მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
- მოქმედი 99%
- მოქმედი 96%
- მოქმედი 96%
- მოქმედი 96%
- მოქმედი 96%
- მოქმედი 96%
- მოქმედი 95%
- მოქმედი 95%
- მოქმედი 95%
- მოქმედი 95%
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №41/2017 |
|
2017 წლის 25 აგვისტო ქ. თბილისი |
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „შ” ქვეპუნქტის, 30-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
|
| მუხლი 1 |
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს –
საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისათვის დამტკიცდეს თანდართული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია.
|
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
|
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
📎 დანართები (1)
41-2.doc DOC ⬇
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა
სახელმძღვანელო ინსტრუქცია
დამტკიცებულია ცესკოს 2017 წლის 25 აგვისტოს №41/2017 დადგენილებით
წარმოდგენილი სახელმძღვანელო ინსტრუქცია განკუთვნილია მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა სასწავლო მიზნებისთვის. საუბნო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილებებსა და საქმიანობის წესთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციების სრული სახით გაცნობის მიზნით, იხილეთ საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ და ცესკოს შესაბამისი სამართლებრივი აქტები.
სარჩევი
ნაწილი I. საუბნო საარჩევნო კომისიის შემადგენლობა და მუშაობის წესი 4
თავი I. საუბნო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი 4
საუბნო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი 4
თავი II. საუბნო საარჩევნო კომისიის მუშაობის წესი 4
საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა უფლებამოსილებები 4
საუბნო საარჩევნო კომისიის საქმისწარმოების წესი 6
საუბნო საარჩევნო კომისიის სამართლებრივი აქტები 7
საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომაზე განკარგულების მიღების წესი 7
საუბნო საარჩევნო კომისიის ჩართულობა და შეზღუდვები წინასაარჩევნო აგიტაციაში/კამპანიაში 7
ნაწილი II. საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა წინასაარჩევნო პერიოდში 8
თავი I. ამომრჩეველთა სიები 8
ამომრჩეველთა ერთიანი სიის მონაცემების გადამოწმება 8
ამომრჩეველთა სპეციალური სია 9
გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის ფორმირების წესი 9
ამომრჩევლის ბარათი 11
თავი II. საარჩევნო დოკუმენტაციის მიღება, კენჭისყრის შენობის მოწყობა 11
საოლქო საარჩევნო კომისიისგან საარჩევნო დოკუმენტაციისა და ინვენტარის მიღება 11
საარჩევნო დოკუმენტაციისა და ინვენტარის მიღება-ჩაბარების აქტი 12
კენჭისყრის შენობის მოწყობა 13
ნაწილი III. საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა კენჭისყრის დღეს 13
თავი I. საარჩევნო უბნის გახსნა, კენჭისყრის დაწყებამდე ჩასატარებელი პროცედურები 13
საარჩევნო უბნის გახსნა 13
კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირები 14
დამკვირვებლის, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალების წარმომადგენლის უფლებრივი მდგომარეობა 14
საარჩევნო უბნის გახსნიდან კენჭისყრის დაწყებამდე ჩასატარებელი პროცედურები 15
თავი II. კენჭისყრის პროცესი 18
კენჭისყრის ჩატარება 18
კენჭისყრის დღეს წესრიგის დაცვა კენჭისყრის შენობაში 21
კენჭისყრის პროცესის დროებით შეჩერება 22
კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა აღრიცხვა 22
გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემა 23
თავი III. საარჩევნო უბნის დახურვა, კენჭისყრის შედეგების შეჯამება 24
საარჩევნო უბნის დახურვა 24
საარჩევნო უბნის მოწყობა ხმების დათვლის პროცედურისთვის 25
საარჩევნო ყუთის გახსნამდე ჩასატარებელი პროცედურები 26
ამომრჩეველთა სიების, გაფუჭებული და გამოუყენებელი საარჩევნო ბიულეტენების დალუქვა 26
გადასატანი საარჩევნო ყუთის გახსნა 27
ძირითადი საარჩევნო ყუთის გახსნა 27
საარჩევნო ბიულეტენების დახარისხება 28
საარჩევნო ბიულეტენების დათვლა 29
საარჩევნო ბიულეტენების დალუქვა 29
კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების შედგენა 30
სარეგისტრაციო ჟურნალის დახურვა, კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის დალუქვა, საარჩევნო დოკუმენტაციის გადაცემა საოლქო საარჩევნო კომისიისთვის 30
ნაწილი IV.კენჭისყრის დღის განცხადებები/საჩივრები 31
თავი I. კენჭისყრის დღის განცხადებების/საჩივრების რეგისტრაცია 31
კენჭისყრის დღის განცხადებებზე/საჩივრებზე ხარვეზის დადგენის წესი 32
თავი II. კენჭისყრის დღის განცხადებებზე/საჩივრებზე რეაგირება 32
დანართი №1. საარჩევნო კომისიაში წარდგენილი განცხადების/საჩივრის რეკვიზიტები 33
დანართი №2. ცნობა განცხადების/საჩივრის რეგისტრაციაში გატარების შესახებ 33
დანართი №3. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილებანი 35
დანართი №4. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის უფლებამოსილებანი კენჭისყრის დღეს 44
დანართი №5. ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრის ფუნქციები 48
დანართი №6. ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის ფუნქციები 49
დანართი №7. გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრის ფუნქციები 51
დანართი №8. საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრის ფუნქციები 53
დანართი №9. ფოტოვიდეოგადაღება საარჩევნო უბანზე 54
საუბნო საარჩევნო კომისია შედგება 13 წევრისაგან (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 24.1,2,4; მუხლი 29.9)
← 6 წევრს კონკურსის საფუძველზე ირჩევს საოლქო საარჩევნო კომისია;
← 7 წევრს ნიშნავენ პარტიები.
აკრძალულია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის გამოწვევა კენჭისყრის დღემდე 15 დღით ადრე (6 ოქტომბერი).
ყურადღება!
საარჩევნო კომისიის წევრი არ არის მისი დამნიშვნელი/ამრჩევი სუბიექტის წარმომადგენელი. იგი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციას, კანონსა და შესაბამის კანონქვემდებარე აქტებს (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 8.21).
(საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი – მუხლი 5)
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ვალდებულია შესაბამისი კომისიის წევრად დანიშვნის/არჩევის მომენტიდან:
← მონაწილეობა მიიღოს კომისიის ყოველდღიურ საქმიანობაში;
← მონაწილეობა მიიღოს კომისიის წევრთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის/სწავლების ცენტრის მიერ ორგანიზებულ კურსებსა და ტრენინგ/სემინარებში;
← სისტემატურად ესწრებოდეს კომისიის სხდომებს და მონაწილეობდეს კომისიის მიერ შესასრულებელ საარჩევნო ღონისძიებებში;
← საპატიო მიზეზით სხდომის გაცდენის შემთხვევაში აცნობოს აღნიშნულის თაობაზე კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს ან კომისიის მდივანს;
← დროულად ასრულებდეს კომისიის თავმჯდომარის მიერ დაკისრებულ მოვალეობებს.
ყურადღება!
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მიერ აღნიშნული ვალდებულებების შეუსრულებლობა ზემდგომი საარჩევნო კომისიის მიერ შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც დისციპლინური გადაცდომა და გახდეს მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი.
საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები არიან
(საარჩევნო კოდექსი – მუხლი 25.1):
← კომისიის თავმჯდომარე;
← კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
← კომისიის მდივანი.
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე
(საარჩევნო კოდექსი – მუხლი 8.15; მუხლი 27.1):
← ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს საუბნო საარჩევნო კომისიაში;
← იწვევს და უძღვება კომისიის სხდომას;
← იღებს განკარგულებას დამრღვევის საარჩევნო კომისიის შენობიდან გაძევების შესახებ;
← იღებს და ანაწილებს კომისიაში შემოსულ საარჩევნო საბუთებს და კორესპონდენციას;
← პირადად აგებს პასუხს საარჩევნო დოკუმენტაციისა და ინვენტარის შენახვისთვის/გაცემისთვის;
← საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტის შესაბამისად დავალებას აძლევს კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის მდივანს და კომისიის სხვა წევრებს;
← კენჭისყრის დღეს ორგანიზებას უწევს კომისიის წევრთა შორის ფუნქციების წილისყრით განაწილებას;
← პასუხისმგებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში წესრიგის დაცვისთვის;
← ვალდებულია კენჭისყრის შენობაში არ დაუშვას კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირები შესაბამისი სამკერდე ნიშნის გარეშე;
← კენჭისყრის შედეგების შეჯამებისთანავე ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას გადასცემს ყველა სახის საარჩევნო დოკუმენტაციას;
← ახორციელებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
(საარჩევნო კოდექსი – მუხლი 27.2):
← ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას, თუ კომისიას არ ჰყავს თავმჯდომარე, ან მას არ შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება;
← კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით ახორციელებს კომისიის თავმჯდომარის ცალკეულ უფლებამოსილებებს (განკარგულებით ზუსტად უნდა განისაზღვროს მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები და ვადა).
საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი
(საარჩევნო კოდექსი – მუხლი 27.3):
← ამზადებს კომისიის სხდომის დღის წესრიგს და განკარგულებათა პროექტებს;
← პასუხისმგებელია საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის;
← ადგენს კომისიის სხდომათა ოქმებს, მათ შორის, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს;
← ახორციელებს ამ კანონით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომა ღიაა. მასზე დასწრების უფლება აქვთ მხოლოდ (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 8.15):
← ცესკოს და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს;
← ცესკოს და საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს;
← ცესკოს აპარატის თანამშრომლებს;
← ცესკოში ან/და შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში აკრედიტებულ მედიის წარმომადგენლებს;
← საარჩევნო სუბიექტების თითო წარმომადგენელს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიაში;
← ცესკოში ან/და შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების თითო დამკვირვებელს;
← საერთაშორისო ორგანიზაციების ორ დამკვირვებელს (თარჯიმანთან ერთად).
ყურადღება!
← საარჩევნო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლის და წესრიგის დარღვევის შემთხვევაში დამრღვევის (მათ შორის, კომისიის წევრის) საარჩევნო კომისიის სხდომიდან გაძევების საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს საარჩევნო კომისია, რაც აღინიშნება სხდომის ოქმში.
← დამრღვევის საარჩევნო კომისიის სხდომიდან გაძევება გულისხმობს მის საარჩევნო კომისიის შენობიდან/კენჭისყრის შენობიდან გაძევებასაც.
(საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი – მუხლი 11)
საუბნო საარჩევნო კომისიაში წარმოებს სარეგისტრაციო ჟურნალი, რომლის წარმოებისთვის პასუხისმგებელია კომისიის მდივანი.
სარეგისტრაციო ჟურნალი შედგება ორი ნაწილისაგან:
I. შემოსული დოკუმენტაცია
კომისიის მდივანი ვალდებულია დოკუმენტაციის (განცხადება, საჩივარი, ცნობა) შემოსვლისას სარეგისტრაციო ჟურნალში დაუყოვნებლივ რეგისტრაციაში გაატაროს შემოსული დოკუმენტაცია.
ყურადღება!
დოკუმენტის/განცხადების მიღების და სარეგისტრაციო ჟურნალში სათანადო რეგისტრაციის შემდეგ კომისიის მდივანი ვალდებულია გასცეს ცნობა (იხ. დანართი №2), რომელშიც მიეთითება დოკუმენტის/განცხადების მიღების თარიღი და ზუსტი დრო, აგრეთვე ჟურნალში მისთვის მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი. აღნიშნული ცნობა კომისიის მდივანმა ხელმოწერით უნდა დაადასტუროს (საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი - მუხლი 11.5).
II. გასული დოკუმენტაცია
კომისიის მდივანი ვალდებულია დოკუმენტის გაცემა რეგისტრაციაში გაატაროს სარეგისტრაციო ჟურნალის გასული დოკუმენტაციის ნაწილში.
საარჩევნო დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია ყველასთვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საარჩევნო კომისია ვალდებულია საარჩევნო დოკუმენტაცია და არჩევნების შესახებ ინფორმაცია მათი მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში გააცნოს ყველა დაინტერესებულ პირს. თუ აღნიშნული ინფორმაციის გაცემა მეტ დროს მოითხოვს, საჯარო ინფორმაციის გაცემა ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.
ყურადღება!
საუბნო საარჩევნო კომისიის/კომისიის თავმჯდომარის განკარგულება და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ასლები მოთხოვნის შემთხვევაში გაიცემა დაუყოვნებლივ.
სარეგისტრაციო ჟურნალი იხურება ყოველი დღის 18 საათზე, გარდა კენჭისყრის დღისა. სარეგისტრაციო ჟურნალის ორივე ნაწილში ბოლო ჩანაწერის შემდეგ აღინიშნება „ჟურნალი დახურულია“ და მიეთითება თარიღი და ზუსტი დრო. ამ აღნიშვნას კომისიის მდივანი ხელმოწერით ადასტურებს. სარეგისტრაციო ჟურნალის დახურვის შემდეგ იკრძალება მასში იმავე თარიღით დამატებით რაიმე დოკუმენტის რეგისტრაცია (საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი – მუხლი 11.15).
ყურადღება!
კენჭისყრის დღეს სარეგისტრაციო ჟურნალი იწარმოება მთელი საარჩევნო პროცესის პარალელურად. კენჭისყრის დღის ყველა პროცედურის დასრულებისა და შესაბამისი საარჩევნო დოკუმენტაციის რეგისტრაციაში გატარების შემდეგ სარეგისტრაციო ჟურნალი იხურება კომისიის მდივნისა და თავმჯდომარის ხელმოწერებით და მოწმდება საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდით.
(საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი – მუხლი 6)
საუბნო საარჩევნო კომისიის სამართლებრივი აქტებია:
← კომისიის განკარგულება;
← კომისიის თავმჯდომარის განკარგულება;
← კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმები.
ყურადღება!
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულება უნდა გაფორმდეს მისი მიღებისთანავე და არაუგვიანეს მეორე დღისა უნდა გამოიკრას საარჩევნო უბანში თვალსაჩინო ადგილას. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებას ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 30.4; საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი - მუხლი 6.3-4).
საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულების პროექტს ამზადებს კომისიის მდივანი (საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი - მუხლი 9.4). კომისიის განკარგულება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ კომისიის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა (არანაკლებ 5 წევრი). ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება კომისიის სხდომის თავმჯდომარის ხმა, გარდა საკადრო საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას (არანაკლებ 7 ხმა) (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 8.4-5).
საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულებას ხელს აწერენ კომისიის სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი. კომისიის განკარგულება მეორე დღესვე გამოიკვრება საარჩევნო უბანში (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 26.3; მუხლი 30.4; საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი – მუხლი 6.4).
საუბნო საარჩევნო კომისია კენჭისყრის შენობაში თვალსაჩინო ადგილას აკრავს კანდიდატთა სიებსა და პარტიულ სიებს (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 58.4.დ; საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი – მუხლი 8.2.გ).
ყურადღება!
საარჩევნო კომისიის წევრს ეკრძალება საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 45.4.ა).
(საარჩევნო კოდექსი – მუხლი 31)
ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეიტანება ამომრჩევლის შესახებ შემდეგი მონაცემები:
← გვარი, სახელი;
← დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
← მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით);
← საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;
← ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირისთვის, მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებული პირისთვის, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან მოხსნილი პირისთვის, აგრეთვე პირისთვის, რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილებით, აღინიშნება დროებითი საცხოვრებლის მისამართი; სხვა სახელმწიფოში მყოფი პირისთვის მიეთითება „საკონსულო აღრიცხვაზეა“, ხოლო თუ ასეთი პირი არ დგას საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე – „იმყოფება უცხოეთში“);
← ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრაციის თარიღი;
← ფოტოსურათი (სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული უახლესი ფოტოსურათი ციფრულ ფორმატში);
← სქესი.
საუბნო საარჩევნო კომისიას არაუგვიანეს მისი პირველი შეკრების დღისა გადაეცემა ცესკოს მიერ დამოწმებული ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია, ხოლო კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მეორე დღისა (19 ოქტომბერი) გადაეცემა სიების საბოლოო ვერსიები:
← საარჩევნო კომისიისათვის განკუთვნილი ვერსია (სამაგიდო სია ფოტოსურათებით);
← საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (კედლის სია ფოტოსურათების გარეშე).
ყურადღება!
← საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით საჩივრის შეტანის კანონით განსაზღვრული წესი კომისიის პირველივე შეკრების დღეს, თვალსაჩინო ადგილას გამოაკრას საუბნო საარჩევნო კომისიისა და კენჭისყრის შენობებში (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 34);
← კედლის სიის თავდაპირველი ვერსია უნდა ჩამოიხსნას და იმავე ადგილას განთავსდეს დაზუსტებული ვერსია;
← დაუშვებელია სამაგიდო სიის და მისი ასლის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემა, ასევე აღნიშნული სიის ფოტო/ვიდეო გადაღება.
(საარჩევნო კოდექსი – მუხლი 26.2.ბ)
საუბნო საარჩევნო კომისია:
← ამოწმებს ამომრჩეველთა ერთიანი სიის სისწორეს; შეცდომების ან უზუსტობების აღმოჩენის შემთხვევაში არაუგვიანეს მომდევნო დღისა, მაგრამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-18 დღისა (3 ოქტომბერი) სიაში ცვლილების შეტანის წინადადებით მიმართავს საოლქო საარჩევნო კომისიას;
← ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით შემოსულ განცხადებებს (თანდართული დოკუმენტებით - ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაუყოვნებლივ გადასცემს საოლქო საარჩევნო კომისიას.
(საარჩევნო კოდექსი – მუხლი 32)
საოლქო საარჩევნო კომისია კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-3 დღისა (18 ოქტომბერი) (ადგენს და განკარგულებით ამტკიცებს ამომრჩეველთა სპეციალურ სიას და ამავე კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერით დაუყოვნებლივ გადასცემს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას. ამომრჩეველთა სპეციალური სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (კედლის სია) გამოიკვრება კენჭისყრის შენობაში თვალსაჩინო ადგილას.
საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიას ასევე გადასცემს იმ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც საარჩევნო კომისიებში საქმიანობის გამო კენჭისყრის დღეს ვერ მონაწილეობენ არჩევნებში თავიანთი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. სპეციალურ სიაში ამომრჩევლის შეყვანის შემთხვევაში ამომრჩეველთა ერთიან სიაში მისი გვარის გასწვრივ, გრაფაში „ფაქტობრივი მდგომარეობა“ უნდა გაკეთდეს ჩანაწერი „კომისიის წევრია“.
თუ საუბნო საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღეს არჩევნებში მონაწილეობის მიღების მოთხოვნით მიმართავს ამომრჩეველი, რომელმაც არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-18 დღისა (3 ოქტომბერი) (ვერ მოასწრო, მიემართა კომისიისთვის სიაში რეგისტრაციის მოთხოვნით (ჩამოვიდა საზღვარგარეთიდან, გამოეწერა სტაციონარული სამკურნალო დაწესებულებიდან, გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან), შესაბამისი დოკუმენტების (საზღვრის გადაკვეთის შესახებ ჩანაწერი პასპორტში, ცნობა სტაციონარული სამკურნალო დაწესებულებიდან, ცნობა პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შესახებ) წარდგენის შემთხვევაში მას სპეციალურ სიაში რეგისტრაციაში გაატარებს საუბნო საარჩევნო კომისია და ამომრჩეველთა სიებს დაურთავს წარდგენილი დოკუმენტების ფოტოასლებს (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 31.12).
იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველის მიერ წარდგენილ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში არ არის მითითებული რეგისტრაციის მისამართი, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე უკავშირდება ცესკოს ცხელ ხაზს.
(საარჩევნო კოდექსი – მუხლები 33-34)
გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის ფორმირებისთვის პასუხისმგებელია საუბნო საარჩევნო კომისია. გადასატანი საარჩევნო ყუთის სია დგება ამომრჩეველთა ერთიანი და სპეციალური სიების საფუძველზე.
ამომრჩეველი გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეჰყავთ, თუ:
← ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია კენჭისყრის შენობაში მისვლა (ასეთი ამომრჩევლების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებული ამომრჩევლების 3 პროცენტს. აღნიშნული რაოდენობის შევსების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია ყოველი ახალი შემოსული განცხადების შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს საოლქო საარჩევნო კომისიას და დაელოდოს შესაბამის მითითებებს);
← იმყოფება საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე, მაგრამ ძნელად მისადგომ ადგილას (ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია კონსულტაციის გავლა საოლქო საარჩევნო კომისიასთან);
ყურადღება!
გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნით ამომრჩეველი საუბნო საარჩევნო კომისიას წერილობით ან სატელეფონო შეტყობინებით მიმართავს კენჭისყრის დღემდე 2 დღით ადრე მაინც (18 ოქტომბერი). კომისიის მდივანი სარეგისტრაციო ჟურნალში რეგისტრაციაში ატარებს ამომრჩევლის წერილობით განცხადებას ან სატელეფონო ზეპირ განცხადებას და უთითებს სატელეფონო შეტყობინების შემოსვლის ზუსტ დროს, ტელეფონის ნომერს, ამომრჩევლის სახელს, გვარს, პირად ნომერს და იმ მისამართს, სადაც ამომრჩეველი ითხოვს გადასატანი საარჩევნო ყუთის მიტანას. თუ ეს მისამართი არ არის იმ საარჩევნო უბნის ტერიტორიის საზღვრებში, სადაც ამომრჩეველი რეგისტრირებულია, მას განემარტება, რომ ის არ შეიყვანება გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში.
← სამკურნალოდ წევს საავადმყოფოში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში და მასში არ იხსნება საარჩევნო უბანი (კენჭისყრის დღეს სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში მყოფი ამომრჩევლის შესახებ ინფორმაციას საოლქო საარჩევნო კომისია კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 2 დღისა გადასცემს საუბნო საარჩევნო კომისიას);
← იმყოფება ადმინისტრაციულ პატიმრობაში;
← იმყოფება პატიმრობაში;
← სამხედრო მოსამსახურეა, მსახურობს სახელმწიფო საზღვარზე განლაგებულ სამხედრო ნაწილში ან სასაზღვრო პოლიციის ქვედანაყოფში, რომელიც საარჩევნო უბნიდან შორსაა განლაგებული;
← მსახურობს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტში, პენიტენციურ დეპარტამენტში ან პენიტენციურ დაწესებულებაში და სამსახურის პირობების გამო სამუშაო ადგილის დატოვება არ შეუძლია;
← არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამხედრო მოსამსახურე ან სპეციალური წოდების მქონე პირი და კენჭისყრის პერიოდში განსაკუთრებული სამსახურებრივი პირობების ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ტოვებს სამუშაო ადგილს.
ყურადღება!
გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შესაყვანი ამომრჩევლების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა გამოიკრას კენჭისყრის შენობაში თვალსაჩინო ადგილას.
გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში (სამაგიდო სიაში) შეიტანება ამომრჩევლის შესახებ იგივე მონაცემები, რომლებიც არის ამომრჩეველთა ერთიან სიაში, გარდა მისი ფოტოსურათისა, და დამატებით აღინიშნება მისი რიგითი ნომერი ამომრჩეველთა ერთიან ან სპეციალურ სიაში. (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 33.5).
გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (კედლის სია, რომელშიც შეიტანება იგივე მონაცემები, რომლებიც გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის სამაგიდო ვერსიაში, გარდა ამომრჩევლის პირადი ნომრისა) მისი შედგენისთანავე გამოიკვრება კენჭისყრის შენობაში თვალსაჩინო ადგილას.
გადასატანი საარჩევნო ყუთის სია (კედლის და სამაგიდო) მოწმდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის ხელმოწერებით.
ყურადღება!
← გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში ამომრჩევლის შეყვანის შემთხვევაში ამომრჩეველთა ერთიან და სპეციალურ სიებში მისი გვარის გასწვრივ, გრაფაში „ფაქტობრივი მდგომარეობა“ უნდა გაკეთდეს ჩანაწერი „გადასატანი ყუთი“;
← საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებს უფლება აქვთ, გადაამოწმონ გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნის საფუძვლიანობა და არჩევნების დღემდე ნებისმიერ დროს დასვან საუბნო საარჩევნო კომისიის წინაშე შესაბამისი პირების გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეყვანის მიზანშეწონილობის საკითხი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საუბნო საარჩევნო კომისია. (საარჩევნო კოდექსი მუხლი 33.3)
(საარჩევნო კოდექსი – მუხლი 35)
საუბნო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 2 დღისა (19 ოქტომბერი) საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეყვანილ ყველა ამომრჩეველს გადასცეს საოლქო საარჩევნო კომისიისგან მიღებული ამომრჩეველთა ბარათები.
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა უნდა დაუბრუნონ კომისიის მდივანს ის ამომრჩეველთა ბარათები, რომლებიც ვერ დაურიგეს ამომრჩევლებს.
ყურადღება!
ამომრჩევლის ბარათის მიუღებლობა არ არის კენჭისყრაში მონაწილეობის უფლების შეზღუდვის საფუძველი.
საუბნო საარჩევნო კომისია კენჭისყრისთვის მზადების და მისი ჩატარების მიზნით საოლქო საარჩევნო კომისიისგან იღებს:
საარჩევნო დოკუმენტაციას:
← ამომრჩეველთა ერთიანი სიის საბოლოო ვერსიას (კედლის და სამაგიდო);
← ამომრჩეველთა სპეციალურ სიას (კედლის და სამაგიდო);
← გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის (კედლის და სამაგიდო) ბლანკებს;
← ამომრჩეველთა ბარათებს;
← საარჩევნო ბიულეტენების ბლოკნოტებს;
← სპეციალურ კონვერტებს;
← კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნს (ე. წ. ზონარგაყრილი წიგნი);
← საკონტროლო ფურცლებს;
← კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს და შესწორების ოქმების ფორმებს;
← კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმებს.
საარჩევნო ინვენტარს:
← ძირითად და გადასატან გამჭვირვალე საარჩევნო ყუთებს;
← საარჩევნო ყუთების ლუქებს;
← კენჭისყრის კაბინებს (საჭიროების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნეს შშმ პირებისთვის ადაპტირებული კენჭისყრის კაბინა);
← მარკირების სითხეს და მარკირების შესამოწმებელ სპეციალურ ხელსაწყოს (ულტრაიისფერი ფარანი);
← საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭედს;
← რეგისტრატორების სპეციალურ ბეჭდებს (რეგისტრატორების რაოდენობის შესაბამისად);
← ასლგადამღებ მანქანას;
← სამელნე ბალიშებს;
← გამადიდებელ ლინზას მცირემხედველი ამომრჩევლებისთვის და სპეციალურ ჩარჩოს უსინათლო ამომრჩევლებისთვის.
სხვა საარჩევნო მასალას:
← კანდიდატთა სიებს;
← პარტიულ სიებს;
← საარჩევნო ბიულეტენის შევსების ინსტრუქციას;
← ამონარიდს კანონიდან, თუ რა შემთხვევაშია საარჩევნო ბიულეტენი ბათილი;
← საარჩევნო დოკუმენტაციის შესაფუთ კონვერტებს.
(საარჩევნო კოდექსი – მუხლი 27.1.დ; მუხლი 63.6)
კომისიის თავმჯდომარე, ან კომისიის თავმჯდომარის განკარგულების საფუძველზე − თავმჯდომარის მოადგილე, არის საოლქო საარჩევნო კომისიისგან საარჩევნო დოკუმენტაციის მიღებისთვის პასუხისმგებელი პირი, ხოლო საარჩევნო დოკუმენტაციის შენახვისა და დანიშნულებისამებრ გაცემისთვის პასუხისმგებელი არიან საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.
ყურადღება!
საოლქო საარჩევნო კომისია საარჩევნო ბიულეტენებსა და სპეციალურ კონვერტებს კენჭისყრის დაწყებამდე არაუგვიანეს 12 საათისა გადასცემს საუბნო საარჩევნო კომისიებს (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 63.9).
საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიისთვის საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების გადაცემისას ორ ცალად დგება მიღება ჩაბარების აქტი, რომელშიც აღინიშნება (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 63.10) :
← მათი გადამცემი და მიმღები კომისიების დასახელებები;
← სპეციალური კონვერტების რაოდენობა;
← ბიულეტენთა სახეობა;
← ბიულეტენთა ბლოკნოტების რაოდენობა (მათი ნომრებისა და ბიულეტენების ნომრების მითითებით);
← მათი გამცემი და მიმღები პირების ვინაობა.
ყურადღება!
მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე მიმღები და გამცემი პირები ამოწმებენ საარჩევნო ბიულეტენების რეკვიზიტების სისწორეს და საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების რაოდენობის შესაბამისობას მიღება-ჩაბარების აქტში შეტანილ მონაცემებთან. ამის შემდეგ საარჩევნო ბიულეტენები კვლავ ილუქება, რასაც მხარეები ხელმოწერით ადასტურებენ.
მიღება-ჩაბარების აქტს ხელს აწერენ საარჩევნო დოკუმენტაციის გამცემი და მიმღები პირები. აქტის ერთი ცალი რჩება საოლქო საარჩევნო კომისიაში, მეორე გადაეცემა საუბნო საარჩევნო კომისიას. მიღება-ჩაბარების აქტს საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი რეგისტრაციაში ატარებს სარეგისტრაციო ჟურნალის შემოსული დოკუმენტაციის ნაწილში. მიღება-ჩაბარების აქტი საჯარო ინფორმაციაა.
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები ვალდებული არიან, კენჭისყრის პროცედურების ჩასატარებლად, კანონით დადგენილი წესების დაცვით, კენჭისყრამდე არაუგვიანეს ერთი დღისა მოაწყონ კენჭისყრის შენობა. საუბნო საარჩევნო კომისიამ უნდა მოაწყოს (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 58.4.ა−გ):
← ამომრჩეველთა სარეგისტრაციო მაგიდები;
← ყოველი 500 ამომრჩევლისთვის არანაკლებ ერთი კენჭისყრის კაბინა, სადაც უნდა იყოს ერთი კალმისტარი;
← მაგიდა სპეციალური კონვერტებისთვის (უნდა იდგეს საარჩევნო ყუთთან ახლოს);
← აწყობილი, დაულუქავი საარჩევნო ყუთები.
კენჭისყრის შენობაში გამჭვირვალე საარჩევნო ყუთი თვალსაჩინო ადგილას ისე უნდა იყოს მოთავსებული, რომ ამომრჩეველი დაუბრკოლებლად მივიდეს მასთან და სპეციალური კონვერტის ჩაგდების შემდეგ დაუყოვნებლივ დატოვოს საარჩევნო უბანი.
კენჭისყრის შენობაში თვალსაჩინო ადგილას გამოკრული უნდა იყოს (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 58.4.დ; 58.5):
← ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (კედლის სია);
← ამომრჩეველთა სპეციალური სიის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (კედლის სია);
← გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (კედლის სია);
← პარტიული სიები;
← კანდიდატთა სიები;
← ცესკოს მიერ დადგენილი საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესი;
← ამონარიდი კანონიდან, თუ რა შემთხვევაშია საარჩევნო ბიულეტენი ბათილი;
← კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმი/ოქმები.
ყურადღება!
თუ საარჩევნო ბიულეტენში შეტანილი რომელიმე საარჩევნო სუბიექტი აღარ მონაწილეობს არჩევნებში, განცხადება ამის შესახებ უნდა გამოიკრას თვალსაჩინო ადგილას კენჭისყრის შენობაში და ფარული კენჭისყრის კაბინებში.
საარჩევნო უბანი იხსნება კენჭისყრის დღის 7 საათზე.
ყურადღება!
თუ ამ დროისთვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა შვიდზე ნაკლები აღმოჩნდა, აღნიშნული ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდება საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელიც დაუყოვნებლივ იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები ვალდებული არიან, კენჭისყრის დღის განმავლობაში ატარონ მათთვის განკუთვნილი სპეციალური ფორმები. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობა ზემდგომი საარჩევნო კომისიის მიერ განხილული იქნება, როგორც დისციპლინური გადაცდომა, რაც დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია.
კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლება აქვთ (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 8.16; მუხლი 39.3,6; მუხლი 42.5; მუხლი 44.5):
← საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს;
← ზემდგომი საარჩევნო კომისიის წევრებს/წარმომადგენლებს;
← შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელს (ერთი და იმავე საარჩევნო სუბიექტის არაუმეტეს 1 წარმომადგენელს);
← რეგისტრირებული ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებლებს (ერთი და იმავე ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის არაუმეტეს 1 დამკვირვებელს);
← რეგისტრირებული საერთაშორისო ორგანიზაციის დამკვირვებლებს (ერთი და იმავე საერთაშორისო ორგანიზაციის არაუმეტეს 2 დამკვირვებელს (მათ შესაძლოა ახლდეთ თარჯიმანი);
← მედიის აკრედიტებულ წარმომადგენლებს (ერთი და იმავე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების არაუმეტეს 3 წარმომადგენელს).
ყურადღება!
← კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირს აუცილებლად უნდა ეკეთოს მისი ვინაობისა და სტატუსის დამადასტურებელი სამკერდე ნიშანი (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 8.17).
← საარჩევნო სუბიექტის (არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის) წარმომადგენელი საარჩევნო სუბიექტს წარმოადგენს მხოლოდ იმ საარჩევნო კომისიასთან ურთიერთობაში, რომელშიც მას აქვს რეგისტრაცია (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 42.1).
← საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად არ შეიძლება დაინიშნოს ამავე ან სხვა საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი კანდიდატი(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 42.22).
(საარჩევნო კოდექსი – მუხლი 41)
დამკვირვებელს, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს უფლება აქვს:
← კენჭისყრის დღეს ნებისმიერ დროს იმყოფებოდეს კენჭისყრის შენობაში, შეუზღუდავად გადაადგილდეს საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე და თავისუფლად, დაუბრკოლებლად დააკვირდეს კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს ნებისმიერი ადგილიდან;
← კენჭისყრის დღეს ნებისმიერ დროს შეენაცვლოს მისი წარმდგენი ორგანიზაციის სხვა რეგისტრირებულ წარმომადგენელს.
დამკვირვებელს, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს, მასობრივი ინფორმაციის საშუალების წარმომადგენელს უფლება არ აქვს:
← ჩაერიოს საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში;
← გავლენა მოახდინოს ამომრჩეველთა ნების თავისუფალ გამოვლენაზე;
← აგიტაცია გაუწიოს ამომრჩეველს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ;
← ატაროს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სიმბოლიკა და ნიშანი.
საარჩევნო უბნის გახსნიდან კენჭისყრის დაწყებამდე პროცედურები ტარდება შემდეგი თანამიმდევრობით (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 61-62):
საარჩევნო უბნის გახსნისთანავე იხსნება კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნი (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 61.2.ა).
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საარჩევნო უბნის გახსნისთანავე კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნს გადასცემს კომისიის მდივანს. კომისიის მდივანი ვალდებულია კომისიის თავმჯდომარესთან ერთად აღრიცხოს კენჭისყრის დღის ყველა საარჩევნო პროცედურა და მიუთითოს მათი ჩატარების დრო (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 62.3).
კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის პირველ და მეორე გვერდებზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში − მე-10 და მომდევნო გვერდებზეც კომისიის მდივანს შეაქვს კენჭისყრის შენობაში მყოფი კომისიის ყველა წევრის სახელი და გვარი (მათი წარმდგენი სუბიექტების მითითებით) და კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა სხვა პირის მონაცემები (სახელი, გვარი, წარმდგენი ორგანიზაცია ან საარჩევნო სუბიექტი) და ხელმოწერით ამოწმებინებს მათ.
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამოწმებს დალუქული პაკეტის მთლიანობას, რომელშიც მოთავსებულია კომისიის სპეციალური ბეჭედი და ხსნის მას (ბეჭდის ნომერს კომისიის მდივანი უთითებს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში) (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 61.2.ბ).
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ატარებს წილისყრას კომისიის წევრთა შორის ფუნქციების გასანაწილებლად.
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შორის გასანაწილებელი ფუნქციებია:
← ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრი;
← ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრი (არანაკლებ ერთი რეგისტრატორი ყოველ 300 ამომრჩეველზე);
← საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრი;
← გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის 2 წევრი (აუცილებლობის შემთხვევაში).
ყურადღება!
წილისყრაში არ მონაწილეობენ კომისიის თავმჯდომარე/კომისიის თავმჯდომარის მოადგილე/კომისიის მდივანი.
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ წილისყრის ჩატარებამდე უნდა შეადაროს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა გასანაწილებელი ფუნქციების რაოდენობას.
თუ წილისყრის ჩატარების დროს დამსწრე კომისიის წევრთა რაოდენობა აღმოჩნდება გასანაწილებელ ფუნქციებზე:
← 1-ით ნაკლები, მცირდება ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრების რაოდენობა;
← 2-ით ნაკლები, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ასრულებს ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრის ფუნქციას;
← 3-ით ნაკლები, კომისიის თავმჯდომარე ასრულებს საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრის ფუნქციას.
პირველ რიგში, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრებს შორის ატარებს წილისყრას გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის 2 წევრის გამოსავლენად (აუცილებლობის შემთხვევაში).
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე:
← წილისყრაში მონაწილე კომისიის წევრების რაოდენობის შესაბამისად ამზადებს ერთი ფორმისა და სახეობის ფურცლებს;
← 2 ფურცელზე ერთი და იმავე საწერი საშუალებით წერს ფუნქციის დასახელებას − „გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები“;
← წილისყრის ფურცლებს ამოწმებს კომისიის სპეციალური ბეჭდით;
← წილისყრის ფურცლებს იმგვარად კეცავს, რომ შეუძლებელი იყოს ტექსტის წაკითხვა, და ათავსებს მაგიდაზე.
წილისყრის მონაწილე კომისიის წევრები სათითაოდ იღებენ წილისყრის ფურცლებს.
ყურადღება!
თუ წილისყრით გამოვლენილი გადასატანი ყუთის წამღები კომისიის წევრი უარს განაცხადებს მისთვის მინიჭებული ფუნქციის შესრულებაზე, იგი კარგავს კომისიის წევრთა სხვა ფუნქციების (ნაკადის მომწესრიგებელი, რეგისტრატორი, საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი) გასანაწილებლად ჩასატარებელ მორიგ წილისყრაში მონაწილეობის მიღების უფლებას. აღნიშნული კომისიის წევრისთვის ფუნქციის მინიჭების საკითხს წყვეტს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.
წილისყრის შედეგები კომისიის მდივანს შეაქვს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-3 გვერდზე (კომისიის წევრები ხელმოწერით ადასტურებენ ფუნქციის მინიჭებას).
გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიის წევრთა გამოვლენის შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ატარებს წილისყრას სხვა ფუნქციების გასანაწილებლად.
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე:
← კომისიის წევრების რაოდენობის შესაბამისად ამზადებს ერთი ფორმისა და სახეობის ფურცლებს;
← ფურცელზე ერთი და იმავე საწერი საშუალებით წერს ფუნქციის დასახელებას − „ნაკადის მომწესრიგებელი“, „რეგისტრატორი“, „საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი“;
← წილისყრის ფურცლებს ამოწმებს კომისიის სპეციალური ბეჭდით;
← წილისყრის ფურცლებს იმგვარად კეცავს, რომ შეუძლებელი იყოს ტექსტის წაკითხვა და ათავსებს მაგიდაზე;
← წილისყრის მონაწილე კომისიის წევრები სათითაოდ იღებენ წილისყრის ფურცლებს.
წილისყრის შედეგები კომისიის მდივანს შეაქვს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-3 გვერდზე (კომისიის წევრები ხელმოწერით ადასტურებენ ფუნქციის მინიჭებას).
კომისიის წევრის წილისყრით დადგენილი ფუნქციის კომისიის სხვა წევრისთვის დროებით გადაცემა შეიძლება მხოლოდ კომისიის თავმჯდომარის ნებართვით, რასაც კომისიის მდივანი აღნიშნავს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-5 გვერდზე დროის მითითებით. კომისიის წევრი ხელმოწერით ადასტურებს ფუნქციის გადაცემას (საარჩევნო კოდექსი – 61.2.ზ).
თუ კომისიის რომელიმე წევრი კომისიაში წილისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ გამოცხადდა, მისთვის ფუნქციის მინიჭების საკითხს წყვეტს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი შრომის ანაზღაურების საკითხს − საოლქო საარჩევნო კომისია (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 61.4).
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საარჩევნო უბანზე მყოფი საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებისაგან წილისყრით გამოავლენს არაუმეტეს 2 წარმომადგენელს, რომლებიც დააკვირდებიან საჩივრების რეგისტრაციის პროცესს (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 61.5).
ყურადღება!
წილისყრაში არ მონაწილეობენ კომისიის მდივნად არჩეული კომისიის წევრის დამნიშვნელი საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლები (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 61.5).
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს ამომრჩეველთა რაოდენობას ამომრჩეველთა სიების მიხედვით, აგრეთვე მიღებული საარჩევნო ბიულეტენების და სპეციალური კონვერტების რაოდენობებს. კომისიის მდივანს აღნიშნული მონაცემები, გარდა სპეციალური კონვერტების რაოდენობისა, შეაქვს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში და კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმებში (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 61.6.ა-ბ; მუხლი 61.9). სადემონსტრაციო ოქმებში და კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა რაოდენობა შეიტანება კენჭისყრის დასრულების შემდგომ.
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამოწმებს და ინდივიდუალური ნომრის მქონე ლუქებით ლუქავს ძირითად და გადასატან საარჩევნო ყუთებს (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 61.6.გ). კომისიის მდივანს ლუქების ნომრები შეაქვს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში.
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრებს გადასცემს მასალებს.
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამომრჩეველთა რეგისტრატორ კომისიის წევრებს გადასცემს:
← ანბანის მიხედვით დანაწილებულ ამომრჩეველთა ერთიან სიას. ის ერთ-ერთ რეგისტრატორს აგრეთვე გადასცემს ამომრჩეველთა სპეციალურ სიას (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
← ყველა სახის საარჩევნო ბიულეტენის თითო ბლოკნოტს (ბლოკნოტის თავფურცელზე ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე და რეგისტრატორი კომისიის წევრი. რეგისტრატორმა უნდა გადაამოწმოს თითოეულ ბლოკნოტში ბიულეტენების რაოდენობის სიზუსტე);
← მარკირების სითხეს;
← რეგისტრატორების ბეჭდებს (ბეჭდების ნომრები მიეთითება კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-3 გვერდზე).
ყურადღება!
← საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თითოეულ სარეგისტრაციო მაგიდასთან უნდა გამოაკრას ამომრჩეველთა გვარების ანბანური თანამიმდევრობა მაგიდაზე განლაგებული სიების შესაბამისად;
← იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრატორის ბეჭდები საჭირო რაოდენობაზე ნაკლები აღმოჩდა ან ბეჭედი დაზიანდა, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით მცირდება რეგისტრატორების რაოდენობა.
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელ კომისიის წევრს გადასცემს მარკირების შესამოწმებელ ულტრაიისფერ ფარანს.
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველ კომისიის წევრს გადასცემს ძირითად საარჩევნო ყუთს და სპეციალურ კონვერტებს.
ივსება საკონტროლო ფურცელი (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 61.10).
კენჭისყრის დაწყებამდე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი ავსებენ საკონტროლო ფურცლებს (გარდა პირველი ამომრჩევლის შესახებ მონაცემებისა). საკონტროლო ფურცელს ხელს აწერს საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა დამსწრე წევრი.
ყურადღება!
კომისიის წევრებისათვის მასალების გადაცემის შემდეგ დაუყოვნებლივ, კენჭისყრის დაწყებამდე, უნდა შეივსოს საკონტროლო ფურცელი (ნუ დაელოდებით პირველ ამომრჩეველს!).
პირველი ამომრჩეველი მოსვლისას გადის რეგისტრაციას და იღებს საარჩევნო ბიულეტენს. კომისიის მდივანს მის შესახებ მონაცემები შეაქვს საკონტროლო ფურცელში, რომელსაც ხელს აწერს ამომრჩეველი. საკონტროლო ფურცელზე მიეთითება ფურცლების საარჩევნო ყუთებში ჩაყრის ზუსტი დრო. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საკონტროლო ფურცლის ერთ ეგზემპლარს აგდებს ძირითად საარჩევნო ყუთში, მეორე ეგზემპლარს – გადასატან საარჩევნო ყუთში (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხოლო მესამე ეგზემპლარს ინახავს საარჩევნო ყუთებში არსებულ საკონტროლო ფურცლებთან შემდგომი შედარების მიზნით.
საკონტროლო ფურცლის მონაცემები შეიტანება კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-4 გვერდზე.
ყურადღება!
← თუ ამომრჩეველის მიერ წარდგენილ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში არ არის მითითებული რეგისტრაციის მისამართი, კომისიის მდივანმა აღნიშნული მონაცემი საკონტროლო ფურცელში უნდა გადმოიტანოს ამომრჩეველთა შესაბამისი სიიდან.
← პირველი ამომრჩევლის მიერ რეგისტრაციის გავლის შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საოლქო საარჩევნო კომისიას აცნობებს საარჩევნო ყუთის დალუქვის და საკონტროლო ფურცლის ყუთში/ყუთებში მოთავსების შესახებ.
(საარჩევნო კოდექსი – მუხლი 60; მუხლი 64; მუხლი 65)
კენჭისყრა ტარდება კენჭისყრის დღის (21 ოქტომბერი) 08:00 საათიდან 20:00 საათამდე.
ხმის მიცემის პროცედურა ტარდება შემდეგი წესისა და თანამიმდევრობის დაცვით:
კენჭისყრის შენობაში შესვლისას ამომრჩეველი ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელთან გადის მარკირების შემოწმების პროცედურას.
ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი:
← არეგულირებს საარჩევნო უბანში შემოსულ ამომრჩეველთა ნაკადს;
← სთხოვს ამომრჩეველს, წარმოადგინოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი;
← ულტრაიისფერი ფარნით ამოწმებს, აქვს თუ არა ამომრჩეველს მარკირება;
← თვალყურს ადევნებს, რამდენი ამომრჩეველი დგას ამომრჩევლისთვის განკუთვნილ სარეგისტრაციო მაგიდასთან; თუ სარეგისტრაციო მაგიდასთან ორზე მეტი ამომრჩეველი დგას, დროებით აყოვნებს კენჭისყრის შენობაში მორიგი ამომრჩევლის შესვლას;
← მიუთითებს ამომრჩეველს, მივიდეს იმ სარეგისტრაციო მაგიდასთან, რომელსაც მიეკუთვნება ამომრჩეველთა სიაში შეტანილი მისი გვარის პირველი ასო.
ყურადღება!
თუ მარკირების შესამოწმებელმა სპეციალურმა ხელსაწყომ გამოავლინა, რომ ამომრჩეველს უკვე აქვს მარკირება, მას ეკრძალება კენჭისყრაში მონაწილეობა, ხოლო მისი ვინაობა მიეთითება კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში.
ამომრჩეველი ამომრჩეველთა რეგისტრატორთან გადის რეგისტრაციას.
ამომრჩეველთა რეგისტრატორი:
← სთხოვს ამომრჩეველს, წარმოადგინოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი;
ყურადღება!
თუ ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამომრჩევლის შესახებ მონაცემები არ მოიძებნა:
← საარჩევნო უბანზე ელექტრონული სიების არსებობის შემთხვევაში მონაცემთა გადამოწმებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია ამომრჩეველი მოძებნოს ელექტრონულ სიებში და მიაწოდოს ინფორმაცია იმ უბნის შესახებ, რომელშიც ის არის რეგისტრირებული;
← საარჩევნო უბანზე ელექტრონული სიების არარსებობის შემთხვევაში მონაცემთა გადამოწმებისთვის პასუხისმგებელი პირი უნდა დაუკავშირდეს საოლქო საარჩევნო კომისიას ან ცესკოს ცხელ ხაზს ამომრჩევლის შესახებ ინფორმაციის მისაღებად;
← ამომრჩეველი, რომელსაც ერთიან სიაში მინიჭებული აქვს სტატუსი „არის საზღვარგარეთ“, „იმყოფება უცხოეთში“ ან „საკონსულო აღრიცხვაზეა“ კენჭისყრაში მონაწილეობას იღებს ზოგადი წესით.
← ამოწმებს წარდგენილ დოკუმენტში/დოკუმენტებში შეტანილი ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემებისა და ამომრჩეველთა სიაში არსებული მონაცემების შესაბამისობას. ამომრჩეველი კენჭისყრაში მონაწილეობს, თუ ამომრჩეველთა შესაბამის სიაში საქართველოს მოქალაქის პირად ნომერთან, სქესთან და ფოტოსურათთან ერთად, სრულად ემთხვევა ქვემოთ ჩამოთვლილ მონაცემთაგან 3 მაინც:
- სახელი;
- გვარი;
- დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
- მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით);
← ამოწმებს წარდგენილ დოკუმენტში/დოკუმენტებში და ამომრჩეველთა სიაში არსებული ფოტოსურათების და ამომრჩევლის სახის ერთმანეთთან შესაბამისობას;
ყურადღება!
← თუ ამომრჩევლის შესახებ მონაცემების შემოწმებისას დადასტურდა, რომ წარდგენილ დოკუმენტში/დოკუმენტებში შეტანილი ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემები (გარდა ფოტოსურათისა) შეესაბამება ამომრჩეველთა სიაში არსებულ მონაცემებს, მაგრამ ამომრჩეველთა რეგისტრატორმა ამ ამომრჩევლის სახე და წარდგენილ დოკუმენტში/დოკუმენტებში ან ამომრჩეველთა სიაში არსებული ფოტოსურათი ერთმანეთთან შეუსაბამოდ მიიჩნია, იგი მიმართავს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც ქვემოთ განსაზღვრული შესაბამისი პროცედურის შესრულების შემდეგ ამომრჩეველს მისცემს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებას.
← თუ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დაადასტურებს აღნიშნულ შეუსაბამობას, საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში საამისოდ განკუთვნილ გვერდზე აკეთებს ჩანაწერს, რომელშიც აღნიშნავს შეუსაბამობის ფაქტს, ამომრჩევლის სახელს, გვარს და ამომრჩეველთა სიაში მის რიგით ნომერს. ეს ჩანაწერი დასტურდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის ხელმოწერებით.
← თუ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე არ დაადასტურებს აღნიშნულ შეუსაბამობას, ამომრჩეველთა რეგისტრატორს უფლება აქვს, კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში საამისოდ განკუთვნილ გვერდზე ჩაწეროს თავისი განსაკუთრებული აზრი.
← ზემოთ აღნიშნულ შემთხვევებში საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი ჩანაწერთა წიგნს დაურთავს ამომრჩევლის მიერ წარდგენილი დოკუმენტის ფოტოასლს, რომელსაც დაამოწმებს ხელმოწერით (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 65.2.ბ; მუხლი 65.21).
← ამომრჩეველთა სიაში ამომრჩევლის შესახებ მონაცემების შესაბამისობის დადასტურების შემთხვევაში ახორციელებს მის მარკირებას. (მარკირება არ გამოიყენება პენიტენციურ დაწესებულებებში, საავადმყოფოებსა და სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში (ავადმყოფების მიმართ));
ყურადღება!
← მარკირება კეთდება მარჯვენა ხელის ცერა ან საჩვენებელი თითის ფრჩხილზე, თუ აღნიშნული მოქმედების შესრულება შეუძლებელია - მარჯვენა ხელის სხვა თითებზე, ხოლო თუ ესეც შეუძლებელია, იმავე წესით მარცხენა ხელზე;
← მარკირების პროცედურის გავლაზე უარის თქმის შემთხვევაში ამომრჩეველს არ აქვს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება და მას საარჩევნო ბიულეტენი არ გადაეცემა.
← ხელს აწერს ამომრჩეველთა ერთიანი სიის სათანადო გრაფაში, ხოლო შემდეგ ამომრჩეველი ხელმოწერით ადასტურებს საარჩევნო ბიულეტენის/ბიულეტენების მიღებას;
ყურადღება!
თუ კენჭისყრის პროცესში გამოვლინდა, რომ ამომრჩეველმა საარჩევნო სიაში ხელი მოაწერა სხვა ამომრჩევლის გვარის გასწვრივ არსებულ გრაფაში, ასეთ შემთხვევაში ამომრჩეველმა, რომლის გვარის გასწვრივ ფიქსირდება ხელმოწერა, ხელი უნდა მოაწეროს იმავე გრაფაში. აღნიშნულის თაობაზე ამომრჩეველთა რეგისტრატორმა უნდა დაწეროს ახსნა-განმარტება (ამომრჩევლის სახელისა და გვარის მითითებით).
← საარჩევნო ბიულეტენის/ბიულეტენების გაცემისას ხელს აწერს მის უკანა გვერდზე სათანადო გრაფაში და ამოწმებს რეგისტრატორის ბეჭდით.
ყურადღება!
ამომრჩეველთა რეგისტრატორის ფუნქციის გადაცემის შემთხვევაში რეგისტრატორი ვალდებულია გადაითვალოს ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერების და მის მიერ გაცემული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობები (კომისიის თავმჯდომარისთვის გადაცემული გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობის ჩათვლით) და შედეგები აცნობოს კომისიის თავმჯდომარეს; მონაცემებს შორის ტოლობის არარსებობის შემთხვევაში უნდა დაწეროს ახსნა-განმარტება, რომელიც დაერთვება კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს/ოქმებს.
ამომრჩეველი შედის კენჭისყრის კაბინაში და ავსებს საარჩევნო ბიულეტენს/ბიულეტენებს. საარჩევნო ბიულეტენის/ბიულეტენების შევსებისას აკრძალულია სხვა პირის დასწრება.
ყურადღება!
← თუ ამომრჩეველს არ შეუძლია საარჩევნო ბიულეტენის დამოუკიდებლად შევსება, მას უფლება აქვს, კენჭისყრის კაბინაში დასახმარებლად მიიწვიოს ნებისმიერი პირი (შესაბამისი საარჩევნო უბნის სხვა ამომრჩეველი), გარდა საარჩევნო კომისიის წევრისა, კანდიდატისა, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლისა, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლისა და დამკვირვებლისა (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 65.3).
← თუ ამომრჩეველს ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს გაუფუჭდა საარჩევნო ბიულეტენი ან სპეციალური კონვერტი, მათ ეს უნდა აცნობონ კომისიის თავმჯდომარეს. კომისიის თავმჯდომარის დავალებით ამომრჩეველთა რეგისტრატორი ვალდებულია ამომრჩეველს შეუცვალოს გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენი/სპეციალური კონვერტი ახლით. კომისიის თავმჯდომარე გაფუჭებულ ბიულეტენს/სპეციალურ კონვერტს ამომრჩევლის თანდასწრებით ჩამოაჭრის კუთხეს, დააწერს „გაფუჭებულია“ და ხელს მოაწერს. კომისიის თავმჯდომარე გაფუჭებულ ბიულეტენს ცალკე ინახავს (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 65.4).
ამომრჩეველი მიდის განცალკევებით მდგარ მაგიდასთან, საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველის მითითებით დამოუკიდებლად იღებს სპეციალურ კონვერტს და ათავსებს მასში საარჩევნო ბიულეტენს/ბიულეტენებს.
საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ ამომრჩეველს ხელში მხოლოდ ერთი სპეციალური კონვერტი აქვს, ხსნის საარჩევნო ყუთის ჭრილს და უთითებს ამომრჩეველს, სპეციალური კონვერტი მოათავსოს საარჩევნო ყუთში.
ამომრჩეველი სპეციალურ კონვერტს აგდებს საარჩევნო ყუთში.
ყურადღება!
← საარჩევნო ყუთთან ერთდროულად ერთზე მეტი ამომრჩევლის მისვლა არ შეიძლება.
← დამკვირვებელს, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს უფლება აქვს, დააკვირდეს საარჩევნო ყუთს, საარჩევნო ყუთში სპეციალური კონვერტების მოთავსებას.
სპეციალური კონვერტის საარჩევნო ყუთში ჩაგდების შემდეგ ამომრჩეველი ტოვებს საარჩევნო უბანს.
(საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 21 ივნისის №20/2012 დადგენილება)
ამომრჩეველი, რომელიც ფიზიკური მდგომარეობის, კერძოდ, ზედა კიდურების არქონის გამო ვერ ახერხებს ხმის მიცემის პროცედურების (მარკირება, საარჩევნო ბიულეტენის მიღებისას ხელის მოწერა, საარჩევნო ბიულეტენის საარჩევნო ყუთში მოთავსება) დამოუკიდებლად შესრულებას, კენჭისყრაში მონაწილეობს შემდეგი პროცედურების გათვალისწინებით:
← ამომრჩეველი არ გადის მარკირების შემოწმებისა და მარკირების პროცედურებს;
← ამომრჩევლისათვის საარჩევნო ბიულეტენის/ბიულეტენების გადაცემისას ამომრჩეველთა რეგისტრატორი ამომრჩეველთა ერთიანი სიის გრაფაში „ამომრჩევლის ხელმოწერა“ აკეთებს ჩანაწერს „ფიზიკური მდგომარეობა“ და ხელმოწერით ადასტურებს;
← ამომრჩეველს უფლება აქვს, დასახმარებლად მიიწვიოს ნებისმიერი პირი, გარდა საარჩევნო კომისიის წევრისა, კანდიდატისა, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლისა და დამკვირვებლისა;
← აღნიშნული ამომრჩევლის ნაცვლად მისი თანდასწრებით საარჩევნო ბიულეტენს/ბიულეტენებს სპეციალურ კონვერტში ათავსებს და კონვერტს საარჩევნო ყუთში აგდებს მის მიერ არჩეული პირი, რომელიც დაეხმარება მას კენჭისყრის კაბინაში საარჩევნო ბიულეტენის/ბიულეტენების შევსებაში.
(საარჩევნო კოდექსი – მუხლი 59)
კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში წესრიგის დაცვისთვის პასუხისმგებელია საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ კენჭისყრის შენობაში წესრიგის დაცვის მიზნით მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულება სავალდებულოა საარჩევნო კომისიის წევრებისათვის, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირისა და ამომრჩევლისათვის.
საუბნო საარჩევნო კომისიას უფლება აქვს, კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლისა და წესრიგის დარღვევის შემთხვევაში წესრიგის დამრღვევი გააძევოს იმ შენობიდან, სადაც კომისიაა განთავსებული. დამრღვევის გაძევების შემთხვევაში დგება შესაბამისი აქტი, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები. ფაქტთან დაკავშირებით სათანადო აღნიშვნა კეთდება ჩანაწერთა წიგნში.
ყურადღება!
← დაუშვებელია კენჭისყრის შენობაში შეიარაღებულ პირთა შესვლა.
← თუ კენჭისყრის შენობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე საფრთხე ექმნება საზოგადოებრივ წესრიგს, კენჭისყრის ჩატარებას ან საარჩევნო დოკუმენტაციის უსაფრთხო გადაადგილებას, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნით შეიძლება გამოძახებულ იქნენ პოლიციის მუშაკები. საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის აღკვეთისთანავე და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანხმობით პოლიციის მუშაკები ტოვებენ კენჭისყრის შენობას და მის მიმდებარე ტერიტორიას.
← გამონაკლის შემთხვევაში, კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაგრამ არა საკუთრივ კენჭისყრის შენობაში, პოლიციის მუშაკები შეიძლება იმყოფებოდნენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნისა და თანხმობის გარეშეც, თუ ეს სრულიად აუცილებელია საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის აღკვეთისათვის ან დაცვისათვის. ასეთი აუცილებლობის აღმოფხვრისთანავე პოლიციის მუშაკებმა უნდა დატოვონ კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორია.
კენჭისყრის დროს აკრძალულია კენჭისყრის შენობის ჩაკეტვა, კენჭისყრის შეწყვეტა ან შეჩერება. თუ რაიმე გარემოება აფერხებს კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობას, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია ეს დაუყოვნებლივ შეატყობინოს საოლქო საარჩევნო კომისიას და დაელოდოს შესაბამის მითითებებს.
(საარჩევნო კოდექსი – მუხლი 65.6)
რეკომენდებულია!
ამომრჩეველთა რეგისტრატორებმა კენჭისყრის პროცესისთვის ხელის შეუშლელად 10:00, 12:00, 15:00 და 17:00 საათებზე, ასევე ფუნქციის დროებით გადაცემის შემთხვევაში, გადაითვალონ ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერების და მათ მიერ გაცემული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობები (კომისიის თავმჯდომარისთვის გადაცემული გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობის ჩათვლით) და აღნიშნული მონაცემები სისწორის გადამოწმების მიზნით აცნობონ კომისიის თავმჯდომარეს:
[pic]
თუ მონაცემებს შორის სხვაობა გამოვლინდა, ამომრჩეველთა რეგისტრატორმა დაუყოვნებლივ უნდა დაწეროს ახსნა-განმარტება (მასში ასახული მონაცემების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში გათვალისწინების მიზნით), რომელიც დაერთვება კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს/ოქმებს.
საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი ამომრჩეველთა სიებში კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას 12:00 და 17:00 საათის მდგომარეობით უთითებს კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმებში, კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში და აცნობებს საოლქო საარჩევნო კომისიას.
გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის პროცედურა იწყება კენჭისყრის დღის 09:00 საათიდან და სრულდება 19:00 საათზე. კენჭისყრის დასრულების შემდეგ დაუყოვნებლივ ილუქება საარჩევნო ყუთში სპეციალური კონვერტის ჩასაგდები ჭრილი. გადასატანი საარჩევნო ყუთი საარჩევნო უბანზე უნდა დაბრუნდეს არაუგვიანეს 20 საათისა (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 66.1, 66.10).
კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს, სურვილისამებრ, უფლება აქვთ, დააკვირდნენ გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის პროცედურას. გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემისას ავტომანქანის გამოყენების შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია გამოყოს ადგილი ავტომანქანაში კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთაგან წილისყრით გამოვლენილი 2 მეთვალყურისათვის (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 66.4; 66.5).
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიის წევრებს გადასცემს (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 66.3):
← დალუქულ გადასატან საარჩევნო ყუთს, რომელშიც მოთავსებულია საკონტროლო ფურცელი;
← გადასატანი საარჩევნო ყუთის სიას;
← სპეციალურ კონვერტებს (გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში არსებული ამომრჩევლების შესაბამისად);
← ამომრჩეველთა რეგისტრატორის მიერ ხელმოწერითა და რეგისტრატორის ბეჭდით დამოწმებულ საჭირო რაოდენობის საარჩევნო ბიულეტენებს;
← გადასატანი ყუთის ჭრილის დასალუქი ლუქი.
კომისიის მდივანს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-4 გვერდზე შეაქვს გადასატანი საარჩევნო ყუთის თანმხლები კომისიის წევრებისთვის გადაცემული ბიულეტენებისა და სპეციალურ კონვერტების რაოდენობა, ასევე გადასატანი საარჩევნო ყუთის საარჩევნო უბნიდან წაღების დრო.
ყურადღება!
← მარკირება არ გამოიყენება გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა მიმართ (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 64.5).
← თუ დაირღვა გადასატანი საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობა, გადასატანი ყუთის წამღებმა კომისიის წევრებმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ კომისიის თავმჯდომარეს, შეადგინონ ახსნა-განმარტება მიზეზის მითითებით და ხელი მოაწერონ თანმხლებ პირებთან ერთად.
„ფიზიკური მდგომარეობის“ გამო ამომრჩევლის მიერ გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის შემთხვევაში გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის გრაფაში „ამომრჩევლის ხელმოწერა“ გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრი აკეთებს ჩანაწერს „ფიზიკური მდგომარეობა“ და ხელმოწერით ადასტურებს.
აღნიშნული ამომრჩევლის ნაცვლად მისი თანდასწრებით საარჩევნო ბიულეტენს/ბიულეტენებს ავსებს, სპეციალურ კონვერტში ათავსებს და კონვერტს გადასატან საარჩევნო ყუთში აგდებს მის მიერ არჩეული პირი (გარდა საარჩევნო კომისიის წევრისა, კანდიდატისა, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლისა და დამკვირვებლისა) (საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 21 ივნისის №20/2012 დადგენილება).
გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებმა კომისიის წევრებმა კენჭისყრის შენობაში დაბრუნების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს უნდა გადასცენ გამოუყენებელი საარჩევნო ბიულეტენები და სპეციალური კონვერტები.
ყურადღება!
← კომისიის მდივანი ამოწმებს გადასატანი ყუთის სიაში არსებული ხელმოწერების, გამოუყენებელი ან/და გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების რაოდენობის სისწორეს. უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში გადასატანი ყუთის თანმხლებმა კომისიის წევრებმა უნდა დაწერონ ახსნა-განმარტება მიზეზის მითითებით. ახსნა-განმარტებაში ასახული მონაცემები გათვალისწინებული უნდა იქნეს შესაბამისი კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის მონაცემებში და დაერთოს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს/ოქმებს.
← კომისიის მდივანს ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა გადასატანი ყუთის სიაში, გამოუყენებელი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა, ასევე საარჩევნო უბანში გადასატანი საარჩევნო ყუთის დაბრუნების დრო შეაქვს ჩანაწერთა წიგნში.
← კომისიის თავმჯდომარე გამოუყენებელ ბიულეტენებსა და კონვერტებს აჭრის კუთხეს, აწერს გაფუჭებულია და ხელმოწერით ადასტურებს.
კენჭისყრის პროცედურა სრულდება და კენჭისყრის შენობა იკეტება 20:00 საათზე.
ამ დროისთვის რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ ხმის მიცემა. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი აღრიცხავს რიგში მდგომ ამომრჩეველთა გვარებსა და სახელებს და მათ რაოდენობას აცნობებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ხოლო კომისიის მდივანი კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში უთითებს რიგში მდგომი ამომრჩევლების რაოდენობას. როგორც კი ბოლო ამომრჩეველი მისცემს ხმას, კენჭისყრა დასრულებულად ცხადდება, რის შემდეგაც საუბნო საარჩევნო კომისია ლუქავს საარჩევნო ყუთის ჭრილს (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 65.8).
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ უნდა უზრუნველყოს, რომ ყველა პირმა, ხმების დათვლისას კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირების გარდა, დატოვოს საარჩევნო უბანი. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანმა კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში უნდა მიუთითოს ხმების დათვლის დროს კენჭისყრის შენობაში მყოფ პირთა ვინაობა.
ყურადღება!
კენჭისყრის შენობის დაკეტვის შემდეგ, კენჭისყრის შენობაში შესვლისა და კენჭისყრის შენობის დატოვების უფლება აქვთ კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს.
მნიშვნელოვანია, რომ კენჭისყრის დასრულების შემდეგ, წილისყრის ჩატარებამდე, კომისიის თავმჯდომარემ დაავალოს ამომრჩეველთა თითოეულ რეგისტრატორს, დაითვალონ გაცემული (გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის მიხედვით გაცემული ბიულეტენების გათვალისწინებით) და გაფუჭებული ბიულეტენების რაოდენობა, ასევე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა მათ ხელთ არსებულ ერთიან და სპეციალურ სიებში (მათ მიერ დაწერილ ახსნა-განმარტებებში აღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით):
[pic]
ყურადღება!
← თუ მონაცემებს შორის სხვაობა გამოვლინდა, ამომრჩეველთა რეგისტრატორმა ხელახლა უნდა გადაითვალოს და დააზუსტოს რაოდენობები. თუ მონაცემებს შორის კვლავ სხვაობა გამოვლინდა, ამომრჩეველთა რეგისტრატორმა უნდა დაწეროს ახსნა-განმარტება (მიზეზის მითითებით), რომელიც უნდა დაერთოს შემაჯამებელ ოქმს/ოქმებს.
← ამომრჩეველთა რეგისტრატორების ახსნა-განმარტებებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მითითებული მონაცემები გათვალისწინებული და ასახული უნდა იქნეს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის/ოქმების შედგენისას.
← ზემოთ აღნიშნული მონაცემების დადგენის შემდეგ რეკომენდებულია, რეგისტრატორებმა დათვალონ აგრეთვე კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა გენდერული მონაცემები ყველა სახის სიაში. კომისიის თავმჯდომარე მონაცემებს აწვდის საოლქო საარჩევნო კომისიას.
კომისიის თავმჯდომარე კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთა თანდასწრებით, კომისიის წევრთაგან წილისყრით შეარჩევს ოთხ მთვლელს, ხოლო დამკვირვებლები თავიანთი შემადგენლობიდან ურთიერთშეთანხმებით შეარჩევენ არაუმეტეს ორ მეთვალყურეს. თუ დამკვირვებლები ვერ შეთანხმდებიან, მათგან ორ მეთვალყურეს წილისყრით გამოავლენს კომისიის თავმჯდომარე (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 67.1).
მთვლელების გამოსავლენად წილისყრა შემდეგი წესის დაცვით მიმდინარეობს:
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე:
← კომისიის წევრების რაოდენობის შესაბამისად ამზადებს ერთნაირ ფურცლებს;
← ფურცლებზე ერთი და იმავე საწერი საშუალებით წერს ფუნქციის დასახელებას − „პირველი მთვლელი“, „მეორე მთვლელი“, „მესამე მთვლელი“, „მეოთხე მთვლელი“;
← წილისყრის ფურცლებს ამოწმებს კომისიის სპეციალური ბეჭდით;
← წილისყრის ფურცლებს იმგვარად კეცავს, რომ შეუძლებელი იყოს ტექსტის წაკითხვა და ათავსებს მაგიდაზე.
წილისყრის მონაწილე კომისიის წევრები სათითაოდ იღებენ წილისყრის ფურცლებს. წილისყრის შედეგები კომისიის მდივანს შეაქვს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-3 გვერდზე (კომისიის წევრები ხელმოწერით ადასტურებენ ფუნქციის მინიჭებას) (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 61.2.ვ).
კომისიის თავმჯდომარე საარჩევნო უბანზე მყოფი საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებისაგან წილისყრით გამოავლენს არაუმეტეს 2 წარმომადგენელს, რომლებიც კომისიის წევრთაგან წილისყრით გამოვლენილ მთვლელებთან ერთად მონაწილეობენ ნამდვილი ან/და ბათილი საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცესში (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 67.2).
ყურადღება!
წილისყრაში არ მონაწილეობენ იმ საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები, რომელთა მიერ დანიშნული კომისიის წევრებიც არიან წილისყრით გამოვლენილი მთვლელები (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 67.2).
კომისიის თავმჯდომარე და მთვლელები ხმების დათვლის პროცედურისთვის ამზადებენ საარჩევნო უბანს, ისე , რომ:
← მაგიდის ერთ მხარეს მთვლელებმა დაიკავონ ადგილი;
← კომისიის თავმჯდომარემ შეძლოს ყველა მთვლელის დანახვა;
← წილისყრით გამოვლენილმა ორმა წარმომადგენელმა და ორმა დამკვირვებელმა ადგილი დაიკავონ მთვლელების გვერდით;
← კომისიის მდივანი განთავსდეს კომისიის თავმჯდომარის გვერდით და შეავსოს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნი;
← კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე დანარჩენმა პირებმა მაგიდისგან (მთვლელებისგან) ორი მეტრის დაშორებით ისე უნდა დაიკავონ ადგილი, რომ შეძლონ ბიულეტენების დათვლის და დახარისხების პროცესის დანახვა (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 68.3).
კომისიის თავმჯდომარემ მთვლელების მაგიდასთან უნდა მიიტანოს:
← ამომრჩეველთა ერთიანი სია, ამომრჩეველთა სპეციალური სია, გადასატანი საარჩევნო ყუთის სია;
← გამოუყენებელი საარჩევნო ბიულეტენები;
← გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენები;
← ძირითადი და გადასატანი საარჩევნო ყუთები;
← შესადარებლად შენახული საკონტროლო ფურცელი;
← კალკულატორი.
(საარჩევნო კოდექსი – მუხლი 67)
მთვლელები თანამიმდევრულად ითვლიან კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 67.3):
← ამომრჩეველთა ერთიანი სიის მიხედვით;
← ამომრჩეველთა სპეციალური სიის მიხედვით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
← გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის მიხედვით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს შედეგები (რეგისტრატორების მიერ დაწერილ ახსნა-განმარტებებში აღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით) დაუყოვნებლივ შეაქვს კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმებში და კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში.
(საარჩევნო კოდექსი – მუხლი 67.4−51)
კომისიის მდივანი გამოუყენებელ საარჩევნო ბიულეტენებს ჩამოაჭრის კუთხეს, შემდეგ ცალ-ცალკე პაკეტებში ათავსებს:
← ამომრჩეველთა ერთიან სიას;
← ამომრჩეველთა სპეციალურ სიას;
← გადასატანი საარჩევნო ყუთის სიას;
← გამოუყენებელ საარჩევნო ბიულეტენებს;
← გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენებს;
← რეგისტრატორების ბეჭდებს.
თითოეულ პაკეტზე უნდა მიეთითოს საარჩევნო ოლქის დასახელება და ნომერი, საარჩევნო უბნის დასახელება და ნომერი, საარჩევნო დოკუმენტაციის სახე და რაოდენობა. პაკეტები ილუქება, დალუქვის ზოლზე ხელს აწერენ მთვლელები და კომისიის თავმჯდომარე.
აღნიშნული პროცედურების დასრულებისთანავე საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი აღრიცხავს იმ შემთხვევების რაოდენობას, რომლებიც ეხება ამომრჩევლის სახისა და წარდგენილ დოკუმენტში/დოკუმენტებში/ამომრჩეველთა სიაში არსებული ფოტოსურათების ერთმანეთთან შეუსაბამობას, აგრეთვე კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნისთვის დართული დოკუმენტების რაოდენობას (მონაცემები შეაქვს ჩანაწერთა წიგნში).
საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი აღნიშნულ დოკუმენტებს ლუქავს; დალუქულ პაკეტზე უთითებს საარჩევნო უბნის დასახელებას, ნომერს, დოკუმენტების სახეობას და აწერს ხელს.
(საარჩევნო კოდექსი – მუხლი 68.1,2,4)
კომისია თავდაპირველად ხსნის გადასატან საარჩევნო ყუთს. კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრებისა და კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთა თანდასწრებით ამოწმებს გადასატანი საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობას.
ყურადღება!
თუ საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობა დარღვეული აღმოჩნდა, მაგრამ კომისია მიიჩნევს, რომ ამას არ გამოუწვევია კანონის მოთხოვნათა დარღვევა, კომისიის განკარგულებით გრძელდება კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურა (აღნიშნული ფაქტი დაუყოვნებლივ ეცნობება საოლქო საარჩევნო კომისიას). წინააღმდეგ შემთხვევაში საარჩევნო ყუთი ილუქება და საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულებასთან ერთად დაუყოვნებლივ გადაეცემა ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას.
მთვლელები გადასატან საარჩევნო ყუთში არსებულ სპეციალურ კონვერტებს ათავსებენ მაგიდაზე, რის შემდეგაც:
← ამოწმებენ გადასატან საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცლის არსებობას;
← გადასატან საარჩევნო ყუთში არსებულ საკონტროლო ფურცელს უდარებენ კომისიაში შედარების მიზნით შენახულ საკონტროლო ფურცელს;
← თუ დარღვევა არ გამოვლინდა, კომისიის თავმჯდომარე მიუთითებს მთვლელებს, დროებით დააბრუნონ სპეციალური კონვერტები გადასატან საარჩევნო ყუთში.
ყურადღება!
თუ გადასატან საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცელი არ აღმოჩნდა, ან საკონტროლო ფურცლებს შორის განსხვავება გამოვლინდა, ყველა სპეციალური კონვერტი და საარჩევნო ბიულეტენი შეიკვრება პაკეტად და დაეწერება „ბათილია“. დოკუმენტაცია საარჩევნო უბანში კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცედურების დასრულების შემდეგ გადაეცემა საოლქო საარჩევნო კომისიას.
(საარჩევნო კოდექსი – მუხლი 68.1,2,5)
კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრებისა და კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთა თანდასწრებით ამოწმებს ძირითადი საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობას.
ყურადღება!
თუ საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობა დარღვეული აღმოჩნდა, მაგრამ კომისია მიიჩნევს, რომ ამას არ გამოუწვევია კანონის მოთხოვნათა დარღვევა, კომისიის განკარგულებით გრძელდება კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურა (აღნიშნული ფაქტი დაუყოვნებლივ ეცნობება საოლქო საარჩევნო კომისიას). წინააღმდეგ შემთხვევაში საარჩევნო ყუთი ილუქება და საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულებასთან ერთად დაუყოვნებლივ გადაეცემა ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას.
მთვლელები:
← ძირითად საარჩევნო ყუთში არსებულ სპეციალურ კონვერტებს და საარჩევნო ბიულეტენებს ათავსებენ მაგიდაზე;
← ამოწმებენ ძირითად საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცლის არსებობას და მას უდარებენ კომისიაში შედარების მიზნით შენახულ საკონტროლო ფურცელს.
ყურადღება!
თუ საკონტროლო ფურცლებს შორის განსხვავება გამოვლინდა ან ძირითად საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცელი არ აღმოჩნდა, ყველა სპეციალური კონვერტი და საარჩევნო ბიულეტენი შეიფუთება და დაილუქება, შედგება სათანადო ოქმი და დაუყოვნებლივ გადაეცემა საოლქო საარჩევნო კომისიას.
თუ ყველაფერი წესრიგში აღმოჩნდა, მთვლელები ერთმანეთში ურევენ ძირითადი და გადასატანი საარჩევნო ყუთებიდან გადმოყრილ სპეციალურ კონვერტებს და იწყებენ საარჩევნო ბიულეტენების დათვლას.
(საარჩევნო კოდექსი – მუხლი 69)
პირველი მთვლელი:
← სპეციალური კონვერტიდან იღებს საარჩევნო ბიულეტენებს;
← ამოწმებს საარჩევნო ბიულეტენების ნამდვილობას;
← აცხადებს, ვისთვისაა მიცემული ხმა;
← ერთი სახის საარჩევნო ბიულეტენს გადასცემს მეორე მთვლელს, მეორე სახისას – მესამე მთვლელს და ა.შ.
← სპეციალურ კონვერტს დებს ცალკე.
მთვლელები ცალ-ცალკე აწყობენ:
← ბიულეტენებს, თითოეული საარჩევნო სუბიექტისათვის მიცემული ხმების შესაბამისად;
← დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენებს;
← ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენებს;
← საეჭვოდ მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენებს.
დადგენილი ნიმუშის საარჩევნო ბიულეტენი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევა
ბათილად, თუ:
← სპეციალური კონვერტი არ არის დადგენილი ნიმუშის;
← სპეციალურ კონვერტში აღმოჩნდა ერთზე მეტი ერთი სახეობის დადგენილ რაოდენობაზე მეტი საარჩევნო ბიულეტენი;
← საარჩევნო ბიულეტენი საარჩევნო ყუთში აღმოჩნდა სპეციალური კონვერტის გარეშე;
← საარჩევნო ბიულეტენი დამოწმებული არ არის ამომრჩეველთა რეგისტრატორის ხელმოწერითა და რეგისტრატორის ბეჭდით;
← შეუძლებელია იმის დადგენა, რომელ საარჩევნო სუბიექტს მისცა ხმა ამომრჩეველმა;
← საარჩევნო ბიულეტენი განკუთვნილი იყო სხვა საარჩევნო უბნისთვის (ასეთი ბიულეტენები ცალკე პაკეტად იკვრება, მათი რაოდენობა არ მიეთითება კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში და აღინიშნება მხოლოდ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში).
საარჩევნო ბიულეტენების დახარისხების დასრულების შემდეგ კომისია განიხილავს და კენჭისყრით წყვეტს საეჭვოდ მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების ნამდვილობის საკითხს. ნამდვილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენს კომისიის თავმჯდომარე დებს ნამდვილი ბიულეტენების დასტაში (საარჩევნო სუბიექტისათვის მიცემული ხმის მიხედვით), ხოლო ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენს − ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების დასტაში.
საარჩევნო ბიულეტენების დახარისხების შემდეგ კომისიის თავმჯდომარე მთვლელებს მიუთითებს, დაითვალონ:
← ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენები;
← თითოეული საარჩევნო სუბიექტისათვის მიცემული ხმები.
ყურადღება!
საარჩევნო სუბიექტისთვის კუთვნილი ყოველი 10 საარჩევნო ბიულეტენი იკვრება ლითონის შემკერით და ყოველ შეკვრას, როგორც სრულს, ისე არასრულს, ეწერება შეკრული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა.
კომისიის თავმჯდომარე აცხადებს თითოეული საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების რაოდენობას და კომისიის მდივანთან ერთად ამოწმებს მონაცემების სისწორეს. მიღებული შედეგები კომისიის მდივანს შეაქვს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში და კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმებში.
(საარჩევნო კოდექსი – მუხლი 69.6,9)
საარჩევნო ბიულეტენების დათვლის შემდეგ კომისიის თავმჯდომარე მთვლელებს მიუთითებს, ცალ-ცალკე პაკეტებად დალუქონ:
← ბათილი ბიულეტენები (მათ ეწერება „ბათილია“);
← საარჩევნო სუბიექტის კუთვნილი საარჩევნო ბიულეტენების დასტა.
ყურადღება!
პაკეტებს უნდა დაწეროს საარჩევნო ოლქისა და უბნის ნომრები და დასახელება, სარჩევნო ბიულეტენების სახე (ნამდვილი ან ბათილი ბიულეტენები) და რაოდენობა. თითოეული საარჩევნო სუბიექტის კუთვნილი საარჩევნო ბიულეტენების პაკეტზე ასევე უნდა მიეთითოს სუბიექტის მონაცემები (დასახელება, სახელი და გვარი). დალუქულ პაკეტებს ხელს აწერენ მთვლელები და კომისიის თავმჯდომარე.
(საარჩევნო კოდექსი – მუხლი 70-71)
საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი საარჩევნო ბიულეტენების დალუქვის შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით ავსებს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს.
კომისიის ყველა წევრი ვალდებულია კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს ხელი მოაწეროს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ იგი არ ეთანხმება მასში შეტანილ მონაცემებს, უფლება აქვს წერილობით დაურთოს განსხვავებული აზრი. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმები მოწმდება საუბნო საარჩევნო კომისიის სპეციალური ბეჭდით. შემაჯამებელი ოქმი რეგისტრაციაში ტარდება სარეგისტრაციო ჟურნალის გასული დოკუმენტაციის ნაწილში.
აკრძალულია კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემების გადასწორება. თუ შემაჯამებელი ოქმის შევსებისას შეცდომა იქნა დაშვებული, შეცდომის გამოსასწორებლად კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში შესაბამისი მონაცემის გასწვრივ კეთდება ჩანაწერი „შესწორებულია“. საარჩევნო კომისიამ უნდა შეადგინოს შესწორების ოქმი, რომელშიც აღინიშნება შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემის შესწორება და ამ ოქმის შედგენის თარიღი და დრო. საარჩევნო კომისიის ყველა დამსწრე წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს შესწორების ოქმს. შესწორების ოქმს დაესმება საარჩევნო კომისიის ბეჭედი, გატარდება ჩანაწერთა წიგნში და დაერთვება იმ შემაჯამებელ ოქმს, რომელში შეტანილი მონაცემიც შესწორდა.
(საარჩევნო კოდექსი -– მუხლი 71.8)
კომისია ვალდებულია კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების ფოტოასლები გამოაკრას საჯარო გაცნობისათვის. საუბნო საარჩევნო კომისია კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების და შესწორების ოქმის/ოქმების (არსებობის შემთხვევაში) ფოტოასლებს, კომისიის წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით (არსებობის შემთხვევაში), მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადასცემს კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირს.
კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების და შესწორების ოქმის (არსებობის შემთხვევაში) ფოტოასლები უნდა დამოწმდეს კომისიის ბეჭდით, კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის ხელმოწერებით, რასაც მიმღები პირი კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში ხელმოწერით ადასტურებს.
ყველა პროცედურის დასრულების შემდეგ იხურება კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალი და ჩანაწერთა წიგნი, მას ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი და იგი მოწმდება კომისიის სპეციალური ბეჭდით.
კომისია ლუქავს:
← კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნს და განცხადებებს/საჩივრებს;
← საუბნო საარჩევნო კომისიის სპეციალურ ბეჭედს (კომისიის სპეციალური ბეჭდის დალუქულ პაკეტს ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი).
ყურადღება !
კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმები და სარეგისტრაციო ჟურნალი არ ილუქება.
კომისიის უფლებამოსილი პირები საოლქო საარჩევნო კომისიას გადასცემენ საარჩევნო ინვენტარს და საარჩევნო დოკუმენტაციის ყუთს/ტომარას, რომელშიც მოთავსებულია დალუქული საარჩევნო დოკუმენტაცია და მისგან განცალკევებით:
← კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს, შესწორების ოქმს/ოქმებს (ასრებობის შემთხვევაში) და განსხვავებულ აზრს (არსებობის შემთხვევაში), იმ ახსნა-განმარტებებთან (არსებობის შემთხვევაში) ერთად, რომელიც ეხება ოქმის მონაცემებს ან რეკვიზიტებს;
← სარეგისტრაციო ჟურნალს;
← განცხადებები/საჩივრებისა და კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის დალუქულ კონვერტს.
საარჩევნო ინვენტარის და საარჩევნო დოკუმენტაციის გადაცემასთან დაკავშირებით დგება მიღება-ჩაბარების აქტი. მიღება-ჩაბარების აქტს ხელს აწერენ საარჩევნო დოკუმენტაციის გამცემი და მიმღები პირები, რის შემდეგაც თითოეულს გადაეცემა აქტის თითო ეგზემპლარი.
პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს საუბნო საარჩევნო კომისიაში და დამკვირვებელს უფლება აქვს:
← განცხადება/საჩივარი გადასცეს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს ან კომისიის მდივანს (დანართი №1).
← კენჭისყრის დღეს საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებული პრეტენზიები, საჩივრები და შენიშვნები შეიტანოს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში (მე-10 და მომდევნო გვერდებზე).
←
ყურადღება!
← არავის არ აქვს უფლება, ხელი შეუშალოს კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირს, კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში შეიტანოს პრეტენზია, შენიშვნა ან საჩივარი (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 62.10).
← კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში ჩანაწერის შემტანი პირი ვალდებულია მიუთითოს თავისი გვარი, სახელი და მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის მიხედვით).
საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცედურის დარღვევის შესახებ განცხადება/საჩივარი შედგენილი უნდა იქნეს დარღვევის შემჩნევისთანავე, კენჭისყრის დღის 7 საათიდან ყუთის გახსნამდე, ხოლო განცხადება/საჩივარი ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი დარღვევის შესახებ და კენჭისყრის შედეგების გადასინჯვის ან ბათილად ცნობის მოთხოვნით შედგენილი უნდა იქნეს საარჩევნო ყუთის გახსნიდან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე.
კომისიის მდივანი განცხადებას/საჩივარს რეგისტრაციაში გაატარებს სარეგისტრაციო ჟურნალის შემოსული დოკუმენტაციის ნაწილში, ასევე ჩანაწერთა წიგნში და განმცხადებელს/მომჩივანს გადასცემს ცნობას, რომელშიც აღინიშნება განცხადების/საჩივრის მიღების თარიღი, დრო და სარეგისტრაციო ნომერი. ცნობას კომისიის მდივანი ხელმოწერით ადასტურებს (დანართი №2).
საჩივრების რეგისტრაციის პროცესზე დაკვირვების მიზნით წილისყრით გამოვლენილი საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების მიერ დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, საჩივრის რეგისტრაციასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას იღებს კომისია.
საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი, კომისიის თავმჯდომარე ან კომისიის თავმჯდომარის მოადგილე განცხადების/საჩივრის წარმდგენს დაუდგენს ხარვეზს და განუსაზღვრავს გონივრულ ვადას მის შესავსებად, თუ განცხადება/საჩივარი არ შეიცავს:
← განცხადების/საჩივრის შედგენის თარიღსა და დროს;
← განმცხადებლის/მომჩივნის სახელს, გვარს და რეგისტრაციის ადგილს;
← საარჩევნო უბნის ნომერს;
← მოწმის არსებობის შემთხვევაში – მის სახელს, გვარს და რეგისტრაციის ადგილს.
განმცხადებელს/მომჩივანს უფლება აქვს, დადგენილ ვადაში შეავსოს ხარვეზი ანალოგიური განცხადების/საჩივრის წარდგენის გზით ან წარადგინოს ახალი განცხადება (რომელშიც მიეთითება ის მონაცემები, რომელთა გამოც მას დაუდგინდა ხარვეზი). კომისიის მდივანი სარეგისტრაციო ჟურნალში აკეთებს ჩანაწერს „ხარვეზი“. ჩანაწერის გასწვრივ ხელს აწერენ განცხადების/საჩივრის წარმდგენი და კომისიის შესაბამისი თანამდებობის პირი.
ყურადღება!
ხარვეზის შევსების ვადა დგინდება მხარეთა შეთანხმების საფუძველზე. ხარვეზის შევსების ვადის თაობაზე მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში ვადას ერთპიროვნულად ადგენს განცხადების/საჩივრის მიმღები პირი.
ხარვეზის შევსების შემთხვევაში კომისიის მდივანი, კომისიის თავმჯდომარე ან კომისიის თავმჯდომარის მოადგილე სარეგისტრაციო ჟურნალში წერს „შევსებულია“ და უთითებს ხარვეზის შევსების ზუსტ დროსა და თარიღს. ჩანაწერის გასწვრივ ხელს აწერენ განცხადების/საჩივრის წარმდგენი და კომისიის შესაბამისი თანამდებობის პირი.
ყურადღება!
დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში განცხადება/საჩივარი არ განიხილება და შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გამოსცემს განკარგულებას განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია განცხადებაზე/საჩივარზე, რომელიც ეხება კენჭისყრის დღის 7 საათიდან ყუთის გახსნამდე ჩატარებული პროცედურების დარღვევას, დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება და აღმოფხვრას არსებული დარღვევა.
ყურადღება!
თუ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ არ ან ვერ აღმოფხვრა დარღვევა ან სხვაგვარი ფორმით უარი განაცხადა რეაგირებაზე, განმცხადებელს/მომჩივანს უფლება აქვს იმავე დარღვევაზე განცხადება/საჩივარი დაუყოვნებლივ წარუდგინოს საოლქო საარჩევნო კომისიას.
დარღვევის აღმოფხვრის შემთხვევაში კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში კეთდება ჩანაწერი „დარღვევა აღმოფხვრილია“ და მიეთითება ზუსტი დრო.
განცხადებას/საჩივარს, რომელიც ეხება ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დარღვევას, საუბნო საარჩევნო კომისია არ განიხილავს და გადასცემს საოლქო საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღიდან 2 კალენდარული დღის განმავლობაში.
წარდგენილი განცხადება/საჩივარი არ განიხილება და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გამოსცემს განკარგულებას განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, თუ:
← განცხადება/საჩივარი შედგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ;
← განცხადებაში/საჩივარში არ არის აღნიშნული დარღვევის არსი და ჩადენის დრო;
← განცხადება/საჩივარი საარჩევნო კომისიას გადაეცა კანონით მოთხოვნილი ვადების დარღვევით;
← დადგენილ ვადაში არ შეივსო წარდგენილი განცხადების/საჩივრის ხარვეზი.
დანართი №1
საარჩევნო კომისიაში წარდგენილი განცხადების/საჩივრის რეკვიზიტები
განცხადებაში/საჩივარში აღინიშნება:
✓ განცხადების/საჩივრის შედგენის თარიღი და დრო*;
✓ განმცხადებლის/მომჩივნის სახელი, გვარი და რეგისტრაციის ადგილი*;
✓ საარჩევნო უბნის ნომერი*;
✓ მოწმის არსებობის შემთხვევაში – მისი სახელი, გვარი და რეგისტრაციის ადგილი*;
✓ დარღვევის არსი და ჩადენის დრო**;
✓ დამრღვევის დადგენის შემთხვევაში – მისი ის მონაცემები, რომელთა დადგენაც შესაძლებელი გახდა**;
✓ დამრღვევის ახსნა-განმარტება (ასეთის არსებობის შემთხვევაში)**;
✓ განმცხადებლის/მომჩივნის საკონტაქტო ტელეფონის (საცხოვრებელი ადგილის ან/და მობილურის) ნომერი***;
✓ განმცხადებლის/მომჩივნის ფაქსის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი (მათი არსებობის შემთხვევაში)***;[1]
✓ სხვა დამატებითი ინფორმაცია.
დანართი №2
№ „……“…………………… საარჩევნო ოლქი
№ „……“……………………. საუბნო საარჩევნო კომისია
ცნობა
განცხადების/საჩივრის რეგისტრაციაში გატარების შესახებ
განცხადების/საჩივრის მიღების თარიღი: ...................................................................
განცხადების/საჩივრის მიღების დრო: ...........................................................................................
განცხადების/საჩივრის სარეგისტრაციო ნომერი: ......................................................
კომისიის მდივანი: ....................................
/ხელმოწერა/
დანართი №3
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის
უფლებამოსილებანი
1. საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომასთან დაკავშირებული უფლებამოსილებანი:
▪ იწვევთ საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომას (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 8.2);
▪ უძღვებით საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომას (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 27.1.ბ).
1. ადმინისტრაციული ფუნქციები:
▪ უფლება გაქვთ, დავალება მისცეთ კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის მდივანს და კომისიის სხვა წევრებს (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 27.1.ე);
▪ უფლება გაქვთ, კომპეტენციის ფარგლებში გამოსცეთ განკარგულება (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 30.1.გ);
▪ იღებთ და თქვენი რეზოლუციით ანაწილებთ საუბნო საარჩევნო კომისიაში შემოსულ საარჩევნო საბუთებს და საუბნო საარჩევნო კომისიის სახელზე შემოსულ კორესპონდენციას (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 27.1.გ);
▪ პასუხისმგებელი ხართ საოლქო საარჩევნო კომისიისგან საარჩევნო დოკუმენტაციის, ინვენტარის და სხვა მასალების მიღებისთვის, შენახვისა და დანიშნულებისამებრ გაცემისთვის (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 27.1.დ; მუხლი 63.6).
▪ საჯაროობის უზრუნველსაყოფად გაითვალისწინეთ, რომ საარჩევნო უბანზე თვალსაჩინო ადგილას გამოკრული უნდა იყოს (საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი – მუხლი 8):
□ საუბნო საარჩევნო კომისიის საკონტაქტო ტელეფონის, ფაქსის ნომრები და სხვა რეკვიზიტები;
□ საარჩევნო ადმინისტრაციის ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც შეეხება საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობას;
□ საუბნო საარჩევნო კომისიისა და კომისიის თავმჯდომარის განკარგულებები;
□ ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (კედლის სია ფოტოსურათების გარეშე), ამომრჩეველთა სიებში ცვლილებების შეტანის და უზუსტობების გასაჩივრების წესი და ვადები.
ყურადღება!
▪ კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მეორე დღისა გადმოგეცემათ დაზუსტებული სიების საბოლოო ვერსიები (საარჩევნო კომისიისათვის განკუთვნილი ვერსია − სამაგიდო სია და საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია − კედლის სია) (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 31.11);
▪ საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული კედლის სიის თავდაპირველი ვერსია უნდა ჩამოხსნათ და იმავე ადგილას დაზუსტებული ვერსია გამოაკრათ.
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილებანი
კენჭისყრის წინა დღეს
(20 ოქტომბერი)
1. კენჭისყრის შენობის მოწყობასთან დაკავშირებული უფლებამოსილებანი:
▪ პასუხისმგებლობა გეკისრებათ კენჭისყრის შენობის მოწყობისათვის. გაითვალისწინეთ (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 58.4):
□ კენჭისყრის შენობაში ყოველი 500 ამომრჩევლისთვის უნდა მოეწყოს არანაკლებ ერთი კენჭისყრის კაბინა, სადაც უნდა იყოს ერთი კალმისტარი (საჭიროების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნეს შშმ ამომრჩევლებისთვის ადაპტირებული კენჭისყრის კაბინა);
□ უნდა გამოიყოს ადგილები ამომრჩეველთა რეგისტრაციისათვის და განთავსდეს მაგიდები რეგისტრატორთა რაოდენობის შესაბამისად;
□ თვალსაჩინო ადგილას უნდა დაიდგას გამჭვირვალე საარჩევნო ყუთი;
□ საარჩევნო ყუთთან ახლოს უნდა დაიდგას მაგიდა სპეციალური კონვერტებისთვის;
▪ მდივნის მაგიდაზე უნდა განთავსდეს გამადიდებელი ლინზა მცირემხედველი ამომრჩევლებისთვის და სპეციალური ჩარჩო უსინათლო ამომრჩევლებისთვის.
▪ კენჭისყრის შენობაში თვალსაჩინო ადგილას გამოკრული უნდა იყოს (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 58.4.დ; 58.5):
□ ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (კედლის სია);
□ ამომრჩეველთა სპეციალური სიის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (კედლის სია);
□ გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (კედლის სია);
□ კანდიდატთა სიები;
□ პარტიული სიები;
□ ხმის მიცემის ინსტრუქცია და ცესკოს მიერ დადგენილი საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესი;
□ ამონარიდი კანონიდან, თუ რა შემთხვევაშია საარჩევნო ბიულეტენი ბათილი;
□ კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმები;
□ თუ საარჩევნო ბიულეტენში შეტანილი რომელიმე საარჩევნო სუბიექტი აღარ მონაწილეობს არჩევნებში, განცხადება აღნიშნულის შესახებ კენჭისყრის შენობასა და ფარული კენჭისყრის კაბინებში.
2. საარჩევნო დოკუმენტაციის მიღებასთან დაკავშირებული უფლებამოსილებანი:
გახსოვდეთ: კენჭისყრის დაწყებამდე არაუგვიანეს 12 საათისა საოლქო საარჩევნო კომისიისგან უნდა მიიღოთ საარჩევნო ბიულეტენები და სპეციალური კონვერტები. მიღებისას შეადარეთ გადმოცემული საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების რაოდენობა მიღება-ჩაბარების აქტში შეტანილ მონაცემებს (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 63.9−11). გადაამოწმეთ, რომ საარჩევნო ბიულეტენებზე მითითებული იყოს თქვენი საარჩევნო უბნისა და საარჩევნო ოლქის ნომრები.
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილებანი
კენჭისყრის დღეს
(21 ოქტომბერი)
07:00-08:00 საათი
□ 07:00 საათზე გახსენით საარჩევნო უბანი, ტელეფონით შეატყობინეთ საოლქო საარჩევნო კომისიას საარჩევნო უბნის გახსნისა და კომისიის წევრთა კვორუმის (7 წევრი) თაობაზე (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 61.1).
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
□ გადაეცით კომისიის მდივანს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნი, სარეგისტრაციო ჟურნალი, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმები და სადემონსტრაციო ოქმები (იკვრება თვალსაჩინო ადგილას).
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
□ შეამოწმეთ კენჭისყრის შენობაში მყოფი უფლებამოსილი პირების სააკრედიტაციო მოწმობები (ძალაშია პირადობის მოწმობასთან ერთად). გახსოვდეთ, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლება აქვთ მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შესაბამის უფლებამოსილ პირებს.
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
□ ყველას დასანახად შეამოწმეთ იმ პაკეტის მთლიანობა, რომელშიც მოთავსებულია კომისიის სპეციალური ბეჭედი და გახსენით ის (სთხოვეთ კომისიის მდივანს ბეჭდის ნომერი მიუთითოს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-9 გვერდზე) (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 61.2.ბ).
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
□ ჩაატარეთ წილისყრა კომისიის წევრებს შორის გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის 2 წევრის გამოსავლენად (წილისყრაში არ მონაწილეობენ საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები) (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 61.2.დ).
გახსოვდეთ, თუ წილისყრით გამოვლენილი გადასატანი ყუთის წამღები კომისიის წევრი უარს განაცხადებს მისთვის მინიჭებული ფუნქციის შესრულებაზე, იგი კარგავს კომისიის წევრთა სხვა ფუნქციების გასანაწილებლად ჩასატარებელ მორიგ წილისყრაში მონაწილეობის მიღების უფლებას.
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
□ ჩაატარეთ მორიგი წილისყრა კომისიის წევრთა შორის დარჩენილი ფუნქციების (ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი, ამომრჩეველთა რეგისტრატორი, საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრები) გასანაწილებლად (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 61.2.ე).
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
□ ჩაატარეთ წილისყრა საარჩევნო უბანზე მყოფი საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებისაგან არაუმეტეს 2 წარმომადგენლის გამოსავლენად, საჩივრების რეგისტრაციის პროცესზე დაკვირვების მიზნით. გახსოვდეთ: წილისყრით გამოვლენილი წარმომადგენლები და კომისიის მდივანი არ შეიძლება იყვნენ ერთი და იმავე საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი პირები (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 61.5).
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
□ გამოაცხადეთ ამომრჩეველთა რაოდენობა ამომრჩეველთა ერთიან სიაში, ამომრჩეველთა სპეციალურ და გადასატანი საარჩევნო ყუთის სიებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში). კომისიის მდივანს სთხოვეთ მონაცემები მიუთითოს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-6, მე-7 და მე-8 გვერდზე და კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმებში (სადემონსტრაციო ოქმებში და კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა რაოდენობა შეიტანება კენჭისყრის დასრულების შემდგომ) (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 61.6.ა; მუხლი 61.9).
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
□ გამოაცხადეთ მიღებული საარჩევნო ბიულეტენების და სპეციალური კონვერტების რაოდენობები, კომისიის მდივანს სთხოვეთ მიღებული ბიულეტენების რაოდენობა შეიტანოს სადემონსტრაციო ოქმებში და კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 61.6.ბ; მუხლი 61.9).
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
□ შეამოწმეთ, რომ საარჩევნო ყუთები ცარიელი იყოს და ძირითადი და გადასატანი საარჩევნო ყუთები ინდივიდუალური ნომრის მქონე ლუქით დალუქეთ (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 61.6.გ).
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
□ თითოეულ ამომრჩეველთა რეგისტრატორს გადაეცით: 300-ამომრჩევლიანი სია (ამომრჩეველთა სპეციალური სია აგრეთვე გადაეცით ერთ-ერთ ამომრჩეველთა რეგისტრატორს), სხვადასხვა სახის საარჩევნო ბიულეტენის თითო ბლოკნოტი (ხელი მოაწერეთ და რეგისტრატორს ხელი მოაწერინეთ მიღება-ჩაბარების აქტზე ბლოკნოტის თავფურცელზე, სთხოვეთ რეგისტრატორს გადაამოწმოს თითოეულ ბლოკნოტში ბიულეტენების რაოდენობის სიზუსტე), მარკირების სითხე, რეგისტრატორის ბეჭედი, (ბეჭდის ნომერი მიუთითეთ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-9 გვერდზე).
□ იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრატორის ბეჭდები საჭირო რაოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა ან ბეჭედი დაზიანდა, შეამცირეთ რეგისტრატორების რაოდენობა (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 61.7).
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
□ ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელს გადაეცით მარკირების შესამოწმებელი ულტრაიისფერი ფარანი.
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
□ საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველს გადაეცით სპეციალური კონვერტები და ძირითადი საარჩევნო ყუთი.
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
□ კომისიის წევრებისათვის მასალების გადაცემის შემდეგ დაუყოვნებლივ, კენჭისყრის დაწყებამდე, კომისიის მდივანთან ერთად შეავსეთ საკონტროლო ფურცლის თვითკოპირებადი ფორმა (გარდა პირველი ამომრჩევლის შესახებ მონაცემებისა). ყურადღება მიაქციეთ, რომ საკონტროლო ფურცელს კომისიის ყველა დამსწრე წევრმა მოაწეროს ხელი (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 61.10).
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
08:00 საათიდან
□ საარჩევნო უბანზე მოსვლისას პირველი ამომრჩეველი გადის რეგისტრაციას და იღებს საარჩევნო ბიულეტენს. ამის შემდეგ მიუთითეთ კომისიის მდივანს, პირველი ამომრჩევლის შესახებ მონაცემები შეიტანოს საკონტროლო ფურცელში (კომისიის მდივანმა მონაცემები უნდა გადმოიტანოს ამომრჩეველთა შესაბამისი სიიდან), ხელი მოაწერინოს მას და მიუთითოს საარჩევნო ყუთებში საკონტროლო ფურცლების ჩაგდების ზუსტი დრო. საკონტროლო ფურცლის ერთი ეგზემპლარი ჩააგდეთ ძირითად საარჩევნო ყუთში, მეორე ეგზემპლარი − გადასატან საარჩევნო ყუთში (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხოლო მესამე ეგზემპლარი შეინახეთ (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 61.10).
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
□ პირველი ამომრჩევლის მიერ რეგისტრაციის გავლის შემდეგ ტელეფონით შეატყობინეთ საოლქო საარჩევნო კომისიას ძირითადი საარჩევნო ყუთის და გადასატანი საარჩევნო ყუთის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დალუქვის, საკონტროლო ფურცლის/ფურცლების შესაბამის საარჩევნო ყუთში/ყუთებში მოთავსების და კენჭისყრის დაწყების შესახებ.
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ხმის მიცემის პროცესის მიმდინარეობისას გაითვალისწინეთ:
■ თუ მარკირების შესამოწმებელმა სპეციალურმა ხელსაწყომ გამოავლინა, რომ ამომრჩეველს უკვე აქვს მარკირება, მას ეკრძალება კენჭისყრაში მონაწილეობა. მიუთითეთ კომისიის მდივანს ამომრჩევლის ვინაობა შეიტანოს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში.
■ ამომრჩეველი კენჭისყრაში მონაწილეობს, თუ ამომრჩეველთა შესაბამის სიაში საქართველოს მოქალაქის პირად ნომერთან, სქესთან და ფოტოსურათთან ერთად, სრულად ემთხვევა სიაში არსებულ მონაცემთაგან (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი) სამი მაინც.
■ თუ ამომრჩეველთა რეგისტრატორმა ამომრჩევლის სახე და წარდგენილ დოკუმენტში ან ამომრჩეველთა სიაში არსებული ფოტოსურათი ერთმანეთთან შეუსაბამოდ მიიჩნია, მან უნდა მოგმართოთ თქვენ აღნიშნული შეუსაბამობის დადასტურების თაობაზე.
თუ დაადასტურებთ შეუსაბამობას, მიუთითეთ კომისიის მდივანს, კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში გააკეთოს შესაბამისი ჩანაწერი (ამომრჩევლის სახელის, გვარის და ამომრჩეველთა სიაში მისი რიგითი ნომრის მითითებით). ეს ჩანაწერი კომისიის მდივანთან ერთად დაასტურეთ ხელმოწერებით. კომისიის მდივანმა ჩანაწერთა წიგნს უნდა დაურთოს მისი ხელმოწერით დადასტურებული ამომრჩევლის მიერ წარდგენილი დოკუმენტის ფოტოასლი.
თუ არ დაადასტურებთ შეუსაბამობას, ამომრჩეველთა რეგისტრატორს უფლება აქვს, კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში ჩაწეროს თავისი განსაკუთრებული აზრი. კომისიის მდივანმა კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში უნდა გააკეთოს შესაბამისი ჩანაწერი (ამომრჩევლის სახელის, გვარის და ამომრჩეველთა სიაში მისი რიგითი ნომრის მითითებით). ეს ჩანაწერი რეგისტრატორმა და კომისიის მდივანმა უნდა დაადასტურონ ხელმოწერებით. კომისიის მდივანმა კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნს უნდა დაურთოს მისი ხელმოწერით დადასტურებული ამომრჩევლის მიერ წარდგენილი დოკუმენტის ფოტოასლი.
ზემოაღნიშნული პროცედურის შესრულების შემდეგ ამომრჩეველს მიეცით კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება.
■ თუ ამომრჩეველი უარს აცხადებს მარკირების პროცედურის გავლაზე, არ მისცეთ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება.
■ თუ კენჭისყრის პროცესში გამოვლინდა, რომ ამომრჩეველმა საარჩევნო სიაში ხელი მოაწერა სხვა ამომრჩევლის გვარის გასწვრივ არსებულ გრაფაში, ასეთ შემთხვევაში ამომრჩეველს, რომლის გვარის გასწვრივ ფიქსირდება ხელმოწერა, უნდა მიეთითოს, ხელი მოაწეროს იმავე გრაფაში. ამასთან, მიუთითეთ ამომრჩეველთა რეგისტრატორს, აღნიშნულის თაობაზე დაწეროს ახსნა-განმარტება (ამომრჩევლის სახელისა და გვარის აღნიშვნით).
■ თუ ამომრჩეველს ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს გაუფუჭდა საარჩევნო ბიულეტენი, მიეცით მითითება ამომრჩეველთა რეგისტრატორს, რომ ამომრჩეველს შეუცვალოს გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენი ახლით. გაფუჭებულ ბიულეტენს ამომრჩევლის თანდასწრებით ჩამოაჭერით კუთხე, დააწერეთ „გაფუჭებულია“, ხელი მოაწერეთ და ცალკე შეინახეთ (საარჩევნო კოდექსი ‒ მუხლი 65.4).
■ თუ ამომრჩეველს არ შეუძლია საარჩევნო ბიულეტენის დამოუკიდებლად შევსება, ყურადღება მიაქციეთ, რომ კენჭისყრის კაბინაში დასახმარებლად არ იქნას მიწვეული საარჩევნო კომისიის წევრი, კანდიდატი, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელი და დამკვირვებელი. ამომრჩევლისთვის დახმარების აღმოჩენა შეუძლია ნებისმიერ პირს, გარდა ზემოთ აღნიშნული პირებისა (საარჩევნო კოდექსი ‒ მუხლი 65.3).
■ თუ ამომრჩეველი ფიზიკური მდგომარეობის გამო (ზედა კიდურების არქონა) ვერ ახერხებს ხმის მიცემის პროცედურების დამოუკიდებლად შესრულებას, ამ შემთხვევაში შეახსენეთ ამომრჩეველთა რეგისტრატორს, რომ ამომრჩევლისათვის საარჩევნო ბიულეტენის/ბიულეტენების გადაცემისას შესაბამისი სიის გრაფაში „ამომრჩევლის ხელმოწერა“ გააკეთოს ჩანაწერი „ფიზიკური მდგომარეობა“ და აღნიშნული ხელმოწერით დაადასტუროს.
09:00 საათიდან
□ გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის ჩატარება დაავალეთ წილისყრით გამოვლენილ კომისიის 2 წევრს და გადაეცით მათ (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 66.3):
□ გადასატანი საარჩევნო ყუთის სია;
□ ამომრჩეველთა რეგისტრატორის მიერ ხელმოწერითა და რეგისტრატორის ბეჭდით დამოწმებული საჭირო რაოდენობის საარჩევნო ბიულეტენი;
□ სპეციალური კონვერტები (გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში არსებული ამომრჩევლების შესაბამისად);
□ დალუქული გადასატანი საარჩევნო ყუთი, რომელშიც მოთავსებული უნდა იყოს საკონტროლო ფურცელი;
□ გადასატანი საარჩევნო ყუთის ჭრილის დასალუქი ლუქი (გადასატანი საარჩევნო ყუთი ილუქება გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის დასრულების შემდგომ).
მიუთითეთ კომისიის მდივანს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში შეიტანოს გადასატანი საარჩევნო ყუთის თანმხლები კომისიის წევრებისთვის გადაცემული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა, ასევე გადასატანი საარჩევნო ყუთის საარჩევნო უბნიდან წაღების დრო.
გადასატანი საარჩევნო ყუთის საარჩევნო უბანში დაბრუნებისთანავე მიუთითეთ კომისიის მდივანს შეამოწმოს გადასატანი ყუთის სიაში არსებული ხელმოწერების, გამოუყენებელი ან/და გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენების და სპეციალური კონვერტების რაოდენობის სისწორე. უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში გადასატანი საარჩევნო ყუთის თანმხლებმა კომისიის წევრებმა უნდა დაწერონ ახსნა-განმარტება მიზეზის მითითებით. ახსნა-განმარტებაში ასახული მონაცემები გაითვალისწინება გათვალისწინებული უნდა იქნეს შესაბამისი კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის მონაცემებში და დაერთოს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს/ოქმებს.
გამოუყენებელ ბიულეტენებსა და სპეციალურ კონვერტებს ჩამოაჭერით კუთხე, დააწერეთ გაფუჭებულია და ხელი მოაწერეთ. მიუთითეთ კომისიის მდივანს ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში, გამოუყენებელი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა, ასევე საარჩევნო უბანში ყუთის დაბრუნების დრო შეიტანოს ჩანაწერთა წიგნში.
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
10:00, 12:00, 15:00 და 17:00 საათზე
სთხოვეთ ამომრჩეველთა რეგისტრატორებს, კენჭისყრის პროცესისთვის ხელის შეუშლელად, გადაითვალონ ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერებისა და მათ მიერ გაცემული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობები (კომისიის თავმჯდომარისთვის გადაცემული გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობის ჩათვლით). რეკომენდებულია რეგისტრატორებთან მონაცემების გადამოწმება მოახდინოთ პროპორციული საარჩევნო ბიულეტენების მიხედვით.
გადაამოწმეთ მონაცემთა სისწორე შემდეგი ფორმულით:
თუ მონაცემებს შორის სხვაობა გამოვლინდა, ამომრჩეველთა რეგისტრატორმა დაუყოვნებლივ უნდა დაწეროს ახსნა-განმარტება, რომელიც უნდა დაურთოთ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს/ოქმებს, ხოლო მასში ასახული მონაცემები გაითვალისწინოთ შემაჯამებელი ოქმის შევსებისას.
დააჯამეთ თითოეული რეგისტრატორისგან 10:00, 12:00, 15:00, 17:00 საათზე მიღებული ხელმოწერების რაოდენობა მათ მიერ დაწერილი ახსნა-განმარტებების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გათვალისწინებით და მონაცემი დაუყოვნებლივ გააგზავნეთ მოკლე ტექსტური შეტყობინებით (sms-ით) საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მოწოდებულ ნომერზე.
12:00 და 17:00 საათზე ამომრჩეველთა სიებში დათვლილი კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა კომისიის მდივანს მიათითებინეთ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში და კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმში/ოქმებში (საარჩევნო კოდექსი ‒ მუხლი 65.6).
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
20:00 საათამდე
გადასატანი საარჩევნო ყუთი საარჩევნო უბანზე უნდა დაბრუნდეს არაუგვიანეს 20 საათისა (საარჩევნო კოდექსი ‒ მუხლი 66.1). მიუთითეთ კომისიის მდივანს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში შეიტანოს გადასატანი საარჩევნო ყუთით კენჭისყრის დასრულების შემდეგ დარჩენილი გამოუყენებელი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა და გადასატანი საარჩევნო ყუთის საარჩევნო უბანში დაბრუნების დრო.
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
20:00 საათიდან საარჩევნო ყუთის გახსნამდე
□ 20:00 საათზე კენჭისყრა დასრულებულად გამოაცხადეთ. დაავალეთ კომისიის ერთ-ერთ წევრს, დაითვალოს რიგში მდგომი ამომრჩევლების რაოდენობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში). კენჭისყრის დასრულების შემდეგ დახურეთ საარჩევნო უბნის კარი და დალუქეთ საარჩევნო ყუთის ჭრილი (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 65.8).
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
□ დაავალეთ კომისიის მდივანს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში მიუთითოს ხმების დათვლის დროს კენჭისყრის შენობაში მყოფი პირების ვინაობა.
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
□ მნიშვნელოვანია, რომ კენჭისყრის დასრულების შემდეგ, წილისყრის ჩატარებამდე, დაავალოთ ამომრჩეველთა თითოეულ რეგისტრატორს, დაითვალონ გაცემული (გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის მიხედვით გაცემული ბიულეტენების გათვალისწინებით) და გაფუჭებული ბიულეტენების რაოდენობა და ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა მათ ხელთ არსებულ ერთიან და სპეციალურ სიებში (მათ მიერ დაწერილ ახსნა-განმარტებებში აღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით):
თუ მონაცემებს შორის სხვაობა გამოვლინდა, დაავალეთ ამომრჩეველთა რეგისტრატორს, ხელახლა გადაითვალოს და დააზუსტოს რაოდენობები. თუ მონაცემებს შორის სხვაობა კვლავ გამოვლინდა, სთხოვეთ ამომრჩეველთა რეგისტრატორს, დაწეროს ახსნა-განმარტება, რომელიც უნდა დაურთოთ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს/ ოქმებს, ხოლო მონაცემები შესაბამისად უნდა ასახოთ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში/ ოქმებში.
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
□ ზემოთ აღნიშნული მონაცემების დადგენის შემდეგ დაავალეთ რეგისტრატორებს დაითვალონ კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა გენდერული მონაცემები (ქალების რაოდენობა) ყველა სახის სიაში. მონაცემები მიაწოდეთ საოლქო საარჩევნო კომისიას.
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
□ კომისიის წევრებს შორის ჩაატარეთ წილისყრა ოთხი მთვლელის გამოსავლენად (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 67.1).
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
□ დამკვირვებელთა შორის ჩაატარეთ წილისყრა 2 მეთვალყურის გამოსავლენად, თუ დამკვირვებლები თავიანთი შემადგენლობიდან ურთიერთშეთანხმებით ვერ შეარჩევენ საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცესის მეთვალყურე პირებს (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 67.1).
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
□ ჩაატარეთ წილისყრა საარჩევნო უბანზე მყოფი საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებისაგან არაუმეტეს 2 წარმომადგენლის გამოსავლენად, რომლებიც კომისიის წევრთაგან წილისყრით გამოვლენილ მთვლელებთან ერთად მონაწილეობენ ნამდვილი ან/და ბათილი საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცესში. გახსოვდეთ, წილისყრაში არ მონაწილეობენ იმ საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები, რომელთა მიერ დანიშნული კომისიის წევრებიც არიან წილისყრით გამოვლენილი მთვლელები (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 67.2).
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
□ მიუთითეთ მთვლელებს, დაითვალონ ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა ამომრჩეველთა ერთიან სიაში, ამომრჩეველთა სპეციალურ და გადასატანი საარჩევნო ყუთის სიებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში)(საარჩევნო კოდექსი – მუხლი 67.3).
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
□ მიუთითეთ კომისიის მდივანს, ცალ-ცალკე პაკეტებში ჩაალაგოს ამომრჩეველთა ერთიანი, სპეციალური და გადასატანი საარჩევნო ყუთის სიების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სამაგიდო ვერსიები, გამოუყენებელი და გაფუჭებული ბიულეტენები. კომისიის მდივანმა პაკეტში მოთავსებამდე გამოუყენებელ საარჩევნო ბიულეტენებს უნდა ჩამოაჭრას კუთხე (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 67.3.4).
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
□ მიუთითეთ მთვლელებს ცალ-ცალკე დალუქონ ამომრჩეველთა ერთიანი, სპეციალური და გადასატანი საარჩევნო ყუთის სიების სამაგიდო ვერსიები, ასევე გამოუყენებელი და გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენების პაკეტები და ამომრჩეველთა რეგისტრატორების ბეჭდები (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 67.4.5).
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
□ დალუქვის ზოლზე ხელი მოაწერეთ მთვლელებთან ერთად. პაკეტზე მიუთითეთ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების დასახელება და ნომერი, საარჩევნო დოკუმენტაციის სახე (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 67.5).
საარჩევნო ყუთის გახსნა, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების შევსება
□ შეამოწმეთ ძირითადი და გადასატანი საარჩევნო ყუთის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ლუქების მთლიანობა (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 68.1).
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
□ პირველ რიგში, გახსენით გადასატანი საარჩევნო ყუთი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მთვლელები ამოწმებენ საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცლის არსებობას და ადგენენ მის და კომისიაში შედარების მიზნით შენახული საკონტროლო ფურცლის იდენტურობას (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 68.4).
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
□ გახსენით ძირითადი საარჩევნო ყუთი. მთვლელები ამოწმებენ საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცლის არსებობას და მისი ნამდვილობის დასადასტურებლად მას უდარებენ კომისიაში შედარების მიზნით შენახულ საკონტროლო ფურცელს (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 68.5).
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
□ გახსენით გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბნის საარჩევნო ყუთი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მთვლელები ამოწმებენ საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცლის არსებობას და მისი ნამდვილობის დასადასტურებლად მას უდარებენ კომისიაში შედარების მიზნით შენახულ საკონტროლო ფურცელს.(საარჩევნო კოდექსი – მუხლი 67.8).
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
□ თუ ყველაფერი წესრიგში აღმოჩნდა, მთვლელებმა ერთმანეთში უნდა შეურიონ გადასატანი, ძირითადი და გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბნის საარჩევნო ყუთებიდან გადმოყრილი სპეციალური კონვერტები (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 68.5 67.7).
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
□ მიუთითეთ მთვლელებს, დაახარისხონ საარჩევნო ბიულეტენები. კომისიასთან ერთად სათითაოდ უყარეთ კენჭი საეჭვოდ მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 69.5).
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
□ მიუთითეთ მთვლელებს, დაითვალონ ბათილი საარჩევნო ბიულეტენები და თითოეული საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმები/საარჩევნო ბიულეტენები (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 69.6−9).
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
□ გამოაცხადეთ თითოეული საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმებისა და ბათილი ბიულეტენების რაოდენობა და კომისიის მდივანთან ერთად შეამოწმეთ მონაცემების სისწორე. კომისიის მდივანმა მიღებული შედეგები უნდა შეიტანოს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში და კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმებში. (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 69.8).
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
□ მიუთითეთ მთვლელებს, შეკრან და დალუქონ: ბათილი საარჩევნო ბიულეტენები (ცალკე ილუქება სხვა საარჩევნო უბნისთვის განკუთვნილი ბათილი საარჩევნო ბიულეტენები), თითოეული საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო ბიულეტენები (პაკეტებს ხელს აწერენ მთვლელები და კომისიის თავმჯდომარე) (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 69.6−9).
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
□ კომისიის მდივანი თქვენთან შეთანხმებით ავსებს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების შედგენისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ამომრჩეველთა რეგისტრატორების ახსნა-განმარტებებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მითითებული მონაცემები. კომისიის მდივანი კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს რეგისტრაციაში ატარებს სარეგისტრაციო ჟურნალში გასული დოკუმენტაციის ნაწილში. კომისიის ყველა წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს, რითაც დასტურდება მათი ყოფნა საარჩევნო უბანზე. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი შევსებული ოქმები დაამოწმეთ კომისიის სპეციალური ბეჭდით. (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 71.)
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
□ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების ფოტოასლების გაცემისას (მოთხოვნის შემთხვევაში) კომისიის მდივანთან ერთად ხელი მოაწერეთ და დაამოწმეთ ისინი კომისიის სპეციალური ბეჭდით. ასლის მიმღები პირი ჩანაწერთა წიგნში ხელმოწერით ადასტურებს მის მიღებას (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 71.8).
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
□ ცალ-ცალკე პაკეტებად დალუქეთ კომისიის სპეციალური ბეჭედი (კომისიის სპეციალური ბეჭდის დალუქულ პაკეტს კომისიის ყველა წევრი აწერს ხელს) (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 71.13); კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნი განცხადებებთან/საჩივრებთან ერთად.
გახსოვდეთ სარეგისტრაციო ჟურნალი და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმები არ ილუქება.
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
□ დალუქული საარჩევნო დოკუმენტაცია დიდ ყუთში ან ტომარაში მოათავსეთ და მიიტანეთ საოლქო საარჩევნო კომისიაში. ყუთისგან/ტომრისგან განცალკევებით წაიღეთ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმები და სარეგისტრაციო ჟურნალი, ასევე კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნისა და განცხადება-საჩივრების დალუქული პაკეტები (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 71.11).
დანართი №4
საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის უფლებამოსილებანი კენჭისყრის დღეს
(21 ოქტომბერი)
07:00-08:00 საათი
□ საარჩევნო უბნის გახსნისას კომისიის თავმჯდომარისგან მიიღეთ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნი, სარეგისტრაციო ჟურნალი, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმები და სადემონსტრაციო ოქმები.
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
□ კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმები საარჩევნო უბანში თვალსაჩინო ადგილას გამოაკარით.
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
□ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის პირველ და მეორე გვერდებზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში − მე-10 და მომდევნო გვერდებზეც შეიტანეთ საარჩევნო უბნის გახსნისას კენჭისყრის შენობაში მყოფი უფლებამოსილი პირების (კომისიის წევრების, დამკვირვებლების, წარმომადგენლების) სახელები და გვარები და სთხოვეთ მათ, კენჭისყრის შენობაში ყოფნა კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში ხელმოწერით დაადასტურონ (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 61.2.ა).
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
□ კომისიის თავმჯდომარის მიერ კომისიის სპეციალური ბეჭდის დალუქული პაკეტის გახსნის შემდეგ, აღნიშნული ბეჭდის ნომერი მიუთითეთ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-9 გვერდზე.
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
□ კომისიის წევრთა შორის ფუნქციების გასანაწილებლად ჩატარებული წილისყრის შედეგები შეიტანეთ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-3 გვერდზე (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 61.2.ვ).
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
□ საჩივრების რეგისტრაციის პროცესზე დაკვირვების მიზნით, წილისყრით გამოვლენილი საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების მონაცემები შეიტანეთ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-3 გვერდზე (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 61.5).
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
□ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-6, მე-7 და მე-8 გვერდზე და კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმებში შეიტანეთ ამომრჩეველთა ერთიან სიაში, ამომრჩეველთა სპეციალურ და გადასატანი საარჩევნო ყუთის სიებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) არსებული ამომრჩეველთა რაოდენობა (სადემონსტრაციო ოქმებში და კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა რაოდენობა შეიტანება კენჭისყრის დასრულების შემდგომ) (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 61.9).
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
□ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-6, მე-7 და მე-8 გვერდზე და კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმებში შეიტანეთ მიღებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 61.9).
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
□ საარჩევნო ყუთების დალუქვის დრო და საარჩევნო ყუთების ლუქების ინდივიდუალური ნომრები მიუთითეთ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-4 გვერდზე.
□ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-3 და მე-9 გვერდზე მიუთითეთ თითოეული ამომრჩეველთა რეგისტრატორებისთვის გადაცემული ბეჭდების ნომრები.
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
□ კენჭისყრის დაწყებამდე კომისიის თავმჯდომარესთან ერთად შეავსეთ საკონტროლო ფურცლის თვითკოპირებადი ფორმა (გარდა პირველი ამომრჩევლის შესახებ მონაცემებისა). ყურადღება მიაქციეთ, რომ საკონტროლო ფურცელს კომისიის ყველა დამსწრე წევრმა მოაწეროს ხელი (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 61.10).
08:00 საათიდან
□ საარჩევნო უბანზე მოსვლისას პირველი ამომრჩეველი გადის რეგისტრაციას და იღებს საარჩევნო ბიულეტენს ამის შემდეგ პირველი ამომრჩევლის შესახებ მონაცემები შეიტანეთ საკონტროლო ფურცლებში (მონაცემები უნდა გადმოიტანოთ ამომრჩეველთა შესაბამისი სიიდან), ხელი მოაწერინეთ მას და მიუთითეთ საარჩევნო ყუთებში საკონტროლო ფურცლების ჩაგდების ზუსტი დრო (საკონტროლო ფურცლის მონაცემები შეიტანეთ ჩანაწერთა წიგნის მე-4 გვერდზე).
09:00 საათიდან
□ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-4 გვერდზე აღნიშნეთ, რამდენი საარჩევნო ბიულეტენი გადაეცა გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიის წევრებს და მიუთითეთ გადასატანი საარჩევნო ყუთის საარჩევნო უბნიდან წაღების დრო (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 62.6).
12:00 საათი
□ თითოეულ ამომრჩეველთა რეგისტრატორთან ერთად გადაითვალეთ ამომრჩეველთა სიებში კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობები და მათი ჯამი მიუთითეთ ჩანაწერთა წიგნის მე-6, მე-7 და მე-8 გვერდზე და კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმებში.
17:00 საათი
□ თითოეულ ამომრჩეველთა რეგისტრატორთან ერთად გადაითვალეთ ამომრჩეველთა სიებში კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობები და მათი ჯამი მიუთითეთ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-6, მე-7 და მე-8 გვერდზე და კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმებში.
20:00 საათამდე
□ გადასატანი საარჩევნო ყუთის საარჩევნო უბანში დაბრუნებისთანავე შეამოწმეთ გადასატანი ყუთის სიაში არსებული ხელმოწერების, გამოუყენებელი ან/და გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენების და სპეციალური კონვერტების რაოდენობის სისწორე. უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში გადასატანი საარჩევნო ყუთის თანმხლებმა კომისიის წევრებმა უნდა დაწერონ ახსნა-განმარტება მიზეზის მითითებით. ახსნა-განმარტებაში ასახული მონაცემები გაითვალისწინეთ შესაბამისი კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის მონაცემებში და დაურთეთ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს/ოქმებს.
კომისიის თავმჯდომარე გამოუყენებელ ბიულეტენებსა და სპეციალურ კონვერტებს ჩამოაჭრის კუთხეს, აწერს გაფუჭებულია და ადასტურებს ხელმოწერით. ჩანაწერთა წიგნის მე-4 გვერდზე შეიტანეთ ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში, გამოუყენებელი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა, ასევე საარჩევნო უბანში ყუთის დაბრუნების დრო.
20:00 საათიდან ყუთის გახსნამდე
□ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-4 გვერდზე მიუთითეთ 20:00 საათისთვის რიგში მდგომ ამომრჩეველთა რაოდენობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
□ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში მიუთითეთ ხმების დათვლის დროს კენჭისყრის შენობაში მყოფი პირების ვინაობა.
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-3 გვერდზე აღნიშნეთ კომისიის წევრებს შორის მთვლელების ფუნქციების წილისყრით გადანაწილების შედეგები.
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
□ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-3 გვერდზე შეიტანეთ საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცესის მეთვალყურეობისათვის დამკვირვებელთაგან გამოვლენილი მეთვალყურეების მონაცემები.
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
□ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-3 გვერდზე შეიტანეთ წილისყრით გამოვლენილი საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების მონაცემები, რომლებიც მთვლელებთან ერთად მონაწილეობენ ნამდვილი ან/და ბათილი საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცესში.
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
□ ამომრჩეველთა ერთიანი სიის, ამომრჩეველთა სპეციალური სიის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიხედვით მთვლელების მიერ გამოვლენილი კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა მიუთითეთ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში და კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმებში (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 67.3).
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
□ ცალ-ცალკე პაკეტებად შეკარით ამომრჩეველთა ერთიანი სიის, ამომრჩეველთა სპეციალური სიის, აგრეთვე გადასატანი საარჩევნო ყუთის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სიების სამაგიდო ვერსიები. გამოუყენებელ და გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენებს პაკეტში ჩადებამდე ჩამოაჭერით კუთხე. პაკეტებს დალუქვის ზოლზე ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და მთვლელები (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 67.3; მუხლი 67.4 67.5) .
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
□ არსებობის შემთხვევაში აღრიცხეთ იმ შემთხვევების რაოდენობა, რომლებიც ეხება ამომრჩევლის სახისა და წარდგენილ დოკუმენტში/დოკუმენტებში/ამომრჩეველთა სიაში არსებული ფოტოსურათების ერთმანეთთან შეუსაბამობას და კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნისთვის დართული დოკუმენტების რაოდენობა. მონაცემები შეიტანეთ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის 29-ე და მომდევნო გვერდებზე, რის შემდეგაც დალუქეთ აღნიშნული დოკუმენტები. დალუქულ პაკეტზე მიუთითეთ საარჩევნო უბნის დასახელება და ნომერი, დოკუმენტების სახე. დალუქვის ზოლზე ხელი მოაწერეთ (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 67.51).
საარჩევნო ყუთის გახსნა, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების შედგენა
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
□ საარჩევნო ყუთის გახსნის შემდეგ მთვლელების მიერ დათვლილი ბათილი საარჩევნო ბიულეტენებისა და საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების რაოდენობები მიუთითეთ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში და კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმებში (სხვა საარჩევნო უბნისათვის განკუთვნილი ბათილი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა აღინიშნება მხოლოდ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში) (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 69.6,8).
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
□ კომისიის თავმჯდომარესთან შეამოწმეთ მონაცემების სისწორე. მიღებული შედეგები შეიტანეთ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში და კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმებში. (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 69.8).
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
□ მთვლელების მიერ ხმების დათვლის პროცედურის დამთავრების შემდეგ კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით შეავსეთ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმები (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 71.1). კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების შედგენისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ამომრჩეველთა რეგისტრატორების ახსნა-განმარტებებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მითითებული მონაცემები. გახსოვდეთ: კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში შეტანილი მონაცემების გადასწორება აკრძალულია! (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 70.3).
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
□ ხელი მოაწერეთ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს და თვალყური ადევნეთ, რომ მათ კომისიის ყველა წევრმა მოაწეროს ხელი. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმები დაამოწმეთ კომისიის სპეციალური ბეჭდით და რეგისტრაციაში გაატარეთ სარეგისტრაციო ჟურნალის გასული დოკუმენტაციის ნაწილში (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 71.4).
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
□ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების ფოტოასლების გაცემისას (მოთხოვნის შემთხვევაში) აღნიშნული ფოტოასლი დაამოწმეთ კომისიის სპეციალური ბეჭდით და კომისიის თავმჯდომარესთან ერთად მოაწერეთ მას ხელი. გაცემული ასლები გაატარეთ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში. მიმღებ პირს ხელმოწერით დაადასტურებინეთ შემაჯამებელი ოქმების ასლების მიღება (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 71.8).
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
□ კენჭისყრის შედეგების შეჯამების შემდეგ დახურეთ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნი და სარეგისტრაციო ჟურნალი შესაბამისი ჩანაწერით „ჟურნალი დახურულია“ დაადასტურეთ თქვენი და კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერებით, რის შემდეგაც ისინი კომისიის სპეციალური ბეჭდით დაამოწმეთ (საარჩევნო კოდექსი -– მუხლი 62.11, 71.12).
გაითვალისწინეთ!
□ სარეგისტრაციო ჟურნალში და კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-10 და მომდევნო გვერდებზე და სარეგისტრაციო ჟურნალში რეგისტრაციაში გაატარეთ კენჭისყრის დღეს შემოსული ყველა განცხადება/საჩივარი (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 62.9);
□ კომისიის წევრთა წილისყრით დადგენილი ფუნქციების სხვა წევრისთვის დროებით გადაცემის შემთხვევაში ინფორმაცია შეიტანეთ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-5 გვერდზე (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 61.2.ზ);
□ თუ მარკირების შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ამომრჩეველს უკვე აქვს მარკირება, მისი ვინაობა მიუთითეთ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-4 გვერდზე.
დანართი №5
ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრის ფუნქციები
(საარჩევნო კოდექსი – მუხლი 64, 65)
▪ არეგულირეთ საარჩევნო უბანში შემოსულ ამომრჩეველთა ნაკადი.
▪ სთხოვეთ ამომრჩეველს, წარმოადგინოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.
▪ ულტრაიისფერი ფარნით შეამოწმეთ, აქვს თუ არა ამომრჩეველს მარკირება, და მას შემდეგ, რაც დარწმუნდებით, რომ ამომრჩეველს მარკირება არ აქვს, მიეცით მას კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება.
▪ თვალყური ადევნეთ, რამდენი ამომრჩეველი დგას ამომრჩევლისთვის განკუთვნილ სარეგისტრაციო მაგიდასთან. თუ სარეგისტრაციო მაგიდასთან ორზე მეტი ამომრჩეველი დგას, დროებით შეაყოვნეთ კენჭისყრის შენობაში მორიგი ამომრჩევლის შესვლა.
▪ მიუთითეთ ამომრჩეველს, მივიდეს იმ სარეგისტრაციო მაგიდასთან, რომელსაც მიეკუთვნება ამომრჩეველთა სიაში შეტანილი მისი გვარის პირველი ასო.
ყურადღება!
▪ თუ ამომრჩეველს არ აღმოაჩნდება საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი, აუხსენით მას, რომ იგი ვერ მიიღებს კენჭისყრაში მონაწილეობას, და სთხოვეთ, დატოვოს საარჩევნო უბანი.
▪ თუ ულტრაიისფერი ფარნით მარკირების შემოწმებისას გამოვლინდება, რომ ამომრჩეველს უკვე აქვს მარკირება, მას ეკრძალება კენჭისყრაში მონაწილეობა. ამომრჩევლის ვინაობა აცნობეთ კომისიის თავმჯდომარეს. სთხოვეთ ამომრჩეველს, დატოვოს საარჩევნო უბანი.
▪ ამომრჩეველი, რომელიც „ფიზიკური მდგომარეობის“, კერძოდ, ზედა კიდურების არქონის, გამო ვერ ახერხებს ხმის მიცემის პროცედურების დამოუკიდებლად შესრულებას არ გადის მარკირების შემოწმებისა და მარკირების პროცედურებს.
დანართი №6
ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის ფუნქციები
(საარჩევნო კოდექსი – მუხლი 65)
▪ სთხოვეთ ამომრჩეველს, წარმოადგინოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.
▪ შეამოწმეთ, არის თუ არა ამომრჩეველი შეყვანილი ამომრჩეველთა ერთიან ან სპეციალურ სიაში და შეადარეთ ამომრჩევლის პირადი ნომერი ამომრჩეველთა სიაში არსებულ ნომერს.
▪ შეამოწმეთ წარდგენილ დოკუმენტში აღნიშნული ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემებისა და ამომრჩეველთა სიაში არსებული მონაცემების შესაბამისობა.
▪ შეამოწმეთ წარდგენილ დოკუმენტში და ამომრჩეველთა შესაბამის სიაში არსებული ფოტოსურათების და ამომრჩევლის სახის ერთმანეთთან შესაბამისობა. თუ ამომრჩევლის სახე და წარდგენილ დოკუმენტში ან ამომრჩეველთა სიაში არსებული ფოტოსურათი ერთმანეთთან შეუსაბამოდ მიიჩნიეთ, აღნიშნული შეუსაბამობის დადასტურების თაობაზე მიმართეთ კომისიის თავმჯდომარეს და დაელოდეთ მის მითითებებს. თუ კომისიის თავმჯდომარე შეუსაბამობას არ დაადასტურებს, უფლება გაქვთ, ჩანაწერთა წიგნში მიუთითოთ თქვენი განსაკუთრებული აზრი, რასაც კომისიის მდივანთან ერთად ამოწმებთ ხელმოწერით.
▪ შესაბამისობის დადასტურების შემთხვევაში (ამომრჩეველთა შესაბამის სიაში საქართველოს მოქალაქის პირად ნომერთან, სქესთან და ფოტოსურათთან ერთად, სრულად ემთხვევა სიაში არსებულ მონაცემთაგან (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი) სამი მაინც) (ცესკოს 2012 წლის 21 სექტემბრის დადგენილება №41/2012) ამომრჩეველს გაუკეთეთ მარკირება მარჯვენა ხელის ცერა ან საჩვენებელი თითის ფრჩხილზე, თუ აღნიშნული მოქმედების შესრულება შეუძლებელია – მარჯვენა ხელის სხვა თითებზე, ხოლო თუ ესეც შეუძლებელია, იმავე წესით მარცხენა ხელზე.) (ცესკოს 2012 წლის 21ივნისი დადგენილება №20/2012).
▪ თუ ამომრჩეველი უარს აცხადებს მარკირებაზე, მას არ აქვს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება და არ უნდა გადასცეთ საარჩევნო ბიულეტენი/ბიულეტენები.
▪ ხელი მოაწერეთ ამომრჩეველთა სიის სათანადო გრაფაში ამომრჩევლის გვარის გასწვრივ.
▪ სთხოვეთ ამომრჩეველს, ამომრჩეველთა სიაში თავისი გვარის გასწვრივ ხელმოწერით დაადასტუროს საარჩევნო ბიულეტენის/ბიულეტენების მიღება. თუ კენჭისყრის პროცესში გამოვლინდა, რომ ამომრჩეველმა საარჩევნო სიაში ხელი მოაწერა სხვა ამომრჩევლის გვარის გასწვრივ არსებულ გრაფაში, ასეთ შემთხვევაში ამომრჩეველს, რომლის გვარის გასწვრივ ფიქსირდება ხელმოწერა, უნდა მიუთითოთ ხელი მოაწეროს იმავე გრაფაში. ამასთან, აღნიშნულის თაობაზე უნდა დაწეროთ ახსნა-განმარტება (ამომრჩევლის სახელისა და გვარის აღნიშვნით).
▪ საარჩევნო ბიულეტენის/ბიულეტენების გაცემისას ხელი მოაწერეთ მის/მათ უკანა გვერდზე სათანადო გრაფაში და დაამოწმეთ რეგისტრატორის ბეჭდით (ასევე უკანა გვერდზე).
▪ გადაეცით ამომრჩეველს თქვენ მიერ ხელმოწერილი და რეგისტრატორის ბეჭდით დამოწმებული საარჩევნო ბიულეტენი/ბიულეტენები.
▪ თუ თქვენ ან ამომრჩეველს გაგიფუჭდებათ საარჩევნო ბიულეტენი/ბიულეტენები, ეს დაუყოვნებლივ აცნობეთ კომისიის თავმჯდომარეს და ამომრჩეველს გადაეცით ახალი (თქვენ მიერ ხელმოწერილი და რეგისტრატორის ბეჭდით დამოწმებული) საარჩევნო ბიულეტენი/ბიულეტენები.
▪ მიუთითეთ ამომრჩეველს, შევიდეს კენჭისყრის კაბინაში.
გაითვალისწინეთ!
✓ ამომრჩეველი, რომელიც ფიზიკური მდგომარეობის, კერძოდ, ზედა კიდურების არქონის გამო ვერ ახერხებს ხმის მიცემის პროცედურების დამოუკიდებლად შესრულებას, არ გადის მარკირების პროცედურას. ამომრჩევლისათვის საარჩევნო ბიულეტენის/ბიულეტენების გაცემისას ამომრჩეველთა ერთიანი სიის გრაფაში „ამომრჩევლის ხელმოწერა“ უნდა გააკეთოთ ჩანაწერი „ფიზიკური მდგომარეობა“ და დაადასტუროთ ხელმოწერით (ცესკოს 2012 წლის 21ივნისი დადგენილება №20/2012).
✓ რეკომენდებულია 10:00, 12:00, 15:00 და 17:00 საათებზე, კენჭისყრის პროცესისთვის ხელის შეუშლელად კომისიის თავმჯდომარის დავალებით გადაითვალოთ ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერების, თქვენ მიერ გაცემული საარჩევნო ბიულეტენებისა და კომისიის თავმჯდომარისთვის გადაცემული გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობები და მონაცემები აცნობოთ კომისიის თავმჯდომარეს. თუ მონაცემებს შორის სხვაობა გამოვლინდა, დაუყოვნებლივ უნდა დაწეროთ ახსნა-განმარტება მიზეზის მითითებით, რომელიც დაერთვება კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს/ოქმებს. კენჭისყრის დასრულების შემდეგ, კომისიის თავმჯდომარის დავალებით კვლავ უნდა განახორციელოთ მონაცემთა სისწორის გადამოწმება.
✓ ამომრჩეველთა რეგისტრატორის ფუნქციის დროებით გადაცემის შემთხვევაში ვალდებული ხართ გადაითვალოთ ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერების და თქვენს მიერ გაცემული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობები (კომისიის თავმჯდომარისთვის გადაცემული გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობის ჩათვლით) და შედეგები აცნობოთ კომისიის თავმჯდომარეს. თუ მონაცემებს შორის სხვაობა გამოვლინდა, ამომრჩეველთა დაუყოვნებლივ უნდა დაწეროთ ახსნა-განმარტება მიზეზის მითითებით, რომელიც დაერთვება კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს/ოქმებს.
დანართი №7
გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრის ფუნქციები
(საარჩევნო კოდექსი – მუხლი 66)
ყურადღება!
გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის პროცედურა იწყება კენჭისყრის დღის 9 საათიდან და სრულდება 19 საათზე.
▪ კენჭისყრის დღის 9 საათიდან კომისიის თავმჯდომარემ უნდა გადმოგცეთ:
✓ გადასატანი საარჩევნო ყუთის სია;
✓ ამომრჩეველთა რეგისტრატორის მიერ ხელმოწერითა და რეგისტრატორის ბეჭდით დამოწმებული საჭირო რაოდენობის საარჩევნო ბიულეტენები;
✓ სპეციალური კონვერტები;
✓ დალუქული გადასატანი საარჩევნო ყუთი, რომელშიც მოთავსებული უნდა იყოს საკონტროლო ფურცელი;
✓ გადასატანი საარჩევნო ყუთის ჭრილის დასალუქი ლუქი (გადასატანი საარჩევნო ყუთი ილუქება გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის დასრულების შემდგომ).
▪ ამომრჩეველთან მისვლისას სთხოვეთ მას, წარმოადგინოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.
▪ შეადარეთ ამომრჩევლის პირადი ნომერი გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში არსებულ პირად ნომერს.
▪ შეამოწმეთ წარდგენილ დოკუმენტში აღნიშნული ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემებისა და გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში არსებული მონაცემების შესაბამისობა.
▪ გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში ხელმოწერით დაადასტურეთ საარჩევნო ბიულეტენის გაცემა.
▪ სთხოვეთ ამომრჩეველს, გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში თავისი გვარის გასწვრივ ხელმოწერით დაადასტუროს საარჩევნო ბიულეტენის/ბიულეტენების მიღება.
▪ ამომრჩეველს გადაეცით ამომრჩეველთა რეგისტრატორის ხელმოწერითა და რეგისტრატორის ბეჭდით დამოწმებული საარჩევნო ბიულეტენი/ბიულეტენები.
▪ ამომრჩევლის მიერ ბიულეტენის/ბიულეტენების შევსების შემდეგ გადაეცით მას სპეციალური კონვერტი და მიუთითეთ, მოათავსოს მასში გადაკეცილი საარჩევნო ბიულეტენი/ბიულეტენები.
▪ სთხოვეთ ამომრჩეველს, მოათავსოს სპეციალური კონვერტი გადასატან საარჩევნო ყუთში.
▪ კენჭისყრის დასრულების შემდეგ გადასატანი საარჩევნო ყუთის ჭრილი იმგვარად დალუქეთ, რომ შეუძლებელი იყოს ლუქის დაზიანების გარეშე მისი გახსნა.
▪ კენჭისყრის დღის არაუგვიანეს 20 საათისა გადასატანი საარჩევნო ყუთი დააბრუნეთ საარჩევნო უბანზე.
▪ კენჭისყრის შენობაში დაბრუნების შემდეგ კომისიის მდივანს გადაეცით გამოუყენებელი საარჩევნო ბიულეტენები და სპეციალური კონვერტები. დაელოდეთ კომისიის თავმჯდომარის შემდგომ მითითებებს.
ყურადღება!
▪ თუ დაირღვა გადასატანი საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობა, ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობეთ კომისიის თავმჯდომარეს, შეადგინეთ ახსნა-განმარტება მიზეზის მითითებით და ხელი მოაწერინეთ თანმხლებ პირებს.
▪ გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა მიმართ მარკირება არ გამოიყენება (საარჩევნო კოდექსი – 64.5).
▪ „ფიზიკური მდგომარეობის“ გამო ამომრჩევლის მიერ გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის შემთხვევაში გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის გრაფაში „ამომრჩევლის ხელმოწერა“ გააკეთეთ ჩანაწერი „ფიზიკური მდგომარეობა“ და ხელმოწერით დაადასტურეთ (ცესკოს 2012 წლის 21 ივნისი დადგენილება №20/2012).
▪ „ფიზიკური მდგომარეობის“ მქონე ამომრჩევლის (აგრეთვე იმ ამომრჩევლის, რომელსაც დამოუკიდებლად არ შეუძლია საარჩევნო ბიულეტენის შევსება) ნაცვლად მისი თანდასწრებით საარჩევნო ბიულეტენს ავსებს, სპეციალურ კონვერტში ათავსებს და კონვერტს გადასატან საარჩევნო ყუთში აგდებს მის მიერ არჩეული პირი (გარდა საარჩევნო კომისიის წევრისა, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლისა, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლისა და დამკვირვებლისა) (ცესკოს 2012 წლის 21ივნისი დადგენილება №20/2012).
დანართი №8
საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრის ფუნქციები (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 65)
▪ მუდმივად უნდა იმყოფებოდეთ საარჩევნო ყუთთან.
▪ უნდა აკონტროლოთ საარჩევნო ყუთი და სპეციალური კონვერტები.
▪ დახურული უნდა გქონდეთ საარჩევნო ყუთში სპეციალური კონვერტის ჩასაგდები ჭრილი.
▪ კენჭისყრის კაბინიდან ამომრჩევლის გამოსვლის შემდეგ უნდა მიუთითოთ მას, განცალკევებით მდგარი მაგიდიდან დამოუკიდებლად აიღოს ერთი სპეციალური კონვერტი და მოათავსოს მასში გადაკეცილი საარჩევნო ბიულეტენი/ბიულეტენები.
▪ მას შემდეგ, რაც დარწმუნდებით, რომ ამომრჩეველს ხელში მხოლოდ ერთი სპეციალური კონვერტი აქვს, უნდა გახსნათ საარჩევნო ყუთის ჭრილი და მიუთითოთ ამომრჩეველს, სპეციალური კონვერტი მოათავსოს საარჩევნო ყუთში.
▪ სპეციალური კონვერტის საარჩევნო ყუთში მოთავსების შემდეგ სთხოვეთ ამომრჩეველს, დატოვოს საარჩევნო უბანი.
ყურადღება!
▪ მხოლოდ ამომრჩეველს აქვს უფლება, საარჩევნო ბიულეტენი/ბიულეტენები მოათავსოს სპეციალურ კონვერტში. გამონაკლისია „ფიზიკური მდგომარეობის“ მქონე ამომრჩეველი, რომლის ნაცვლად მისი თანდასწრებით საარჩევნო ბიულეტენს სპეციალურ კონვერტში ათავსებს და კონვერტს საარჩევნო ყუთში აგდებს მის მიერ არჩეული პირი, რომელიც დაეხმარება მას კენჭისყრის კაბინაში საარჩევნო ბიულეტენის შევსებაში.
▪ საარჩევნო ყუთთან ერთდროულად ერთზე მეტი ამომრჩევლის მისვლა არ შეიძლება.
▪ საარჩევნო კომისიის წევრს არ აქვს უფლება, გახსნას შევსებული საარჩევნო ბიულეტენი/ბიულეტენები.
▪ უფლება გაქვთ, სპეციალურ კონვერტში ბიულეტენის/ბიულეტენების მოთავსებამდე ამომრჩეველს მოსთხოვოთ გიჩვენოთ, რომ მას ხელში დადგენილი რაოდენობის საარჩევნო ბიულეტენი/ბიულეტენები (ისე რომ არ დაირღვეს კენჭისყრის ფარულობა) და ერთი სპეციალური კონვერტი აქვს. ამომრჩეველი ვალდებულია შეასრულოს ეს მოთხოვნა.
დანართი №9
ფოტოვიდეოგადაღება საარჩევნო უბანზე
(მომზადებულია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 24 სექტემბრის №42/2012 დადგენილების მიხედვით)
კენჭისყრის ფარულობის უზრუნველყოფის მიზნით დაუშვებელია:
← კენჭისყრის კაბინის ფოტოვიდეოგადაღება, რათა არ გამჟღავნდეს ამომრჩევლის არჩევანი;
← ამომრჩეველთა სიების საარჩევნო კომისიისათვის განკუთვნილი (სამაგიდო) ვერსიის და სხვა ისეთი ინფორმაციისა თუ მასალის გადაღება, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით არ განეკუთვნება საჯარო ინფორმაციას.
კენჭისყრის პროცესის ხელშეუშლელად მიმდინარეობის უზრუნველყოფის მიზნით:
← კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებთან ინტერვიუს ჩაწერა დასაშვებია მხოლოდ კენჭისყრის შენობის გარეთ;
← საარჩევნო კომისიის წევრებმა ინტერვიუ უნდა მისცენ კენჭისყრის პროცესში მათ მიერ საკუთარი მოვალეობების შესრულების შეფერხების გარეშე.
კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლება აქვთ:
← ამომრჩეველს − ხმის მიცემისათვის საჭირო დროის განმავლობაში;
← საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს და ზემდგომი საარჩევნო კომისიის წევრებს/წარმომადგენლებს;
← საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს (ერთი და იმავე საარჩევნო სუბიექტის არაუმეტეს 1 წარმომადგენელს);
← მედიის აკრედიტებულ წარმომადგენლებს (ერთი და იმავე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების არაუმეტეს 3 წარმომადგენელს);
← რეგისტრირებული ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებლებს (ერთი და იმავე ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის არაუმეტეს 1 დამკვირვებელს);
← რეგისტრირებული საერთაშორისო ორგანიზაციის დამკვირვებლებს (ერთი და იმავე საერთაშორისო ორგანიზაციის არაუმეტეს 2 დამკვირვებელს) (მათ შესაძლოა ახლდეთ თარჯიმანი)).
საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით:
კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს შეუძლიათ აწარმოონ ფოტოვიდეოგადაღება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ სპეციალურად გამოყოფილი ადგილიდან, გადაღების სუბიექტიდან/ობიექტიდან არანაკლებ 3 მეტრის დაშორებით, საიდანაც ჩანს საარჩევნო პროცესი.
იმ შემთხვევაში, თუ კენჭისყრის შენობა არ იძლევა 3-მეტრიანი დისტანციის დაცვის საშუალებას, გადასაღებ ადგილს განსაზღვრავს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.
საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით:
← კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს შეუძლიათ დაუბრკოლებლად გადაიღონ საარჩევნო უბნებში კენჭისყრის პროცესი იმ პერიოდში, როდესაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ამომრჩევლები (პოლიტიკური თანამდებობის პირები, საარჩევნო სუბიექტებისა და პოლიტიკური გაერთიანებების ხელმძღვანელები, რელიგიური ლიდერები) აძლევენ ხმას, რის შემდეგაც ფოტოვიდეოგადამღები აპარატები გატანილი უნდა იქნეს კენჭისყრის შენობიდან.
← ერთსა და იმავე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებას უფლება აქვს, საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესის განმავლობაში ერთხელ, არაუმეტეს 10 წუთისა ფოტოვიდეოგადაღება აწარმოოს ნებისმიერი ადგილიდან, კენჭისყრის ფარულობის უზრუნველყოფით.
← კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს (მათ შორის, მედიის წარმომადგენლებს, რომლებსაც სურთ ფოტოვიდეოგადაღება აწარმოონ 10 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში) შეუძლიათ კენჭისყრის დღეს მთელი დღის განმავლობაში აწარმოონ ფოტოვიდეოგადაღება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე განთავსებული სტაციონარული ფოტოვიდეოგადამღები აპარატის მეშვეობით. ამ ადგილიდან უნდა ჩანდეს საარჩევნო ყუთი.
-----------------------
* აღნიშნული რეკვიზიტების არაზუსტად ან არასრულყოფილად მითითება არის განცხადებაზე/საჩივარზე ხარვეზის დადგენის საფუძველი, ხოლო ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში − მისი განუხილველად დატოვების საფუძველი.
** აღნიშნული რეკვიზიტების მიუთითებლობა არის ხარვეზის დადგენის გარეშე განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
*** აღნიშნული რეკვიზიტების არაზუსტად ან არასრულყოფილად მითითება არ შეიძლება გახდეს განცხადებაზე/საჩივარზე ხარვეზის დადგენის და მისი განუხილველად დატოვების საფუძველი, მაგრამ შეიძლება გახდეს მხარის საჩივრის განხილვაზე დაბარების შეუძლებლობის საფუძველი.
-----------------------
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნები
samuSao versia
ნაწილი I
საუბნო საარჩევნო კომისიის შემადგენლობა და მუშაობის წესი
თავი I. საუბნო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი
საუბნო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლება-მოვალეობანი
თავი II. საუბნო საარჩევნო კომისიის მუშაობის წესი
საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა უფლებამოსილებები
საუბნო საარჩევნო კომისიის საქმისწარმოების წესი
საუბნო საარჩევნო კომისიის სამართლებრივი აქტები
საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომაზე განკარგულების მიღების წესი
საუბნო საარჩევნო კომისიის ჩართულობა და შეზღუდვები წინასაარჩევნო აგიტაციაში/კამპანიაში
ნაწილი II
საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა წინასაარჩევნო პერიოდში
თავი I. ამომრჩეველთა სიები
ამომრჩეველთა ერთიანი სია და მისი გამოქვეყნების წესი
ამომრჩეველთა ერთიანი სიის მონაცემების გადამოწმება
ამომრჩეველთა სპეციალური სია
გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის ფორმირების წესი
ამომრჩევლის ბარათი
თავი II. საარჩევნო დოკუმენტაციის მიღება, კენჭისყრის შენობის მოწყობა
საოლქო საარჩევნო კომისიისგან საარჩევნო დოკუმენტაციისა და ინვენტარის მიღება
საარჩევნო დოკუმენტაციისა და ინვენტარის მიღება-ჩაბარების აქტი
კენჭისყრის შენობის მოწყობა
ნაწილი III
საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა კენჭისყრის დღეს
თავი I. საარჩევნო უბნის გახსნა, კენჭისყრის დაწყებამდე ჩასატარებელი პროცედურები
საარჩევნო უბნის გახსნა
კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირები
დამკვირვებლის, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალების წარმომადგენლის უფლებრივი მდგომარეობა
საარჩევნო უბნის გახსნიდან კენჭისყრის დაწყებამდე ჩასატარებელი პროცედურები
I
II
III
IV
V
VI
VII
VIII
თავი II. კენჭისყრის პროცესი
კენჭისყრის ჩატარება
I
II
III
IV
V
VI
„ფიზიკური მდგომარეობის“ გამო ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის პროცედურა
(საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 21 -
+++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++ს №20/2012 დადგენილება)
კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე წესრიგის დაცვა
კენჭისყრის პროცესის დროებით შეჩერება
კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა აღრიცხვა
გაცემული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობას
გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა
ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობისა
გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემა
თავი III. საარჩევნო უბნის დახურვა, კენჭისყრის შედეგების შეჯამება
საარჩევნო უბნის დახურვა
გაცემული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობას
გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა
ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობისა
საარჩევნო უბნის მოწყობა ხმების დათვლის პროცედურისთვის
საარჩევნო ყუთის გახსნამდე ჩასატარებელი პროცედურები
ამომრჩეველთა სიების, გაფუჭებული და გამოუყენებელი საარჩევნო ბიულეტენების დალუქვა
გადასატანი საარჩევნო ყუთის გახსნა
ძირითადი საარჩევნო ყუთის გახსნა
საარჩევნო ბიულეტენების დახარისხება
საარჩევნო ბიულეტენების დათვლა
საარჩევნო ბიულეტენების დალუქვა
კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების შედგენა
კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის საჯაროობა
სარეგისტრაციო ჟურნალის დახურვა, კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის დალუქვა,საარჩევნო დოკუმენტაციის გადაცემა საოლქო საარჩევნო კომისიისთვის
კენჭისყრის დღის განცხადებები/საჩივრები
ნაწილი IV
თავი I. კენჭისყრის დღის განცხადებების/საჩივრების რეგისტრაცია
კენჭისყრის დღის განცხადებებზე/საჩივრებზე ხარვეზის დადგენის წესი
თავი II. კენჭისყრის დღის განცხადებებზე/საჩივრებზე რეაგირება
გაცემული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობას
გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა
ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობისა
გაცემული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობას
გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა
ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობისა
კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნის გახსნიდან (დილის 7 საათი) საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების შედგენის პერიოდის ჩათვლით
I
კენჭისყრის დღეს დილის 7 საათიდან საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩევლის მოსვლამდე და საარჩევნო უბანზე ბოლო ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის შემდგომი პერიოდიდან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების შედგენის პერიოდის ჩათვლით
II
!
III
კენჭისყრის დღეს, საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩევლის მოსვლიდან ბოლო ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის პერიოდში
დარღვევებზე რეაგირება
ფოტოვიდეოგადაღების წარმოების წესების დარღვევის შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისია ხმათა უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი პირის კენჭისყრის შენობიდან გაძევების შესახებ.
-----------------------
8
55