ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.15.008.014.709
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №45/2010
2010 წლის 2 ივნისი
ქ. თბილისი
ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, მე-3 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1.
საარჩევნო სუბიექტები, რომელთა მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატები მონაწილეობენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2010 წლის 30 მაისის არჩევნების განმეორებით კენჭისყრაში, განმეორებით კენჭისყრის საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა, ხოლო საარჩევნო სუბიექტები, რომლებმაც, წინასწარი მონაცემებით, მიიღეს საარჩევნო კოდექსით დადგენილი ხმების საჭირო რაოდენობა, განმეორებითი კენჭისყრის დღიდან არა უგვიანეს მე-8 დღისა ცესკოს დამატებით წარუდგენენ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 48-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას.
მუხლი 2.
საარჩევნო სუბიექტებისთვის, რომელთა მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატები მონაწილეობენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2010 წლის 30 მაისის არჩევნების განმეორებით კენჭისყრაში, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 48-ე მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული საარჩევნო კამპანიის ფონდის დახურვის 20-დღიანი ვადა აითვლება საარჩევნო ოლქში გამართული განმეორებითი კენჭისყრის შედეგების შეჯამებიდან.
მუხლი 3.
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებელის ხეივანი მე-12 კმ. №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 4.
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ზ. ხარატიშვილი
კომისიის მდივანი გ. მჭედლიძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე“?
- დიახ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 02.06.2010.
- როდის იქნა მიღებული „ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე“?
- „ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე“ მიღებულია 02.06.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №45/2010. სარეგისტრაციო კოდი — 010220020.15.008.014709.
- სად არის „ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.06.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე“, №45/2010, 02.06.2010, სარეგისტრაციო კოდი 010220020.15.008.014709 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.06.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1018051/