საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის შექმნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №493
2007 წლის 29 აგვისტო
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის შექმნის შესახებ
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი (შემდეგში – მუზეუმ-ნაკრძალი).
2. მუზეუმ-ნაკრძალის სამოქმედო არეალი მოიცავს პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს: ნოქალაქევის ნაქალაქარს (სოფ. ნაქალაქევი) და შხეფის ციხის კომპლექსს (სოფ. ძველი სენაკი).
3. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (გ. გაბაშვილი):
ა) უზრუნველყოს მუზეუმ-ნაკრძალის დებულების დამტკიცება და მის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა;
ბ) 2008 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს მუზეუმ-ნაკრძალის სამოქმედო არეალის განსაზღვრასთან დაკავშირებით დამატებითი წინადადებების წარმოდგენა.
4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (გ. არველაძე) უზრუნველყოს მუზეუმ-ნაკრძალისათვის შესაბამისი ქონების კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა.
5. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის შექმნის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 11.07.2016.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის შექმნის შესახებ“?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის შექმნის შესახებ“ მიღებულია 29.08.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №493. სარეგისტრაციო კოდი — 040.030.000.08.002.004.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის შექმნის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 11.07.2016-დან.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის შექმნის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.07.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის შექმნის შესახებ“, №493, 29.08.2007, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002.004 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.07.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/101194/