მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისათვის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№40/2017
სარეგისტრაციო კოდი
010210010.15.008.016354
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/08/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №40/2017

2017 წლის 25 აგვისტო

ქ. თბილისი

 

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისათვის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

   საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისათვის დამტკიცდეს თანდართული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია.
მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი
📎 დანართები (1)
40-csk.docx

საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია

დამტკიცებულია ცესკოს 2017 წლის 25 აგვისტოს №40/2017 დადგენილებით

წარმოდგენილი სახელმძღვანელო ინსტრუქცია განკუთვნილია მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართვე­ლი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების წევრთა სასწავლო მიზნებისთვის. საოლქო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილებებსა და საქმიანობის წესთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციების სრული სახით გაცნობის მიზნით, იხილეთ საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ და ცესკოს შესაბამისი სამართლებრივი აქტები.

სარჩევი

ნაწილი I. საოლქო საარჩევნო კომისიის შემადგენლობა და მუშაობის წესი 5

თავი I. საოლქო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი და უფლებამოსილება 5

საოლქო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი და უფლებამოსილების ვადა 5

საოლქო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილებები 5

საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები და მათი უფლებამოსილებები 6

საოლქო საარჩევნო კომისიის სამართლებრივი აქტები 7

საოლქო საარჩევნო კომისიის ჩართულობა და შეზღუდვები წინასაარჩევნო აგიტაციაში/კამპანიაში 7

თავი II. საოლქო საარჩევნო კომისიის მუშაობის წესი 8

საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომების მომზადება 8

საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის მიმდინარეობა 9

საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე განკარგულების მიღების წესი 9

საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის ოქმი 10

საოლქო საარჩევნო კომისიის საქმისწარმოების წესი 10

თავი I. საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომის ორგანიზება 11

ნაწილი II საოლქო საარჩევნო კომისიის საქმიანობა წინასაარჩევნო პერიოდში 11

საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომა 11

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის/კომისიის თავმჯდომარის მოადგილის/კომისიის მდივნის არჩევის წესი 11

თავი II . ამომრჩეველთა სიების შედგენის, გამოქვეყნებისა და მონაცემთა გადამოწმების წესი 12

ამომრჩეველთა ერთიანი სია 12

ამომრჩეველთა ერთიანი სიის საუბნო საარჩევნო კომისიისათვის გადაცემა და მისი გამოქვეყნების წესი 13

ამომრჩეველთა ერთიანი სიის მონაცემების გადამოწმება 13

ამომრჩეველთა სიების შემოწმების შედეგების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება 14

ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებთან/ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა და წესი 14

ამომრჩეველთა სპეციალური სია 15

სპეციალურ სიაში შეყვანილი ამომრჩევლის საარჩევნო უფლება 16

გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის ფორმირების წესი 17

თავი III. მზადება კენჭისყრის დღისთვის 18

საარჩევნო დოკუმენტაციის და ინვენტარის გადაცემა საუბნო საარჩევნო კომისიისთვის 18

კენჭისყრის შენობის მოწყობა 19

ნაწილი III. საარჩევნო პროცესში მონაწილე პირთა რეგისტრაცია 20

თავი I. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნებში მონაწილეობა, პარტიული სიებისა და მაჟორიტარ კანდიდატთა წარდგენა 20

პარტიების/საარჩევნო ბლოკების რეგისტრაცია 20

პარტიული სიის წარდგენა 21

პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ საკრებულოს წევრობის მაჟორიტარ კანდიდატთა წარდგენა მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 21

ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს მიერ საკრებულოს წევრობის მაჟორიტარ კანდიდატთა წარდგენა 22

თავი II. პარტიული სიებისა და ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილ საკრებულოს წევრობის მაჟორიტარ კანდიდატთა რეგისტრაცია და 24

რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლები 24

პარტიული სიებისა და ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ საკრებულოს წევრობის მაჟორიტარ კანდიდატთა რეგისტრაცია 24

პარტიული სიის ან საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილ საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის რეგისტრაციაზე უარი ან/და საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლები 25

ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ საკრებულოს წევრობის მაჟორიტარ კანდიდატთა რეგისტრაცია 25

ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი საკრებულოს წევრობის კანდიდატის რეგისტრაციაზე უარი ან/და საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლები 26

რეგისტრირებული ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლები 27

საკრებულოს წევრობის კანდიდატად წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება 27

თავი III . თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერობის კანდიდატთა წარდგენა, რეგისტრაცია და რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლები 27

პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ მერობის კანდიდატის წარდგენა საარჩევნო ოლქში 27

საინიციატივო ჯგუფის მიერ თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერობის კანდიდატის წარდგენა საარჩევნო ოლქში 28

საარჩევნო ოლქში პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერობის კანდიდატის რეგისტრაცია 29

საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერობის კანდიდატთა რეგისტრაცია 30

პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერობის კანდიდატის რეგისტრაციაზე უარის ან/და საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლები 31

მერობის კანდიდატად წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება 31

თავი IV . საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრის განსაზღვრა 32

მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მერობის/საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის რიგითი ნომრის განსაზღვრა 32

თავი V. დამკვირვებელთა, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა რეგისტრაცია, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელთა აკრედიტაცია 33

დამკვირვებელ ორგანიზაციათა რეგისტრაცია 33

დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებელთა რეგისტრაციის ვადა 34

საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელთა რეგისტრაცია 35

პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაცია 36

ნაწილი IV. საოლქო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო დოკუმენტაციის მიღება, კენჭისყრის შედეგების შეჯამება 37

თავი I. დოკუმენტაციის მიღება/დახარისხება საოლქო საარჩევნო კომისიაში 37

საარჩევნო დოკუმენტაციის მიღება/დახარისხება 37

საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შესწორების ოქმის შედგენა 38

საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების გადამოწმება 38

თავი II. კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიაში 39

კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შეჯამება 39

მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ჩატარებული არჩევნების შედეგების დადგენა 40

პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ჩატარებული არჩევნების შედეგების დადგენა 41

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრად არჩეულთა რეგისტრაცია 42

თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნების შედეგების დადგენა 42

ნაწილი V. საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადების/საჩივრის შეტანისა და განხილვის წესები 43

თავი I. საარჩევნო დავებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება 43

თავი II. კენჭისყრის დღის განცხადების/საჩივრის წარდგენა და რეგისტრაცია 44

კენჭისყრის განცხადების/საჩივრის წარდგენა 44

განცხადების/საჩივრის რეგისტრაცია 45

ხარვეზის დადგენის წინაპირობები და განუხილველად დატოვების საფუძვლების შემოწმება 45

ხარვეზის შევსების პროცედურა 45

განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვება 46

თავი II. კენჭისყრის დღის განცხადების/საჩივრის განხილვა 47

განცხადების/საჩივრის განხილვაზე მხარეების დაბარება 47

თავი IV. საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევებზე (გარდა კენჭისყრის დღისა) წარდგენილი განცხადების/საჩივრის განხილვა 49

თავი V. საოლქო საარჩევნო კომისიის/კომისიის ხელმძღვანელ პირთა გადაწყვეტილებების გასაჩივრების ვადა და წესი 49

დანართი №1 განცხადება/საჩივარი (სარეკომენდაციო ფორმა) 50

დანართი №2 საარჩევნო კომისიაში წარდგენილი განცხადება/საჩივრის რეკვიზიტები 51

დანართი №3 ცნობა განცხადების/საჩივრის რეგისტრაციაში გატარების შესახებ 52

დანართი №4 მხარის ტექნიკური საშუალებებით დაბარების აქტი 53

დანართი №5 საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ ინფორმაციის მხარისათვის შეტყობინების აქტი 54

ნაწილი I. საოლქო საარჩევნო კომისიის შემადგენლობა და მუშაობის წესი

საოლქო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი და უფლებამოსილების ვადა

(საარჩევნო კოდექსი – მუხლი 19, მუხლი 20)

საოლქო საარჩევნო კომისია შედგება 13 წევრისაგან:

  • 5 წევრს ირჩევს ცენტრალური საარჩევნო კომისია (5 წლის ვადით);

  • 7 წევრს ნიშნავენ პარტიები (ეს წევრები ინიშნებიან არჩევნების დანიშვნის შემდეგ და უფლებამოსილება უწყდებათ არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებისთანავე);

  • 1 წევრს ირჩევს ცესკო (აირჩევა არჩევნების დანიშვნის შემდეგ და უფლებამოსილება უწყდება არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებისთანავე).

ყურადღება!

პარტიას უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, გარდა კენჭისყრის დღისა, გამოიწვიოს თავის მიერ დანიშნული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი. ამის თაობაზე პარტიამ უნდა აცნობოს შესაბამის საარჩევნო კომისიას (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 19.61).

საოლქო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილებები (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 21 მუხლი 1102)

საოლქო საარჩევნო კომისია მის სამოქმედო ტერიტორიაზე ახორციელებს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 21-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს, მათ შორის:

  • საარჩევნო ოლქში უზრუნველყოფს არჩევნების გამართვას, აკონტროლებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას და უზრუნველყოფს მის ერთგვაროვან გამოყენებას;

  • განკარგულებით ქმნის და აზუსტებს საარჩევნო უბნების საზღვრებს;

  • დადგენილი წესით ხელს უწყობს ამომრჩეველთა სიების ფორმირებას, უზრუნველყოფს მათ საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას;

  • განკარგულებით ანიჭებს ადგილობრივ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს ადგილობრივი დამკვირვებლის სტატუსს;

  • განიხილავს საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ განცხადებებსა და საჩივრებს და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს სათანადო გადაწყვეტილებას;

  • საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის თაობაზე რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგის გათვალისწინებით ადგენს არჩევნების შედეგებს საარჩევნო ოლქში მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების (გარდა ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნებისა) და თვითმმართველი ქალაქის (გარდა ქალაქ თბილისისა) და თვითმმართველი თემის მერის არჩევნების დროს, რის თაობაზედაც ადგენს საოლქო საარჩევნო კომისიის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმს;

  • უზრუნველყოფს ხელახალი არჩევნების, განმეორებითი კენჭისყრისა და არჩევნების მეორე ტურის გამართვას;

  • განკარგულებით ირჩევს საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს.

საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები და მათი უფლებამოსილებები

(საარჩევნო კოდექსი – მუხლი 8; მუხლი 20; მუხლი 22; მუხლი 25; საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი – მუხლი 4; მუხლი 9.4; საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი – მუხლი 1)

საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები არიან:

  • კომისიის თავმჯდომარე;

  • თავმჯდომარის მოადგილე;

  • კომისიის მდივანი.

კომისიის თავმჯდომარე:

  • უძღვება კომისიის სხდომას;

  • განკარგავს კომისიის ფინანსურ სახსრებს;

  • საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტის შესაბამისად დავალებას აძლევს თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის მდივანსა და კომისიის სხვა წევრებს, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს – დამხმარე და ტექნიკურ პერსონალს;

  • იწვევს საუბნო საარჩევნო კომისიის პირველ სხდომას;

  • რეგისტრაციაში ატარებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებს, პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ საარჩევნო ოლქში წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატებს, აგრეთვე პარტიულ სიებს და მერობის კანდიდატებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებისათვის (გარდა ქალაქ თბილისის საკრებულოს და ქალაქ თბილისის მერის არჩევნებისა);

  • სათანადო მოწმობას აძლევს არჩეულ საკრებულოს წევრს (გარდა ქალაქ თბილი­სის საკრებულოს წევრისა), აგრეთვე თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თე­­მის მერს (გარდა ქალაქ თბილისის მერისა);

  • ცესკოს გადასცემს საკრებულოს წევრად არჩეულ პირთა, აგრეთვე მერის უფლებამოსილების შესამოწმებლად საჭირო დოკუმენტაციასა და საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა საარჩევნო საბუთებს;

  • განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას საარჩევნო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლისა და წესრიგის დარღვევის შემთხვევაში, საოლქო საარჩევნო კომისიის შენობიდან დამრღვევის გაძევების საკითხზე, იმ შემთხვევაში, თუ არ არის კომისიის სხდომა;

  • განკარგულებით განსაზღვრავს საუბნო საარჩევნო კომისიის სამუშაო დღეებისა და საათების რაოდენობას;

  • საქართველოს ორგანული კანონით ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული საფუძვლის არსებობისას გამოსცემს განკარგულებას განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, „საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადება/საჩივრის შეტანისა და განხილვის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ცესკოს 2012 წლის 2 მარტის N8/2012 დადგენილების შესაბამისად;

  • ახორციელებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსი­ლებებს.

თავმჯდომარის მოადგილე:

  • ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას, თუ კომისიას არ ჰყავს თავმჯდომარე ან მას არ შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება;

  • კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით ახორციელებს კომისიის თავმჯდომარის ცალკეულ უფლებამოსილებას (განკარგულებით ზუსტად უნდა განისაზღვროს მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები და ვადა).

კომისიის მდივანი:

  • ანაწილებს კომისიაში შეტანილ საარჩევნო საბუთებსა და კორესპონდენციას;

  • განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენლებს საუბნო საარჩევნო კომისიებში და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს შესაბამის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში და აძლევს მათ სათანადო მოწმობებს;

  • განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს არჩევნების/რეფერენდუმის დამკვირვებლის სტატუსის მქონე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნულ დამკვირვებლებს და აძლევს მათ დამკვირვებლის მოწმობებს;

  • განკარგულებით ახორციელებს მედიის წარმომადგენლების აკრედიტაციას და აძლევს მათ სააკრედიტაციო ბარათებს;

  • ამზადებს კომისიის განკარგულებათა პროექტებს, ადგენს კომისიის სხდომათა ოქმებს, მათ შორის, კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს;

  • ახორციელებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილე­ბებს.

საოლქო საარჩევნო კომისიის სამართლებრივი აქტები

(საარჩევნო კოდექსი – მუხლი 30.1. ბ; საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი – მუხლი 7)

საოლქო საარჩევნო კომისიის სამართლებრივი აქტებია:

  • კომისიის განკარგულება;

  • კომისიის თავმჯდომარის განკარგულება;

  • კომისიის მდივნის განკარგულება;

  • კომისიის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი.

საოლქო საარჩევნო კომისიის ჩართულობა და შეზღუდვები წინასაარჩევნო აგიტაციაში/კამპანიაში (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 45.4.ა; მუხლი 45.9-10)

საოლქო საარჩევნო კომისია იღებს ინფორმაციას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან იმ შენობა-ნაგებობების შესახებ, სადაც შესაძლებელია ჩატარდეს წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) და გამოყოფილი შენობა-ნაგებობების ნუსხის საფუძველზე საარჩევნო სუბიექტებისთვის, მათთან შეთანხმებით, ადგენს საარჩევნო ღონისძიებების გამართვის განრიგს (თუ მოხდა ღონისძიებათა გადაფარვა და საარჩევნო სუბიექტები ვერ შეთანხმდებიან, ღონისძიებათა თანამიმდევრობა წილისყრით განისაზღვრება).

საოლქო საარჩევნო კომისიამ შენობა-ნაგებობის გამოყენების მოთხოვნის თაობაზე საარჩევნო სუბიექტის შესაბამის მიმართვას წერილობით, დასაბუთებულად უნდა უპასუხოს მიმართვიდან არაუგვიანეს 24 საათისა. ამ ვადაში პასუხის გაუცემლობა მიმართვაზე თანხმობად ჩაითვლება.

ყურადღება!

საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს ეკრძალება წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა და აგიტაციაში მონაწილეობა.

საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომების მომზადება

(საარჩევნო კოდექსი – მუხლი 8; საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი – მუხლი 9-10)

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით ან მისი მოადგილის მოთხოვნით იწვევს კომისიის სხდომას.

კომისიის მდივანი სხდომის მოწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე საოლქო საარჩევნო კომისიაში თვალსაჩინო ადგილას აკრავს განცხადებას სხდომის მოწვევის შესახებ, სხდომის თარიღის, ზუსტი დროისა და სავარაუდო დღის წესრიგის მითითებით.

თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში კომისიის მდივანი, პირადად არის პასუხისმგებელი სხდომის თარიღი და მისი დაწყების ზუსტი დრო შეატყობინოს კომისიის ყველა წევრს.

საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა ღიაა

(საარჩევნო კოდექსი – მუხლი 8.15; საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი – მუხლი 9-10)

კომისიის სხდომაზე დასწრების უფლება აქვს მხოლოდ:

  • ცესკოს წევრებსა და ცესკოს წარმომადგენლებს;

  • ცესკოს აპარატის და შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თანამშრომლებს;

  • ცესკოს მდივნის ან/და შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის მიერ აკრედიტებულ მედიის წარმომადგენლებს;

  • საარჩევნო სუბიექტების თითო წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში;

  • ცესკოს მდივნის ან/და შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის მიერ რეგისტრირებული ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის თითო დამკვირვებელს;

  • ცესკოში რეგისტრირებულ საერთაშორისო ორგანიზაციის არაუმეტეს ორ დამკვირვებელს თარჯიმანთან ერთად.

  • კონკრეტული საკითხის/საკითხების განსახილველად მოწვეულ დაინტერესებულ მხარეებს, (რომლებიც დღის წესრიგით გათვალისწინებული შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისთანავე ტოვებენ სხდომას).

კომისიის სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირებს, საარჩევნო პროცესისათვის/კომისიის სხდომისთვის ხელის შეშლის გარეშე, შეუძლიათ აწარმოონ ფოტოვიდეოგადაღება, ცესკოს 2017 წლის 21 აგვისტოს N33/2017 დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის მიმდინარეობისას, საარჩევნო კომისიის მუშაობი­სათვის ხელის შეშლისა და წესრიგის დარღვევის შემთხვევაში, კომისიას უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება დამრღვევი პირის (მათ შორის, კომისიის წევრის) კომისიის სხდომიდან გაძევების შესახებ, რაც აღინიშნება სხდომის ოქმში. დამრღვევის საარჩევნო კომისიის სხდომიდან გაძევება გულისხმობს მის საარჩევნო კომისიის შენობიდან გაძევებასაც.

ყურადღება!

საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში ჩარევა არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რის თაობაზეც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს ადგენს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ უფლებამოსილი პირი (თანამდებობის პირი) და დაუყოვნებლივ აგზავნის შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში. დარღვევის დადასტურების შემთხვევაში სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი პირის 500 ლარის ოდენობით დაჯარიმების შესახებ (საქართველოს საარჩევნო კოდექსი – მუხლი 911).

საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის მიმდინარეობა

(საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი – მუხლი 9-10)

საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომას უძღვება კომისიის თავმჯდომარე ან მისი მოადგილე. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის სრული შემადგენლობის (13 წევრი) უმრავლესობა (კომისიის არანაკლებ 7 წევრი). კომისიის წევრები სხდომაზე დასწრებას დასწრების ფურცელზე ხელმოწერით ადასტურებენ. კომისიის სხდომის დღის წესრიგს ამზადებს კომისიის მდივანი.

კომისიის ყველა წევრს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით, სხდომის თავმჯდომარის მიერ დადგენილი რიგითობის შესაბამისად, უფლება აქვს სიტყვით გამოვიდეს 2 წუთის განმავლობაში. იგივე საკითხთან დაკავშირებით მათ უფლება აქვთ დამატებით გამოვიდნენ სიტყვით 2 წუთის განმავლობაში სხდომის თავმჯდომარის ნებართვით.

საარჩევნო კომისიის წევრებს ან/და კომისიის თანამშრომლებს, როგორც განსახილველ საკითხზე მომხსენებლებს, სხდომაზე გამოსვლისათვის ეძლევათ არაუმეტეს 10 წუთისა და საჭიროებისამებრ, სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შეიძლება დაემატოთ არაუმეტეს 5 წუთისა.

კონკრეტული საკითხის განხილვისას, სხდომის თავმჯდომარის თანხმობითა და მის მიერ განსაზღვრული დროით, კომისიის წევრების შემდეგ, სხდომაზე დასწრების უფლების მქონე და განსახილველი საკითხის განხილვაში მონაწილე დაინტერესებულ პირებს შეიძლება მიეცეთ დრო, რომელიც უნდა იყოს გონივრული და ერთჯერადად არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს. ერთსა და იმავე საკითხზე, ერთსა და იმავე პირის მიმართ, სხდომის თავმჯდომარეს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება, საჭიროებისამებრ, დამატებითი დროის გამოყოფის შესახებ, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს.

ყურადღება!

საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს აქვს უფლება, შესაბამისი საარჩევნო კომისიის სხდომაზე მოითხოვოს სიტყვით გამოსვლა და აზრის გამოთქმა, ამა თუ იმ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება (საქართველოს საარჩევნო კოდექსი – მუხლი 42.5).

სხდომაზე საკითხის განხილვის პროცესში მხარეებისათვის და მხარის მიერ კითხვების დასმა და მასზე პასუხების გაცემა დასაშვებია მხოლოდ სხდომის თავმჯდომარის ნებართვით.

საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე განკარგულების მიღების წესი (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 8.4; საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი – მუხლი 7; მუხლი 10)

კომისიის განკარგულება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ კომისიის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა (კომისიის არანაკლებ 5 წევრი).

საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა, გარდა საკადრო საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას (არანაკლებ 7 ხმა) და საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგების გაუქმების, საუბნო საარჩევნო კომისიიდან შემოსული პაკეტების გახსნის და საარჩევნო ბიულეტენების გადათვლის მიზნით გადაწყვეტილებების მიღებისას (მიიღება სხდომაზე დამსწრეთა არანაკლებ ორი მესამედით).

კომისიის განკარგულებას ხელს აწერენ კომისიის სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.

ყურადღება!

საოლქო საარჩევნო კომისია, კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი ვალდებულია შესაბამისი განკარგულება ხელმოწერისთანავე გამოაკრან საოლქო საარჩევნო კომისიაში თვალსაჩინო ადგილას საჯარო გაცნობისათვის (საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი – მუხლი 7.4)

საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის ოქმი

(საარჩევნო კოდექსი – მუხლი 8.7-9; საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი – მუხლი 9)

საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტილებათა მიღების მიმდინარეობა ფიქსირდება სხდომის ოქმში. სხდომის ოქმს ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი. კომისიის მდივანი სხდომის ოქმს აფორმებს სხდომიდან 1 დღის ვადაში, ხოლო ოქმზე უთითებს სხდომის გამართვის თარიღს.

ყურადღება!

  • კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს გამოთქვას განსხვავებული აზრი, რომელიც შეიტანება სხდომის ოქმში.

  • განსხვავებული აზრის მქონე კომისიის წევრი ვალდებულია პატივი სცეს და დაემორჩილოს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. მას არა აქვს უფლება თავისი ქმედებით/უმოქმედობით ხელი შეუშალოს კომისიის გადაწყვეტილებათა აღსრულებას.

საოლქო საარჩევნო კომისიის საქმისწარმოების წესი

(საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი – მუხლი 11)

საოლქო საარჩევნო კომისიაში წარმოებს სარეგისტრაციო ჟურნალები – კომისიაში შემოსული და კომისიიდან გასული წერილების სარეგისტრაციო და საკონკურსო განაცხადების აღრიცხვის ჟურნალები, რომლის წარმოებაზე პასუხისმგებელია კომისიის მდივანი.

კომისია კორესპონდენციას/დოკუმენტებს (მათ შორის ელექტრონული ფორმით ელექტრონულ ფოსტაზე შემოსულ კორესპონდენციას/დოკუმენტებს) იღებს სამუშაო დღის 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე ცესკოს თავმჯდომარის 2017 წლის 1 აგვისტოს N01-87 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატისა და საოლქო საარჩევნო კომისიების საქმისწარმოების წესის“ შესაბამისად.

ყოველი დღის 18:00 საათზე (გარდა კენჭისყრის დღისა) კომისიის მდივანი ხურავს სარეგისტრაციო ჟურნალებს თუ სამუშაო დღის განმავლობაში რეგისტრაციაში გატარდა განცხადება/წერილი ან სხვა სახის კორესპონდენცია. ამ მიზნით, კომისიის მდივანი, თითოეული სახის ჟურნალში უკანასკნელი ჩანაწერის შემდგომ მიუთითებს „ჟურნალი დახურულია“, თარიღისა და ზუსტი დროს მითითებით, რასაც ადასტურებს ხელმოწერით. ჟურნალის/ჟურნალების დახურვის შემდეგ იკრძალება მასში რაიმე დოკუმენტის რეგისტრაცია.

საარჩევნო დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია ყველასთვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია საარჩევნო დოკუმენტაცია და არჩევნების შესახებ ინფორმაცია მათი მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში გააცნოს ყველა დაინტერესებულ პირს. თუ აღნიშნული ინფორმაციის გაცემა მეტ დროს მოითხოვს, საჯარო ინფორმაციის გაცემა ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.

ყურადღება!

  • საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილება (გარდა კომისიის სხდომის ოქმისა) მხარეს, რომელიც მონაწილეობს საჩივრის განხილვაში, მისი მოთხოვნის შემთხვევაში უნდა ჩაბარდეს ამ გადაწყვეტილების მიღების მომდევნო დღის 12 საათამდე;

  • საოლქო საარჩევნო კომისიის/კომისიის ხელმძღვანელ პირთა გადაწყვეტილებების, საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლები, დაუყოვნებლივ უნდა გადაეცეს ყველა დაინტერესებულ პირს, მათი მოთხოვნის შემთხვევაში;

  • საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლები კენჭისყრის დღის მეორე დღიდან, დაუყოვნებლივ უნდა გადაეცეს ყველა დაინტერესებულ პირს, მათი მოთხოვნის შემთხვევაში (შემაჯამებელი ოქმის ასლი გაიცემა საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ).

ნაწილი II საოლქო საარჩევნო კომისიის საქმიანობა წინასაარჩევნო პერიოდში

საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომა (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 25.21; მუხლი 8.23)

საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომა იმართება არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა (21 სექტემბერი). სხდომა მოიწვევა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ 7 წევრი. სხდომას, კომისიის თავმჯდომარის არჩევამდე, ხელმძღვანელობს კომისიის უხუცესი წევრი.

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის/კომისიის თავმჯდომარის მოადგილის/კომისიის მდივნის არჩევის წესი (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 25)

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და კომისიის მდივანი ირჩევა კომისიის პირველივე სხდომაზე კომისიის წევრთაგან, სახელობითი კენჭისყრით, კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობით. კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს კომისიის არანაკლებ 2 წევრს.

ყურადღება!

  • საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე/კომისიის თავმჯდომარის მოადგილე/კომისიის მდივანი არ შეიძლება იყვნენ ერთი და იმავე საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი კომისიის წევრები.

  • საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ/კომისიის თავმჯდომარის მოადგი­ლედ/კომი­სიის მდივნად ასარჩევად ერთი და იმავე კანდიდატურის დასახელება შეიძლება მხოლოდ ორჯერ.

  • საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ/კომისიის თავმჯდომარის მოადგი­ლედ/კომი­სიის მდივნად დასახელებულ კანდიდატს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს კენჭისყრაში და ხმა მისცეს საკუთარი კანდიდატურის სასარგებლოდ.

საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი. სხდომის ოქმი ფორმდება სხდომიდან 1 დღის ვადაში, ხოლო ოქმზე მიეთითება სხდომის გამართვის თარიღი. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის/ თავმჯდომარის მოადგილის/კომისიის მდივნის არჩევა ფორმდება საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულებით.

თუ დადგენილ ვადაში ვერ აირჩა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე/თავმჯდომარის მოადგილე/კომისიის მდივანი, აღნიშნული თანამდებობის პირის მოვალეობას მის არჩევამდე ასრულებს კომისიის ის წევრი, რომელიც კენჭისყრისას ყველაზე მეტ ხმას მიიღებს, ხოლო ხმათა თანაბრობის შემთხვევაში – მათგან წილისყრით განსაზღვრული პირი.

ამომრჩეველთა ერთიანი სია (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 31).

ამომრჩეველთა ერთიანი სია არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ, აქტიური საარჩევნო უფლების მქონე პირთა სია, რომელიც იყოფა საარჩევნო უბნების მიხედვით. ამომრჩეველთა ერთიანი სია დგება იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სხვა შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე. ცესკო პასუხისმგებელია ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირებაზე, მისი კომპიუტერული დამუშავებისა და საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ნაწილის ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებაზე.

ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეიტანება ამომრჩევლის შესახებ შემდეგი მონაცემები:

  • გვარი, სახელი;

  • დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);

  • მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით);

  • საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;

  • ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირისთვის, მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებული პირისთვის, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან მოხსნილი პირისთვის, აგრეთვე პირისთვის, რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილებით, აღინიშნება დროებითი საცხოვრებლის მისამართი; სხვა სახელმწიფოში მყოფი პირისთვის მიეთითება „საკონსულო აღრიცხვაზეა“, ხოლო თუ ასეთი პირი არ დგას საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე – „იმყოფება უცხოეთში“);

  • ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრაციის თარიღი;

  • სქესი;

  • ფოტოსურათი (სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული უახლესი ფოტოსურათი ციფრულ ფორმატში).

ყურადღება!

ამომრჩეველი, რომელიც მოიხსნა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან, ან რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს გადაწყვეტილებით, ან რომელიც რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობისათვის ვალდებულია 2017 წლის 14 სექტემბრის ჩათვლით გამოცხადდეს სააგენტოში და გაიაროს რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ან მხოლოდ მიუთითოს თავისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი და გადაიღოს ფოტოსურათი ციფრულ ფორმატში (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 18513).

ამომრჩეველთა ერთიანი სიის საუბნო საარჩევნო კომისიისათვის გადაცემა და მისი გამოქვეყნების წესი (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 31.11; მუხლი 34.1)

საოლქო საარჩევნო კომისია მის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საუბნო საარჩევნო კომისიებს არაუგვიანეს პირველი შეკრების დღისა (კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღე (21 სექტემბერი)) გადასცემს ცესკოს მიერ დამოწმებულ ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებულ ვერსიას (კედლის სია).

ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (კედლის სია – ფოტოსურათების გარეშე) და მათთან დაკავშირებით საჩივრის შეტანის კანონით განსაზღვრული წესი დაუყოვნებლივ უნდა გამოიკრას კენჭისყრის შენობაში თვალ­საჩინო ადგილას.

საუბნო საარჩევნო კომისიას არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-2 დღისა (19 ოქტომბერი) გადაეცემა დაზუსტებული სიების საბოლოო ვერსიები:

  • საარჩევნო კომისიისათვის განკუთვნილი ვერსია (სამაგიდო სია);

  • საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (კედლის სია).

ყურადღება!

  • კედლის სიის თავდაპირველი ვერსია უნდა ჩამოიხსნას და იმავე ადგილას დაზუსტებული ვერსია უნდა გამოიკრას.

  • დაუშვებელია სამაგიდო სიის და მისი ასლის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემა.

ამომრჩეველთა ერთიანი სიის მონაცემების გადამოწმება (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 31.7-71)

საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას/საარჩევნო ბლოკს, კანონის შესაბამისად რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს, დამკვირვებელ ორგანიზაციას, ამომრჩეველს უფლება აქვს გაეცნოს ცესკოში, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში არსებულ ამომრჩეველთა სიების საჯარო ინფორმაციისათვის მიკუთვნებულ ვერსიას1 (ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს გაეცნოს მხოლოდ შესაბამისი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა სიის საჯარო ინფორმაციისთვის განკუთვნილ ვერსიას, ხოლო ამომრჩეველს უფლება აქვს, მოითხოვოს მხოლოდ მის და მისი ოჯახის წევრთა შესახებ არსებული ყველა მონაცემის გაცნობა და მათში ცვლილების შეტანა) და უზუსტობების აღმოჩენის შემთხვევაში არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-18 დღისა (3 ოქტომბერი), ხოლო არასაარჩევნო პერიოდში – ნებისმიერ დროს მოითხოვონ ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებსა და ამომრჩეველთა სიებში ცვლილებების შეტანა.

ყურადღება!

  • ამომრჩეველთა შესახებ მონაცემების გაცნობა და ასლის გაცემა ხდება საჯარო ინფორმაციის გაცნობისა და გაცემისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

  • ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის განკუთვნილი ფოტოსურათებიანი ვერსიის გაცემა დასაშვებია მხოლოდ ელექტრონული სახით. უფლებამოსილმა პირმა სიის მისაღებად საოლქო საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს სათანადო მოცულობის მქონე ინფორმაციის ელექტრომატარებელი.

ამომრჩეველთა სიებში ცვლილებების შეტანის თაობაზე განცხადებები შეიტანება როგორც საოლქო საარჩევნო კომისიაში, ასევე საუბნო საარჩევნო კომისიაში. საუბნო საარჩევნო კომისია განცხადებებს (თანდართული დოკუმენტებით – ასეთის არსებობის შემთხვევაში) ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანის თაობაზე დაუყოვნებლივ გადასცემს ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას.

ამომრჩეველთა სიების შემოწმების შედეგების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 21.მ; მუხლი 26.2; მუხლი 31.8-9)

საარჩევნო პერიოდში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ამოწმებს ამომრჩეველთა სიებს. შემოწმების შედეგებს განიხილავს და სათანადო გადაწყვეტილებას იღებს საოლქო საარჩევნო კომისია განცხადებისა და საუბნო საარჩევნო კომისიების წინადადებების (სიებში ცვლილების შეტანის შესახებ – ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიღებიდან 2 დღის ვადაში, მაგრამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-16 დღისა (5 ოქტომბერი).

ყურადღება!

ზემოთ აღნიშნული მიზნებისთვის, საოლქო საარჩევნო კომისიას უფლება აქვს მიმართოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს. მიმართვის შემთხვევაში სააგენტო ვალდებულია დაუყოვნებლივ მიაწოდოს საოლქო საარჩევნო კომისიას შესაბამისი ინფორმაცია.

საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/ ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ დასაბუთებული უნდა იყოს და მისი გამოცემის მომდევნო დღიდან, მოთხოვნისთანავე უნდა გადაეცეს განმცხადებელს, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/ ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანის შესახებ 2 დღის ვადაში გადაეცემა ცესკოსა და შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას.

ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებთან/ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა და წესი (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 31.10)

საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/ამომრჩე­ველთა სიებში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ გამოცემიდან 2 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში.

სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება 2 დღის ვადაში, მაგრამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-13 დღისა (8 ოქტომბერი), უნდა გადაეცეს საოლქო საარჩევნო კომისიას. საოლქო საარჩევნო კომისიამ სათანადო ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდოს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას. საოლქო საარჩევნო კომისიებმა სათანადო ცვლილება დაუყოვნებლივ, განკარგულებით უნდა შეიტანონ ამომრჩეველთა შესახებ მონაცე­მებში/ამომრჩე­ველთა სიებში.

ამომრჩეველთა სპეციალური სია (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 32)

საოლქო საარჩევნო კომისია კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-3 დღისა (18 ოქტომბერი) ადგენს და განკარგულებით ამტკიცებს ამომრჩეველთა სპეციალურ სიას და ამავე კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერით დაუყოვნებლივ გადასცემს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას. ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეიტანება ამომრჩევლის შესახებ იგივე მონაცემები, რომლებიც არის ამომრჩეველთა ერთიან სიაში, ფოტოსურათით ან ფოტოსურათის გარეშე (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 32.71).

საოლქო საარჩევნო კომისიას ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყავს:

  • საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები, რომლებიც საარჩევნო კომისიებში საქმიანობის გამო კენჭისყრის დღეს ვერ მონაწილეობენ არჩევნებში თავიანთი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით (საოლქო საარჩევნო კომისიას ეს პირები სიაში შეჰყავს წინასწარ განსაზღვრულ საარჩევნო უბანში, კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-5 დღისა);

  • ამომრჩევლები, რომლებიც სამკურნალოდ წვანან საავადმყოფოში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში და, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, კენჭისყრის დღისთვის ვერ იქნებიან გაწერილი ამ დაწესებულებიდან (ამ პირთა სიას სამკურნალო დაწესებულების ხელმძღვანელი გადასცემს საოლქო საარჩევნო კომისიას კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-6 დღისა);

  • ამომრჩევლები, რომლებიც კენჭისყრის დღეს პატიმრობაში იმყოფებიან (საოლქო საარჩევნო კომისიას ამ პირთა სიას გადასცემს პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელი კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-6 დღისა);

  • ამომრჩევლები, რომლებიც კენჭისყრის დღეს ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფებიან. (საოლქო საარჩევნო კომისიას ამ პირთა სიას გადასცემს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი კენჭისყრამდე არაუგვიანეს 4 დღისა);

  • საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები და სპეციალური წოდების მქონე პირები, აგრეთვე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის, პენიტენციური დეპარტამენტისა და პენიტენციური დაწესებულების ის მოსამსახურეები, რომელთა სამსახურის პირობები ან ჯანმრთელობის მდგომარეობა მოითხოვს არჩევნების დღეს მათ ყოფნას რეგისტრაციის ადგილისაგან განსხვავებულ მისამართზე, რომელიც სხვა საარჩევნო ოლქს მიეკუთვნება (საოლქო საარჩევნო კომისიას ამ პირთა სიას გადასცემს შესაბამისი სამხედრო დანაყოფების/ნაწილების მეთაურები ან შესაბამისი დაწესებულებების/დანაყოფების ხელმძღვანელები კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 25-ე დღისა, ხოლო სამხედრო სამსახურში გაწვევის შედეგების გათვალისწინებით – კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-6 დღისა). სპეციალურ სიაში ასევე შეიტანება ამ კატეგორიის ამომრჩევლის შესაბამისი დისლოკაციის ადგილზე სამსახურის დაწყების და დასრულების თარიღები.

სპეციალური სიების შედგენის შემდეგ, საოლქო საარჩევნო კომისია იმ ამომრჩეველთა მონაცემებს, რომლებიც შეყვანილები არიან სხვა უბნის სპეციალურ სიებში, გადასცემს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას.

საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანმა სპეციალურ სიაში შეყვანილი ან სხვა უბნის სპეციალურ სიაში გადაყვანილი ამომრჩეველი უნდა მოძებნოს ამომრჩეველთა ერთიან სიაში (სამაგიდო და ასევე კედლის სიაში) და მისი გვარის გასწვრივ გრაფაში „ფაქტობრივი მდგომარეობა“ გააკეთოს აღნიშვნა: „კომისიის წევრია“, „პატიმრობაშია“, „საავადმყოფოშია“, „სამხედრო სამსახურშია“.

ყურადღება!

სპეციალური სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (კედლის სია) თვალსაჩინო ადგილას უნდა გამოიკრას საუბნო საარჩევნო კომისიისა და კენჭისყრის შენობებში.

თუ არჩევნებში მონაწილეობის მიღების მოთხოვნით საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართავს ამომრჩეველი, რომელმაც არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-18 დღისა (3 ოქტომბერი) ვერ მოასწრო მიემართა კომისიისთვის სიაში რეგისტრაციის მოთხოვნით (ჩამოვიდა საზღვარგარეთიდან, გამოეწერა სტაციონარული სამკურნალო დაწესებულებიდან, გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან), განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის (საზღვრის გადაკვეთის შესახებ ჩანაწერი პასპორტში, ცნობა სტაციონარული სამკურნალო დაწესებულებიდან, ცნობა პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შესახებ) წარდგენის შემთხვევაში მას რეგისტრაციაში გაატარებს საოლქო საარჩევნო კომისია განცხადების მიღებიდან 2 დღის ვადაში, ხოლო თუ კენჭისყრის დღემდე დარჩენილია 2 დღეზე ნაკლები – დაუყოვნებლივ (ამომრჩევლის შესახებ მონაცემები შეიტანება ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში).

სპეციალურ სიაში შეყვანილი ამომრჩევლის საარჩევნო უფლება

(საარჩევნო კოდექსი – მუხლი 32.5-6)

მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2017 წლის არჩევნებისას სპეციალურ სიაში შეყვანილი ამომრჩეველი მონაწილეობს როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში, თუ იგი ადგილსამყოფელს იცვლის ერთი და იმავე ადგილობრივი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე.

სპეციალურ სიაში შეყვანილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები და სპეციალური წოდების მქონე პირები, აგრეთვე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის, პენიტენციური დეპარტამენტისა და პენიტენციური დაწესებულების მოსამსახურეები მონაწილეობენ საკრებულოს როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნებში, თუ კენჭისყრის დღეს განთავსებულნი არიან შესაბამისი დისლოკაციის ადგილზე, არჩევნების დღისათვის მუდმივი წესით, არჩევნების დღემდე არანაკლებ 6 თვით და არჩევნების დღიდან სულ მცირე 6 თვით ან მეტი ვადით.

თუ ზემოთ აღნიშნული პირები არ აკმაყოფილებენ პირობას, რომელიც გულისხმობს კენჭისყრის დღეს შესაბამისი დისლოკაციის ადგილზე, არჩევნების დღისათვის მუდმივი წესით განთავსებას, არჩევნების დღემდე არანაკლებ 6 თვით და არჩევნების დღიდან სულ მცირე 6 თვით ან მეტი ვადით, ამ შემთხვევაში, ისინი მონაწილეობენ მხოლოდ საკრებულოს პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში, ხოლო თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნებსა და საკრებულოს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობენ იმ შემთხვევაში, თუ მათი დისლოკაციის ადგილი იმ საარჩევნო ოლქის/ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებშია, რომელშიც ისინი არიან რეგისტრირებული საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის ფორმირების წესი

(საარჩევნო კოდექსი – მუხლი 32.8; მუხლი 33; მუხლი 34.2.ე)

გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის ფორმირებაზე პასუხისმგებელია საუბნო საარჩევნო კომისია. გადასატანი საარჩევნო ყუთის სია დგება ერთიანი და სპეციალური სიების საფუძველზე. ამომრჩეველი გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეჰყავთ თუ:

  • შეზღუდული შესაძლებლობის ან/და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია კენჭისყრის შენობაში მისვლა. ასეთი ამომრჩევლების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საარჩევნო უბანზე ერთიან სიაში არსებული ამომრჩევლების 3 პროცენტს.

ყურადღება!

  • აღნიშნული რაოდენობის შევსების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ყოველი ახალი შემოსული განცხადების შესახებ დაუყოვნებლივ ატყობინებს ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას,.

  • საოლქო საარჩევნო კომისია განცხადებებს განიხილავს და ამომრჩეველთა გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში ამომრჩევლის შეყვანის მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრეთა არანაკლებ ორი მესამედით.

  • იმყოფება საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე, მაგრამ ძნელად მისადგომ ადგილას (ასეთ შემთხვევაში რეკომენდირებულია კონსულტაციის გავლა საოლქო საარჩევნო კომისიასთან).

საუბნო საარჩევნო კომისიას გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში ამომრჩეველთა სპეციალური სიისა და საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შეჰყავს ამომრჩეველი რომელიც:

  • სამკურნალოდ წევს საავადმყოფოში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში და მასში არ იხსნება საარჩევნო უბანი;

  • იმყოფება პატიმრობაში;

  • იმყოფება ადმინისტრაციულ პატიმრობაში;

  • მსახურობს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე განლაგებულ სამხედრო ნაწილში ან სასაზღვრო პოლიციის ქვედანაყოფში, რომელიც საარჩევნო უბნიდან შორსაა განლაგებული;

  • მსახურობს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტში, პენიტენციურ დეპარტამენტში ან პენიტენციურ დაწესებულებაში და სამსახურის პირობების გამო სამუშაო ადგილის დატოვება არ შეუძლია;

  • არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამხედრო მოსამსახურე და სპეციალური წოდების მქონე პირი, აგრეთვე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის, პენიტენციური დეპარტამენტისა და პენიტენციური დაწესებულების მოსამსახურე და კენჭისყრის პერიოდში განსაკუთრებული სამსახურებრივი პირობების ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ტოვებს სამუშაო ადგილს.

ყურადღება!

  • გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეიტანება ამომრჩევლის შესახებ იგივე მონაცემები, რომლებიც არის ამომრჩეველთა ერთიან სიაში, გარდა მისი ფოტოსურათისა და დამატებით აღინიშნება მისი რიგითი ნომერი ამომრჩეველთა ერთიან ან სპეციალურ სიაში;

  • გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (კედლის სია) შედგენისთანავე თვალსაჩინო ადგილას უნდა გამოიკრას საუბნო საარჩევნო კომისიისა და კენჭისყრის შენობებში.

გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში ამომრჩევლის შეყვანის შემთხვევაში ამომრჩეველთა ერთიან და სპეციალურ სიებში მისი გვარის გასწვრივ, გრაფაში „ფაქტობრივი მდგომარეობა“ უნდა გაკეთდეს ჩანაწერი „გადასატანი ყუთი“.

საარჩევნო დოკუმენტაციის და ინვენტარის გადაცემა საუბნო საარჩევნო კომისიისთვის (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 63.9-11) :

კენჭისყრისთვის მზადების და მისი ჩატარების მიზნით კენჭისყრის დღემდე საოლქო საარჩევნო კომისიები მათი სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საარჩევნო უბნებს გადასცემენ ყველა საჭირო საარჩევნო დოკუმენტაციას და ინვენტარს, კერძოდ:

საარჩევნო დოკუმენტაციას:

  • ამომრჩეველთა ერთიანი სიის საბოლოო ვერსიას (კედლის სია და სამაგიდო სია);

  • ამომრჩეველთა სპეციალურ სიას, ასეთის არსებობის შემთხვევაში (კედლის სია და სამაგიდო სია);

  • გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის (კედლის სია და სამაგიდო სია) ბლანკებს;

  • ამომრჩეველთა ბარათებს;

  • საარჩევნო ბიულეტენების ბლოკნოტებს;

  • სპეციალურ კონვერტებს;

  • კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნს (ე. წ. ზონარგაყრილი წიგნი);

  • საკონტროლო ფურცლებს;

  • კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს და „შესწორების ოქმის“ ფორმებს;

  • კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმებს.

საარჩევნო ინვენტარს:

  • ძირითად და გადასატან გამჭვირვალე საარჩევნო ყუთებს;

  • საარჩევნო ყუთების ლუქებს;

  • კენჭისყრის კაბინებს;

  • მარკირების სითხეს და მარკირების შესამოწმებელ სპეციალურ ხელსაწყოს (ულტრაიისფერი ფარანი);

  • საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭედს;

  • რეგისტრატორების სპეციალურ ბეჭდებს;

  • ასლგადამღებ მანქანას;

  • სამელნე ბალიშებს.

სხვა საარჩევნო მასალას:

  • პარტიულ სიებს;

  • კანდიდატთა სიებს;

  • საარჩევნო ბიულეტენის შევსების ინსტრუქციას;

  • ამონარიდს კანონიდან, თუ რა შემთხვევაშია საარჩევნო ბიულეტენი ბათილი;

  • საარჩევნო დოკუმენტაციის შესაფუთ კონვერტებს.

ყურადღება!

საოლქო საარჩევნო კომისია საარჩევნო ბიულეტენებსა და სპეციალურ კონვერტებს კენჭისყრის დაწყებამდე არაუგვიანეს 12 საათისა გადასცემს საუბნო საარჩევნო კომისიებს.

საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიისთვის საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების გადაცემისას ორ ცალად დგება მიღება ჩაბარების აქტი, რომელშიც აღინიშნება:

  • მათი გადამცემი და მიმღები კომისიების დასახელებები;

  • სპეციალური კონვერტების რაოდენობა;

  • ბიულეტენთა სახეობა;

  • ბიულეტენთა ბლოკნოტების რაოდენობა (მათი ნომრებისა და ბიულეტენების ნომრების მითითებით);

  • მათი გამცემი და მიმღები პირების ვინაობა.

მიღება-ჩაბარების აქტს ხელს აწერენ საარჩევნო დოკუმენტაციის გამცემი და მიმღები პირები. აქტის ერთი ცალი რჩება საოლქო საარჩევნო კომისიაში, მეორე გადაეცემა საუბნო საარჩევნო კომისიას. მიღება-ჩაბარების აქტი არის საჯარო ინფორმაცია.

ყურადღება!

მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე მიმღები და გამცემი პირები ამოწმებენ საარჩევნო ბიულეტენების რეკვიზიტების სისწორეს და საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების რაოდენობის შესაბამისობას მიღება-ჩაბარების აქტში შეტანილ მონაცემებთან. ამის შემდეგ საარჩევნო ბიულეტენები კვლავ ილუქება, რასაც მხარეები ხელმოწერით ადასტურებენ.

კენჭისყრის შენობის მოწყობა (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 58.4; მუხლი 58.5).

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები ვალდებული არიან, კენჭისყრის პროცედურების ჩასატარებლად, კანონით დადგენილი წესების დაცვით, კენჭისყრამდე არაუგვიანეს ერთი დღისა მოაწყონ კენჭისყრის შენობა. საუბნო საარჩევნო კომისიამ უნდა მოაწყოს:

  • ამომრჩეველთა სარეგისტრაციო მაგიდები;

  • ყოველი 500 ამომრჩევლისთვის არანაკლებ ერთი კენჭისყრის კაბინა, სადაც უნდა იყოს ერთი კალმისტარი;

  • მაგიდა სპეციალური კონვერტებისთვის (უნდა იდგეს საარჩევნო ყუთთან ახლოს);

  • აწყობილი, დაულუქავი საარჩევნო ყუთები.

კენჭისყრის შენობაში გამჭვირვალე საარჩევნო ყუთი თვალსაჩინო ადგილას ისე უნდა იყოს მოთავსე­ბული, რომ ამომრჩეველი დაუბრკოლებლად მივიდეს მასთან და სპეციალური კონვერტის ჩაგდების შემდეგ დაუყოვნებლივ დატოვოს საარჩევნო უბანი.

კენჭისყრის შენობაში თვალსაჩინო ადგილას გამოკრული უნდა იყოს:

  • ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (კედლის სია);

  • ამომრჩეველთა სპეციალური სიის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (კედლის სია);

  • გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (კედლის სია);

  • პარტიული სიები;

  • კანდიდატთა სიები;

  • ცესკოს მიერ დადგენილი საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესი;

  • ამონარიდი კანონიდან, თუ რა შემთხვევაშია საარჩევნო ბიულეტენი ბათილი;

  • კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმები.

ყურადღება!

თუ საარჩევნო ბიულეტენში შეტანილი რომელიმე საარჩევნო სუბიექტი აღარ მონაწილეობს არჩევნებში, განცხადება ამის შესახებ უნდა გამოიკრას თვალსაჩინო ადგილას კენჭისყრის შენობაში და ფარული კენჭისყრის კაბინებში.

ნაწილი III. საარჩევნო პროცესში მონაწილე პირთა რეგისტრაცია

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს:

  • საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას;

  • საარჩევნო ბლოკს;

  • პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატს, რომელიც რეგისტრირებულია შესაბამის საარჩევნო კომისიაში.

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრად შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც კენჭისყრის დღისათვის შეუსრულდა 21 წელი და საქართველოში უცხოვრია სულ ცოტა 5 წლის განმავლობაში.

თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია სულ ცოტა 5 წლის განმავლობაში.

ყურადღება!

თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობისთვის აუცილებელი არაა კანდიდატად წარდგენილი პირი რეგისტრირებული იყოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

პარტიების/საარჩევნო ბლოკების რეგისტრაცია (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 142)

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პარტიის/საარჩევნო ბლოკის რეგისტრაციას ახორციელებს ცესკოს თავმჯდომარე კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

პარტიული სიის წარდგენა (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 143).

პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პარტიულ სიებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს წარუდგენენ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიები და საარჩევნო ბლოკები რეგისტრაციის შემდეგ, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა (21 სექტემბერი)2.

არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე ყოველ პარტიასა და საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს, წარადგინოს თითო პარტიული სია. წარდგენილ პარტიულ სიაში საკრებულოს წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს პროპორციული სისტემით ასარჩევ წევრთა რაოდენობაზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს ამ რაოდენობის სამმაგ ოდენობას.

პარტიულ სიაში შეიძლება შეყვანილ იქნეს მხოლოდ ამ პარტიის წევრი ან ის პირი, რომელიც არ არის არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიის წევრი, ხოლო საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ პარტიულ სიაში – მხოლოდ ამ ბლოკში გაერთიანებული პარტიის წევრი ან ის პირი, რომელიც არ არის არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიის წევრი.

პარტიული სია დამოწმებული უნდა იყოს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის ხელმძღვანელის, ხოლო საარჩევნო ბლოკის პარტიული სია – ბლოკში გაერთიანებული ყველა პარტიის ხელმძღვანელთა ხელმოწერებით.

პარტიულ სიას უნდა ერთოდეს ყოველი კანდიდატის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი, 2 ფოტოსურათი და მის მიერ ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი (2 ცალად), შევსების თარიღის მითითებით. სააღრიცხვო ბარათში კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან (სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით), დაბადების თარიღი) ერთად მითითებული უნდა იყოს საქართველოში 5 წლის ცხოვრების ფაქტი და თანხმობა ამ პარტიული სიით კენჭისყრაზე.

ყურადღება!

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს სააღრიცხვო ბარათებს წინასწარ გადასცემს საოლქო საარჩევნო კომისია. საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი, განცხადებისა და თანდართული მასალების მიღებისთანავე პარტიის, საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს გადასცემს დათარიღებულ ცნობას საბუთების მიღების შესახებ.

პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ საკრებულოს წევრობის მაჟორიტარ კანდიდატთა წარდგენა მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 144).

საარჩევნო ოლქში საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის წარსადგენად არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტია/საარჩევნო ბლოკი კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა (21 სექტემბერი) სათანადო განცხადებით მიმართავს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.

განცხადებაში მითითებული უნდა იყოს მაჟორიტარი კანდიდატის:

  • გვარი, სახელი;

  • დაბადების თარიღი;

  • პროფესია;

  • თანამდებობა (საქმიანობა);

  • სამუშაო ადგილი (თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“);

  • საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;

  • რეგისტრაციის ადგილი;

  • საარჩევნო ოლქის დასახელება, რომელშიც იგი წარდგენილია მაჟორიტარ კანდიდატად;

  • პარტიულობა (პარტიის წევრობის შემთხვევაში, ხოლო თუ უპარტიოა, მიეთითება „უპარტიო“).

განცხადება დამოწმებული უნდა იყოს პარტიის ან საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული ყველა პარტიის უფლებამოსილი პირების ხელმოწერებით და უნდა ერთოდეს კანდიდატის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი, 2 ფოტოსურათი და მის მიერ ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი (2 ცალად). სააღრიცხვო ბარათში კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან (სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით) და რეგისტრაციის თარიღი, დაბადების თარიღი) ერთად მითითებული უნდა იყოს საქართველოში 5 წლის ცხოვრების ფაქტი და თანხმობა შესაბამის საარჩევნო ოლქში კენჭისყრაზე.

არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ საარჩევნო ოლქში წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატი იმავდროულად შეიძლება იყოს შესაბამისი პარტიის/საარჩევნო ბლოკის პარტიულ სიაში.

ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს მიერ საკრებულოს წევრობის მაჟორიტარ კანდიდატთა წარდგენა (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 361; მუხლი 144.1.გ; მუხლი 141.3; მუხლი 116.1-5)

ამომრჩეველთა არანაკლებ 5-კაციან საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, საარჩევნო ოლქში წარადგინოს მხოლოდ ერთი კანდიდატი. ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საკრებულოს მაჟორიტარი წევრობის კანდიდატის წარდგენის მიზნით ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა (25 აგვისტო) სათანადო განცხადებით მიმართავს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას, რის შემდეგაც უფლება აქვს, შეაგროვოს მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერები.

განცხადებას ხელს უნდა აწერდეს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის ყველა წევრი და მასში მითითებული უნდა იყოს საკრებულოს მაჟორიტარი წევრობის კანდიდატის:

  • სახელი, გვარი;

  • დაბადების თარიღი;

  • პროფესია;

  • თანამდებობა (საქმიანობა);

  • სამუშაო ადგილი (თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“);

  • რეგისტრაციის ადგილი;

  • პარტიულობა (თუ უპარტიოა, მიეთითება „უპარტიო);

  • საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;

  • ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქის დასახელება, სადაც იგი წარდგენილია მაჟორიტარ კანდიდატად;

  • წარმდგენი ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრებისა და მათი წარმომადგენლის სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) ნომერი, რეგისტრაციის ადგილი, საკონტაქტო ტელეფონი და სხვა რეკვიზიტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

განცხადებას უნდა ერთოდეს საკრებულოს მაჟორიტარი წევრობის კანდიდატად წარდგენილი პირის:

  • წერილობითი თანხმობა არჩევნებში მონაწილეობაზე;

  • საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი;

  • ფოტოსურათი 2 ცალად;

  • სააღრიცხვო ბარათი 2 ცალად.

სააღრიცხვო ბარათს ხელს უნდა აწერდეს საკრებულოს მაჟორიტარი წევრობის კანდიდატად წარდგენილი პირი და მასში კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან (სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით) და რეგისტრაციის თარიღი, დაბადების თარიღი) ერთად მითითებული უნდა იყოს საქართველოში 5 წლის ცხოვრების ფაქტი და თანხმობა მოცემულ ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში კენჭისყრაზე.

იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება კანონით დადგენილ მოთხოვნებს, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა რეგისტრაციაში გაატარებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს.

თუ წარდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამება საარჩევნო კოდექსის 116-ე მუხლის პირველი-მე-5 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დაუყოვნებლივ აცნობებს განმცხადებელს ხარვეზის შესახებ. შესწორებული საბუთები არაუგვიანეს მომდევნო დღისა უბრუნდება საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს რეგისტაციაში გასატარებლად.

ყურადღება!

  • ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი უნდა შედგებოდეს არანაკლებ 5 წევრისაგან (არ არის სავალდებულო ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრი რეგისტრირებული იყოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე);

  • ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრი არ შეიძლება იმავდროულად იყოს სხვა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრი;

  • ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ აღნიშნული მოთხოვნების დარღვევა არის ხარვეზის დადგენის საფუძველი (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 361);

საკრებულოს მაჟორიტარი წევრობის კანდიდატის რეგისტრაციაში გასატარებლად ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა კენჭისყრამდე არაუგვიანეს 50-ე დღისა (1 სექტემბერი) შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს კანდიდატის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სია, რომელიც მოწმდება საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი წარდგენიდან 3 დღის ვადაში საარჩევნო კოდექსის 38-ე მუხლისა და „მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 20 მარტის №11/2014 დადგენილების შესაბამისად.

ყურადღება!

ადგილობრივ ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში საინიციატივო ჯგუფის მიერ კანდიდატის წარსადგენად საჭირო მხარდამჭერთა ხელმოწერების მინიმალური ოდენობა დადგენილია ცესკოს 2017 წლის 21 აგვისტოს N116/2017 განკარგულებით.

პარტიული სიებისა და ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ საკრებულოს წევრობის მაჟორიტარ კანდიდატთა რეგისტრაცია (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 145).

პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი პარტიული სიის და ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილი საკრებულოს წევრობის კანდიდატის რეგისტრაციისათვის წარდგენილ საბუთებს, წარდგენიდან 2 დღის ვადაში, მაგრამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 28-ე დღისა (23 სექტემბერი) ამოწმებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. შემოწმების საფუძველზე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე:

  • საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიული სიას/საკრებულოს წევრობის კანდიდატებს, თუ წარდგენილი პარტიული სია და თანდართული საბუთები, აგრეთვე საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს;

  • წერილობით აცნობებს პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებთან პარტიულ სიასა და თანდართულ საბუთებში, აგრეთვე საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში არსებული მონაცემების შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით), თუ არსებობს ასეთი შეუსაბამობა.

პარტიული სიაში და თანდართულ საბუთებში, აგრეთვე საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში არსებული მონაცემების შეუსაბამობის არსებობის შემთხვევაში პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს დოკუმენტაციის სრულყოფისთვის განესაზღვრება 2 დღე.

შესწორებული მონაცემების წარდგენის შემთხვევაში, პარტიული სიის/კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი უნდა გადაწყდეს შესწორებული დოკუმენტაციის წარდგენიდან 3 დღის ვადაში, მაგრამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-20 დღისა (1 ოქტომბერი).

თუ შესწორებული მონაცემები შეესაბამება საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, საარჩევნო რეგისტრაციაში უნდა გაატაროს საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატი, პარტიული სია ან მისი ის ნაწილი, რომელიც შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს (თუ სიის ამ ნაწილში კანდიდატთა რაოდენობა დადგენილ მინიმუმზე ნაკლები არ არის).

საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის (კანდიდატების) რეგისტრაციის შემდეგ, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, 3 დღის ვადაში უნდა გასცეს კანდიდატის მოწმობები.

თუ შესწორებული მონაცემები არ შეესაბამება საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ იმავე ვადაში უნდა გამოსცემს განკარგულება საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს განკარგულება და მოთხოვნისთანავე უნდა გადაეცეს).

პარტიული სიის ან საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილ საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის რეგისტრაციაზე უარი ან/და საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლები (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 145.6-7)

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პარტიულ სიას, საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილ საკრებულოს წევრობის მაჟორიტარ კანდიდატს რეგისტრაციაში არ გაატარებს, ხოლო რეგისტრირებულ კანდიდატს რეგისტრაციას გაუუქმებს, თუ საარჩევნო კომისიისათვის წარდგენილი განცხადებები და საბუთები არ აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, ან სახეზეა საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული სხვა საფუძველები, მათ შორის:

  • პარტიულ სიაში შეყვანილი კანდიდატი არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიის წევრია;

  • კანდიდატი შეყვანილია ერთზე მეტ პარტიულ სიაში და ერთდროულად არსებობს ან არსებობდა მისი თანხმობა ერთზე მეტ სიაში შეყვანაზე;

  • პარტიულ სიაში შეყვანილი კანდიდატი წერილობით განაცხადებს თანხმობას სხვა პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ კანდიდატად წარდგენაზე;

  • ერთდროულად არსებობს ან არსებობდა საკრებულოს წევრობის კანდიდატის წერილობითი თანხმობა სხვა საკრებულოს წევრობის, მერობის კანდიდატად წარდგენაზე, გარდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს პროპორციული წესით წარდგენილი კანდიდატის იმავე საარჩევნო სუბიექტის მიერ იმავე მუნიციპალიტეტის (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) მერობის კანდიდატად წარდგენის შემთხვევაში;

  • თუ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-2 დღისა რეგისტრირებულ პარტიულ სიაში კანდიდატთა რაოდენობა საარჩევნო კოდექსით დადგენილ მინიმუმზე ნაკლები აღმოჩნდა.

  • გაუქმდა მისი წარმდგენი სუბიექტის საარჩევნო რეგისტრაცია;

  • მაჟორიტარი კანდიდატის პირადი განცხადების საფუძველზე;

  • თუ პირი გარდაიცვალა.

ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ საკრებულოს წევრობის მაჟორიტარ კანდიდატთა რეგისტრაცია (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 145; ცესკოს 2017 წლის 21 აგვისტოს №30/2017 დადგენილება).

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მხარდამჭერთა სიების შემოწმების დასრულებიდან 2 დღის ვადაში:

  • საარჩევნო რეგისტრაციაში ატარებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ საკრებულოს წევრობის მაჟორიტარ კანდიდატს, თუ საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს;

  • წერილობით აცნობებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს დადგენილ მოთხოვნებთან საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში არსებული მონაცემების შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით), თუ არსებობს ასეთი შეუსაბამობა.

საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში არსებული მონაცემების შეუსაბამობის არსებობის შემთხვევაში ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს 2 დღე ეძლევა საბუთების სრულყოფისთვის. შესწორებული მონაცემები მოწმდება და საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი წყდება მონაცემების წარდგენიდან 3 დღის ვადაში.

თუ შესწორებული მონაცემები შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საარჩევნო რეგისტრაციაში ატარებს საკრებულოს წევრობის მაჟორიტარ კანდიდატს. საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის (კანდიდატების) რეგისტრაციის შემდეგ, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, 3 დღის ვადაში უნდა გასცეს კანდიდატის მოწმობები.

თუ შესწორებული მონაცემები არ შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად აღინიშნება რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და კანონის ის ნორმები, რომელთა მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). განკარგულება ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა.

შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საკრებულოს წევრობის მაჟორიტარ კანდიდატს განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა (21 სექტემბერი).

ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი საკრებულოს წევრობის კანდიდატის რეგისტრაციაზე უარი ან/და საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლები (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 145.6-7; ცესკოს 2017 წლის 21 აგვისტოს N30/2017 დადგენილება).

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ საკრებულოს წევრობის მაჟორიტარ კანდიდატს რეგისტრაციაში არ გაატარებს, ხოლო რეგისტრირებულ კანდიდატს რეგისტრაციას გაუუქმებს, თუ საარჩევნო კომისიისათვის წარდგენილი განცხადება და საბუთები არ აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, ან სახეზეა საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული სხვა საფუძველები, მათ შორის:

  • არ იქნა წარდგენილი მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიები;

  • დარღვეულია მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიების წარდგენის ვადა;

  • მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიაში აღმოჩნდება დადგენილ რაოდენობაზე ნაკლები ამომრჩევლის ხელმოწერა;

  • ერთდროულად არსებობს ან არსებობდა საკრებულოს წევრობის კანდიდატის წერილობითი თანხმობა იმავე ან/და ნებისმიერი სხვა თვითმმართველი ერთეულის საკრებულოს არჩევნებში, იმავე ან/და ნებისმიერი სხვა თვითმმართველი ერთეულის მერის არჩევნებში კანდიდატის სტატუსით მონაწილეობაზე;

  • არასრული ან არასწორია კანონმდებლობით მოთხოვნილი დოკუმენტაცია ან/და გათვალისწინებული მონაცემები;

  • გაუქმდა მისი წარმდგენი ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის საარჩევნო რეგისტრაცია;

  • მაჟორიტარი კანდიდატის პირადი განცხადების საფუძველზე;

  • თუ პირი გარდაიცვალა;

  • საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

რეგისტრირებული ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლები (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 1461)

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის რეგისტრირებული ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით:

  • საკუთარი განცხადების საფუძველზე;

  • თუ რეგისტრაციაში არ გატარდა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატი, ან თუ გაუქმდა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია;

  • ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფიდან ყველა წევრის გასვლის შემთხვევაში;

  • საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საკრებულოს წევრობის კანდიდატად წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 146; 1591)

საკრებულოს წევრობის კანდიდატს უფლება აქვს, რეგისტრაციის შემდგომ ნებისმიერ დროს, კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-12 დღისა (9 ოქტომბერი), მოხსნას თავის კანდიდატურა, ხოლო მის წარმდგენ პარტიას/საარჩევნო ბლოკს/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს, იმავე ვადაში, გააუქმოს გადაწყვეტილება წარდგენილი კანდიდატის შესახებ, რისთვისაც მათ სათანადო განცხადებით უნდა მიმართონ შესაბამის საარჩევნო კომისიას (აღნიშნული წესი არ ვრცელდება არჩევნების მეორე ტურზე).

შესაბამისი საარჩევნო კომისია უზრუნველყოფს ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე კანდიდატის რეგისტრაციის, კანდიდატის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე ინფორმაციის დაუყოვნებლივ გამოქვეყნებას.

პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ მერობის კანდიდატის წარდგენა საარჩევნო ოლქში (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 167)

საარჩევნო ოლქში მერობის კანდიდატის წარსადგენად არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტია/საარჩევნო ბლოკი კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა (21 სექტემბერი) სათანადო განცხადებით მიმართავს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას (გამონაკლისია ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატი, რომლის საბუთებიც წარედგინება ცესკოს).

კანდიდატის წარდგენის შესახებ განცხადებას, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს პარტიის/საარჩევნო ბლოკის ხელმძღვანელი პირის (პირების) ხელმოწერებით, უნდა ერთოდეს:

  • კანდიდატის სააღრიცხვო ბარათი;

  • ორი ფოტოსურათი;

  • კანდიდატის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი.

სააღრიცხვო ბარათში, მითითებული უნდა იყოს კანდიდატის:

  • სახელი, გვარი;

  • დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);

  • სქესი;

  • მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით);

  • საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;

  • სამუშაო ადგილი (დაწესებულების, ორგანიზაციის, საწარმოს და ა. შ. დასახელება);

  • თანამდებობა; თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“;

  • პარტიულობა; თუ უპარტიოა, მიეთითება „უპარტიო“;

  • საქართველოში 5 წლის ცხოვრების ფაქტი;

  • თანხმობა მერად კენჭისყრაზე;

  • ხელმოწერა და ხელმოწერის თარიღი.

საინიციატივო ჯგუფის მიერ თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერობის კანდიდატის წარდგენა საარჩევნო ოლქში (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 167; ცესკოს 2017 წლის 21 აგვისტოს №32/2017 დადგენილება)

ამომრჩეველთა 5-კაციან საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, საარჩევნო ოლქში წარადგინოს მხოლოდ ერთი მერობის კანდიდატი, რისთვისაც კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა (25 აგვისტო) განცხადებით მიმართავს საოლქო საარჩევნო კომისიას (გამონაკლისია ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატი, რომლის საბუთებიც წარედგინება ცესკოს), რის შემდეგაც უფლება აქვს, შეაგროვოს მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერები.

განცხადებას ხელს უნდა აწერდეს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის ყველა წევრი და მასში მითითებული უნდა იყოს თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერობის კანდიდატის:

  • სახელი, გვარი;

  • დაბადების თარიღი;

  • პროფესია;

  • თანამდებობა (საქმიანობა);

  • სამუშაო ადგილი (თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“);

  • რეგისტრაციის ადგილი;

  • პარტიულობა (თუ უპარტიოა, მიეთითება „უპარტიო);

  • საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;

  • საარჩევნო ოლქის დასახელება, სადაც იგი წარდგენილია მაჟორიტარ კანდიდატად;

  • წარმდგენი ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრებისა და მათი წარმომადგენლის სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) ნომერი, რეგისტრაციის ადგილი, საკონტაქტო ტელეფონი და სხვა რეკვიზიტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

განცხადებას უნდა ერთოდეს მერობის კანდიდატად წარდგენილი პირის:

  • წერილობითი თანხმობა არჩევნებში მონაწილეობაზე;

  • საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი;

  • ფოტოსურათი 2 ცალად;

  • სააღრიცხვო ბარათი 2 ცალად.

სააღრიცხვო ბარათს ხელს უნდა აწერდეს თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერობის კანდიდატად წარდგენილი პირი და მასში კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან (სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა მონაცემთა ბაზის მიხედვით) და რეგისტრაციის თარიღი, დაბადების თარიღი) ერთად მითითებული უნდა იყოს საქართველოში 5 წლის ცხოვრების ფაქტი და თანხმობა მოცემულ საარჩევნო ოლქში მერობის კანდიდატად კენჭისყრაზე.

იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება კანონით დადგენილ მოთხოვნებს, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა რეგისტრაციაში გაატარებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს.

თუ წარდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამება საარჩევნო კოდექსის 116-ე მუხლის პირველი-მე-5 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დაუყოვნებლივ აცნობებს განმცხადებელს ხარვეზის შესახებ. შესწორებული საბუთები არაუგვიანეს მომდევნო დღისა უბრუნდება საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს რეგისტაციაში გასატარებლად.

ყურადღება!

  • ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი უნდა შედგებოდეს არანაკლებ 5 წევრისაგან (არ არის სავალდებულო ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრი რეგისტრირებული იყოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე);

  • ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრი არ შეიძლება იმავდროულად იყოს სხვა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრი;

  • ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ აღნიშნული მოთხოვნების დარღვევა არის ხარვეზის დადგენის საფუძველი (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 361);

თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერობის კანდიდატის რეგისტრაციაში გასატარებლად ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა კენჭისყრამდე არაუგვიანეს 50-ე დღისა (1 სექტემბერი) შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს კანდიდატის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სია, რომელიც მოწმდება საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი წარდგენიდან 3 დღის ვადაში საარჩევნო კოდექსის 38-ე მუხლისა და „მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 20 მარტის №11/2014 დადგენილების შესაბამისად.

ყურადღება!

მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერების მინიმალური ოდენობები განისაზღვრება ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულებით.

საარჩევნო ოლქში პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერობის კანდიდატის რეგისტრაცია (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 167)

პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერობის კანდიდატის რეგისტრაციისათვის წარდგენილ საბუთებს ამოწმებს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, რომელიც საბუთების წარდგენიდან 2 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს არჩევნების დღემდე 28-ე დღისა (23 სექტემბერი):

  • საარჩევნო რეგისტრაციაში ატარებს მერობის კანდიდატს, თუ კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს;

  • მერობის კანდიდატის წარმდგენი პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს წერილობით აცნობებს კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში არსებული მონაცემების საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით), თუ ასეთი შეუსაბამობა არსებობს.

პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს საბუთების სრულყოფისთვის 2 დღე ეძლევა. შესწორებული მონაცემები მოწმდება და კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი წყდება მონაცემების წარდგენიდან 2 დღის ვადაში.

თუ შესწორებული მონაცემები შეესაბამება საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საარჩევნო რეგისტრაციაში ატარებს მერობის კანდიდატს. მერობის კანდიდატის რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მას გადასცემს კანდიდატის მოწმობას.

თუ შესწორებული მონაცემები არ შეესაბამება საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, იმავე ვადაში უნდა გამოსცეს განკარგულება საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად აღინიშნება რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და კანონის ის ნორმები, რომელთა მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). განკარგულება კანდიდატის წარმდგენ საარჩევნო სუბიექტს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა.

საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერობის კანდიდატთა რეგისტრაცია (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 167; ცესკოს 2017 წლის 21 აგვისტოს №32/2017 დადგენილება).

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მხარდამჭერთა სიების შემოწმების დასრულებიდან 2 დღის ვადაში:

  • საარჩევნო რეგისტრაციაში ატარებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერობის კანდიდატს, თუ კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსითა და ცესკოს დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

  • წერილობით აცნობებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს დადგენილ მოთხოვნებთან თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერობის კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში არსებული მონაცემების შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით), თუ არსებობს ასეთი შეუსაბამობა.

თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერობის კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში არსებული მონაცემების შეუსაბამობის არსებობის შემთხვევაში ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს 2 დღე ეძლევა საბუთების სრულყოფისთვის. შესწორებული მონაცემები მოწმდება და საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი წყდება მონაცემების წარდგენიდან 2 დღის ვადაში.

თუ შესწორებული მონაცემები შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საარჩევნო რეგისტრაციაში ატარებს თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერობის კანდიდატის და 3 დღის ვადაში გასცემს კანდიდატის მოწმობას.

თუ შესწორებული მონაცემები არ შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად აღინიშნება რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და კანონის ის ნორმები, რომელთა მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). განკარგულება ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა.

შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თვითმმართველი ქალაქის/თვითმმარ­თველი თემის მერობის კანდიდატს განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა (21 სექტემბერი).

პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერობის კანდიდატის რეგისტრაციაზე უარის ან/და საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლები (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 167; ცესკოს 2017 წლის 21 აგვისტოს №32/2017 დადგენილება)

პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერობის კანდიდატი რეგისტრაციაში არ გატარდება, ხოლო რეგისტრირებული კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით (ქალაქ თბილისის მერის არჩევნების დროს კი – ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით), თუ საარჩევნო კომისიისათვის წარდგენილი განცხადება და საბუთები არ აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსით დადგენილ ყველა მოთხოვნას ან სახეზეა საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები, მათ შორის:

  • განცხადებებსა და საბუთებში აღნიშნული მონაცემები არასრულია ან არასწორია;

  • ერთდროულად არსებობს ან არსებობდა მერობის კანდიდატის თანხმობა სხვა თვითმმართველი ერთეულის მერის არჩევნებში ან/და ნებისმიერი საკრებულოს არჩევნებში კანდიდატის სტატუსით მონაწილეობაზე;

  • ერთდროულად არსებობს ან არსებობდა მერობის კანდიდატის (გარდა ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატისა) თანხმობა სხვა თვითმმართველი ერთეულის მერის არჩევნებში, იმავე თვითმმართველი ერთეულის საკრებულოს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩასატარებელ არჩევნებში ან/და ნებისმიერი სხვა საკრებულოს არჩევნებში კანდიდატის სტატუსით მონაწილეობაზე;

  • თუ დარღვეულია მერობის კანდიდატის სტატუსთან თანამდებობრივი მდგომარეობის შეუთავსებლობის მოთხოვნები;

  • გაუქმდა მისი წარმდგენი სუბიექტის საარჩევნო რეგისტრაცია;

  • კანდიდატის პირადი განცხადების საფუძველზე;

  • თუ პირი გარდაიცვალა;

  • საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

მერობის კანდიდატად წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 168)

მერობის კანდიდატს უფლება აქვს, რეგისტრაციის შემდგომ ნებისმიერ დროს, კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-12 დღისა (9 ოქტომბერი), მოხსნას თავის კანდიდატურა, ხოლო მის წარმდგენ პარტიას/საარჩევნო ბლოკს/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს, იმავე ვადაში, გააუქმოს გადაწყვეტილება კანდიდატის წარდგენის შესახებ, რისთვისაც მათ სათანადო განცხადებით უნდა მიმართონ შესაბამის საარჩევნო კომისიას (აღნიშნული წესი არ ვრცელდება არჩევნების მეორე ტურზე).

შესაბამისი საარჩევნო კომისია უზრუნველყოფს ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე კანდიდატის რეგისტრაციის, კანდიდატის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე ინფორმაციის დაუყოვნებლივ გამოქვეყნებას.

მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისათვის პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატებს, ასევე, პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ მერობის კანდიდატებს აქვთ იგივე რიგითი ნომერი, რომელიც მათ წარმდგენ საარჩევნო სუბიექტებს აქვთ მინიჭებული.

მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მერობის/საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის რიგითი ნომრის განსაზღვრა (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 145.9-12; მუხლი 167.11; მუხლი 119.8; ცესკოს 2017 წლის 21 აგვისტოს N31/2017 დადგენილება).

მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ მერობის/საკრებულოს წევრობის კანდიდატს რიგით ნომერს ანიჭებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა (21 სექტემბერი). წილისყრის პროცედურები ტარდება საარჩევნო კომისიის შენობაში, სხდომებზე დასწრების უფლების მქონე პირთა თანდასწრებით.

მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისათვის საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი მერობის/საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატებისათვის რიგითი ნომრის მინიჭების მიზნით პირველ რიგში ტარდება წილისყრა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი მერობის კანდიდატებისათვის. ამ მიზნით კომისიის თავმჯდომარე:

  • ერთი ფორმისა და სახეობის ფურცლებზე, ერთი და იმავე საწერი საშუალებით წერს ნომრებს საარჩევნო ოლქში საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატების შესაბამისი რაოდენობის ფურცლებზე, რომლებიც იწყება არჩევნებში მონაწილე პარტიებისათვის/საარჩევნო ბლოკებისათვის მინიჭებული უმაღლესი რიგითი ნომრის მომდევნო რიცხვიდან;

  • ყოველ ფურცელს ამოწმებს კომისიის ბეჭდით;

  • ყველა ფურცელს კეცავს იმგვარად, რომ შეუძლებელი იყოს მათზე არსებული ნომრის წაკითხვა;

  • შევსებულ ფურცლებს ათავსებს გამჭვირვალე ყუთში.

მერობის/საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატების წარმდგენი ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლები წილისყრის მიზნით შევსებულ ფურცლებს გამჭვირვალე ყუთიდან სათითაოდ იღებენ მათ მიერ წარდგენილი მერობის/საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატების საარჩევნო რეგისტრაციის გავლის რიგითობის შესაბამისად. წილნაყარი ნომერი ხდება საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი.

ყურადღება!

შევსებული ფურცლების აღების რიგითობა ერთსა და იმავე დღეს რეგისტრირებული კანდიდატებისათვის განისაზღვრება შესაბამისი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მერობის/საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულების ნომრის მიხედვით.

თუ რიგითი ნომრის მიკუთვნების შემდეგ გაუქმდა საარჩევნო სუბიექტის რეგისტრაცია, დარჩენილი საარჩევნო სუბიექტები ინარჩუნებენ ადრე მიკუთვნებულ რიგით ნომრებს.

ინფორმაცია საარჩევნო სუბიექტების რიგითობის შესახებ, ასევე, იმ სუბიექტთა სია, რომელთაც უარი ეთქვათ რეგისტრაციაზეБ ქვეყნდება ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე რეგისტრაციის ვადის დამთავრებიდან არაუგვიანეს 3 დღისა (1 ოქტომბერი).

დამკვირვებელ ორგანიზაციათა რეგისტრაცია (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 39.2; მუხლი 40)

ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას, რომელიც დაკვირვებას ახორციელებს ერთ საარჩევნო ოლქში, რეგისტრაციაში ატარებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია.

ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია შეიძლება იყოს კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 1 წლისა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ადგილობრივი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის წესდება ან სხვა სადამფუძნებლო დოკუმენტი, რეგისტრაციაში გატარების მომენტისათვის ითვალისწინებს არჩევნების მონიტორინგს ან/და ადამიანის უფლებათა დაცვას და რომელიც არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრირებულია ცესკოში ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.

რეგისტრაციაში გატარების მიზნით ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას უფლება აქვს განცხადებით მიმართოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-10 დღისა (11 ოქტომბერი) და წარუდგინოს თავისი სადამფუძნებლო დოკუმენტის/წესდების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლი. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს იმ საარჩევნო ოლქის დასახელება, რომელშიც ორგანიზაცია ახორციელებს დაკვირვებას.

საოლქო საარჩევნო კომისია განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში წყვეტს ორგანიზაციის რეგისტრაციის საკითხს.

ყურადღება!

  • თუ ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია აკმაყოფილებს საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, საოლქო საარჩევნო კომისიას არ აქვს უფლება, მას უარი უთხრას რეგისტრაციაზე.

  • საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ დასაბუთებული უნდა იყოს და ორგანიზაციას უნდა გადაეცეს გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა. ასეთ შემთხვევაში კომისიის განკარგულება მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

რეგისტრირებული ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის ხელმძღვანელობაზე/ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის საარჩევნო სუბიექტად ან/და საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად რეგისტრაციაში გატარების შემთხვევაში, რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა, ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია ვალდებულია შესაბამის საარჩევნო კომისიას წარუდგინოს დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ საარჩევნო სუბიექტად/სუბიექტის წარმომადგენლად რეგისტრირებულ სადამკვირვებლო ორგანიზაციის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლება-მოსილების მქონე პირს შეუწყდა ან შეუწყდება უფლებამოსილება. ამ დოკუმენტის წარუდგენლობა არის აღნიშნული ორგანიზაციის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი.

რეგისტრაციაში გატარების შემთხვევაში ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-5 დღისა (16 ოქტომბერი) საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს უნდა წარუდგინოს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში დამკვირვებლების რეგისტრაციის შესახებ განცხადება, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს, რომ მის მიერ წარდგენილ სიაში შეყვანილი დამკვირვებლები აკმაყოფილებენ საარჩევნო კოდექსის 39-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს. განცხადებას თან უნდა ერთოდეს საოლქო ან/და საუბნო საარჩევნო კომისიაში/კომისიებში დანიშნული დამკვირვებელთა სია და თითოეული მათგანის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი.

დამკვირვებელთა სიაში უნდა აღინიშნოს:

  • დამკვირვებლის ვინაობა (სახელი, გვარი; რეგისტრაციის ადგილი);

  • საარჩევნო ოლქი და საარჩევნო უბანი/უბნები, სადაც იგი დააკვირდება არჩევნებს.

ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ადგილობრივი დამკვირვებელი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 18 წლის ასაკიდან (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 39.4), გარდა:

  • მოსამართლისა;

  • საარჩევნო კომისიის წევრისა;

  • პროკურატურის თანამდებობის პირისა;

  • საარჩევნო სუბიექტისა და მისი წარმომადგენლისა;

  • „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა;

  • ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრისა;

  • ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს ხელ­მძღვა­ნელისა და მისი მოადგილისა;

  • საქართველოს შინაგან საქმეთა, თავდაცვის და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხო­ებისა და დაზვერვის სამსახურებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალუ­რი სამსახურის თანამშრომლებისა.

დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებელთა რეგისტრაციის ვადა (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 40.9)

საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი ვალდებულია დამკვირვებელთა სიის წარდგენიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა განკარგულებით რეგისტრაციაში გაატაროს დამკვირვებელი და დამკვირვებელ ორგანიზაციას გადასცეს დამკვირვებლების მოწმობები. დამკვირვებლის მოწმობა იმავდროულად წარმოადგენს დამკვირვებლის სამკერდე ნიშანს, ძალაშია პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად.

ყურადღება!

ცესკოში რეგისტრირებულ ადგილობრივ დამკვირვებელს უფლება აქვს, დაკვირვება განახორციელოს ყველა დონის ნებისმიერ საარჩევნო კომისიაში. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებელი საოლქო საარჩევნო კომისიაში და ის დამკვირვებელი, რომელიც დაკვირვებას ახორციელებს საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებულ საარჩევნო უბანში, უფლებამოსილია, კენჭისყრის დღეს დაკვირვება განახორციელოს შესაბამისი ოლქის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ საარჩევნო უბანში (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 40.10).

საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელთა რეგისტრაცია (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 42; მუხლი 42.22)

ცესკოს მიერ რეგისტრირებულ პარტიას/საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს, დანიშნოს ორი წარმომადგე­ნელი ყოველ საარჩევნო კომისიაში, ხოლო ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, ორ-ორი წარმომადგენელი დანიშნოს შესაბამის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში. საარჩევნო სუბიექტის (არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის) წარმომადგენელი საარჩევნო სუბიექტს წარმოადგენს მხოლოდ იმ საარჩევნო კომისიასთან ურთიერთობაში, რომელშიც მას აქვს რეგისტრაცია.

საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 18 წლის ასაკიდან.

ყურადღება!

  • ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიაში დანიშნული საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები არ შეიძლება იმავდროულად დაინიშნონ სხვა საარჩევნო კომისიაში;

  • საუბნო საარჩევნო კომისიაში დანიშნული წარმომადგენლი არ შეიძლება იმავდროულად დაინიშნოს ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიაში;

  • საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად არ შეიძლება დაინიშნოს ამავე ან სხვა საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი კანდიდატი;

  • საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად რეგისტრირებული პირის საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაციის შემთხვევაში პირს უუქმდება წარმომადგენლის რეგისტრაცია შესაბამის საარჩევნო კომისიაში.

არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიამ/საარჩევნო ბლოკმა საუბნო საარჩევნო კომისიაში წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს, ხოლო საოლქო და შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიებში, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლების დანიშვნის თაობაზე საინიციატივო ჯგუფმა განცხადება უნდა წარუდგინოს იმ საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს, რომლის თავმჯდომარემაც გაატარა რეგისტრაციაში ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი.

საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ განცხადებას ხელს უნდა აწერდეს პარტიის/საარჩევნო ბლოკის ხელმძღვანელი პირი, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიაში ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლების დანიშვნის შესახებ განცხადებას – საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიაში.

განცხადებაში აღნიშნული უნდა იყოს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის:

  • გვარი, სახელი;

  • დაბადების წელი;

  • მისამართი;

  • საკონტაქტო ტელეფონის ნომერი (თუ აქვს).

განცხადებას თან უნდა ერთოდეს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი.

სათანადო ინფორმაციის სრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი 24 საათის განმავლობაში განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს და გასცემს წარმომადგენლის მოწმობას, რომელიც იმავდროულად არის წარმომადგენლის სამკერდე ნიშანი.

ყურადღება!

საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, გარდა კენჭისყრის დღისა, გამოიწვიოს ან/და შეცვალოს თავისი წარმომადგენელი, რის თაობაზედაც უნდა აცნობოს შესაბამის საარჩევნო კომისიას (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 42.6).

პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაცია

(საარჩევნო კოდექსი – მუხლი 44)

საარჩევნო პერიოდში რამდენიმე საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე მომუშავე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციას ახორციელებენ ცესკოს მდივანი ან შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მდივნები, ხოლო მხოლოდ ერთი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე მომუშავე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციას – შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი.

საოლქო საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-3 დღისა (18 ოქტომბერი) წარედგინება განცხადება პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის შესახებ. განცხადებას თან უნდა ერთოდეს წარმომადგენლების პირადობის მოწმობების ან პასპორტების ფოტოასლები.

განცხადების წარდგენიდან 1 დღის ვადაში საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი წყვეტს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის საკითხს და აკრედიტებულ წარმომადგენელს გადაწყვეტილების მიღებიდან 1 დღის ვადაში გადასცემს წარმომადგენლის მოწმობას, ხოლო აკრედიტაციაზე უარის თქმის შემთხვევაში მას იმავე ვადაში გადასცემს სათანადო განკარგულებას (განკარგულებაში უარი დასაბუთებული უნდა იყოს).

აკრედიტებული პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის საარჩევნო სუბიექტად ან/და საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად რეგისტრაციაში გატარების შემთხვევაში, რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალება ვალდებულია შესაბამის საარჩევნო კომისიას წარუდგინოს დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ საარჩევნო სუბიექტად/სუბიექტის წარმომადგენლად რეგისტრირებულ პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების მქონე პირს შეუწყდა ან შეუწყდება უფლებამოსილება. ამ დოკუმენტის წარუდგენლობა შესაბამისი პრესის/მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების აკრედიტაციის გაუქმების საფუძველია.

ნაწილი IV. საოლქო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო დოკუმენტაციის მიღება, კენჭისყრის შედეგების შეჯამება

საარჩევნო დოკუმენტაციის მიღება/დახარისხება

საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საუბნო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილი პირები საოლქო საარჩევნო კომისიას გადასცემენ საარჩევნო დოკუმენტაციის ყუთს/ტომარას და მისგან განცალკევებით:

  • კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს შესწორების ოქმებთან და წერილობით ახსნა-განმარტებებთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც უკავშირდება შემაჯამებელი ოქმის მონაცემებს ან/და რეკვიზიტებს (თარიღი და დრო, კომისიის ბეჭედი, რეგისტრაციის ნომერი, რეგისტრატორების ბეჭდის ნომრები, კომისიის წევრთა ხელმოწერები);

  • სარეგისტრაციო ჟურნალს;

  • განცხადებების/საჩივრებისა და კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის დალუქულ კონვერტს.

რეკომენდებულია, საარჩევნო დოკუმენტაციის3 მიღება/დახარისხება მიმდინარეობდეს ქვემოთ მოცემული სქემის მიხედვით.

ნაკადის მარეგულირებელი კომისიის წევრი აკონტროლებს საუბნო საარჩევნო კომისიების უფლებამოსილი პირების ნაკადს და აგზავნის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შემოწმებაზე პასუხისმგებელ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებთან.

კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შემოწმებისთვის პასუხისმგებელი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი/წევრები იბარებენ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმებს (შესწორების ოქმებსა და წერილობით ახსნა-განმარტებებთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში)) და ამოწმებენ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების მონაცემებსა და რეკვიზიტებს.

საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი/წევრები კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმებს შესწორების ოქმებთან და წერილობით ახსნა-განმარტებებთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შემოწმების შედეგების გათვალისწინებით, გადასცემენ საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს.

საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს (შესწორების ოქმებთან და ახსნა-განმარტებებთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში)) ტვირთავს საარჩევნო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში.

საუბნო საარჩევნო კომისიისგან საარჩევნო დოკუმენტაციის ჩაბარებაზე პასუხისმგებელი კომისიის წევრი აღრიცხავს მიღებულ საარჩევნო დოკუმენტაციას/მასალებს და აკეთებს ჩანაწერს საარჩევნო დოკუმენტაციას/მასალებს მიღების შესახებ, რის თაობაზეც ადგენს მიღება-ჩაბარების აქტს.

საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შესწორების ოქმის შედგენა (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 26.2.დ1)

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების ახსნა-განმარტებების ან/და სხვა სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლების არსებობისას, საჭიროების შემთხვევაში, არაუგვიანეს კენჭისყრის დღის მომდევნო დღისა, საუბნო საარჩევნო კომისია ადგენს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შესწორების ოქმს.

შესწორების ოქმის შედგენის მიზნით საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირი საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში იწვევს საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა იმ წევრს, რომელიც ესწრებოდა საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენას.

საუბნო საარჩევნო კომისია კომისიის წევრების ახსნა-განმარტებების ან/და სხვა სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლების გათვალისწინებით ადგენს შესწორების ოქმს, რომელშიც აღინიშნება კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემის/მონაცემების შესწორება და მისი შედგენის თარიღი და დრო.

შესწორების ოქმს ხელს აწერენ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები, დაესმება საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭედი, გატარდება საოლქო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში და დაერთვება კენჭისყრის შედეგების იმ შემაჯამებელ ოქმს, რომელშიც შეტანილი მონაცემი/მონაცემები შესწორდა.

საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი შესწორების ოქმს ტვირთავს საარჩევნო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში შესაბამის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმთან ერთად.

საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების გადამოწმება (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 21.ე)

საოლქო საარჩევნო კომისია განცხადების/საჩივრის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით უფლებამოსილია გადაამოწმოს საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის სისწორე. ამ მიზნით საოლქო საარჩევნო კომისია იკვლევს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ახსნა-განმარტებებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) არსებულ მონაცემებს და მათ საფუძველზე იღებს საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებას საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმში მონაცემების შეცვლის შესახებ.

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ახსნა-განმარტებების არარსებობის შემთხვევაში, ან თუ ახსნა-განმარტებების შესწავლა არ იძლევა შემაჯამებელი ოქმის მონაცემების სისწორის დადგენის შესაძლებლობას, საოლქო საარჩევნო კომისია სხდომაზე დამსწრეთა არანაკლებ 2/3-ით იღებს განკარგულებას საუბნო საარჩევნო კომისიიდან შემოსული პაკეტების გახსნისა და საარჩევნო ბიულეტენების გადათვლის შესახებ.

საუბნო საარჩევნო კომისიისგან მიღებული პაკეტების გახსნისა და საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისიამ უნდა აცნობოს ყველა საარჩევნო სუბიექტსა და დამკვირვებელ ორგანიზაციას, რომელთა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ საარჩევნო უბანზე საარჩევნო ბიულეტენების დათვლას, და მათი სურვილის შემთხვევაში უზრუნველყოს ხელახლა დათვლის პროცესზე მათი წარმომადგენლების დასწრება.

საარჩევნო დოკუმენტაციის გახსნისას საოლქო საარჩევნო კომისიამ სასურველია დაიცვას საარჩევნო დოკუმენტაციის გადათვლის შემდეგი თანამიმდევრობა:

  • ამომრჩეველთა სიებში ხელმოწერების რაოდენობა;

  • ბათილი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა;

  • თითოეული კანდიდატისათვის მიცემული ხმების (საარჩევნო ბიულეტენების) რაოდენობა.

ზემოთ აღნიშნული შემოწმების შედეგად, საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია საკუთარი გადაწყვეტილებით შეცვალოს საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმში მონაცემები. საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმში მონაცემების შეცვლის შესახებ მიიღება განკარგულებით სხდომაზე დამსწრეთა არანაკლებ 2/3-ით.

საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს წერილობით გამოთქვას განსხვავებული აზრი, რომელიც ერთვის ოქმს. ამასთანავე, განსხვავებული აზრის მქონე კომისიის წევრი ვალდებულია პატივი სცეს და დაემორჩილოს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. მას არა აქვს უფლება თავისი ქმედებით/უმოქმედობით ხელი შეუშალოს ამ გადაწყვეტილებათა აღსრულებას.

კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შეჯამება (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 21; მუხლი 75; მუხლი 150; მუხლი 169)

საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის განხილვის შედეგების გათვალისწინებით, კენჭისყრიდან არაუგვიანეს მე-11 დღისა (1 ნოემბერი) აჯამებს საკრებულოსა და მერის არჩევნების შედეგებს (თბილისის საკრებულოს პროპორციული წესით ჩატარებული არჩევნებისა და თბილისის მერის არჩევნების შემაჯამებელი საარჩევნო კომისიის ფუნქციებს ახორციელებს ცესკო) და ადგენს საარჩევნო ოლქში გამართული არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს (ოქმები დგება თითო ეგზემპლარად, რომლებიც არჩევნების შედეგების შეჯამებიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა გადაეცემა ცესკოს).

საოლქო საარჩევნო კომისიის ყველა წევრი, რომელიც ესწრება კომისიის სხდომას, ვალდებულია ხელი მოაწეროს შემაჯამებელ ოქმებს. თუ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი არ ეთანხმება შემაჯამებელ ოქმში შეტანილ მონაცემებს, მას უფლება აქვს, ოქმში აღნიშნოს, რას არ ეთანხმება და წერილობით დაურთოს განსხვავებული აზრი. შემაჯამებელი ოქმები მოწმდება საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით.

არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმების თითო დამოწმებული ფოტოასლი შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში ინახება. ოქმების დამოწმებული ფოტოასლები გადაეცემათ შესაბამისი საკრებულოს სამანდატო კომისიას, აგრეთვე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების წარმომადგენლებს.

საოლქო საარჩევნო კომისია კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლებს, კომისიის წევრთა თან­დართული განსხვავებული აზრებით (ასეთის არსებობისას), მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვ­ნებლივ გადასცემს საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებს.

ოქმის ფოტოასლი უნდა დამოწმდეს საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით და საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის ხელმოწერებით. ოქმის ფოტოასლის მიღებას წარმომადგენელი/დამკვირვებელი საოლქო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში ხელმოწერით ადასტურებს.

ყურადღება!

კანონით დადგენილი წესით მოთხოვნის შემთხვევაში კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის დამოწმებული ასლის გაუცემლობა გამოიწვევს კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმების ფოტოასლები შედეგების შეჯამებისთანავე, დაუყოვნებლივ გამოაკრას თვალსაჩინო ადგილას საყოველთაო გაცნობისათვის.

არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 10 დღის ვადაში საოლქო საარჩევნო კომისია (გარდა თბილისის საკრებულოსა და მერის არჩევნებისას) ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს ცნობას შესაბამის ოლქში საკრებულოსა და მერის არჩევნების შედეგების შესახებ.

საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი, კენჭისყრის შედეგების შეჯამებიდან 7 დღის ვადაში გახსნის საუბნო საარჩევნო კომისიის დალუქულ ჩანაწერთა წიგნებს, გადაიღებს წიგნების იმ გვერდების ფოტოასლებს, რომლებზედაც შესრულებულია ამომრჩევლის ვინაობის შემოწმების დამატებით წესთან დაკავშირებული ჩანაწერები (ამის შემდეგ ჩანაწერთა წიგნი ისევ უნდა დაილუქოს), თავის ხელმოწერით დაამოწმებს ჩანაწერებს და შესაბამის დალუქულ დოკუმენტებთან (პირადობის მოწმობების/პასპორტების ფოტოასლები) ერთად გადასცემს ცესკოს. კომისიის მდივანი იმავე ვადაში აგრეთვე გადაიღებს ჩანაწერთა წიგნების იმ გვერდების ფოტოასლებს, რომლებზედაც შესრულებულია კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირის ხელმოწერა, კომისიის ბეჭდითა და ხელმოწერით ამოწმებს მათ და საჭიროების შემთხვევაში გადასცემს ცესკოს (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 75.10-11).

მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ჩატარებული არჩევნების შედეგების დადგენა

(საარჩევნო კოდექსი – მუხლი 149; 161)

მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის საკრებულოში არჩეულად ითვლება კანდიდატი, რომელმაც არჩევნებში სხვებზე მეტი ხმა მიიღო. თუ არჩევნებში მონაწილე ორმა კანდიდატმა მოაგროვა ხმათა თანაბარი რაოდენობა, არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც უფრო ადრე იყო რეგისტრირებული საოლქო საარჩევნო კომისიაში.

მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე თბილისის საკრებულოში არჩეულად ითვლება კანდიდატი, რომელმაც არჩევნებში სხვებზე მეტი ხმა მიიღო. თუ არჩევნებში მონაწილე ორმა კანდიდატმა მოაგროვა ხმათა თანაბარი რაოდენობა, არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში უფრო ადრე წარადგინა განცხადება რეგისტრაციის შესახებ.

ყურადღება!

არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა.

პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ჩატარებული არჩევნების შედეგების დადგენა

(საარჩევნო კოდექსი – მუხლი 148)

საოლქო საარჩევნო კომისიამ (თბილისის საკრებულოს პროპორციული წესით ჩატარებული არჩევნების შემაჯამებელი საარჩევნო კომისიის ფუნქციებს ახორციელებს ცესკო), პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა უნდა გაამრავლოს გასანაწილებელი მანდატების რაოდენობაზე და გაყოს იმ პარტიების/საარჩევნო ბლოკების მიერ მიღებული ხმების რაოდენობათა ჯამზე, რომლებმაც არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 4% მიიღეს, არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენებით გათვალისწი-ნებული ხმების რაოდენობა, მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა (მანდატების პირველადი განაწილება).

ყურადღება!

თუ ვერცერთმა პარტიულმა სიამ ვერ მოიპოვა მანდატი, საოლქო საარჩევნო კომისიამ თითო მანდატი უნდა მიაკუთვნოს პროპორციული წესით გასანაწილებელი მანდატების რაოდენობის შესაბამის იმ სუბიექტებს, რომლებმაც სხვებზე მეტი ხმა მიიღეს.

თუ პირველადი განაწილების შემდეგ პარტიული სიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი გასანაწილებელი მანდატების საერთო რაოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდება, საოლქო საარჩევნო კომისიამ დარჩენილი გაუნაწილებელი მანდატებიდან თითო მანდატი, თანამიმდევრობით უნდა მიაკუთვნოს უკეთესი შედეგის მქონე იმ პარტიულ სიებს, რომლებმაც მანდატების პირველადი განაწილებით ვერ მოიპოვეს ვერცერთი მანდატი, მაგრამ მიიღეს არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 4%-ისა (მანდატების მეორადი განაწილება).

თუ მანდატების მეორადი განაწილების შემდეგ კიდევ დარჩება გაუნაწილებელი მანდატი (მანდატები), თითო მანდატი თანამიმდევრობით უნდა მიეკუთვნოს იმ პარტიულ სიებს, რომლებსაც ერთი მანდატი მაინც აქვთ მოპოვებული და აქვთ სხვებზე დიდი ნაშთი.

ყურადღება!

თუ იმ 2 ან 2-ზე მეტი პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობები, რომელთაც უნდა გადაეცეთ ერთი მანდატი ზემოთ აღნიშნული წესით, თანაბარი აღმოჩნდება, მანდატი იმ პარტიულ სიას მიეკუთვნება, რომელმაც საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში უფრო ადრე გაიარა რეგისტრაცია.

პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოში არჩეულად ჩაითვლებიან ის კანდიდატები, რომელთა რიგითი ნომრებიც პარტიულ სიაში ნაკლებია ან ტოლია ამ პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობისა.

თუ საკრებულოს წევრობის კანდიდატი არჩეულია როგორც ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან, ისე პარტიული სიით, მაშინ იგი ითვლება ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან არჩეულად, ამოიღება პარტიული სიიდან და სიაში განხორციელდება რიგით მომდევნო კანდიდატის წანაცვლება.

ყურადღება!

თუ მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან არჩეული კანდიდატი იმავდროულად არჩეულია საარჩევნო ბლოკის პარტიული სიით და სიაში აღნიშნულია, რომ იგი საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული ერთ-ერთი სუბიექტი პარტიის წევრია, მაშინ მის ადგილს, საარჩევნო ბლოკის პარტიულ სიაში, დაიკავებს იმავე პარტიის რიგით მომდევნო საკრებულოს წევრობის კანდიდატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრად არჩეულთა რეგისტრაცია (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 153)

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 5 დღის ვადაში (1 ნოემბერი) რეგისტრაციაში უნდა გაატაროს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრად არჩეული პირები და გადასცეს მათ შესაბამისი მოწმობები. ამავე ვადაში ცესკო რეგისტრაციაში ატარებს თბილისის საკრებულოს წევრად არჩეულ პირებს და გადასცემს მათ შესაბამის მოწმობებს.

თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნების შედეგების დადგენა (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 169,1691)

მერის არჩევნების შედეგებს ადგენს და აჯამებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია, ხოლო ქალაქ თბილისის მერის არჩევნების შედეგებს აჯამებენ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიები და ადგენს ცესკო.

მერის არჩევნებში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტი მიიღო. არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენები.

თუ მერის არჩევნებში კანდიდატმა ვერ მიიღო ხმათა საჭირო რაოდენობა, ინიშნება არჩევნების მეორე ტური. არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობს 2 კანდიდატი, რომლებმაც პირველ ტურში სხვებზე მეტი ხმა მიიღეს. თუ ორზე მეტ კანდიდატს ერთნაირი საუკეთესო შედეგი აღმოაჩნდა, ან ერთი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატის მომდევნო რამდენიმე კანდიდატმა თანაბარი რაოდენობის ხმები მიიღო, არჩევნების მეორე ტურში ყველა ეს კანდიდატი მონაწილეობს.

მერის არჩევნების მეორე ტურს (ტურებს) ნიშნავს ცესკო პირველი ტურის შედეგების შეჯამებასთან ერთად. მერის არჩევნების მეორე ტური (ტურები) ტარდება პირველი ტურიდან არაუგვიანეს 25-ე დღისა.

ნაწილი V. საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადების/საჩივრის შეტანისა და

განხილვის წესები

საოლქო საარჩევნო კომისია საარჩევნო დავებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებისას ხელმძღვანელობს საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 2 მარტის N8/2012 დადგენილებით დამტკიცებული საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადება/საჩივრის შეტანისა და განხილვის ინსტრუქციით (შემდგომში – ინსტრუქცია), საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის N2/2012 დადგენილებით დამტკიცებული საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით4.

საოლქო სარჩევნო კომისიაში საარჩევნო დავებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველი შეიძლება იყოს:

  • განცხადება/საჩივარი5;

  • საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საკუთარი ინიციატივით საკითხის შესწავლის შესახებ.

საოლქო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო დავებთან, მათ შორის, კენჭისყრის დღის განცხადების/საჩივრის განხილვასთან დაკავშირებული და საკუთარი ინიციატივით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ქვემოთ მოცემულ სქემაში ნაჩვენები ეტაპების შესაბამისად.

კენჭისყრის განცხადების/საჩივრის წარდგენა. კენჭისყრის დღის განცხადებასთან/საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება საოლქო საარჩევნო კომისიაში დაიწყება დაინტერესებული მხარის (უფლებამოსილი პირის) მიერ განცხადების/საჩივრის წარდგენის შემთხვევაში.

საოლქო საარჩევნო კომისიაში შესაძლებელია წარდგენილ იქნეს შემდეგი სახის განცხადება/საჩივარი:

  • კენჭისყრის პროცედურების დარღვევის შესახებ, თუ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ კენჭისყრის პროცედურის დარღვევის თაობაზე შეტანილი განცხადების/საჩივრის შემთხვევაში არ ან ვერ აღმოფხვრა დარღვევა ან სხვაგვარი ფორმით უარი განაცხადა რეაგირებაზე, განმცხადებელს/მომჩივანს უფლება აქვს იმავე დარღვევაზე განცხადება/საჩივარი დაუყოვნებლივ წარუდგინოს საოლქო საარჩევნო კომისიას.

ამ სახის განცხადების/საჩივრის წარდგენაზე უფლებამოსილი პირი შეიძლება იყოს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი, ან არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციის დამკვირვებელი.

ყურადღება!

თუ განმცხადებელი/მომჩივანი საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელია საუბნო საარჩევნო კომისიაში, ასეთ შემთხვევაში იმავე დარღვევაზე განცხადების/საჩივრის საოლქო საარჩევნო კომისიაში წარდგენის უფლება აქვს ამ საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, ხოლო თუ განმცხადებელი/მომჩივანი არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციის დამკვირვებელია – ამ ორგანიზაციის რეგისტრირებულ სხვა დამკვირვებელს.

  • საარჩევნო ყუთის გახსნიდან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე, განმცხადებელს/მომჩივანს უფლება აქვს, გაასაჩივროს ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი დარღვევები და მოითხოვოს კენჭისყრის შედეგების გადასინჯვა ან ბათილად ცნობა.

ამ სახის განცხადების/საჩივრის წარდგენაზე უფლებამოსილი პირი შეიძლება იყოს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი, ან არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციის დამკვირვებელი.

ყურადღება!

განცხადება/საჩივარი საარჩევნო ყუთის გახსნიდან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე ჩადენილ დარღვევებზე საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას გადაეცემა კენჭისყრის დღიდან 2 კალენდარული დღის განმავლობაში. განმცხადებელს/მომჩივანს უფლება აქვს იმავე დარღვევაზე განცხადება/საჩივარი, იმავე ვადაში, უშუალოდ გადასცეს საოლქო საარჩევნო კომისიას.

  • საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესახებ.

ამ ტიპის განცხადების/საჩივრის წარდგენაზე უფლებამოსილი პირი შეიძლება იყოს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი ან არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაცია.

განცხადების/საჩივრის რეგისტრაცია. საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადება/საჩივარი (იხ. სარეკომენდაციო ფორმა დანართი №1). შეტანილად ითვლება კომისიაში მისი რეგისტრაციის მომენტიდან. საარჩევნო კომისიაში განცხადების/საჩივრის შეტანა არ აჩერებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოქმედებას.

საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილ განცხადებას/საჩივარს რეგისტრაციაში ატარებს კომისიის მდივანი, შემდეგი წესის დაცვით:

  • სარეგისტრაციო ჟურნალში მიუთითებს განმცხადებლის ვინაობას;

  • განცხადების/საჩივრის წარმდგენი და მიმღები პირები ხელს აწერენ ჩანაწერის გასწვრივ;

  • განცხადების/საჩივრის მიღების დადასტურების მიზნით, განმცხადებელს გადასცემს წერილობით ცნობას საკუთარი ხელმოწერით და ბეჭდით (იხ. დანართი №3).

კომისიის მდივანი განცხადების/საჩივრის რეგისტრაციისას ვალდებულია დარწმუნდეს, რომ განცხადება/საჩივარი შეიცავს საქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებულ ყველა საჭირო რეკვიზიტს (იხ. დანართი №2);

ყურადღება!

თუ საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი არ იბარებს განცხადებას/საჩივარს, განმცხადებელს/მომჩივანს უფლება აქვს, დაუკავშირდეს ცესკოს ცხელ ხაზს ტელეფონის ნომერზე: 032-251 00 51.

ხარვეზის დადგენის წინაპირობები და განუხილველად დატოვების საფუძვლების შემოწმება. საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი ვალდებულია განცხადების/საჩივრის წარმდგენს დაუდგინოს ხარვეზი, თუ განცხადება/საჩივარი არ შეიცავს:

  • განცხადების/საჩივრის შედგენის თარიღსა და დროს;

  • განმცხადებლის/მომჩივნის სახელს, გვარს და რეგისტრაციის ადგილს;

  • საარჩევნო უბნის ნომერს;

  • მოწმის არსებობის შემთხვევაში – მის სახელს, გვარს და რეგისტრაციის ადგილს.

ასეთ შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი ვალდებულია განცხადების/საჩივრის წარმდგენს განუსაზღვროს გონივრული ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად. ეს ვადა უნდა იყოს გონივრული, რომ წარმდგენმა სუბიექტმა შეძლოს მითითებული ხარვეზის გამოსწორება.

შენიშვნა:

ხარვეზის შევსების გონივრული ვადა დგინდება საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნისა და განცხადება/საჩივრის წარმდგენი პირის შეთანხმების საფუძველზე. ხარვეზის შევსების ვადის თაობაზე მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში ვადას ერთპიროვნულად ადგენს საარჩევნო კომისიის მდივანი.

სარეგისტრაციო ჟურნალში ხარვეზის ჩანაწერის გასწვრივ ხელს აწერენ განცხადების/საჩივრის წარმდგენი და საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი.

ხარვეზის შევსების პროცედურა. განცხადების/საჩივრის წარმდგენს დადგენილ ვადაში უფლება აქვს გამოასწოროს ხარვეზი ანალოგიური განცხადების/საჩივრის წარდგენის გზით, რომელშიც აღმოფხვრილი იქნება ხარვეზის დადგენის საფუძვლები ან/და წარადგინოს განცხადება, სადაც მიეთითება ის მონაცემები, რომელთა გამოც დაუდგინდა ხარვეზი.

ხარვეზის შევსების შემთხვევაში, საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი, სარეგისტრაციო ჟურნალში რეგისტრირებული განცხადების/საჩივრის გასწვრივ აკეთებს ჩანაწერს ”შევსებულია”, ხარვეზის შევსების ზუსტი დროისა და თარიღის მითითებით. ჩანაწერის გასწვრივ ხელს აწერს განცხადება/საჩივრის წარმდგენი და საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი. დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

აღსანიშნავია, რომ ხარვეზის დადგენა არ ხდება საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრებასთან დაკავშირებულ განცხადებაზე/საჩივარზე, ასევე იმ შემთხვევაში, როდესაც განცხადება/საჩივარი შეიცავს განუხილველად დატოვების ქვემოთ მოცემულ შემდეგ საფუძვლებს:

  • დარღვეულია მისი შეტანის წესი;

  • განცხადება/საჩივარი შედგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ;

  • განცხადება/საჩივარი საარჩევნო კომისიას გადაეცა კანონით მოთხოვნილი ვადების დარღვევით;

  • განცხადებაში/საჩივარში არ არის აღნიშნული დარღვევის არსი და მისი ჩადენის დრო.

განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია, ასევე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოები, კერძოდ, თუ:

  • არსებობს საოლქო საარჩევნო კომისიის ან ზემდგომი საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება იმავე საკითხზე;

  • არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება იმავე დავის საგანზე მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის, ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ;

  • სასამართლო წარმოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით;

  • ზემდგომ საარჩევნო კომისიაში მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება იმავე განცხადება/საჩივართან დაკავშირებით.

განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვება. განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლების არსებობის შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გამოსცემს განკარგულებას განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ ინფორმაცია, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულების გამოცემისთანავე, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მხარეს (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 77.191).

განმცხადებელს/მომჩივანს განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ შეიძლება ეცნობოს როგორც წერილობით, ისე სატელეფონო საშუალებების გამოყენებით (მათ შორის მოკლე ტექსტური შეტყობინებით), ელექტრონული ფოსტით ან სხვა ტექნიკური საშუალებებით).

განმცხადებლი/მომჩივანი ინფორმირებულად ითვლება, თუ ინფორმირება დასტურდება:

  • განმცხადებლის/მომჩივანის მიერ მითითებულ საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე დაკავშირებით;

  • შეტყობინების ელექტრონული ფოსტის, მოკლე ტექსტური შეტყობინების ან სხვა ტექნიკური საშუალებებით გაგზავნის შემთხვევაში – შესაბამისი ტექნიკური საშუალებით გაგზავნის დადასტურებით.

განმცხადებელი/მომჩივანი ასევე ინფორმირებულად ჩაითვლება, თუ შეუძლებელია მასთან განცხადებაში/საჩივარში მითითებული ტექნიკური საშუალებებით დაკავშირება.

განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულების გამოცემის თაობაზე განმცხადებლის/მომჩივნის ინფორმირებასთან დაკავშირებით დგება შეტყობინების აქტი (დანართი N5). საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით შეტყობინების აქტს ადგენს და ხელს აწერს კომისიის ერთ-ერთი წევრი.

ყურადღება!

თუ მხარესთან დასაკავშირებლად განცხადებაში/საჩივარში არ არის მითითებული ტექნიკური საშუალების შესახებ მონაცემი, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულება მისი გამოცემისთანავე გამოიკვრება საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში და აღნიშნულ შემთხვევაში მხარე ინფორმირებულად ითვლება.

ხმის დათვლასთან და კენჭისყრის შედეგების შეჯამებასთან დაკავშირებულ განცხადე­ბებს/საჩივრებს საოლქო საარჩევნო კომისია განიხილავს და გადაწყვეტილებებს იღებს საოლქო საარჩევნო კომისიაში შესაბამისი განცხადების/საჩივრის რეგისტრაციიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.

ყურადღება!

საოლქო საარჩევნო კომისია არ განიხილავს განცხადებას/საჩივარს, თუ შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ გამოცემულია განკარგულება განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ (საარჩევნო კოდექსი – მუხლი 8.13).

საოლქო საარჩევნო კომისია განცხადების/საჩივრის განხილვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებუ­ლებებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ საკუთარი ინიციატივით მოპოვებული მასალების სათანადო გამოკვლევისა და შესწავლის შემდეგ. საოლქო საარჩევნო კომისია გადაწყვეტილებას იღებს განკარგულებით, რომელიც შეიძლება საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესით გასაჩივრდეს მხოლოდ სასამართლოში.

მხარეს უფლება აქვს, საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს მონაწილეობა საჩივრის განხილვაში. ამასთან, მხარეს, რომელიც ესწრება კომისიის სხდომას, სხდომის დაწყების წინ უნდა გადაეცეს მისი საჩივრის განხილვასთან დაკავშირებული, კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი დოკუმენტების პროექტები და ასლები.

ყურადღება!

საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობა არ ქმნის საჩივრის განხილვის გადადების საფუძველს.

განცხადების/საჩივრის განხილვაზე მხარეების დაბარება. საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია მხარეს საქმის განხილვის დრო და ადგილი შეატყობინოს საქმის განხილვის დაწყებამდე არაუგვიანეს 3 საათისა. თუ საჩივრის ავტორია:

  • საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული დამკვირვებელი ორგანიზაცია ან მისი წარმომადგენელი, საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ ეცნობება ამ ორგანიზაციის საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ შესაბამის დამკვირვებელს ან ამ ორგანიზაციას;

  • საარჩევნო სუბიექტი ან მისი დანიშნული წარმომადგენელი, საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ ეცნობება ამ სუბიექტის მიერ დანიშნულ წარმომადგენელს;

  • საარჩევნო კომისიის წევრი, საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ პირადად მას ეცნობება.

საჩივრის განხილვისათვის მხარეები შეიძლება დაბარებულ იქნენ როგორც წერილობით, ისე ტელეფონით (მათ შორის, მობილური ტელეფონით; მოკლე ტექსტური შეტყობინებით), ელექტრონული ფოსტით, ფაქსით ან სხვა ტექნიკური საშუალებით.

მხარის ტექნიკური საშუალებებით დაბარება დასტურდება:

  • მის მიერ მითითებულ საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე დაკავშირებით;

  • ელექტრონული ფოსტის, ფაქსის ან მოკლე ტექსტური შეტყობინების შემთხვევაში − შესაბამისი ტექნიკური საშუალებით მოწოდებული დადასტურებით.

შენიშვნა:

მხარე დაბარებულად ჩაითვლება, თუ შეუძლებელია მასთან საჩივარში მითითებული ტექნიკური საშუალებებით დაკავშირება (მობილური ტელეფონის, ფაქსის, კომპიუტერის გამორთულ მდგომარეობაში ყოფნის გამო და სხვ.).

მხარის ტექნიკური საშუალებებით დაბარებისას დგება აქტი (იხ. დანართი №4), რომელიც უნდა დაერთოს კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საჩივარს. საოლქო საარჩევნო კომისიაში აქტს კომისიის თავმჯდომარის დავალებით ადგენს კომისიის ერთ-ერთი წევრი და მას ხელს აწერენ აქტის შემდგენი და საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

მხარეს უფლება აქვს:

  • საარჩევნო კომისიასთან ურთიერთობა აწარმოოს წარმომადგენლის მეშვეობით;

  • ისარგებლოს ადვოკატის დახმარებით.

წარმომადგენელი ვალდებულია საარჩევნო კომისიაში წარადგინოს კანონით დადგენილი წესით დამოწმებული წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი:

  • მოქალაქეების წარმომადგენლობა დასტურდება მათ მიერ გაცემული წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტით;

  • ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლობა დასტურდება წარმომადგენლობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტით;

  • პარტიის, დამკვირვებელი ორგანიზაციის წარმომად­გენლობა დასტურდება მისი ხელმძღვანელი პირის მიერ გაცემული მინდობილობით;

  • ადვოკატის წარმომადგენლობა დასტურდება მარწმუნებლის მიერ დადგენილი წესით მასზე გაცემული დოკუმენტით (მინდობილობა/ორდერი).

ყურადღება!

თუ წარმომადგენელი არ წარადგენს შესაბამისი წესით დამოწმებულ წარმომადგენლობის დამადასტურებელ საბუთს, მას არ მიეცემა განცხადების/საჩივრის განხილვაში მონაწილეობის უფლება და გადაწყვეტილება მიიღება მისი პოზიციის გაუთვალისწინებლად.

განცხადების/საჩივრის წარმდგენ პირს უფლება აქვს საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე უარი განაცხადოს განცხადება/საჩივარზე (უკან გაითხოვოს განცხადება/საჩივარი). უარი განცხადება/საჩივარზე განცხადებული უნდა იქნეს წერილობით, საოლქო საარჩევნო კომისია წერილობით უარს დაურთავს განცხადებას/საჩივარს. ზეპირი მოსმენის დროს განმცხადებელი/მომჩივანი უფლებამოსილია განცხადება/საჩივარზე უარი განაცხადოს აგრეთვე ზეპირადაც, რაც აისახება საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის ოქმში.

ყურადღება:

განცხადების/საჩივრის უკან გამოთხოვის (უარი განცხადება/საჩივარზე) შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე არ გამოსცემს განკარგულებას განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

საოლქო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევებთან (გარდა კენჭისყრის დღისა) დაკავშირებული განცხადების/საჩივრის რეგისტრაცია, განცხადების/საჩივრის განხილვაზე მხარეების დაბარება და განცხადების/საჩივრის განხილვა მიმდინარეობს ერთიანი წესით, რომელიც მოცემულია კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცედურების დარღვევებზე წარდგენილ განცხადებებთან/საჩივრებთან მიმართებით.

ყურადღება!

საოლქო საარჩევნო კომისია არ ადგენს ხარვეზს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევების გამო (გარდა კენჭისყრის დღისა) წარდგენილ განცხადებებზე/საჩივრებზე. შესაბამისი საფუძვლის არსებობისას განცხადება/საჩივარი ხარვეზის დაუდგენლად რჩება განუხილველი.

საუბნო საარჩევნო კომისიის/კომისიის ხელმძღვანელ პირთა გადაწყვეტილებები მათი მიღებიდან (ხოლო კენჭისყრის დღეს – კენჭისყრის დღიდან) 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში. საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიის/კომისიის ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილების გამო წარდგენილ საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში.

საოლქო საარჩევნო კომისიის/კომისიის ხელმძღვანელ პირთა გადაწყვეტილებები, გარდა ქვემოთ აღნიშნული გადაწყვეტილებებისა, მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს ცესკოში.

საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებები, როგორიცაა ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/სიებში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ და, ასევე, საუბნო საარჩევნო კომისიის/კომისიის ხელმძღვანელ პირთა გადაწყვეტილებების გამო (მათ შორის, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის გამო) შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში 2 კალენდარული დღის ვადაში.

დანართი №1

------------------------------------------------------------------------------------------------

ა) განცხადება/საჩივრის საარჩევნო უბანში წარდგენის შემთხვევაში მიეთითება საარჩევნო უბნისა და საოლქო საარჩევნო კომისიის დასახელება და ნომერი

ბ) განცხადება/საჩივრის საარჩევნო ოლქში შემავალ ნებისმიერ საარჩევნო კომისიაში წარდგენის შემთხვევაში მიეთითება საოლქო საარჩევნო კომისიის დასახელება და ნომერი

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა / ს ა ჩ ი ვ ა რ ი

(საჭირო გახაზეთ)

განმცხადებელი/მომჩივანი---------------------------------------------------------------------

სახელი, გვარი, მისამართი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი

------------------------------------------------------------------------------------------------

ფაქსი, ელ. ფოსტის მისამართი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

დარღვევა: კენჭისყრის პროცედურა □ დარღვევის ჩადენის დრო ------------------

საათი, წუთი

ხმის დათვლა/კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურა □

№ ”---” ”-------------------” საარჩევნო უბანი

დარღვევის არსი: ------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------

მოწმე (არსებობის შემთხვევაში) ---------------------------------------------------------------

სახელი, გვარი, მისამართი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით

დამრღვევის დადგენის შემთხვევაში – მისი ის მონაცემები, რომელთა დადგენაც შესაძლებელი გახდა -----------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------

დამრღვევის ახსნა-განმარტება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) -----------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------

(სხვა დამატებითი ინფორმაცია) ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, განიხილოთ ჩემი განცხადება/საჩივარი და მოახდინოთ შესაბამისი რეაგირება (ბათილობის ან სხვა მოთხოვნის შემთხვევაში მიუთითეთ შესაბამისი მოთხოვნა) --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

განცხადება/საჩივრის განხილვისას პოზიციის დასაბუთებისთვის საჭირო გონივრული დრო –

-------- წუთი

”___“ “_________“ 20____ წელი განმცხადებელი/მომჩივანი:

განცხადების/საჩივრის ----------------------------------- --------------------------

(შედგენის დრო (საათი, წუთი)) ხელმოწერა

დანართი №2

საარჩევნო კომისიაში წარდგენილი განცხადების/საჩივრის რეკვიზიტები

  • განცხადებაში/საჩივარში აღინიშნება:

  • განცხადების/საჩივრის შედგენის თარიღი და დრო*;

  • განმცხადებლის/მომჩივნის სახელი, გვარი და რეგისტრაციის ადგილი*;

  • საარჩევნო უბნის ნომერი*;

  • მოწმის არსებობის შემთხვევაში – მისი სახელი, გვარი და რეგისტრაციის ადგილი*;

  • დარღვევის არსი და ჩადენის დრო**;

  • დამრღვევის დადგენის შემთხვევაში – მისი ის მონაცემები, რომელთა დადგენაც შესაძლებელი გახდა**;

  • დამრღვევის ახსნა-განმარტება (ასეთის არსებობის შემთხვევაში)**;

  • განმცხადებლის/მომჩივნის საკონტაქტო ტელეფონის (საცხოვრებელი ადგილის ან/და მობილურის) ნომერი***;

  • განმცხადებლის/მომჩივნის ფაქსის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი (მათი არსებობის შემთხვევაში)***;6

  • სხვა დამატებითი ინფორმაცია.

დანართი №3

№ „……“…………… საოლქო საარჩევნო კომისია

ცნობა

განცხადების/საჩივრის რეგისტრაციაში გატარების შესახებ

განცხადების/საჩივრის მიღების თარიღი: .......................................................................................................

განცხადების/საჩივრის მიღების დრო: .............................................................................................................

განცხადების/საჩივრის სარეგისტრაციო ნომერი: ........................................................................................

კომისიის მდივანი: ....................................

/ხელმოწერა/

დანართი №4

მხარის ტექნიკური საშუალებებით დაბარების

ა ქ ტ ი

ქ. ------------------- „----“ „----------“ 20-- წ.

აქტის შემდგენი -------------------------------------------------------------------------------------

(სახელი, გვარი, თანამდებობა)

შევადგინე ეს აქტი მასზე, რომ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(დასაბარებელი მხარის ვინაობა, იმ ტექნიკური საშუალების დასახელება და ნომერი, რომლიდანაც და რომელზეც მოხდა მხარესთან დაკავშირება, და შედეგი)

----------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------

(საჩივრის განხილვის დრო და ადგილი)

----------------------------------------------------------------------------------------------------------

(საჩივრის დასახელება, რომლის გამოც ხდება დაბარება)

---------------------------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------

გამოუცხადებლობის შემთხვევაში მხარეს განემარტა „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 77-ე მუხლის 25-ე და 31-ე პუნქტების შინაარსი.

ყოველივე ზემოაღნიშნულზე შედგა ეს აქტი, რომლის სისწორესაც ხელმოწერით ვადასტურებთ:

----------------------------------------------------------------

(აქტის შემდგენის ხელმოწერა)

--------------------------------------------------------------------

(საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის/ცესკოს განყოფილების უფროსის ხელმოწერა)

აქტის შედგენის დრო -----------------------------------------

დანართი №5

საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით

განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ ინფორმაციის

მხარისათვის შეტყობინების

ა ქ ტ ი

ქ. _______________ „___“ „___________“ 20___ წ.

აქტის შემდგენი -------------------------------------------------------------------------------------

(სახელი, გვარი, თანამდებობა)

შევადგინე ეს აქტი მასზე, რომ ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(მხარის ვინაობა, იმ ტექნიკური საშუალების დასახელება და ნომერი, რომლიდანაც და რომელზეც მოხდა მხარესთან დაკავშირება და შედეგი)

----------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------

(საჩივრის დასახელება, რომელიც დარჩა განუხილველი)

---------------------------------------------------------------------------------------------------------

(საჩივრის განუხილველად დატოვების დრო, თარიღი)

ყოველივე ზემოაღნიშნულზე შედგა ეს აქტი, რომლის სისწორესაც ხელმოწერით ვადასტურებთ:

------------------------------------------------------------------------------------------

(საოლქო საარჩევნო კომისიის შესაბამისი წევრის/ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის შესაბამისი თანამშრომლის ხელმოწერა)

აქტის შედგენის დრო -----------------------------------------

(რიცხვი/თვე/წელი)