ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევნებისათვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრის მინიჭების ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№22/2014
სარეგისტრაციო კოდი
010240000.15.008.016139
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/04/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №22/2014

2014 წლის 19 აპრილი

ქ. თბილისი

 

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევნებისათვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრის მინიჭების ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ

  „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

 


მუხლი 1
საარჩევნო სუბიექტს, რომელსაც „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის 145-ე მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილ ვადაში, არ მიუმართავს ცესკოსთვის ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მისთვის მინიჭებული რიგითი ნომრის გამოყენების თაობაზე, მიეკუთვნება წინა საპარლამენტო არჩევნებში მისი შედეგების შესაბამისი თანმიმდევრობის რიგითი ნომერი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული რიგითი ნომერი უკვე არჩეული არ აქვს სხვა საარჩევნო სუბიექტს.
მუხლი 2
ამ დადგენილების პირველი მუხლის შესაბამისად,  რიგითი ნომრის გარეშე დარჩენილი საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი განისაზღვრება წილისყრით, რომელიც გაიმართება „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ ვადებში და წესით.
მუხლი 3
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 4
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
ცესკოს მდივანიგიზო მჭედლიძე