ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებისათვის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
- მოქმედი 99%
- მოქმედი 96%
- მოქმედი 96%
- მოქმედი 96%
- მოქმედი 95%
- მოქმედი 95%
- მოქმედი 95%
- მოქმედი 95%
- მოქმედი 95%
- მოქმედი 95%
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება № 24/2014 |
|
2014 წლის 26 აპრილი ქ. თბილისი |
„საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
|
| მუხლი 1 |
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებისათვის დამტკიცდეს თანდართული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) მისი მიღებიდან 2 კალენადარული დღის ვადაში. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
📎 დანართები (1)
danarti.doc DOC ⬇
დამტკიცებულია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
26 აპრილის №24/2014 დადგენილებით
სარჩევი
ნაწილი I. საოლქო საარჩევნო კომისიის შემადგენლობა და მუშაობის წესი 3
თავი I. საოლქო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი 3
საოლქო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი და უფლებამოსილების ვადა 3
თავი II. საოლქო საარჩევნო კომისიის მუშაობის წესი 4
საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომების მომზადება 4
საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის მიმდინარეობა 4
საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის ოქმი 5
საოლქო საარჩევნო კომისიის საქმისწარმოების წესი 5
საოლქო საარჩევნო კომისიის სამართლებრივი აქტები 5
საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე განკარგულების მიღების წესი 6
თავი III. საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომა 7
საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომა 7
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის/თავმჯდომარის მოადგილის/მდივნის არჩევის წესი 7
ნაწილი II. საოლქო საარჩევნო კომისიის საქმიანობა წინასაარჩევნო პერიოდში 8
თავი I. ამომრჩეველთა სიები 8
მონაცემთა გადამოწმება ამომრჩეველთა ერთიან სიაში 9
ამომრჩეველთა ერთიან სიაში ცვლილებების შეტანა 9
ამომრჩეველთა სპეციალური სია 10
სპეციალურ სიაში შეყვანილი ამომრჩევლის საარჩევნო უფლება 11
გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის ფორმირების წესი 12
თავი II. საარჩევნო დოკუმენტაციისა და ინვენტარის გადაცემა 12
საარჩევნო დოკუმენტაციის გადაცემა საუბნო საარჩევნო კომისიისათვის 12
ნაწილი III. საარჩევნო პროცესში მონაწილე პირთა რეგისტრაცია 13
თავი I. დამკვირვებელთა, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელთა, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაცია 13
თავი II. საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაცია 16
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის უფლება 16
საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრის განსაზღვრა 20
ნაწილი IV. საოლქო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო დოკუმენტაციის მიღება, არჩევნების (კენჭისყრის) შედეგების შეჯამება 21
თავი I. დოკუმენტაციის მიღება/დახარისხება საოლქო საარჩევნო კომისიაში 21
დოკუმენტაციის მიღება/დახარისხება 21
თავი II. არჩევნების შედეგების შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიაში 22
საკრებულოსა და მერის/გამგებლის არჩევნების შედეგების შეჯამება 22
საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების გადამოწმება 23
არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმების საჯაროობა 23
ნაწილი V. განცხადება/საჩივრის შეტანისა და განხილვის წესები 25
განცხადება/საჩივრები კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცედურების დარღვევებზე 25
განცხადება/საჩივრები საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევებზე (გარდა კენჭისყრის დღისა) 28
საოლქო საარჩევნო კომისიის/კომისიის ხელმძღვანელი პირების გადაწყვეტილებების გასაჩივრების ვადა და წესი 29
დანართი №1. ქალაქ თბილისის საკრებულოს და მერის არჩევნებში საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაცია 30
დანართი №2. თბილისის საკრებულოს და მერის არჩევნების შედეგების შეჯამება 34
დანართი №3. განცხადება/საჩივარი 36
დანართი №4. საარჩევნო კომისიაში წარსადგენი განცხადება/საჩივრის რეკვიზიტები 37
დანართი №5. ცნობა განცხადება/საჩივრის რეგისტრაციაში გატარების შესახებ 38
დანართი №6. საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების საფუძვლები 39
დანართი №7. მხარის ტექნიკური საშუალებებით დაბარების აქტი 40
საოლქო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი და უფლებამოსილების ვადა
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 19; მუხლი 20)
საოლქო საარჩევნო კომისია შედგება 13 წევრისაგან:
← 5 წევრს ირჩევს ცენტრალური საარჩევნო კომისია (5 წლით);
← 7 წევრს ნიშნავენ პარტიები (ინიშნებიან არჩევნების დანიშვნის შემდეგ და უფლებამოსილება უწყდებათ არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებისთანავე);
← 1 წევრს ირჩევს ცენტრალური საარჩევნო კომისია.
საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები და მათი უფლებამოსილებები
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 20; მუხლი 22)
საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები არიან:
← კომისიის თავმჯდომარე;
← თავმჯდომარის მოადგილე;
← კომისიის მდივანი.
კომისიის თავმჯდომარე:
← უძღვება კომისიის სხდომას;
← განკარგავს კომისიის ფინანსურ სახსრებს;
← დავალებას აძლევს თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის მდივანს, კომისიის სხვა წევრებს, დამხმარე და ტექნიკურ პერსონალს;
← რეგისტრაციაში ატარებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებს, პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ პარტიულ სიას და ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილ საკრებულოს წევრობის კანდიდატებს;
← რეგისტრაციაში ატარებს თვითმმართველი ქალაქის (თვითმმართველი თემის) მერობის (გამგებლობის) კანდიდატებს (გარდა ქალაქ თბილისის საკრებულოს და ქალაქ თბილისის მერის არჩევნებისა);
← სათანადო მოწმობებს აძლევს პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატებს;
← სათანადო მოწმობას აძლევს არჩეულ საკრებულოს წევრს (გარდა ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრისა), მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კი – მის უფლებამონაცვლეს, აგრეთვე გამგებელს/მერს (გარდა ქალაქ თბილისის მერისა);
← ცესკოს გადასცემს საკრებულოს წევრად არჩეულ პირთა, აგრეთვე მერის/გამგებლის უფლებამოსილების შესამოწმებლად საჭირო დოკუმენტაციას.
თავმჯდომარის მოადგილე:
← ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას, თუ კომისიას არ ჰყავს თავმჯდომარე ან მას არ შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება;
← კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით ახორციელებს კომისიის თავმჯდომარის ცალკეულ უფლებამოსილებას.
კომისიის მდივანი:
← ანაწილებს კომისიაში შეტანილ საარჩევნო საბუთებსა და კორესპონდენციას;
← რეგისტრაციაში ატარებს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის/საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს საუბნო საარჩევნო კომისიებში და აძლევს მათ სათანადო მოწმობებს;
← რეგისტრაციაში ატარებს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიაში დანიშნულ დამკვირვებლებს და აძლევს მათ სათანადო მოწმობებს;
← რეგისტრაციაში ატარებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლებს და აძლევს მათ სააკრედიტაციო ბარათებს (მოწმობებს);
← ამზადებს კომისიის განკარგულებათა პროექტებს, ადგენს კომისიის სხდომათა ოქმებს, მათ შორის, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს.
საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომების მომზადება
(საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი - მუხლი 9)
კომისიის თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით ან მისი მოადგილის მოთხოვნით იწვევს საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომას.
კომისიის მდივანი სხდომის მოწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე, საოლქო საარჩევნო კომისიაში თვალსაჩინო ადგილას აკრავს განცხადებას სხდომის მოწვევის შესახებ, სხდომის თარიღის, ზუსტი დროისა და სავარაუდო დღის წესრიგის მითითებით.
თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში კომისიის მდივანი, პირადად არის პასუხისმგებელი სხდომის თარიღი და მისი დაწყების ზუსტი დრო შეატყობინოს კომისიის ყველა წევრს.
საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა ღიაა (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 8.15)
კომისიის სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ:
← ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს და კომისიის წარმომადგენლებს;
← ცესკოს აპარატის და შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თანამშრომლებს;
← შესაბამის კომისიაში აკრედიტებულ მედიის წარმომადგენლებს;
← საარჩევნო სუბიექტების თითო წარმომადგენელს შესაბამის კომისიაში;
← ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების თითო დამკვირვებელს;
← საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების თითო დამკვირვებელს (თარჯიმანთან ერთად).
წესრიგის დარღვევისა და კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლის შემთხვევაში, დამრღვევი პირის გაძევების საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს საარჩევნო კომისია, რაც აღინიშნება სხდომის ოქმში.
საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის მიმდინარეობა
(საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი - მუხლი 9; მუხლი 10)
საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომას უძღვება კომისიის თავმჯდომარე ან მისი მოადგილე. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობა, არანაკლებ 7 წევრი. კომისიის წევრები სხდომაზე დასწრებას ადასტურებენ დასწრების ფურცელზე ხელმოწერით. კომისიის სხდომის დღის წესრიგს ამზადებს კომისიის მდივანი.
საკითხს კენჭი ეყრება წინადადებათა შემოსვლის რიგის მიხედვით. კომისიის ყველა წევრს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით უფლება აქვს სიტყვით გამოვიდეს 2 წუთის განმავლობაში. კომისიის სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირები სხდომაზე სიტყვით გამოდიან სხდომის თავმჯდომარის თანხმობით კომისიის წევრების შემდეგ.
საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის ოქმი (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 9)
საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომებზე საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტილებათა მიღების მიმდინარეობა ფიქსირდება სხდომის ოქმში. კომისიის მდივანი სხდომის ოქმს აფორმებს სხდომიდან 1 დღის ვადაში და რეგისტრაციაში ატარებს სარეგისტრაციო ჟურნალის გასული დოკუმენტაციის ნაწილში. სხდომის ოქმს ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.
ყურადღება!
← კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს წერილობით გამოთქვას განსხვავებული აზრი, რომელიც ერთვის სხდომის ოქმს.
← განსხვავებული აზრის მქონე კომისიის წევრი ვალდებულია პატივი სცეს და დაემორჩილოს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. მას არა აქვს უფლება თავისი
ქმედებით/უმოქმედობით ხელი შეუშალოს კომისიის გადაწყვეტილებათა აღსრულებას.
საოლქო საარჩევნო კომისიის საქმისწარმოების წესი
(საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი - მუხლი 11)
საოლქო საარჩევნო კომისიაში წარმოებს სარეგისტრაციო ჟურნალი, რომლის წარმოებაზე პასუხისმგებელია კომისიის მდივანი.
სარეგისტრაციო ჟურნალი იხურება ყოველი დღის 18 საათზე, ჟურნალის ორივე ნაწილში, უკანასკნელი ჩანაწერის შემდგომ კეთდება აღნიშვნა - ,,ჟურნალი დახურულია”, მიეთითება თარიღი და ზუსტი დრო. აღნიშნულ ჩანაწერს კომისიის მდივანი ადასტურებს ხელმოწერით. ჟურნალის დახურვის შემდეგ იკრძალება მასში რაიმე დოკუმენტის რეგისტრაცია.
საოლქო საარჩევნო კომისიის სამართლებრივი აქტები
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 30.1. ბ; საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი - მუხლი 7)
საოლქო საარჩევნო კომისიის სამართლებრივი აქტებია:
← კომისიის განკარგულება;
← კომისიის თავმჯდომარის განკარგულება;
← კომისიის მდივნის განკარგულება;
← კომისიის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები.
საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 21)
საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება განკარგულებით. კომისიის განკარგულება გამოიცემა:
← საარჩევნო უბნების შექმნისა და საზღვრების დაზუსტების შესახებ;
← საარჩევნო ბიულეტენების ტექსტების დადგენის შესახებ;
← საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების მონაცემების შეცვლის შესახებ;
← საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ;
← საუბნო საარჩევნო კომისიის, მისი თანამდებობის პირის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ;
← ადგილობრივი ორგანიზაციისათვის ადგილობრივი დამკვირვებლის სტატუსის მინიჭების შესახებ.
საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე განკარგულების მიღების წესი
(საარჩევნო კოდექსი - 8.4; მუხლი 10)
საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებათა პროექტს ამზადებს კომისიის მდივანი. კომისიის განკარგულება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ კომისიის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა (არა ნაკლებ 5 წევრი).
საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებები, რომლებიც შეეხება საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, მათ შორის, საარჩევნო უბნის შედეგების გაუქმებას, საუბნო საარჩევნო კომისიიდან შემოსული პაკეტების გახსნასა და საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების გადათვლას, მიიღება დამსწრეთა არანაკლებ ორი მესამედის მიერ.
ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარის ხმა გადამწყვეტად ითვლება. კომისიის განკარგულებას ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულება:
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 22.1; საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი - მუხლი 1.6)
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულება გამოიცემა:
← თავმჯდომარის მოადგილისათვის ცალკეულ უფლებამოსილებათა გადაცემის შესახებ;
← საარჩევნო პერიოდში კომისიის მუშაობის პერიოდულობისა და სამუშაო დღის ხანგრძლივობის განსაზღვრის შესახებ;
← საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომის მოწვევის შესახებ;
← ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფების, საარჩევნო ოლქში წარდგენილ მაჟორიტარი კანდიდატების, აგრეთვე პარტიული სიებისა და მერობის/გამგებლობის კანდიდატების (გარდა ქალაქ თბილისის საკრებულოსა და ქალაქ თბილისის მერის არჩევნებისათვის) რეგისტრაციის შესახებ.
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებას ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე.
კომისიის მდივნის განკარგულება (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 22.3.ბ-დ)
კომისიის მდივნის განკარგულება გამოიცემა:
← მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის შესახებ;
← არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ადგილობრივი ორგანიზაციის მიერ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნული დამკვირვებლების რეგისტრაციაში გატარების შესახებ;
← საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის რეგისტრაციაში გატარების შესახებ.
საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის განკარგულებას ხელს აწერს კომისიის მდივანი.
კომისიის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 70. 2; მუხლი 75.4)
შემაჯამებელი ოქმი არის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების დამადასტურებელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს ხელს აწერს სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი.
ყურადღება!
კომისია, კომიისის თავმჯდომარე და მდივანი ვალდებული არიან განკარგულება ხელმოწერისთანავე გამოაკრან საოლქო საარჩევნო კომისიაში თვალსაჩინო ადგილას საჯარო გაცნობისათვის (საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი - მუხლი 7.4).
საოლქო საარჩევნო კომისიის ჩართულობა და შეზღუდვები წინასაარჩევნო აგიტაციაში/კამპანიაში (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 45.9)
საოლქო საარჩევნო კომისია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მიერ გამოყოფილი შენობა-ნაგებობების ნუსხის საფუძველზე საარჩევნო სუბიექტებისთვის, მათთან შეთანხმებით, ადგენს საარჩევნო ღონისძიებების გამართვის განრიგს (თუ მოხდა ღონისძიებათა გადაფარვა და საარჩევნო სუბიექტები ვერ შეთანხმდებიან, ღონისძიებათა თანამიმდევრობა წილისყრით განისაზღვრება).
საოლქო საარჩევნო კომისიამ შენობა-ნაგებობის გამოყენების მოთხოვნის თაობაზე საარჩევნო სუბიექტის შესაბამის მიმართვას წერილობით, დასაბუთებულად უნდა უპასუხოს მიმართვიდან არაუგვიანეს 24 საათისა. ამ ვადაში პასუხის გაუცემლობა ჩაითვლება მიმართვაზე თანხმობად.
ყურადღება!
საარჩევნო კომისიის წევრს ეკრძალება წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა.
ყურადღება!
დისციპლინური გადაცდომისთვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა მიმართ საოლქო საარჩევნო კომისიამ, შეიძლება გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 28).
საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომა (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 8.23; მუხლი 25.21)
საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომა იმართება არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა (16 მაისი). სხდომა მოიწვევა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ 7 წევრი. სხდომას თავმჯდომარის არჩევამდე ხელმძღვანელობს კომისიის უხუცესი წევრი.
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის/თავმჯდომარის მოადგილის/მდივნის არჩევის წესი (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 25)
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე/თავმჯდომარის მოადგილე/მდივანი ირჩევა კომისიის წევრთაგან, სახელობითი კენჭისყრით, კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობით. კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს კომისიის არანაკლებ 2 წევრს.
ყურადღება!
← ერთი და იმავე კანდიდატურის დასახელება შეიძლება მხოლოდ ორჯერ.
← დასახელებულ კანდიდატს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს კენჭისყრაში და
ხმა მისცეს საკუთარი კანდიდატურის სასარგებლოდ.
← საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე/თავმჯდომარის მოადგილე/მდივანი არ შეიძლება იყვნენ ერთი და იგივე საარჩევნო სუბიექტის მიერ დანიშნული კომისიის წევრები. ერთ საარჩევნო სუბიექტად მოიაზრება ბლოკი ”ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება” და მასში შემავალი პოლიტიკური პარტიები: ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო”, კონსერვატიული პარტია, პ/მ ”მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”, პ/გ ”ეროვნული ფორუმი”, რესპუბლიკური პარტია, ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები.
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის/თავმჯდომარის მოადგილის/მდივნის არჩევა ფორმდება საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულებით.
თუ დადგენილ ვადაში ვერ აირჩა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე/თავმჯდომარის მოადგილე/მდივანი, აღნიშნული თანამდებობის პირის მოვალეობას მის არჩევამდე ასრულებს კომისიის ის წევრი, რომელიც არჩევნებისას ყველაზე მეტ ხმას მიიღებს, ხოლო ხმათა თანაბრობის შემთხვევაში – მათგან წილისყრით განსაზღვრული პირი.
საუბნო საარჩევნო კომისიისათვის ამომრჩეველთა ერთიანი სიის გადაცემა და მისი გამოქვეყნების წესი (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 31; მუხლი 1841; მუხლი 1842)
ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეიტანება ამომრჩევლის შესახებ შემდეგი მონაცემები:
← გვარი, სახელი;
← დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
← მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით);
← საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;
← ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი;
ყურადღება
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირისთვის, მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებული პირისთვის, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან მოხსნილი პირისთვის, აგრეთვე პირისთვის, რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილებით, აღინიშნება დროებითი საცხოვრებლის მისამართი; სხვა სახელმწიფოში მყოფი პირისთვის მიეთითება „საკონსულო აღრიცხვაზეა“, ხოლო თუ ასეთი პირი არ დგას საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე – „იმყოფება უცხოეთში“.
← ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრაციის თარიღი;
← ფოტოსურათი (სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული უახლესი ფოტოსურათი ციფრულ ფორმატში);
← სქესი.
საუბნო საარჩევნო კომისიას არა უგვიანეს პირველი შეკრების დღისა (კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 30-ე დღე - 16 მაისი) გადაეცემა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის მიერ ხელმოწერილი ამომრჩეველთა ერთიანი სია, რომელიც განკუთვნილია საჯარო ინფორმაციისთვის (კედლის სია).
ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის განკუთვნილი ვერსია (კედლის სია) ფოტოსურათების გარეშე, დაუყოვნებლივ უნდა გამოიკრას საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში თვალსაჩინო ადგილას.
საუბნო საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს მეორე დღისა (13 ივნისი) გადაეცემა დაზუსტებული სიების საბოლოო ვერსიები:
← საარჩევნო კომისიისათვის განკუთვნილი ვერსია (სამაგიდო სია);
← საჯარო ინფორმაციისთვის განკუთვნილი ვერსია (კედლის სია).
ყურადღება!
← კედლის სიების თავდაპირველი ვერსია უნდა ჩამოიხსნას და იმავე ადგილას გამოიკრას დაზუსტებული ვერსია.
← დაუშვებელია სამაგიდო სიისა და მისი ასლის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემა.
მონაცემთა გადამოწმება ამომრჩეველთა ერთიან სიაში
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 31.7-71; მუხლი 1842)
საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, დამკვირვებელ ორგანიზაციას, ამომრჩეველს უფლება აქვს გაეცნოს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში არსებულ ამომრჩეველთა სიების საჯარო ინფორმაციისათვის მიკუთვნებულ ვერსიას.
ყურადღება!
ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისათვის განკუთვნილი ფოტოსურათებიანი ვერსია გაიცემა მხოლოდ ელექტრონული სახით, რისთვისაც უფლებამოსილმა პირმა საოლქო საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს სათანადო მოცულობის მქონე ინფორმაციის ელექტრომატარებელი.
ამომრჩეველთა სიებში უზუსტობების აღმოჩენის შემთხვევაში საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას, დამკვირვებელ ორგანიზაციას, ამომრჩეველს შეუძლია მოითხოვოს ამომრჩეველთა სიებში ცვლილებების შეტანა არჩევნებამდე არა უგვიანეს მე-16 დღისა (30 მაისი). ამომრჩეველთა სიებში ცვლილებების შეტანის თაობაზე განცხადებები შეიტანება საარჩევნო ადმინისტრაციაში.
ყურადღება!
ამომრჩეველს უფლება აქვს, მოითხოვოს მხოლოდ მისი და მისი ოჯახის წევრთა შესახებ არსებული ყველა მონაცემის გაცნობა და მათში ცვლილების შეტანა.
სიების შემოწმების შედეგების განხილვაზე უფლებამოსილი ორგანო
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 31.8)
საარჩევნო პერიოდში საარჩევნო ადმინისტრაცია საკუთარი ინიციატივითა და განცხადე-ბა/საჩივრების საფუძველზე ამოწმებს ამომრჩეველთა სიებს.
საოლქო საარჩევნო კომისია განცხადებებსა და საუბნო საარჩევნო კომისიის შუამდგომლობებს განიხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში, მაგრამ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-14 დღისა (1 ივნისი) და იღებს გადაწყვეტილებას:
4 ამომრჩეველთა მონაცემებში/სიებში ცვლილების შეტანის შესახებ, ან
4 ამომრჩეველთა მონაცემებში/სიებში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ.
ყურადღება!
განკარგულება ამომრჩეველთა მონაცემებში/ სიებში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ დასაბუთებული უნდა იყოს და მისი გამოცემის მომდევნო დღიდან, მოთხოვნისთანავე, უნდა გადაეცეს განმცხადებელს.
ამომრჩეველთა ერთიან სიაში ცვლილებების შეტანა
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 31.9; მუხლი 1855.2)
საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება ამომრჩეველთა მონაცემებში/სიებში ცვლილების შეტანის შესახებ 2 დღის ვადაში გადაეცემა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას. მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში:
← ამომრჩეველი შეიყვანება სიაში, ან
← ამომრჩევლის მონაცემი ამოიღება ამომრჩეველთა სიიდან.
ყურადღება!
ამომრჩეველი, რომელიც მოხსნილი იქნა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან ან რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილებით, ასევე, ამომრჩეველი, რომელიც რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე, არჩევნებისთვის ხმას აძლევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის 2014 წლის 27 მაისის ჩათვლით რეგისტრაციას გაივლის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ან მიუთითებს თავის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილს და გადაიღებს ფოტოსურათს ციფრულ ფორმატში (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 1855).
საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების გასაჩივრების წესი
(საარჩევნო კოდექსი - მუხლები 31.10)
საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/სიებში ცვლილების შეტანის მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ, მისი გამოცემიდან 2 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში.
სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილება 2 დღის ვადაში, მაგრამ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-11 დღისა (4ივნისი), უნდა გადაეცეს საოლქო საარჩევნო კომისიას. კომისიამ სათანადო ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდოს ცესკოსა და შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას.
ამომრჩეველთა სპეციალური სია (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 32; მუხლი 1841.8)
ამომრჩეველთა სპეციალურ სიას ადგენს საოლქო საარჩევნო კომისია და კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს მე-3 დღისა (12 ივნისი) გადასცემს საუბნო საარჩევნო კომისიას. საოლქო საარჩევნო კომისიას ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეჰყავს:
← საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები, რომლებიც საარჩევნო კომისიებში საქმიანობის გამო კენჭისყრის დღეს ვერ მონაწილეობენ არჩევნებში თავიანთი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით (საოლქო საარჩევნო კომისიას ეს პირები სიაში შეჰყავს წინასწარ განსაზღვრულ საარჩევნო უბანში, კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-5 დღისა);
← ამომრჩევლები, რომლებიც სამკურნალოდ წვანან საავადმყოფოში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში და, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, კენჭისყრის დღისთვის ვერ იქნებიან გაწერილი ამ დაწესებულებიდან (ამ პირთა სიას სამკურნალო დაწესებულების ხელმძღვანელი გადასცემს საოლქო საარჩევნო კომისიას კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-6 დღისა);
← ამომრჩევლები, რომლებიც კენჭისყრის დღეს პატიმრობაში იმყოფებიან (საოლქო საარჩევნო კომისიას ამ პირთა სიას გადასცემს სასჯელაღსრულების დაწესებულების ხელმძღვანელი კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-6 დღისა);
← საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების სამხედრო (გასამხედროებული) ძალებისა და შენაერთების ვადიანი და საკონტრაქტო სამსახურების სამხედრო მოსამსახურეები, რომელთა სამსახურის პირობები მოითხოვს მათ ყოფნას რეგისტრაციის ადგილისაგან განსხვავებულ მისამართზე, რომელიც სხვა საარჩევნო ოლქს მიეკუთვნება (საოლქო საარჩევნო კომისიას ამ პირთა სიას გადასცემს შესაბამისი სამხედრო (გასამხედროებული) ნაწილის მეთაური არაუგვიანეს 2014 წლის 1 მაისისა).
ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეიტანება ამომრჩევლის შესახებ იგივე მონაცემები, რომლებიც არის ამომრჩეველთა ერთიან სიაში, ფოტოსურათით, ან ფოტოსურათის გარეშე.
სპეციალური სიების შედგენის შემდეგ, საოლქო საარჩევნო კომისია იმ ამომრჩეველთა მონაცემებს, რომლებიც შეყვანილები არიან სხვა უბნის სპეციალურ სიებში, გადასცემს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას.
საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანმა სპეციალურ სიაში შეყვანილი ან სხვა უბნის სპეციალურ სიაში გადაყვანილი ამომრჩეველი უნდა მოძებნოს ამომრჩეველთა ერთიან სიაში (სამაგიდო და ასევე კედლის ეგზემპლარებში) და მისი გვარის გასწვრივ გრაფაში “ფაქტობრივი მდგომარეობა” გააკეთოს აღნიშვნა: “კომისიის წევრია”, “პატიმრობაშია”, “საავადმყოფოშია”, ”სამხედრო სამსახურშია”.
თუ ამომრჩეველთა სიებში, რეგისტრაციის მოთხოვნით საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართავს ამომრჩეველი, რომელმაც არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-16 დღისა (30 მაისი) ვერ მოასწრო მიემართა კომისიისთვის სიაში რეგისტრაციის მოთხოვნით (ჩამოვიდა საზღვარგარეთიდან, გამოეწერა საავადმყოფოდან, განთავისუფლდა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან), განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში (ცნობა საზღვრის გადაკვეთის შესახებ/ჩანაწერი პასპორტში, ცნობა სამკურნალო დაწესებულებიდან გამოწერის შესახებ, ცნობა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან განთავისუფლების შესახებ), მას რეგისტრაციაში გაატარებს საოლქო საარჩევნო კომისია განცხადების მიღებიდან 2 დღის ვადაში, ხოლო თუ კენჭისყრის დღემდე დარჩენილია 2 დღეზე ნაკლები – დაუყოვნებლივ (ამომრჩევლის მონაცემები შეიტანება ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში).
ყურადღება!
საოლქო საარჩევნო კომისიამ უარყოფითი გადაწყვეტილების შესახებ ამომრჩეველს უნდა აცნობოს დაუყოვნებლივ.
სპეციალურ სიაში შეყვანილი ამომრჩევლის საარჩევნო უფლება
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 32.5-6)
სპეციალურ სიაში შეყვანილი ამომრჩეველი მონაწილეობს როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში, თუ იგი ადგილსამყოფელს იცვლის ერთი და იმავე ადგილობრივი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე;
სპეციალურ სიაში შეყვანილი თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურე, რომელიც კენჭისყრის დღეს განთავსებულია შესაბამის დისლოკაციის ადგილზე, არჩევნების დღისთვის მუდმივი წესით 1 წლით ან 1 წელზე მეტი ვადით, მონაწილეობს საკრებულოს, როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებსა და მერის/გამგებლის არჩევნებში.
სპეციალურ სიაში შეყვანილი თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურე, რომლიც კენჭისყრის დღეს განთავსებულია მუდმივი დისლოკაციის ადგილზე, არჩევნების დღისთვის 1 წელზე ნაკლები ვადით, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო მოსამსახურე რომელიც კენჭისყრის დღეს განთავსებულია დისლოკაციის ადგილზე, მონაწილეობს საკრებულოს პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებში, ხოლო მერის/გამგებლის არჩევნებსა და საკრებულოს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი დისლოკაციის ადგილი მიეკუთვნება იმ ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებს, რომელშიც ის არის რეგისტრირებული საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის ფორმირების წესი
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 33; მუხლი 34.2.ე)
გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის ფორმირებაზე პასუხისმგებელია საუბნო საარჩევნო კომისია. გადასატანი საარჩევნო ყუთის სია დგება ერთიანი და სპეციალური სიების საფუძველზე. ამომრჩეველი გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეჰყავთ თუ:
← ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია კენჭისყრის შენობაში მისვლა. ასეთი ამომრჩევლების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საარჩევნო უბანზე ერთიან სიაში არსებული ამომრჩევლების 3 პროცენტს.
ყურადღება!
აღნიშნული რაოდენობის შევსების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ყოველი ახალი შემოსული განცხადების შესახებ დაუყოვნებლივ ატყობინებს საოლქო საარჩევნო კომისიას. ამომრჩეველთა გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეყვანის მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საოლქო საარჩევნო კომისია სხდომაზე დამსწრეთა ორი მესამედით.
← იმყოფება საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე, მაგრამ ძნელად მისადგომ ადგილას (ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია კონსულტაციის გავლა საოლქო საარჩევნო კომისიასთან).
ყურადღება!
გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეიტანება ამომრჩევლის შესახებ იგივე მონაცემები, რომლებიც არის ამომრჩეველთა ერთიან სიაში, გარდა მისი ფოტოსურათისა და დამატებით აღინიშნება ამ ამომრჩევლის რიგითი ნომერი ამომრჩეველთა ერთიან ან სპეციალურ სიაში.
გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში სპეციალური სიისა და საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შეჰყავთ ამომრჩეველი, რომელიც სამკურნალოდ წევს საავადმყოფოში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში, იმყოფება პატიმრობაში, სამხედრო მოსამსახურეა, მსახურობს სახელმწიფო საზღვარზე განლაგებულ სამხედრო ნაწილში, რომელიც საარჩევნო უბნიდან შორსაა განლაგებული, და მასში არ იხსნება საარჩევნო უბანი.
გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში ამომრჩევლის შეყვანის შემთხვევაში ერთიან და სპეციალურ სიებში ამომრჩევლის გვარის გასწვრივ გრაფაში “ფაქტობრივი მდგომარეობა” უნდა გაკეთდეს აღნიშვნა - ”გადასატანი ყუთი”.
საარჩევნო დოკუმენტაციის გადაცემა საუბნო საარჩევნო კომისიისათვის
საოლქო საარჩევნო კომისია, კენჭისყრის მზადებისა და ჩატარების მიზნით, კენჭისყრის დღემდე საუბნო საარჩევნო კომისიას გადასცემს:
საარჩევნო დოკუმენტაციას
← ამომრჩეველთა ერთიანი სიის საბოლოო ვერსიას (კედლის სია და სამაგიდო სია);
← ამომრჩეველთა სპეციალურ სიას (კედლის სია და სამაგიდე სია);
← გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის ბლანკებს (კედლის და სამაგიდო სიის ბლანკებს);
← ამომრჩეველთა ბარათებს;
← საარჩევნო ბიულეტენების ბლოკნოტებს (პროპორციული, მაჟორიტარული და მერის/გამგებლის არჩევნებისთვის განკუთვნილი ბიულეტენები);
← სპეციალურ კონვერტებს;
← კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნს (ე.წ. ზონარგაყრილი წიგნი);
← საკონტროლო ფურცლებს;
← კენჭისყრის შედეგების 3 შემაჯამებელ ოქმსა (პროპორციული, მაჟორიტარული და მერის/გამგებლის არჩევნებისთვის) და “შესწორების ოქმის” ფორმებს;
← სადემონსტრაციო ოქმებს.
საარჩევნო ინვენტარს
← ძირითად და გადასატან გამჭვირვალე საარჩევნო ყუთებს;
← საარჩევნო ყუთების ლუქებს;
← კენჭისყრის კაბინებს;
← მარკირების სითხეს და მარკირების შესამოწმებელი სპეციალური ხელსაწყოს (ულტრაიისფერი ფარანი);
← საუბნო საარჩევნო კომისიის სპეციალურ ბეჭედს;
← რეგისტრატორების ბეჭდებს;
← ასლგადამღებ მანქანას;
← სამელნე ბალიშებს.
სხვა საარჩევნო მასალას
← პარტიული სიებს;
← კანდიდატთა სიებს;
← საარჩევნო ბიულეტენის შევსების ინსტრუქციას;
← ამონარიდს კანონიდან, თუ რა შემთხვევაშია ბიულეტენი ბათილი;
← საარჩევნო დოკუმენტაციის შესაფუთ კონვერტებს.
საარჩევნო ბიულეტენები და სპეციალური კონვერტები საოლქო საარჩევნო კომისიამ უნდა გადასცეს საუბნო საარჩევნო კომისიას კენჭისყრამდე არა უგვიანეს 12 საათისა, რა დროსაც დგება მიღება-ჩაბარების აქტი (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 63.9,10).
ყურადღება!
აქტის გაფორმებამდე მიმღები და გამცემი პირები ამოწმებენ ბიულეტენების რეკვიზიტების შესაბამისობას და ითვლიან გადასაცემი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობას. ამის შემდეგ საარჩევნო ბიულეტენები კვლავ ილუქება, რასაც ხელის მოწერით ადასტურებენ მხარეები (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 63.11).
დამკვირვებელ ორგანიზაციათა რეგისტრაცია (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 39.2, მუხლი 40)
ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას, რომელიც დაკვირვებას ახორციელებს ერთ საარჩევნო ოლქში, რეგისტრაციაში ატარებს საოლქო საარჩევნო კომისია.
ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია შეიძლება იყოს კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 1 წლისა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ადგილობრივი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის წესდება ან დებულება (სადამფუძნებლო დოკუმენტი) რეგისტრაციაში გატარების მომენტისათვის ითვალისწინებს არჩევნების მონიტორინგს ან/და ადამიანის უფლებათა დაცვას და რომელიც არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრირებულია ცესკოში ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.
რეგისტრაციაში გატარების მიზნით ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ განცხადებით უნდა მიმართოს საოლქო საარჩევნო კომისიას არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-10 დღისა (5 ივნისი) და წარუდგინოს თავისი სადამფუძნებლო დოკუმენტის/წესდების დამოწმებული ასლი. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს იმ საარჩევნო ოლქის დასახელება, რომელშიც ორგანიზაცია ახორციელებს დაკვირვებას.
კომისია განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში წყვეტს ორგანიზაციის რეგისტრაციის საკითხს.
ყურადღება!
← თუ დამკვირვებელი ორგანიზაცია აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნებს კომისიას უფლება არა აქვს მას უარი უთხრას რეგისტრაციაზე.
← საარჩევნო კომისიის განკარგულება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ დასაბუთებული უნდა იყოს და ორგანიზაციას უნდა გადაეცეს გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა. ასეთ შემთხვევაში კომისიის განკარგულება მისი მიღებიდან 2 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
რეგისტრაციაში გატარების შემთხვევაში ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-5 დღისა (10 ივნისი) საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს უნდა წარუდგინოს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნულ დამკვირვებელთა სია.
სიაში უნდა აღინიშნოს დამკვირვებლის ვინაობა:
← სახელი გვარი;
← რეგისტრაციის ადგილი;
← საარჩევნო ოლქი და საარჩევნო უბანი (უბნები), სადაც იგი დააკვირდება არჩევნებს.
სიას უნდა დაერთოს ადგილობრივი დამკვირვებლების საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობების ასლები.
ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ადგილობრივი დამკვირვებელი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 18 წლის ასაკიდან (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 39.4), გარდა:
← სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა;
← საქართველოს პარლამენტის წევრისა;
← ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს წევრისა;
← ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელისა და მისი მოადგილისა;
← მოსამართლისა;
← საქართველოს შინაგან საქმეთა, თავდაცვის და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროების, დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებისა;
← პროკურატურის თანამდებობის პირისა;
← საარჩევნო სუბიექტისა და მისი წარმომადგენლისა;
← საარჩევნო კომისიის წევრისა.
ყურადღება!
საოლქო საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული დამკვირვებელი, უფლებამოსილია კენჭისყრის დღეს დაკვირვება განახორციელოს შესაბამისი ოლქის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ საარჩევნო უბანში (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 40.10).
დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებელთა რეგისტრაციის ვადა
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 40.9)
საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი ვალდებულია დამკვირვებელთა სიის წარდგენიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა განკარგულებით რეგისტრაციაში გაატაროს დამკვირვებელი და დამკვირვებელ ორგანიზაციას გადასცეს დამკვირვებლების მოწმობები.
დამკვირვებლის მოწმობა იმავდროულად წარმოადგენს დამკვირვებლის სამკერდე ნიშანს, ძალაში შედის მოწმობის გაცემის მომენტიდან და ძალას კარგავს არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 2 კვირის შემდეგ.
საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელთა რეგისტრაცია (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 42)
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებისას არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს დანიშნოს ორ-ორი წარმომადგენელი ყოველ საარჩევნო კომისიაში, ხოლო ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს ორ-ორი წარმომადგენელი დანიშნოს შესაბამის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში.
ყურადღება!
ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიაში დანიშნული წარმომადგენელი არ შეიძლება იმავდროულად დაინიშნოს სხვა საარჩევნო კომისიაში.
საუბნო საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ საარჩევნო სუბიექტმა განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს.
საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ განცხადებას ხელს უნდა აწერდეს პარტიის/საარჩევნო ბლოკის ხელმძღვანელი პირი, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი ზემდგომ საარჩევნო კომისიაში და მასში აღნიშნული უნდა იყოს წარმომადგენლის:
← სახელი, გვარი;
← დაბადების წელი;
← მისამართი;
← საკონტაქტო ტელეფონის ნომერი (თუ აქვს).
სათანადო ინფორმაციის სრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი, 24 საათის განმავლობაში, განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს და გასცემს წარმომადგენლის მოწმობას, რომელიც იმავდროულად არის სამკერდე ნიშანი.
ყურადღება!
საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს ნებისმიერ დროს, გარდა კენჭისყრის დღისა გამოიწვიოს ან/და შეცვალოს თავისი წარმომადგენელი, რის თაობაზეც უნდა აცნობოს შესაბამის საარჩევნო კომისიას (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 42.6).
პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაცია
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 44)
რამდენიმე საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე მომუშავე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციას ახორციელებენ ცესკოს მდივანი ან შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მდივნები, ხოლო მხოლოდ ერთი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე მომუშავე წარმომადგენლების აკრედიტაციას – შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი.
საოლქო საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს მე-3 დღისა (12 ივნისი). წარედგინება განცხადება პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლების აკრედიტაციის შესახებ.
განცხადების წარდგენიდან 1 დღის ვადაში საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი წყვეტს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლების აკრედიტაციის საკითხს და აკრედიტებულ წარმომადგენელს გადაწყვეტილების მიღებიდან 1 დღის ვადაში გადასცემს წარმომადგენლის მოწმობას. აკრედიტაციაზე უარის თქმის შემთხვევაში იმავე ვადაში გადასცემს სათანადო განკარგულებას.
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის უფლება
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 141)
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს:
← საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას;
← საარჩევნო ბლოკს;
← პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა 5-კაციანი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატს, რომელიც რეგისტრირებულია შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.
საკრებულოს წევრად შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც კენჭისყრის დღისთვის შეუსრულდა 21 წელი და საქართველოში მუდმივად უცხოვრია სულ ცოტა 5 წლის განმავლობაში, მათ შორის, არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 2 წელს მაინც.
თვითმმართველი ქალაქის მერის და თვითმმართველი თემის გამგებლის არჩევნებში კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 167):
← საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას;
← საარჩევნო ბლოკს;
მერად/გამგებლად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 5 წელი მაინც და არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 2 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობს საქართველოში.
პარტიული სიების წარდგენა (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 143)
საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიამ, საარჩევნო ბლოკმა კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 30 დღისა (16 მაისი) საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს პარტიული სიები.
არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე ყოველ პარტიასა და საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს, წარადგინოს თითო პარტიული სია. წარდგენილ სიაში საკრებულოს წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს პროპორციული სისტემით ასარჩევ წევრთა რაოდენობაზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს ამ რაოდენობის სამმაგ ოდენობას. პარტიულ სიაში მითითებული უნდა იყოს თითოეული კანდიდატის:
← გვარი, სახელი;
← დაბადების თარიღი;
← პროფესია;
← თანამდებობა (საქმიანობა);
← სამუშაო ადგილი (თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“);
← პარტიულობა (პარტიის წევრობის შემთხვევაში, ხოლო თუ უპარტიოა, მიეთითება „უპარტიო“);
← საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;
← რეგისტრაციის ადგილი;
← ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენის შემთხვევაში − ამ ოლქის დასახელება და ნომერი.
პარტიული სია დამოწმებული უნდა იყოს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის ხელმძღვანელის, ხოლო საარჩევნო ბლოკის პარტიული სია – ბლოკში გაერთიანებული ყველა პარტიის ხელმძღვანელთა ხელმოწერებით.
პარტიულ სიას უნდა ერთოდეს ყოველი კანდიდატის ორი ფოტოსურათი და მის მიერ ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი (ორ ცალად) შევსების თარიღის მითითებით. სააღრიცხვო ბარათში კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან (სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით), დაბადების თარიღი) ერთად მითითებული უნდა იყოს საქართველოში 5 წლის, მათ შორის, ბოლო 2 წლის, განმავლობაში მისი მუდმივად ცხოვრების ფაქტი და თანხმობა ამ პარტიული სიით კენჭისყრაზე.
ყურადღება!
პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს სააღრიცხვო ბარათებს წინასწარ გადასცემს საოლქო საარჩევნო კომისია.
საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი, განცხადებისა და თანდართული მასალების მიღებისთანავე პარტიის, საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს გადასცემს დათარიღებულ ცნობას საბუთების მიღების შესახებ.
მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საკრებულოს წევრობის კანდიდატთა წარდგენა
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 144)
საკრებულოს არჩევნებში საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენის მიზნით, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიამ, საარჩევნო ბლოკმა, კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 30 დღისა (16 მაისი) განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს მაჟორიტარი კანდიდატის:
← გვარი, სახელი;
← დაბადების თარიღი;
← პროფესია;
← თანამდებობა (საქმიანობა);
← სამუშაო ადგილი (თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“);
← საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;
← რეგისტრაციის ადგილი;
← საარჩევნო ოლქისა და ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის დასახელება, რომელშიც იგი წარდგენილია მაჟორიტარ კანდიდატად;
← პარტიულობა (პარტიის წევრობის შემთხვევაში, ხოლო თუ უპარტიოა, მიეთითება „უპარტიო“).
განცხადება დამოწმებული უნდა იყოს პარტიის ან საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული ყველა პარტიის უფლებამოსილი პირების ხელმოწერებით, ხოლო საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი განცხადება დამოწმებული უნდა იყოს საინიციატივო ჯგუფის ყველა წევრის ხელმოწერით. განცხადებას უნდა ერთვოდეს კანდიდატის ორი ფოტოსურათი და მის მიერ ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი (ორ ცალად).
სააღრიცხვო ბარათში კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან (სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით) და რეგისტრაციის თარიღი, დაბადების თარიღი) ერთად მითითებული უნდა იყოს საქართველოში 5 წლის, მათ შორის, ბოლო 2 წლის, განმავლობაში მისი მუდმივად ცხოვრების ფაქტი და თანხმობა მოცემულ საარჩევნო ოლქის ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქში კენჭისყრაზე.
ყურადღება!
პარტიის/საარჩევნო ბლოკის/საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს სააღრიცხვო ბარათებს წინასწარ გადასცემს საოლქო საარჩევნო კომისია.
ყურადღება!
პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ საარჩევნო ოლქში დასახელებული მაჟორიტარი კანდიდატი იმავდროულად შეიძლება იყოს შესაბამისი პარტიის/საარჩევნო ბლოკის პარტიულ სიაში.
საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი, განცხადებისა და თანდართული მასალების მიღებისთანავე პარტიის, საარჩევნო ბლოკის, საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს გადასცემს დათარიღებულ ცნობას საბუთების მიღების შესახებ.
მერობის/გამგებლობის კანდიდატთა წარდგენა (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 167)
მერის/გამგებლის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიამ/საარჩევნო ბლოკმა კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 30 დღისა (16 მაისი) მერობის/გამგებლობის კანდიდატი უნდა წარუდგინოს საოლქო საარჩევნო კომისიას.
პარტიული სიების, ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილი საკრებულოს წევრობის კანდიდატების და მერობის/გამგებლობის კანდიდატების რეგისტრაცია
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 145; მუხლი 167)
პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი პარტიული სიის, საკრებულოს წევრობის კანდიდატის და მერობის/გამგებლობის კანდიდატის რეგისტრაციისათვის წარდგენილ განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტებს, საბუთების წარდგენიდან 2 დღის ვადაში, მაგრამ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 28-ე დღისა (18 მაისი), ამოწმებს საოლქო საარჩევნო კომისის თავმჯდომარე, რომელიც:
← საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიულ სიას, საკრებულოს წევრობის კანდიდატს, მერობის/გამგებლობის კანდიდატს, თუ წარდგენილი საბუთები აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს;
← წერილობით აცნობებს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებთან განცხადებასა და თანდართულ საბუთებში არსებული მონაცემების შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით).
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, განცხადებასა და თანდართულ საბუთებში არსებული მონაცემების შეუსაბამობის შემთხვევაში, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს დოკუმენტაციის სრულყოფისთვის განუსაზღვრავს 2 დღეს.
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, შესწორებული მონაცემების წარდგენის შემთხვევაში, საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი უნდა გადაწყვიტოს დოკუმენტაციის წარდგენიდან 3 დღის ვადაში, ხოლო მერობის/გამგებლობის კანდიდატების რეგისტრაციის საკითხი - შესწორებული დოკუმენტაციის წარდგენიდან 2 დღის ვადაში.
თუ შესწორებული მონაცემები შეესაბამება საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, საარჩევნო რეგისტრაციაში უნდა გაატაროს მერობის/გამგებლობის კანდიდატი, საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატი, პარტიულ სია ან მისი ის ნაწილი, რომელიც შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს (თუ სიის ამ ნაწილში კანდიდატთა რაოდენობა დადგენილ მინიმუმზე ნაკლები არ არის).
თუ შესწორებული მონაცემები არ შეესაბამება საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ იმავე ვადაში უნდა გამოსცემს განკარგულება საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს განკარგულება და მოთხოვნისთანავე უნდა გადაეცეს).
საკრებულოს წევრობის/მერობის/გამგებლობის კანდიდატის (კანდიდატების) რეგისტრაციის შემდეგ, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, 3 დღის ვადაში უნდა გასცეს კანდიდატის მოწმობები.
პარტიული სიის ან საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილ საკრებულოს წევრობის კანდიდატის რეგისტრაციაზე უარის თქმის ან საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლები
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 145.6-7)
პარტიული სიის, საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი საკრებულოს წევრობის კანდიდატის რეგისტრაციაზე უარის თქმის ან საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გამოსცემს განკარგულებას.
პარტიული სია ან საკრებულოს წევრობის კანდიდატი რეგისტრაციაში არ გატარდება ან საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება თუ:
← დარღვეულია საარჩევნო კოდექსის მოთხოვნები;
4 სააღრიცხვო ბარათში მითითებული არ არის კანდიდატის:
✓ სახელი, გვარი;
✓ საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;
✓ დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
✓ მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით);
✓ პარტიულობა (პარტიის წევრობის შემთხვევაში); თუ უპარტიოა, მიეთითება „უპარტიო“;
✓ თანამდებობა და სამუშაო ადგილი; თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“;
✓ საქართველოში 5 წლის, მათ შორის, ბოლო 2 წლის, განმავლობაში მუდმივად ცხოვრების ფაქტი;
✓ თანხმობა საკრებულოს წევრად კენჭისყრაზე;
✓ იმ ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის დასახელება და ნომერი, რომელშიც იგი წარდგენილია მაჟორიტარ კანდიდატად;
✓ სააღრიცხვო ბარათის შევსების თარიღი.
4 პარტიულ სიაში შეყვანილი კანდიდატი არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიის წევრია;
4 კანდიდატი შეყვანილია ერთზე მეტ პარტიულ სიაში და ერთდროულად არსებობს ან არსებობდა მისი თანხმობა ერთზე მეტ სიაში შეყვანაზე;
4 პარტიულ სიაში შეყვანილი კანდიდატი წერილობით განაცხადებს თანხმობას სხვა პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ კანდიდატად წარდგენაზე;
4 ერთდროულად არსებობს ან არსებობდა საკრებულოს წევრობის კანდიდატის წერილობითი თანხმობა სხვა საკრებულოს წევრობის, მერობის/გამგებლობის კანდიდატად წარდგენაზე;
4 თუ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-2 დღისა რეგისტრირებულ პარტიულ სიაში კანდიდატთა რაოდენობა საარჩევნო კოდექსით დადგენილ მინიმუმზე ნაკლები აღმოჩნდა.
ყურადღება!
პარტიული სია ან საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი საკრებულოს წევრობის კანდიდატი რეგისტრაციაში არ გატარდება ან საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ დადასტურდა ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტი (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 47).
თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერობის/გამგებლობის კანდიდატის რეგისტრაციაზე უარის თქმის ან საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლები
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 167.10)
მერობის/გამგებლობის კანდიდატი რეგისტრაციაში არ გატარდება ან საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება თუ:
4 განცხადებებსა და საბუთებში აღნიშნული მონაცემები არასრულია ან არასწორია;
4 ერთდროულად არსებობს ან არსებობდა მერობის/გამგებლობის კანდიდატის თანხმობა სხვა თვითმმართველი ერთეულის მერის/გამგებლის არჩევნებში ან/და ნებისმიერი საკრებულოს არჩევნებში კანდიდატის სტატუსით მონაწილეობაზე;
4 თუ დარღვეულია კანდიდატის სტატუსთან თანამდებობრივი მდგომარეობის შეუთავსებ-ლობის მოთხოვნები.
ყურადღება!
მერობის/გამგებლობის კანდიდატი რეგისტრაციაში არ გატარდება ან საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ დადასტურდა ამომრჩევლის მოსყიდვის ან წინასაარჩევნო აგიტაციისას და კამპანიისას ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ფაქტი (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 47; მუხლი 48).
საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრის განსაზღვრა
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 145.10,12; მუხლი 167.11)
პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატებს, ასევე, პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ მერობის/გამგებლობის კანდიდატებს აქვთ იგივე რიგითი ნომერი, რომელიც მათ წარმდგენ საარჩევნო სუბიექტებს აქვთ მინიჭებული.
ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატს რიგით ნომერს ანიჭებს საოლქო საარჩევნო კომისია კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა (16 მაისი). წილისყრის პროცედურები ტარდება საარჩევნო კომისიის შენობაში, სხდომებზე დასწრების უფლების მქონე პირთა თანდასწრებით.
წილისყრის მიზნით კომისიის თავმჯდომარე:
← ერთი ფორმისა და სახეობის ფურცლებზე, ერთი და იმავე საწერი საშუალებით წერს ნომრებს საარჩევნო ოლქში საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატების შესაბამისი რაოდენობის ფურცლებზე, რომლებიც იწყება არჩევნებში მონაწილე პარტიებისათვის/საარჩევნო ბლოკებისათვის მინიჭებული უმაღლესი რიგითი ნომრის მომდევნო რიცხვიდან;
← ყოველი ფურცელი უნდა დამოწმდეს კომისიის ბეჭდით;
← ყველა ფურცელი იკეცება იმგვარად, რომ შეუძლებელი იყოს მათზე არსებული ნომრის წაკითხვა;
← კომისიის თავმჯდომარე შევსებულ ფურცლებს ათავსებს გამჭვირვალე ყუთში, საიდანაც ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები სათითაოდ იღებენ მათ;
← წილნაყარი ნომერი ხდება საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი.
ყურადღება!
საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატები წილისყრაში მონაწილეობას მიიღებენ საოლქო საარჩევნო კომისიებში რეგისტრაციის ან/და რეგისტრაციის შესახებ განცხადებების შემოტანის რიგითობის შესაბამისად.
თუ რიგითი ნომრის მიკუთვნების შემდეგ გაუქმდა საარჩევნო სუბიექტის რეგისტრაცია, დარჩენილი საარჩევნო სუბიექტები ინარჩუნებენ ადრე მიკუთვნებულ რიგით ნომრებს.
ინფორმაცია საარჩევნო სუბიექტების რიგითობის შესახებ, ასევე, იმ სუბიექტთა სია, რომელთაც უარი ეთქვათ რეგისტრაციაზე ქვეყნდება ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე რეგისტრაციის ვადის დამთავრებიდან არაუგვიანეს 3 დღისა (26 მაისი).
ქალაქ თბილისის საკრებულოს და მერის არჩევნებში საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაცია იხ. დანართი №1
დოკუმენტაციის მიღება/დახარისხება
საუბნო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილი პირები საოლქო საარჩევნო კომისიას გადასცემენ საარჩევნო დოკუმენტაციის ყუთს/ტომარას და მისგან განცალკევებით:
← კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს (მერის/გამგებლის არჩევნების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს, საკრებულოს მაჟორიტარული და პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შემაჯამებელ ოქმებს);
← განცხადებების/საჩივრების, კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნისა და სარეგისტრაციო ჟურნალის დალუქულ კონვერტს.
რეკომენდებულია დოკუმენტაციის მიღება/დახარისხება მიმდინარეობდეს ქვემოთ მოცემული სქემის მიხედვით.
ნაკადის მარეგულირებელი კომისიის წევრი:
აკონტროლებს საუბნო საარჩევნო კომისიების უფლებამოსილი პირების ნაკადს და უფლებამოსილ პირებს აგზავნის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების შემოწმებაზე პასუხისმგებელ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებთან.
კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების შემოწმებაზე პასუხისმგებელი საარჩევნო კომისიის წევრები:
← იბარებენ ოქმებს, დალუქულ ჩანაწერთა წიგნს და საჩივრებს;
← ქვემოთ მოცემული ფორმულით ამოწმებენ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს:
← შემოწმებულ ოქმებს გადასცემენ კომისიის მდივანს.
საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი:
მიღებული ოქმების შესაბამისად აწარმოებს წინასწარი შედეგების შემაჯამებელ ცხრილს (ისე რომ საარჩევნო კომისიაში ყოფნის უფლების მქონე პირებმა თვალყური ადევნონ საარჩევნო უბნებიდან მიღებული ოქმების შემოწმების პროცესს).
ყურადღება!
← თუ ოქმი არასწორად არის შევსებული, ოქმის მონაცემი წინასწარი შედეგების შემაჯამებელ ცხრილში არ შეიტანება;
← არასწორად შევსებული ოქმი ცალკე გადაიდება და მას საოლქო საარჩევნო კომისია მოგვიანებით განიხილავს.
საუბნო საარჩევნო კომისიისგან საარჩევნო დოკუმენტაციის ჩაბარებაზე პასუხისმგებელი კომისიის წევრები აკეთებენ ჩანაწერს მასალის მიღების შესახებ და გასცემენ მიღება-ჩაბარების აქტს.
საკრებულოსა და მერის/გამგებლის არჩევნების შედეგების შეჯამება
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 21; მუხლი 75; მუხლი 150)
საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის განხილვის შედეგების გათვალისწინებით, კენჭისყრიდან არა უგვიანეს მე-11 დღისა (26 ივნისი) აჯამებს საკრებულოსა და მერის/გამგებლის არჩევნების შედეგებს და ადგენს საარჩევნო ოლქში გამართული არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს.
საოლქო საარჩევნო კომისიის ყველა წევრი, რომელიც ესწრება კომისიის სხდომას, ვალდებულია ხელი მოაწეროს შემაჯამებელ ოქმებს. თუ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი არ ეთანხმება შემაჯამებელ ოქმში შეტანილ მონაცემებს, მას უფლება აქვს, ოქმში აღნიშნოს, რას არ ეთანხმება და წერილობით დაურთოს განსხვავებული აზრი. შემაჯამებელი ოქმები მოწმდება საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით.
საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი, კენჭისყრის შედეგების შეჯამებიდან 7 დღის ვადაში გახსნის საუბნო საარჩევნო კომისიის დალუქულ ჩანაწერთა წიგნებს, გადაიღებს წიგნების იმ გვერდების ასლებს, რომლებზედაც შესრულებულია ამომრჩევლის ვინაობის შემოწმების დამატებით წესთან დაკავშირებული ჩანაწერები (ამის შემდეგჩანაწერთა წიგნი ისევ უნდა დაილუქოს), თავის ხელმოწერით დაამოწმებს ჩანაწერებს და შესაბამის დალუქულ დოკუმენტებთან ერთად (პირადობის მოწმობების/პასპორტების ფოტოასლები) ერთად გადასცემს ცესკოს (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 75.10).
საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების გადამოწმება (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 21.ე)
განცხადების/საჩივრის საფუძველზე, აგრეთვე საკუთარი ინიციატივით საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია განკარგულებით მიიღოს გადაწყვეტილება საუბნო საარჩევნო კომისიიდან მიღებული პაკეტების გახსნისა და საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლის შესახებ.
ყურადღება!
საარჩევნო დოკუმენტაციის გახსნისას საოლქო საარჩევნო კომისიამ უნდა დაიცვას საარჩევნო დოკუმენტაციის გადათვლის შემდეგი თანმიმდევრობა:
← ამომრჩეველთა სიებში ხელმოწერების რაოდენობა;
← ბათილი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა;
← თითოეული კანდიდატისათვის მიცემულ ხმათა (საარჩევნო ბიულეტენების) რაოდენობა.
საუბნო საარჩევნო კომისიიდან მიღებული პაკეტების გახსნისა და საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, კომისიამ უნდა აცნობოს ყველა საარჩევნო სუბიექტსა და დამკვირვებელ ორგანიზაციას, რომელთა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ ბიულეტენების დათვლას საარჩევნო უბანზე და მათი სურვილის შემთხვევაში უზრუნველყოს მათი წარმომადგენლების დასწრება ხელახლა დათვლის პროცესზე.
არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმების საჯაროობა
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 71; მუხლი 150.5-8)
საოლქო კომისია ოქმ(ებ)ის ასლ(ებ)ს, კომისიის წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით (ასეთის არსებობისას), მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადასცემს პარტიების, საარჩევნო ბლოკების, საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებს.
ოქმების ასლი უნდა დამოწმდეს საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით და საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის ხელმოწერებით. ოქმების მიღებას წარმომადგენელი/დამკვირვებელი საოლქო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში ხელმოწერით ადასტურებს.
საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმების ასლები, შედეგების შეჯამებისთანავე, დაუყოვნებლივ გამოაკრას თვალსაჩინო ადგილას საყოველთაო გაცნობისათვის.
არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 10 დღის ვადაში საოლქო საარჩევნო კომისია ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს ცნობას შესაბამის ოლქში გამგებლის/მერის, საკრებულოს არჩევნების შედეგების შესახებ. ცნობაში მითითებული უნდა იყოს აგრეთვე არჩეული საკრებულოს წევრის პარტიულობა (თუ საკრებულოს წევრი უპარტიოა, მიეთითება „უპარტიო“), დაბადების წელი, პროფესია, ძირითადი საქმიანობა, სამუშაო ადგილი.
მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ჩატარებული არჩევნების შედეგების დადგენა
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 149)
მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოში არჩეულად ითვლება კანდიდატი, რომელმაც არჩევნებში სხვებზე მეტი ხმა მიიღო.
თუ არჩევნებში მონაწილე ორმა კანდიდატმა მოაგროვა ხმათა თანაბარი რაოდენობა, არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც უფრო ადრე იყო რეგისტრირებული საოლქო საარჩევნო კომისიაში.
პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ჩატარებული არჩევნების შედეგების დადგენა
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 148)
საოლქო საარჩევნო კომისიამ, პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა უნდა გაამრავლოს გასანაწილებელი მანდატების რაოდენობაზე და გაყოს იმ პარტიების/საარჩევნო ბლოკების მიერ მიღებული ხმების რაოდენობათა ჯამზე, რომლებმაც არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 4% მიიღეს (მანდატების პირველადი განაწილება). მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა.
ყურადღება!
არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა.
თუ პირველადი განაწილების შემდეგ პარტიული სიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი გასანაწილებელი მანდატების საერთო რაოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდება, საოლქო საარჩევნო კომისიამ დარჩენილი გაუნაწილებელი მანდატებიდან თითო მანდატი, თანამიმდევრობით უნდა მიაკუთვნოს უკეთესი შედეგის მქონე იმ პარტიულ სიებს, რომლებმაც მანდატების პირველადი განაწილებით ვერ მოიპოვეს ვერც ერთი მანდატი, მაგრამ მიიღეს არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 4%-ისა (მანდატების მეორადი განაწილება).
თუ მანდატების პირველადი განაწილებით ვერცერთმა პარტიულმა სიამ ვერ მოიპოვა მანდატი, საოლქო საარჩევნო კომისიამ თითო მანდატი უნდა მიაკუთვნოს პროპორციული წესით გასანაწილებელი მანდატების რაოდენობის შესაბამის იმ პარტიულ სიას, რომლებმაც სხვებზე მეტი ხმა მიიღეს (მანდატების მეორადი განაწილება).
თუ მანდატების მეორადი განაწილების შემდეგ კიდევ დარჩება გაუნაწილებელი მანდატი (მანდატები), თითო მანდატი თანამიმდევრობით უნდა მიეკუთვნოს იმ პარტიულ სიებს, რომლებსაც ერთი მანდატი მაინც აქვთ მოპოვებული და აქვთ სხვებზე დიდი ნაშთი.
ყურადღება!
თუ მანდატების მეორადი განაწილების დროს ორი ან მეტი პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა თანაბარი აღმოჩნდება, საოლქო საარჩევნო კომისიამ მანდატი უნდა მიაკუთვნოს იმ პარტიულ სიას, რომელმაც საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საოლქო საარჩევნო კომისიაში უფრო ადრე გაიარა რეგისტრაცია.
პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოში არჩეულად ჩაითვლებიან ის კანდიდატები, რომელთა რიგითი ნომრებიც პარტიულ სიაში ნაკლებია ან ტოლია ამ პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობისა.
თუ საკრებულოს წევრობის კანდიდატი არჩეულია როგორც ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან, ისე პარტიული სიით, მაშინ იგი ითვლება ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან არჩეულად, ამოიღება პარტიული სიიდან და სიაში განხორციელდება რიგით მომდევნო კანდიდატის წანაცვლება.
ყურადღება!
თუ მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან არჩეული კანდიდატი იმავდროულად არჩეულია საარჩევნო ბლოკის პარტიული სიით და სიაში აღნიშნულია, რომ იგი საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული ერთ-ერთი სუბიექტი პარტიის წევრია, მაშინ მის ადგილს, საარჩევნო ბლოკის პარტიულ სიაში, დაიკავებს იმავე პარტიის რიგით მომდევნო საკრებულოს წევრობის კანდიდატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრად არჩეულთა რეგისტრაცია (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 153)
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 5 დღის ვადაში (1 ივლისი) რეგისტრაციაში უნდა გაატაროს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრად არჩეული პირები და გადასცეს მათ შესაბამისი მოწმობები.
მერის/გამგებლის არჩევნების შედეგების დადგენა (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 169)
მერის/გამგებლის არჩევნებში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელმაც არჩევნებში მონაწილეთა ხმების 50%-ზე მეტი მიიღო. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენები.
თბილისის საკრებულოსა და თბილისის მერის არჩევნების შედეგების შეჯამება იხ. დანართი №2
განცხადება/საჩივრის შემდგენი პირები და მათი უფლებები
საუბნო და ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიაში:
← საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს
← არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციის დამკვირვებლებს
უფლება აქვთ კენჭისყრის, ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი/გამოვლენილი დარღვევების შესახებ განცხადება/საჩივრით მიმართონ საოლქო საარჩევნო კომისიას საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დადგენილი წესით:
← საარჩევნო უბნის გახსნიდან (7 საათიდან) საარჩევნო ყუთის გახსნამდე, გაასაჩივრონ კენჭისყრის დღის პროცედურების დარღვევები (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 73.1), რისთვისაც დარღვევის აღმოჩენისთანავე უნდა შეადგინონ განცხადება/საჩივარი (იხ. დანართი №3) საარჩევნო კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დაცვით (იხ. დანართი №4);
ყურადღება!
დანართი №3-ში მოცემული განცხადების/საჩივრის ფორმა სარეკომენდაციო ხასიათისაა და მისი წარდგენა შეიძლება სხვა ფორმითაც, დანართი №4-ით განსაზღვრული რეკვიზიტების გათვალისწინებით.
← საარჩევნო ყუთის გახსნიდან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების შედგენამდე (გარდა კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების შედგენის), გაასაჩივრონ ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი დარღვევები და მოითხოვონ კენჭისყრის შედეგების გადასინჯვა ან ბათილად ცნობა.
ყურადღება!
განცხადება/საჩივარი საარჩევნო ყუთის გახსნიდან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების შედგენამდე (გარდა კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების შედგენისა) ჩადენილ დარღვევებზე საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას გადაეცემა კენჭისყრის დღიდან 2 დღის განმავლობაში. განმცხადებელს/მომჩივანს უფლება აქვს იმავე დარღვევაზე განცხადება/საჩივარი იმავე ვადაში უშუალოდ გადასცეს საოლქო საარჩევნო კომისიას.
საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმები, შედგენიდან 2 კალენდარული დღის ვადაში, საჩივრდება საოლქო საარჩევნო კომისიაში, თუ საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმები შედგენილია დანართი №6-ში აღნიშნული საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით.
საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადება/საჩივრის რეგისტრაცია
საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილ განცხადება/საჩივარს რეგისტრაციაში ატარებს კომისიის მდივანი, შემდეგი წესის დაცვით:
← კომისიის მდივანი სარეგისტრაციო ჟურნალში მიუთითებს განმცხადებლის ვინაობას;
← განცხადება/საჩივრის წარმდგენი და მიმღები პირები ხელს აწერენ ჩანაწერის გასწვრივ;
← კომისიის მდივანი, განცხადება/საჩივრის მიღების დადასტურების მიზნით, განმცხადებელს გადასცემს წერილობით ცნობას საკუთარი ხელმოწერით და ბეჭდით (იხ.დანართი №5).
კომისიის მდივანი ვალდებულია დარწმუნდეს, რომ განცხადება/საჩივარი შეიცავს საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დადგენილი ყველა საჭირო რეკვიზიტს (იხ. დანართი №4).
ყურადღება!
თუ საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი არ იბარებს განცხადება/საჩივარს განმცხადებელს უფლება აქვს დაუკავშირდეს ცესკოს ცხელ ხაზს ნომერზე: 032-251 00 51
განცხადება/საჩივრებზე ხარვეზის დადგენა
საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი ვალდებულია, განცხადების/საჩივრის წარმდგენს დაუდგინოს ხარვეზი და განუსაზღვროს გონივრული ვადა მის გამოსასწორებლად, თუ განცხადება/საჩივარი არ შეიცავს:
← განცხადების/საჩივრის შედგენის თარიღსა და დროს;
← განმცხადებლის/მომჩივნის სახელს, გვარს და რეგისტრაციის ადგილს;
← საარჩევნო უბნის ნომერს;
← მოწმის არსებობის შემთხვევაში – მის სახელს, გვარს და რეგისტრაციის ადგილს.
ხარვეზის გამოსასწორებლად მიცემული ვადა უნდა იყოს გონივრული, რომ შეძლონ მითითებული ხარვეზის გამოსწორება.
შენიშვნა: ხარვეზის შევსების გონივრული ვადა დგინდება საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნისა და განცხადება/საჩივრის წარმდგენი პირის შეთანხმების საფუძველზე. ხარვეზის შევსების ვადის თაობაზე მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში, ვადას ერთპიროვნულად ადგენს საარჩევნო კომისიის მდივანი.
სარეგისტრაციო ჟურნალში ხარვეზის ჩანაწერის გასწვრივ ხელს აწერენ განცხადების/საჩივრის წარმდგენი და მიმღები პირები.
ხარვეზის შევსების პროცედურები
განცხადება/საჩივრის წარმდგენს დადგენილ ვადაში უფლება აქვს გამოასწოროს ხარვეზი ანალოგიური განცხადება/საჩივრის წარდგენის გზით, რომელშიც აღმოფხვრილი იქნება ხარვეზის დადგენის საფუძვლები ან/და წარადგინოს განცხადება, სადაც მიეთითება ის მონაცემები, რომელთა გამოც დაუდგინდა ხარვეზი.
ხარვეზის შევსების შემთხვევაში განცხადება/საჩივრის მიმღები პირი სარეგისტრაციო ჟურნალში რეგისტრირებული განცხადების/საჩივრის გასწვრივ აკეთებს ჩანაწერს ”შევსებულია”, ხარვეზის შევსების ზუსტი დროისა და თარიღის მითითებით. ჩანაწერის გასწვრივ ხელს აწერს განცხადება/საჩივრის წარმდგენი და საოლქო საარჩევნო კომიის მდივანი.
შენიშვნა: დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში განცხადება/საჩივარი არ განიხილება, რის თაობაზეც საოლქო საარჩევნო კომისია გამოსცემს განკარგულებას (განკარგულების სათაურში უნდა მიეთითოს განუხილველად დატოვების კონკრეტული მიზეზი).
რეაგირება განცხადება/საჩივარზე
წარდგენილი განცხადება/საჩივარი არ განიხილება და საოლქო საარჩევნო კომისია გამოსცემს განკარგულებას განცხადება/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, თუ:
← განცხადება/საჩივარი შედგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ;
← განცხადება/საჩივარში არ არის აღნიშნული დარღვევის არსი და მისი ჩადენის დრო;
← განცხადება/საჩივარი საარჩევნო კომისიას გადაეცა კანონით მოთხოვნილი ვადების დარღვევით
განკარგულების სათაურში უნდა მიეთითოს განცხადება/საჩივრის განუხილველად დატოვების კონკრეტული მიზეზი.
მხარეების დაბარება განცხადება/საჩივრის განხილვაზე
საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია მხარეს საქმის განხილვის დრო და ადგილი შეატყობინოს საქმის განხილვის დაწყებამდე არა უგვიანეს 3 საათისა. თუ საჩივრის ავტორია:
← საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული დამკვირვებელი ორგანიზაცია ან მისი წარმომადგენელი, საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ ეცნობება ამ ორგანიზაციის საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ შესაბამის დამკვირვებელს ან ამ ორგანიზაციას;
← საარჩევნო სუბიექტი ან მისი დანიშნული წარმომადგენელი, საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ ეცნობება ამ სუბიექტის მიერ დანიშნულ წარმომადგენელს;
← საარჩევნო კომისიის წევრი, საჩივრის განხილვის შესახებ პირადად მას უნდა ეცნობოს.
საჩივრის განხილვისათვის მხარეები შეიძლება დაბარებულ იქნენ როგორც წერილობით, ისე ტელეფონით (მათ შორის, მობილური ტელეფონით; მოკლე ტექსტური შეტყობინებით), ელექტრონული ფოსტით, ფაქსით ან სხვა ტექნიკური საშუალებებით.
ტექნიკური საშუალებებით მხარის დაბარება დასტურდება:
← მის მიერ მითითებულ საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე დაკავშირებით;
← ელექტრონული ფოსტის, ფაქსის ან მოკლე ტექსტური შეტყობინების შემთხვევაში - შესაბამისი ტექნიკური საშუალებით მოწოდებული დადასტურებით.
შენიშვნა: მხარე დაბარებულად ჩაითვლება, თუ შეუძლებელია მასთან საჩივარში მითითებული ტექნიკური საშუალებებით დაკავშირება (მობილური ტელეფონის, ფაქსის, კომპიუტერის გამორთულ მდგომარეობაში ყოფნის გამო და სხვ.)
ტექნიკური საშუალებებით მხარის დაბარებისას დგება აქტი, რომელიც უნდა დაერთოს კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საჩივარს (იხ. დანართი №7). აქტს, კომისიის თავმჯდომარის დავალებით, ადგენს კომისიის ერთ-ერთი წევრი და მას ხელს აწერენ აქტის შემდგენი და საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.
მხარის გამოუცხადებლობა არ ქმნის საჩივრის განხილვის გადადების საფუძველს.
განცხადება/საჩივრის განხილვა საოლქო საარჩევნო კომისიაში
საჩივრის განხილვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და საკუთარი ინიციატივით საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მოპოვებული მასალების სათანადო გამოკვლევისა და შესწავლის შემდეგ.
მხარეს უფლება აქვს, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს მონაწილეობა საჩივრის განხილვაში.
მხარეს უფლება აქვს საარჩევნო კომისიასთან აწარმოოს ურთიერთობა:
← წარმომადგენლის მეშვეობით;
← ისარგებლოს ადვოკატის დახმარებით.
წარმომადგენელი ვალდებულია საარჩევნო კომისიაში წარადგინოს კანონით დადგენილი წესით დამოწმებული წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი:
მოქალაქეების წარმომადგენლობა დასტურდება მათ მიერ გაცემული წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტით;
← ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლობა დასტურდება წარმომადგენლობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტით;
← ორგანიზაციების (პარტია, დამკვირვებელი ორგანიზაცია) წარმომადგენლობა დასტურდება მათი ხელმძღვანელი პირის მიერ გაცემული მინდობილობით;
← ადვოკატის წარმომადგენლობა დასტურდება მარწმუნებლის მიერ დადგენილი წესით მასზე გაცემული დოკუმენტით (მინდობილობა/ორდერით).
ყურადღება!
თუ წარმომადგენელი არ წარადგენს შესაბამისი წესით დამოწმებულ წარმომადგენლობის დამადასტურებელ საბუთს, მას არ მიეცემა განცხადება/საჩივრის განხილვაში მონაწილეობის უფლება და გადაწყვეტილება მიიღება მისი პოზიციის გაუთვალისწინებლად.
ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამებასთან დაკავშირებულ განცხადება/საჩივარს საოლქო საარჩევნო კომისია განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადების/საჩივრის რეგისტრაციიდან 2 დღის ვადაში. საოლქო საარჩევნო კომისია გადაწყვეტილებას იღებს განკარგულებით, რომელიც შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ სასამართლოში საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესით.
საუბნო საარჩევნო კომისიის/კომისიის ხელმძღვანელი პირების გადაწყვეტილებები მათი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.
საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიის/კომისიის ხელმძღვანელი პირების გადაწყვეტილებების გამო შეტანილ საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში.
საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადება/საჩივრის რეგისტრაცია
საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილ განცხადება/საჩივარს რეგისტრაციაში ატარებს კომისიის მდივანი, შემდეგი წესის მიხედვით:
← კომისიის მდივანი სარეგისტრაციო ჟურნალში მიუთითებს განმცხადებლის ვინაობას;
← განცხადება/საჩივრის წარმდგენი და მიმღები პირები ხელს აწერენ ჩანაწერის გასწვრივ;
← კომისიის მდივანი, განცხადება/საჩივრის მიღების დადასტურების მიზნით, განმცხადებელს გადასცემს წერილობით ცნობას საკუთარი ხელმოწერით და ბეჭდით (იხ.დანართი №5).
ყურადღება!
მხარეები ვალდებულნი არიან განცხადება/საჩივარში, გარდა კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებისა, გარკვევით მიუთითონ განცხადება/საჩივრის ავტორის საკონტაქტო (საცხ. ადგილისა და მობილურის) ტელეფონის ნომრები, ასევე დამატებით მითითებული უნდა იქნეს განცხადება/საჩივრის ავტორის ფაქსისა და ელექტრონული ფოსტის მისამართი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
რეაგირება განცხადება/საჩივარზე
წარდგენილი განცხადება/საჩივარი არ განიხილება და საოლქო საარჩევნო კომისია გამოსცემს განკარგულებას განცხადება/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, თუ:
← განცხადება/საჩივარი შედგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ;
← განცხადება/საჩივარი საარჩევნო კომისიას გადაეცა კანონით მოთხოვნილი ვადებისა და წესის დარღვევით.
ყურადღება!
საოლქო საარჩევნო კომისიაში არ ხდება საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევების გამო (გარდა კენჭისყრის დღისა) წარდგენილი განცხადება/საჩივრის ხარვეზის დადგენა. შესაბამისი საფუძვლების არსებობისას განცხადება/საჩივარი ხარვეზის დაუდგენლად რჩება განუხილველი.
საოლქო საარჩევნო კომისიაში მხარეების დაბარება განცხადება/საჩივრის განხილვაზე და განცხადება/საჩივრის განხილვა მიმდინარეობს ერთიანი წესით, რაც განხილულ იქნა კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცედურების დარღვევებზე წარდგენილ განცხადება/საჩივრებთან მიმართებაში.
საოლქო საარჩევნო კომისიის/კომისიის ხელმძღვანელი პირების გადაწყვეტილებები, საუბნო საარჩევნო კომისიის/კომისიის ხელმძღვანელი პირების გადაწყვეტილებების გამო (მათ შორის შემაჯამებელი ოქმების შედგენის გამო) 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში.
საოლქო საარჩევნო კომისიის/კომისიის ხელმძღვანელ პირთა გადაწყვეტილებები, გარდა ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილებებისა, მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს ცესკოში.
ყურადღება!
საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება 2 კალენდარული დღის ვადაში საჩივრდება შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში შემდეგ გამონაკლის შემთხვევებში:
← საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება ამომრჩეველთა მონაცემებში/სიებში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ;
← საარჩევნო კომისიის განკარგულება დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.
დანართი №1
თბილისის საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 157)
თბილისის საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს:
← საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას;
← საარჩევნო ბლოკს;
← პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა 5-კაციანი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატს, რომელიც რეგისტრირებულია საოლქო საარჩევნო კომისიაში.
თბილისის საკრებულოს წევრად შეიძლება აირჩეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და კენჭისყრის დღისათვის შეუსრულდა 21 წელი და საქართველოში მუდმივად უცხოვრია სულ ცოტა 5 წლის განმავლობაში, მათ შორის, არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 2 წელს მაინც.
თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობის უფლება (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 167)
თბილისის მერის არჩევნებში კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს:
← საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას;
← საარჩევნო ბლოკს.
თბილისის მერობის კანდიდატის საბუთები რეგისტრაციისათვის წარედგინება ცესკოს.
თბილისი მერად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 5 წელი მაინც და არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 2 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობს საქართველოში.
პარტიული სიების წარდგენა (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 158)
პროპორციული წესით თბილისის საკრებულოს წევრთა მანდატების მისაღებად პარტია, საარჩევნო ბლოკი პარტიულ სიებს წარუდგენს ცესკოს კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 30 დღისა (16 მაისი).
თბილისის საკრებულოს წევრობის მაჟორიტარ კანდიდატთა წარდგენა
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 159; მუხლი 144)
საკრებულოს არჩევნებში საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენის მიზნით, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიამ, საარჩევნო ბლოკმა კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 30 დღისა (16 მაისი) განცხადებით უნდა მიმართოს საოლქო საარჩევნო კომისიას. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს მაჟორიტარი კანდიდატის:
← გვარი, სახელი;
← დაბადების თარიღი;
← პროფესია;
← თანამდებობა (საქმიანობა);
← სამუშაო ადგილი (თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“);
← საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;
← რეგისტრაციის ადგილი;
← საარჩევნო ოლქისა და ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის დასახელება, რომელშიც იგი წარდგენილია მაჟორიტარ კანდიდატად;
← პარტიულობა (პარტიის წევრობის შემთხვევაში, ხოლო თუ უპარტიოა, მიეთითება „უპარტიო“).
განცხადება დამოწმებული უნდა იყოს პარტიის ან საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული ყველა პარტიის უფლებამოსილი პირების, ხოლო საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი განცხადება დამოწმებული უნდა იყოს საინიციატივო ჯგუფის ყველა წევრის ხელმოწერით.. განცხადებას უნდა ერთვოდეს კანდიდატის ორი ფოტოსურათი და მის მიერ ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი (ორ ცალად).
სააღრიცხვო ბარათში კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან (სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით) და რეგისტრაციის თარიღი, დაბადების თარიღი) ერთად მითითებული უნდა იყოს საქართველოში 5 წლის, მათ შორის, ბოლო 2 წლის, განმავლობაში მისი მუდმივად ცხოვრების ფაქტი და თანხმობა მოცემულ საარჩევნო ოლქის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში კენჭისყრაზე.
ყურადღება!
პარტიის/საარჩევნო ბლოკის/საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს სააღრიცხვო ბარათებს წინასწარ გადასცემს საოლქო საარჩევნო კომისია.
საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი, განცხადებისა და თანდართული მასალების მიღებისთანავე პარტიის, საარჩევნო ბლოკის, საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს გადასცემს დათარიღებულ ცნობას საბუთების მიღების შესახებ.
ყურადღება!
პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ საარჩევნო ოლქში დასახელებული მაჟორიტარი კანდიდატი იმავდროულად შეიძლება იყოს შესაბამისი პარტიის/საარჩევნო ბლოკის პარტიულ სიაში.
თბილისის მერობის კანდიდატთა წარდგენა (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 167)
თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიამ/საარჩევნო ბლოკმა კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 30-ე დღისა (16 მაისი) მერობის კანდიდატი უნდა წარუდგინოს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
თბილისის საკრებულოს წევრობის მაჟორიტარ კანდიდატთა რეგისტრაცია
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 145; მუხლი 167)
პარტიის/საარჩევნო ბლოკის/საინიციატივო ჯგუფის მიერ საკრებულოს წევრობის კანდიდატის რეგისტრაციისათვის წარდგენილ განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტებს, საბუთების წარდგენიდან 2 დღის ვადაში, მაგრამ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 28-ე დღისა (18 მაისი), ამოწმებს საოლქო საარჩევნო კომისის თავმჯდომარე, რომელიც:
← საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს საკრებულოს წევრობის კანდიდატს, თუ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს;
← წერილობით აცნობებს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებთან სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში არსებული მონაცემების შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით).
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში არსებული მონაცემების შეუსაბამობის შემთხვევაში, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს დოკუმენტაციის სრულყოფისთვის განუსაზღვრავს 2 დღეს.
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, შესწორებული მონაცემების წარდგენის შემთხვევაში, საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი უნდა გადაწყვიტოს დოკუმენტაციის წარდგენიდან 3 დღის ვადაში.
თუ შესწორებული მონაცემები შეესაბამება საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, რეგისტრაციაში უნდა გაატაროს საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატი.
თუ შესწორებული მონაცემები არ შეესაბამება საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ იმავე ვადაში უნდა გამოსცემს განკარგულება საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს განკარგულება და მოთხოვნისთანავე უნდა გადაეცეს).
საკრებულოს წევრობის კანდიდატის (კანდიდატების) რეგისტრაციის შემდეგ, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, 3 დღის ვადაში უნდა გასცეს კანდიდატის მოწმობები.
თბილისის საკრებულოს წევრობის მაჟორიტარ კანდიდატთა რეგისტრაციაზე უარის თქმის ან საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლები (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 145.6-7)
თბილისის საკრებულოს წევრობის მაჟორიტარ კანდიდატთა რეგისტრაციაზე უარის თქმის ან საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გამოსცემს განკარგულებას.
საკრებულოს წევრობის კანდიდატი რეგისტრაციაში არ გატარდება ან საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება თუ:
← დარღვეულია საარჩევნო კოდექსის მოთხოვნები;
4 სააღრიცხვო ბარათში მითითებული არ არის კანდიდატის:
✓ სახელი, გვარი;
✓ საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;
✓ დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
✓ მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით);
✓ პარტიულობა (პარტიის წევრობის შემთხვევაში); თუ უპარტიოა, მიეთითება „უპარტიო“;
✓ თანამდებობა და სამუშაო ადგილი; თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“;
✓ საქართველოში 5 წლის, მათ შორის, ბოლო 2 წლის, განმავლობაში მუდმივად ცხოვრების ფაქტი;
✓ თანხმობა საკრებულოს წევრად კენჭისყრაზე;
✓ იმ ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის დასახელება და ნომერი, რომელშიც იგი წარდგენილია მაჟორიტარ კანდიდატად;
✓ სააღრიცხვო ბარათის შევსების თარიღი.
4 ერთდროულად არსებობს ან არსებობდა საკრებულოს წევრობის კანდიდატის წერილობითი თანხმობა სხვა საკრებულოს წევრობის, მერობის კანდიდატად წარდგენაზე;
ყურადღება!
თბილისის საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატი რეგისტრაციაში არ გატარდება ან საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ დადასტურდა ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტი (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 47).
თბილისის საკრებულოს წევრობის მაჟორიტარ კანდიდატთა რიგითი ნომრის განსაზღვრა (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 145.10,12; მუხლი 167.11)
პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატს აქვთ იგივე რიგითი ნომერი, რომელიც მათ წარმდგენ საარჩევნო სუბიექტებს აქვთ მინიჭებული.
ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატს რიგით ნომერს ანიჭებს საოლქო საარჩევნო კომისია კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა (16 მაისი). წილისყრის პროცედურები ტარდება საარჩევნო კომისიის შენობაში, სხდომებზე დასწრების უფლების მქონე პირთა თანდასწრებით.
წილისყრის მიზნით კომისიის თავმჯდომარე:
← ერთი ფორმისა და სახეობის ფურცლებზე, ერთი და იმავე საწერი საშუალებით წერს ნომრებს საარჩევნო ოლქში საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატების შესაბამისი რაოდენობის ფურცლებზე, რომლებიც იწყება არჩევნებში მონაწილე პარტიებისათვის/საარჩევნო ბლოკებისათვის მინიჭებული უმაღლესი რიგითი ნომრის მომდევნო რიცხვიდან;
← ყოველი ფურცელი უნდა დამოწმდეს კომისიის ბეჭდით;
← ყველა ფურცელი იკეცება იმგვარად, რომ შეუძლებელი იყოს მათზე არსებული ნომრის წაკითხვა;
← კომისიის თავმჯდომარე შევსებულ ფურცლებს ათავსებს გამჭვირვალე ყუთში, საიდანაც ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები სათითაოდ იღებენ მათ;
← წილნაყარი ნომერი ხდება საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი.
ყურადღება!
საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატები წილისყრაში მონაწილეობას მიიღებენ საოლქო საარჩევნო კომისიებში რეგისტრაციის ან/და რეგისტრაციის შესახებ განცხადებების შემოტანის რიგითობის შესაბამისად.
თუ რიგითი ნომრის მიკუთვნების შემდეგ გაუქმდა საარჩევნო სუბიექტის რეგისტრაცია, დარჩენილი საარჩევნო სუბიექტები ინარჩუნებენ ადრე მიკუთვნებულ რიგით ნომრებს.
ინფორმაცია საარჩევნო სუბიექტების რიგითობის შესახებ, ასევე, იმ სუბიექტთა სია, რომელთაც უარი ეთქვათ რეგისტრაციაზე ქვეყნდება ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე რეგისტრაციის ვადის დამთავრებიდან არაუგვიანეს 3 დღისა (26 მაისი).
დანართი №2
თბილისის საკრებულოსა და თბილისის მერის არჩევნების შედეგების შეჯამება
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 156.2-3; მუხლი 169)
თბილისის საკრებულოს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგებს აჯამებს და ადგენს საოლქო საარჩევნო კომისია, ხოლო პროპორციული წესით ჩატარებული არჩევნების შემაჯამებელი საარჩევნო კომისიის ფუნქციებს ახორციელებს ცესკო.
თბილისის მერის არჩევნების კენჭისყრის შედეგებს აჯამებენ საოლქო საარჩევნო კომისიები, ხოლო არჩევნების შედეგებს ადგენს ცესკო.
კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიაში
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 21; მუხლი 75; მუხლი 150)
საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის განხილვის შედეგების გათვალისწინებით, კენჭისყრიდან არა უგვიანეს მე-11 დღისა (26 ივნისი) აჯამებს საკრებულოსა და მერის არჩევნების კენჭისყრის შედეგებს, ადგენს კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს.
საოლქო საარჩევნო კომისიის ყველა წევრი, რომელიც ესწრება კომისიის სხდომას, ვალდებულია ხელი მოაწეროს შემაჯამებელ ოქმებს. თუ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი არ ეთანხმება შემაჯამებელ ოქმში შეტანილ მონაცემებს, მას უფლება აქვს, ოქმში აღნიშნოს, რას არ ეთანხმება და წერილობით დაურთოს განსხვავებული აზრი. შემაჯამებელი ოქმები მოწმდება საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით.
საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი, კენჭისყრის შედეგების შეჯამებიდან 7 დღის ვადაში გახსნის საუბნო საარჩევნო კომისიის დალუქულ ჩანაწერთა წიგნებს, გადაიღებს წიგნების იმ გვერდების ასლებს, რომლებზედაც შესრულებულია ამომრჩევლის ვინაობის შემოწმების დამატებით წესთან დაკავშირებული ჩანაწერები (ამის შემდეგჩანაწერთა წიგნი ისევ უნდა დაილუქოს), თავის ხელმოწერით დაამოწმებს ჩანაწერებს და შესაბამის დალუქულ დოკუმენტებთან ერთად (პირადობის მოწმობების/პასპორტების ფოტოასლები) ერთად გადასცემს ცესკოს (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 75.10).
საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების გადამოწმება
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 21.ე)
განცხადების/საჩივრის საფუძველზე, აგრეთვე საკუთარი ინიციატივით საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია განკარგულებით მიიღოს გადაწყვეტილება საუბნო საარჩევნო კომისიიდან მიღებული პაკეტების გახსნისა და საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლის შესახებ.
ყურადღება!
საარჩევნო დოკუმენტაციის გახსნისას საოლქო საარჩევნო კომისიამ უნდა დაიცვას საარჩევნო დოკუმენტაციის გადათვლის შემდეგი თანმიმდევრობა:
← ამომრჩეველთა სიებში ხელმოწერების რაოდენობა;
← ბათილი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა;
← თითოეული კანდიდატისათვის მიცემულ ხმათა (საარჩევნო ბიულეტენების) რაოდენობა.
საუბნო საარჩევნო კომისიიდან მიღებული პაკეტების გახსნისა და საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, კომისიამ უნდა აცნობოს ყველა საარჩევნო სუბიექტსა და დამკვირვებელ ორგანიზაციას, რომელთა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ ბიულეტენების დათვლას საარჩევნო უბანზე და მათი სურვილის შემთხვევაში უზრუნველყოს მათი წარმომადგენლების დასწრება ხელახლა დათვლის პროცესზე.
კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმების საჯაროობა
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 75; მუხლი 150.5-8)
საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმების ასლები, შედეგების შეჯამებისთანავე, დაუყოვნებლივ გამოაკრას თვალსაჩინო ადგილას საყოველთაო გაცნობისათვის.
საოლქო კომისია ოქმ(ებ)ის ასლ(ებ)ს, კომისიის წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით (ასეთის არსებობისას), მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადასცემს პარტიების, საარჩევნო ბლოკების, საინიციატივო ჯგუფისა წარმომადგენლებს და დამკვირვებელი ორგანიზაციების დამკვირვებლებს.
ოქმების ასლი უნდა დამოწმდეს საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით და საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის ხელმოწერებით. ოქმების მიღებას წარმომადგენელი/დამკვირვებელი საოლქო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში ხელმოწერით ადასტურებს.
კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 10 დღის ვადაში საოლქო საარჩევნო კომისია ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს ცნობას შესაბამის ოლქში საკრებულოს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემთ ჩატარებული არჩევნების შედეგების შესახებ. ცნობაში მითითებული უნდა იყოს აგრეთვე არჩეული საკრებულოს წევრის პარტიულობა (თუ საკრებულოს წევრი უპარტიოა, მიეთითება „უპარტიო“), დაბადების წელი, პროფესია, ძირითადი საქმიანობა, სამუშაო ადგილი.
მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ჩატარებული არჩევნების შედეგების დადგენა (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 161)
თბილისის საკრებულოს მაჟორიტარულ არჩევნებში არჩეულად ითვლება კანდიდატი, რომელმაც არჩევნებში სხვებზე მეტი ხმა მიიღო.
თუ არჩევნებში მონაწილე ორმა კანდიდატმა მიიღო ხმათა თანაბარი რაოდენობა, არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში უფრო ადრე წარადგინა განცხადება რეგისტრაციის შესახებ.
თბილისის საკრებულოს წევრად არჩეულთა რეგისტრაცია (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 163)
არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 5 დღის ვადაში ცესკო რეგისტრაციაში ატარებს თბილისის საკრებულოს წევრად არჩეული პირებს და გადასცემს მათ შესაბამის მოწმობებს.
თბილისის მერის არჩევნების შედეგების დადგენა (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 169)
თბილისის მერის არჩევნებში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელმაც არჩევნებში მონაწილეთა ხმების 50%-ზე მეტი მიიღო. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენები.
დანართი №3
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
ა) განცხადება/საჩივრის საარჩევნო უბანში წარდგენის შემთხვევაში მიეთითება საარჩევნო უბნისა და ოლქის დასახელება და ნომერი
ბ) განცხადება/საჩივრის საარჩევნო ოლქში წარდგენის შემთხვევაში მიეთითება საარჩევნო ოლქის დასახელება და ნომერი
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა / ს ა ჩ ი ვ ა რ ი
(საჭირო გახაზეთ)
განმცხადებელი/მომჩივანი-------------------------------------------------------------------------------
სახელი, გვარი, მისამართი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
ფაქსი, ელ.ფოსტის მისამართი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
დარღვევა: კენჭისყრის პროცედურა □ დარღვევის ჩადენის დრო -------------------- საათი, წუთი
ხმის დათვლა/კენჭისყრის შედეგებისბ შეჯამების პროცედურა □
№ ”---” ”-------------------” საარჩევნო უბანი
დარღვევის არსი: ------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
მოწმე (არსებობის შემთხვევაში) -------------------------------------------------------------------------
სახელი, გვარი, მისამართი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით
დამრღვევის დადგენის შემთხვევაში - მისი ის მონაცემები, რომელთა დადგენაც შესაძლებელი გახდა--------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
დამრღვევის ახსნა-განმარტება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) --------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
(სხვა დამატებითი ინფორმაცია) ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, განიხილოთ ჩემი განცხადება/საჩივარი და მოახდინოთ შესაბამისი რეაგირება (ბათილობის ან სხვა მოთხოვნის შემთხვევაში მიუთითეთ შესაბამისი მოთხოვნა)--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
”----“ “-----------“ 20----- წელი
განმცხადებელი/მომჩივანი:
განცხადების/საჩივრის ----------------------------------- --------------------------
(შედგენის დრო (საათი, წუთი)) ხელმოწერა
დანართი №4
საარჩევნო კომისიაში წარდგენილი განცხადება/საჩივრის რეკვიზიტები
განცხადებაში/საჩივარში აღინიშნება:
განცხადების/საჩივრის შედგენის თარიღი და დრო*;
განმცხადებლის/მომჩივნის სახელი, გვარი და რეგისტრაციის ადგილი*;
საარჩევნო უბნის ნომერი*;
მოწმის არსებობის შემთხვევაში – მისი სახელი, გვარი და რეგისტრაციის ადგილი*;
დარღვევის არსი და მისი ჩადენის დრო**;
დამრღვევის დადგენის შემთხვევაში – მისი ის მონაცემები, რომელთა დადგენაც შესაძლებელი გახდა**;
დამრღვევის ახსნა-განმარტება (ასეთის არსებობის შემთხვევაში)**;
განმცხადებლის/მომჩივნის საკონტაქტო ტელეფონის (საცხოვრებელი ადგილის ან/და მობილურის) ნომერი***;
ასევე განმცხადებლის/მომჩივნის ფაქსი და ელექტრონული ფოსტის მისამართი (მათი არსებობის შემთხვევაში)***;[1]
სხვა დამატებითი ინფორმაცია.
დანართი № 5
№ “……”……………საოლქო საარჩევნო კომისია
ცნობა
განცხადება/საჩივრის რეგისტრაციაში გატარების შესახებ
განცხადება/საჩივრის მიღების თარიღი: ...................................................................
განცხადება/საჩივრის მიღების დრო: ...................................................................................................
განცხადება/საჩივრის სარეგისტრაციო ნომერი: ......................................................
კომისიის მდივანი: ....................................
/ ხელმოწერა /
დანართი №6
საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრება საოლქო საარჩევნო კომისიაში შესაძლებელია, თუ ოქმში აღნიშნული არ არის ან არაზუსტია:
✓ საარჩევნო ოლქის ნომერი და დასახელება, საარჩევნო უბნის ნომერი;
✓ გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი იმ საარჩევნო უბნის ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც მიმაგრებულია ძირითად საარჩევნო უბანზე;
✓ არჩევნების/რეფერენდუმის დასახელება;
✓ კენჭისყრის თარიღი (თუ ეს არის განმეორებითი კენჭისყრა ან არჩევნების მეორე ტური, ესეც უნდა აღინიშნოს);
✓ საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდისა და ამომრჩეველთა რეგისტრატორების ბეჭდების ნომრები;
✓ ერთიან სიაში ამომრჩეველთა რაოდენობა;
✓ სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა რაოდენობა;
✓ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა ამომრჩეველთა სიებში 12 საათსა და 17 საათზე;
✓ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა (ამომრჩეველთა სიებში ხელმოწერების მიხედვით);
✓ მიღებულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;
✓ ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;
✓ საარჩევნო სუბიექტების დასახელება, საარჩევნო სუბიექტებისათვის მიცემულ ხმათა რაოდენობა;
✓ ოქმის შედგენის თარიღი და დრო;
✓ ოქმის ის მონაცემები, რომლებსაც არ ეთანხმება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი (ამ ჩანაწერს კომისიის წევრი აკეთებს გრაფაში „განსხვავებული აზრი“ და ხელს აწერს მას);
✓ ოქმის სარეგისტრაციო ნომერი, რეგისტრაციის თარიღი და დრო (აღინიშნება ოქმის გაცემისას).
დანართი №7
მხარის ტექნიკური საშუალებებით დაბარების
ა ქ ტ ი
ქ. ------------------- ,,----“ ,,----------“ 20-- წ
აქტის შემდგენი -------------------------------------------------------------------------------------
(სახელი, გვარი, თანამდებობა)
შევადგინე ეს აქტი მასზედ, რომ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(დასაბარებელი მხარის ვინაობა, იმ ტექნიკური საშუალების დასახელება და ნომერი, რომლიდანაც და რომელზეც მოხდა მხარესთან დაკავშირება და შედეგი)
----------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------
(საჩივრის განხილვის დრო და ადგილი)
----------------------------------------------------------------------------------------------------------
(საჩივრის დასახელება, რომლის გამოც ხდება დაბარება)
---------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------
გამოუცხადებლობის შემთხვევაში მხარეს განემარტა ”საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის 77-ე მუხლის 25-ე და 31-ე პუნქტების შინაარსი
ყოველივე ზემოაღნიშნულზე შედგა ეს აქტი, რომლის სისწორესაც ხელმოწერით ვადასტურებთ
----------------------------------------------------------------
(აქტის შემდგენლის ხელმოწერა)
--------------------------------------------------------------------
(საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის/ცესკოს სამმართველოს უფროსის ხელმოწერა)
აქტის შედგენის დრო -----------------------------------------
შენიშვნებისთვის
_______________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________
შენიშვნებისთვის
_______________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________
შენიშვნებისთვის
_______________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________
შენიშვნებისთვის
______________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________
-----------------------
* აღნიშნული რეკვიზიტების მიუთითებლობა არაზუსტად ან არასრულყოფილად წარმოადგენს განცხადება/საჩივარზე ხარვეზის
დადგენის საფუძველს, ხოლო ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, მისი განუხილველად დატოვების საფუძველს.
** აღნიშნული რეკვიზიტების მიუთითებლობა წარმოადგენს ხარვეზის დადგენის გარეშე განცხადება/საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს.
*** აღნიშნული რეკვიზიტების მიუთითებლობა არაზუსტად ან არასრულყოფილად არ შეიძლება გახდეს განცხადება/საჩივრის ხარვეზი დადგენის და განუხილველად დატოვების საფუძველი, მაგრამ შეიძლება გახდეს მხარის საჩივრის განხილვაზე დაბარების შეუძლებლობის საფუძველი.
-----------------------
საოლქო საარჩევნო კომისიის შემადგენლობა და მუშაობის წესი
ნაწილი I
თავი I. საოლქო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი
თავი II. საოლქო საარჩევნო კომისიის მუშაობის წესი
თავი III. საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომა
ნაწილი II
საოლქო საარჩევნო კომისიის საქმიანობა წინასაარჩევნო პერიოდში
თავი I. ამომრჩეველთა სიები
თავი II. საარჩევნო დოკუმენტაციისა და ინვენტარის გადაცემა
ნაწილი III
საარჩევნო პროცესში მონაწილე პირთა რეგისტრაცია
თავი I. დამკვირვებელთა, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელთა, პრესისა
და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაცია
თავი II. საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაცია
საოლქო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო დოკუმენტაციის მიღება,
არჩევნების (კენჭისყრის) შედეგების შეჯამება
ნაწილი IV
თავი I. დოკუმენტაციის მიღება/დახარისხება საოლქო საარჩევნო კომისიაში
სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებს რაოდენობას
ბათილი ბიულეტენების რაოდენობა
ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობის
თავი II. არჩევნების შედეგების შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიაში
განცხადება/საჩივრის შეტანისა და განხილვის წესები
ნაწილი V
კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცედურების დარღვევებზე
განცხადება/საჩივრები
საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევებზე (გარდა კენჭისყრის დღისა)
განცხადება/საჩივრები
საოლქო საარჩევნო კომისიის/კომისიის ხელმძღვანელი პირების გადაწყვეტილებები
გასაჩივრების ვადა და წესი
ქალაქ თბილისის საკრებულოს და მერის არჩევნებში საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაცია
თბილისის საკრებულოს და მერის არჩევნების შედეგების შეჯამება
-----------------------
2
1
0