საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №9 ნაძალადევის, №52 ბაღდათის და №54 სამტრედიის საარჩევნო ოლქებში 2013 წლის 27 აპრილს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№6
სარეგისტრაციო კოდი
010240020.15.008.016073
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/02/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №6

2013 წლის 26 თებერვალი

ქ.თბილისი

 

საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №9 ნაძალადევის, №52 ბაღდათის და №54 სამტრედიის საარჩევნო ოლქებში 2013 წლის 27 აპრილს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №9 ნაძალადევის, №52 ბაღდათის და №54 სამტრედიის საარჩევნო ოლქებში 2013 წლის 27 აპრილს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის დამტკიცდეს თანდართული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია.
მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) მისი მიღებიდან 2 კალენადარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეზურაბ ხარატიშვილი
ცესკოს მდივანიგიზო მჭედლიძე
📎 დანართები (1)
6 danarti.doc DOC

დამტკიცებულია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

2013 წლის 26 თებერვლის №6/2013 დადგენილებით

სარჩევი

ნაწილი I. საოლქო საარჩევნო კომისიის შემადგენლობა და მუშაობის წესი 0

თავი I. საოლქო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი 0

საოლქო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი და უფლებამოსილების ვადა 3

თავი II. საოლქო საარჩევნო კომისიის მუშაობის წესი 0

საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომების მომზადება 4

საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის მიმდინარეობა 4

საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის ოქმი 4

საოლქო საარჩევნო კომისიის საქმისწარმოების წესი 5

საოლქო საარჩევნო კომისიის სამართლებრივი აქტები 5

საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე განკარგულების მიღების წესი 6

საოლქო საარჩევნო კომისიის ჩართულობა და შეზღუდვები წინასაარჩევნო აგიტაციაში/კამპანიაში 6

თავი III. საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომა 0

საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომა 7

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის/თავმჯდომარის მოადგილის არჩევის წესი 7

საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის არჩევის წესი 7

ნაწილი II. საოლქო საარჩევნო კომისიის საქმიანობა წინასაარჩევნო პერიოდში 0

თავი I. ამომრჩეველთა სიები 0

მონაცემთა გადამოწმება ამომრჩეველთა ერთიან სიაში 8

ამომრჩეველთა ერთიან სიაში ცვლილებების შეტანა 9

ამომრჩეველთა სპეციალური სია 10

გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის ფორმირების წესი 10

თავი II. საარჩევნო დოკუმენტაციისა და ინვენტარის გადაცემა 0

საარჩევნო დოკუმენტაციის გადაცემა საუბნო საარჩევნო კომისიისათვის 11

ნაწილი III. საარჩევნო პროცესში მონაწილე პირთა რეგისტრაცია 0

თავი I. პარლამენტის წევრობის კანდიდატის რეგისტრაციის წესი 0

მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში კანდიდატების წარდგენა 12

საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაცია 12

საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატების რეგისტრაცია 13

პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი კანდიდატების რეგისტრაცია 16

საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრის განსაზღვრა 16

თავი II. დამკვირვებელთა, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელთა, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაცია 0

დამკვირვებელ ორგანიზაციათა რეგისტრაცია 17

საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელთა რეგისტრაცია 19

პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაცია 19

ნაწილი IV. საოლქო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო დოკუმენტაციის მიღება, არჩევნების შედეგების შეჯამება 0

თავი I. დოკუმენტაციის მიღება/დახარისხება საოლქო საარჩევნო კომისიაში 0

დოკუმენტაციის მიღება/დახარისხება 20

თავი II. არჩევნების შედეგების შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიაში 0

არჩევნების შედეგების შეჯამება 21

საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების გადამოწმება 21

არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის საჯაროობა 22

ნაწილი V. განცხადება/საჩივრის შეტანისა და განხილვის წესები 0

განცხადება/საჩივრები კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცედურების დარღვევებზე 0

განცხადება/საჩივრებისაარჩევნო კანონმდებლობის დარღვევებზე (გარდა კენჭისყრის დღისა) 0

საოლქო საარჩევნო კომისიის/კომისიის ხელმძღვანელი პირების გადაწყვეტილებების გასაჩივრების ვადა და წესი 0

დანართი №1. განცხადება/საჩივარი 28

დანართი №2. საარჩევნო კომისიაში წარდგენილი განცხადება/საჩივრის რეკვიზიტები 29

დანართი №3. ცნობა განცხადება/საჩივრის რეგისტრაციაში გატარების შესახებ 30

დანართი №4. საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრება.. 31

დანართი №5. მხარის ტექნიკური საშუალებებით დაბარების აქტი 32

საოლქო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი და უფლებამოსილების ვადა

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 19. მუხლი 20)

საოლქო საარჩევნო კომისია შედგება 13 წევრისაგან:

← 5 წევრს ირჩევს ცენტრალური საარჩევნო კომისია (5 წლით);

← 7 წევრს ნიშნავენ პარტიები (ინიშნებიან არჩევნების დანიშვნის შემდეგ და უფლებამოსილება უწყდებათ არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებისთანავე);

← 1 წევრს ირჩევს ცენტრალური საარჩევნო კომისია.

საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები და მათი უფლებამოსილებები

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 20. მუხლი 22)

საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები არიან:

← კომისიის თავმჯდომარე;

← თავმჯდომარის მოადგილე;

← კომისიის მდივანი.

კომისიის თავმჯდომარე:

← უძღვება კომისიის სხდომას;

← განკარგავს კომისიის ფინანსურ სახსრებს;

← დავალებას აძლევს თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის მდივანს, კომისიის სხვა წევრებს, დამხმარე და ტექნიკურ პერსონალს;

← რეგისტრაციაში ატარებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებს, აგრეთვე პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამორჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ საარჩევნო ოლქებში წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატებს და აძლევს მათ სათანადო მოწმობებს.

თავმჯდომარის მოადგილე:

← ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას, თუ კომისიას არ ჰყავს თავმჯდომარე ან მას არ შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება;

← კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით ახორციელებს კომისიის თავმჯდომარის ცალკეულ უფლებამოსილებას.

კომისიის მდივანი:

← ანაწილებს კომისიაში შეტანილ საარჩევნო საბუთებსა და კორესპონდენციას;

← აძლევს შესაბამის მოწმობებს საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნულ საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლებს;

← განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიაში დანიშნულ დამკვირვებლებს და აძლევს მათ სათანადო მოწმობებს;

← განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლებს და აძლევს მათ სააკრედიტაციო მოწმობებს;

← ამზადებს კომისიის განკარგულებათა პროექტებს, ადგენს კომისიის სხდომათა ოქმებს, მათ შორის, არჩევნებისა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს.

საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომების მომზადება

(საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი - მუხლი 9)

კომისიის მდივანი საოლქო საარჩევნო კომისიაში თვალსაჩინო ადგილას აკრავს განცხადებას სხდომის მოწვევის შესახებ, სხდომის თარიღის, ზუსტი დროისა და სავარაუდო დღის წესრიგის მითითებით.

თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში - კომისიის მდივანი, პირადად არის პასუხისმგებელი სხდომის თარიღი და მისი დაწყების ზუსტი დრო შეატყობინოს კომისიის ყველა წევრს.

საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა ღიაა

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 8.15)

კომისიის სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ:

← ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს და კომისიის წარმომადგნენლებს;

← ცესკოს და შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის აპარატების თანამშრომლებს;

← შესაბამის კომისიაში აკრედიტებულ მედიის წარმომადგენლებს;

← საარჩევნო სუბიექტების თითო წარმომადგენელს;

← ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების თითო დამკვირვებელს;

← საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების თითო დამკვირვებელს (თარჯიმანთან ერთად).

წესრიგის დარღვევისა და კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლის შემთხვევაში, დამრღვევი პირის გაძევების საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს საარჩევნო კომისია, რაც აღინიშნება სხდომის ოქმში.

საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის მიმდინარეობა

(საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი - მუხლი 9, მუხლი 10)

საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომას უძღვება კომისიის თავმჯდომარე ან მისი მოადგილე. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობა, არანაკლებ 7 წევრი. კომისიის წევრები სხდომაზე დასწრებას ადასტურებენ დასწრების ფურცელზე ხელმოწერით. კომისიის სხდომის დღის წესრიგს ამზადებს კომისიის მდივანი.

საკითხს კენჭი ეყრება წინადადებათა შემოსვლის რიგის მიხედვით. კომისიის ყველა წევრს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით უფლება აქვს სიტყვით გამოვიდეს 2 წუთის განმავლობაში. კომისიის სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირები სხდომაზე სიტყვით გამოდიან სხდომის თავმჯდომარის თანხმობით კომისიის წევრების შემდეგ.

საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის ოქმი

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 8.7,9)

საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომებზე საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტილებათა მიღების მიმდინარეობა ფიქსირდება სხდომის ოქმში. კომისიის მდივანი სხდომის ოქმს აფორმებს სხდომიდან 1 დღის ვადაში და რეგისტრაციაში ატარებს სარეგისტრაციო ჟურნალის გასული დოკუმენტაციის ნაწილში. სხდომის ოქმს ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.

საოლქო საარჩევნო კომისიის საქმისწარმოების წესი

(საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი - მუხლი 11)

საოლქო საარჩევნო კომისიაში წარმოებს სარეგისტრაციო ჟურნალი, რომლის წარმოებაზე პასუხისმგებელია კომისიის მდივანი.

სარეგისტრაციო ჟურნალი იხურება ყოველი დღის 18 საათზე, ჟურნალის ორივე ნაწილში, უკანასკნელი ჩანაწერის შემდგომ კეთდება აღნიშვნა - ,,ჟურნალი დახურულია”, მიეთითება თარიღი და ზუსტი დრო. აღნიშნულ ჩანაწერს კომისიის მდივანი ადასტურებს ხელმოწერით.

საოლქო საარჩევნო კომისიის სამართლებრივი აქტები

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 30.1. ბ; საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი - მუხლი 7)

საოლქო საარჩევნო კომისიის სამართლებრივი აქტებია:

← კომისიის განკარგულება;

← კომისიის თავმჯდომარის განკარგულება;

← კომისიის მდივნის განკარგულება;

← კომისიის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი.

საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 21)

საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება

განკარგულებით. კომისიის განკარგულება გამოიცემა:

← საარჩევნო უბნების შექმნისა და საზღვრების დაზუსტების შესახებ;

← საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის მონაცემების შეცვლის შესახებ;

← საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ;

← საუბნო საარჩევნო კომისიის, მისი თანამდებობის პირის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ;

← ადგილობრივი ორგანიზაციისათვის ადგილობრივი დამკვირვებლის სტატუსის მინიჭების შესახებ.

კომისიის განკარგულებას ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულება გამოიცემა:

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 22.1; საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი - მუხლი 1.6)

← თავმჯდომარის მოადგილისათვის ცალკეულ უფლებამოსილებათა გადაცემის შესახებ;

← ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის, აგრეთვე პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამორჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ საარჩევნო ოლქებში წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატების რეგისტრაციაში გატარების შესახებ.

← საარჩევნო პერიოდში კომისიის მუშაობის პერიოდულობისა და სამუშაო დღის ხანგრძლივობის განსაზღვრის შესახებ;

← საუბნო საარჩევნო კომისიის პირველის სხდომის მოწვევის შესახებ.

კომისიის მდივნის განკარგულება გამოიცემა:

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 22.3.ბ - ,დ)

← მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის შესახებ;

← არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ადგილობრივი ორგანიზაციის მიერ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნული დამკვირვებლების რეგისტრაციაში გატარების შესახებ;

← საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის რეგისტრაციაში გატარების შესახებ.

კომისიის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 70. 2; მუხლი 75.4 )

შემაჯამებელი ოქმი არის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების დამადასტურებელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს ხელს აწერს სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი.

საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე განკარგულების მიღების წესი

(საარჩევნო კოდექსი - 8.4; საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი - მუხლი 7.4; მუხლი 10)

საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებათა პროექტს ამზადებს კომისიის მდივანი. კომისიის განკარგულება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ კომისიის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა (არა ნაკლებ 5 წევრი).

საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებები, რომლებიც შეეხება საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, მათ შორის, საარჩევნო ოლქის/უბნის შედეგების გაუქმებას, საუბნო საარჩევნო კომისიიდან შემოსული პაკეტების გახსნასა და საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების გადათვლას, მიიღება დამსწრეთა არანაკლებ ორი მესამედის მიერ.

ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარის ხმა გადამწყვეტად ითვლება. განკარგულება ხელმოწერისთანავე უნდა გამოიკრას საოლქო საარჩევნო კომისიაში თვალსაჩინო ადგილას.

საოლქო საარჩევნო კომისიის ჩართულობა და შეზღუდვები წინასაარჩევნო აგიტაციაში/კამპანიაში (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 45.8)

საოლქო საარჩევნო კომისია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მიერ გამოყოფილი შენობა-ნაგებობების ნუსხის საფუძველზე საარჩევნო სუბიექტებისთვის, მათთან შეთანხმებით, ადგენს საარჩევნო ღონისძიებების გამართვის განრიგს (თუ მოხდა ღონისძიებათა გადაფარვა და საარჩევნო სუბიექტები ვერ შეთანხმდებიან, ღონისძიებათა თანამიმდევრობა წილისყრით განისაზღვრება).

საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომა

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 8.23; მუხლი 25.21)

საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომა იმართება არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 34-ე დღისა (24 მარტი). სხდომა მოიწვევა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ 7 წევრი. სხდომას თავმჯდომარის არჩევამდე ხელმძღვანელობს კომისიის უხუცესი წევრი.

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის/თავმჯდომარის მოადგილის არჩევის წესი

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 25)

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე/თავმჯდომარის მოადგილე ირჩევა კომისიის წევრთაგან, სახელობითი კენჭისყრით, კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობით. კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს კომისიის არანაკლებ 2 წევრს.

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის/თავმჯდომარის მოადგილის არჩევა ფორმდება საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულებით.

თუ დადგენილ ვადაში ვერ აირჩა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე/თავმჯდომარის მოადგილე, აღნიშნული თანამდებობის პირის მოვალეობას მის არჩევამდე ასრულებს კომისიის ის წევრი, რომელიც კენჭისყრისას ყველაზე მეტ ხმას მიიღებს, ხოლო ხმათა თანაბრობის შემთხვევაში – მათგან წილისყრით განსაზღვრული პირი.

საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის არჩევის წესი

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 25.15-19)

კომისიის მდივანი აირჩევა პარტიების მიერ დანიშნული წევრთაგან (გარდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ დანიშნული წევრისა).

კომისიის მდივნის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს პარტიების მიერ დანიშნულ საუბნო საარჩევნო კომისიის არანაკლებს 2 წევრს (გარდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ დანიშნული წევრისა).

კომისიის მდივანი აირჩევა სახელობითი კენჭისყრით, პარტიების მიერ დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მიერ (გარდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ დანიშნული წევრისა), სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით.

თუ პარტიების მიერ დანიშნული კომისიის წევრები ვერ აირჩევენ კომისიის მდივანს, მას წარდგენილი კანდიდატურებიდან ირჩევს კომისია სრული შემადგენლობის უმრავლესობით (მაგრამ არანაკლებ 7 წევრი).

თუ ამ შემთხვევაშიც ვერ აირჩა კომისიის მდივანი, მის მოვალეობას კომისიის მდივნის არჩევამდე ასრულებს კომისიის ის წევრი, ვინც კენჭისყრის დროს ყველაზე მეტი ხმა მიიღო, ხოლო ხმათა თანაბრობის შემთხვევაში – მათგან წილისყრით განსაზღვრული პირი.

თუ პარტიების მიერ დანიშნული კომისიის წევრების მიერ არ იქნა დასახელებული კომისიის მდივნის კანდიდატურა, ამ შემთხვევაში კომისიის მდივნის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს კომისიის ნებისმიერ 2 წევრს. კომისიის მდივანი აირჩევა კომისიის შემადგენლობიდან, კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობით (მაგრამ არანაკლებ 7 წევრი).

საუბნო საარჩევნო კომისიისათვის ამომრჩეველთა ერთიანი სიის გადაცემა და მისი გამოქვეყნების წესი (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 31)

საუბნო საარჩევნო კომისიას არა უგვიანეს პირველი შეკრების დღისა (კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 34-ე დღე - 24 მარტი) გადაეცემა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის მიერ ხელმოწერილი ამომრჩეველთა ერთიანი სია, რომელიც განკუთვნილია საჯარო ინფორმაციისთვის (კედლის სია).

კედლის სია დაუყოვნებლივ უნდა გამოიკრას საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში თვალსაჩინო ადგილას.

საუბნო საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს მეორე დღისა (25 აპრილი) გადაეცემა დაზუსტებული სიების საბოლოო ვერსიები:

← საარჩევნო კომისიისათვის განკუთვნილი ვერსია (სამაგიდო სია);

← საჯარო ინფორმაციისთვის განკუთვნილი ვერსია (კედლის სია).

მონაცემთა გადამოწმება ამომრჩეველთა ერთიან სიაში

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 31.7)

საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას/საარჩევნო ბლოკს, დამკვირვებელ ორგანიზაციას, ამომრჩეველს უფლება აქვს, გაეცნოს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში არსებულ ამომრჩეველთა სიების საჯარო ინფორმაციისათვის მიკუთვნებულ ვერსიას. უზუსტობების აღმოჩენის შემთხვევაში მათ შეუძლიათ მოითხოვონ ამომრჩეველთა სიებში ცვლილებების შეტანა არჩევნებამდე არა უგვიანეს მე-16 დღისა (11 აპრილი). ამომრჩეველთა სიებში ცვლილებების შეტანის თაობაზე განცხადებები შეიტანება საარჩევნო ადმინისტრაციაში.

სიების შემოწმების შედეგების განხილვაზე უფლებამოსილი ორგანო

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 31.8)

საარჩევნო პერიოდში საარჩევნო ადმინისტრაცია საკუთარი ინიციატივითა და განცხადება/საჩივრების საფუძველზე ამოწმებს ამომრჩეველთა სიებს.

საოლქო საარჩევნო კომისია განცხადებებსა და საუბნო საარჩევნო კომისიის შუამდგომლობებს განიხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში, მაგრამ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-14 დღისა (13 აპრილი) და იღებს გადაწყვეტილებას:

4 ამომრჩეველთა მონაცემებში/ სიებში ცვლილების შეტანის შესახებ, ან

4 ამომრჩეველთა მონაცემებში/ სიებში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ.

ამომრჩეველთა ერთიან სიაში ცვლილებების შეტანა

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 31.9)

საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება ამომრჩეველთა მონაცემებში/სიებში ცვლილების შეტანის შესახებ 2 დღის ვადაში გადაეცემა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას. მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში:

← ამომრჩეველი შეიყვანება სიაში, ან

← ამომრჩევლის მონაცემი ამოიღება ამომრჩეველთა სიებიდან.

საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების გასაჩივრების წესი

(საარჩევნო კოდექსი - მუხლები 31.10)

საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება სიაში ცვლილების შეტანის მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ, მისი გამოცემიდან 2 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს რაიონულ/საქალაქო სასამართლოში.

სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება 2 დღის ვადაში, მაგრამ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-11 დღისა (16 აპრილი), უნდა გადაეცეს საოლქო საარჩევნო კომისიას. კომისიამ სათანადო ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდოს ცესკოსა და შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას.

ამომრჩეველთა სპეციალური სია

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 32)

საოლქო საარჩევნო კომისიას ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეჰყავს:

← საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები, რომლებიც საარჩევნო კომისიებში საქმიანობის გამო კენჭისყრის დღეს ვერ მონაწილეობენ არჩევნებში თავიანთი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით (საოლქო საარჩევნო კომისიას ეს პირები სიაში შეჰყავს წინასწარ განსაზღვრულ საარჩევნო უბანში, კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-5 დღისა);

← ამომრჩევლები, რომლებიც სამკურნალოდ წვანან საავადმყოფოში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში და, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, კენჭისყრის დღისთვის ვერ იქნებიან გაწერილი ამ დაწესებულებიდან (ამ პირთა სიას სამკურნალო დაწესებულების ხელმძღვანელი გადასცემს საოლქო საარჩევნო კომისიას კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-6 დღისა);

← ამომრჩევლები, რომლებიც კენჭისყრის დღეს პატიმრობაში იმყოფებიან (საოლქო საარჩევნო კომისიას ამ პირთა სიას გადასცემს სასჯელაღსრულების დაწესებულების ხელმძღვანელი კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-6 დღისა);

საოლქო საარჩევნო კომისია კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს მე-3 დღისა (24 აპრილი) ადგენს და განკარგულებით ამტკიცებს ამომრჩეველთა სპეციალურ სიას და დაუყოვნებლივ გადასცემს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას.

სპეციალური სიების შედგენის შემდეგ, საოლქო საარჩევნო კომისია იმ ამომრჩეველთა მონაცემებს, რომლებიც შეყვანილები არიან სხვა უბნის სპეციალურ სიებში, გადასცემს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას.

საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანმა სპეციალურ სიაში შეყვანილი ან სხვა უბნის სპეციალურ სიაში გადაყვანილი ამომრჩეველი უნდა მოძებნოს ამომრჩეველთა ერთიან სიაში (სამაგიდო და ასევე კედლის ეგზემპლარებში) და მისი გვარის გასწვრივ გრაფაში “ფაქტობრივი მდგომარეობა” გააკეთოს აღნიშვნა: “კომისიის წევრია”, “პატიმრობაშია”, “საავადმყოფოშია”, “სამხედრო სამსახურშია”.

თუ ამომრჩეველთა სიებში რეგისტრაციის მოთხოვნით საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართავს ამომრჩეველი, რომელმაც არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე- 16 დღისა (11 აპრილი) ვერ მოასწრო მიემართა კომისიისთვის სიაში რეგისტრაციის მოთხოვნით (ჩამოვიდა საზღვარგარეთიდან, გამოეწერა საავადმყოფოდან, გათავისუფლდა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან), განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში (ცნობა საზღვრის გადაკვეთის შესახებ/ჩანაწერი პასპორტში, ცნობა სამკურნალო დაწესებუ-ლებიდან გამოწერის შესახებ, ცნობა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გათავისუ-ფლების შესახებ), მას რეგისტრაციაში გაატარებს კომისია განცხადების მიღებიდან 2 დღის ვადაში, ხოლო თუ კენჭისყრის დღემდე დარჩენილია 2 დღეზე ნაკლები – დაუყოვნებლივ (ამომრჩევლის მონაცემები შეიტანება ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში).

გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის ფორმირების წესი

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 33; მუხლი 34.2.ე)

გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის ფორმირებაზე პასუხისმგებელია საუბნო საარჩევნო კომისია. გადასატანი საარჩევნო ყუთის სია დგება ერთიანი და სპეციალური სიების საფუძველზე.

ამომრჩეველი გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეჰყავთ, თუ:

← შეზღუდული შესაძლებლობის ან/და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია კენჭისყრის შენობაში მისვლა. ასეთი ამომრჩევლების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საარჩევნო უბანზე ერთიან სიაში არსებული ამომრჩევლების 3 პროცენტს.

← იმყოფება საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე, მაგრამ ძნელად მისადგომ ადგილას (ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია კონსულტაციის გავლა საოლქო საარჩევნო კომისიასთან);

გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში სპეციალური სიისა და საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შეჰყავთ ამომრჩეველი, რომელიც სამკურნალოდ წევს საავადმყოფოში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში, ან იმყოფება პატიმრობაში.

გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში ამომრჩევლის შეყვანის შემთხვევაში ერთიანი და სპეციალური სიების გასწვრივ გრაფაში “ფაქტობრივი მდგომარეობა” უნდა გააკეთოს აღნიშვნა - ”გადასატანი ყუთი”.

საარჩევნო დოკუმენტაციის გადაცემა საუბნო საარჩევნო კომისიისათვის

საოლქო საარჩევნო კომისია, კენჭისყრის მზადებისა და ჩატარების მიზნით, კენჭისყრის დღემდე საუბნო საარჩევნო კომისიას გადასცემს:

საარჩევნო დოკუმენტაციას

← ამომრჩეველთა ერთიანი სიის საბოლოო ვერსიას;

← ამომრჩეველთა ბარათებს;

← გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის ბლანკებს;

← საარჩევნო ბიულეტენების ბლოკნოტებს;

← სპეციალურ კონვერტებს;

← კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნს;

← საკონტროლო ფურცლებს;

← კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმსა და “შესწორების ოქმის” ფორმებს;

← სადემონსტრაციო ოქმს.

საარჩევნო ინვენტარს

← ძირითად და გადასატან გამჭვირვალე საარჩევნო ყუთებს;

← საარჩევნო ყუთების ლუქებს;

← კენჭისყრის კაბინებს;

← მარკირების სითხეს და მარკირების შესამოწმებელი სპეციალური ხელსაწყოს (ულტრაიისფერი ფარანი);

← საუბნო საარჩევნო კომისიის სპეციალურ ბეჭედს;

← რეგისტრატორების ბეჭდებს;

← ასლგადამღებ მანქანას;

← სამელნე ბალიშებს.

სხვა საარჩევნო მასალას

← საარჩევნო სუბიექტების სიას (მაჟორიტარი კანდიდატების სიას);

← საარჩევნო ბიულეტენის შევსების ინსტრუქციას;

← ამონარიდი კანონიდან, თუ რა შემთხვევაშია ბიულეტენი ბათილი;

← საარჩევნო დოკუმენტაციის შესაფუთ კონვერტებს.

საარჩევნო ბიულეტენები და სპეციალური კონვერტები საოლქო საარჩევნო კომისიამ უნდა გადასცეს საუბნო საარჩევნო კომისიას კენჭისყრამდე არა უგვიანეს 12 საათისა, რა დროსაც დგება მიღება-ჩაბარების აქტი (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 63.9,10)

მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში კანდიდატების წარდგენა

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 116.2)

არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას/საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს, ყოველ საარჩევნო ოლქში, ხოლო ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს − შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარადგინოს საქართველოს პარლამენტის წევრობის თითო კანდიდატი.

საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაცია

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 116.3-7,9)

საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის წარდგენის მიზნით ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა კენჭისყრამდე არა უგვიანეს 57-ე დღისა (1 მარტი) განცხადებით უნდა მიმართოს საოლქო საარჩევნო კომისიას, რის შემდეგაც უფლება აქვს, შეაგროვოს მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერები.

განცხადებაში მითითებული უნდა იყოს საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის:

← სახელი, გვარი;

← დაბადების თარიღი;

← პროფესია;

← თანამდებობა (საქმიანობა);

← სამუშაო ადგილი;

← რეგისტრაციის ადგილი;

← პარტიულობა;

← საქართველოში ცხოვრების ვადა;

← წარმდგენი ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრებისა და მათი წარმომადგენლის სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) ნომერი, რეგისტრაციის ადგილი, საკონტაქტო ტელეფონი და სხვა რეკვიზიტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

განცხადებას, რომელსაც ხელს აწერს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის ყველა წევრი, უნდა ერთოდეს:

← არჩევნებში მონაწილეობაზე საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად წარდგენილი პირის წერილობითი თანხმობა;

← პირადობის მოწმობის ასლი;

← 2 ფოტოსურათი.

განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რეგისტრაციაში ატარებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს. თუ წარდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დაუყოვნებლივ აცნობებს განმცხადებელს ხარვეზის შესახებ. შესწორებული საბუთები არა უგვიანეს მომდევნო დღისა უბრუნდება საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს.

საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატის რეგისტრაცია

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 115.7-11; 116)

საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის რეგისტრაციაში გასატარებლად ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა კენჭისყრამდე არა უგვიანეს 50-ე დღისა (8 მარტი) საოლქო საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს:

← მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მიერ ცესკოს მიერ მითითებულ ანგარიშზე 5000-ლარიანი დეპოზიტის განთავსების დამადასტურებელი საბანკო დოკუმენტი;

← ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა (2 ცალად);

← სააღრიცხვო ბარათი (2 ცალად);

← კანდიდატის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სია.

ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ კანდიდატის წარდგენა დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მხარდამჭერ ამომრჩეველთა არანაკლებ 1 პროცენტის ხელმოწერებით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დასახელებული კანდიდატი ბოლო საპარლამენტო არჩევნებში არჩეული იყო საქართველოს პარლამენტის წევრად.

საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატს განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 30-ე დღისა (28 მარტი).

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატს აძლევს შესაბამის მოწმობას.

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რეგისტრაციაში არ გაატარებს საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატს, თუ:

← მან არ გაიარა ნარკოლოგიური შემოწმება, ან შემოწმების შედეგად დადასტურდა ამ პირის მიერ ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება;

← საქართველოს პარლამენტის არჩევნების პერიოდში იმართება სხვა არჩევნები და ერთდროულად არსებობს ან არსებობდა პარლამენტის წევრობის კანდიდატის თანხმობა ამ არჩევნებში კანდიდატის სტატუსით მონაწილეობაზე;

← დარღვეულია კანდიდატის წარდგენის კანონით განსაზღვრული მოთხოვნები (არასრული ან არასწორია განცხადებებსა და საბუთებში აღნიშნული მონაცემები) და ვადა;

← წარდგენილი არაა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მიერ ცესკოს მიერ მითითებულ ანგარიშზე 5000-ლარიანი დეპოზიტის განთავსების დამადასტურებელი საბანკო დოკუმენტი;

← მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიაში აღმოჩნდება დადგენილ რაოდენობაზე ნაკლები ამომრჩევლის ხელმოწერა.

მხარდამჭერთა სიების შემოწმება

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 38)

ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგიფის მიერ წარდგენილი კანდიდატის მხარდამჭერთა სიას ამოწმებს საოლქო საარჩევნო კომისია. შემოწმების პროცესზე დასწრების უფლება აქვს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს. კანდიდატის მხარდამჭერთა სიის შემოწმება სრულდება მისი წარდგენიდან 3 დღეში. მხარდამჭერთა სიის ბლანკზე არსებულ ხელმოწერები მოწმდება თანმიმდევრობით.

ბათილია ყველა ხელმოწერა, შესრულებული იმ ბლანკზე, რომელიც დადასტურებული არ არის ხელმოწერების შეგროვებისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ, ან რომელშიც მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული ხელმოწერების შეგროვებისათვის პასუხისმგებელი პირის:

← სახელი, გვარი;

← მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის მიხედვით);

← საკონტაქტო ტელეფონის ნომერი;

← ბლანკის შევსების თარიღი;

მხარდამჭერთა სიაში ამომრჩევლის ხელმოწერა ბათილად მიიჩნევა, თუ მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული ამომრჩევლის:

← სახელი და გვარი;

← დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);

← რეგისტრაციის ადგილი (დასახლებული პუნქტი, ქუჩა, სახლისა და ბინის ნომრები);

← საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი (ან არასწორად არის მითითებული);

← მითითებული არ არის ხელმოწერის თარიღი ან არ ემთხვევა მხარდამჭერთა სიის შედგენის ვადას;

← არ არის ხელმოწერილი ან ხელმოწერა შესრულებულია სხვა პირის მიერ და ამას წერილობით ადასტურებს ამომრჩეველი (რომლის ნაცვლადაც შესრულებულია ხელმოწერა);

← ხელმომწერი პირი შესაბამისი საარჩევნო კომისიისთვის წარდგენილი, სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით ადასტურებს, რომ ხელმოწერა შესრულებული იყო მოტყუებით, მუქარით ან ძალდატანებით;

← საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატის მხარდამჭერთა სიაში მხარდამჭერად შეყვანილია სხვა საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული ამომრჩეველი.

თუ მხარდამჭერთა სიის ბლანკზე მხარდამჭერთა ხელმოწერების რაოდენობა აღმოჩნდა დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები ან შემოწმების შედეგად გაბათილებული ხელმოწერების გათვალისწინებით, მხარდამჭერთა ხელმოწერების რაოდენობა დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა, გაბათილებული ნაწილი უბრუნდება ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს და ეძლევა 2 დღის ვადა ხარვეზების შესავსებად.

საარჩევნო კომისია იმავე წესის დაცვით კვლავ ამოწმებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილ შესწორებულ ნაწილს. თუ ხარვეზის შევსების მიუხედავად მხარდამჭერთა ხელმოწერების რაოდენობა კვლავ დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა, მხარდამჭერთა სია მთლიანად ბათილდება და საარჩევნო სუბიექტს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით უარი ეთქმება საარჩევნო რეგისტრაციაზე.

პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი კანდიდატების რეგისტრაცია

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 116.1,2,8; 117)

არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას/საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს, საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული წესით არჩევის მიზნით წარადგინოს საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი. პარტია/საარჩევნო ბლოკი ვალდებულია მაჟორიტარი კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 30-ე დღისა (28 მარტი) წარუდგინოს ცესკოს.

განცხადება დამოწმებული უნდა იყოს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის/საარჩევნო ბლოკის სახელით, ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირის (პირების) ხელმოწერით და თან უნდა ერთოდეს ორ ცალად:

← პარლამენტის წევრობის კანდიდატის მიერ შევსებული და ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი;

← პარლამენტის წევრობის კანდიდატის ფოტოსურათი;

← ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა.

განცხადებაში უნდა აღინიშნოს კანდიდატის:

← გვარი, სახელი;

← დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);

← მისამართი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით);

← საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ნომერი და პირადი ნომერი;

← სამუშაო ადგილი (დაწესებულების, ორგანიზაციის, საწარმოს და ა.შ. დასახელება);

← თანამდებობა (უმუშევრობის შემთხვევაში აღინიშნება – „უმუშევარი“);

← პარტიულობა (თუ უპარტიოა, აღინიშნება – „უპარტიო“);

← მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის დასახელება და ნომერი.

პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ საარჩევნო ოლქში წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატების რეგისტრაციის მიზნით განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტებს ამოწმებს საოლქო საარჩევნო კომისის თავმჯდომარე და არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 25-ე დღისა (2 აპრილი):

← საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს კანდიდატს, თუ წარდგენილი საბუთები აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს;

← წერილობით აცნობებს პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებთან განცხადებასა და თანდართულ საბუთებში არსებული მონაცემების შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითება აუცილებელია).

განცხადებასა და თანდართულ საბუთებში არსებული მონაცემების შეუსაბამობის არსებობის შემთხვევაში პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს დოკუმენტაციის სრულყოფისთვის განესაზღვრება 3 დღე. შესწორებული მონაცემების წარდგენის შემთხვევაში, კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი უნდა გადაწყდეს შესწორებული დოკუმენტაციის წარდგენიდან 5 დღის ვადაში, მაგრამ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-20 დღისა (7 აპრილი).

თუ შესწორებული მონაცემები შეესაბამება საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რეგისტრაციაში გაატარებს კანდიდატს.

თუ შესწორებული მონაცემები არ შეესაბამება საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას კანდიდატისათვის საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატს რეგისტრაციაში არ გაატარებს ასევე, თუ:

← დარღვეულია კანდიდატის წარდგენის კანონით განსაზღვრული მოთხოვნები (არასრული ან არასწორია განცხადებებსა და საბუთებში აღნიშნული მონაცემები) და ვადა;

← საქართველოს პარლამენტის არჩევნების პერიოდში იმართება სხვა არჩევნები და ერთდროულად არსებობს ან არსებობდა პარლამენტის წევრობის კანდიდატის თანხმობა ამ არჩევნებში კანდიდატის სტატუსით მონაწილეობაზე;

← მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა არ გაიარა ნარკოლოგიური შემოწმება, ან შემოწმების შედეგად დადასტურდა ამ პირის მიერ ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება.

საოლქო საარჩევნო კომისიამ აღნიშნული განკარგულება პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს და მოთხოვნის შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს მისი გადაცემა.

საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრის განსაზღვრა

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 119, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2013 წლის 15 თებერვლის №3/2013 დადგენილება - მუხლი 4)

პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატებს აქვთ იგივე რიგითი ნომერი, რომელიც მათ წარმდგენ პარტიას/საარჩევნო ბლოკს აქვს მინიჭებული.

ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატს რიგით ნომერს ანიჭებს საოლქო საარჩევნო კომისია კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 30-ე დღეს (28 მარტი). წილისყრის პროცედურები ტარდება საარჩევნო კომისიის შენობაში, სხდომებზე დასწრების უფლების მქონე პირთა თანდასწრებით.

წილისყრის მიზნით კომისიის თავმჯდომარე:

← ერთი ფორმისა და სახეობის ფურცლებზე, ერთი და იმავე საწერი საშუალებით წერს საარჩევნო ოლქში საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატების შესაბამისი რაოდენობის ფურცლებზე ნომრებს, რომლებიც იწყება არჩევნებში მონაწილე პარტიებისათვის/საარჩევნო ბლოკებისათვის მინიჭებული უმაღლესი რიგითი ნომრის მომდევნო რიცხვიდან;

← ყოველი ფურცელი უნდა დამოწმდეს კომისიის ბეჭდით;

← ყველა ფურცელი იკეცება იმგვარად, რომ შეუძლებელი იყოს მათზე არსებული ნომრის წაკითხვა;

← კომისიის თავმჯდომარე შევსებულ ფურცლებს ათავსებს გამჭვირვალე ყუთში, საიდანაც ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები სათითაოდ იღებენ მათ;

← წილნაყარი ნომერი ხდება საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი.

მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში რეგისტრირებულ კანდიდატთა იმ მონაცემებს, რომლებიც შეიტანება საარჩევნო ბიულეტენში, პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით აქვეყნებს ცესკო კენჭისყრამდე არა უგვიანეს 25 დღისა (2 აპრილი).

დამკვირვებელ ორგანიზაციათა რეგისტრაცია

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 39.2, მუხლი 40)

ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას, რომელიც დაკვირვებას ახორციელებს ერთ საარჩევნო ოლქში, რეგისტრაციაში ატარებს საოლქო საარჩევნო კომისია.

ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია შეიძლება იყოს კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 1 წლისა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ადგილობრივი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის წესდება ან დებულება (სადამფუძნებლო დოკუმენტი) რეგისტრაციაში გატარების მომენტისათვის ითვალისწინებს არჩევნების მონიტორინგს ან/და ადამიანის უფლებათა დაცვას და რომელიც არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრირებულია ცესკოში ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.

რეგისტრაციაში გატარების მიზნით ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ განცხადებით უნდა მიმართოს საოლქო საარჩევნო კომისიას არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-10 დღისა (17 აპრილი) და წარუდგინოს თავისი სადამფუძნებლო დოკუმენტის/წესდების დამოწმებული ასლი. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს იმ საარჩევნო ოლქის დასახელება, რომელშიც ორგანიზაცია ახორციელებს დაკვირვებას.

კომისია განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში წყვეტს ორგანიზაციის რეგისტრაციის საკითხს.

რეგისტრაციაში გატარების შემთხვევაში ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-5 დღისა (22 აპრილი) საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს უნდა წარუდგინოს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნულ დამკვირვებელთა სია.

სიაში უნდა აღინიშნოს დამკვირვებლის ვინაობა:

← სახელი გვარი;

← რეგისტრაციის ადგილი;

← საარჩევნო ოლქი და საარჩევნო უბანი (უბნები), სადაც იგი დააკვირდება არჩევნებს.

სიას უნდა დაერთოს ადგილობრივი დამკვირვებლების საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობების ასლები.

ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ადგილობრივი დამკვირვებელი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 18 წლის ასაკიდან (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 39.4), გარდა:

← სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა;

← საქართველოს პარლამენტის წევრისა;

← ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს წევრისა;

← ადგილობრივი მმართველობის ორგანოს ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეებისა;

← მოსამართლისა;

← საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს, საგარეო დაზვერვისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელისა;

← პროკურატურის თანამდებობის პირისა;

← საარჩევნო სუბიექტისა და მათი წარმომადგენლისა;

← საარჩევნო კომისიის წევრისა.

დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებელთა რეგისტრაციის ვადა

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 40.9)

საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი ვალდებულია დამკვირვებელთა სიის წარდგენიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა რეგისტრაციაში გაატაროს დამკვირვებელი და დამკვირვებელ ორგანიზაციას გადასცეს დამკვირვებლების მოწმობები.

დამკვირვებლის მოწმობა იმავდროულად წარმოადგენს დამკვირვებლის სამკერდე ნიშანს, ძალაში შედის მოწმობის გაცემის მომენტიდან და ძალას კარგავს არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 2 კვირის შემდეგ.

საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელთა რეგისტრაცია

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 42)

ცესკოს მიერ რეგისტრირებულ პარტიას/საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს ყოველ საარჩევნო კომისიაში დანიშნოს ორი წარმომადგენელი, ხოლო ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, წარმომადგენლები დანიშნოს შესაბამის საარჩევნო კომისიებში.

საუბნო საარჩევნო კომისიაში წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ საარჩევნო სუბიექტმა განცხადება უნდა წარუდგინოს საოლქო საარჩევნო კომისიას.

განცხადებას ხელს უნდა აწერდეს პარტიის/საარჩევნო ბლოკის ხელმძღვანელი პირი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი და მასში მითითებული უნდა იყოს წარმომადგენლის:

← სახელი, გვარი;

← დაბადების წელი;

← მისამართი;

← საკონტაქტო ტელეფონის ნომერი (თუ აქვს).

სათანადო ინფორმაციის სრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, 24 საათის განმავლობაში, განკარგულებით, ცნობად იღებს ინფორმაციას წარმომადგენლის რეგისტრაციის შესახებ. კომისიის მდივანი გასცემს წარმომადგენლის მოწმობას, რომელიც იმავდროულად არის სამკერდე ნიშანი.

პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაცია

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 44)

რამდენიმე საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე მომუშავე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციას ახორციელებენ ცესკოს მდივანი ან შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მდივნები, ხოლო მხოლოდ ერთი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე მომუშავე წარმომადგენლების აკრედიტაციას – შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი.

საოლქო საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს მე-3 დღისა (24 აპრილი) წარედგინება განცხადება პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლების აკრედიტაციის შესახებ.

განცხადების წარდგენიდან 1 დღის ვადაში საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი წყვეტს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლების აკრედიტაციის საკითხს და აკრედიტებულ წარმომადგენელს 1 დღის ვადაში გადასცემს წარმომადგენლის მოწმობას. აკრედიტაციაზე უარის თქმის შემთხვევაში იმავე ვადაში გადასცემს სათანადო განკარგულებას.

დოკუმენტაციის მიღება/დახარისხება

საუბნო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილი პირები საოლქო საარჩევნო კომისიას გადასცემენ საარჩევნო დოკუმენტაციის ყუთს/ტომარას და მისგან განცალკევებით:

← კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს;

← განცხადებების/საჩივრების, კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნისა და სარეგისტრაციო ჟურნალის დალუქულ კონვერტს.

დოკუმენტაციის მიღება/დახარისხება მიმდინარეობს ქვემოთ მოცემული სქემის მიხედვით.

[pic]

ნაკადის მარეგულირებელი კომისიის წევრი:

აკონტროლებს საუბნო საარჩევნო კომისიების უფლებამოსილი პირების (თავმჯდომარეების, მოადგილეების) ნაკადს და აგზავნის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შემოწმებაზე პასუხისმგებელ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებთან.

კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შემოწმებაზე პასუხისმგებელი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები:

← იბარებენ ოქმებს და საჩივრებს;

← ქვემოთ მოცემული ფორმულით ამოწმებენ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს:

[pic]

← შემოწმებულ ოქმებს გადასცემენ კომისიის მდივანს.

საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი:

მიღებული ოქმების შესაბამისად აწარმოებს წინასწარი შედეგების შემაჯამებელ ცხრილს (ისე, რომ საარჩევნო კომისიაში ყოფნის უფლების მქონე პირებმა თვალყური ადევნონ საარჩევნო უბნებიდან მიღებული ოქმების შემოწმების პროცესს).

საუბნო საარჩევნო კომისიისგან საარჩევნო დოკუმენტაციის ჩაბარებაზე პასუხისმგებელი კომისიის წევრი აკეთებს ჩანაწერს მასალის მიღების შესახებ და გასცემს მიღება-ჩაბარების აქტს.

არჩევნების შედეგების შეჯამება

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 75, მუხლი 124)

საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის განხილვის შედეგების გათვალისწინებით, კენჭისყრიდან არა უგვიანეს მე-11 დღისა (8 მაისი) საოლქო საარჩევნო კომისია აჯამებს კენჭისყრის შედეგებს და ადგენს შემაჯამებელ ოქმს.

საოლქო საარჩევნო კომისიის ყველა წევრი, რომელიც ესწრება კომისიის სხდომას, ვალდებულია ხელი მოაწეროს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს. ოქმი დამოწმდება საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით.

თუ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი არ ეთანხმება შემაჯამებელ ოქმში შეტანილ მონაცემებს, მას უფლება აქვს, ოქმში აღნიშნოს, რას არ ეთანხმება და ოქმს წერილობით დაურთოს განსხვავებული აზრი.

მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც ხმათა მეტ რაოდენობას მიიღებს, მაგრამ არანაკლებ არჩევნებში მონაწილეთა 30%-ისა

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 125.3).

საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების გადამოწმება

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 124.2)

განცხადების/საჩივრის საფუძველზე საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია, განკარგულებით მიიღოს გადაწყვეტილება საუბნო საარჩევნო კომისიიდან მიღებული პაკეტების გახსნისა და საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლის შესახებ.

საუბნო საარჩევნო კომისიიდან მიღებული პაკეტების გახსნისა და საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კომისიამ უნდა აცნობოს ყველა საარჩევნო სუბიექტსა და დამკვირვებელ ორგანიზაციას, რომელთა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ ბიულეტენების დათვლას საარჩევნო უბანზე, და მათი სურვილის შემთხვევაში უზრუნველყოს მათი წარმომადგენლების დასწრება ხელახლა დათვლის პროცესზე.

არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის საჯაროობა

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 75.7-9)

კომისია ვალდებულია უზრუნველყოს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ასლის გამოკვრა საჯარო გაცნობისათვის.

საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი (კომისიის წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით), აგრეთვე კომისიის განკარგულებები საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმში ცვლილებების შეტანის შესახებ (თუ ასეთი ცვლილებები იქნა შეტანილი) დაუყოვნებლივ გადაეცემა ცესკოს.

კომისია ოქმის ასლს (კომისიის წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით) მისი მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადასცემს პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენლებს და დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებლებს. ოქმის ასლი უნდა დამოწმდეს საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით და საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის ხელმოწერებით. ოქმის მიღებას წარმომადგენელი/დამკვირვებელი საოლქო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში ხელმოწერით ადასტურებს.

განცხადება/საჩივრის შემდგენი პირები და მათი უფლებები

საუბნო და ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიაში:

← პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს

← ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს

← არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციის დამკვირვებლებს

უფლება აქვთ კენჭისყრის, ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი/გამოვლენილი დარღვევების შესახებ განცხადება/საჩივრით მიმართონ საოლქო საარჩევნო კომისიას საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დადგენილი წესით:

← საარჩევნო უბნის გახსნიდან (7 საათიდან) საარჩევნო ყუთის გახსნამდე, გაასაჩივრონ კენჭისყრის დღის პროცედურების დარღვევები (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 72.3), რისთვისაც დარღვევის აღმოჩენისთანავე უნდა შეადგინონ განცხადება/საჩივარი (იხ. დანართი №1) საარჩევნო კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დაცვით (იხ. დანართი №2);

← საარჩევნო ყუთის გახსნიდან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე (გარდა კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის), გაასაჩივრონ ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი დარღვევები და მოითხოვონ კენჭისყრის შედეგების გადასინჯვა ან ბათილად ცნობა.

საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი, შედგენიდან 3 კალენდარული დღის ვადაში, საჩივრდება საოლქო საარჩევნო კომისიაში, თუ საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი შედგენილია დანართ №4-ში აღნიშნული საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით.

საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადება/საჩივრის რეგისტრაცია

საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილ განცხადება/საჩივარს რეგისტრაციაში ატარებს კომისიის მდივანი, შემდეგი წესის დაცვით:

← კომისიის მდივანი სარეგისტრაციო ჟურნალში მიუთითებს განმცხადებლის ვინაობას;

← განცხადება/საჩივრის წარმდგენი და მიმღები პირები ხელს აწერენ ჩანაწერის გასწვრივ;

← კომისიის მდივანი, განცხადება/საჩივრის მიღების დადასტურების მიზნით, განმცხადებელს გადასცემს წერილობით ცნობას საკუთარი ხელმოწერით და ბეჭდით (იხ.დანართი №3).

კომისიის მდივანი ვალდებულია დარწმუნდეს, რომ განცხადება/საჩივარი შეიცავს საქართველოს ორგანული კანონით ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დადგენილ ყველა საჭირო რეკვიზიტს (იხ. დანართი №2).

განცხადება/საჩივრებზე ხარვეზის დადგენა

საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი ვალდებულია განცხადების/საჩივრის წარმდგენს დაუდგინოს ხარვეზი და განუსაზღვროს გონივრული ვადა მის გამოსასწორებლად, თუ განცხადება/საჩივარი არ შეიცავს:

← განცხადების/საჩივრის შედგენის თარიღსა და დროს;

← განმცხადებლის/მომჩივნის სახელს, გვარს და რეგისტრაციის ადგილს;

← საარჩევნო უბნის ნომერს;

← მოწმის არსებობის შემთხვევაში – მის სახელს, გვარს და რეგისტრაციის ადგილს

ხარვეზის გამოსასწორებლად მიცემული ვადა უნდა იყოს გონივრული, რომ შეძლონ მითითებული ხარვეზის გამოსწორება.

სარეგისტრაციო ჟურნალში ხარვეზის ჩანაწერის გასწვრივ ხელს აწერენ განცხადების/საჩივრის წარმდგენი და მიმღები პირები.

ხარვეზის შევსების პროცედურები

განცხადება/საჩივრის წარმდგენს დადგენილ ვადაში უფლება აქვს, გამოასწოროს ხარვეზი ანალოგიური განცხადება/საჩივრის წარდგენის გზით, რომელშიც აღმოფხვრილი იქნება ხარვეზის დადგენის საფუძვლები ან/და წარადგინოს განცხადება, სადაც მიეთითება ის მონაცემები, რომელთა გამოც დაუდგინდა ხარვეზი.

ხარვეზის შევსების შემთხვევაში განცხადება/საჩივრის მიმღები პირი სარეგისტრაციო ჟურნალში რეგისტრირებული განცხადების/საჩივრის გასწვრივ აკეთებს ჩანაწერს ”შევსებულია”, ხარვეზის შევსების ზუსტი დროისა და თარიღის მითითებით. ჩანაწერის გასწვრივ ხელს აწერს განცხადება/საჩივრის წარმდგენი და საოლქო საარჩევნო კომიის მდივანი.

რეაგირება განცხადება/საჩივარზე

წარდგენილი განცხადება/საჩივარი არ განიხილება და საოლქო საარჩევნო კომისია გამოსცემს განკარგულებას განცხადება/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, თუ:

← განცხადება/საჩივარი შედგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ;

← განცხადება/საჩივარში არ არის აღნიშნული დარღვევის არსი და მისი ჩადენის დრო;

← განცხადება/საჩივარი საარჩევნო კომისიას გადაეცა კანონით მოთხოვნილი ვადების დარღვევით

განკარგულების სათაურში უნდა მიეთითოს განცხადება/საჩივრის განუხილველად დატოვების კონკრეტული მიზეზი.

მხარეების დაბარება განცხადება/საჩივრის განხილვაზე

საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია მხარეს საქმის განხილვის დრო და ადგილი შეატყობინოს საქმის განხილვის დაწყებამდე არა უგვიანეს 3 საათისა. თუ საჩივრის ავტორია:

← საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული დამკვირვებელი ორგანიზაცია ან მისი წარმომადგენელი, საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ ეცნობება ამ ორგანიზაციის საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ შესაბამის დამკვირვებელს ან ამ ორგანიზაციას;

← საარჩევნო სუბიექტი ან მისი დანიშნული წარმომადგენელი, საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ ეცნობება ამ სუბიექტის მიერ დანიშნულ წარმომადგენელს;

← საარჩევნო კომისიის წევრი, საჩივრის განხილვის შესახებ პირადად მას უნდა ეცნობოს.

საჩივრის განხილვისათვის მხარეები შეიძლება დაბარებულ იქნენ როგორც წერილობით, ისე ტელეფონით (მათ შორის, მობილური ტელეფონით; მოკლე ტექსტური შეტყობინებით), ელექტრონული ფოსტით, ფაქსით ან სხვა ტექნიკური საშუალებებით.

ტექნიკური საშუალებებით მხარის დაბარება დასტურდება:

← მის მიერ მითითებულ საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე დაკავშირებით;

← ელექტრონული ფოსტის, ფაქსის ან მოკლე ტექსტური შეტყობინების შემთხვევაში – შესაბამისი ტექნიკური საშუალებით მოწოდებული დადასტურებით.

ტექნიკური საშუალებებით მხარის დაბარებისას დგება აქტი, რომელიც უნდა დაერთოს კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საჩივარს (იხ. დანართი №5). აქტს, კომისიის თავმჯდომარის დავალებით, ადგენს კომისიის ერთ-ერთი წევრი და მას ხელს აწერენ აქტის შემდგენი და საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

მხარის გამოუცხადებლობა არ ქმნის საჩივრის განხილვის გადადების საფუძველს.

განცხადება/საჩივრის განხილვა საოლქო საარჩევნო კომისიაში

საჩივრის განხილვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და საკუთარი ინიციატივით საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მოპოვებული მასალების სათანადო გამოკვლევისა და შესწავლის შემდეგ.

მხარეს უფლება აქვს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს მონაწილეობა საჩივრის განხილვაში.

მხარეს უფლება აქვს საარჩევნო კომისიასთან აწარმოოს ურთიერთობა:

← წარმომადგენლის მეშვეობით;

← ისარგებლოს ადვოკატის დახმარებით.

წარმომადგენელი ვალდებულია საარჩევნო კომისიაში წარადგინოს კანონით დადგენილი წესით დამოწმებული წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი:

← ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლობა დასტურდება მათ მიერ გაცემული და სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობით;

← ორგანიზაციების (პარტია, საარჩევნო ბლოკი, დამკვირვებელი ორგანიზაცია) წარმომადგენლობა დასტურდება მათი ხელმძღვანელი პირის მიერ გაცემული მინდობილობით;

← ადვოკატის წარმომადგენლობა დასტურდება მარწმუნებლის მიერ დადგენილი წესით მასზე გაცემული დოკუმენტით (მინდობილობა/ორდერით).

ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამებასთან დაკავშირებულ განცხადება/საჩივარს საოლქო საარჩევნო კომისია განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადების/საჩივრის რეგისტრაციიდან 1 კალენდარული დღის ვადაში. საოლქო საარჩევნო კომისია გადაწყვეტილებას იღებს განკარგულებით, რომელიც შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ სასამართლოში, საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესით.

საუბნო საარჩევნო კომისიის/კომისიის ხელმძღვანელი პირების გადაწყვეტილებები მათი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.

საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიის/კომისიის ხელმძღვანელი პირების გადაწყვეტილებების გამო შეტანილ საჩივარს იხილავს 1 კალენდარული დღის ვადაში.

საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადება/საჩივრის რეგისტრაცია

საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილ განცხადება/საჩივარს რეგისტრაციაში ატარებს კომისიის მდივანი, შემდეგი წესის მიხედვით:

← კომისიის მდივანი სარეგისტრაციო ჟურნალში მიუთითებს განმცხადებლის ვინაობას;

← განცხადება/საჩივრის წარმდგენი და მიმღები პირები ხელს აწერენ ჩანაწერის გასწვრივ;

← კომისიის მდივანი, განცხადება/საჩივრის მიღების დადასტურების მიზნით, განმცხადებელს გადასცემს წერილობით ცნობას საკუთარი ხელმოწერით და ბეჭდით (იხ.დანართი №3).

რეაგირება განცხადება/საჩივარზე

წარდგენილი განცხადება/საჩივარი არ განიხილება და საოლქო საარჩევნო კომისია გამოსცემს განკარგულებას განცხადება/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, თუ:

← განცხადება/საჩივარი შედგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ;

← განცხადება/საჩივარი საარჩევნო კომისიას გადაეცა კანონით მოთხოვნილი ვადებისა და წესის დარღვევით.

საოლქო საარჩევნო კომისიაში მხარეების დაბარება განცხადება/საჩივრის განხილვაზე და განცხადება/საჩივრის განხილვა მიმდინარეობს ერთიანი წესით, რაც განხილულ იქნა კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცედურების დარღვევებზე წარდგენილ განცხადება/საჩივრებთან მიმართებაში.

საოლქო საარჩევნო კომისიის/კომისიის ხელმძღვანელი პირების გადაწყვეტილებები, საუბნო საარჩევნო კომისიის/კომისიის ხელმძღვანელი პირების გადაწყვეტილებების გამო (მათ შორის, შემაჯამებელი ოქმის შედგენის გამო) 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში.

საოლქო საარჩევნო კომისიის/კომისიის ხელმძღვანელ პირთა გადაწყვეტილებები, გარდა ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილებებისა, მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს ცესკოში.

დანართი №1

---------------------------------------------------------------------------------------------------------------

ა) განცხადება/საჩივრის საარჩევნო უბანში წარდგენის შემთხვევაში მიეთითება საარჩევნო უბნისა და ოლქის დასახელება და ნომერი

ბ) განცხადება/საჩივრის საარჩევნო ოლქში წარდგენის შემთხვევაში მიეთითება საარჩევნო ოლქის დასახელება და ნომერი

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა / ს ა ჩ ი ვ ა რ ი

(საჭირო გახაზეთ)

განმცხადებელი/მომჩივანი-------------------------------------------------------------------------------

სახელი, გვარი, მისამართი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი

---------------------------------------------------------------------------------------------------------------

ფაქსი, ელ.ფოსტის მისამართი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

დარღვევა: კენჭისყრის პროცედურა □ დარღვევის ჩადენის დრო -------------------- საათი, წუთი

ხმის დათვლა/კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურა □

№ ”---” ”-------------------” საარჩევნო უბანი

დარღვევის არსი: ------------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------------

მოწმე (არსებობის შემთხვევაში) -------------------------------------------------------------------------

სახელი, გვარი, მისამართი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით

დამრღვევის დადგენის შემთხვევაში - მისი ის მონაცემები, რომელთა დადგენაც შესაძლებელი გახდა--------------------------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------------

დამრღვევის ახსნა-განმარტება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) --------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------------

(სხვა დამატებითი ინფორმაცია) ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, განიხილოთ ჩემი განცხადება/საჩივარი და მოახდინოთ შესაბამისი რეაგირება (ბათილობის ან სხვა მოთხოვნის შემთხვევაში მიუთითეთ შესაბამისი მოთხოვნა)--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

”----“ “-----------“ 20----- წელი განმცხადებელი/მომჩივანი:

განცხადების/საჩივრის ----------------------------------- --------------------------

(შედგენის დრო (საათი, წუთი)) ხელმოწერა

დანართი №2

საარჩევნო კომისიაში წარდგენილი განცხადება/საჩივრის რეკვიზიტები

განცხადებაში/საჩივარში აღინიშნება:

✓ განცხადების/საჩივრის შედგენის თარიღი და დრო*;

✓ განმცხადებლის/მომჩივნის სახელი, გვარი და რეგისტრაციის ადგილი*;

✓ საარჩევნო უბნის ნომერი*;

✓ მოწმის არსებობის შემთხვევაში – მისი სახელი, გვარი და რეგისტრაციის ადგილი*;

✓ დარღვევის არსი და მისი ჩადენის დრო**;

✓ დამრღვევის დადგენის შემთხვევაში – მისი ის მონაცემები, რომელთა დადგენაც შესაძლებელი გახდა**;

✓ დამრღვევის ახსნა-განმარტება (ასეთის არსებობის შემთხვევაში)**;

✓ განმცხადებლის/მომჩივნის საკონტაქტო ტელეფონის (საცხოვრებელი ადგილის ან/და მობილურის) ნომერი***;

✓ ასევე განმცხადებლის/მომჩივნის ფაქსი და ელექტრონული ფოსტის მისამართი (მათი არსებობის შემთხვევაში)***;[1]

✓ სხვა დამატებითი ინფორმაცია.

დანართი № 3

№ “……”……………საოლქო საარჩევნო კომისია

ცნობა

განცხადება/საჩივრის რეგისტრაციაში გატარების შესახებ

განცხადება/საჩივრის მიღების თარიღი: ...................................................................

განცხადება/საჩივრის მიღების დრო: .........................................................................

განცხადება/საჩივრის სარეგისტრაციო ნომერი: ......................................................

კომისიის მდივანი: ....................................

/ ხელმოწერა /

დანართი №4

საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრება საოლქო საარჩევნო კომისიაში შესაძლებელია, თუ ოქმში აღნიშნული არ არის ან არაზუსტია:

✓ საარჩევნო ოლქის ნომერი და დასახელება, საარჩევნო უბნის ნომერი;

✓ გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი იმ საარჩევნო უბნის ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც მიმაგრებულია ძირითად საარჩევნო უბანზე;

✓ არჩევნების/რეფერენდუმის დასახელება;

✓ კენჭისყრის თარიღი (თუ ეს არის განმეორებითი კენჭისყრა ან არჩევნების მეორე ტური, ესეც უნდა აღინიშნოს);

✓ საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდისა და ამომრჩეველთა რეგისტრატორების ბეჭდების ნომრები;

✓ ერთიან სიაში ამომრჩეველთა რაოდენობა;

✓ სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა რაოდენობა;

✓ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა ამომრჩეველთა სიებში 12 საათსა და 17 საათზე;

✓ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა (ამომრჩეველთა სიებში ხელმოწერების მიხედვით);

✓ მიღებულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;

✓ ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;

✓ საარჩევნო სუბიექტების დასახელება, საარჩევნო სუბიექტებისათვის მიცემულ ხმათა რაოდენობა;

✓ ოქმის შედგენის თარიღი და დრო;

✓ ოქმის ის მონაცემები, რომლებსაც არ ეთანხმება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი (ამ ჩანაწერს კომისიის წევრი აკეთებს გრაფაში „განსხვავებული აზრი“ და ხელს აწერს მას);

✓ ოქმის სარეგისტრაციო ნომერი, რეგისტრაციის თარიღი და დრო (აღინიშნება ოქმის გაცემისას).

დანართი №5

მხარის ტექნიკური საშუალებებით დაბარების

ა ქ ტ ი

ქ. ------------------- ,,----“ ,,----------“ 20-- წ

აქტის შემდგენი -------------------------------------------------------------------------------------

(სახელი, გვარი, თანამდებობა)

შევადგინე ეს აქტი მასზედ, რომ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(დასაბარებელი მხარის ვინაობა, იმ ტექნიკური საშუალების დასახელება და ნომერი, რომლიდანაც და რომელზეც მოხდა მხარესთან დაკავშირება და შედეგი)

----------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------

(საჩივრის განხილვის დრო და ადგილი)

----------------------------------------------------------------------------------------------------------

(საჩივრის დასახელება, რომლის გამოც ხდება დაბარება)

---------------------------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------

გამოუცხადებლობის შემთხვევაში მხარეს განემარტა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის 25-ე და 31-ე პუნქტების შინაარსი

ყოველივე ზემოაღნიშნულზე შედგა ეს აქტი, რომლის სისწორესაც ხელმოწერით ვადასტურებთ

----------------------------------------------------------------

(აქტის შემდგენლის ხელმოწერა)

--------------------------------------------------------------------

(საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის/ცესკოს სამმართველოს უფროსის ხელმოწერა)

აქტის შედგენის დრო -----------------------------------------

შენიშვნებისთვის

________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

შენიშვნებისთვის

_______________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

შენიშვნებისთვის

_______________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

შენიშვნებისთვის

_______________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

-----------------------

* აღნიშნული რეკვიზიტების მიუთითებლობა არაზუსტად ან არასრულყოფილად წარმოადგენს განცხადება/საჩივარზე ხარვეზის

დადგენის საფუძველს, ხოლო ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, მისი განუხილველად დატოვების საფუძველს.

** აღნიშნული რეკვიზიტების მიუთითებლობა წარმოადგენს ხარვეზის დადგენის გარეშე განცხადება/საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს.

*** აღნიშნული რეკვიზიტების მიუთითებლობა არაზუსტად ან არასრულყოფილად არ შეიძლება გახდეს განცხადება/საჩივრის ხარვეზი დადგენის და განუხილველად დატოვების საფუძველი, მაგრამ შეიძლება გახდეს მხარის საჩივრის განხილვაზე დაბარების შეუძლებლობის საფუძველი.

-----------------------

საოლქო საარჩევნო კომისიის შემადგენლობა და მუშაობის წესი

ნაწილი I

თავი I. საოლქო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი

თავი II. საოლქო საარჩევნო კომისიის მუშაობის წესი

ყურადღება!

← კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს გამოთქვას განსხვავებული აზრი, რომელიც შეიტანება სხდომის ოქმში.

← განსხვავებული აზრის მქონე კომისიის წევრი ვალდებულია პატივი სცეს და დაემორჩილოს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. მას არა აქვს უფლება, თავისი ქმედებით/უმოქმედობით ხელი შეუშალოს კომისიის გადაწყვეტილებათა აღსრულებას.

ყურადღება!

საარჩევნო კომისიის წევრს ეკრძალება საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა.

თავი III. საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომა

ყურადღება!

← ერთი და იმავე კანდიდატურის დასახელება შეიძლება მხოლოდ ორჯერ.

← დასახელებულ კანდიდატს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს კენჭისყრაში და ხმა მისცეს საკუთარი კანდიდატურის სასარგებლოდ.

ყურადღება!

← დასახელებულ კანდიდატს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს კენჭისყრაში და ხმა მისცეს საკუთარი კანდიდატურის სასარგებლოდ;

← საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის არჩევა ფორმდება საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულებით.

ნაწილი II

საოლქო საარჩევნო კომისიის საქმიანობა წინასაარჩევნო პერიოდში

თავი I. ამომრჩეველთა სიები

ყურადღება!

← კედლის სიების თავდაპირველი ვერსია უნდა ჩამოიხსნას და იმავე ადგილას გამოიკრას დაზუსტებული ვერსია.

← დაუშვებელია სამაგიდო სიისა და მისი ასლის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემა.

ყურადღება!

ამომრჩეველს უფლება აქვს, მოითხოვოს მხოლოდ მისი და მისი ოჯახის წევრთა შესახებ არსებული ყველა მონაცემის გაცნობა და მათში ცვლილების შეტანა.

ყურადღება!

განკარგულება ამომრჩეველთა მონაცემებში/ სიებში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ დასაბუთებული უნდა იყოს და მისი გამოცემის მომდევნო დღიდან, მოთხოვნისთანავე, უნდა გადაეცეს განმცხადებელს.

ყურადღება!

საოლქო საარჩევნო კომისიამ უარყოფითი გადაწყვეტილების შესახებ ამომრჩეველს უნდა აცნობოს დაუყოვნებლივ.

ყურადღება!

აღნიშნული რაოდენობის შევსების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ყოველი ახალი შემოსული განცხადების შესახებ დაუყოვნებლივ ატყობინებს საოლქო საარჩევნო კომისიას. ამომრჩეველთა გადასატანი ყუთის სიაში შეყვანის მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საოლქო საარჩევნო კომისია სხდომაზე დამსწრეთა ორი მესამედით.

თავი II. საარჩევნო დოკუმენტაციისა და ინვენტარის გადაცემა

ყურადღება!

აქტის გაფორმებამდე მიმღები და გამცემი პირები ამოწმებენ ბიულეტენების რეკვიზიტების შესაბამისობას და ითვლიან გადასაცემი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობას. ამის შემდეგ საარჩევნო ბიულეტენები კვლავ ილუქება, რასაც ხელის მოწერით ადასტურებენ მხარეები (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 63.11).

ნაწილი III

საარჩევნო პროცესში მონაწილე პირთა რეგისტრაცია

თავი I. პარლამენტის წევრობის კანდიდატის რეგისტრაციის წესი

ყურადღება!

საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატები წილისყრაში მონაწილეობას მიიღებენ საოლქო საარჩევნო კომისიებში რეგისტრაციის ან/და რეგისტრაციის შესახებ განცხადებების შემოტანის რიგითობის შესაბამისად.

თავი II. დამკვირვებელთა, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელთა, პრესისა

და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაცია

ყურადღება!

← თუ დამკვირვებელი ორგანიზაცია აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, კომისიას უფლება არა აქვს მას უარი უთხრას რეგისტრაციაზე.

← საარჩევნო კომისიის განკარგულება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ დასაბუთებული უნდა იყოს და ორგანიზაციას უნდა გადაეცეს გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა. ასეთ შემთხვევაში კომისიის განკარგულება მისი მიღებიდან 2 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

ყურადღება!

საოლქო საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული დამკვირვებელი უფლებამოსილია, კენჭისყრის დღეს დაკვირვება განახორციელონ შესაბამისი ოლქის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ საარჩევნო უბანში (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 40.10).

ყურადღება!

საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს შეცვალოს ან/და გამოიწვიოს თავისი წარმომადგენელი, რასაც იგი აცნობებს შესაბამის საარჩევნო კომისიას.

ნაწილი IV

საოლქო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო დოკუმენტაციის მიღება, არჩევნების შედეგების შეჯამება

თავი I. დოკუმენტაციის მიღება/დახარისხება საოლქო საარჩევნო კომისიაში

სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებს რაოდენობას

ბათილი ბიულეტენების რაოდენობა

ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობის

ყურადღება!

← თუ ოქმი არასწორად არის შევსებული, ოქმის მონაცემი წინასწარი შედეგების შემაჯამებელ ცხრილში არ შეიტანება;

← არასწორად შევსებული ოქმი ცალკე გადაიდება და მას საოლქო საარჩევნო კომისია მოგვიანებით განიხილავს.

თავი II. არჩევნების შედეგების შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიაში

ყურადღება!

მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად მიჩნეული ბიულეტენების რაოდენობა.

ყურადღება!

საარჩევნო დოკუმენტაციის გახსნისას საოლქო საარჩევნო კომისიამ უნდა დაიცვას საარჩევნო დოკუმენტაციის გადათვლის შემდეგი თანმიმდევრობა:

← ამომრჩეველთა სიებში ხელმოწერების რაოდენობა;

← ბათილი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა;

← თითოეული კანდიდატისათვის მიცემულ ხმათა (საარჩევნო ბიულეტენების) რაოდენობა.

განცხადება/საჩივრის შეტანისა და განხილვის წესები

ნაწილი V

განცხადება/საჩივრები

კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცედურების დარღვევებზე

ყურადღება!

დანართი №1-ში მოცემული განცხადების/საჩივრის ფორმა სარეკომენდაციო ხასიათისაა და მისი წარდგენა შეიძლება სხვა ფორმითაც, დანართი №2-ით განსაზღვრული რეკვიზიტების გათვალისწინებით.

ყურადღება!

განცხადება/საჩივარი საარჩევნო ყუთის გახსნიდან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე (გარდა კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენისა) ჩადენილ დარღვევებზე საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას გადაეცემა კენჭისყრის დღიდან 3 კალენდარული დღის განმავლობაში. განმცხადებელს/ მომჩივანს უფლება აქვს, იმავე დარღვევაზე განცხადება/საჩივარი იმავე ვადაში უშუალოდ გადასცეს საოლქო საარჩევნო კომისიას.

ყურადღება!

თუ საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი არ იბარებს განცხადება/საჩივარს, განმცხადებელს უფლება აქვს დაუკავშირდეს ცხელ ხაზს ნომერზე: 032-251 00 51

შენიშვნა: ხარვეზის შევსების გონივრული ვადა დგინდება საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნისა და განცხადება/საჩივრის წარმდგენი პირის შეთანხმების საფუძველზე. ხარვეზის შევსების ვადის თაობაზე მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში, ვადას ერთპიროვნულად ადგენს საარჩევნო კომისიის მდივანი.

შენიშვნა: დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში განცხადება/საჩივარი არ განიხილება, რის თაობაზეც საოლქო საარჩევნო კომისია გამოსცემს განკარგულებას (განკარგულების სათაურში უნდა მიეთითოს განუხილველად დატოვების კონკრეტული მიზეზი).

შენიშვნა: მხარე დაბარებულად ჩაითვლება, თუ შეუძლებელია მასთან საჩივარში მითითებული ტექნიკური საშუალებებით დაკავშირება (მობილური ტელეფონის, ფაქსის, კომპიუტერის გამორთულ მდგომარეობაში ყოფნის გამო და სხვ.)

ყურადღება!

თუ წარმომადგენელი არ წარადგენს შესაბამისი წესით დამოწმებულ წარმომადგენლობის დამადასტურებელ საბუთს, მას არ მიეცემა განცხადება/საჩივრის განხილვაში მონაწილეობის უფლება და გადაწყვეტილება მიიღება მისი პოზიციის გაუთვალისწინებლად.

საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევებზე (გარდა კენჭისყრის დღისა)

განცხადება/საჩივრები

ყურადღება!

მხარეები ვალდებულნი არიან განცხადება/საჩივარში, გარდა კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებისა, გარკვევით მიუთითონ განცხადება/საჩივრის ავტორის საკონტაქტო (საცხ. ადგილისა და მობილურის) ტელეფონის ნომრები, ასევე დამატებით მითითებული უნდა იქნეს განცხადება/საჩივრის ავტორის ფაქსისა და ელექტრონული ფოსტის მისამართი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

ყურადღება!

საოლქო საარჩევნო კომისიაში არ ხდება საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევების გამო (გარდა კენჭისყრის დღისა) წარდგენილი განცხადება/საჩივრის ხარვეზის დადგენა. შესაბამისი საფუძვლების არსებობისას განცხადება/საჩივარი ხარვეზის დაუდგენლად რჩება განუხილველი.

საოლქო საარჩევნო კომისიის/კომისიის ხელმძღვანელი პირების გადაწყვეტილებები

გასაჩივრების ვადა და წესი

ყურადღება!

საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება 2 კალენდარული დღის ვადაში საჩივრდება შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში შემდეგ გამონაკლის შემთხვევებში:

← საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება ამომრჩეველთა მონაცემებში/სიებში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ;

← საარჩევნო კომისიის განკარგულება დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.

-----------------------

32

35

0