„ტექნიკური რეგლამენტების „საერთაშორისო გადაზიდვების მწარმოებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლთა შრომისა და დასვენების რეჟიმების“ და „ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის პარამეტრების საკონტროლო მოწყობილობების გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2008 წლის 27 ივნისის №95 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№98
სარეგისტრაციო კოდი
300160070.47.052.014560
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 50, 30/04/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო ს არეგისტრაციო კოდი 300.160.070.47.052.014.560

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის

უფროსის ბრძანება №98

2010 წლის 22 აპრილი

ქ. თბილისი

„ტექნიკური რეგლამენტების „საერთაშორისო გადაზიდვების მწარმოებელი ავტო­სატ­რანსპორტო საშუალებების მძღოლთა შრომისა და დასვენების რეჟიმების“ და „ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის პარა­მეტ­რების საკონტროლო მოწყობილობების გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2008 წლის 27 ივნისის №95 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2010 წლის 16 თებერვლის №1/ნ ბრძანების საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

 „ტექნიკური რეგლამენტების „საერთაშორისო გადაზიდვების მწარმოებელი ავტო­სატ­რანსპორტო საშუალებების მძღოლთა შრომისა და დასვენების რეჟიმების“ და „ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის პარა­მეტ­რების საკონტროლო მოწყობილობების გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2008 წლის 27 ივნისის №95 ბრძანებასა (სსმ III, 03.07.2008 წ., №95, მუხ. 1053) და ამ ბრძანებით დამტკიცებულ „ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის პარა­მეტ­რების საკონტროლო მოწყობილო-ბების გამოყენების წესში“ (შემდგომში – წესი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის და „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2010 წლის 16 თე-ბერვლის №1/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის“ პირველი მუხლის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:“;

2. წესის მე-9 მუხლის „ე“ ქვეპუნქტში სიტყვები საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს“.

    მუხლი 2.

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლ. ჭიჭინაძე