აქვს, გაასაჩივროს ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი დარღვევები და მოითხოვოს კენჭისყრის შედეგების გადასინჯვა ან ბათილად ცნობა.

ამ სახის განცხადების/საჩივრის წარდგენაზე უფლებამოსილი პირი შეიძლება იყოს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი, ან არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციის დამკვირვებელი.

← საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესახებ.

ამ ტიპის განცხადების/საჩივრის წარდგენაზე უფლებამოსილი პირი შეიძლება იყოს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი ან არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაცია.

საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადება/საჩივრის რეგისტრაცია. საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადება/საჩივარი (იხ. სარეკომენდაციო ფორმა დანართი №1). შეტანილად ითვლება კომისიაში მისი რეგისტრაციის მომენტიდან. საარჩევნო კომისიაში განცხადების/საჩივრის შეტანა არ აჩერებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოქმედებას.

საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილ განცხადებას/საჩივარს რეგისტრაციაში ატარებს კომისიის მდივანი, შემდეგი წესის დაცვით:

← სარეგისტრაციო ჟურნალში მიუთითებს განმცხადებლის ვინაობას;

← განცხადების/საჩივრის წარმდგენი და მიმღები პირები ხელს აწერენ ჩანაწერის გასწვრივ;

← განცხადების/საჩივრის მიღების დადასტურების მიზნით, განმცხადებელს გადასცემს წერილობით ცნობას საკუთარი ხელმოწერით და ბეჭდით (იხ. დანართი №3).

კომისიის მდივანი განცხადების/საჩივრის რეგისტრაციისას ვალდებულია დარწმუნდეს, რომ განცხადება/საჩივარი შეიცავს საქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებულ ყველა საჭირო რეკვიზიტს (იხ. დანართი №2);

ხარვეზის დადგენის წინაპირობები და განუხილველად დატოვების საფუძვლების შემოწმება. საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი ვალდებულია განცხადების/საჩივრის წარმდგენს დაუდგინოს ხარვეზი, თუ განცხადება/საჩივარი არ შეიცავს:

← განცხადების/საჩივრის შედგენის თარიღსა და დროს;

← განმცხადებლის/მომჩივნის სახელს, გვარს და რეგისტრაციის ადგილს;

← საარჩევნო უბნის ნომერს;

← მოწმის არსებობის შემთხვევაში – მის სახელს, გვარს და რეგისტრაციის ადგილს.

ასეთ შემთხვევაში, საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი ვალდებულია განცხადების/საჩივრის წარმდგენს განუსაზღვროს გონივრული ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად. ეს ვადა უნდა იყოს გონივრული, რომ წარმდგენმა სუბიექტმა შეძლოს მითითებული ხარვეზის გამოსწორება.

სარეგისტრაციო ჟურნალში ხარვეზის ჩანაწერის გასწვრივ ხელს აწერენ განცხადების/ საჩივრის წარმდგენი და საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი.

განცხადების/საჩივრის წარმდგენს დადგენილ ვადაში უფლება აქვს გამოასწოროს ხარვეზი ანალოგიური განცხადების/საჩივრის წარდგენის გზით, რომელშიც აღმოფხვრილი იქნება ხარვეზის დადგენის საფუძვლები ან/და წარადგინოს განცხადება, სადაც მიეთითება ის მონაცემები, რომელთა გამოც დაუდგინდა ხარვეზი.

ხარვეზის შევსების შემთხვევაში, საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი, სარეგისტრაციო ჟურნალში რეგისტრირებული განცხადების/საჩივრის გასწვრივ აკეთებს ჩანაწერს ”შევსებულია”, ხარვეზის შევსების ზუსტი დროისა და თარიღის მითითებით. ჩანაწერის გასწვრივ ხელს აწერს განცხადება/საჩივრის წარმდგენი და საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი. დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

აღსანიშნავია, რომ ხარვეზის დადგენა არ ხდება საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრებასთან დაკავშირებულ განცხადებაზე/საჩივარზე, ასევე იმ შემთხვევაში, როდესაც განცხადება/საჩივარი შეიცავს განუხილველად დატოვების ქვემოთ მოცემულ საფუძვლებს:

← დარღვეულია მისი შეტანის წესი;

← განცხადება/საჩივარი შედგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ;

← განცხადება/საჩივარი საარჩევნო კომისიას გადაეცა კანონით მოთხოვნილი ვადების დარღვევით;

← განცხადებაში/საჩივარში არ არის აღნიშნული დარღვევის არსი და მისი ჩადენის დრო.

განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია, ასევე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები, კერძოდ, თუ:

← არსებობს საოლქო საარჩევნო კომისიის ან ზემდგომი საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება იმავე საკითხზე;

← არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება იმავე დავის საგანზე მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის, ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ;

← სასამართლო წარმოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით;

← ზემდგომ საარჩევნო კომისიაში მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება იმავე განცხადება/საჩივართან დაკავშირებით.

განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლების არსებობის შემთხვევაში ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გამოსცემს განკარგულებას განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ ინფორმაცია, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულების გამოცემისთანავე, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მხარეს (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 77.191).

განმცხადებელს/მომჩივანს განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ შეიძლება ეცნობოს როგორც წერილობით, ისე სატელეფონო საშუალებების გამოყენებით (მათ შორის მოკლე ტექსტური შეტყობინებით), ელექტრონული ფოსტით ან სხვა ტექნიკური საშუალებებით).

განმცხადებლი/მომჩივანი ინფორმირებულად ითვლება, თუ ინფორმირება დასტურდება:

← განმცხადებლის/მომჩივანის მიერ მითითებულ საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე დაკავშირებით;

← შეტყობინების ელექტრონული ფოსტის, მოკლე ტექსტური შეტყობინების ან სხვა ტექნიკური საშუალებებით გაგზავნის შემთხვევაში – შესაბამისი ტექნიკური საშუალებით გაგზავნის დადასტურებით.

განმცხადებელი/მომჩივანი ასევე ინფორმირებულად ჩაითვლება, თუ შეუძლებელია მასთან განცხადებაში/საჩივარში მითითებული ტექნიკური საშუალებებით დაკავშირება.

განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულების გამოცემის თაობაზე განმცხადებლის/მომჩივნის ინფორმირებასთან დაკავშირებით დგება შეტყობინების აქტი (დანართი N5). საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით შეტყობინების აქტს ადგენს და ხელს აწერს კომისიის ერთ-ერთი წევრი.

თავი III.

ხმის დათვლასთან და კენჭისყრის შედეგების შეჯამებასთან დაკავშირებულ განცხადებებს/ საჩივრებს ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისია განიხილავს და გადაწყვეტილებებს იღებს საოლქო საარჩევნო კომისიაში შესაბამისი განცხადების/საჩივრის რეგისტრაციიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.

ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისია განცხადების/საჩივრის განხილვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ საკუთარი ინიციატივით მოპოვებული მასალების სათანადო გამოკვლევისა და შესწავლის შემდეგ. ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისია გადაწყვეტილებას იღებს განკარგულებით, რომელიც შეიძლება საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესით გასაჩივრდეს მხოლოდ სასამართლოში.

მხარეს უფლება აქვს, საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს მონაწილეობა საჩივრის განხილვაში. ამასთან, მხარეს, რომელიც ესწრება კომისიის სხდომას, სხდომის დაწყების წინ უნდა გადაეცეს მისი საჩივრის განხილვასთან დაკავშირებული, კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი დოკუმენტების პროექტები და ასლები. საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობა არ ქმნის საჩივრის განხილვის გადადების საფუძველს.

განცხადების/საჩივრის განხილვაზე მხარეების დაბარება. საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია მხარეს საქმის განხილვის დრო და ადგილი შეატყობინოს საქმის განხილვის დაწყებამდე არაუგვიანეს 3 საათისა. თუ საჩივრის ავტორია:

← საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული დამკვირვებელი ორგანიზაცია ან მისი წარმომადგენელი, საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ ეცნობება ამ ორგანიზაციის საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ შესაბამის დამკვირვებელს ან ამ ორგანიზაციას;

← საარჩევნო სუბიექტი ან მისი დანიშნული წარმომადგენელი, საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ ეცნობება ამ სუბიექტის მიერ დანიშნულ წარმომადგენელს;

← საარჩევნო კომისიის წევრი, საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ პირადად მას ეცნობება.

საჩივრის განხილვისათვის მხარეები შეიძლება დაბარებულ იქნენ როგორც წერილობით, ისე ტელეფონით (მათ შორის, მობილური ტელეფონით; მოკლე ტექსტური შეტყობინებით), ელექტრონული ფოსტით, ფაქსით ან სხვა ტექნიკური საშუალებით.

მხარის ტექნიკური საშუალებებით დაბარება დასტურდება:

← მის მიერ მითითებულ საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე დაკავშირებით;

← ელექტრონული ფოსტის, ფაქსის ან მოკლე ტექსტური შეტყობინების შემთხვევაში − შესაბამისი ტექნიკური საშუალებით მოწოდებული დადასტურებით.

მხარის ტექნიკური საშუალებებით დაბარებისას დგება აქტი (იხ. დანართი №4), რომელიც უნდა დაერთოს კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საჩივარს. საოლქო საარჩევნო კომისიაში აქტს კომისიის თავმჯდომარის დავალებით ადგენს კომისიის ერთ-ერთი წევრი და მას ხელს აწერენ აქტის შემდგენი და საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

მხარეს უფლება აქვს:

← საარჩევნო კომისიასთან ურთიერთობა აწარმოოს წარმომადგენლის მეშვეობით;

← ისარგებლოს ადვოკატის დახმარებით.

წარმომადგენელი ვალდებულია საარჩევნო კომისიაში წარადგინოს კანონით დადგენილი წესით დამოწმებული წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი:

← მოქალაქეების წარმომადგენლობა დასტურდება მათ მიერ გაცემული წარმომადგენლ- ობის დამადასტურებელი დოკუმენტით;

← ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლობა დასტურდება წარმომადგენ- ლობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტით;

← პარტიის, დამკვირვებელი ორგანიზაციის წარმომადგენლობა დასტურდება მისი ხელმ- ძღვანელი პირის მიერ გაცემული მინდობილობით;

← ადვოკატის წარმომადგენლობა დასტურდება მარწმუნებლის მიერ დადგენილი წესით მასზე გაცემული დოკუმენტით (მინდობილობა/ორდერი).

განცხადების/საჩივრის წარმდგენ პირს უფლება აქვს ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე უარი განაცხადოს განცხადება/საჩივარზე (უკან გაითხოვოს განცხადება/საჩივარი). უარი განცხადება/საჩივარზე განცხადებული უნდა იქნეს წერილობით, საოლქო საარჩევნო კომისია წერილობით უარს დაურთავს განცხადებას/საჩივარს. ზეპირი მოსმენის დროს განმცხადებელი/მომჩივანი უფლებამოსილია განცხადება/საჩივარზე უარი განაცხადოს აგრეთვე ზეპირადაც, რაც აისახება საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის ოქმში.

თავი IV.

საოლქო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევებთან (გარდა კენჭისყრის დღისა) დაკავშირებული განცხადების/საჩივრის რეგისტრაცია, განცხადების/საჩივრის განხილვაზე მხარეების დაბარება და განცხადების/საჩივრის განხილვა მიმდინარეობს ერთიანი წესით, რომელიც მოცემულია კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცედურების დარღვევებზე წარდგენილ განცხადებებთან/საჩივრებთან მიმართებით.

საოლქო საარჩევნო კომისია არ ადგენს ხარვეზს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევების გამო (გარდა კენჭისყრის დღისა) წარდგენილ განცხადებებზე/საჩივრებზე. შესაბამისი საფუძვლის არსებობისას განცხადება/საჩივარი ხარვეზის დაუდგენლად რჩება განუხილველი.

საუბნო საარჩევნო კომისიის/კომისიის ხელმძღვანელ პირთა გადაწყვეტილებები მათი მიღებიდან (ხოლო კენჭისყრის დღეს ‒ კენჭისყრის დღიდან) 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში. ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიის/კომისიის ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილების გამო წარდგენილ საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში.

თავი V.

საოლქო საარჩევნო კომისიის/კომისიის ხელმძღვანელ პირთა გადაწყვეტილებები, გარდა ქვემოთ აღნიშნული გადაწყვეტილებებისა, მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს ცესკოში.

საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებები, როგორიცაა ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/სიებში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ და, ასევე, საუბნო საარჩევნო კომისიის/კომისიის ხელმძღვანელ პირთა გადაწყვეტილებების გამო (მათ შორის, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის გამო) შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში 2 კალენდარული დღის ვადაში.

დანართი N1

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ა) განცხადება/საჩივრის საარჩევნო უბანში წარდგენის შემთხვევაში მიეთითება საარჩევნო უბნისა და ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის დასახელება და ნომერი

ბ) განცხადება/საჩივრის საარჩევნო ოლქში შემავალ ნებისმიერ საარჩევნო კომისიაში წარდგენის შემთხვევაში მიეთითება ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის დასახელება და ნომერი

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა / ს ა ჩ ი ვ ა რ ი

(საჭირო გახაზეთ)

განმცხადებელი/მომჩივანი ----------------------------------------------------------------------------------

სახელი, გვარი, მისამართი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ფაქსი, ელ. ფოსტის მისამართი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

დარღვევა: კენჭისყრის პროცედურა □

ხმის დათვლა/კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურა □

დარღვევის ჩადენის დრო ---------------------------------------------

საათი, წუთი

№ ”---” ”-------------------” საარჩევნო უბანი

დარღვევის არსი: ----------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------

მოწმე (არსებობის შემთხვევაში) ----------------------------------------------------------------------------

სახელი, გვარი, მისამართი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით

დამრღვევის დადგენის შემთხვევაში ‒ მისი ის მონაცემები, რომელთა დადგენაც შესაძლებელი გახდა ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

დამრღვევის ახსნა-განმარტება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (სხვა დამატებითი ინფორმაცია) -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, განიხილოთ ჩემი განცხადება/საჩივარი და მოახდინოთ შესაბამისი რეაგირება (ბათილობის ან სხვა მოთხოვნის შემთხვევაში მიუთითეთ შესაბამისი მოთხოვნა) --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------განცხადება/საჩივრის განხილვისას პოზიციის დასაბუთებისთვის საჭირო გონივრული დრო ‒ ---------- წუთი

”----“ “-----------“ 20----- წელი

განმცხადებელი/მომჩივანი:

განცხადების/საჩივრის ------------------------------------------------ ------------------

(შედგენის დრო (საათი, წუთი)) ხელმოწერა

დანართი N2

საარჩევნო კომისიაში წარდგენილი განცხადების/საჩივრის რეკვიზიტები

განცხადებაში/საჩივარში აღინიშნება:[5]

← განცხადების/საჩივრის შედგენის თარიღი და დრო*;

← განმცხადებლის/მომჩივნის სახელი, გვარი და რეგისტრაციის ადგილი*;

← საარჩევნო უბნის ნომერი*;

← მოწმის არსებობის შემთხვევაში – მისი სახელი, გვარი და რეგისტრაციის ადგილი*;

← დარღვევის არსი და ჩადენის დრო**;

← დამრღვევის დადგენის შემთხვევაში – მისი ის მონაცემები, რომელთა დადგენაც შესაძლებელი გახდა**;

← დამრღვევის ახსნა-განმარტება (ასეთის არსებობის შემთხვევაში)**;

← განმცხადებლის/მომჩივნის საკონტაქტო ტელეფონის (საცხოვრებელი ადგილის ან/და მობილურის) ნომერი***;

← განმცხადებლის/მომჩივნის ფაქსის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი (მათი არსებობის შემთხვევაში)***;

← სხვა დამატებითი ინფორმაცია.

დანართი N3

№ „……“…………… საოლქო საარჩევნო კომისია

ცნობა

განცხადების/საჩივრის რეგისტრაციაში გატარების შესახებ

განცხადების/საჩივრის მიღების თარიღი: .................................................................................................. განცხადების/საჩივრის მიღების დრო: ........................................................................................................ განცხადების/საჩივრის სარეგისტრაციო ნომერი: .....................................................................................

კომისიის მდივანი: ....................................

/ხელმოწერა/

დანართი N4

მხარის ტექნიკური საშუალებებით დაბარების

ა ქ ტ ი

ქ. ------------------- „----“ „----------“ 20-- წ. აქტის შემდგენი ----------------------------------------------------------------------------------------------- (სახელი, გვარი, თანამდებობა)

შევადგინე ეს აქტი მასზედ, რომ ----------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(დასაბარებელი მხარის ვინაობა, იმ ტექნიკური საშუალების დასახელება და ნომერი, რომლიდანაც და რომელზეც მოხდა მხარესთან დაკავშირება, და შედეგი)

------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(საჩივრის განხილვის დრო და ადგილი)

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(საჩივრის დასახელება, რომლის გამოც ხდება დაბარება)

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------

გამოუცხადებლობის შემთხვევაში მხარეს განემარტა „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 77-ე მუხლის 25-ე და 31-ე პუნქტების შინაარსი.

ყოველივე ზემოაღნიშნულზე შედგა ეს აქტი, რომლის სისწორესაც ხელმოწერით ვადასტურებთ:

----------------------------------------------------------------

(აქტის შემდგენის ხელმოწერა)

--------------------------------------------------------------------

(საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის/ცესკოს განყოფილების უფროსის ხელმოწერა)

აქტის შედგენის დრო -----------------------------------------

რიცხვი/თვე/წელი

დანართი N5

საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით

განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ ინფორმაციის

მხარისათვის შეტყობინების

ა ქ ტ ი

ქ. ------------------- „----“ „----------“ 20-- წ.

აქტის შემდგენი ---------------------------------------------------------------------------------------------- (სახელი, გვარი, თანამდებობა)

შევადგინე ეს აქტი მასზედ, რომ ----------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (მხარის ვინაობა, იმ ტექნიკური საშუალების დასახელება და ნომერი, რომლიდანაც და რომელზეც მოხდა მხარესთან

დაკავშირება და შედეგი)

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(საჩივრის დასახელება, რომელიც დარჩა განუხილველი)

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(საჩივრის განუხილველად დატოვების დრო, თარიღი)

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ყოველივე ზემოაღნიშნულზე შედგა ეს აქტი, რომლის სისწორესაც ხელმოწერით ვადასტურებთ:

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(საოლქო საარჩევნო კომისიის შესაბამისი წევრის/ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის შესაბამისი თანამშრომლის ხელმოწერა)

აქტის შედგენის დრო -----------------------------------------

რიცხვი/თვე/წელი

შენიშვნებისთვის

_______________________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________________

შენიშვნებისთვის

_______________________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________________

-----------------------

[1] საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 85-ე მუხლის პირველი პუნქტის, 852 და 854 მუხლების მოთხოვნათა შესრულების მიზნით, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა (ამომრჩეველთა) მონაწილეობის უზრუნველყოფისათვის თვითმმართველი ქალაქის ან თვითმმართველი თემის აღმასრულებელ ორგანოებს, მათი წერილობითი თხოვნის საფუძველზე, შესაძლებელია გადაეცეთ შესაბამისი მუნიციპალიტეტის საზღვრებში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა სიის საჯარო ინფორმაციისთვის განკუთვნილი ვერსია, ფოტოსურათების გარეშე. ცესკოს მიერ გადაცემული პერსონალური მონაცემების შემცველი ამომრჩეველთა ერთიანი სიის დაცვაზე და გაუმჟღავნებლობისთვის პასუხისმგებელია შესაბამისი თვითმმართველი ქალაქის ან თვითმმართველი თემის ორგანო.

[2] საარჩევნო დოკუმენტაცია – საარჩევნო კომისიაში შესული და საარჩევნო კომისიიდან გასული განცხადება, საჩივარი, წერილი, ოქმი, საარჩევნო ბიულეტენი, სპეციალური კონვერტი, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სამართ­ ლებრივი აქტი, საკონტროლო ფურცელი, სარეგისტრაციო ჟურნალი, ამომრჩეველთა სია, ამომრჩევლის ბარათი, საარ­ ჩევნო კომისიის წევრის ახსნა­განმარტება.

[3] საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებისათვის საოლქო საარჩევნო კომისიები იყენებენ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესებს (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI, VII, XIII თავის საფუძველზე).

[4] განცხადება არის უფლების მოპოვებაზე ადმინისტრაციულ ­ სამართლებრივი აქტის გამოცემით/ქმედების განხორციელებით დაინტერესებული მხარის მიერ შეტანილი წერილობითი მოთხოვნა ან ზეპირი განცხადება, ხოლო საჩივარი ‒ დაინტერესებული მხარის მიერ შესაბამის საუბნო/საოლქო საარჩევნო კომისიაში დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით საუბნო საარჩევნო კომისიის/კომისიის ხელმძღვანელი პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ ­ სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადმინისტრაციულ ­ სამართლებრივი აქტის გამოცემის ან საუბნო/საოლქო საარჩევნო კომისიის/კომისიის ხელმძღვანელი პირის მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ადმინისტრაციულ ­ სამართლებრივი აქტის გამოცემას.

*აღნიშნული რეკვიზიტების არაზუსტად ან არასრულყოფილად მითითება არის განცხადებაზე/საჩივარზე ხარვეზის დადგენის საფუძველი, ხოლო ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში − მისი განუხილველად დატოვების საფუძველი.

**აღნიშნული რეკვიზიტების მიუთითებლობა არის ხარვეზის დადგენის გარეშე განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

***აღნიშნული რეკვიზიტების არაზუსტად ან არასრულყოფილად მითითება არ შეიძლება გახდეს განცხადებაზე/საჩივარზე ხარვეზის დადგენის და მისი განუხილველად დატოვების საფუძველი, მაგრამ შეიძლება გახდეს მხარის საჩივრის განხილვაზე დაბარების შეუძლებლობის საფუძველი.

-----------------------

საოლქო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი და უფლებამოსილება

ყურადღება

პარტიას უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, გარდა კენჭისყრის დღისა, გამოიწვიოს თავის მიერ დანიშნული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი. ამის თაობაზე პარტიამ უნდა აცნობოს შესაბამის საარჩევნო კომისიას (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 19.61).

ყურადღება

ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორია და უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 26 თებერვლის 30/2018 განკარგულებითა და 2018 წლის 26 თებერვლის №8/2018 დადგენილებით.

ყურადღება

საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს ეკრძალება წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა და აგიტაციაში მონაწილეობა.

საოლქო საარჩევნო კომისიის მუშაობის წესი

ყურადღება

საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში ჩარევა არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რის თაობაზეც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ უფლებამოსილი პირი (თანამდებობის პირი) და დაუყოვნებლივ აგზავნის შესაბამის რაიონულ სასამართლოში. დარღვევის დადასტურების შემთხვევაში სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი პირის 500 ლარის ოდენობით დაჯარიმების შესახებ (საქართველოს საარჩევნო კოდექსი - მუხლი 911).

ყურადღება

საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში ჩარევა არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რის თაობაზეც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ უფლებამოსილი პირი (თანამდებობის პირი) და დაუყოვნებლივ აგზავნის შესაბამის რაიონულ სასამართლოში. დარღვევის დადასტურების შემთხვევაში სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი პირის 500 ლარის ოდენობით დაჯარიმების შესახებ (საქართველოს საარჩევნო კოდექსი - მუხლი 911).

ყურადღება

საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს აქვს უფლება, შესაბამისი საარჩევნო კომისიის სხდომაზე მოითხოვოს სიტყვით გამოსვლა და აზრის გამოთქმა, ამა თუ იმ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება (საქართველოს საარჩევნო კოდექსი - მუხლი 42.5).

ყურადღება

საოლქო საარჩევნო კომისია, კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი ვალდებულია შესაბამისი განკარგულება ხელმოწერისთანავე გამოაკრან საოლქო საარჩევნო კომისიაში თვალსაჩინო ადგილას საჯარო გაცნობისათვის (საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი - მუხლი 7.4).

ყურადღება

კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს გამოთქვას განსხვავებული აზრი, რომელიც შეიტანება სხდომის ოქმში.

განსხვავებული აზრის მქონე კომისიის წევრი ვალდებულია პატივი სცეს და დაემორჩილოს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. მას არა აქვს უფლება თავისი ქმედებით/უმოქმედობით ხელი შეუშალოს კომისიის გადაწყვეტილებათა აღსრულებას.

ყურადღება

ნებისმიერი განცხადება/საჩივარი, რომელიც წარედგინება დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიას, ავტომატურად ითვლება ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიისთვის მიმართვად.

დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია რეგისტრაციაში ატარებს განცხადებებს/ საჩივრებს, რის შემდეგაც უზრუნველყოფს ყველა განცხადების/საჩივრის ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიისათვის გადაგზავნას „გასული წერილის” სახით.

დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია დაიტოვოს ყველა იმ დოკუმენტაციის ფოტოასლები, რომელსაც ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიაში აგზავნის.

ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება ეგზავნება დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიას.

ყურადღება

საოლქო საარჩევნო კომისიის/კომისიის ხელმძღვანელ პირთა გადაწყვეტილებების, საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლები, დაუყოვნებლივ უნდა გადაეცეს ყველა დაინტერესებულ პირს, მათი მოთხოვნის შემთხვევაში.

საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლები კენჭისყრის დღის მეორე დღიდან, დაუყოვნებლივ უნდა გადაეცეს ყველა დაინტერესებულ პირს, მათი მოთხოვნის შემთხვევაში (შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლი გაიცემა შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ).

საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილება (გარდა კომისიის სხდომის ოქმისა) მხარეს, რომელიც მონაწილეობს საჩივრის განხილვაში, მისი მოთხოვნის შემთხვევაში უნდა ჩაბარდეს ამ გადაწყვეტილების მიღების მომდევნო დღის 12 საათამდე.

საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომის ორგანიზება

ყურადღება

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე/კომისიის თავმჯდომარის მოადგილე/ კომისიის მდივანი არ შეიძლება იყვნენ ერთი და იმავე საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი კომისიის წევრები.

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ/კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ/ კომისიის მდივნად ასარჩევად ერთი და იმავე კანდიდატურის დასახელება შეიძლება მხოლოდ ორჯერ.

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ/კომისიის თავმჯდომარის მოადგი-ლედ/კომისიის მდივნად დასახელებულ კანდიდატს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს კენჭისყრაში და ხმა მისცეს საკუთარი კანდიდატურის სასარგებლოდ.

ამომრჩეველთა სიების შედგენის, გამოქვეყნებისა და მონაცემთა გადამოწმების წესი

ყურადღება

კედლის სიის თავდაპირველი ვერსია უნდა ჩამოიხსნას და იმავე ადგილას დაზუსტებული ვერსია უნდა გამოიკრას.

დაუშვებელია სამაგიდო სიის და მისი ასლის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემა.

ყურადღება

ამომრჩეველთა შესახებ მონაცემების გაცნობა და ასლის გაცემა ხორციელდება საჯარო ინფორმაციის გაცნობისა და გაცემისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ყურადღება

ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის განკუთვნილი ფოტოსურათებიანი ვერსიის გაცემა დასაშვებია მხოლოდ ელექტრონული სახით. უფლებამოსილმა პირმა სიის მისაღებად საოლქო საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს სათანადო მოცულობის მქონე ინფორმაციის ელექტრომატარებელი.

ყურადღება

ზემოთ აღნიშნული მიზნებისთვის, შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას უფლება აქვს მიმართოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს. მიმართვის შემთხვევაში სააგენტო ვალდებულია დაუყოვნებლივ მიაწოდოს საოლქო საარჩევნო კომისიას შესაბამისი ინფორმაცია.

ყურადღება

სპეციალური სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (კედლის სია) თვალსაჩინო ადგილას უნდა გამოიკრას საუბნო საარჩევნო კომისიისა და კენჭისყრის შენობებში.

ყურადღება

აღნიშნული რაოდენობის შევსების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ყოველი ახალი შემოსული განცხადების შესახებ დაუყოვნებლივ ატყობინებს ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას.

საოლქო საარჩევნო კომისია განცხადებებს განიხილავს და ამომრჩეველთა გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში ამომრჩევლის შეყვანის მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრეთა არანაკლებ ორი მესამედით.

ყურადღება

გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეიტანება ამომრჩევლის შესახებ იგივე მონაცემები, რომლებიც არის ამომრჩეველთა ერთიან სიაში, გარდა მისი ფოტოსურათისა და დამატებით აღინიშნება მისი რიგითი ნომერი ამომრჩეველთა ერთიან ან სპეციალურ სიაში.

გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (კედლის სია) შედგენისთანავე თვალსაჩინო ადგილას უნდა გამოიკრას საუბნო საარჩევნო კომისიისა და კენჭისყრის შენობებში.

მზადება კენჭისყრის დღისთვის

ყურადღება

მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე მიმღები და გამცემი პირები ამოწმებენ საარჩევნო ბიულეტენების რეკვიზიტების სისწორეს და საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების რაოდენობის შესაბამისობას მიღება-ჩაბარების აქტში შეტანილ მონაცემებთან. ამის შემდეგ საარჩევნო ბიულეტენები კვლავ ილუქება, რასაც მხარეები ხელმოწერით ადასტურებენ.

ყურადღება

თუ საარჩევნო ბიულეტენში შეტანილი რომელიმე საარჩევნო სუბიექტი აღარ მონაწილეობს არჩევნებში, განცხადება ამის შესახებ უნდა გამოიკრას თვალსაჩინო ადგილას კენჭისყრის შენობაში და ფარული კენჭისყრის კაბინებში.

საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობა და მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენა

ყურადღება

საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პარტიის/საარჩევნო ბლოკის რეგისტრაციას ახორციელებს ცესკოს თავმჯდომარე კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 113; მუხლი 114; მუხლი 129)

ყურადღება

საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობისთვის აუცილებელი არაა კანდიდატად წარდგენილი პირი რეგისტრირებული იყოს შესაბამისი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე.

ყურადღება

პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარსადგენი კანდიდატის საბუთების დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიაში წარდგენის შემთხვევაში, დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია აღნიშნულ საბუთებს დაუყოვნებლივ უგზავნის ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიას „გასული წერილის” სახით.

ყურადღება

ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი უნდა შედგებოდეს არანაკლებ 5 წევრისაგან (არ არის სავალდებულო ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრი რეგისტრირებული იყოს შესაბამისი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე).

ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრი არ შეიძლება იმავდროულად იყოს სხვა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრი.

ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ აღნიშნული მოთხოვნების დარღვევა არის ხარვეზის დადგენის საფუძველი (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 361).

ყურადღება

დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია, ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, ამოწმებს საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ მხარდამჭერთა სიებს და ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიას წარუდგენს შემოწმების შესახებ დასკვნას.

ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ №54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში კანდიდატის წარსადგენად საჭირო მხარდამჭერთა ხელმოწერების მინიმალური ოდენობა დადგენილია ცესკოს 2018 წლის 26 თებერვლის N35/2018 განკარგულებით.

მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრობის კანდიდატის რეგისტრაცია და რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლები

ყურადღება

წარდგენილ კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ დადასტურდა ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტი (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 47).

ყურადღება

შევსებული ფურცლების აღების რიგითობა, ერთსა და იმავე დღეს რეგისტრირებული კანდიდატებისათვის, განისაზღვრება შესაბამისი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მაჟორიტარი წევრობის კანდიდატის რეგისტრაციის შესახებ ძირითადი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულების ნომრის მიხედვით.

თუ რიგითი ნომრის მიკუთვნების შემდეგ გაუქმდა საარჩევნო სუბიექტის რეგისტრაცია, დარჩენილი საარჩევნო სუბიექტები ინარჩუნებენ ადრე მიკუთვნებულ რიგით ნომრებს.

დამკვირვებელთა, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა რეგისტრაცია, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელთა აკრედიტაცია

ყურადღება

თუ ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია აკმაყოფილებს საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, საოლქო საარჩევნო კომისიას არ აქვს უფლება, მას უარი უთხრას რეგისტრაციაზე.

საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ დასაბუთებული უნდა იყოს და ორგანიზაციას უნდა გადაეცეს გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა. ასეთ შემთხვევაში კომისიის განკარგულება მისი მიღებიდან 2 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

ყურადღება

ცესკოში რეგისტრირებულ ადგილობრივ დამკვირვებელს უფლება აქვს, დაკვირვება განახორციელოს ყველა დონის ნებისმიერ საარჩევნო კომისიაში. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებელი საოლქო საარჩევნო კომისიაში და ის დამკვირვებელი, რომელიც დაკვირვებას ახორციელებს საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებულ საარჩევნო უბანში, უფლებამოსილია, კენჭისყრის დღეს დაკვირვება განახორციელოს შესაბამისი ოლქის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ საარჩევნო უბანში (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 40.10).

ყურადღება

ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიაში დანიშნული საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები არ შეიძლება იმავდროულად დაინიშნონ სხვა საარჩევნო კომისიაში.

საუბნო საარჩევნო კომისიაში დანიშნული წარმომადგენლი არ შეიძლება იმავდროულად დაინიშნოს ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიაში.

საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად არ შეიძლება დაინიშნოს ამავე ან სხვა საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი კანდიდატი.

საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად რეგისტრირებული პირის საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაციის შემთხვევაში, პირს უუქმდება წარმომადგენლის რეგისტრაცია შესაბამის საარჩევნო კომისიაში.

ყურადღება

საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, გარდა კენჭისყრის დღისა, გამოიწვიოს ან/და შეცვალოს თავისი წარმომადგენელი, რის თაობაზედაც უნდა აცნობოს შესაბამის საარჩევნო კომისიას (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 42.6).

მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისათვის საარჩევნო სუბიექტების მიერ ელექტრონული საშუალებებით წარმომადგენელთა დანიშვნის შესახებ განცხადებების წარდგენისა და რეგისტრაციის წესი და პირობები განსაზღვრულია ცესკოს 2018 წლის 26 თებერვლის №9/2018 დადგენილებით.

დოკუმენტაციის მიღება/ დახარისხება საოლქო

საარჩევნო კომისიაში

[pic]

ყურადღება

დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია მიღებულ შემაჯამებელ ოქმებს (დედნებს) და თანდართულ საბუთებს (შესწორების ოქმი, რეგისტრატორების მიერ დაწერილი ახსნა-განმარტება, ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაუყოვნებლივ აგზავნის ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიაში.

საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მიერ შედგენილ ახსნა-განმარტებებს ან/და შესწორების ოქმებს შედგენისთანავე აგზავნის ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიაში.

კენჭისყრის შედეგების შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიაში

საარჩევნო დავებთან დაკავშირებული

ადმინისტრაციული წარმოება

განცხადების/საჩივრის წარდგენა

საკუთარი ინიციატივა

განუხილველად დატოვება

ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველი

არსებითი განხილვა

ხარვეზის დადგენა

განუხილველად დატოვების საფუძვლების შემოწმება

რეგისტრაცია

კენჭისყრის დღის განცხადების/საჩივრის წარდგენა და რეგისტრაცია

ყურადღება

თუ განმცხადებელი/მომჩივანი საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელია საუბნო საარჩევნო კომისიაში, ასეთ შემთხვევაში იმავე დარღვევაზე განცხადების/საჩივრის საოლქო საარჩევნო კომისიაში წარდგენის უფლება აქვს ამ საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, ხოლო თუ განმცხადებელი/მომჩივანი არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციის დამკვირვებელია - ამ ორგანიზაციის რეგისტრირებულ სხვა დამკვირვებელს.

ყურადღება

განცხადება/საჩივარი საარჩევნო ყუთის გახსნიდან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე ჩადენილ დარღვევებზე საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას გადაეცემა კენჭისყრის დღიდან 2 კალენდარული დღის განმავლობაში. განმცხადებელს/მომჩივანს უფლება აქვს იმავე დარღვევაზე განცხადება/საჩივარი, იმავე ვადაში, უშუალოდ გადასცეს საოლქო საარჩევნო კომისიას.

ყურადღება

საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი, შედგენიდან 2 კალენდარული დღის ვადაში, საჩივრდება საოლქო საარჩევნო კომისიაში, თუ საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი შედგენილია საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით.

ყურადღება

თუ საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი არ იბარებს განცხადებას/საჩივარს, განმცხადებელს/მომჩივანს უფლება აქვს, დაუკავშირდეს ცესკოს ცხელ ხაზს ტელეფონის ნომერზე: 032-251 00 51.

ყურადღება

დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია განცხადების/საჩივრის დადგენილი წესით რეგისტრაციის შემდეგ ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიაში „გასული წერილის სახით“ გზავნის ყველა განცხადებას/საჩივარს.

შენიშვნა:

ხარვეზის შევსების გონივრული ვადა დგინდება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნისა და განცხადება/საჩივრის წარმდგენი პირის შეთანხმების საფუძველზე. ხარვეზის შევსების ვადის თაობაზე მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში, ვადას ერთპიროვნულად ადგენს საარჩევნო კომისიის მდივანი.

ყურადღება

თუ მხარესთან დასაკავშირებლად განცხადებაში/საჩივარში არ არის მითითებული ტექნიკური საშუალების შესახებ მონაცემი, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულება მისი გამოცემისთანავე გამოიკვრება საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში და აღნიშნულ შემთხვევაში მხარე ინფორმირებულად ითვლება.

კენჭისყრის დღის განცხადების/საჩივრის განხილვა

ყურადღება

ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისია არ განიხილავს განცხადებას/საჩივარს, თუ შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ გამოცემულია განკარგულება განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ (საარჩევნო კოდექსი ‒ მუხლი 8.13).

ყურადღება

დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე მონაწილეობს ადმინისტრაციულ წარმოებაში და უზრუნველყოფს შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების მასალის ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიისათვის გადაგზავნას.

ყურადღება

მხარე დაბარებულად ჩაითვლება, თუ შეუძლებელია მასთან საჩივარში მითითებული ტექნიკური საშუალებებით დაკავშირება (მობილური ტელეფონის, ფაქსის, კომპიუტერის გამორთულ მდგომარეობაში ყოფნის გამო და სხვ.).

ყურადღება

თუ წარმომადგენელი არ წარადგენს შესაბამისი წესით დამოწმებულ წარმომადგენლობის დამადასტურებელ საბუთს, მას არ მიეცემა განცხადების/საჩივრის განხილვაში მონაწილეობის უფლება და გადაწყვეტილება მიიღება მისი პოზიციის გაუთვალისწინებლად.

ყურადღება

განცხადების/საჩივრის უკან გამოთხოვის (უარი განცხადება/საჩივარზე) შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე არ გამოსცემს განკარგულებას განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევებზე (გარდა კენჭისყრის დღისა) წარდგენილი განცხადების/საჩივრის განხილვა

საოლქო საარჩევნო კომისიის/ კომისიის ხელმძღვანელ პირთა გადაწყვეტილებების

გასაჩივრების ვადა და წესი