საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნების ერთდროულად გამართვის შემთხვევაში ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №37/2015 |
|
2015 წლის 31 აგვისტო ქ. თბილისი |
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის მე-3 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
|
| მუხლი 1 |
საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნების ერთდროულად გამართვის შემთხვევაში:
1. საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისათვის პარტიის საარჩევნო რეგისტრაცია, თუ ასეთი პარტია იმავდროულად მონაწილეობს საკრებულოს შუალედურ არჩევნებშიც, აღარ საჭიროებს საკრებულოს შუალედური არჩევნებისათვის საარჩევნო რეგისტრაციის გავლის ცალკე პროცედურებს. 2. პარტიას, რომელმაც რეგისტრაცია გაიარა ამ დადგენილების პირველი მუხლის მოთხოვნების შესაბამისად და შემდგომ უარს განაცხადებს/დაკარგავს შესაბამის შუალედური არჩევნებში მონაწილეობის უფლებას, გააუქმდება საარჩევნო რეგისტრაცია, მხოლოდ შესაბამისი შუალედური არჩევნების რეგისტრაციის ნაწილში. 3. ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები, თუ ისინი რეგისტრაციას გაივლიან პარლამენტის შუალედური არჩევნებისათვის, საკრებულოს შუალედური არჩევნებისათვის დაკვირვების განსახორციელებლად, შესაბამისი საარჩევნო კომისიისათვის განცხადებით მიმართვის შემთხვევაში, აღარ საჭიროებენ ცალკე სარეგისტრაციო პროცედურებს. 4. პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, თუ ისინი აკრედიტაციას გაივლიან პარლამენტის შუალედური არჩევნებისათვის, საკრებულოს შუალედური არჩევნებისათვის აკრედიტაციისათვის აღარ საჭიროებენ ცალკე სააკრედიტაციო პროცედურებს. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
|
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნების ერთდროულად გამართვის შემთხვევაში ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნების ერთდროულად გამართვის შემთხვევაში ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 31.08.2015.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნების ერთდროულად გამართვის შემთხვევაში ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ“?
- „საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნების ერთდროულად გამართვის შემთხვევაში ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 31.08.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №37/2015. სარეგისტრაციო კოდი — 010190020.15.008.016201.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნების ერთდროულად გამართვის შემთხვევაში ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნების ერთდროულად გამართვის შემთხვევაში ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.08.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნების ერთდროულად გამართვის შემთხვევაში ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ“, №37/2015, 31.08.2015, სარეგისტრაციო კოდი 010190020.15.008.016201 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.08.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2964029/