საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის მორიგი არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №18 |
|
2013 წლის 8 ივლისი ქ.თბილისი |
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის მე-3 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
1. პრეზიდენტობის კანდიდატის ცესკოში წარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე განცხადებას ხელს უნდა აწერდეს პრეზიდენტობის კანდიდატი. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს წარმომადგენლის სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტი) ნომერი, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და სხვა რეკვიზიტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
2. ყველა სხვა დონის საარჩევნო კომისიებში პრეზიდენტობის კანდიდატის წარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე განცხადებას ხელს უნდა აწერდეს პრეზიდენტობის კანდიდატი ან მისი წარმომადგენელი ზემდგომ საარჩევნო კომისიაში და მასში უნდა აღინიშნოს წარმომადგენლის გვარი, სახელი, დაბადების წელი, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და სხვა რეკვიზიტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის მორიგი არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის მორიგი არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.08.2013.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის მორიგი არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე“?
- „საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის მორიგი არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე“ მიღებულია 08.07.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №18. სარეგისტრაციო კოდი — 010240020.15.008.016085.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის მორიგი არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 21.08.2013-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის მორიგი არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის მორიგი არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.08.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის მორიგი არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე“, №18, 08.07.2013, სარეგისტრაციო კოდი 010240020.15.008.016085 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.08.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1965373/