თვითმმართველი თემის – გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 28 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
- მოქმედი 99%
- მოქმედი 96%
- მოქმედი 96%
- მოქმედი 96%
- მოქმედი 95%
- მოქმედი 95%
- მოქმედი 95%
- მოქმედი 95%
- მოქმედი 95%
- მოქმედი 94%
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №72/2015 |
|
2015 წლის 24 დეკემბერი ქ. თბილისი |
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
|
| მუხლი 1 |
თვითმმართველი თემის –
გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 28 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისთვის დამტკიცდეს თანდართული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია.
|
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
|
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
|
|
📎 დანართები (1)
ნორმატიული-აქტი-2 DOC ⬇
დამტკიცებულია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
24 დეკემბრის №72/2015 დადგენილებით
სარჩევი
ნაწილი I. საოლქო საარჩევნო კომისიის შემადგენლობა და მუშაობის წესი 3
თავი I. საოლქო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი 3
საოლქო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი და უფლებამოსილების ვადა 3
თავი II. საოლქო საარჩევნო კომისიის მუშაობის წესი 4
საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომების მომზადება 4
საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის მიმდინარეობა 4
საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის ოქმი 5
საოლქო საარჩევნო კომისიის საქმისწარმოების წესი 5
საოლქო საარჩევნო კომისიის სამართლებრივი აქტები 5
საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე განკარგულების მიღების წესი 6
თავი III. საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომა 7
საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომა 7
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის/კომისიის თავმჯდომარის მოადგილის/კომისიის მდივნის არჩევის წესი 7
ნაწილი II. საოლქო საარჩევნო კომისიის საქმიანობა წინასაარჩევნო პერიოდში 8
თავი I. ამომრჩეველთა სიები 8
ამომრჩეველთა ერთიანი სიის მონაცემების გადამოწმება 9
ამომრჩეველთა ერთიან სიაში ცვლილებების შეტანა 10
ამომრჩეველთა სპეციალური სია 10
გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის ფორმირების წესი 11
თავი II. საარჩევნო დოკუმენტაციისა და ინვენტარის გადაცემა 12
საარჩევნო დოკუმენტაციის გადაცემა საუბნო საარჩევნო კომისიისთვის 12
ნაწილი III. საარჩევნო პროცესში მონაწილე პირთა რეგისტრაცია 13
თავი I. დამკვირვებელთა, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელთა აკრედიტაცია 13
დამკვირვებელ ორგანიზაციათა რეგისტრაცია 13
საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა რეგისტრაცია 14
პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელთა აკრედიტაცია 15
თავი II. საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაცია 15
გამგებლობის კანდიდატთა წარდგენა 15
საარჩევნო ოლქში წარდგენილი გამგებლობის კანდიდატების რეგისტრაცია 15
თვითმმართველი თემის გამგებლობის კანდიდატის რეგისტრაციაზე უარის თქმის ან საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლები 16
საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრის განსაზღვრა 16
ნაწილი IV. საოლქო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო დოკუმენტაციის მიღება, არჩევნების შედეგების შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიაში 17
თავი I. საარჩევნო დოკუმენტაციის მიღება/დახარისხება საოლქო საარჩევნო კომისიაში 17
საარჩევნო დოკუმენტაციის მიღება/დახარისხება 17
თავი II. არჩევნების შედეგების შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიაში 18
არჩევნების შედეგების შეჯამება 18
საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების გადამოწმება 18
ნაწილი V. განცხადების/საჩივრის შეტანისა და განხილვის წესები 19
განცხადებები/საჩივრები კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცედურების დარღვევებზე 19
განცხადებები/საჩივრები საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევებზე 23
საოლქო საარჩევნო კომისიის/კომისიის ხელმძღვანელ პირთა გადაწყვეტილებები 24
დანართი №1. განცხადება/საჩივარი 25
დანართი №2. საარჩევნო კომისიაში წარდგენილი განცხადების/საჩივრის რეკვიზიტები 26
დანართი №3. ცნობა განცხადების/საჩივრის რეგისტრაციაში გატარების შესახებ 27
დანართი №4. საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების საფუძვლები 28
დანართი №5. მხარის ტექნიკური საშუალებებით დაბარების აქტი 29
საოლქო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი და უფლებამოსილების ვადა
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 19; მუხლი 20)
საოლქო საარჩევნო კომისია შედგება 13 წევრისაგან:
← 5 წევრს ირჩევს ცესკო (5 წლით);
← 7 წევრს ნიშნავენ პარტიები (ეს წევრები ინიშნებიან არჩევნების დანიშვნის შემდეგ და უფლებამოსილება უწყდებათ არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებისთანავე);
← წევრს ირჩევს ცესკო (აირჩევა არჩევნების დანიშვნის შემდეგ და უფლებამოსილება უწყდება არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებისთანავე).
საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები და მათი უფლებამოსილებები
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 20; მუხლი 22)
საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები არიან:
← კომისიის თავმჯდომარე;
← კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
← კომისიის მდივანი.
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე:
← უძღვება კომისიის სხდომას;
← განკარგავს კომისიის ფინანსურ სახსრებს;
← დავალებას აძლევს კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის მდივანს, კომისიის სხვა წევრებს, დამხმარე და ტექნიკურ პერსონალს;
← რეგისტრაციაში ატარებს თვითმმართველი თემის გამგებლობის კანდიდატებს;
← სათანადო მოწმობებს აძლევს პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ კანდიდატებს;
← სათანადო მოწმობას აძლევს არჩეულ გამგებელს;
← ცესკოს გადასცემს არჩეული გამგებლის უფლებამოსილების შესამოწმებლად საჭირო დოკუმენტაციას.
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე:
← ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას, თუ კომისიას არ ჰყავს თავმჯდომარე ან მას არ შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება;
← კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით ახორციელებს კომისიის თავმჯდომარის ცალკეულ უფლებამოსილებებს.
საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი:
← ანაწილებს კომისიაში შემოსულ საარჩევნო საბუთებს და კორესპონდენციას;
← რეგისტრაციაში ატარებს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიისა და საარჩევნო ბლოკის წარმომადგენლებს საუბნო საარჩევნო კომისიებში და აძლევს მათ სათანადო მოწმობებს;
← რეგისტრაციაში ატარებს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნულ დამკვირვებლებს და აძლევს მათ სათანადო მოწმობებს;
← განკარგულებით ახორციელებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციას და აძლევს მათ სააკრედიტაციო ბარათებს (მოწმობებს);
← ამზადებს კომისიის განკარგულებათა პროექტებს, ადგენს კომისიის სხდომათა ოქმებს, მათ შორის, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს.
საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომების მომზადება
(საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი - მუხლი 9)
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით ან მისი მოადგილის მოთხოვნით იწვევს კომისიის სხდომას.
საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი სხდომის მოწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე კომისიაში თვალსაჩინო ადგილას აკრავს განცხადებას სხდომის მოწვევის შესახებ, რომელშიც მითითებულია სხდომის თარიღი, დაწყების ზუსტი დრო და სავარაუდო დღის წესრიგი.
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში − კომისიის მდივანი, პირადად არის პასუხისმგებელი იმისთვის, რომ სხდომის თარიღი და დაწყების ზუსტი დრო კომისიის ყველა წევრს შეატყობინოს.
საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა ღიაა (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 8.15).
საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ:
← ცესკოს წევრებსა და წარმომადგენლებს;
← ცესკოს აპარატის და შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თანამშრომლებს;
← შესაბამის საარჩევნო კომისიაში აკრედიტებულ მედიის წარმომადგენლებს;
← შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სუბიექტების თითო წარმომადგენელს;
← ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების თითო დამკვირვებელს;
← საერთაშორისო ორგანიზაციების თითო დამკვირვებელს (თარჯიმანთან ერთად).
წესრიგის დარღვევისა და საოლქო საარჩევნო კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლის შემთხვევაში წესრიგის დამრღვევის გაძევების საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს კომისია, რაც აღინიშნება სხდომის ოქმში.
საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის მიმდინარეობა (საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი - მუხლი 9; მუხლი 10)
საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომას უძღვება კომისიის თავმჯდომარე ან მისი მოადგილე. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობა, არანაკლებ 7 წევრი. კომისიის წევრები სხდომაზე დასწრებას დასწრების ფურცელზე ხელმოწერით ადასტურებენ. კომისიის სხდომის დღის წესრიგს ამზადებს კომისიის მდივანი.
საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე საკითხს კენჭი ეყრება წინადადებათა შემოსვლის რიგითობის მიხედვით. კომისიის ყველა წევრს აქვს უფლება, სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით სიტყვით გამოვიდეს 2 წუთის განმავლობაში. კომისიის სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირები სხდომაზე სიტყვით გამოდიან სხდომის თავმჯდომარის თანხმობით, კომისიის წევრების შემდეგ.
საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის ოქმი (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 8; საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი - მუხლი 9)
საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტილებათა მიღების მიმდინარეობა ფიქსირდება სხდომის ოქმში. სხდომის ოქმს ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი. კომისიის მდივანი სხდომის ოქმს აფორმებს სხდომიდან 1 დღის ვადაში.
ყურადღება!
← საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერილობით გამოთქვას განსხვავებული აზრი, რომელიც ერთვის სხდომის ოქმს.
← განსხვავებული აზრის მქონე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი ვალდებულია პატივი სცეს და დაემორჩილოს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. მას არ აქვს უფლება, თავისი ქმედებით/უმოქმედობით ხელი შეუშალოს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას.
საოლქო საარჩევნო კომისიის საქმისწარმოების წესი
(საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი - მუხლი 11)
საოლქო საარჩევნო კომისიაში წარმოებს სარეგისტრაციო ჟურნალი, რომლის წარმოებისთვის პასუხისმგებელია კომისიის მდივანი. სარეგისტრაციო ჟურნალი იყოფა ორ ნაწილად: კომისიაში შემოსული და კომისიიდან გასული დოკუმენტაცია. საარჩევნო დოკუმენტაციის, განცხადებების, საჩივრების მიღებას, გაცემასა და მათ აღრიცხვა-რეგისტრაციას კომისიის მდივანი ახორციელებს 10-დან 18 საათამდე.
კომისიის მდივანი ვალდებულია კომისიაში შემოსული ყოველგვარი დოკუმენტაცია (განცხადება, საჩივარი, ცნობა) დაუყოვნებლივ დაარეგისტრიროს ჟურნალში, სადაც უწყვეტი თანამიმდევ-რობით აღრიცხავს მათ შემოსვლის რიგის მიხედვით. თითოეულ დოკუმენტს მიენიჭება შესაბამისი ნომერი, ჟურნალში შეიტანება მისი შემოსვლის თარიღი და ფურცლების რაოდენობა. კომისიის მდივანი ვალდებულია სარეგისტრაციო ჟურნალში მიუთითოს განმცხადებლის/მომ-ჩივანის ვინაობა, ასევე სხვა დამატებითი ინფორმაცია.
საოლქო საარჩევნო კომისიის სამართლებრივი აქტები
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 30.1.ბ; საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი - მუხლი 7)
საოლქო საარჩევნო კომისიის სამართლებრივი აქტებია:
← კომისიის განკარგულება;
← კომისიის თავმჯდომარის განკარგულება;
← კომისიის მდივნის განკარგულება;
← კომისიის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი.
საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 21)
საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება განკარგულებით. კომისიის განკარგულება გამოიცემა:
← საარჩევნო უბნების შექმნისა და საზღვრების დაზუსტების შესახებ;
← საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის მონაცემების შეცვლის შესახებ;
← საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ;
← საუბნო საარჩევნო კომისიის, მისი თანამდებობის პირის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ;
← ადგილობრივი ორგანიზაციისთვის ადგილობრივი დამკვირვებლის სტატუსის მინიჭების შესახებ.
საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე განკარგულების მიღების წესი
(საარჩევნო კოდექსი - 8.4; საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი - მუხლი 7; მუხლი 10)
საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების პროექტს ამზადებს კომისიის მდივანი. კომისიის განკარგულება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ კომისიის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა (არანაკლებ 5 წევრი).
საოლქო საარჩევნო კომისია გადაწყვეტილებებს, რომლებიც შეეხება საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, მათ შორის, საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგების გაუქმებას, საუბნო საარჩევნო კომისიიდან შემოსული პაკეტების გახსნას და საარჩევნო ბიულეტენების გადათვლას, იღებს სხდომაზე დამსწრეთა არანაკლებ ორი მესამედით.
საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა. კომისიის განკარგულებას ხელს აწერენ კომისიის სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულება:
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 22.1; საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი - მუხლი 1.6)
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულება გამოიცემა:
← კომისიის თავმჯდომარის მოადგილისთვის ცალკეულ უფლებამოსილებათა გადაცემის შესახებ;
← საარჩევნო პერიოდში კომისიის მუშაობის პერიოდულობისა და სამუშაო დღის ხანგრძლი-ვობის განსაზღვრის შესახებ;
← საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომის მოწვევის შესახებ;
← საარჩევნო ოლქში წარდგენილი გამგებლობის კანდიდატების რეგისტრაციის შესახებ.
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებას ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე.
საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის განკარგულება (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 22.3.ბ−დ)
საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის განკარგულება გამოიცემა:
← მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის შესახებ;
← არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ადგილობრივი ორგანიზაციის მიერ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნული დამკვირვებლების რეგისტრაციაში გატარების შესახებ;
← საუბნო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის რეგისტრაციაში გატარების შესახებ.
საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის განკარგულებას ხელს აწერს კომისიის მდივანი.
საოლქო საარჩევნო კომისიის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 70.2; მუხლი 75.4)
საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმი არის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების დამადასტურებელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
საოლქო საარჩევნო კომისიის არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს ხელს აწერს კომისიის სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი.
ყურადღება!
საოლქო საარჩევნო კომისია, კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი ვალდებული არიან, შესაბამისი განკარგულება ხელმოწერისთანავე გამოაკრან საოლქო საარჩევნო კომისიაში თვალსაჩინო ადგილას საჯარო გაცნობისათვის (საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი - მუხლი 7.4).
საოლქო საარჩევნო კომისიის ჩართულობა და შეზღუდვები წინასაარჩევნო აგიტაციაში/კამპანიაში (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 45.4.ა; 45.9; 45.10)
საოლქო საარჩევნო კომისია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მიერ გამოყოფილი შენობა-ნაგებობების ნუსხის საფუძველზე საარჩევნო სუბიექტებისთვის, მათთან შეთანხმებით, ადგენს საარჩევნო ღონისძიებების გამართვის განრიგს (თუ ღონისძიებები ერთმანეთს დაემთხვევა და საარჩევნო სუბიექტები ვერ შეთანხმდებიან, ღონისძიებათა თანამიმდევრობა წილისყრით განისაზღვრება).
საოლქო საარჩევნო კომისიამ შენობა-ნაგებობის გამოყენების მოთხოვნის თაობაზე საარჩევნო სუბიექტის შესაბამის მიმართვას წერილობით, დასაბუთებულად უნდა უპასუხოს მიმართვიდან არაუგვიანეს 24 საათისა. ამ ვადაში პასუხის გაუცემლობა მიმართვაზე თანხმობად ჩაითვლება.
ყურადღება!
საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს ეკრძალება წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა.
საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომა (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 8.23; მუხლი 25.21)
საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომა იმართება არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა (29 დეკემბერი). სხდომას იწვევს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ 7 წევრი. სხდომას თავმჯდომარის არჩევამდე ხელმძღვანელობს კომისიის უხუცესი წევრი.
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის/კომისიის თავმჯდომარის მოადგილის/კომისიის მდივნის არჩევის წესი (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 25)
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე/კომისიის თავმჯდომარის მოადგილე/კომისიის მდივანი აირჩევა კომისიის წევრთაგან, სახელობითი კენჭისყრით, კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობით. აღნიშნული კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს კომისიის არანაკლებ 2 წევრს.
ყურადღება!
← საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე/კომისიის თავმჯდომარის მოადგილე/კომისიის მდივანი არ შეიძლება იყვნენ ერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი კომისიის წევრები (ერთ საარჩევნო სუბიექტად მოიაზრება ბლოკი „ქართული ოცნება“ და მასში შემავალი პოლიტიკური პარტიები: ქართული ოცნება − დემოკრატიული საქართველო, საქართველოს კონსერვატიული პარტია, მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს, საქართველოს რესპუბლიკური პარტია).
← საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ/კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ/კომისიის მდივნად ასარჩევად ერთი და იმავე კანდიდატურის დასახელება შეიძლება მხოლოდ ორჯერ.
← საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ/კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ/კომისიის მდივნად დასახელებულ კანდიდატს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს კენჭისყრაში და ხმა მისცეს საკუთარი კანდიდატურის სასარგებლოდ.
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის/კომისიის თავმჯდომარის მოადგილის/კომისიის მდივნის არჩევა ფორმდება საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულებით.
თუ დადგენილ ვადაში ვერ აირჩა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე/კომისიის თავმჯდომარის მოადგილე/კომისიის მდივანი, აღნიშნული თანამდებობის პირის მოვალეობას მის არჩევამდე ასრულებს კომისიის ის წევრი, რომელიც არჩევნებისას ყველაზე მეტ ხმას მიიღებს, ხოლო ხმათა თანაბრობის შემთხვევაში – მათგან წილისყრით განსაზღვრული პირი.
ამომრჩეველთა ერთიანი სიის საუბნო საარჩევნო კომისიისათვის გადაცემა და მისი გამოქვეყნების წესი (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 31)
ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეიტანება ამომრჩევლის შესახებ შემდეგი მონაცემები:
← გვარი, სახელი;
← დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
← მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით);
← საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;
← ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი;
ყურადღება!
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირისთვის, მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებული პირისთვის, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან მოხსნილი პირისთვის, აგრეთვე პირისთვის, რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილებით, აღინიშნება დროებითი საცხოვრებლის მისამართი; სხვა სახელმწიფოში მყოფი პირისთვის მიეთითება „საკონსულო აღრიცხვაზეა“, ხოლო თუ ასეთი პირი არ დგას საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე – „იმყოფება უცხოეთში“.
← ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრაციის თარიღი;
← ფოტოსურათი (სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული უახლესი ფოტოსურათი ციფრულ ფორმატში);
← სქესი.
საუბნო საარჩევნო კომისიას არაუგვიანეს პირველი შეკრების დღისა (კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღე (29 დეკემბერი) გადაეცემა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის მიერ ხელმოწერილი ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის განკუთვნილი ვერსია (კედლის სია).
ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის განკუთვნილი ვერსია (კედლის სია -ფოტოსურათების გარეშე) დაუყოვნებლივ უნდა გამოიკრას საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში თვალსაჩინო ადგილას.
საუბნო საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მეორე დღისა (26 იანვარი) გადაეცემა დაზუსტებული სიების საბოლოო ვერსიები:
← საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილი ვერსია (სამაგიდო სია);
← საჯარო ინფორმაციისთვის განკუთვნილი ვერსია (კედლის სია).
ყურადღება!
← კედლის სიის თავდაპირველი ვერსია უნდა ჩამოიხსნას და იმავე ადგილას დაზუსტებული ვერსია უნდა გამოიკრას.
← დაუშვებელია სამაგიდო სიის და მისი ასლის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემა.
ამომრჩეველთა ერთიანი სიის მონაცემების გადამოწმება
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 31.7-71)
საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, დამკვირვებელ ორგანიზაციას, ამომრჩეველს უფლება აქვს გაეცნოს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში არსებულ ამომრჩეველთა სიების საჯარო ინფორმაციისთვის განკუთვნილ ვერსიებს.
ყურადღება!
ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის განკუთვნილი ფოტოსურათებიანი ვერსიის გაცემა დასაშვებია მხოლოდ ელექტრონული სახით, რისთვისაც უფლებამოსილმა პირმა საოლქო საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს სათანადო მოცულობის მქონე ინფორმაციის ელექტრომატარებელი.
ამომრჩეველთა სიებში უზუსტობების აღმოჩენის შემთხვევაში საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, დამკვირვებელ ორგანიზაციას, ამომრჩეველს შეუძლია მოითხოვოს ამომრჩეველთა სიებში ცვლილებების შეტანა არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-16 დღისა (12 იანვარი). ამომრჩეველთა სიებში ცვლილებების შეტანის თაობაზე განცხადებები შეიტანება საარჩევნო ადმინისტრაციაში.
ყურადღება!
ამომრჩეველს უფლება აქვს, მოითხოვოს მხოლოდ მის და მისი ოჯახის წევრთა შესახებ არსებული ყველა მონაცემის გაცნობა და მათში ცვლილებების შეტანა.
ამომრჩეველთა სიების შემოწმების შედეგების განხილვის უფლებამოსილების მქონე ორგანო (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 31.8)
საარჩევნო პერიოდში საარჩევნო ადმინისტრაცია საკუთარი ინიციატივითა და განცხადებების/საჩივრების საფუძველზე ამოწმებს ამომრჩეველთა სიებს.
საოლქო საარჩევნო კომისია განცხადებებსა და საუბნო საარჩევნო კომისიის შუამდგომლობებს განიხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში, მაგრამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-14 დღისა (14 იანვარი), და იღებს გადაწყვეტილებას:
4 ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/სიებში ცვლილების შეტანის შესახებ; ან
4 ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/სიებში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ.
ყურადღება!
ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/სიებში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ განკარგულება დასაბუთებული უნდა იყოს და გამოცემის მომდევნო დღიდან, მოთხოვნისთანავე, უნდა გადაეცეს განმცხადებელს.
ამომრჩეველთა ერთიან სიაში ცვლილებების შეტანა
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 31.9)
საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/სიებში ცვლილების შეტანის შესახებ 2 დღის ვადაში გადაეცემა ცესკოს და შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას. მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში:
← ამომრჩეველი შეიყვანება ამომრჩეველთა სიაში; ან
← ამომრჩევლის შესახებ მონაცემი ამოიღება ამომრჩეველთა სიიდან.
საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების გასაჩივრების წესი
(საარჩევნო კოდექსი - მუხლები 31.10)
საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/სიებში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ გამოცემიდან 2 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში.
სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება 2 დღის ვადაში, მაგრამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-11 დღისა (17 იანვარი), უნდა გადაეცეს საოლქო საარჩევნო კომისიას. საოლქო საარჩევნო კომისიამ სათანადო ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდოს ცესკოს და შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას.
ამომრჩეველთა სპეციალური სია (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 32)
ამომრჩეველთა სპეციალურ სიას ადგენს საოლქო საარჩევნო კომისია და კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-3 დღისა (25 იანვარი) გადასცემს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას.
საოლქო საარჩევნო კომისიას ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეჰყავს:
← საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები, რომლებიც საარჩევნო კომისიებში საქმიანობის გამო კენჭისყრის დღეს ვერ მონაწილეობენ არჩევნებში თავიანთი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით (საოლქო საარჩევნო კომისიას ეს პირები სიაში შეჰყავს წინასწარ განსაზღვრულ საარჩევნო უბანში, კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-5 დღისა);
← ამომრჩევლები, რომლებიც სამკურნალოდ წვანან საავადმყოფოში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში და, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, კენჭისყრის დღისთვის ვერ იქნებიან გაწერილი ამ დაწესებულებიდან (საოლქო საარჩევნო კომისიას ამ პირთა სიას გადასცემს სამკურნალო დაწესებულების ხელმძღვანელი კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-6 დღისა);
← ამომრჩევლები, რომლებიც კენჭისყრის დღეს პატიმრობაში იმყოფებიან (საოლქო საარჩევნო კომისიას ამ პირთა სიას გადასცემს პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელი კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-6 დღისა);
← საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ძალებისა და შენაერთების, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ვადიანი და საკონტრაქტო სამსახურების ის სამხედრო მოსამსახურეები, რომელთა სამსახურის პირობები მოითხოვს არჩევნების დღეს მათ ყოფნას რეგისტრაციის ადგილისაგან განსხვავებულ მისამართზე, რომელიც სხვა საარჩევნო ოლქს მიეკუთვნება (საოლქო საარჩევნო კომისიას ამ პირთა სიას გადასცემს ვადიანი და საკონტრაქტო სამსახურების შესაბამისი დანაყოფების/ნაწილების მეთაურები, არჩევნების დანიშვნიდან არაუგვიანეს მე-5 დღისა);
ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეიტანება ამომრჩევლის შესახებ იგივე მონაცემები, რომლებიც არის ამომრჩეველთა ერთიან სიაში, ფოტოსურათით ან ფოტოსურათის გარეშე.
ამომრჩეველთა სპეციალური სიების შედგენის შემდეგ საოლქო საარჩევნო კომისია იმ ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებს, რომლებიც შეყვანილი არიან სხვა საარჩევნო უბნის სპეციალურ სიებში, გადასცემს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას.
საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანმა ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყვანილი ან სხვა საარჩევნო უბნის სპეციალურ სიაში გადაყვანილი ამომრჩეველი უნდა მოძებნოს ამომრჩეველთა ერთიან სიაში (სამაგიდო და კედლის ვერსიებში) და მისი გვარის გასწვრივ, გრაფაში „ფაქტობრივი მდგომარეობა“ უნდა გააკეთოს ჩანაწერი: „კომისიის წევრია“, „საავადმყოფოშია“, „პატიმრობაშია“, „სამხედრო სამსახურშია“.
თუ საოლქო საარჩევნო კომისიას ამომრჩეველთა სიაში რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართავს ამომრჩეველი, რომელმაც არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-16 დღისა (12 იანვარი) ვერ მოასწრო, მიემართა კომისიისთვის სიაში რეგისტრაციის მოთხოვნით (ჩამოვიდა საზღვარგარეთიდან, გამოეწერა საავადმყოფოდან, განთავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან), განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის (საზღვრის გადაკვეთის შესახებ ჩანაწერი პასპორტში, ცნობა სამკურნალო დაწესებულებიდან გამოწერის შესახებ, ცნობა პენიტენციური დაწესებულებიდან განთავისუფლების შესახებ) წარდგენის შემთხვევაში მას რეგისტრაციაში გაატარებს საოლქო საარჩევნო კომისია განცხადების მიღებიდან 2 დღის ვადაში, ხოლო თუ კენჭისყრის დღემდე დარჩენილია 2 დღეზე ნაკლები – დაუყოვნებლივ (ამომრჩევლის შესახებ მონაცემები შეიტანება ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში).
ყურადღება!
საოლქო საარჩევნო კომისიამ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შესახებ ამომრჩეველს დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს.
გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის ფორმირების წესი
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 33; მუხლი 34.2.ე)
გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის ფორმირებისთვის პასუხისმგებელია საუბნო საარჩევნო კომისია. გადასატანი საარჩევნო ყუთის სია დგება ამომრჩეველთა ერთიანი და სპეციალური სიების საფუძველზე.
ამომრჩეველი, განცხადების საფუძველზე, გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეჰყავთ, თუ:
← ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია კენჭისყრის შენობაში მისვლა (ასეთი ამომრჩევლების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებული ამომრჩევლების 3 პროცენტს);
ყურადღება!
აღნიშნული რაოდენობის შევსების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ყოველი ახალი შემოსული განცხადების შესახებ დაუყოვნებლივ ატყობინებს საოლქო საარჩევნო კომისიას. ამომრჩეველთა გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეყვანის მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საოლქო საარჩევნო კომისია სხდომაზე დამსწრეთა არანაკლებ ორი მესამედით.
← იმყოფება საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე, მაგრამ ძნელად მისადგომ ადგილას (ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია კონსულტაციის გავლა საოლქო საარჩევნო კომისიასთან).
ყურადღება!
გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეიტანება ამომრჩევლის შესახებ იგივე მონაცემები, რომლებიც არის ამომრჩეველთა ერთიან სიაში, გარდა მისი ფოტოსურათისა, და დამატებით აღინიშნება მისი რიგითი ნომერი ამომრჩეველთა ერთიან ან სპეციალურ სიაში.
გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში ამომრჩეველთა სპეციალური სიისა და საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შეჰყავთ ამომრჩეველი, რომელიც სამკურნალოდ წევს საავადმყოფოში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში, იმყოფება პატიმრობაში ან სამხედრო მოსამსახურეა, მსახურობს სახელმწიფო საზღვარზე განლაგებულ სამხედრო ნაწილში, რომელიც საარჩევნო უბნიდან შორსაა განლაგებული, და მასში არ იხსნება საარჩევნო უბანი.
გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში ამომრჩევლის შეყვანის შემთხვევაში ამომრჩეველთა ერთიან და სპეციალურ სიებში მისი გვარის გასწვრივ, გრაფაში „ფაქტობრივი მდგომარეობა“ უნდა გაკეთდეს ჩანაწერი „გადასატანი ყუთი“.
საარჩევნო დოკუმენტაციის გადაცემა საუბნო საარჩევნო კომისიისთვის
საოლქო საარჩევნო კომისია კენჭისყრისთვის მზადების და მისი ჩატარების მიზნით კენჭისყრის დღემდე საუბნო საარჩევნო კომისიას გადასცემს:
საარჩევნო დოკუმენტაციას:
← ამომრჩეველთა ერთიანი სიის საბოლოო ვერსიას (კედლის სია და სამაგიდო სია);
← ამომრჩეველთა სპეციალურ სიას, ასეთის არსებობის შემთხვევაში (კედლის სია და სამაგიდო სია);
← გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის (კედლის სია და სამაგიდო სია) ბლანკებს;
← ამომრჩეველთა ბარათებს;
← საარჩევნო ბიულეტენების ბლოკნოტებს;
← სპეციალურ კონვერტებს;
← კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნს (ე. წ. ზონარგაყრილი წიგნი);
← საკონტროლო ფურცლებს;
← კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს და „შესწორების ოქმის“ ფორმებს;
← კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმს.
საარჩევნო ინვენტარს:
← ძირითად და გადასატან გამჭვირვალე საარჩევნო ყუთებს;
← საარჩევნო ყუთების ლუქებს;
← კენჭისყრის კაბინებს;
← მარკირების სითხეს და მარკირების შესამოწმებელ სპეციალურ ხელსაწყოს (ულტრაიისფერი ფარანი);
← საუბნო საარჩევნო კომისიის სპეციალურ ბეჭედს;
← რეგისტრატორების ბეჭდებს;
← ასლგადამღებ მანქანას;
← სამელნე ბალიშებს.
სხვა საარჩევნო მასალას:
← კანდიდატთა სიებს;
← საარჩევნო ბიულეტენის შევსების ინსტრუქციას;
← ამონარიდს კანონიდან, თუ რა შემთხვევაშია საარჩევნო ბიულეტენი ბათილი;
← საარჩევნო დოკუმენტაციის შესაფუთ კონვერტებს.
საოლქო საარჩევნო კომისიამ საარჩევნო ბიულეტენები და სპეციალური კონვერტები კენჭისყრის დაწყებამდე არაუგვიანეს 12 საათისა უნდა გადასცეს საუბნო საარჩევნო კომისიას, რა დროსაც დგება მიღება-ჩაბარების აქტი (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 63.9,10).
ყურადღება!
მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე მიმღები და გამცემი პირები ამოწმებენ საარჩევნო ბიულეტენების რეკვიზიტების შესაბამისობას და ითვლიან გადასაცემი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობას. ამის შემდეგ საარჩევნო ბიულეტენები კვლავ ილუქება, რასაც მხარეები ხელმოწერით ადასტურებენ (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 63.11).
დამკვირვებელ ორგანიზაციათა რეგისტრაცია (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 39.2; მუხლი 40)
ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას, რომელიც დაკვირვებას ერთ საარჩევნო ოლქში ახორციელებს, რეგისტრაციაში ატარებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია.
ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია შეიძლება იყოს კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 1 წლისა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ადგილობრივი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის წესდება ან დებულება (სადამფუძნებლო დოკუმენტი) რეგისტრაციაში გატარების მომენტისთვის ითვალისწინებს არჩევნების მონიტორინგს ან/და ადამიანის უფლებათა დაცვას და რომელიც არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრირებულია ცესკოში ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.
რეგისტრაციაში გატარების მიზნით ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ განცხადებით უნდა მიმართოს საოლქო საარჩევნო კომისიას არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-10 დღისა (18 იანვარი) და უნდა წარუდგინოს თავისი სადამფუძნებლო დოკუმენტის/წესდების დამოწმებული ასლი. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს იმ საარჩევნო ოლქის დასახელება, რომელშიც ორგანიზაცია დაკვირვებას ახორციელებს.
საოლქო საარჩევნო კომისია განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში წყვეტს ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაციის საკითხს.
ყურადღება!
← თუ ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია აკმაყოფილებს საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, საოლქო საარჩევნო კომისიას არ აქვს უფლება, მას უარი უთხრას რეგისტრაციაზე.
← საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ დასაბუთებული უნდა იყოს და ორგანიზაციას უნდა გადაეცეს გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა. ასეთ შემთხვევაში კომისიის განკარგულება მისი მიღებიდან 2 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
რეგისტრაციაში გატარების შემთხვევაში ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-5 დღისა (23 იანვარი) საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს უნდა წარუდგინოს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნულ დამკვირვებელთა სია (რომელსაც უნდა დაერთოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობების ასლები). დამკვირვებელთა სიაში უნდა აღინიშნოს:
← დამკვირვებლის ვინაობა (სახელი, გვარი; რეგისტრაციის ადგილი);
← საარჩევნო ოლქი და საარჩევნო უბანი/უბნები, სადაც იგი დააკვირდება არჩევნებს.
ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ადგილობრივი დამკვირვებელი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 18 წლის ასაკიდან (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 39.4), გარდა:
4 მოსამართლისა;
4 საარჩევნო კომისიის წევრისა;
4 პროკურატურის თანამდებობის პირისა;
4 საარჩევნო სუბიექტისა და მისი წარმომადგენლისა;
4 სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა;
4 საქართველოს პარლამენტის წევრისა;
4 ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრისა;
4 ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელისა და მისი მოადგილისა;
4 საქართველოს შინაგან საქმეთა, თავდაცვის და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებისა.
ყურადღება!
საოლქო საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული დამკვირვებელი უფლებამოსილია კენჭისყრის დღეს დაკვირვება განახორციელოს შესაბამისი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ საარჩევნო უბანში (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 40.10).
დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებელთა რეგისტრაციის ვადა
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 40.9)
საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი ვალდებულია დამკვირვებელთა სიის წარდგენიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა განკარგულებით რეგისტრაციაში გაატაროს დამკვირვებელი და ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას გადასცეს დამკვირვებლების მოწმობები.
დამკვირვებლის მოწმობა იმავდროულად არის დამკვირვებლის სამკერდე ნიშანი. დამკვირვებლის მოწმობა ძალაში შედის მისი გაცემის მომენტიდან და ძალას კარგავს არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 2 კვირის შემდეგ.
საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა რეგისტრაცია (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 42)
ცესკოს მიერ რეგისტრირებულ პარტიას/საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს, დანიშნოს ორი წარმომადგენელი ყოველ საარჩევნო კომისიაში.
ყურადღება!
ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიაში დანიშნული საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები არ შეიძლება იმავდროულად დაინიშნონ სხვა საარჩევნო კომისიაში.
საარჩევნო სუბიექტმა საუბნო საარჩევნო კომისიაში წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიას.
საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ განცხადებას ხელს უნდა აწერდეს პარტიის/საარჩევნო ბლოკის ხელმძღვანელი.
განცხადებაში აღნიშნული უნდა იყოს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის:
← სახელი, გვარი;
← დაბადების წელი;
← მისამართი;
← საკონტაქტო ტელეფონის ნომერი (თუ აქვს).
სათანადო ინფორმაციის სრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი 24 საათის განმავლობაში განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს და გასცემს წარმომადგენლის მოწმობას, რომელიც იმავდროულად არის წარმომადგენლის სამკერდე ნიშანი.
ყურადღება!
საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, გარდა კენჭისყრის დღისა, გამოიწვიოს ან/და შეცვალოს თავისი წარმომადგენელი, რის თაობაზედაც უნდა აცნობოს შესაბამის საარჩევნო კომისიას (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 42.6).
პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელთა აკრედიტაცია
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 44)
რამდენიმე საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე მომუშავე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციას ახორციელებს ცესკოს მდივანი ან შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი, ხოლო მხოლოდ ერთი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე მომუშავე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციას – შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი.
საოლქო საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-3 დღისა (25 იანვარი) წარედგინება განცხადება პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის შესახებ.
განცხადების წარდგენიდან 1 დღის ვადაში საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი წყვეტს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის საკითხს და აკრედიტებულ წარმომადგენელს გადაწყვეტილების მიღებიდან 1 დღის ვადაში გადასცემს წარმომადგენლის მოწმობას, ხოლო აკრედიტაციაზე უარის თქმის შემთხვევაში მას იმავე ვადაში გადასცემს სათანადო განკარგულებას.
გამგებლობის კანდიდატთა წარდგენა (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 167)
გამგებლის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიამ/საარჩევნო ბლოკმა კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 30 დღისა (29 დეკემბერი) გამგებლობის კანდიდატი უნდა წარუდგინოს საოლქო საარჩევნო კომისიას.
საარჩევნო ოლქში წარდგენილი გამგებლობის კანდიდატების რეგისტრაცია (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 167)
პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი გამგებლობის კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაციას წარდგენიდან 2 დღის ვადაში, მაგრამ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 28-ე დღისა (31 დეკემბერი), ამოწმებს საოლქო საარჩევნო კომისის თავმჯდომარე, რომელიც:
← საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს გამგებლობის კანდიდატს, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტაცია აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს;
← წერილობით აცნობებს კანდიდატის წარმდგენი პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებთან სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში არსებული მონაცემების შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით).
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, სარეგისტრაციო მონაცემებში არსებული შეუსაბამობის შემთხვევაში, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს დოკუმენტაციის სრულყოფისთვის განუსაზღვრავს 2 დღეს.
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, შესწორებული მონაცემების წარდგენის შემთხვევაში, საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი უნდა გადაწყვიტოს დოკუმენტაციის წარდგენიდან 2 დღის ვადაში.
თუ შესწორებული მონაცემები შეესაბამება საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, საარჩევნო რეგისტრაციაში უნდა გაატაროს გამგებლობის კანდიდატი.
თუ შესწორებული მონაცემები არ შეესაბამება საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ. განკარგულება კანდიდატის წარმდგენ საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს და მოთხოვნისთანავე უნდა გადაეცეს.
გამგებლობის კანდიდატის (კანდიდატების) რეგისტრაციის შემდეგ, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, 3 დღის ვადაში გასცემს კანდიდატის მოწმობას (მოწმობებს).
თვითმმართველი თემის გამგებლობის კანდიდატის რეგისტრაციაზე უარის თქმის ან საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლები (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 167.10)
გამგებლობის კანდიდატი რეგისტრაციაში არ გატარდება ან საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება თუ:
4 განცხადებებსა და საბუთებში აღნიშნული მონაცემები არასრულია ან არასწორია;
4 თუ დარღვეულია კანდიდატის სტატუსთან თანამდებობრივი მდგომარეობის შეუთავსებ-ლობის მოთხოვნები.
ყურადღება!
გამგებლობის კანდიდატი რეგისტრაციაში არ გატარდება ან საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ დადასტურდა ამომრჩევლის მოსყიდვის ან წინასაარჩევნო აგიტაციისას და კამპანიისას ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ფაქტი (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 47; მუხლი 48).
საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრის განსაზღვრა (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 167.11)
პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ გამგებლობის კანდიდატს მიეკუთვნება მისი წარმდგენი სუბიექტის რიგირთი ნომერი.
თუ რიგითი ნომრის მიკუთვნების შემდეგ გაუქმდა საარჩევნო სუბიექტის რეგისტრაცია, დარჩენილი საარჩევნო სუბიექტები ინარჩუნებენ ადრე მიკუთვნებულ რიგით ნომრებს.
ინფორმაცია საარჩევნო სუბიექტების რიგითობის შესახებ, ასევე, იმ სუბიექტთა სია, რომელთაც უარი ეთქვათ რეგისტრაციაზე ქვეყნდება ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე რეგისტრაციის ვადის დამთავრებიდან არაუგვიანეს 3 დღისა.
საარჩევნო დოკუმენტაციის მიღება/დახარისხება
საუბნო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილი პირები საოლქო საარჩევნო კომისიას გადასცემენ საარჩევნო დოკუმენტაციის ყუთს/ტომარას და მისგან განცალკევებით:
← კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს;
← განცხადებების/საჩივრების, კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის და სარეგისტრაციო ჟურნალის დალუქულ კონვერტს.
რეკომენდებულია, დოკუმენტაციის მიღება/დახარისხება მიმდინარეობდეს ქვემოთ მოცემული სქემის მიხედვით:
ნაკადის მარეგულირებელი კომისიის წევრი:
აკონტროლებს საუბნო საარჩევნო კომისიების უფლებამოსილ პირთა ნაკადს და უფლებამოსილ პირებს აგზავნის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შემოწმებისთვის პასუხისმგებელ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებთან.
კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შემოწმებისთვის პასუხისმგებელი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები:
← იბარებენ ოქმებს, დალუქულ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნს და საჩივრებს;
← ქვემოთ მოცემული ფორმულით ამოწმებენ ოქმს:
← შემოწმებულ ოქმს გადასცემენ საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს.
საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი:
საარჩევნო უბნებიდან მიღებული ოქმების შესაბამისად აწარმოებს წინასწარი შედეგების შემაჯამებელ ცხრილს (ისე, რომ საარჩევნო კომისიაში ყოფნის უფლების მქონე პირებმა თვალყური ადევნონ ოქმების შემოწმების პროცესს).
ყურადღება!
თუ ოქმი არასწორად არის შევსებული, ოქმის მონაცემი წინასწარი შედეგების შემაჯამებელ ცხრილში არ შეიტანება. არასწორად შევსებული ოქმი ცალკე გადაიდება და მას საოლქო საარჩევნო კომისია მოგვიანებით განიხილავს.
საუბნო საარჩევნო კომისიისგან საარჩევნო დოკუმენტაციის ჩაბარებისთვის პასუხისმგებელი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები აკეთებენ ჩანაწერს მასალის მიღების შესახებ და გასცემენ მიღება-ჩაბარების აქტს.
არჩევნების შედეგების შეჯამება
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 75, მუხლი 124)
საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის განხილვის შედეგების გათვალისწინებით, კენჭისყრიდან არა უგვიანეს მე-11 დღისა (8 თებერვალი) საოლქო საარჩევნო კომისია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის აჯამებს და ადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნების შედეგებს და ადგენს საარჩევნო ოლქში გამართული არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს.
საოლქო საარჩევნო კომისიის ყველა წევრი, რომლებიც ესწრებიან კომისიის სხდომას, ვალდებულია ხელი მოაწეროს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს. თუ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი არ ეთანხმება შემაჯამებელ ოქმში შეტანილ მონაცემებს, მას უფლება აქვს, ოქმში აღნიშნოს, რას არ ეთანხმება, და წერილობით დაურთოს განსხვავებული აზრი. შემაჯამებელი ოქმი მოწმდება საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით.
საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენიდან 7 დღის ვადაში ხსნის საუბნო საარჩევნო კომისიის დალუქულ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნებს, აკეთებს წიგნების იმ გვერდების ასლებს, რომლებზედაც შესრულებულია ამომრჩევლის ვინაობის შემოწმების დამატებით წესთან დაკავშირებული ჩანაწერები (ამის შემდეგ ჩანაწერთა წიგნი ისევ უნდა დაილუქოს), თავის ხელმოწერით ამოწმებს ჩანაწერებს და შესაბამის დალუქულ დოკუმენტებთან (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობების/პასპორტების ფოტოასლები) ერთად გადასცემს ცესკოს (მუხლი 75.10).
საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების გადამოწმება
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 124.2)
განცხადების/საჩივრის საფუძველზე საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია განკარგულებით მიიღოს გადაწყვეტილება საუბნო საარჩევნო კომისიისგან მიღებული პაკეტების გახსნისა და საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლის შესახებ.
ყურადღება!
საარჩევნო დოკუმენტაციის გახსნისას საოლქო საარჩევნო კომისიამ უნდა დაიცვას საარჩევნო დოკუმენტაციის გადათვლის შემდეგი თანამიმდევრობა:
← ამომრჩეველთა სიებში ხელმოწერების რაოდენობა;
← ბათილი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა;
← თითოეული კანდიდატისათვის მიცემული ხმების (საარჩევნო ბიულეტენების) რაოდენობა.
საუბნო საარჩევნო კომისიისგან მიღებული პაკეტების გახსნისა და საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საოლქო საარჩევნო კომისიამ უნდა აცნობოს ყველა საარჩევნო სუბიექტსა და დამკვირვებელ ორგანიზაციას, რომელთა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ საარჩევნო უბანზე საარჩევნო ბიულეტენების დათვლას, და მათი სურვილის შემთხვევაში უზრუნველყოს ხელახლა დათვლის პროცესზე მათი წარმომადგენლების დასწრება.
არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის საჯაროობა (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 75.7-9)
საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია უზრუნველყოს შემაჯამებელი ოქმის ასლის გამოკვრა საჯარო გაცნობისათვის. საოლქო საარჩევნო კომისიის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი (კომისიის წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით), აგრეთვე კომისიის განკარგულებები საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმში ცვლილებების შეტანის შესახებ (თუ ასეთი ცვლილებები იქნა შეტანილი) დაუყოვნებლივ გადაეცემა ცესკოს.
საოლქო საარჩევნო კომისია არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის ასლს (კომისიის წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით) მისი მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადასცემს პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენლებს და დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებლებს. არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის ასლი უნდა დამოწმდეს საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით და საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის ხელმოწერებით. არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის მიღებას წარმომადგენელი/დამკვირვებელი საოლქო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში ხელმოწერით ადასტურებს.
გამგებლის არჩევნების შედეგების დადგენა (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 169)
გამგებლის არჩევნებში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელმაც არჩევნებში მონაწილეთა ხმების 50%-ზე მეტი მიიღო. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენები.
განცხადების/საჩივრის შემდგენი პირები და მათი უფლებები საუბნო და ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიებში:
← საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს და
← არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციის დამკვირვებლებს
უფლება აქვთ, კენჭისყრის, ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი/გამოვლენილი დარღვევების შესახებ განცხადებებით/საჩივრებით მიმართონ საოლქო საარჩევნო კომისიას საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესით:
← საარჩევნო უბნის გახსნიდან (7 საათიდან) საარჩევნო ყუთის გახსნამდე გაასაჩივრონ კენჭისყრის პროცედურების დარღვევა (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 73.1), რისთვისაც დარღვევის აღმოჩენისთანავე უნდა შეადგინონ განცხადება/საჩივარი (იხ. დანართი №1) საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილი მოთხოვნების (იხ. დანართი №2) დაცვით;
ყურადღება!
№1 დანართში მოცემული განცხადების/საჩივრის ფორმა სარეკომენდაციო ხასიათისაა და მისი წარდგენა შეიძლება სხვა ფორმითაც, №2 დანართით განსაზღვრული რეკვიზიტების გათვალისწინებით.
← საარჩევნო ყუთის გახსნიდან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე (გარდა კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენისა) გაასაჩივრონ ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი დარღვევები და მოითხოვონ კენჭისყრის შედეგების გადასინჯვა ან ბათილად ცნობა.
ყურადღება!
საარჩევნო ყუთის გახსნიდან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე (გარდა კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენისა) ჩადენილი დარღვევების თაობაზე განცხადებებს/საჩივრებს საუბნო საარჩევნო კომისია ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას გადასცემს კენჭისყრის დღიდან 2 დღის განმავლობაში. განმცხადებელს/მომჩივანს უფლება აქვს, იმავე დარღვევაზე განცხადება/საჩივარი იმავე ვადაში უშუალოდ გადასცეს საოლქო საარჩევნო კომისიას.
საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი შედგენიდან 2 კალენდარული დღის ვადაში საჩივრდება საოლქო საარჩევნო კომისიაში, თუ საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი შედგენილია №4 დანართში აღნიშნული საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევით.
საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადების/საჩივრის რეგისტრაცია
საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილ განცხადებას/საჩივარს რეგისტრაციაში ატარებს კომისიის მდივანი შემდეგი წესის დაცვით:
← კომისიის მდივანი სარეგისტრაციო ჟურნალში მიუთითებს განმცხადებლის/მომჩივნის ვინაობას;
← განცხადების/საჩივრის წარმდგენი და მიმღები პირები ხელს აწერენ ჩანაწერის გასწვრივ;
← კომისიის მდივანი განცხადების/საჩივრის მიღების დასადასტურებლად განმცხადებელს/მომჩივანს გადასცემს წერილობით ცნობას საკუთარი ხელმოწერითა და ბეჭდით (იხ.დანართი №3).
კომისიის მდივანი უნდა დარწმუნდეს, რომ განცხადება/საჩივარი შეიცავს საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილ ყველა საჭირო რეკვიზიტს (იხ. დანართი №2).
ყურადღება!
თუ საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი არ იბარებს განცხადებას/საჩივარს, განმცხადებელს/მომჩივანს უფლება აქვს, დაუკავშირდეს ცესკოს ცხელ ხაზს ტელეფონის ნომერზე: 032-251 00 51.
განცხადებაზე/საჩივარზე ხარვეზის დადგენა
საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი ვალდებულია განცხადების/საჩივრის წარმდგენს დაუდგინოს ხარვეზი და განუსაზღვროს გონივრული ვადა მის შესავსებად, თუ განცხადება/საჩივარი არ შეიცავს:
← განცხადების/საჩივრის შედგენის თარიღსა და დროს;
← განმცხადებლის/მომჩივნის სახელს, გვარს და რეგისტრაციის ადგილს;
← საარჩევნო უბნის ნომერს;
← მოწმის არსებობის შემთხვევაში – მის სახელს, გვარს და რეგისტრაციის ადგილს.
ხარვეზის შესავსებად მიცემული ვადა გონივრული უნდა იყოს, რათა განცხადების/საჩივრის წარმდგენმა შეძლოს მითითებული ხარვეზის შევსება.
შენიშვნა: ხარვეზის შევსების ვადა დგინდება საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნისა და განცხადების/საჩივრის წარმდგენის შეთანხმების საფუძველზე. ხარვეზის შევსების ვადის თაობაზე მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში ვადას ერთპიროვნულად ადგენს საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი.
სარეგისტრაციო ჟურნალში ხარვეზის შესახებ ჩანაწერის გასწვრივ ხელს აწერენ განცხადების/საჩივრის წარმდგენი და მიმღები პირები.
ხარვეზის შევსების პროცედურები
განმცხადებელს/მომჩივანს უფლება აქვს, დადგენილ ვადაში შეავსოს ხარვეზი ანალოგიური განცხადების/საჩივრის წარდგენის გზით, რომელშიც აღმოფხვრილი იქნება ხარვეზის დადგენის საფუძვლები, ან/და წარადგინოს ახალი განცხადება (რომელშიც მიეთითება ის მონაცემები, რომელთა გამოც მას დაუდგინდა ხარვეზი).
ხარვეზის შევსების შემთხვევაში განცხადების/საჩივრის მიმღები პირი სარეგისტრაციო ჟურნალში რეგისტრირებული განცხადების/საჩივრის გასწვრივ წერს „შევსებულია“ და უთითებს ხარვეზის შევსების ზუსტ დროსა და თარიღს. ჩანაწერის გასწვრივ ხელს აწერენ განცხადების/საჩივრის წარმდგენი და საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი.
შენიშვნა: დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში განცხადება/საჩივარი არ განიხილება, რის თაობაზედაც საოლქო საარჩევნო კომისია გამოსცემს განკარგულებას (განკარგულების სათაურში უნდა მიეთითოს განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების კონკრეტული მიზეზი).
განცხადებაზე/საჩივარზე რეაგირება
წარდგენილი განცხადება/საჩივარი არ განიხილება და საოლქო საარჩევნო კომისია გამოსცემს განკარგულებას განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, თუ:
← განცხადება/საჩივარი შედგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ;
← განცხადებაში/საჩივარში არ არის აღნიშნული დარღვევის არსი და ჩადენის დრო;
← განცხადება/საჩივარი საარჩევნო კომისიას გადაეცა კანონით მოთხოვნილი ვადების დარღვევით.
განკარგულების სათაურში უნდა მიეთითოს განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების კონკრეტული მიზეზი.
განცხადების/საჩივრის განხილვაზე მხარეების დაბარება
საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია მხარეს საქმის განხილვის დრო და ადგილი შეატყობინოს საქმის განხილვის დაწყებამდე არაუგვიანეს 3 საათისა. თუ საჩივრის შემდგენია:
← საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული დამკვირვებელი ორგანიზაცია ან მისი წარმომადგენელი, საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ ეცნობება ამ ორგანიზაციის საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ შესაბამის დამკვირვებელს ან ამ ორგანიზაციას;
← საარჩევნო სუბიექტი ან მისი დანიშნული წარმომადგენელი, საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ ეცნობება ამ სუბიექტის მიერ დანიშნულ წარმომადგენელს;
← საარჩევნო კომისიის წევრი, საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ პირადად მას ეცნობება.
საჩივრის განხილვისათვის მხარეები შეიძლება დაბარებულ იქნენ როგორც წერილობით, ისე ტელეფონით (მათ შორის, მობილური ტელეფონით; მოკლე ტექსტური შეტყობინებით), ელექტრონული ფოსტით, ფაქსით ან სხვა ტექნიკური საშუალებით.
მხარის ტექნიკური საშუალებებით დაბარება დასტურდება:
← მის მიერ მითითებულ საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე დაკავშირებით;
← ელექტრონული ფოსტის, ფაქსის ან მოკლე ტექსტური შეტყობინების შემთხვევაში − შესაბამისი ტექნიკური საშუალებით მოწოდებული დადასტურებით.
შენიშვნა: მხარე დაბარებულად ჩაითვლება, თუ შეუძლებელია მასთან საჩივარში მითითებული ტექნიკური საშუალებებით დაკავშირება (მობილური ტელეფონის, ფაქსის, კომპიუტერის გამორთულ მდგომარეობაში ყოფნის გამო და სხვ.).
მხარის ტექნიკური საშუალებებით დაბარებისას დგება აქტი, რომელიც უნდა დაერთოს კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საჩივარს (იხ. დანართი №5). აქტს კომისიის თავმჯდომარის დავალებით ადგენს კომისიის ერთ-ერთი წევრი. მას ხელს აწერენ აქტის შემდგენი და საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. მხარის გამოუცხადებლობა არ არის საჩივრის განხილვის გადადების საფუძველი.
განცხადების/საჩივრის განხილვა საოლქო საარჩევნო კომისიაში
საჩივრის განხილვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ საკუთარი ინიციატივით მოპოვებული მასალების სათანადო გამოკვლევისა და შესწავლის შემდეგ.
მხარეს უფლება აქვს, საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს მონაწილეობა საჩივრის განხილვაში. მხარეს უფლება აქვს:
← საარჩევნო კომისიასთან ურთიერთობა აწარმოოს წარმომადგენლის მეშვეობით;
← ისარგებლოს ადვოკატის დახმარებით.
წარმომადგენელი ვალდებულია საარჩევნო კომისიაში წარადგინოს კანონით დადგენილი წესით დამოწმებული წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი:
4 მოქალაქეების წარმომადგენლობა დასტურდება მათ მიერ გაცემული წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტით;
← პარტიის, დამკვირვებელი ორგანიზაციის წარმომადგენლობა დასტურდება მისი ხელმძღვანელი პირის მიერ გაცემული მინდობილობით;
← ადვოკატის წარმომადგენლობა დასტურდება მარწმუნებლის მიერ დადგენილი წესით მასზე გაცემული დოკუმენტით (მინდობილობა/ორდერი).
ყურადღება!
თუ წარმომადგენელი არ წარადგენს შესაბამისი წესით დამოწმებულ წარმომადგენლობის დამადასტურებელ საბუთს, მას არ მიეცემა განცხადების/საჩივრის განხილვაში მონაწილეობის უფლება და გადაწყვეტილება მისი პოზიციის გაუთვალისწინებლად მიიღება.
ხმის დათვლასთან და კენჭისყრის შედეგების შეჯამებასთან დაკავშირებულ განცხადებებს/საჩივრებს საოლქო საარჩევნო კომისია განიხილავს და გადაწყვეტილებებს იღებს საოლქო საარჩევნო კომისიაში შესაბამისი განცხადების/საჩივრის რეგისტრაციიდან 2 დღის ვადაში. საოლქო საარჩევნო კომისია გადაწყვეტილებას იღებს განკარგულებით, რომელიც შეიძლება საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესით გასაჩივრდეს მხოლოდ სასამართლოში.
საუბნო საარჩევნო კომისიის/კომისიის ხელმძღვანელ პირთა გადაწყვეტილებები მათი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.
საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიის/კომისიის ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილების გამო წარდგენილ საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში.
საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადების/საჩივრის რეგისტრაცია
საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილ განცხადებას/საჩივარს რეგისტრაციაში ატარებს კომისიის მდივანი შემდეგი წესის მიხედვით:
← კომისიის მდივანი სარეგისტრაციო ჟურნალში მიუთითებს განმცხადებლის/მომჩივნის ვინაობას;
← განცხადების/საჩივრის წარმდგენი და მიმღები პირები ხელს აწერენ ჩანაწერის გასწვრივ;
← კომისიის მდივანი განცხადების/საჩივრის მიღების დასადასტურებლად განმცხადებელს/მომჩივანს გადასცემს წერილობით ცნობას საკუთარი ხელმოწერითა და ბეჭდით (იხ. დანართი №3).
ყურადღება!
მხარე ვალდებულია განცხადებაში/საჩივარში, გარდა კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებისა, გარკვევით მიუთითოს განცხადების/საჩივრის შემდგენის საკონტაქტო ტელეფონის (საცხოვრებელი ადგილისა და მობილურის) ნომრები; დამატებით მითითებული უნდა იქნეს განცხადების/საჩივრის შემდგენის ფაქსის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
განცხადებაზე/საჩივარზე რეაგირება
წარდგენილი განცხადება/საჩივარი არ განიხილება და საოლქო საარჩევნო კომისია გამოსცემს განკარგულებას განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, თუ:
← განცხადება/საჩივარი შედგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ;
← განცხადება/საჩივარი საარჩევნო კომისიას გადაეცა კანონით მოთხოვნილი ვადებისა და წესის დარღვევით.
ყურადღება!
საოლქო საარჩევნო კომისია არ ადგენს ხარვეზს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევების გამო (გარდა კენჭისყრის დღისა) წარდგენილ განცხადებებზე/საჩივრებზე. შესაბამისი საფუძვლის არსებობისას განცხადება/საჩივარი ხარვეზის დაუდგენლად რჩება განუხილველი.
საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადების/საჩივრის განხილვაზე მხარეების დაბარება და განცხადების/საჩივრის განხილვა მიმდინარეობს ერთიანი წესით, რომელიც მოცემულია კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცედურების დარღვევებზე წარდგენილ განცხადებებთან/საჩივრებთან მიმართებით.
საოლქო საარჩევნო კომისიის/კომისიის ხელმძღვანელ პირთა გადაწყვეტილებები საუბნო საარჩევნო კომისიის/კომისიის ხელმძღვანელ პირთა გადაწყვეტილებების გამო (მათ შორის, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის გამო) 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში.
საოლქო საარჩევნო კომისიის/კომისიის ხელმძღვანელ პირთა გადაწყვეტილებები, გარდა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებებისა, მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს ცესკოში.
ყურადღება!
საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება 2 კალენდარული დღის ვადაში საჩივრდება შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში გამონაკლის შემთხვევებში, კერძოდ, თუ ეს არის:
← საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/სიებში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ;
← საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.
დანართი №1
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
ა) განცხადების/საჩივრის საარჩევნო უბანში წარდგენის შემთხვევაში მიეთითება საარჩევნო უბნისა და ოლქის დასახელებები და ნომრები
ბ) განცხადების/საჩივრის საარჩევნო ოლქში წარდგენის შემთხვევაში მიეთითება საარჩევნო ოლქის დასახელება და ნომერი
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა / ს ა ჩ ი ვ ა რ ი
(საჭირო გახაზეთ)
განმცხადებელი/მომჩივანი----------------------------------------------------------------------------------
(სახელი, გვარი, მისამართი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი)
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ფაქსის ნომერი, ელფოსტის მისამართი (ასეთის არსებობის შემთხვევაში))
დარღვევა: კენჭისყრის პროცედურა □ დარღვევის ჩადენის დრო --------------
(საათი, წუთი)
ხმის დათვლა/კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურა □
№ „---“ „-------------------“ საარჩევნო უბანი
დარღვევის არსი: ---------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
მოწმე (არსებობის შემთხვევაში) ----------------------------------------------------------------------------
(სახელი, გვარი, მისამართი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით)
დამრღვევის დადგენის შემთხვევაში − მისი ის მონაცემები, რომელთა დადგენაც შესაძლებელი გახდა
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
დამრღვევის ახსნა-განმარტება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ---------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(სხვა დამატებითი ინფორმაცია) ----------------------------------------------------------------------------
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, განიხილოთ ჩემი განცხადება/საჩივარი და მოახდინოთ შესაბამისი რეაგირება (ბათილობის ან სხვა მოთხოვნის შემთხვევაში მიუთითეთ შესაბამისი მოთხოვნა)----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
”----“ “-----------“ 20----- წელი
განმცხადებელი/მომჩივანი:
განცხადების/საჩივრის ----------------------------------- --------------------------
(შედგენის დრო (საათი, წუთი)) ხელმოწერა
დანართი №2
საარჩევნო კომისიაში წარდგენილი განცხადების/საჩივრის რეკვიზიტები
განცხადებაში/საჩივარში აღინიშნება:
განცხადების/საჩივრის შედგენის თარიღი და დრო*;
განმცხადებლის/მომჩივნის სახელი, გვარი და რეგისტრაციის ადგილი*;
საარჩევნო უბნის ნომერი*;
მოწმის არსებობის შემთხვევაში – მისი სახელი, გვარი და რეგისტრაციის ადგილი*;
დარღვევის არსი და ჩადენის დრო**;
დამრღვევის დადგენის შემთხვევაში – მისი ის მონაცემები, რომელთა დადგენაც შესაძლებელი გახდა**;
დამრღვევის ახსნა-განმარტება (ასეთის არსებობის შემთხვევაში)**;
განმცხადებლის/მომჩივნის საკონტაქტო ტელეფონის (საცხოვრებელი ადგილის ან/და მობილურის) ნომერი***;
განმცხადებლის/მომჩივნის ფაქსის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი (მათი არსებობის შემთხვევაში)***;[1]
სხვა დამატებითი ინფორმაცია.
დანართი №3
№ „……“…………… საოლქო საარჩევნო კომისია
ცნობა
განცხადების/საჩივრის რეგისტრაციაში გატარების შესახებ
განცხადების/საჩივრის მიღების თარიღი: ...................................................................
განცხადების/საჩივრის მიღების დრო: ...................................................................................................
განცხადების/საჩივრის სარეგისტრაციო ნომერი: ......................................................
კომისიის მდივანი: ....................................
/ხელმოწერა/
დანართი №4
საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების საფუძვლები
საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის საოლქო საარჩევნო კომისიაში გასაჩივრება შესაძლებელია, თუ ოქმში აღნიშნული არ არის ან არაზუსტია:
✓ საარჩევნო ოლქის ნომერი და დასახელება, საარჩევნო უბნის ნომერი;
✓ გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი იმ საარჩევნო უბნის ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც მიმაგრებულია ძირითად საარჩევნო უბანზე;
✓ არჩევნების/რეფერენდუმის დასახელება;
✓ კენჭისყრის თარიღი (თუ ეს არის განმეორებითი კენჭისყრა ან არჩევნების მეორე ტური, ესეც უნდა აღინიშნოს);
✓ საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდისა და ამომრჩეველთა რეგისტრატორების ბეჭდების ნომრები;
✓ ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამომრჩეველთა რაოდენობა;
✓ ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა რაოდენობა;
✓ ამომრჩეველთა სიებში არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა 12 საათსა და 17 საათზე;
✓ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა (ამომრჩეველთა სიებში ხელმოწერების მიხედვით);
✓ მიღებულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;
✓ ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;
✓ საარჩევნო სუბიექტების დასახელება, საარჩევნო სუბიექტებისათვის მიცემულ ხმათა რაოდენობა;
✓ ოქმის შედგენის თარიღი და დრო;
✓ ოქმის ის მონაცემები, რომლებსაც არ ეთანხმება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი (ამ ჩანაწერს კომისიის წევრი აკეთებს გრაფაში „განსხვავებული აზრი“ და ხელს აწერს მას);
✓ ოქმის სარეგისტრაციო ნომერი, რეგისტრაციის თარიღი და დრო (აღინიშნება ოქმის გაცემისას).
დანართი №5
მხარის ტექნიკური საშუალებებით დაბარების
ა ქ ტ ი
ქ. ------------------- „----“ „----------“ 20-- წ.
აქტის შემდგენი -------------------------------------------------------------------------------------
(სახელი, გვარი, თანამდებობა)
შევადგინე ეს აქტი მასზედ, რომ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(დასაბარებელი მხარის ვინაობა, იმ ტექნიკური საშუალების დასახელება და ნომერი, რომლიდანაც და რომელზედაც მოხდა მხარესთან დაკავშირება, და შედეგი)
-------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------
(საჩივრის განხილვის დრო და ადგილი)
-------------------------------------------------------------------------------------------------------------
(საჩივრის დასახელება, რომლის გამოც ხდება დაბარება)
------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------
მხარეს განემარტა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის 25-ე და 31-ე პუნქტების (გამოუცხადებლობის შემთხვევა) შინაარსი.
ყოველივე ზემოაღნიშნულზე შედგა ეს აქტი, რომლის სისწორესაც ხელმოწერით ვადასტურებთ:
----------------------------------------------------------------
(აქტის შემდგენის ხელმოწერა)
--------------------------------------------------------------------
(საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის/ცესკოს სამმართველოს უფროსის ხელმოწერა)
აქტის შედგენის დრო -----------------------------------------
შენიშვნებისთვის
__________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________
-----------------------
* აღნიშნული რეკვიზიტების არაზუსტად ან არასრულყოფილად მითითება არის განცხადებაზე/საჩივარზე ხარვეზის დადგენის საფუძველი, ხოლო ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში − მისი განუხილველად დატოვების საფუძველი.
** აღნიშნული რეკვიზიტების მიუთითებლობა არის ხარვეზის დადგენის გარეშე განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
*** აღნიშნული რეკვიზიტების არაზუსტად ან არასრულყოფილად მითითება არ შეიძლება გახდეს განცხადებაზე/საჩივარზე ხარვეზის დადგენის და მისი განუხილველად დატოვების საფუძველი, მაგრამ შეიძლება გახდეს მხარის საჩივრის განხილვაზე დაბარების შეუძლებლობის საფუძველი.
-----------------------
საოლქო საარჩევნო კომისიის შემადგენლობა და მუშაობის წესი
ნაწილი I
თავი I. საოლქო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი
თავი II. საოლქო საარჩევნო კომისიის მუშაობის წესი
თავი III. საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომა
ნაწილი II
საოლქო საარჩევნო კომისიის საქმიანობა წინასაარჩევნო პერიოდში
თავი I. ამომრჩეველთა სიები
თავი II. საარჩევნო დოკუმენტაციისა და ინვენტარის გადაცემა
საარჩევნო პროცესში მონაწილე პირთა რეგისტრაცია
ნაწილი III
თავი I. დამკვირვებელთა, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა, პრესისა
და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელთა აკრედიტაცია
თავი II. საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაცია
საოლქო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო დოკუმენტაციის მიღება, არჩევნების შედეგების შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიაში
ნაწილი IV
თავი I. საარჩევნო დოკუმენტაციის მიღება/დახარისხება საოლქო საარჩევნო კომისიაში
საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა
ბათილი ბიულეტენების რაოდენობა
ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა
თავი II. არჩევნების შედეგების შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიაში
განცხადების/საჩივრის შეტანისა და განხილვის წესები
ნაწილი V
კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცედურების დარღვევებზე
განცხადებები/საჩივრები
საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევებზე (გარდა კენჭისყრის დღისა)
განცხადებები/საჩივრები
საოლქო საარჩევნო კომისიის/კომისიის ხელმძღვანელ პირთა გადაწყვეტილებები
გასაჩივრების ვადა და წესი
-----------------------
2
1
0