ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №54/2016 |
|
2016 წლის 10 აგვისტო ქ. თბილისი |
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” 24-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
რეგისტრირებული ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის ხელმძღვანელობაზე / წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის საარჩევნო სუბიექტად ან/და საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად რეგისტრაციაში გატარების შემთხვევაში, რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა, ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია ვალდებულია შესაბამის საარჩევნო კომისიას წარმოუდგინოს დოკუმენტი, რომლის თანახმადაც დასტურდება, რომ საარჩევნო სუბიექტად/სუბიექტის წარმომადგენლად რეგისტრირებულ სადამკვირვებლო ორგანიზაციის ხელმძღვანელობაზე/ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების მქონე პირს შეუწყდა (შეუწყდება) უფლებამოსილება. |
| მუხლი 2 |
პირველი მუხლით განსაზღვრულ ვადაში დოკუმენტის წარმოუდგენლობა წარმოადგენს ასეთი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველს. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 4 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.08.2016.
- როდის იქნა მიღებული „ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ“?
- „ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 10.08.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №54/2016. სარეგისტრაციო კოდი — 010190020.15.008.016293.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.08.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ“, №54/2016, 10.08.2016, სარეგისტრაციო კოდი 010190020.15.008.016293 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.08.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3372172/