საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№52/2016
სარეგისტრაციო კოდი
010190020.15.008.016291
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/07/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №52/2016

2016 წლის 27 ივლისი

ქ. თბილისი

 

საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „შ” ქვეპუნქტის, 30-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და 77–ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის დამტკიცდეს თანდართული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია.
მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი
📎 დანართები (1)
danarti_53_2016.docx

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა

სახელმძღვანელო ინსტრუქცია


დამტკიცებულია ცესკოს 2016 წლის 27 ივლისის №52/2016 დადგენილებით

წარმოდგენილი სახელმძღვანელო ინსტრუქცია განკუთვნილია საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა სასწავლო მიზნებისთვის. საუბნო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილებებსა და საქმიანობის წესთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციების სრული სახით გაცნობის მიზნით, იხილეთ საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ და ცესკოს შესაბამისი სამართლებრივი აქტები.


სარჩევი

ნაწილი I. საუბნო საარჩევნო კომისიის შემადგენლობა და მუშაობის წესი 5

თავი I. საუბნო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი 5

საუბნო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი 5

თავი II. საუბნო საარჩევნო კომისიის მუშაობის წესი 5

საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა უფლებამოსილებები 5

საუბნო საარჩევნო კომისიის საქმისწარმოების წესი 7

საუბნო საარჩევნო კომისიის სამართლებრივი აქტები 7

საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომაზე განკარგულების მიღების წესი 8

საუბნო საარჩევნო კომისიის ჩართულობა და შეზღუდვები წინასაარჩევნო აგიტაციაში/კამპანიაში 8

ნაწილი II. საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა წინასაარჩევნო პერიოდში 8

თავი I. ამომრჩეველთა სიები 8

ამომრჩეველთა ერთიანი სიის მონაცემების გადამოწმება 9

ამომრჩეველთა სპეციალური სია 9

გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის ფორმირების წესი 9

ამომრჩევლის ბარათი 11

თავი II. საარჩევნო დოკუმენტაციის მიღება, კენჭისყრის შენობის მოწყობა 11

საოლქო საარჩევნო კომისიისგან საარჩევნო დოკუმენტაციისა და ინვენტარის მიღება 11

საარჩევნო დოკუმენტაციისა და ინვენტარის მიღება-ჩაბარების აქტი 12

კენჭისყრის შენობის მოწყობა 12

ნაწილი III. საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა კენჭისყრის დღეს 13

თავი I. საარჩევნო უბნის გახსნა, კენჭისყრის დაწყებამდე ჩასატარებელი პროცედურები 13

საარჩევნო უბნის გახსნა 13

კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირები 13

დამკვირვებლის, საარჩევნო სუბიექტის 14

საარჩევნო უბნის გახსნიდან კენჭისყრის დაწყებამდე ჩასატარებელი პროცედურები 14

თავი II. კენჭისყრის პროცესი 17

კენჭისყრის ჩატარება 17

კენჭისყრის დღეს წესრიგის დაცვა კენჭისყრის შენობაში 21

კენჭისყრის პროცესის დროებით შეჩერება 21

კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა აღრიცხვა 21

გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემა 22

თავი III. საარჩევნო უბნის დახურვა, კენჭისყრის შედეგების შეჯამება 23

საარჩევნო უბნის დახურვა 23

საარჩევნო უბნის მოწყობა ხმების დათვლის პროცედურისთვის 23

საარჩევნო ყუთის გახსნამდე ჩასატარებელი პროცედურები 25

ამომრჩეველთა სიების, გაფუჭებული და გამოუყენებელი საარჩევნო ბიულეტენების დალუქვა 25

გადასატანი საარჩევნო ყუთის გახსნა 25

ძირითადი საარჩევნო ყუთის გახსნა 26

საარჩევნო ბიულეტენების დახარისხება 27

საარჩევნო ბიულეტენების დათვლა 27

საარჩევნო ბიულეტენების დალუქვა 28

კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების შედგენა 28

სარეგისტრაციო ჟურნალის დახურვა, კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის დალუქვა, საარჩევნო დოკუმენტაციის გადაცემა საოლქო საარჩევნო კომისიისთვის 29

ნაწილი IV.კენჭისყრის დღის განცხადებები/საჩივრები 30

თავი I. კენჭისყრის დღის განცხადებების/საჩივრების რეგისტრაცია 30

კენჭისყრის დღის განცხადებებზე/საჩივრებზე ხარვეზის დადგენის წესი 30

თავი II. კენჭისყრის დღის განცხადებებზე/საჩივრებზე რეაგირება 31

დანართი №1. საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსი 32

დანართი №2. საარჩევნო კომისიაში წარდგენილი განცხადების/საჩივრის რეკვიზიტები 34

დანართი №3. ცნობა განცხადების/საჩივრის რეგისტრაციაში გატარების შესახებ 35

დანართი №4. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილებანი 36

დანართი №5. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის უფლებამოსილებანი კენჭისყრის დღეს 43

დანართი №6. ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრის ფუნქციები 47

დანართი №7.ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის ფუნქციები 48

დანართი №8. გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრის ფუნქციები 50

დანართი №9. საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრის ფუნქციები 52

დანართი №10. ფოტოვიდეოგადაღება საარჩევნო უბანზე 53

საუბნო საარჩევნო კომისია შედგება 13 წევრისაგან (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 24.1,2,4; მუხლი 29.9)

  • 6 წევრს კონკურსის საფუძველზე ირჩევს საოლქო საარჩევნო კომისია;

  • 7 წევრს ნიშნავენ პარტიები.

აკრძალულია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის გამოწვევა კენჭისყრის დღემდე 15 დღით ადრე (23 სექტემბერი).

ყურადღება!

საარჩევნო კომისიის წევრი არ არის მისი დამნიშვნელი/ამრჩევი სუბიექტის წარმომადგენელი. იგი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციას, კანონსა და შესაბამის კანონქვემდებარე აქტებს (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 8.21).

(საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი – მუხლი 5)

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ვალდებულია შესაბამისი კომისიის წევრად დანიშვნის/არჩევის მომენტიდან:

  • მონაწილეობა კომისიის ყოველდღიურ საქმიანობაში;

  • მონაწილეობა მიიღოს კომისიის წევრთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის/სწავლების ცენტრის მიერ ორგანიზებულ კურსებსა და ტრენინგ/სემინარებში;

  • სისტემატურად ესწრებოდეს კომისიის სხდომებს და მონაწილეობდეს კომისიის მიერ შესასრულებელ საარჩევნო ღონისძიებებში;

  • საპატიო მიზეზით სხდომის გაცდენის შემთხვევაში აცნობოს აღნიშნულის თაობაზე კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, ან კომისიის მდივანს;

  • დროულად ასრულებდეს კომისიის თავმჯდომარის მიერ დაკისრებულ მოვალეობებს.

ყურადღება!

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მიერ აღნიშნული ვალდებულებების შეუსრულებლობა ზემდგომი საარჩევნო კომისიის მიერ შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც დისციპლინური გადაცდომა და გახდეს მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი.

საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები არიან

(საარჩევნო კოდექსი – მუხლი 25.1):

  • კომისიის თავმჯდომარე;

  • კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

  • კომისიის მდივანი.

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე

(საარჩევნო კოდექსი – მუხლი 27.1):

  • იწვევს და უძღვება კომისიის სხდომას;

  • იღებს და ანაწილებს კომისიაში შემოსულ საარჩევნო საბუთებს და კორესპონდენციას;

  • პირადად აგებს პასუხს საარჩევნო დოკუმენტაციისა და ინვენტარის შენახვისთვის/გაცემისთვის;

  • დავალებას აძლევს კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის მდივანს და კომისიის სხვა წევრებს;

  • კენჭისყრის დღეს ორგანიზებას უწევს კომისიის წევრთა შორის ფუნქციების წილისყრით განაწილებას;

  • პასუხისმგებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში წესრიგის დაცვისთვის;

  • ვალდებულია კენჭისყრის შენობაში არ დაუშვას კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირები შესაბამისი სამკერდე ნიშნის გარეშე;

  • კენჭისყრის შედეგების შეჯამებისთანავე ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას გადასცემს ყველა სახის საარჩევნო დოკუმენტაციას;

  • ახორციელებს ამ კანონით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

(საარჩევნო კოდექსი – მუხლი 27.2):

  • ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას, თუ კომისიას არ ჰყავს თავმჯდომარე ან მას არ შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება;

  • კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით ახორციელებს კომისიის თავმჯდომარის ცალკეულ უფლებამოსილებებს (განკარგულებით ზუსტად უნდა განისაზღვროს მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები და ვადა).

საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი

(საარჩევნო კოდექსი – მუხლი 27.3):

  • ამზადებს კომისიის სხდომის დღის წესრიგს და განკარგულებათა პროექტებს;

  • პასუხისმგებელია საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის;

  • ადგენს კომისიის სხდომათა ოქმებს, მათ შორის, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს;

  • ახორციელებს ამ კანონით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომა ღიაა. საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ

(საარჩევნო კოდექსი – მუხლი 8.15):

  • ცესკოს და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს;

  • ცესკოს და საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს;

  • ცესკოს აპარატის თანამშრომლებს;

  • შესაბამის საარჩევნო კომისიაში აკრედიტებულ მედიის წარმომადგენლებს;

  • შესაბამის საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სუბიექტების თითო წარმომადგენელს;

  • ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების შესაბამის კომისიაში რეგისტრირებულ თითო დამკვირვებელს;

  • საერთაშორისო ორგანიზაციების თითო დამკვირვებელს (თარჯიმანთან ერთად).

საუბნო საარჩევნო კომისიას უფლება აქვს, წესრიგის დარღვევისა და კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლის შემთხვევაში წესრიგის დამრღვევი გააძევოს სხდომის დარბაზიდან, რაც აღინიშნება სხდომის ოქმში (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 8.15).

(საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი – მუხლი 11)

საუბნო საარჩევნო კომისიაში წარმოებს სარეგისტრაციო ჟურნალი, რომლის წარმოებისთვის პასუხისმგებელია კომისიის მდივანი.

სარეგისტრაციო ჟურნალი შედგება ორი ნაწილისაგან:

I. შემოსული დოკუმენტაცია

კომისიის მდივანი ვალდებულია დოკუმენტის/განცხადების შემოსვლისას სარეგისტრაციო ჟურნალში რეგისტრაციაში გაატაროს შემოსული დოკუმენტი/განცხადება.

ყურადღება!

დოკუმენტის/განცხადების მიღების და სარეგისტრაციო ჟურნალში სათანადო რეგისტრაციის შემდეგ კომისიის მდივანი ვალდებულია გასცეს ცნობა, რომელშიც მიეთითება დოკუმენ­ტის/განცხადების მიღების თარიღი და ზუსტი დრო, აგრეთვე ჟურნალში მისთვის მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი. აღნიშნული ცნობა კომისიის მდივანმა ხელმოწერით უნდა დაადასტუროს (საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი – მუხლი 11.5).

II. გასული დოკუმენტაცია

კომისიის მდივანი ვალდებულია დოკუმენტის გაცემა რეგისტრაციაში გაატაროს სარეგისტრაციო ჟურნალის გასული დოკუმენ­ტაციის ნაწილში.

სარეგისტრაციო ჟურნალი იხურება ყოველი დღის 18 საათზე, გარდა კენჭისყრის დღისა. სარეგისტრაციო ჟურნალის ორივე ნაწილში ბოლო ჩანაწერის შემდეგ აღინიშნება „ჟურნალი დახურულია“ და მიეთითება თარიღი და ზუსტი დრო. ამ აღნიშვნას კომისიის მდივანი ხელმოწერით ადასტურებს. სარეგისტრაციო ჟურნალის დახურვის შემდეგ იკრძალება მასში იმავე თარიღით დამატებით რაიმე დოკუმენტის რეგისტრაცია (საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი – მუხლი 11.15).

ყურადღება!

კენჭისყრის დღეს სარეგისტრაციო ჟურნალი იწარმოება მთელი საარჩევნო პროცესის პარალელურად. კენჭისყრის დღის ყველა პროცედურის დასრულებისა და შესაბამისი საარჩევნო დოკუმენტაციის რეგისტრაციაში გატარების შემდეგ სარეგისტრაციო ჟურნალი იხურება კომისიის მდივნისა და თავმჯდომარის ხელმოწერებით და მოწმდება საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდით.

(საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი – მუხლი 6)

საუბნო საარჩევნო კომისიის სამართლებრივი აქტებია:

  • კომისიის განკარგულება;

  • კომისიის თავმჯდომარის განკარგულება;

  • კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმები.

ყურადღება!

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულება უნდა გაფორმდეს მისი მიღებისთანავე და არაუგვიანეს მეორე დღისა უნდა გამოიკრას საარჩევნო უბანში თვალსაჩინო ადგილას. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებას ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 30.4; საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი – მუხლი 6.3-4).

საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულების პროექტს ამზადებს კომისიის მდივანი (საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი – მუხლი 9.4). კომისიის განკარგულება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ კომისიის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა (არანაკლებ 5 წევრი). ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება კომისიის სხდომის თავმჯდომარის ხმა (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 8.4-5).

საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულებას ხელს აწერენ კომისიის სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი. კომისიის განკარგულება მეორე დღესვე გამოიკვრება საარჩევნო უბანში (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 26.3; მუხლი 30.4; საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი – მუხლი 6.4).

საუბნო საარჩევნო კომისია კენჭისყრის შენობაში თვალსაჩინო ადგილას აკრავს კანდიდატთა სიებსა და პარტიულ სიებს (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 58.4.დ; საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი – მუხლი 8.2.გ).

ყურადღება!

საარჩევნო კომისიის წევრს ეკრძალება საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 45.4.ა).

(საარჩევნო კოდექსი – მუხლი 31)

ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეიტანება ამომრჩევლის შესახებ შემდეგი მონაცემები:

  • გვარი, სახელი;

  • დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);

  • მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით);

  • საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;

  • ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირისთვის, მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებული პირისთვის, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან მოხსნილი პირისთვის, აგრეთვე პირისთვის, რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილებით, აღინიშნება დროებითი საცხოვრებლის მისამართი; სხვა სახელმწიფოში მყოფი პირისთვის მიეთითება „საკონსულო აღრიცხვაზეა“, ხოლო თუ ასეთი პირი არ დგას საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე – „იმყოფება უცხოეთში“);

  • ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრაციის თარიღი;

  • ფოტოსურათი (სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული უახლესი ფოტოსურათი ციფრულ ფორმატში);

  • სქესი.

საუბნო საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მეორე დღისა (6 ოქტომბერი) გადაეცემა დაზუსტებული სიების საბოლოო ვერსიები:

  • საარჩევნო კომისიისათვის განკუთვნილი ვერსია (სამაგიდო სია);

  • საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (კედლის სია).

ყურადღება!

  • კედლის სიის თავდაპირველი ვერსია უნდა ჩამოიხსნას და იმავე ადგილას განთავსდეს დაზუსტებული ვერსია.

  • დაუშვებელია სამაგიდო სიის და მისი ასლის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემა.

(საარჩევნო კოდექსი – მუხლი 26.2.ბ)

საუბნო საარჩევნო კომისია:

  • ამოწმებს ამომრჩეველთა ერთიანი სიის სისწორეს; შეცდომების ან უზუსტობების აღმოჩენის შემთხვევაში არაუგვიანეს მომდევნო დღისა, მაგრამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-16 დღისა (22 სექტემბერი), სიაში ცვლილების შეტანის წინადადებით მიმართავს საოლქო საარჩევნო კომისიას;

  • ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით შემოსულ განცხადებებს დაუყოვნებლივ გადასცემს საოლქო საარჩევნო კომისიას.

(საარჩევნო კოდექსი – მუხლი 32)

ამომრჩეველთა სპეციალურ სიას ადგენს საოლქო საარჩევნო კომისია კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-3 დღისა (5 ოქტომბერი) და გადასცემს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას.

თუ საუბნო საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღეს არჩევნებში მონაწილეობის მიღების მოთხოვნით მიმართავს ამომრჩეველი, რომელმაც არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-16 დღისა (22 სექტემბერი) ვერ მოასწრო, მიემართა კომისიისთვის სიაში რეგისტრაციის მოთხოვნით (ჩამოვიდა საზღვარგარეთიდან, გამოეწერა სტაციონარული სამკურნალო დაწესებულებიდან, გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან), შესაბამისი დოკუმენტების (საზღვრის გადაკვეთის შესახებ ჩანაწერი პასპორტში, ცნობა სტაციონარული სამკურნალო დაწესებულებიდან, ცნობა პენიტენციური დაწესებულებიდან განთავისუფლების შესახებ) წარდგენის შემთხვევაში მას სპეციალურ სიაში რეგის­ტრაციაში გაატარებს საუბნო საარჩევნო კომისია და ამომრჩეველთა სიებს დაურთავს წარდგენილი დოკუმენტების ფოტოასლებს (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 31.12).

(საარჩევნო კოდექსი – მუხლები 33-34)

გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის ფორმირებისთვის პასუხისმგებელია საუბნო საარჩევნო კომისია. გადასატანი საარჩევნო ყუთის სია დგება ამომრჩეველთა ერთიანი და სპეციალური სიების საფუძველზე.

ამომრჩეველი გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეჰყავთ, თუ:

  • ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია კენჭისყრის შენობაში მისვლა (ასეთი ამომრჩევლების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებული ამომრჩევლების 3 პროცენტს. აღნიშნული რაოდენობის შევსების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია ყოველი ახალი შემოსული განცხადების შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს საოლქო საარჩევნო კომისიას და დაელოდოს შესაბამის მითითებებს);

  • იმყოფება საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე, მაგრამ ძნელად მისადგომ ადგილას (ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია კონსულტაციის გავლა საოლქო საარჩევნო კომისიასთან).

ყურადღება!

გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნით ამომრჩეველი საუბნო საარჩევნო კომისიას წერილობით ან სატელეფონო შეტ­ყობინებით მიმართავს კენჭისყრის დღემდე 2 დღით ადრე მაინც (5 ოქტომბერი). კომისიის მდივანი სარეგისტრაციო ჟურნალში რეგისტრაციაში ატარებს ამომრჩევლის წერილობით განცხადებას ან სატელეფონო ზეპირ განცხადებას და უთითებს სატელეფონო შეტყობინების შემოსვლის ზუსტ დროს, ტელეფონის ნომერს, ამომრჩევლის სახელს, გვარს, პირად ნომერს და იმ მისამართს, სადაც ამომრჩეველი ითხოვს გადასატანი საარჩევნო ყუთის მიტანას. თუ ეს მისამართი არ არის იმ საარჩევნო უბნის ტერიტორიის საზღვრებში, სადაც ამომრჩეველი რეგისტრირებულია, მას განემარტება, რომ ის არ შეიყვანება გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში.

  • სამკურნალოდ წევს საავადმყოფოში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში და მასში არ იხსნება საარჩევნო უბანი (კენჭისყრის დღეს სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში მყოფი ამომრჩევლის შესახებ ინფორმაციას საოლქო საარჩევნო კომისია კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 2 დღისა გადასცემს საუბნო საარჩევნო კომისიას);

  • იმყოფება ადმინისტრაციულ პატიმრობაში.

  • იმყოფება პატიმრობაში;

  • სამხედრო მოსამსახურეა, მსახურობს სახელმწიფო საზღვარზე განლაგებულ სამხედრო ნაწილში, რომელიც საარჩევნო უბნიდან შორსაა განლაგებული;

  • მსახურობს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტში, პენიტენციურ დეპარტამენტში ან პენიტენციურ დაწესებულებაში და სამსახურის პირობების გამო სამუშაო ადგილის დატოვება არ შეუძლია;

  • არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამხედრო მოსამსახურე ან სპეციალური წოდების მქონე პირი და კენჭისყრის პერიოდში განსაკუთრებული სამსახურებრივი პირობების ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ტოვებს სამუშაო ადგილს.

გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში (სამაგიდო სიაში) შეიტანება ამომრჩევლის შესახებ იგივე მონაცემები, რომლებიც არის ამომრჩეველთა ერთიან სიაში, გარდა მისი ფოტოსურათისა, და დამატებით აღინიშნება მისი რიგითი ნომერი ამომრჩეველთა ერთიან ან სპეციალურ სიაში (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 33.5).

გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (კედლის სია, რომელშიც შეიტანება იგივე მონაცემები, რომლებიც გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის სამაგიდო ვერსიაში, გარდა ამომრჩევლის პირადი ნომრისა) მისი შედგენისთანავე გამოიკვრება კენჭისყრის შენობაში თვალსაჩინო ადგილას.

გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში ამომრჩევლის შეყვანის შემთხვევაში ამომრჩეველთა ერთიან და სპეციალურ სიებში მისი გვარის გასწვრივ, გრაფაში „ფაქტობრივი მდგომარეობა“ უნდა გაკეთდეს ჩანაწერი „გადასატანი ყუთი“.

ყურადღება!

  • გადასატანი საარჩევნო ყუთის სია (კედლის და სამაგიდო) მოწმდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის ხელმოწერებით.

  • გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შესაყვანი ამომრჩევლების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა გამოიკრას კენჭისყრის შენობაში თვალსაჩინო ადგილას.

  • საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებს უფლება აქვთ, გადაამოწმონ გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნის საფუძვლიანობა და არჩევნების დღემდე ნებისმიერ დროს დასვან საუბნო საარჩევნო კომისიის წინაშე შესაბამისი პირების გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეყვანის მიზანშეწონილობის საკითხი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საუბნო საარჩევნო კომისია. (საარჩევნო კოდექსი მუხლი 33.3)

(საარჩევნო კოდექსი – მუხლი 35)

საუბნო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 2 დღისა (6 ოქტომბერი) საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეყვანილ ყველა ამომრჩეველს გადასცეს საოლქო საარჩევნო კომისიისგან მიღებული ამომრჩეველთა ბარათები.

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა უნდა დაუბრუნონ კომისიის მდივანს ის ამომრჩეველთა ბარათები, რომლებიც ვერ დაურიგეს ამომრჩევლებს.

ყურადღება!

ამომრჩევლის ბარათის მიუღებლობა არ არის კენჭისყრაში მონაწილეობის უფლების შეზღუდვის საფუძველი.

საუბნო საარჩევნო კომისია კენჭისყრისთვის მზადების და მისი ჩატარების მიზნით საოლქო საარჩევნო კომისიისგან იღებს:

საარჩევნო დოკუმენტაციას:

  • ამომრჩეველთა ერთიანი სიის საბოლოო ვერსიას (კედლის და სამაგიდო);

  • ამომრჩეველთა სპეციალურ სიას (კედლის და სამაგიდო);

  • გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის (კედლის და სამაგიდო) ბლანკებს;

  • ამომრჩეველთა ბარათებს;

  • საარჩევნო ბიულეტენების ბლოკნოტებს;

  • სპეციალურ კონვერტებს;

  • კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნს (ე. წ. ზონარგაყრილი წიგნი);

  • საკონტროლო ფურცლებს;

  • კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს და შესწორების ოქმების ფორმებს;

  • კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმებს.

საარჩევნო ინვენტარს:

  • ძირითად და გადასატან გამჭვირვალე საარჩევნო ყუთებს;

  • საარჩევნო ყუთების ლუქებს;

  • კენჭისყრის კაბინებს;

  • მარკირების სითხეს და მარკირების შესამოწმებელ სპეციალურ ხელსაწყოს (ულტრაიისფერი ფარანი);

  • საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭედს;

  • რეგისტრატორების სპეციალურ ბეჭდებს;

  • ასლგადამღებ მანქანას;

  • სამელნე ბალიშებს.

სხვა საარჩევნო მასალას:

  • კანდიდატთა სიებს;

  • პარტიულ სიებს;

  • საარჩევნო ბიულეტენის შევსების ინსტრუქციას;

  • ამონარიდს კანონიდან, თუ რა შემთხვევაშია საარჩევნო ბიულეტენი ბათილი;

  • საარჩევნო დოკუმენტაციის შესაფუთ კონვერტებს.

ყურადღება!

საოლქო საარჩევნო კომისია საარჩევნო ბიულეტენებსა და სპეციალურ კონვერტებს კენჭისყრის დაწყებამდე არაუგვიანეს 12 საათისა გადასცემს საუბნო საარჩევნო კომისიებს (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 63.9).

კომისიის თავმჯდომარე, ან კომისიის თავმჯდომარის განკარგულების საფუძ­ველზე − თავმჯდომარის მოადგილე, არის საოლქო საარჩევნო კო­მისიისგან საარჩევნო დოკუმენტაციის მიღებისთვის პასუხისმგებელი პირი, ხოლო საარჩევნო დოკუმენტაციის შენახვისა და დანიშნულე­ბისამებრ გაცემისთვის პასუხისმგებელი არიან საუბნო საარჩევნო კომი­სიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 27.1.დ; მუხლი 63.6).

მიღება-ჩაბარების აქტს ხელს აწერენ საარჩევნო დოკუმენტაციის გამცემი და მიმღები პირები (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 63.10). მიღება-ჩაბარების აქტს საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი რეგისტრაციაში ატარებს სარეგისტრაციო ჟურნალის შემოსული დოკუმენტაციის ნაწილში.

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები ვალდებული არიან, კენჭისყრის პროცედურების ჩასატარებლად, კანონით დადგენილი წესების დაცვით, კენჭისყრამდე არაუგვიანეს ერთი დღისა მოაწყონ კენჭისყრის შენობა. საუბნო საარჩევნო კომისიამ უნდა მოაწყოს (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 58.4.ა−გ):

  • ამომრჩეველთა სარეგისტრაციო მაგიდები;

  • ყოველი 500 ამომრჩევლისთვის არანაკლებ ერთი კენჭისყრის კაბინა, სადაც უნდა იყოს ერთი კალმისტარი;

  • მაგიდა სპეციალური კონვერტებისთვის (უნდა იდგეს საარჩევნო ყუთთან ახლოს);

  • აწყობილი, დაულუქავი საარჩევნო ყუთები.

კენჭისყრის შენობაში გამჭვირვალე საარჩევნო ყუთი თვალსაჩინო ადგილას ისე უნდა იყოს მოთავსე­ბული, რომ ამომრჩეველი დაუბრკოლებლად მივიდეს მასთან და სპეციალური კონვერტის ჩაგდების შემდეგ დაუყოვნებლივ დატოვოს საარჩევნო უბანი.

კენჭისყრის შენობაში თვალსაჩინო ადგილას გამოკრული უნდა იყოს (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 58.4.დ; 58.5):

  • ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (კედლის სია);

  • ამომრჩეველთა სპეციალური სიის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (კედლის სია);

  • გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (კედლის სია);

  • პარტიული სიები;

  • კანდიდატთა სიები;

  • ცესკოს მიერ დადგენილი საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესი;

  • ამონარიდი კანონიდან, თუ რა შემთხვევაშია საარჩევნო ბიულეტენი ბათილი;

  • კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმები.

ყურადღება!

თუ საარჩევნო ბიულეტენში შეტანილი რომელიმე საარჩევნო სუბიექტი აღარ მონაწილეობს არჩევნებში, განცხადება ამის შესახებ უნდა გამოიკრას თვალსაჩინო ადგილას კენჭისყრის შენობაში და ფარული კენჭისყრის კაბინებში.

საარჩევნო უბანი იხსნება კენჭისყრის დღის 7 საათზე.

ყურადღება!

თუ ამ დროისთვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა შვიდზე ნაკლები აღმოჩნდა, აღნიშნული ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდება საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელიც დაუყოვნებლივ იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები ვალდებული არიან, კენჭისყრის დღის განმავლობაში ატარონ მათთვის განკუთვნილი სპეციალური ფორმები. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობა ზემდგომი საარჩევნო კომისიის მიერ განხილული იქნება, როგორც დისციპლინური გადაცდომა, რაც დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია.

კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლება აქვთ (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 8.16; მუხლი 39.3,6; მუხლი 42.5; მუხლი 44.5):

  • საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს;

  • ზემდგომი საარჩევნო კომისიის წევრებს/წარმომადგენლებს;

  • საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს (ერთი და იმავე საარჩევნო სუბიექტის არაუმეტეს 1 წარმომადგენელს);

  • რეგისტრირებული ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებლებს (ერთი და იმავე ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის არაუმეტეს 1 დამკვირვებელს);

  • რეგისტრირებული საერთაშორისო ორგანიზაციის დამკვირვებლებს (ერთი და იმავე საერთაშორისო ორგანიზაციის არაუმეტეს 2 დამკვირვებელს (მათ შესაძლოა ახლდეთ თარჯიმანი);

  • მედიის აკრედიტებულ წარმომადგენლებს (ერთი და იმავე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების არაუმეტეს 3 წარმომადგენელს).

ყურადღება!

კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირს აუცილებლად უნდა ეკეთოს მისი ვინაობისა და სტატუსის დამადასტურებელი სამკერდე ნიშანი (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 8.17).

(საარჩევნო კოდექსი – მუხლი 41)

დამკვირვებელს, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს უფლება აქვს:

  • კენჭისყრის დღეს ნებისმიერ დროს იმყოფებოდეს კენჭისყრის შენობაში, შეუზღუდავად გადა­ადგილდეს საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე და თავისუფლად, დაუბრკოლებლად დააკვირდეს კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს ნებისმიერი ადგილიდან;

  • კენჭისყრის დღეს ნებისმიერ დროს შეენაცვლოს მისი წარმდგენი ორგანიზაციის სხვა რეგისტრირებულ წარმომადგენელს.

დამკვირვებელს, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს, მასობრივი ინფორმაციის საშუალების წარმომად­გენელს უფლება არ აქვს:

  • ჩაერიოს საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში;

  • გავლენა მოახდინოს ამომრჩეველთა ნების თავისუფალ გამოვლენაზე;

  • აგიტაცია გაუწიოს ამომრჩეველს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ;

  • ატაროს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სიმბოლიკა და ნიშანი.

საარჩევნო უბნის გახსნიდან კენჭისყრის დაწყებამდე პროცედურები ტარდება შემდეგი თანამიმდევ­რობით (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 61-62):

საარჩევნო უბნის გახსნისთანავე იხსნება კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნი (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 61.2.ა).

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საარჩევნო უბნის გახსნისთანავე კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნს გადასცემს კომისიის მდივანს. კომისიის მდივანი ვალდებულია კომისიის თავმჯდომარესთან ერთად აღრიცხოს კენჭისყრის დღის ყველა საარჩევნო პროცედურა და მიუთითოს მათი ჩატარების დრო (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 62.3).

კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის პირველ და მეორე გვერდებზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში − მე-10 და მომდევნო გვერდებზედაც კომისიის მდივანს შეაქვს კენჭისყრის შენობაში მყოფი კომისიის ყველა წევრის სახელი და გვარი (მათი წარმდგენი სუბიექტების მითითებით) და კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა სხვა პირის მონაცემები (სახელი, გვარი, წარმდგენი ორგანიზაცია ან საარჩევნო სუბიექტი) და ხელმოწერით ამოწმებინებს მათ.

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამოწმებს დალუქული პაკეტის მთლიანობას, რომელშიც მოთავსებულია კომისიის სპეციალური ბეჭედი, და ხსნის მას (ბეჭდის ნომერს კომისიის მდივანი უთითებს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში) (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 61.2.ბ).

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ატარებს წილისყრას კომისიის წევრთა შორის ფუნქციების გასანაწილებლად.

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შორის გასანაწილებელი ფუნქციებია:

  • ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრი;

  • ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრი (არანაკლებ ერთი რეგისტრატორი ყოველ 300 ამომ­რჩეველზე);

  • საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრი;

  • გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის 2 წევრი (აუცილებლობის შემთხვევაში).

ყურადღება!

წილისყრაში არ მონაწილეობენ კომისიის თავმჯდომარე/კომისიის თავმჯდომარის მოადგილე/კომისიის მდივანი.

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ წილისყრის ჩატარებამდე უნდა შეადაროს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა გასანაწილებელი ფუნქციების რაოდენობას.

თუ წილისყრის ჩატარების დროს დამსწრე კომისიის წევრთა რაოდენობა აღმოჩნდება გასანაწილებელ ფუნქციებზე:

  • 1-ით ნაკლები, მცირდება ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრების რაოდენობა;

  • 2-ით ნაკლები, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ასრულებს ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრი­გებელი კომისიის წევრის ფუნქციას;

  • 3-ით ნაკლები, კომისიის თავმჯდომარე ასრულებს საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრის ფუნქციას.

პირველ რიგში, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ატარებს წილისყრას პარტიების მიერ დანიშნულ კომისიის წევრთაგან გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის 2 წევრის გამოსავლენად (აუცილებლობის შემთხვევაში).

ყურადღება!

წილისყრით გამოვლენილი პირები არ შეიძლება იყვნენ ერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი კომისიის წევრები.

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე:

  • პარტიების მიერ დანიშნული კომისიის წევრების რაოდენობის შესაბამისად ამზადებს ერთი ფორმისა და სახეობის ფურცლებს;

  • 2 ფურცელზე ერთი და იმავე საწერი საშუალებით წერს ფუნქციის დასახელებას − „გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები“;

  • წილისყრის ფურცლებს ამოწმებს კომისიის სპეციალური ბეჭდით;

  • წილისყრის ფურცლებს იმგვარად კეცავს, რომ შეუძლებელი იყოს ტექსტის წაკითხვა, და ათავსებს მაგიდაზე.

წილისყრის მონაწილე კომისიის წევრები სათითაოდ იღებენ წილისყრის ფურცლებს.

ყურადღება!

  • იმ შემთხვევაში, თუ წილისყრით გამოვლენილი პირები არიან სხვადასხვა სუბიექტის მიერ დანიშნული კომისიის წევრები, წილისყრა ჩაითვლება დასრულებულად.

  • იმ შემთხვევაში, თუ წილისყრის დროს წილისყრის ორივე ფურცელი შეხვდება ბლოკში შემავალი პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნულ კომისიის წევრებს, კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით ფუნქციას შეასრულებს ერთ-ერთი მათგანი, ხოლო მეორე წევრის გამოსავლენად წილისყრა განმეორებით ჩატარდება სხვა სუბიექტების მიერ დანიშნულ კომისიის წევრებს შორის.

წილისყრის შედეგები კომისიის მდივანს შეაქვს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-3 გვერდზე (კომისიის წევრები ხელმოწერით ადასტურებენ ფუნქციის მინიჭებას).

გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიის წევრთა გამოვლენის შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ატარებს წილისყრას სხვა ფუნქციების გასანაწილებლად.

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე:

  • კომისიის წევრების რაოდენობის შესაბამისად ამზადებს ერთი ფორმისა და სახეობის ფურცლებს;

  • ფურცელზე ერთი და იმავე საწერი საშუალებით წერს ფუნქციის დასახელებას − „ნაკადის მომწესრიგებელი“, „რეგისტრატორი“, „საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი“;

  • წილისყრის ფურცლებს ამოწმებს კომისიის სპეციალური ბეჭდით;

  • წილისყრის ფურცლებს იმგვარად კეცავს, რომ შეუძლებელი იყოს ტექსტის წაკითხვა და ათავსებს მაგიდაზე;

  • წილისყრის მონაწილე კომისიის წევრები სათითაოდ იღებენ წილისყრის ფურცლებს.

წილისყრის შედეგები კომისიის მდივანს შეაქვს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-3 გვერდზე (კომისიის წევრები ხელმოწერით ადასტურებენ ფუნქციის მინიჭებას).

კომისიის წევრის წილისყრით დადგენილი ფუნქციის კომისიის სხვა წევრისთვის დროებით გადაცემა შეიძლება მხოლოდ კომისიის თავმჯდომარის ნებართვით, რასაც კომისიის მდივანი აღნიშნავს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-5 გვერდზე. კომისიის წევრი ხელმოწერით ადასტურებს ფუნქციის გადაცემას (საარჩევნო კოდექსი – 61.2.ზ).

თუ კომისიის რომელიმე წევრი კომისიაში წილისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ გამოცხადდა, მისთვის ფუნქციის მინიჭების საკითხს წყვეტს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი შრომის ანაზღაურების საკითხს − საოლქო საარჩევნო კომისია (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 61.4).

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საარჩევნო უბანზე მყოფი საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებისაგან წილისყრით გამოავლენს არაუმეტეს 2 წარმომადგენელს, რომლებიც დააკვირდებიან საჩივრების რეგისტრაციის პროცესს (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 61.5).

ყურადღება!

წილისყრაში არ მონაწილეობენ კომისიის მდივნად არჩეული კომისიის წევრის დამნიშვნელი საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლები (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 61.5).

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს ამომრჩეველთა რაოდე­ნო­ბას ამომრჩეველთა სიების მიხედვით, აგრეთვე მიღებული საარჩევნო ბიულე­ტე­ნე­ბი­ს და სპეციალური კონვერტების რაოდენობებს (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 61.6.ა-ბ).

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამოწმებს და ინდივიდუალური ნომრის მქონე ლუქით ლუქავს ძირითად და გადასატან საარჩევნო ყუთებს (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 61.6.გ).

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრებს გადასცემს მასალებს.

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამომრჩეველთა რეგისტრატორ კომისიის წევრებს გადასცემს:

  • ანბანის მიხედვით დანაწილებულ ამომრჩეველთა ერთიან სიას. ის ერთ-ერთ რეგისტრატორს აგრეთვე გადასცემს ამომრჩეველთა სპეციალურ სიას (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

  • საარჩევნო ბიულეტენის თითო ბლოკნოტს;

  • მარკირების სითხეს;

  • რეგისტრატორების ბეჭდებს (ბეჭდების ნომრები მიეთითება კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-3 გვერდზე).

ყურადღება!

  • საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თითოეულ სარეგისტრაციო მაგიდასთან უნდა გამოაკრას ამომ­რჩეველთა გვარების ანბანური თანამიმდევრობა მაგიდაზე განლაგებული სიების შესაბამისად.

  • იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრატორის ბეჭდები საჭირო რაოდენობაზე ნაკლები აღმოჩდა, ან ბეჭედი დაზიანდა, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით მცირდება რეგისტრატორების რაოდენობა.

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელ კომისიის წევრს გადასცემს მარკირების შესამოწმებელ ულტრაიისფერ ფარანს.

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველ კომისიის წევრს გადასცემს ძირითად საარჩევნო ყუთს და სპეციალურ კონვერტებს.

ივსება საკონტროლო ფურცელი (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 61.10).

კენჭისყრის დაწყებამდე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი ავსებენ საკონტროლო ფურცლებს (გარდა პირველი ამომრჩევლის შესახებ მონაცემებისა). საკონტროლო ფურცელს ხელს აწერს საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა დამსწრე წევრი.

ყურადღება!

კომისიის წევრებისათვის მასალების გადაცემის შემდეგ დაუყოვნებლივ, კენჭისყრის დაწყებამდე, უნდა შეივსოს საკონტროლო ფურცელი (ნუ დაელოდებით პირველ ამომრჩეველს!).

პირველი ამომრჩეველი მოსვლისას გადის რეგისტრაციას და იღებს საარჩევნო ბიულეტენს. კომისიის მდივანს მის შესახებ მონაცემები შეაქვს საკონტროლო ფურცელში, რომელსაც ხელს აწერს ამომრჩეველი. საკონტროლო ფურცელზე მიეთითება ფურცლების საარჩევნო ყუთებში ჩაყრის ზუსტი დრო. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საკონტროლო ფურცლის ერთ ეგზემპლარს აგდებს ძირითად საარჩევნო ყუთში, მეორე ეგზემპლარს – გადასატან საარჩევნო ყუთში (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხოლო მესამე ეგზემპლარს ინახავს საარჩევნო ყუთებში არსებულ საკონტროლო ფურცლებთან შემდგომი შედარების მიზნით.

საკონტროლო ფურცლის მონაცემები შეიტანება კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-4 გვერდზე.

ყურადღება!

  • თუ ამომრჩეველის მიერ წარდგენილ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში არ არის მითითებული რეგისტრაციის მისამართი, კომისიის მდივანმა აღნიშნული მონაცემი საკონტროლო ფურცელში უნდა გადმოიტანოს ამომრჩეველთა შესაბამისი სიიდან.

  • პირველი ამომრჩევლის მიერ რეგისტრაციის გავლის შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საოლქო საარჩევნო კომისიას აცნობებს საარჩევნო ყუთის დალუქვის და საკონტროლო ფურცლის/ფურცლების ყუთში/ყუთებში ჩაგდების/ჩაყრის შესახებ.

(საარჩევნო კოდექსი – მუხლი 60; მუხლი 64; მუხლი 65)

კენჭისყრა ტარდება კენჭისყრის დღის (8 ოქტომბერი) 08:00 საათიდან 20:00 საათამდე.

ხმის მიცემის პროცედურა ტარდება შემდეგი წესისა და თანამიმდევ­რობის დაცვით:

კენჭისყრის შენობაში შესვლისას ამომრჩეველი ამორჩეველთა ნაკადის მომწესრი­გებელ­თან გადის მარკირების შემოწმების პროცედურას.

ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი:

  • არეგულირებს საარჩევნო უბანში შემოსულ ამომრჩეველთა ნაკადს;

  • სთხოვს ამომრჩეველს, წარმოადგინოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი;

  • ულტრაიისფერი ფარნით ამოწმებს, აქვს თუ არა ამომრჩეველს მარკირება;

  • თვალყურს ადევნებს, რამდენი ამომრჩეველი დგას ამომრჩევლისთვის განკუთვნილ სარეგისტრაციო მაგიდასთან; თუ სარეგისტრაციო მაგიდასთან ორზე მეტი ამომრჩეველი დგას, დროებით აყოვნებს კენჭისყრის შენობაში მორიგი ამომრჩევლის შესვლას;

  • მიუთითებს ამომრჩეველს, მივიდეს იმ სარეგისტრაციო მაგიდასთან, რომელსაც მიეკუთვნება ამომრჩეველთა სიაში შეტანილი მისი გვარის პირველი ასო.

ყურადღება!

თუ მარკირების შესამოწმებელმა სპეციალურმა ხელსაწყომ გამოავლინა, რომ ამომრჩეველს უკვე აქვს მარკირება, მას ეკრძალება კენჭისყრაში მონაწილეობა, ხოლო მისი ვინაობა მიეთითება კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში.

ამომრჩეველი ამომრჩეველთა რეგისტრატორთან გადის რეგისტრაციას.

ამომრჩეველთა რეგისტრატორი:

  • სთხოვს ამომრჩეველს, წარმოადგინოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პა­სპორტი (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირის − დევნილის შემთხვევაში − დევნილის მოწმობა საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობასთან ან საქართველოს მოქალაქის პასპორტთან ერთად).

ყურადღება!

თუ ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამომრჩევლის შესახებ მონაცემები არ მოიძებნა:

  • საარჩევნო უბანზე ელექტრონული სიების არსებობის შემთხვევაში მონაცემთა გადამოწმებისთვის პასუ­ხის­მგებელი პირი ვალდებულია ამომრჩეველი მოძებნოს ელექტრონულ სიებში და მიაწოდოს ინფორმაცია იმ უბნის შესახებ, რომელშიც ის არის რეგისტრირებული;

  • საარჩევნო უბანზე ელექტრონული სიების არარსებობის შემთხვევაში მონაცემთა გადამოწმებისთვის პასუხისმგებელი პირი უნდა დაუკავშირდეს საოლქო საარჩევნო კომისიას ან ცესკოს ცხელ ხაზს ამომრჩევლის შესახებ ინფორმაციის მისაღებად.

  • ამოწმებს წარდგენილ დოკუმენტში/დოკუმენტებში შეტანილი ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემებისა და ამომრჩეველთა სიაში არსებული მონაცემების შესაბამისობას. ამომრჩეველი კენჭისყრაში მონაწილეობს, თუ ამომრჩეველთა შესაბამის სიაში საქართველოს მოქალაქის პირად ნომერთან, სქესთან და ფოტოსურათთან ერთად, სრულად ემთხვევა ქვემოთ ჩამოთვლილ მონაცემთაგან 3 მაინც:

  • სახელი;

  • გვარი;

  • დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);

  • მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით);

  • ამოწმებს წარდგენილ დოკუმენტში/დოკუმენტებში და ამომრჩეველთა სიაში არსებული ფოტოსურათების და ამომრჩევლის სახის ერთმანეთთან შესაბამისობას;

ყურადღება!

  • თუ ამომრჩევლის შესახებ მონაცემების შემოწმებისას დადასტურდა, რომ წარდგენილ დოკუმენტში/დოკუმენტებში შეტანილი ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემები (გარდა ფოტოსურათისა) შეესაბამება ამომრჩეველთა სიაში არსებულ მონაცემებს, მაგრამ ამომრჩეველთა რეგისტრატორმა ამ ამომრჩევლის სახე და წარდგენილ დოკუმენტში/დოკუმენტებში ან ამომრჩეველთა სიაში არსებული ფოტოსურათი ერთმანეთთან შეუსაბამოდ მიიჩნია, იგი მიმართავს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც ქვემოთ განსაზღვრული შესაბამისი პროცედურის შესრულების შემდეგ ამომრჩეველს მისცემს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებას.

  • თუ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დაადასტურებს აღნიშნულ შეუსაბამობას, საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში საამისოდ განკუთვნილ გვერდზე აკეთებს ჩანაწერს, რომელშიც აღნიშნავს შეუსაბამობის ფაქტს, ამომრჩევლის სახელს, გვარს და ამომრჩეველთა სიაში მის რიგით ნომერს. ეს ჩანაწერი დასტურდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის ხელმოწერებით.

  • თუ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე არ დაადასტურებს აღნიშნულ შეუსაბამობას, ამომრჩეველთა რეგისტრატორს უფლება აქვს, კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში საამისოდ განკუთვნილ გვერდზე ჩაწეროს თავისი განსაკუთრებული აზრი.

  • ზემოთ აღნიშნულ შემთხვევებში საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი ჩანაწერთა წიგნს დაურთავს ამომრჩევლის მიერ წარდგენილი დოკუმენტის ფოტოასლს, რომელსაც დაამოწმებს ხელმოწერით (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 65.2.ბ; მუხლი 65.21).

  • ამომრჩეველთა სიაში ამომრჩევლის შესახებ მონაცემების შესაბამისობის დადასტურების შემთხვევაში ახორციელებს მის მარკირებას (მარკირება არ გამოიყენება პენიტენციურ დაწესებუ­ლებებში, საავადმყოფოებსა და სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში (ავადმყოფების მიმართ)).

ყურადღება!

მარკირების პროცედურის გავლაზე უარის თქმის შემთხვევაში ამომრჩეველს არ აქვს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება და მას საარჩევნო ბიულეტენი არ გადაეცემა.

  • ხელს აწერს ამომრჩეველთა ერთიანი სიის სათანადო გრაფაში, ხოლო შემდეგ ამომრჩეველი ხელმოწერით ადასტურებს საარჩევნო ბიულეტენის/ბიულეტენების მიღებას;

ყურადღება!

თუ კენჭისყრის პროცესში გამოვლინდა, რომ ამომრჩეველმა საარჩევნო სიაში ხელი მოაწერა სხვა ამომრჩევლის გვარის გასწვრივ არსებულ გრაფაში, ასეთ შემთხვევაში ამომრჩეველმა, რომლის გვარის გასწვრივ ფიქსირდება ხელმოწერა, ხელი უნდა მოაწეროს იმავე გრაფაში. აღნიშნულის თაობაზე ამომრჩეველთა რეგისტრატორმა უნდა დაწეროს ახსნა-განმარტება (ამომრჩევლის სახელისა და გვარის მითითებით).

  • საარჩევნო ბიულეტენის/ბიულეტენების გაცემისას ხელს აწერს მის უკანა გვერდზე სათანადო გრაფაში და ამოწმებს რეგისტრატორის ბეჭდით.

ყურადღება!

ამომრჩეველთა რეგისტრატორის ფუნქციის გადაცემის შემთხვევაში რეგისტრატორი ვალდებულია გადაითვალოს ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერების და მის მიერ გაცემული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობები (კომისიის თავმჯდომარისთვის გადაცემული გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობის ჩათვლით) და შედეგები აცნობოს კომისიის თავმჯდომარეს; მონაცემებს შორის ტოლობის არარსებობის შემთხვევაში უნდა დაწეროს ახსნა-განმარტება, რომელიც დაერთვება კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს/ოქმებს.

ამომრჩეველი შედის კენჭისყრის კაბინაში და ავსებს საარჩევნო ბიულეტენს/ბიულეტენებს. საარჩევნო ბიულეტენის/ბიულეტენების შევსებისას აკრძალულია სხვა პირის დასწრება.

ყურადღება!

  • თუ ამომრჩეველს არ შეუძლია საარჩევნო ბიულეტენის დამოუკიდე­ბლად შევსება, მას უფლება აქვს, კენჭისყრის კაბინაში დასახმარებლად მიიწვიოს ნებისმიერი პირი, გარდა საარჩევნო კომისიის წევრისა, კანდიდატისა, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლისა, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლისა და დამკვირვებლისა (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 65.3).

  • თუ ამომრჩეველს ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს გაუფუჭდა საარჩევნო ბიულეტენი ან სპეციალური კონვერტი, მათ ეს უნდა აცნობონ კომისიის თავმჯდომარეს. კომისიის თავმჯდომარის დავალებით ამომრჩეველთა რეგისტრატორი ვალდებულია ამომრჩეველს შეუცვალოს გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენი/სპეციალური კონვერტი ახლით. კომისიის თავმჯდომარე გაფუჭებულ ბიულეტენს/სპეციალურ კონვერტს ამომრჩევლის თანდასწრებით ჩამოაჭრის კუთხეს, დააწერს „გაფუჭებულია“ და ხელს მოაწერს. კომისიის თავმჯდომარე გაფუჭებულ ბიულეტენს ცალკე ინახავს (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 65.4).

ამომრჩეველი მიდის განცალკევებით მდგარ მაგიდასთან, საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველის მითითებით დამოუკიდებლად იღებს სპეცია­ლურ კონვერტს და ათავსებს მასში საარჩევნო ბიულეტენს/ბიულეტენებს.

საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ ამომრჩეველს ხელში მხოლოდ ერთი სპეციალური კონვერტი აქვს, ხსნის საარჩევნო ყუთის ჭრილს და უთითებს ამომრჩეველს, სპეციალური კონვერტი მოათავსოს საარჩევნო ყუთში.

ამომრჩეველი სპეციალურ კონვერტს აგდებს საარჩევნო ყუთში.

ყურადღება!

  • საარჩევნო ყუთთან ერთდროულად ერთზე მეტი ამომრჩევლის მისვლა არ შეიძლება.

  • დამკვირვებელს, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს უფლება აქვს, დააკვირდეს საარჩევნო ყუთს, საარჩევნო ყუთში სპეციალური კონვერტების ჩაყრას.

სპეციალური კონვერტის საარჩევნო ყუთში ჩაგდების შემდეგ ამომრჩეველი ტოვებს საარჩევნო უბანს.

(საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 21 ივნისის №20/2012 დადგენილება)

ამომრჩეველი, რომელიც ფიზიკური მდგომარეობის, კერძოდ, ზედა კიდურების არქონის, გამო ვერ ახერხებს ხმის მიცემის პროცედურების (მარკირება, საარჩევნო ბიულეტენის მიღებისას ხელის მოწერა, საარჩევნო ბიულეტენის საარჩევნო ყუთში ჩაყრა) დამოუკიდებლად შესრულებას, კენჭისყრაში მონაწილეობს შემდეგი პროცედურების გათვალისწინებით:

  • ამომრჩეველი არ გადის მარკირების შემოწმებისა და მარკირების პროცედურებს;

  • ამომრჩევლისათვის საარჩევნო ბიულეტენის/ბიულეტენების გადაცემისას ამომრჩეველთა რეგისტრატორი ამომრჩეველთა ერთიანი სიის გრაფაში „ამომრჩევლის ხელმოწერა“ აკეთებს ჩანაწერს „ფიზიკური მდგომარეობა“ და ხელმოწერით ადასტურებს;

  • ამომრჩეველს უფლება აქვს, დასახმარებლად მიიწვიოს ნებისმიერი პირი, გარდა საარჩევნო კომისიის წევრისა, კანდიდატისა, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლისა და დამკვირვებლისა;

  • აღნიშნული ამომრჩევლის ნაცვლად მისი თანდასწრებით საარჩევნო ბიულეტენს/ბიულეტენებს სპეციალურ კონვერტში ათავსებს და კონვერტს საარჩევნო ყუთში აგდებს მის მიერ არჩეული პირი, რომელიც დაეხმარება მას კენჭისყრის კაბინაში საარჩევნო ბიულეტენის/ბიულეტენების შევსებაში.

(საარჩევნო კოდექსი – მუხლი 59)

კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში წესრიგის დაცვისთვის პასუხის­მგებელია საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ კენჭისყრის შენობაში წესრიგის დაცვის მიზნით მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულება სავალდებულოა საარჩევნო კომისიის წევრებისათვის, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირისა და ამომრჩევლისათვის.

საუბნო საარჩევნო კომისიას უფლება აქვს, კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლისა და წესრიგის დარღვევის შემთხვევაში წესრიგის დამრღვევი გააძევოს იმ შენობიდან, სადაც კომისიაა განთავსებული. დამრღვევის გაძევების შემთხვევაში დგება შესაბამისი აქტი, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები.

ყურადღება!

  • დაუშვებელია კენჭისყრის შენობაში შეიარაღებულ პირთა შესვლა.

  • თუ კენჭისყრის შენობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე საფრთხე ექმნება საზოგადოებრივ წესრიგს , კენჭისყრის ჩატარებას ან საარჩევნო დოკუმენტაციის უსაფრთხო გადაადგილებას, საუბნო საარ­ჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნით შეიძლება გამოძახებულ იქნენ პოლიციის მუშაკები. საზოგადოებრივი წესრიგის დარ­ღვევის აღკვეთისთანავე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანხმობით პოლიციის მუშაკები ტოვებენ კენჭისყრის შენობას და მის მიმდებარე ტერიტორიას.

კენჭისყრის დროს აკრძალულია კენჭისყრის შენობის ჩაკეტვა, კენჭისყრის შეწყვეტა ან შეჩერება.

თუ რაიმე გარემოება აფერხებს კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობას, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია ეს დაუყოვნებლივ შეატყობინოს საოლქო საარჩევნო კომისიას და დაელოდოს შესაბამის მითითებებს.

(საარჩევნო კოდექსი – მუხლი 65.6)

რეკომენდებულია ამომრჩეველთა რეგისტრატორებმა 10:00, 12:00, 15:00 და 17:00 საათებზე, კენჭისყრის პროცესისთვის ხელის შეუშლელად გადაითვალონ ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერების და მათ მიერ გაცემული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობები (კომისიის თავმჯდომარისთვის გადაცემული გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობის ჩათვლით) და მონაცემები აცნობონ თავმჯდომარეს.

ყურადღება!

თუ მონაცემებს შორის სხვაობა გამოვლინდა, ამომრჩეველთა რეგისტრატორმა დაუყოვნებლივ უნდა დაწეროს ახსნა-განმარტება, რომელიც დაერთვება კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს/ოქმებს.

საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი ამომრჩეველთა სიებში კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას 12:00 და 17:00 საათის მდგომარეობით უთითებს კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმებში, კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში და აცნობებს საოლქო საარჩევნო კომისიას.

გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის პროცედურა იწყება კენჭისყრის დღის 09:00 საათიდან და სრულდება 19:00 საათზე. კენ­ჭისყრის დასრულების შემდეგ დაუყოვნებლივ ილუქება საარჩევნო ყუთში სპეციალური კონვერტის ჩასაგდები ჭრილი. გადასატანი საარჩევნო ყუთი საარჩევნო უბანზე უნდა დაბრუნდეს არაუგვიანეს 20 საათისა (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 66.1).

კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს, სურვილისამებრ, უფლება აქვთ, დააკვირდნენ გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის პროცედურას. გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემისას ავტომანქანის გამოყენების შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია გამოყოს ადგილი ავტომანქანაში კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთაგან წილისყრით გამოვლენილი 2 მეთვალყურისათვის (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 66.5).

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიის წევრებს გადასცემს (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 66.3):

  • დალუქულ გადასატან საარჩევნო ყუთს, რომელშიც მოთავსებულია საკონტროლო ფურცელი;

  • გადასატანი საარჩევნო ყუთის სიას;

  • სპეციალურ კონვერტებს;

  • ამომრჩეველთა რეგისტრატორის მიერ ხელმოწერითა და რეგისტრატორის ბეჭდით დამოწმებულ საჭირო რაოდენობის საარჩევნო ბიულეტენებს.

კომისიის მდივანს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-4 გვერდზე შეაქვს გადასატანი საარჩევნო ყუთის თანმხლები კომისიის წევრებისთვის გადაცემული და კენჭისყრის დასრულების შემდეგ გამოუყენებელი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა, ასევე გადასატანი საარჩევნო ყუთის საარჩევნო უბნიდან წაღებისა და საარჩევნო უბანში დაბრუნების დრო.

ყურადღება!

მარკირება არ გამოიყენება გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა მიმართ (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 64.5).

„ფიზიკური მდგომარეობის“ გამო ამომრჩევლის მიერ გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის შემთხვევაში გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის გრაფაში „ამომრჩევლის ხელმოწერა“ გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრი აკეთებს ჩანაწერს „ფიზიკური მდგომარეობა“ და ხელმოწერით ადასტურებს.

აღნიშნული ამომრჩევლის ნაცვლად მისი თანდასწრებით საარჩევნო ბიულეტენს/ბიულეტენებს ავსებს, სპეციალურ კონ­ვერტში ათავსებს და კონვერტს გადასატან საარჩევნო ყუთში აგდებს მის მიერ არჩეული პირი (გარდა საარჩევნო კომისიის წევრისა, კანდიდატისა, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლისა და დამკვირვებლისა) (საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 21 ივნისის №20/2012 დადგენილება).

გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებმა კომისიის წევრებმა კენჭისყრის შენობაში დაბრუნების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს უნდა გადასცენ გამოუყენებელი საარჩევნო ბიულეტენები და სპეციალური კონვერტები. კომისიის მდივანმა ასეთ ბიულეტენებს და კონვერტებს უნდა ჩამოაჭრას კუთხე, დააწეროს „გაფუჭებულია“ და კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერის შემდეგ ცალკე შეინახოს.

კენჭისყრის პროცედურა სრულდება და კენჭისყრის შენობა იკეტება 20:00 საათზე. ამ დროისთვის რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ ხმის მიცემა. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი აღრიცხავს რიგში მდგომ ამომრჩეველთა გვარებსა და სახელებს და მათ რაოდენობას აცნობებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ხოლო კომისიის მდივანი კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში უთითებს რიგში მდგომი ამომრჩევლების რაოდენობას. როგორც კი ბოლო ამომრჩეველი მისცემს ხმას, კენჭისყრა დასრულებულად ცხადდება, რის შემდეგაც საუბნო საარჩევნო კომისია ლუქავს საარჩევნო ყუთის ჭრილს (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 65.8).

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ უნდა უზრუნველყოს, რომ ყველა პირმა, ხმების დათვლისას კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირების გარდა, დატოვოს საარჩევნო უბანი. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანმა კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში უნდა მიუთითოს ხმების დათვლის დროს კენჭისყრის შენობაში მყოფ პირთა ვინაობა.

ყურადღება!

კენჭისყრის შენობის დაკეტვის შემდეგ, კენჭისყრის შენობაში შესვლისა და კენჭისყრის შენობის დატოვების უფლება აქვთ კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს.

კენჭისყრის დასრულების შემდეგ კომისიის თავმჯდომარე მიდის თითოეულ ამომრჩეველთა რეგისტრატორთან, რომლებიც კომისიის თავმჯდომარის მითითებით (კენჭისყრის დასრულებამდე ამომრჩეველთა რეგისტრატორების მიერ დაწერილ ახსნა-განმარტებებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით) ითვლიან:

ყურადღება!

  • თუ ტოლობა არ შედგა, ამომრჩეველთა რეგისტრატორმა ხელახლა უნდა გადაითვალოს და და­აზუსტოს რაოდენობები. თუ ტოლობა კვლავ არ შედგა, ამომრჩეველთა რეგისტრატორმა უნდა და­წეროს ახსნა-განმარტება (მიზეზის მითითებით), რომელიც უნდა დაერთოს შემაჯამებელ ოქმს/ოქმებს.

  • ამომრჩეველთა რეგისტრატორების ახსნა-განმარტებებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მითი­თებული მონაცემები გათვალისწინებული უნდა იქნეს კენჭისყრის შემა­ჯამებელი ოქმის/ოქმების შედგენისას.

  • ზემოთ აღნიშნული მონაცემების დადგენის შემდეგ, რეკომენდებულია, რეგისტრატორებმა დათვალონ აგრეთვე კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა გენდერული მონაცემები ყველა სახის სიაში. კომისიის თავმჯდომარე მონაცემებს აწვდის საოლქო საარჩევნო კომისიას.

კომისიის თავმჯდომარე კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთა თანდასწრებით, კომისიის წევრთაგან წილისყრით შეარჩევს არანაკლებ სამ მთვლელს, ხოლო დამკვირვებლები თავიანთი შემადგენლობიდან ურთიერთშეთანხმებით შეარჩევენ არაუმეტეს ორ მეთვალყურეს. თუ დამკვირვებლები ვერ შეთანხმდებიან, მათგან ორ მეთვალყურეს წილისყრით გამოავლენს კომისიის თავმჯდომარე (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 67.1).

მთვლელების გამოსავლენად წილისყრა შემდეგი წესის დაცვით მიმდინარეობს:

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე:

  • კომისიის წევრების რაოდენობის შესაბამისად ამზადებს ერთი ფორმისა და სახეობის ფურცლებს;

  • ფურცლებზე ერთი და იმავე საწერი საშუალებით წერს ფუნქციის დასახელებას − „პირველი მთვლელი“, „მეორე მთვლელი“, „მესამე მთვლელი“;

  • წილისყრის ფურცლებს ამოწმებს კომისიის სპეციალური ბეჭდით;

  • წილისყრის ფურცლებს იმგვარად კეცავს, რომ შეუძლებელი იყოს ტექსტის წაკითხვა და ათავსებს მაგიდაზე.

წილისყრის მონაწილე კომისიის წევრები სათითაოდ იღებენ წილისყრის ფურცლებს. წილისყრის შედეგები კომისიის მდივანს შეაქვს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-3 გვერდზე (კომისიის წევრები ხელმოწერით ადასტურებენ ფუნქციის მინიჭებას) (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 61.2.ვ).

კომისიის თავმჯდომარე საარჩევნო უბანზე მყოფი საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებისაგან წილისყრით გამოავლენს არაუმეტეს 2 წარმომადგენელს, რომლებიც კომისიის წევრთაგან წილისყრით გამოვლენილ მთვლელებთან ერთად მონაწილეობენ ნამდვილი ან/და ბათილი საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცესში (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 67.2).

ყურადღება!

წილისყრაში არ მონაწილეობენ იმ საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები, რომელთა მიერ დანიშნული კომისიის წევრებიც არიან წილისყრით გამოვლენილი მთვლელები (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 67.2).

კომისიის თავმჯდომარე და მთვლელები ხმების დათვლის პროცედურისთვის ამზადებენ საარჩევნო უბანს:

  • მთვლელები იკავებენ ადგილს მაგიდის ერთ მხარეს;

  • კომისიის თავმჯდომარე იკავებს ადგილს ისე, რომ მან შეძლოს ყველა მთვლელის დანახვა;

  • კომისიის მდივანი ადგილს იკავებს კომისიის თავმჯდომარის გვერდით და ავსებს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნს;

  • კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე დანარჩენი პირები ადგილს იკავებენ მაგიდისგან (მთვლელებისგან) ორი მეტრის დაშორებით (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 68.3).

კომისიის თავმჯდომარემ მთვლელების მაგიდასთან უნდა მიიტანოს:

  • ამომრჩეველთა ერთიანი სია, ამომრჩეველთა სპეციალური სია, გადასატანი საარჩევნო ყუთის სია;

  • გამოუყენებელი საარჩევნო ბიულეტენები;

  • გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენები;

  • ძირითადი და გადასატანი საარჩევნო ყუთები;

  • შესადარებლად შენახული საკონტროლო ფურცელი;

  • კალკულატორი.

(საარჩევნო კოდექსი – მუხლი 67)

მთვლელები თანამიმდევრულად ითვლიან კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 67.3):

  • ამომრჩეველთა ერთიანი სიის მიხედვით;

  • ამომრჩეველთა სპეციალური სიის მიხედვით;

  • გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის მიხედვით.

საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს შედეგები დაუყოვნებლივ შეაქვს კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმებში და კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში.

საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი გამოუყენებელ საარჩევნო ბიულეტენებს ჩამოაჭრის კუთხეს; გამოუყენებელ და გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენებს ცალ-ცალკე პაკეტებად კრავს (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 67.4).

(საარჩევნო კოდექსი – მუხლი 67.3; 67.4−51)

კომისიის მდივანი ცალ-ცალკე ლუქავს:

  • ამომრჩეველთა ერთიან სიას;

  • ამომრჩეველთა სპეციალურ სიას;

  • გადასატანი საარჩევნო ყუთის სიას.

მთვლელები ცალ-ცალკე ლუქავენ:

  • გამოუყენებელ საარჩევნო ბიულეტენებს;

  • გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენებს.

მთვლელები თითოეულ პაკეტზე უთითებენ საარჩევნო უბნის დასახელებას და ნომერს, საარჩევნო დოკუმენტაციის სახეს. პაკეტს ხელს აწერენ მთვლელები და კომისიის თავმჯდომარე.

აღნიშნული პროცედურების დასრულებისთანავე საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი აღრიცხავს იმ შემთხვევების რაოდენობას, რომლებიც ეხება ამომრჩევლის სახისა და წარდგენილ დოკუმენ­ტში/დოკუმენტებში/ამომრჩეველთა სიაში არსებული ფოტოსურათების ერთმანეთთან შეუსაბამობას, აგრეთვე კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნისთვის დართული დოკუმენტების რაოდენობას (მონაცემები შეაქვს ჩანაწერთა წიგნში).

საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი აღნიშნულ დოკუმენტებს ლუქავს; დალუქულ პაკეტზე უთითებს საარჩევნო უბნის დასახელებას, ნომერს, დოკუმენტების სახეს და აწერს ხელს.

(საარჩევნო კოდექსი – მუხლი 68.1,2,4)

კომისია თავდაპირველად ხსნის გადასატან საარჩევნო ყუთს. კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრებისა და კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთა თანდასწრებით ამოწმებს საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობას.

ყურადღება!

თუ საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობა დარღვეული აღმოჩნდა, მაგრამ კომისია მიიჩნევს, რომ ამას არ გამოუწვევია კანონის მოთხოვნათა დარღვევა, კომისიის განკარგულებით გრძელდება კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურა (აღნიშნული ფაქტი დაუყოვნებლივ ეცნობება საოლქო საარჩევნო კომისიას). წინააღმდეგ შემთხვევაში საარჩევნო ყუთი ილუქება და საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულებასთან ერთად დაუყოვნებლივ გადაეცემა ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას.

მთვლელები გადასატან საარჩევნო ყუთში არსებულ სპეციალურ კონვერტებს ათავსებენ მაგიდაზე, რის შემდეგაც:

  • ამოწმებენ გადასატან საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცლის არსებობას;

  • გადასატან საარჩევნო ყუთში არსებულ საკონტროლო ფურცელს უდარებენ კომისიაში შედარების მიზნით შენახულ საკონტროლო ფურცელს;

  • თუ დარღვევა არ გამოვლინდა, კომისიის თავმჯდომარე მიუთითებს მთვლელებს, დრო­ებით დააბრუნონ სპეციალური კონვერტები გადასატან საარჩევნო ყუთში.

ყურადღება!

თუ გადასატან საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცელი არ აღმოჩნდა, ან საკონ­ტროლო ფურცლებს შორის განსხვავება გამოვლინდა, ყველა სპეციალური კონვერტი და საარჩევნო ბიულეტენი შეიკვრება პაკეტად და დაეწერება „ბათილია“. დოკუმენტაცია საარჩევნო უბანში კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცედურების დასრულების შემდეგ გადაეცემა საოლქო საარჩევნო კომისიას.

(საარჩევნო კოდექსი – მუხლი 68.1,2,5)

კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრებისა და კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთა თანდასწრებით ამოწმებს საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობას.

ყურადღება!

თუ საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობა დარღვეული აღმოჩნდა, მაგრამ კომისია მიიჩნევს, რომ ამას არ გამოუწვევია კანონის მოთხოვნათა დარღვევა, კომისიის განკარგულებით გრძელდება კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურა (აღნიშნული ფაქტი დაუყოვნებლივ ეცნობება საოლქო საარჩევნო კომისიას). წინააღმდეგ შემთხვევაში საარჩევნო ყუთი ილუქება და საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულებასთან ერთად დაუყოვნებლივ გადაეცემა ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას.

მთვლელები:

  • ძირითად საარჩევნო ყუთში არსებულ სპეციალურ კონვერტებს და საარჩევნო ბიულე­ტენებს ათავსებენ მაგიდაზე;

  • ამოწმებენ ძირითად საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცლის არსებობას და მას უდარებენ კომისიაში შედარების მიზნით შენახულ საკონტროლო ფურცელს.

ყურადღება!

თუ საკონტროლო ფურცლებს შორის განსხვავება გამოვლინდა ან ძირითად საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცელი არ აღმოჩნდა, ყველა სპეციალური კონვერტი და საარჩევნო ბიულეტენი შეიფუთება და დაილუქება, შედგება სათანადო ოქმი და დაუყოვნებლივ გადაეცემა საოლქო საარჩევნო კომისიას.

ხმის დათვლის პროცედურა:

მთვლელები იკავებენ ადგილს მაგიდის ერთ მხარეს. მათ გვერდით დგება დამკვირვებელთაგან გამოვლენილი ორი მეთვალყურე და წილისყრით გამოვლენილი საარჩევნო სუბიექტების ორი წარმომადგენელი.

(საარჩევნო კოდექსი – მუხლი 69)

პირველი მთვლელი:

  • სპეციალური კონვერტიდან იღებს საარჩევნო ბიულეტენებს;

  • ამოწმებს საარჩევნო ბიულეტენების ნამდვილობას;

  • აცხადებს, ვისთვისაა მიცემული ხმა;

  • ერთი სახის საარჩევნო ბიულეტენს გადასცემს მეორე მთვლელს, მეორე სახისას- მესამე მთვლელს და ა.შ.

  • სპეციალურ კონვერტს დებს ცალკე.

მთვლელები ცალ-ცალკე აწყობენ:

  • ბიულეტენებს, თითოეული საარჩევნო სუბიექტისათვის მიცემული ხმების შესაბამისად;

  • ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენებს;

  • საეჭვოდ მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენებს.

დადგენილი ნიმუშის საარჩევნო ბიულეტენი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევა
ბათილად, თუ:

  • სპეციალური კონვერტი არ არის დადგენილი ნიმუშის;

  • სპეციალურ კონვერტში აღმოჩნდა ერთზე მეტი ერთი სახეობის დადგენილ რაოდენობაზე მეტი საარჩევნო ბიულეტენი;

  • საარჩევნო ბიულეტენი საარჩევნო ყუთში აღმოჩნდა სპეცია­ლური კონვერტის გარეშე;

  • საარჩევნო ბიულეტენი დამოწმებული არ არის ამომრჩე­ველ­თა რეგისტრატორის ხელმოწერითა და რეგისტრატორის ბეჭდით;

  • შეუძლებელია იმის დადგენა, რომელ საარჩევნო სუბიექტს მისცა ხმა ამომრჩეველმა;

  • საარჩევნო ბიულეტენი განკუთვნილი იყო სხვა საარჩევნო უბნისთვის (ასეთი ბიულეტენები ცალკე პაკეტად იკვრება, მათი რაოდენობა არ მიეთითება კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში და აღინიშნება მხოლოდ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში).

საარჩევნო ბიულეტენების დახარისხების დასრულების შემდეგ კომისია განიხილავს და კენჭისყრით წყვეტს საეჭვოდ მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების ნამდვილობის საკითხს.

ნამდვილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენს კომისიის თავმჯდო­მარე დებს ნამდვილი ბიულეტენების დასტაში (საარჩევნო სუბიექ­ტისათვის მიცემული ხმის მიხედვით), ხოლო ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენს − ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების დასტაში.

საარჩევნო ბიულეტენების დახარისხების შემდეგ კომისიის თავმჯდომარე მთვლელებს მიუთითებს, დაითვალონ:

  • ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენები;

  • თითოეული საარჩევნო სუბიექტისათვის მიცემული ხმები.

ყურადღება!

საარჩევნო სუბიექტისთვის კუთვნილი ყოველი 10 საარჩევნო ბიუ­ლეტენი იკვრება ლითონის შემკერით და ყოველ შეკვრას, როგორც სრულს, ისე არასრულს, ეწერება შეკრული საარჩევნო ბიუ­ლეტენების რაოდენობა.

კომისიის თავმჯდომარე აცხადებს თითოეული საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების რაოდენობას. კომისიის მდივანი კომისიის თავმჯდომარესთან ერთად, მონაცემების სისწორის გადამოწმების მიზნით ამოწმებს:

თუ საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმებისა და ბათილი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობათა ჯამი მეტია ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე, კომისიის თავმჯდომარე მთვლელებს მიუთითებს, ხელახლა გადაითვალონ მონაცემები, რის შემდეგაც შედეგები კომისიის მდივანს შეაქვს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში და კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმებში.

(საარჩევნო კოდექსი – მუხლი 69.6,9)

საარჩევნო ბიულეტენების დათვლის შემდეგ კომისიის თავმჯდო­მარე მთვლელებს მიუთითებს, ცალ-ცალკე პაკეტებად დალუქონ:

  • ბათილი ბიულეტენები (მათ ეწერება „ბათილია“);

  • საარჩევნო სუბიექტის კუთვნილი საარჩევნო ბიულეტენების დასტა.

ყურადღება!

საარჩევნო სუბიექტის კუთვნილი საარჩევნო ბიულეტენების პაკეტზე უნდა მიეთითოს საარჩევნო უბნის დასახელება და ნომერი, საარჩევნო სუბიექტის მონაცემები (დასახელება, სახელი და გვარი) და მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა, აგრეთვე პაკეტში ჩადებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა.

თითოეულ პაკეტზე მთვლელები მიუთითებენ ოლქისა და უბნის ნომრებს, საარჩევნო ბიულეტენების სა­ხეობასა და რაოდენობას. პაკეტს დალუქვის ზოლზე ხელს აწერენ მთვლელები და კო­მისიის თავმჯდო­მარე.

(საარჩევნო კოდექსი – მუხლი 70-71)

საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი საარჩევნო ბიულეტენების დალუქვის შემდეგ, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით, ავსებს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს.

კომისიის ყველა წევრი ვალდებულია კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს ხელი მოაწეროს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ იგი არ ეთანხმება მასში შეტანილ მონაცემებს, უფლება აქვს წერილობით დაურთოს განსხვავებული აზრი. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმები მოწმდება საუბნო საარჩევნო კომისიის სპეციალური ბეჭდით.

აკრძალულია კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემების გადასწორება. თუ შემაჯამებელი ოქმის შევსებისას შეცდომა იქნა დაშვებული, შეცდომის გამოსასწორებლად კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში შესაბამისი მონაცემის გასწვრივ კეთდება ჩანაწერი „შესწორებულია“ . საარჩევნო კომისიის მდივანმა უნდა შეადგინოს შესწორების ოქმი, რომელშიც აღინიშნება შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემის შესწორება და ამ ოქმის შედგენის თარიღი და დრო. საარჩევნო კომისიის ხდომაზე დამსწრე საარჩევნო კომისიის ყველა წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს შესწორების ოქმს. შესწორების ოქმს დაესმევა საარჩევნო კომისიის ბეჭედი, გატარდება ჩანაწერთა წიგნსა და სარეგისტრაციო ჟურნალში და დაერთვება იმ შემაჯამებელ ოქმს, რომელში შეტანილი მონაცემიც შესწორდა.

(საარჩევნო კოდექსი – მუხლი 71.8)

კომისია ვალდებულია კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების ფოტო ასლები გამოაკრას საჯარო გაცნობისათვის. საუბნო საარჩევნო კომისია კენჭისყრის შედეგების შემაჯა­მებელი ოქმების ფოტოასლებს, კომისიის წევრთა თან­დართული განსხვავებული აზრებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მოთხოვნის შემთხვევაში, დაუყოვ­ნებლივ გადასცემს კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირს.

კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების ფოტოასლები უნდა დამოწმდეს კომისიის ბეჭდით, კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის ხელმოწერებით. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების ფოტო ასლების მიღებას მიმღები პირი კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში ხელმოწერით ადასტურებს.

კომისია ვალდებულია კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების ფოტოასლები, შესწორე­ბის ოქმსა და რეგისტრატორების წერილობით ახსნა-განმარტებებთან ერთად (ასეთის არსებობის შემ­თხვე­ვაში) მის ხელთ არსებული ტექნიკური საშუალებებით დაუყოვნე­ბლივ გადაუგზავნოს ცესკოს.

ყველა პროცედურის დასრულების შემდეგ იხურება კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალი და ჩანაწერთა წიგნი, მას ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი და იგი მოწმდება კომისიის სპეციალური ბეჭდით.

კომისია ლუქავს:

  • კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნს და განცხადებებს/საჩივრებს;

  • საუბნო საარჩევნო კომისიის სპეციალურ ბეჭედს (კომისიის სპეციალური ბეჭდის დალუქულ პაკეტს ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი).

ყურადღება !

კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმები და სარეგისტრაციო ჟურნალი არ ილუქება.

კომისიის უფლებამოსილი პირები საოლქო საარჩევნო კომისიას გადასცე­მენ საარჩევნო ინვენტარს და საარჩევნო დოკუმენტაციის ყუთს/ტომარას, რომელშიც მოთავსებულია დალუქული საარჩევნო დოკუმენ­ტაცია. ამასთან დაკავშირებით დგება მიღება-ჩაბარების აქტი. მიღება-ჩაბარების აქტს ხელს აწერენ საარჩევნო დოკუმენ­ტაციის გამცემი და მიმღები პირები, რის შემდეგაც თითოეულს გადაეცემა აქტის თითო ეგზემპლარი.

საუბნო და ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიებში პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს, დამკვირვებელს უფლება აქვს:

  • განცხადება/საჩივარი გადასცეს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს ან კომისიის მდივანს (დანართი №2).

  • კენჭისყრის დღეს საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებული პრეტენზიები, საჩივრები და შენიშვნები შეიტანოს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში (მე-10 და მომდევნო გვერდებზე).

ყურადღება!

  • არავის არ აქვს უფლება, ხელი შეუშალოს კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირს, კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში შეიტანოს პრეტენზია, შენიშვნა ან საჩივარი (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 62.10).

  • კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში ჩანაწერის შემტანი პირი ვალდებულია მიუთითოს თავისი გვარი, სახელი და მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის მიხედვით).

კომისიის მდივანი განცხადებას/საჩივარს რეგისტრაციაში გაატარებს სარეგისტრაციო ჟურნალის შემოსული დოკუმენტაციის ნაწილში და განმცხადებელს/მომჩივანს გადასცემს ცნობას, რომელშიც აღინიშნება გან­ცხა­დების/საჩივრის მიღების თარიღი, დრო და სარეგისტრაციო ნომერი. ცნობას კომისიის მდივანი ხელმოწერით ადასტურებს (დანართი №3).

საჩივრების რეგისტრაციის პროცესზე დაკვირვების მიზნით წილისყრით გამოვლენილი საარჩევნო სუბი­ექ­­ტების წარმომადგენლების მიერ დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში საჩივრის რეგისტრაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს კომისია.

საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი, კომისიის თავმჯდომარე ან კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გან­ცხა­დების/საჩივრის წარმდგენს დაუდგენს ხარვეზს და განუსაზღვრავს გონივრულ ვადას მის შესავსებად, თუ განცხადება/საჩივარი არ შეიცავს:

  • განცხადების/საჩივრის შედგენის თარიღსა და დროს;

  • განმცხადებლის/მომჩივნის სახელს, გვარს და რეგისტრაციის ადგილს;

  • საარჩევნო უბნის ნომერს;

  • მოწმის არსებობის შემთხვევაში – მის სახელს, გვარს და რეგისტრაციის ადგილს.

განმცხადებელს/მომჩივანს უფლება აქვს, დადგენილ ვადაში შეავსოს ხარვეზი ანალოგიური განცხადე­ბის/საჩივრის წარდგენის გზით ან წარადგინოს ახალი განცხადება (რომელშიც მიეთითება ის მონაცემები, რომელთა გამოც მას დაუდგინდა ხარვეზი). კომისიის მდივანი სარეგისტრაციო ჟურნალში აკეთებს ჩანაწერს „ხარვეზი“. ჩანაწერის გასწვრივ ხელს აწერენ განცხადების/საჩივრის წარმდგენი და კომისიის მდივანი.

ყურადღება!

ხარვეზის შევსების ვადა დგინდება მხარეთა შეთანხმების საფუძველზე. ხარვეზის შევ­სების ვადის თაობაზე მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში ვადას ერთ­პიროვ­ნულად ადგენს განცხადება/საჩივრის მიმღები პირი.

ხარვეზის შევსების შემთხვევაში კომისიის მდივანი, კომისიის თავმჯდომარე ან კომისიის თავმჯდომარის მოადგილე სარეგისტრაციო ჟურნალში წერს „შევსებულია“ და უთითებს ხარვეზის შევსების ზუსტ დროსა და თარიღს. ჩანაწერის გასწვრივ ხელს აწერენ განცხადების/საჩივრის წარმდგენი და კომისიის შესაბამისი თანამდებობის პირი.

ყურადღება!

დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში განცხადება/საჩივარი არ განი­­­ხი­ლება, ­რის თაობაზედაც საუბნო საარჩევნო კომისია გამოსცემს განკარგულებას (განკარგულების სათაურში უნდა მიეთითოს განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების კონკრეტული მიზეზი).

კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია განცხადებაზე/საჩივარზე, რომელიც ეხება კენჭისყრის დღის 7 საათიდან ყუთის გახსნამდე ჩატარებული პროცედურების დარღვევას, დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება და აღმოფხვრას არსებული დარღვევა.

დარღვევის აღმოფხვრის შემთხვევაში კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში კეთდება ჩანაწერი „დარღვევა აღმოფხვრილია“ და მიეთითება ზუსტი დრო.

განცხადებას/საჩივარს, რომელიც ეხება ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დარღვევას, საუბნო საარჩევნო კომისია არ განიხილავს და გადასცემს საოლქო საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღიდან 2 კალენდარული დღის განმავლობაში.

წარდგენილი განცხადება/საჩივარი არ განიხილება და საუბნო საარჩევნო კომისია გამოსცემს განკარგულებას განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, თუ:

  • განცხადება/საჩივარი შედგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ;

  • განცხადებაში/საჩივარში არ არის აღნიშნული დარღვევის არსი და ჩადენის დრო;

  • განცხადება/საჩივარი საარჩევნო კომისიას გადაეცა კანონით მოთხოვნილი ვადების დარღვევით;

  • დადგენილ ვადაში არ შეივსო წარდგენილი განცხადების/საჩივრის ხარვეზი.

განკარგულების სათაურში უნდა მიეთითოს განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების კონკრეტული მიზეზი.

დანართი №1

დამტკიცებულია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 9 მარტის №14/2012 დადგენილებით

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსი (შემდგომში „კოდექსი“) ადგენს ქცევის წესს, რომელიც სავალდებულოა საარჩევნო ადმინისტრაციის ნებისმიერი მოხელისათვის.

მუხლი 2. კოდექსის სამართლებრივი საფუძვლები

ამ კოდექსის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (შემდგომში „საარჩევნო კოდექსი“), საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

ამ კოდექსის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) საარჩევნო ადმინისტრაცია – ცესკო, ცესკოს აპარატი, უსკო, უსკოს აპარატი, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები;

ბ) ოჯახის წევრი – მოხელის მეუღლე, შვილი და გერი, პირდაპირი აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავი, და და ძმა, აგრეთვე მასთან მუდმივად მცხოვრები პირი.

მუხლი 4. კოდექსის მიზნები, ამოცანები და მოქმედების სფერო

1. კოდექსის მიზანია ხელი შეუწყოს საზოგადოებაში საარჩევნო ადმინისტრაციის პრესტიჟის ამაღლებას, საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ საზოგადოების წევრთა ნდობის განმტკიცებას, საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეების მიმართ ამ ქცევის წესების დაცვასა და დამკვიდრებას.

2. კოდექსის ამოცანაა მოსამსახურეთა პროფესიული ეთიკის ნორმებისადმი ერთგულების, მაღალი ზნეობრიობის განმტკიცება და სამსახურებრივ მოვალეობებთან მიმართებაში პირადი პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლება.

3. კოდექსის მოქმედება ვრცელდება საარჩევნო ადმინისტრაციაში დასაქმებულ მოხელეებზე.

მუხლი 5. საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა (შემდგომში – მოხელეთა) საქმიანობის ძირითადი პრინციპები

მოხელე ვალდებულია:

1. პატივი სცეს კანონს:

უზრუნველყოს საარჩევნო კანონმდებლობის ზუსტი და თანმიმდევრული განხორციელება, ფუნქციების შესრულებისას იყოს დამოუკიდებელი, კეთილსინდისიერი და მიუკერძოებელი.

2. იყოს სამართლიანი, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი:

ა) უზრუნველყოს საარჩევნო სუბიექტების, ამომრჩევლებისა და საარჩევნო პროცესში მონაწილე სხვა პირთათვის თანაბარი და სამართლიანი გარემოს შექმნა;

ბ) თავი აარიდოს ისეთ მოქმედებას, რომელიც შეიძლება აღქმულ იქნეს რომელიმე პარტიისა თუ საარჩევნო სუბიექტის მხარდაჭერად/წინააღმდეგ ქმედებად;

გ) მოხელის ოჯახის წევრის საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაციის შემთხვევაში, ზემდგომ საარჩევნო კომისიაში ან/და ცესკოში 5 სამუშაო დღის ვადაში წარადგინოს წერილობითი განცხადება, რომლის წარუდგენლობაც აღნიშნულ ვადაში შეიძლება გახდეს დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი;

დ) არ მიიღოს საჩუქარი ან რაიმე სარგებელი პოლიტიკური პარტიის, ორგანიზაციისა ან იმ პირისაგან, რომელიც ჩართულია საარჩევნო პროცესში;

ე) საარჩევნო პერიოდში არ დაესწროს წვეულებებს, ბანკეტებსა და სადღესასწაულო ღონისძიებებს, რომელიც ორგანიზებულია პოლიტიკური პარტიის, ორგანიზაციის ან იმ პირის მხრიდან, რომელიც ჩართულია საარჩევნო პროცესში;

ვ) საარჩევნო პერიოდში თავი აარიდოს ადგილობრივი თუ სახელმწიფო ხელისუფლების თანამდებობის პირებთან პირადი ხასიათის შეხვედრებსა და ვიზიტებს.

3. მოქმედებდეს გამჭვირვალედ:

ხელი შეუწყოს დაინტერესებულ მხარეებს საარჩევნო პროცესთან ან საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა და დოკუმენტების მიღებაში (გარდა ამომ­რჩეველთა სიებში პირადი ნომრის შემცველი ინფორმაციისა).

4. იყოს პროფესიონალი, მოწესრიგებული და პუნქტუალური:

ა) მიიღოს მონაწილეობა მისთვის ჩატარებულ ტრენინგებში და ზედმიწევნით შეისწავლოს საარჩევნო პროცედურები;

ბ) არ დაუშვას სამსახურებრივი დროისა და ქონების გამოყენება არასამსახურებრივი მიზნებისათვის;

გ) იყოს კომუნიკაბელური და თავი აარიდოს პირადი თუ სხვა სახის კონფლიქტების წარმოშობას ან მათ გაღვივებას;

დ) საკუთარი მოსაზრებების გამოთქმისას ტაქტიანად გამოხატოს დასაბუთებული კრიტიკა;

ე) იყოს პუნქტუალური და იმოქმედოს კანონით დადგენილი ვადების შესაბამისად.

მუხლი 6. პასუხისმგებლობა ამ კოდექსის მოთხოვნების დარღვევაზე

1. ამ კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა წარმოადგენს დისციპლინურ გადაცდომას და მასზე საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეს შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა საარჩევნო კოდექსითა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით დადგენილი წესით.

2. საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები, რომლებიც არ არიან საჯარო მოხელეები და მათზე არ ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ” კანონი, ამ კოდექსის მოთხოვნების დარღვევისათვის პასუხს აგებენ საარჩევნო კოდექსით დადგენილი ზომების შესაბამისად და წესით.

დანართი №2

საარჩევნო კომისიაში წარდგენილი განცხადების/საჩივრის რეკვიზიტები

განცხადებაში/საჩივარში აღინიშნება:

  • განცხადების/საჩივრის შედგენის თარიღი და დრო*;

  • განმცხადებლის/მომჩივნის სახელი, გვარი და რეგისტრაციის ადგილი*;

  • საარჩევნო უბნის ნომერი*;

  • მოწმის არსებობის შემთხვევაში – მისი სახელი, გვარი და რეგისტრაციის ადგილი*;

  • დარღვევის არსი და ჩადენის დრო**;

  • დამრღვევის დადგენის შემთხვევაში – მისი ის მონაცემები, რომელთა დადგენაც შესაძლებელი გახდა**;

  • დამრღვევის ახსნა-განმარტება (ასეთის არსებობის შემთხვევაში)**;

  • განმცხადებლის/მომჩივნის საკონტაქტო ტელეფონის (საცხოვრებელი ადგილის ან/და მობილურის) ნომერი***;

  • განმცხადებლის/მომჩივნის ფაქსის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი (მათი არსებობის შემთხვევაში)***;1

  • სხვა დამატებითი ინფორმაცია.

დანართი №3

№ „……“…………………… საარჩევნო ოლქი

№ „……“……………………. საუბნო საარჩევნო კომისია

ცნობა

განცხადების/საჩივრის რეგისტრაციაში გატარების შესახებ

განცხადების/საჩივრის მიღების თარიღი: ...................................................................

განცხადების/საჩივრის მიღების დრო: ...........................................................................................

განცხადების/საჩივრის სარეგისტრაციო ნომერი: ......................................................

კომისიის მდივანი: ....................................

/ხელმოწერა/


დანართი №4

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის

უფლებამოსილებანი

  1. საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომასთან დაკავშირებული უფლებამოსილებანი:

  • იწვევთ საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომას (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 8.2);

  • უძღვებით საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომას (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 27.1.ბ).

  1. ადმინისტრაციული ფუნქციები:

  • უფლება გაქვთ დავალება მისცეთ კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის მდივანს და კომისიის სხვა წევრებს (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 27.1.ე);

  • უფლება გაქვთ გამოსცეთ განკარგულება (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 30.1.გ);

  • იღებთ და თქვენი რეზოლუციით ანაწილებთ საუბნო საარჩევნო კომისიაში შემოსულ საარ­ჩევნო საბუთებს და საუბნო საარჩევნო კომისიის სახელზე შემოსულ კორეს­პონ­დენციას (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 27.1.გ);

  • პასუხისმგებელი ხართ საოლქო საარჩევნო კომისიისგან საარ­ჩევნო დოკუმენტაციის, ინვენტარის და სხვა მასალების მიღებისთვის, შენახვისა და დანიშნულებისამებრ გაცემისთვის (სა­არჩევნო კოდექსი – მუხლი 27.1.დ; მუხლი 63.6).

  • საჯაროობის უზრუნველსაყოფად გაითვალისწინეთ, რომ საარჩევნო უბანზე თვალსაჩინო ადგილას გამოკრული უნდა იყოს (საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი – მუხლი 8):

  • საუბნო საარჩევნო კომისიის საკონტაქტო ტელეფონის, ფაქსის ნომრები და სხვა რეკვიზიტები;

  • საარჩევნო ადმინისტრაციის ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც შეეხება საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობას;

  • საუბნო საარჩევნო კომისიისა და კომისიის თავმჯდომარის განკარგულებები;

  • ამომრჩეველთა სიები, ამომრჩეველთა სიებში ცვლილებების შეტანის და უზუსტობების გასაჩივრების წესი და ვადები.

ყურადღება!

  • კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მეორე დღისა გადმოგეცემათ დაზუსტებული სიების საბოლოო ვერსიები (საარჩევნო კომისიისათვის განკუთვნილი ვერსია − სამაგიდო სია და საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია − კედლის სია) (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 31.11);

  • საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული კედლის სიის თავდაპირველი ვერსია უნდა ჩამოხსნათ და იმავე ადგილას დაზუსტებული ვერსია გამოაკრათ.

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილებანი

კენჭისყრის წინა დღეს

(7 ოქტომბერი)

  1. კენჭისყრის შენობის მოწყობასთან დაკავშირებული უფლება­მოსილებანი:

  • პასუხისმგებლობა გეკისრებათ კენჭისყრის შენობის მოწყობისათვის. გაითვალისწინეთ (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 58.4):

  • კენჭისყრის შენობაში ყოველი 500 ამომრჩევლისთვის უნდა მოეწყოს არანაკლებ ერთი კენჭისყრის კაბინა, სადაც უნდა იყოს ერთი კალმისტარი;

  • უნდა გამოიყოს ადგილები ამომრჩეველთა რეგისტრა­ციისა­თვის და განთავსდეს მაგიდები რეგისტრატორთა რაოდენობის შესაბამისად;

  • თვალსაჩინო ადგილას უნდა დაიდგას გამჭვირვალე საარ­ჩევნო ყუთი;

  • საარჩევნო ყუთთან ახლოს უნდა დაიდგას მაგიდა სპეციალური კონვერტებისთვის.

  • კენჭისყრის შენობაში თვალსაჩინო ადგილას გამოკრული უნდა იყოს (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 58.4.დ; 58.5):

  • ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (კედლის სია);

  • ამომრჩეველთა სპეციალური სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (კედლის სია);

  • გადასატანი საარჩევნო ყუთის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (კედლის სია);

  • კანდიდატთა სიები;

  • პარტიული სიები;

  • ხმის მიცემის ინსტრუქცია და ცესკოს მიერ დადგენილი საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესი;

  • ამონარიდი კანონიდან, თუ რა შემთხვევაშია საარჩევნო ბიულეტენი ბათილი;

  • კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმები;

  • თუ საარჩევნო ბიულეტენში შეტანილი რომელიმე საარჩევნო სუბიექტი აღარ მონაწილეობს არჩევნებში განცხადება აღნიშნულის შესახებ კენჭისყრის შენობასა და ფარული კენჭისყრის კაბინებში.

  1. საარჩევნო დოკუმენტაციის მიღებასთან დაკავშირებული უფლებამოსილებანი:

გახსოვდეთ: კენჭისყრის დაწყებამდე არაუგვიანეს 12 საათისა საოლქო საარჩევნო კომისიისგან უნდა მიიღოთ საარჩევნო ბიულეტენები და სპეციალური კონვერტები. მიღებისას აუცილებლად გადა­ითვა­ლეთ და შეადარეთ გადმოცემული საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების რაოდენობა მიღება-ჩაბარების აქტში შეტანილ მონაცემებს (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 63.9−11). გადაამოწმეთ, რომ საარჩევნო ბიულეტენებზე მითითებული იყოს თქვენი საარჩევნო უბნისა და საარჩევნო ოლქის ნომრები.

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილებანი

კენჭისყრის დღეს

(8 ოქტომბერი)

07:00-08:00 საათი

  • 07:00 საათზე გახსენით საარჩევნო უბანი, ტელეფონით შეატყობინეთ საოლქო საარჩევნო კომისიას საარჩევნო უბნის გახსნისა და კომისიის წევრთა კვორუმის (7 წევრი) თაობაზე (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 61.1).

_________________________________________________________________________________________________________

  • გადაეცით კომისიის მდივანს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნი, სარე­გისტრაციო ჟურნალი, კენჭის­ყრის შედეგების შემაჯა­მებელი ოქმები და სადემონსტრაციო ოქმები (იკვრება თვალსაჩინო ადგილას).

________________________________________________________________________________________________________

  • შეამოწმეთ კენჭისყრის შენობაში მყოფი უფლებამოსილი პირების სააკრედიტაციო მოწმობები (ძალაშია პირადობის მოწმობასთან ერთად).

_________________________________________________________________________________________________________

  • ყველას დასანახად შეამოწმეთ იმ პაკეტის მთლიანობა, რომელშიც მოთავსებულია კომისიის სპეციალური ბეჭედი და გახსენით ის (ბეჭდის ნომერი მიუთითეთ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-9 გვერდზე) (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 61.2.ბ).

_________________________________________________________________________________________________________

  • გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის 2 წევრის გამოსავლენად ჩაატარეთ წილისყრა, რომელშიც მონაწილეობენ მხოლოდ პარტიების მიერ დანიშნული კომისიის წევრები (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 61.2.დ).

________________________________________________________________________________________________________

  • ჩაატარეთ წილისყრა კომისიის წევრთა შორის დარჩენილი ფუნქციების (ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი, ამომრჩეველთა რეგისტრატორი, საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრები) გასანაწილებლად (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 61.2.ე).

_______________________________________________________________________________________________

  • ჩაატარეთ წილისყრა საარჩევნო უბანზე მყოფი საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებისაგან არაუმეტეს 2 წარმომადგენლის გამოსავლენად, საჩივრების რეგისტრაციის პროცესზე დაკვირვების მიზნით. გახსოვდეთ: წილისყრით გამოვლენილი წარმომადგენლები და კომისიის მდივანი არ შეიძლება იყვნენ ერთი და იმავე საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი პირები (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 61.5).

_________________________________________________________________________________________________________

  • კომისიის მდივანს სთხოვეთ გამოაცხადოს ამომრჩეველთა რაოდენობა ამომრჩეველთა ერ­თიან სიაში, ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში, აგრეთვე გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 61.6.ა; მუხლი 61.9).

_________________________________________________________________________________________________________

  • კომისიის მდივანს სთხოვეთ გამოაცხადოს მიღებული საარჩევნო ბიულეტენების და სპე­ციალური კონვერტების რაოდენობები (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 61.6.ბ; მუხლი 61.9).

_________________________________________________________________________________________________________

  • შეამოწმეთ, რომ საარჩევნო ყუთები ცარიელი იყოს და ძირითადი და გადასატანი საარჩევნო ყუთები ინდივიდუა­ლური ნომრის მქონე ლუქით დალუქეთ (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 61.6.გ).

________________________________________________________________________________________________

  • თითოეულ ამომრჩეველთა რეგისტრატორს გადაეცით: 300-ამომრჩევლიანი სია (ამომრჩეველთა სპეციალური სია აგრეთვე გადაეცით ერთ-ერთ ამომრჩეველთა რეგისტრატორს), საარჩევნო ბიულეტენის თითო ბლოკნოტი, მარკირების სითხე, რეგისტრატორის ბეჭედი (ბეჭდის ნომერი მიუთითეთ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-9 გვერდზე) (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 61.7).

_________________________________________________________________________________________________________

  • ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელს გადაეცით მარკირების შესამოწმე­ბელი ულტრაიისფერი ფარანი.

________________________________________________________________________________________________________

  • საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველს გადაეცით სპეციალური კონვერტები და ძირითადი საარჩევნო ყუთი.

_________________________________________________________________________________________________________

  • კომისიის წევრებისათვის მასალების გადაცემის შემდეგ დაუყოვნებლივ, კენჭისყრის დაწყებამდე, კომისიის მდივანთან ერთად შეავსეთ საკონტროლო ფურცლის თვითკოპირებადი ფორმა (გარდა პირველი ამომრჩევლის შესახებ მონაცემებისა). ყურადღება მიაქციეთ, რომ საკონტროლო ფურცელს კომისიის ყველა დამსწრე წევრმა მოაწეროს ხელი (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 61.10).

_________________________________________________________________________________________________________

08:00 საათიდან

  • საარჩევნო უბანზე მოსვლისას პირველი ამომრჩეველი გადის რეგისტრაციას და იღებს საარჩევნო ბიულეტენს. ამის შემდეგ მიუთითეთ კომისიის მდივანს, პირველი ამომრჩევლის შესახებ მონაცემები შეიტანოს საკონტროლო ფურცელში, ხელი მოაწერინოს მას და მიუთითოს საარჩევნო ყუთებში საკონტროლო ფურცლების ჩაყრის ზუსტი დრო. საკონტროლო ფურცლის ერთი ეგზემპლარი ჩააგდეთ ძირითად საარჩევნო ყუთში, მეორე ეგზემპლარი − გადასატან საარჩევნო ყუთში (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხოლო მესამე ეგზემპლარი შეინახეთ (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 61.10).

_________________________________________________________________________________________________

  • პირველი ამომრჩევლის მიერ რეგისტრაციის გავლის შემდეგ ტელეფონით შეატყობინეთ საოლქო საარჩევნო კომისიას საარჩევნო ყუთის/ყუთების დალუქვის, საკონტროლო ფურცლის/ფურცლების ყუთში/ყუთებში ჩაგდების/ჩაყრის და კენჭისყრის დაწყების შესახებ.

_________________________________________________________________________________________________________

09:00 საათიდან

  • გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის ჩატარება დაავალეთ წილისყრით გამოვლენილ კომისიის 2 წევრს და გადაეცით მათ (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 66.3):

  • გადასატანი საარჩევნო ყუთის სია;

  • ამომრჩეველთა რეგისტრატორის მიერ ხელმოწერითა და რეგისტრატორის ბეჭდით დამოწმებული საჭირო რაოდენობის საარჩევნო ბიულეტენი;

  • სპეციალური კონვერტები;

  • დალუქული გადასატანი საარჩევნო ყუთი, რომელშიც მოთავსებული უნდა იყოს საკონტროლო ფურცელი.

_________________________________________________________________________________________________________

  • 10:00 საათი

  • 12:00 საათი

  • 15:00 საათი

  • 17:00 საათი

12:00 საათსა და 17:00 საათზე ამომრჩეველთა რეგისტრატორებთან ერთად დათვლილი ამომრჩეველთა სიებში კენჭისყრაში მონაწილე ამო­რჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა კომისიის მდივანს მიათითებინეთ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში და კენჭისყრის შედეგების სადემონ­სტრაციო ოქმებში და აცნობეთ საოლქო საარჩევნო კომისიას (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 65.6).

_________________________________________________________________________________________________________

20:00 საათამდე

  • გადასატანი საარჩევნო ყუთი საარჩევნო უბანზე უნდა დაბრუნდეს არაუგვიანეს 20 საათისა (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 66.1).

________________________________________________________________________________________________________

20:00 საათიდან საარჩევნო ყუთის გახსნამდე

  • 20:00 საათზე კენჭისყრა დასრულებულად გამოაცხადეთ. დაავალეთ კომისიის ერთ-ერთ წევრს, დაითვალოს რიგში მდგომი ამომრჩევლების რაოდენობა. კენჭისყრის დასრულების შემდეგ დახურეთ საარჩევნო უბნის კარი და დალუქეთ საარჩევნო ყუთის ჭრილი (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 65.8).

________________________________________________________________________________________________

  • კენჭისყრის დასრულების შემდეგ მიდით თითოეულ ამომრჩეველთა რეგისტრა­ტორთან და დაავალეთ, კენ­ჭისყრის დასრულებამდე მის მიერ დაწერილ ახსნა-განმარტებაში (ასეთის არსებობის შემ­თხვევაში) აღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით დაითვალოს:

თუ ტოლობა არ შედგა, დაავალეთ ამომრჩეველთა რეგისტრატორს, ხელახლა გადაითვალოს და დააზუსტოს რაოდენობები. თუ ტოლობა კვლავ არ შედგა, სთხოვეთ ამომრჩეველთა რეგისტრატორს, დაწეროს ახსნა-განმარტება, რომელიც უნდა დაურთოთ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს/ ოქმებს.

_________________________________________________________________________________________________________

  • ზემოთ აღნიშნული მონაცემების დადგენის შემდეგ დაავალეთ რეგისტრატორებს დაითვალონ აგრეთვე კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა გენდერული მონაცემები (ქალების რაოდენობა) ყველა სახის სიაში. მონაცემები მიაწოდეთ საოლქო საარჩევნო კომისიას.

_________________________________________________________________________________________________________

  • ჩაატარეთ წილისყრა არანაკლებ 3 მთვლელის გამოსავლენად (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 67.1).

__________________________________________________________________________________________________

  • დამკვირვებელთა შორის ჩაატარეთ წილისყრა 2 მეთვალ­ყურის გამოსავლენად, თუ დამკვირ­ვებლები თავიანთი შემადგე­ნლობიდან ურთიერთშეთანხმებით ვერ შეარჩევენ საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცესის მეთვალყურე პირებს (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 67.1).

__________________________________________________________________________________________________

  • ჩაატარეთ წილისყრა საარჩევნო უბანზე მყოფი საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებისაგან არაუმეტეს 2 წარმომადგენლის გამოსავლენად, რომლებიც კომისიის წევრთაგან წილისყრით გამოვლენილ მთვლელებთან ერთად მონაწილეობენ ნამდვილი ან/და ბათილი საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცესში (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 67.2).

_________________________________________________________________________________________________________

  • მიუთითეთ მთვლელებს დაითვალონ ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა ამომრჩეველთა ერთიან სიაში, ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში, აგრეთვე გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში)(საარჩევნო კოდექსი – მუხლი 67.3).

_________________________________________________________________________________________________________

  • მიუთითეთ კომისიის მდივანს ცალ-ცალკე დალუქოს ამომრჩეველთა ერთიანი სიის, ამომრჩეველთა სპეცია­ლური სიის, აგრეთვე გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სამაგიდო ვერსიები (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 67.3).

_________________________________________________________________________________________________________

  • მიუთითეთ მთვლელებს, ცალ-ცალკე დალუქონ გამოუყენებელი და გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენები (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 67.4).

_________________________________________________________________________________________________________

  • დალუქულ პაკეტზე მიუთითეთ საარჩევნო უბნის დასახელება და ნომერი, საარჩევნო დოკუმენტაციის სახე და მთვლელებთან ერთად მოაწერეთ ხელი (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 67.5).

საარჩევნო ყუთის გახსნა, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების შევსება

  • შეამოწმეთ საარჩევნო ყუთის, აგრეთვე გადასატანი საარჩევნო ყუთის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ლუქების მთლიანობა (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 68.1).

_________________________________________________________________________________________________________

  • პირველ რიგში, გახსენით გადასატანი საარჩევნო ყუთი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მთვლელები ამოწმებენ საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცლის არსებობას და ადგენენ მის და კომისიაში შედარე­ბის მიზნით შენახული საკონტროლო ფურცლის იდენტურობას (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 68.4).

_________________________________________________________________________________________________________

  • გახსენით ძირითადი საარჩევნო ყუთი. მთვლელები ამოწმებენ საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცლის არსებობას და მისი ნამდვილობის დასადასტურებლად მას უდარებენ კომისიაში შედარების მიზნით შენახულ საკონტროლო ფურცელს (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 68.5).

__________________________________________________________________________________________________

  • გახსენით გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბნის საარჩევნო ყუთი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მთვლელები ამოწმებენ საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცლის არსებობას და მისი ნამდვილობის დასადასტურებლად მას უდარებენ კომისიაში შედარების მიზნით შენახულ საკონტროლო ფურცელს.

__________________________________________________________________________________________________

  • თუ ყველაფერი წესრიგში აღმოჩნდა, მთვლელებმა ერთმანეთში უნდა შეურიონ გადასატანი, ძირითადი და გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბნის საარჩევნო ყუთებიდან გადმოყრილი სპეციალური კონვერტები (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 68.5).

_________________________________________________________________________________________________________

  • მიუთითეთ მთვლელებს დაახარისხონ საარჩევნო ბიულეტენები. კომისიასთან ერთად სათითაოდ უყა­რეთ კენჭი საეჭვოდ მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენებს (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 69.5).

________________________________________________________________________________________________________

  • მიუთითეთ მთვლელებს დაითვალონ ბათილი საარჩევნო ბიულეტენები და თითოეული საარ­­ჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმები/საარჩევნო ბიულეტენები (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 69.6−9).

_________________________________________________________________________________________________________

  • კომისიის მდივანთან ერთად შეამოწმეთ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების მონაცემების სისწორე:

_________________________________________________________________________________________________________

  • მიუთითეთ მთვლელებს შეკრან და დალუქონ: ბათილი საარჩევნო ბიულეტენები (ცალკე ილუქება სხვა საარჩევნო უბნისთვის განკუთვნილი ბათილი საარჩევნო ბიულეტენები), თითოეული საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო ბიულეტენები (პაკეტებს ხელს აწერენ მთვლელები და კომისიის თავმჯდომარე) (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 69.6−9).

_________________________________________________________________________________________________________

  • კომისიის მდივანი თქვენთან შეთანხმებით ავსებს კენჭისყრის შედეგების შემაჯა­მე­ბელ ოქმს. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების შედგენისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ამომრჩეველთა რეგისტრატორების ახსნა-განმარტებებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მითითებული მონაცემები. კომისიის მდივანი კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს რეგის­ტრაციაში ატარებს სარეგისტრაციო ჟურ­ნალში. კომისიის ყველა წევრი ვალდებულია ხელი მოა­წე­როს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს, რითაც დასტურდება მათი ყოფნა საარჩევნო უბანზე. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი შევსებული ოქმები დაამოწმეთ კომისიის სპეციალური ბეჭდით. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების ფოტოასლები, შესწორების ოქმთან/ოქმებთან და ამომრჩეველთა რეგისტრა­ტორების წერილობით ახსნა-განმარტებებთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაუყოვნებლივ გაუგზავნეთ ცესკოს (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 71.14).

_________________________________________________________________________________________________________

  • კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების ფოტოასლების გაცემისას (მოთხოვნის შემთხვევაში) კომისიის მდივანთან ერთად ხელი მოაწერეთ და დაამოწმეთ იგი კომისიის სპეციალური ბეჭდით (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 71.8).

_________________________________________________________________________________________________________

  • ცალ-ცალკე პაკეტებად დალუქეთ კომისიის სპეციალური ბეჭედი (კომისიის სპეციალური ბეჭდის დალუქულ პაკეტს კომისიის ყველა წევრი აწერს ხელს) (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 71.13); ამომრჩეველ­თა რეგისტრატორების ბეჭდები; კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნი განცხადებებთან/საჩივრებთან ერთად. სარეგისტრაციო ჟურნალი და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმები არ ილუქება.

_________________________________________________________________________________________________________

  • დალუქული საარჩევნო დოკუმენტაცია დიდ ყუთში ან ტომარაში მოათავსეთ და მიიტანეთ საოლქო საარჩევნო კომისიაში. ყუთისგან/ტომრისგან განცალკევებით წაიღეთ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმები, სარეგისტრა­ციო ჟურნალის, კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნისა და განცხადება-საჩივრების დალუქული პაკეტები.

დანართი №5

საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის უფლებამოსილებანი კენჭისყრის დღეს

(8 ოქტომბერი)

07:00-08:00 საათი

  • საარჩევნო უბნის გახნისას კომისიის თავმჯდომარისგან მიიღეთ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნი, სარეგისტრაციო ჟურნალი, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმები და სადემონსტრაციო ოქმები.

_______________________________________________________________________________________________

  • კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმები საარჩევნო უბანში თვალსაჩინო ადგილას გამოაკარით.

_______________________________________________________________________________________________

  • კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის პირველ და მეორე გვერდებზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში − მე-10 და მომდევნო გვერდებზედაც შეიტანეთ საარჩევნო უბნის გახსნისას კენჭისყრის შენობაში მყოფი უფლებამოსილი პირების (კომისიის წევრების, დამკვირვებლების, წარმომად­გენლების) სახელები და გვარები და სთხოვეთ მათ, კენჭისყრის შენობაში ყოფნა კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში ხელმოწერით დაადასტურონ (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 61.2.ა).

______________________________________________________________________________________________

  • კომისიის თავმჯდომარის მიერ კომისიის სპეციალური ბეჭდის დალუქული პაკეტის გახსნის შემდეგ, აღნიშნული ბეჭდის ნომერი მიუთითეთ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-9 გვერდზე.

______________________________________________________________________________________________

  • კომისიის წევრთა შორის ფუნქციების გასანაწილებლად ჩატარებული წილისყრის შედეგები შეიტანეთ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-3 გვერდზე (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 61.2.ვ).

______________________________________________________________________________________________

  • საჩივრების რეგისტრაციის პროცესზე დასაკვირვებლად ჩატარებული წილისყრით გამოვლენილი საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების მონაცემები შეიტანეთ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-3 გვერდზე.

______________________________________________________________________________________________

  • გამოაცხადეთ ამომრჩეველთა ერთიან სიაში, ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში და გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში არსებული ამომრჩეველთა რაოდენობა და მონაცემები მიუთითეთ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-6 და მე-7 გვერდზე და კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმებში (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 61.9).

______________________________________________________________________________________________

  • გამოაცხადეთ მიღებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა და მონაცემები მიუთითეთ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-6, მე-7 გვერდზე და კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმებში (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 61.9).

_______________________________________________________________________________________________

  • კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-3 და მე-9 გვერდზე მიუთითეთ თითოეული ამომრჩეველთა რეგისტრატორისთვის გადაცემული ბეჭდის ნომერი.

_______________________________________________________________________________________________

  • საარჩევნო ყუთების დალუქვის დრო და საარჩევნო ყუთების ლუქების ინდივიდუალური ნომრები მიუთითეთ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-4 გვერდზე.

______________________________________________________________________________________________

  • კენჭისყრის დაწყებამდე კომისიის თავმჯდომარესთან ერთად შეავსეთ საკონტროლო ფურცლის თვითკოპირებადი ფორმა (გარდა პირველი ამომ­რჩევლის შესახებ მონაცემებისა). ყურადღება მიაქციეთ, რომ საკონტროლო ფურცელს კომისიის ყველა დამსწრე წევრმა მოაწეროს ხელი (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 61.10).

08:00 საათიდან

  • საარჩევნო უბანზე მოსვლისას პირველი ამომრჩეველი გადის რეგისტრაციას და იღებს საარჩევნო ბიულეტენს ამის შემდეგ პირველი ამომრჩევლის შესახებ მონაცემები შეიტანეთ საკონტროლო ფურცლებში, ხელი მოაწერინეთ მას და მიუთითეთ საარჩევნო ყუთებში საკონტროლო ფურცლების ჩაყრის ზუსტი დრო (საკონ­ტროლო ფურცლის მონაცემები შეიტანეთ ჩანაწერთა წიგნის მე-4 გვერდზე).

09:00 საათიდან

  • კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-4 გვერდზე აღნიშნეთ, რამდენი საარჩევნო ბიულეტენი გადაეცა გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიის წევრებს და მიუთითეთ გადასატანი საარჩევნო ყუთის საარჩევნო უბნიდან წაღების დრო (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 62.6).

12:00 საათი

  • თითოეულ ამომრჩეველთა რეგისტრატორთან ერთად გადაითვალეთ ამომრჩეველთა სიებში კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობები და მათი ჯამი მიუთითეთ ჩანაწერთა წიგნის მე-6, მე-7 გვერდზე და კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმებში.

17:00 საათი

  • თითოეულ ამომრჩეველთა რეგისტრატორთან ერთად გადაითვალეთ ამომრჩეველთა სიებში კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობები და მათი ჯამი მიუთითეთ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-6, მე-7 გვერდზე და კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმებში.

20:00 საათამდე

  • გადასატანი საარჩევნო ყუთის (ასეთის არსებობისას) საარჩევნო უბანზე დაბრუნების შემდეგ, დარჩენილ გამოუყენებელ საარჩევნო ბიულეტენებსა და სპეციალურ კონვერტებს ჩამოაჭერით კუთხე, დააწერეთ ”გაფუჭებულია” და კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერის შემდეგ შეინახეთ ცალკე, გამოუყენებელი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა და გადასატანი საარჩევნო ყუთის საარჩევნო უბანში დაბრუნების დრო შეიტანეთ ჩანაწერთა წიგნის მე-4 გვერდზე (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 62.6).

20:00 საათიდან ყუთის გახსნამდე

  • კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-4 გვერდზე მიუთითეთ 20:00 საათისთვის რიგში მდგომ ამომრჩეველთა რაო­დენობა.

______________________________________________________________________________________________

  • კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-3 გვერდზე აღნიშნეთ კომისიის წევრებს შორის მთვლელების ფუნქციების წილისყრით გადანაწილების შედეგები.

______________________________________________________________________________________________

  • კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-3 გვერდზე შეიტანეთ საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცესის მეთვალყურეობისათვის დამკვირვებელთაგან გამოვლენილი მეთვალყურეების მონაცემები.

______________________________________________________________________________________________

  • კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-3 გვერდზე შეიტანეთ წილისყრით გამოვლენილი საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების მონაცემები, რომლებიც მთვლელებთან ერთად მონაწილეობენ ნამდვილი ან/და ბათილი საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცესში.

______________________________________________________________________________________________

  • კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში მიუთითეთ ხმების დათვლის დროს კენჭისყრის შენობაში მყოფი პირების ვინაობა.

______________________________________________________________________________________________

  • ამომრჩეველთა ერთიანი სიის, ამომრჩეველთა სპეციალური სიის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიხედვით მთვლელების მიერ გამოვლენილი კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა მიუთითეთ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში და კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმებში (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 67.3).

______________________________________________________________________________________________

  • ცალ-ცალკე შეფუთეთ და დალუქეთ ამომრჩეველთა ერთიანი სიის, ამომრჩეველთა სპეციალური სიის, აგრეთვე გადასატანი საარჩევნო ყუთის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სიის სამაგიდო ვერსიები. დალუქულ პაკეტებს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და მთვლელები (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 67.3).

______________________________________________________________________________________________

  • არსებობის შემთხვევაში აღრიცხეთ იმ შემთხვევების რაოდენობა, რომლებიც ეხება ამომრჩევლის სახისა და წარდგენილ დოკუმენტში/დოკუმენტებში/ამომრჩეველთა სიაში არსებული ფოტოსურათების ერთმანეთთან შეუსაბამობას, და კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნისთვის დართული დოკუმენტების რაოდენობა. მონაცემები შეიტანეთ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის 29-ე და მომდევნო გვერდებზე, რის შემდეგაც დალუქეთ აღნიშნული დოკუმენტები. დალუქულ პაკეტზე მიუთითეთ საარჩევნო უბნის დასახელება და ნომერი, დოკუმენტების სახე და მოაწერეთ ხელი (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 67.51).

______________________________________________________________________________________________

  • გამოუყენებელ საარჩევნო ბიულეტენებს ჩამოაჭერით კუთხე. გამოუყენებელი და გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენები ცალ-ცალკე პაკეტებად შეკარით. დალუქულ პაკეტებს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და მთვლელები (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 67.4).

საარჩევნო ყუთის გახსნა, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების შედგენა

______________________________________________________________________________________________

  • საარჩევნო ყუთის გახსნის შემდეგ მთვლელების მიერ დათვლილი ბათილი საარჩევნო ბიულეტენებისა და საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების რაოდენობები მიუთითეთ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში და კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმებში (სხვა საარჩევნო უბნისათვის განკუთვნილი ბათილი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა აღინიშნება მხოლოდ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში) (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 69.6,8).

______________________________________________________________________________________________

  • კომისიის თავმჯდომარესთან ერთად შეამოწმეთ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების მონაცემების სისწორე: საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა + ბათილი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა = ან < ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა.

______________________________________________________________________________________________

  • მთვლელების მიერ ხმების დათვლის პროცედურის დამთავრების შემდეგ კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით შეავსეთ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმები (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 71.1). კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების შედგენისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ამომრჩეველთა რეგისტრატორების ახსნა-განმარტებებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მითითებული მონაცემები. გახსოვდეთ: კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში შეტანილი მონაცემების შესწორება აკრძალულია! (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 70.3).

______________________________________________________________________________________________

  • ხელი მოაწერეთ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს და თვალყური ადევნეთ, რომ მათ კომისიის ყველა წევრმა მოაწეროს ხელი. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმები დაამოწმეთ კომისიის სპეციალური ბეჭდით და რეგისტრაციაში გაატარეთ სარეგისტრაციო ჟურნალის გასული დოკუმენტაციის ნაწილში (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 71.4).

_______________________________________________________________________________________________

  • კენჭისყრის შედეგების შეჯამების შემდეგ დახურეთ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნი და სარეგისტრაციო ჟურნალი შესაბამისი ჩანაწერით „ჟურნალი დახურულია“ დაადასტურეთ თქვენი და კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერებით, რის შემდეგაც ისინი კომისიის სპეციალური ბეჭდით დაამოწმეთ (საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი – მუხლი 11.15; საარჩევნო კოდექსი – მუხლი 62.11, 71.12).

გაითვალისწინეთ!

  • კომისიის წევრთა წილისყრით დადგენილი ფუნქციების სხვა წევრისთვის დროებით გადაცემის შემთხვევაში ინფორმაცია შეიტანეთ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-5 გვერდზე (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 61.2.ზ);

  • თუ მარკირების შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ამომრჩეველს უკვე აქვს მარკირება, მისი ვინაობა მიუთითეთ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-4 გვერდზე;

  • სარეგისტრაციიო ჟურნალში და კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-10 და მომდევნო გვერდებზე რეგისტრაციაში გაატარეთ ყველა შემოსული განცხადება/საჩივარი (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 62.9);

  • კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების ფოტოასლის გაცემისას, აღნიშნული ფოტოასლი დაამოწმეთ კომისიის სპეციალური ბეჭდით და კომისიის თავმჯდომარესთან ერთად მოაწერეთ მას ხელი (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 71.8);

  • კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების ფოტოასლების მიღება მიმღებმა პირებმა კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში ხელმოწერით უნდა დაადასტურონ.

დანართი №6

ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრის ფუნქციები

(საარჩევნო კოდექსი – მუხლი 64, 65)

  • არეგულირეთ საარჩევნო უბანში შემოსულ ამომრჩეველთა ნაკადი.

  • სთხოვეთ ამომრჩეველს, წარმოადგინოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.

  • ულტრაიისფერი ფარნით შეამოწმეთ, აქვს თუ არა ამომრჩეველს მარკირება, და მას შემდეგ, რაც დარწმუნდებით, რომ ამომრჩეველს მარკირება არ აქვს, მიეცით მას კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება.

  • თვალყური ადევნეთ, რამდენი ამომრჩეველი დგას ამომრჩევლისთვის განკუთვნილ სარეგისტრაციო მაგიდასთან. თუ სარეგისტრაციო მაგიდასთან ორზე მეტი ამომრჩეველი დგას, დროებით შეაყოვნეთ კენჭისყრის შენობაში მორიგი ამომრჩევლის შესვლა.

  • მიუთითეთ ამომრჩეველს, მივიდეს იმ სარეგისტრაციო მაგიდასთან, რომელსაც მიეკუთვნება ამომრჩეველთა სიაში შეტანილი მისი გვარის პირველი ასო.

ყურადღება!

  • თუ ამომრჩეველს არ აღმოაჩნდება საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი, აუხსენით მას, რომ იგი ვერ მიიღებს კენჭისყრაში მონაწილეობას, და სთხოვეთ, დატოვოს საარჩევნო უბანი.

  • თუ ულტრაიისფერი ფარნით მარკირების შემოწმებისას გამოვლინდება, რომ ამომრჩეველს უკვე აქვს მარკირება, მას ეკრძალება კენჭისყრაში მონაწილეობა. ამომრჩევლის ვინაობა აცნობეთ კომისიის თავმჯდომარეს. სთხოვეთ ამომრჩეველს, დატოვოს საარჩევნო უბანი.

  • ამომრჩეველი, რომელიც „ფიზიკური მდგომარეობის“, კერძოდ, ზედა კიდურების არქონის, გამო ვერ ახერხებს ხმის მიცემის პროცედურების დამოუკიდებლად შესრულებას არ გადის მარკირების შემოწმებისა და მარკირების პროცედურებს.

დანართი №7

ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის ფუნქციები

(საარჩევნო კოდექსი – მუხლი 65)

  • სთხოვეთ ამომრჩეველს, წარმოადგინოს:

  • საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქარ­თველოს მოქალაქის პასპორტი;

  • იძულებით გადაადგილებული პირის − დევნილის შემთხვევაში − დევნი­ლის მოწმობა საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობასთან ან საქართველოს მოქალაქის პასპორტთან ერთად.

  • შეამოწმეთ, არის თუ არა ამომრჩეველი შეყვანილი ამომრჩეველთა ერთიან ან სპეციალურ სიაში, და შეადარეთ ამომრჩევლის პირადი ნომერი ამომრჩეველთა სიაში არსებულ ნომერს.

  • შეამოწმეთ წარდგენილ დოკუმენტში/დოკუმენტებში შეტანილი ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემებისა და ამომრჩეველთა სიაში არსებული მონაცემების შესაბამისობა.

  • შეამოწმეთ წარდგენილ დოკუმენტში/დოკუმენტებში და ამომრჩეველთა სიაში არსებული ფოტოსურათების და ამომრჩევლის სახის ერთმანეთთან შესაბამისობა.

  • თუ ამომრჩეველი შეყვანილია ამომრჩეველთა სიაში, გაუკეთეთ ამომრჩეველს მარკირება.

  • დაამოწმეთ საარჩევნო ბიულეტენი/ბიულეტენები (უკანა გვერდზე, ამისთვის განკუთვნილ ადგილზე) რეგისტრატორის ბეჭდით.

  • მოაწერეთ ხელი საარჩევნო ბიულეტენის/ბიულეტენების უკანა გვერდზე.

  • ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერით დაადასტურეთ საარჩევნო ბიულეტენის/ბიულეტენების გაცემა.

  • სთხოვეთ ამომრჩეველს, ამომრჩეველთა სიაში თავისი გვარის გასწვრივ ხელმოწერით დაადასტუროს საარჩევნო ბიულეტენის/ბიულეტენების მიღება.

  • გადაეცით ამომრჩეველს თქვენ მიერ ხელმოწერილი და რე­გისტრატორის ბეჭდით დამოწმებული საარჩევნო ბიულეტენი/ბიულეტენები.

  • მიუთითეთ ამომრჩეველს, შევიდეს კენჭისყრის კაბინაში.

ყურადღება!

  • თუ ამომრჩეველი არ წარმოგიდგენთ საქართველოს მოქა­ლა­ქის პირადობის მოწმობას, საქართველოს მოქალაქის პას­პორ­ტს, იძულებით გადაადგილებული პირის − დევნილის შემთხვევაში − დევნილის მოწმობას საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობასთან ან საქართველოს მოქალაქის პასპორტთან ერთად, მას არ უნდა გადასცეთ საარჩევნო ბიულეტენი/ბიულეტენები.

  • თუ ამომრჩეველი უარს აცხადებს მარკირებაზე, მას არ აქვს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება და არ უნდა გადასცეთ საარჩევნო ბიულეტენი/ბიულეტენები.

  • ამომრჩეველი, რომელიც ფიზიკური მდგომარეობის, კერძოდ, ზედა კიდურების არქონის, გამო ვერ ახერხებს ხმის მიცემის პროცედურების დამოუკიდებლად შესრულებას, არ გადის მარკირების პროცედურას. ამომრჩევლისათვის საარჩევნო ბიულეტენის/ბიულეტენების გაცემისას ამომრჩეველთა ერთიანი სიის გრაფაში „ამომრჩევლის ხელმოწერა“ უნდა გააკეთოთ ჩანაწერი „ფიზიკური მდგომარეობა“ და დაადასტუროთ ხელმოწერით.

  • თუ თქვენ ან ამომრჩეველს გაგიფუჭდებათ საარჩევნო ბიულეტენი/ბიულეტენები, ეს დაუყოვ­ნებლივ აცნობეთ კომისიის თავმჯდომარეს და ამომრჩეველს გადაეცით ახალი (თქვენ მიერ ხელმოწერილი და რეგისტრატორის ბეჭდით დამოწმებული) საარჩევნო ბიულეტენი/ბიულეტენები.

გაითვალისწინეთ!

  • რეკომენდებულია ამომრჩეველთა რეგისტრატორმა 10:00, 12:00, 15:00 და 17:00 საათებზე, კენ­ჭისყრის პროცესისთვის ხელის შეუშლელად გადაითვალოს ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველ­თა ხელმოწერების და მის მიერ გაცემული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობები (კომისიის თავმჯდო­მარისთვის გადაცემული გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობის ჩათვლით) და მონაცემები აცნობოს კომისიის თავმჯდომარეს. თუ მონაცემებს შორის სხვაობა გამოვლინდა, ამომრჩეველთა რეგისტრატორმა დაუყოვნებლივ უნდა დაწეროს ახსნა-განმარტება, რომელიც დაერთვება კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს/ოქმებს.

  • ამომრჩეველთა რეგისტრატორის ფუნქციის გადაცემის შემთხვევაში რეგისტრატორი ვალდებულია გადაითვალოს ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერების და მის მიერ გაცემული საარჩევნო ბიუ­ლეტენების რაოდენობები (კომისიის თავმჯდომარისთვის გადაცემული გაფუჭებული საარჩევნო ბიულე­ტენების რაოდენობის ჩათვლით) და შედეგები აცნობოს კომისიის თავმჯდომარეს. თუ მონაცემებს შორის სხვაობა გამოვლინდა, ამომრჩეველთა რეგისტრატორმა დაუყოვნებლივ უნდა დაწეროს ახსნა-გან­მარტება, რომელიც დაერთვება კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს/ოქმებს.

დანართი №8

გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრის ფუნქციები

(საარჩევნო კოდექსი – მუხლი 66)

ყურადღება!

გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის პროცედურა იწყება კენჭისყრის დღის 9 საათიდან და სრულდება 19 საათზე.

  • კენჭისყრის დღის 9 საათიდან კომისიის თავმჯდომარემ უნდა გადმოგცეთ:

  • გადასატანი საარჩევნო ყუთის სია;

  • ამომრჩეველთა რეგისტრატორის მიერ ხელმოწერითა და რე­­გისტრა­ტორის ბეჭდით დამოწმებული საჭირო რაოდენობის საარჩევნო ბიულეტენები;

  • სპეციალური კონვერტები;

  • დალუქული გადასატანი საარჩევნო ყუთი, რომელშიც მოთავსებული უნდა იყოს საკონტროლო ფურცელი.

  • ამომრჩეველთან მისვლისას სთხოვეთ მას, წარმოადგინოს:

  • საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი;

  • იძულებით გადაადგილებული პირის − დევნილის შემთხვევაში − დევნილის მოწმობა საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობასთან ან საქართველოს მოქალაქის პასპორტთან ერთად.

  • შეადარეთ ამომრჩევლის პირადი ნომერი გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში არსებულ პირად ნომერს.

  • გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში ხელმოწერით დაადასტურეთ საარჩევნო ბიულეტენის გაცემა.

  • სთხოვეთ ამომრჩეველს, გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში თავისი გვარის გასწვრივ ხელმოწერით დაადასტუროს საარჩევნო ბიულეტენის/ბიულეტენების მიღება.

  • გადაეცით ამომრჩეველს ამომრჩეველთა რეგისტრატორის ხელმოწერითა და რეგისტრატორის ბეჭდით დამოწმებული საარჩევნო ბიულეტენი/ბიულეტენები.

  • ამომრჩევლის მიერ ბიულეტენის შევსების შემდეგ გადაეცით მას სპეციალური კონვერტი და მიუთითეთ, მოათავსოს მასში გადაკეცილი საარჩევნო ბიულეტენი/ბიულეტენები.

  • სთხოვეთ ამომრჩეველს, მოათავსოს სპეციალური კონვერტი გადასატან საარჩევნო ყუთში.

  • კენჭისყრის დასრულების შემდეგ გადასატანი საარჩევნო ყუთის ჭრილი იმგვარად დალუქეთ, რომ შეუძლებელი იყოს ლუქის დაზიანების გარეშე მისი გახსნა.

  • კენჭისყრის დღის არაუგვიანეს 20 საათისა გადასატანი საარჩევნო ყუთი დააბრუნეთ საარჩევნო უბანზე.

  • კენჭისყრის შენობაში დაბრუნების შემდეგ კომისიის მდივანს გადაეცით გამოუყენებელი საარჩევნო ბიულეტენები და სპეციალური კონვერტები. დაელოდეთ კომისიის თავმჯდომარის შემდგომ მითითებებს.

ყურადღება!

  • თუ დაირღვა გადასატანი საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობა, ეს დაუყოვნებლივ აცნობეთ კომისიის თავმჯდომარეს. შეადგინეთ შესაბამისი ოქმები (აღნიშნეთ მიზეზი) და ხელი მოაწერეთ თანმხლებ პირებთან ერთად. დაელოდეთ კომისიის თავმჯდომარის შემდგომ მითითებებს.

  • გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა მიმართ მარკირება არ გამოიყენება.

  • „ფიზიკური მდგომარეობის“ გამო ამომრჩევლის მიერ გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის შემთხვევაში გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის გრაფაში „ამომრჩევლის ხელმოწერა“ გააკეთეთ ჩანაწერი „ფიზიკური მდგომარეობა“ და ხელმოწერით დაადასტურეთ.

  • „ფიზიკური მდგომარეობის“ მქონე ამომრჩევლის (აგრეთვე იმ ამომრჩევლის, რომელსაც დამოუკიდებლად არ შეუძლია საარჩევნო ბიულეტენის შევსება) ნაცვლად მისი თანდასწრებით საარჩევნო ბიულეტენს ავსებს, სპეციალურ კონ­ვერტში ათავსებს და კონვერტს გადასატან საარჩევნო ყუთში აგდებს მის მიერ არჩეული პირი (გარდა საარჩევნო კომისიის წევრისა, კანდიდატისა, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლისა, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლისა და დამკვირვებლისა).

დანართი №9

საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრის ფუნქციები (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 65)

  • მუდმივად უნდა იმყოფებოდეთ საარჩევნო ყუთთან.

  • უნდა აკონტროლოთ საარჩევნო ყუთი და სპეციალური კონვერტები.

  • დახურული უნდა გქონდეთ საარჩევნო ყუთში სპეციალური კონვერტის ჩასაგდები ჭრილი.

  • კენჭისყრის კაბინიდან ამომრჩევლის გამოსვლის შემდეგ უნდა მიუთითოთ მას, განცალკევებით მდგარი მაგიდიდან დამოუკიდებლად აიღოს ერთი სპეციალური კონვერტი და მოათავსოს მასში გადაკეცილი საარჩევნო ბიულეტენი/ბიულეტენები.

  • მას შემდეგ, რაც დარწმუნდებით, რომ ამომრჩეველს ხელში მხოლოდ ერთი სპეციალური კონვერტი აქვს, უნდა გახსნათ საარჩევნო ყუთის ჭრილი და მიუთითოთ ამომრჩეველს, სპეციალური კონვერტი მოათავსოს საარჩევნო ყუთში.

  • სთხოვეთ ამომრჩეველს, დატოვოს საარჩევნო უბანი.

ყურადღება!

  • მხოლოდ ამომრჩეველს აქვს უფლება, საარჩევნო ბიულეტენი/ბიულეტენები მოათავსოს სპეციალურ კონვერტში. გამონაკლისია „ფიზიკური მდგომარეობის“ მქონე ამომრჩეველი, რომლის ნაცვლად მისი თანდასწრებით საარჩევნო ბიულეტენს სპეციალურ კონვერტში ათავსებს და კონვერტს საარჩევნო ყუთში აგდებს მის მიერ არჩეული პირი, რომელიც დაეხმარება მას კენჭისყრის კაბინაში საარჩევნო ბიულეტენის შევსებაში.

  • საარჩევნო ყუთთან ერთდროულად ერთზე მეტი ამომრჩევლის მისვლა არ შეიძლება.

  • საარჩევნო კომისიის წევრს არ აქვს უფლება გახსნას შევსებული საარჩევნო ბიულეტენი/ბიულეტენები.

  • უფლება გაქვთ, ამომრჩევლის მიერ სპეციალურ კონვერტში ბიულეტენის/ბიულეტენების მოთავ­სებამდე მოსთხოვოთ მას, გიჩვენოთ, რომ ხელში დადგენილი რაოდენობის საარჩევნო ბიულეტენი/ბიულეტენები და ერთი სპეციალური კონვერტი აქვს. ამომრჩეველი ვალდებულია შეასრულოს ეს მოთხოვნა.

დანართი №10

ფოტოვიდეოგადაღება საარჩევნო უბანზე
(მომზადებულია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 24 სექტემბრის №42/2012 დადგენილების მიხედვით)

კენჭისყრის ფარულობის უზრუნველყოფის მიზნით დაუშვებელია:

  • კენჭისყრის კაბინის ფოტოვიდეოგადაღება, რათა არ გამჟღავნდეს ამომრჩევლის არჩევანი;

  • ამომრჩეველთა სიების საარჩევნო კომისიისათვის განკუთვნილი (სამაგიდო) ვერსიის და სხვა ისეთი ინფორმაციისა თუ მასალის გადაღება, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით არ განეკუთვნება საჯარო ინფორმაციას.

კენჭისყრის პროცესის ხელშეუშლელად მიმდინარეობის უზრუნველყოფის მიზნით:

  • კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებთან ინტერვიუს ჩაწერა დასაშვებია მხოლოდ კენჭისყრის შენობის გარეთ;

  • საარჩევნო კომისიის წევრებმა ინტერვიუ უნდა მისცენ კენჭისყრის პროცესში მათ მიერ საკუთარი მოვალეობების შესრულების შეფერხების გარეშე.

კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლება აქვთ:

  • ამომრჩეველს − ხმის მიცემისათვის საჭირო დროის განმავლობაში;

  • საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს და ზემდგომი საარჩევნო კომისიის წევრებს/წარმომადგენლებს;

  • საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს (ერთი და იმავე საარჩევნო სუბიექტის არაუმეტეს 1 წარმომადგენელს);

  • მედიის აკრედიტებულ წარმომადგენლებს (ერთი და იმავე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების არაუმეტეს 3 წარმომადგენელს);

  • რეგისტრირებული ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებლებს (ერთი და იმავე ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის არაუმეტეს 1 დამკვირვებელს);

  • რეგისტრირებული საერთაშორისო ორგანიზაციის დამკვირვებლებს (ერთი და იმავე საერთაშორისო ორგანიზაციის არაუმეტეს 2 დამკვირვებელს) (მათ შესაძლოა ახლდეთ თარჯიმანი)).

საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით:

კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს შეუძლიათ აწარმოონ ფოტოვიდეოგადაღება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ სპეციალურად გამოყოფილი ადგილიდან, გადაღების სუბიექტიდან/ობიექტიდან არანაკლებ 3 მეტრის დაშორებით, საიდანაც ჩანს საარჩევნო პროცესი.

იმ შემთხვევაში, თუ კენჭისყრის შენობა არ იძლევა 3 მეტრიანი დისტანციის დაცვის საშუალებას, გადასაღებ ადგილს განსაზღვრავს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით:

  • კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს შეუძლიათ დაუბრკოლებლად გადაიღონ საარჩევნო უბნებში კენჭისყრის პროცესი იმ პერიოდში, როდესაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ამომრჩევლები (პოლიტიკური თანამდებობის პირები, საარჩევნო სუბიექტებისა და პოლიტიკური გაერთიანებების ხელმძღვანელები, რელიგიური ლიდერები) აძლევენ ხმას, რის შემდეგაც ფოტოვიდეოგადამღები აპარატები გატანილი უნდა იქნეს კენჭისყრის შენობიდან.

  • ერთსა და იმავე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებას უფლება აქვს, საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესის განმავლობაში ერთხელ, არაუმეტეს 10 წუთისა ფოტოვიდეოგადაღება აწარმოოს ნებისმიერი ადგილიდან, კენჭისყრის ფარულობის უზრუნველყოფით.

  • კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს (მათ შორის, მედიის წარმომადგენლებს, რომლებსაც სურთ ფოტოვიდეოგადაღება აწარმოონ 10 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში) შეუძლიათ კენჭისყრის დღეს მთელი დღის განმავლობაში აწარმოონ ფოტოვიდეოგადაღება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე განთავსებული სტაციონარული ფოტოვიდეოგადამღები აპარატის მეშვეობით. ამ ადგილიდან უნდა ჩანდეს საარჩევნო ყუთი.

შენიშვნებისთვის

______________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________