თვითმმართველი ქალაქისა და თვითმმართველი თემის ორგანოებისათვის ამომრჩეველთა ერთიანი სიის გადაცემის შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (5 მუხლი)
|
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება № 17/2016 |
|
2016 წლის 7 მარტი ქ. თბილისი |
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-2 მუხლის ,,ჰ5’’ ქვეპუნქტის, მე-8 მუხლის მე-14 პუნქტის, მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
|
| მუხლი 1 |
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 85-ე მუხლის პირველი პუნქტის, 852 და 854 მუხლების მოთხოვნათა შესრულების მიზნით, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა (ამომრჩეველთა) მონაწილეობის უზრუნველყოფისათვის თვითმმართველი ქალაქის ან თვითმმართველი თემის აღმასრულებელ ორგანოებს, მათი წერილობითი თხოვნის საფუძველზე, შესაძლებელია გადაეცეთ შესაბამისი მუნიციპალიტეტის საზღვრებში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა სიის საჯარო ინფორმაციისთვის განკუთვნილი ვერსია, ფოტოსურათების გარეშე.
|
| მუხლი 2 |
ცესკოს მიერ გადაცემული პერსონალური მონაცემების შემცველი ამომრჩეველთა ერთიანი სიის დაცვაზე და გამჟღავნებისგან პასუხისგებელია შესაბამისი თვითმმართველი ქალაქის ან თვითმმართველი თემის ორგანო, რის თაობაზეც ეცნობება შესაბამის ორგანოს წერილობით, სიის მიწოდებასთან ერთად.
|
| მუხლი 3 |
მოთხოვნილი სია თვითმმართველი ქალაქის ან თვითმმართველი თემის აღმასრულებელ ორგანოებს გადაეგზავნებათ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადაში.
|
| მუხლი 4 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
|
| მუხლი 5 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „თვითმმართველი ქალაქისა და თვითმმართველი თემის ორგანოებისათვის ამომრჩეველთა ერთიანი სიის გადაცემის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „თვითმმართველი ქალაქისა და თვითმმართველი თემის ორგანოებისათვის ამომრჩეველთა ერთიანი სიის გადაცემის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.03.2016.
- როდის იქნა მიღებული „თვითმმართველი ქალაქისა და თვითმმართველი თემის ორგანოებისათვის ამომრჩეველთა ერთიანი სიის გადაცემის შესახებ“?
- „თვითმმართველი ქალაქისა და თვითმმართველი თემის ორგანოებისათვის ამომრჩეველთა ერთიანი სიის გადაცემის შესახებ“ მიღებულია 07.03.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №17/2016. სარეგისტრაციო კოდი — 010240060.15.008.016256.
- რამდენი მუხლისგან შედგება „თვითმმართველი ქალაქისა და თვითმმართველი თემის ორგანოებისათვის ამომრჩეველთა ერთიანი სიის გადაცემის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 5 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „თვითმმართველი ქალაქისა და თვითმმართველი თემის ორგანოებისათვის ამომრჩეველთა ერთიანი სიის გადაცემის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.03.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „თვითმმართველი ქალაქისა და თვითმმართველი თემის ორგანოებისათვის ამომრჩეველთა ერთიანი სიის გადაცემის შესახებ“, №17/2016, 07.03.2016, სარეგისტრაციო კოდი 010240060.15.008.016256 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.03.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3214153/