ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.22.037.014.215
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის
ბრძანება №1/ნ
2010 წლის 16 თებერვალი
ქ. თბილისი
ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტისა და „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხა“.
2. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – ერთიანმა სატრანსპორტო ადმინისტრაციამ უზრუნველყოს:
ა) მის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტების ამ ბრძანებასთან შესაბამისობა;
ბ) ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის“ პირველი მუხლის „მ“ ქვეპუნქტით, მე-2 მუხლის „ნ“–„ს“ ქვეპუნქტებით და მე-3 მუხლის „ზ“–„ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცება 2011 წლის 1 აპრილამდე.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. ტყეშელაშვილი
ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხა
მუხლი 1. საავტომობილო ტრანსპორტის დარგის ტექნიკური რეგლამენტები
საავტომობილო ტრანსპორტის დარგის ტექნიკური რეგლამენტებია:
ა) „ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების ფირნიშების ფორმა და დამზადების წესი“;
ბ) „ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება“;
გ) „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირების პერიოდულობა“;
დ) „მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების წესები“;
ე) „ავტოსატრანსპორტო საშუალებების სერვისის წესი“;
ვ) „ავტოსადგურის ფუნქციონირების წესი და პირობები“;
ზ) „სატვირთო ავტომობილებისა და მისაბმელებისათვის ECMT-ის ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობისა და გზისთვის ვარგისობის ტესტის სერტიფიკატების გაცემისა და გამოყენების წესი“;
თ) „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესი“;
ი) „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრის გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის წესი“;
კ) „საერთაშორისო გადაზიდვების მწარმოებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლთა შრომისა და დასვენების რეჟიმები“;
ლ) „ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის პარამეტრების საკონტროლო მოწყობილობების გამოყენების წესი“;
მ) „მოთხოვნები ინდივიდუალური წესით დამზადებული (თვითნაკეთი) ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ“;
ნ) „საბაჟო ლუქების გამოყენებით ტვირთის გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების სერტიფიკატის გაცემის წესი“.
მუხლი 2. სამოქალაქო ავიაციის დარგის ტექნიკური რეგლამენტები
სამოქალაქო ავიაციის დარგის ტექნიკური რეგლამენტებია:
ბ) „საჰაერო მოძრაობის სამსახურების და საშუალებების სერტიფიცირების წესები“;
გ) „აეროდრომების სერტიფიცირების წესი“;
დ) „საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების სამსახურებრივი მოკვლევის წესები“;
ე) „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესები“;
ვ) „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესი“;
ზ) „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“;
თ) „საავიაციო ტექნიკის სერტიფიცირების წესი“;
ი) „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესი“;
კ) „გაფრენისწინა შემოწმების წესი“;
ლ) „სამოქალაქო ავიაციის საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის შერჩევის, მიღების, მომზადების და სერტიფიცირების წესი“;
მ) „საქართველოს სამოქალაქო აეროპორტების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების განსაზღვრისა და ამ ზონებში დაშვების წესი“;
ნ) „სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართი საწარმოების სერტიფიცირების წესი“;
ო) „სამოქალაქო აეროპორტის კონტროლირებად ტერიტორიაზე და სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ბორტზე იარაღის ნებადართული შეტანის წესი;
პ) „სამოქალაქო საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი მოწყობილობების შერჩევის, შეძენის, ტექნიკური მომსახურების და შემოწმების წესი“;
ჟ) „სამოქალაქო ავიაციის საავიაციო უშიშროების სისტემის გამოცდის წესი“;
რ) „სამოქალაქო ავიაციის აეროდრომების/ვერტოდრომების პროექტირებისა და ექსპლუატაციის სახელმწიფო ნორმები“;
ს) „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესი“.
მუხლი 3. საზღვაო ტრანსპორტის დარგის ტექნიკური რეგლამენტები
საზღვაო ტრანპორტის დარგის ტექნიკური რეგლამენტებია:
ა) „ნავსადგურის წესები“;
ბ) „სალოცმანო სამსახურის საქმიანობის და ლოცმანის სერტიფიცირების წესები“;
გ) „საკლასიფიკაციო საზოგადოების აღიარების წესი“;
დ) „მეზღვაურის წიგნაკის დამზადების, გაცემისა და გამოყენების წესები“;
ე) „საზღვაო ინციდენტების სამსახურებრივი მოკვლევის წესი“;
ვ) „საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ გემებზე უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფისათვის საჭირო ეკიპაჟის მინიმალური დასაშვები შემადგენლობის შესახებ“;
ზ) „გემის სახელმწიფო რეგისტრაციისა და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესები“;
თ) „მცურავი საშუალების რადიო-აღჭურვილობის შესახებ“;
ი) „მცურავი საშუალების ეკიპაჟის წევრის მიმართ წაყენებული მოთხოვნები“.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.06.2010.
- როდის იქნა მიღებული „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“?
- „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 16.02.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 310150000.22.037.014215.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 18.06.2010-დან.
- სად არის „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.06.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“, №1/ნ, 16.02.2010, სარეგისტრაციო კოდი 310150000.22.037.014215 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.06.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1005410/