ტრანპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
09.06.2011 ბოლო ცვლილება 30.12.2013
ნომერი
№1-1/883
სარეგისტრაციო კოდი
310150000.22.024.016082
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110610066, 13/06/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (8)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ი ს

ბრძანება №1-1/883

2011 წლის 9 ივნისი

ქ. თბილისი

ტრან ს პორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 13 მუხლის პირველი პუნქტისა და „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 5 მუხლის მე- 4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხა“.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა – სამოქალაქო ავიაციის და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოებმა, ხოლო სახმელეთო ტრანსპორტის დარგში – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყო ნ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტების ამ ბრძანებასთან შესაბამისობა.

3 . არა უგვიანეს 2011 წლის პირველ ი დეკემბრისა:

ა) სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უზრუნველყოს ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის“ მე- 2 მუხლის „ო “- „უ “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცება;

ბ) საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ უზრუნველყოს ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის“ მე- 3 მუხლის „ზ“- „კ “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცება.

4 . ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვ . ქობალია

 

დანართი

ტრანსპორტის სფეროს ტექნიკური რეგლამენტების ნუსხა

    მუხლი 1. სახმელეთო ტრანსპორტის დარგის ტექნიკური რეგლამენტები

სახმელეთო ტრანსპორტის დარგის ტექნიკური რეგლამენტებია:

ა) „ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების ფირნიშების ფორმა და დამზადების წესი“;

ბ) „ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება“;

გ) „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირების პერიოდულობა“;

დ) „მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების წესები“;

ე) „ავტოსატრანსპორტო საშუალებების სერვისის წესი“;

ვ) „ავტოსადგურის ფუნქციონირების წესი და პირობები“;

ზ) „სატვირთო ავტომობილებისა და მისაბმელებისათვის ECMT-ის ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობისა და გზისთვის ვარგისობის ტესტის სერტიფიკატების გაცემისა და გამოყენების წესი“;

თ) „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესი“;

ი) „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრის გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის წესი“;

კ) საერთაშორისო გადაზიდვების მწარმოებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლთა შრომისა და დასვენების რეჟიმები“;

ლ) „ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის პარამეტრების საკონტროლო მოწყობილობების გამოყენების წესი“;

მ) „მოთხოვნები ინდივიდუალური წესით დამზადებული (თვითნაკეთი) ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ“.

    მუხლი 2. სამოქალაქო ავიაციის დარგის ტექნიკური რეგლამენტები

სამოქალაქო ავიაციის დარგის ტექნიკური რეგლამენტებია:

ა) „საავიაციო სატვირთო ტერმინალების სერტიფიცირების წესისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ“;

ბ) „საჰაერო მოძრაობის სამსახურების და საშუალებების სერტიფიცირების წესები“;

გ) „აეროდრომების სერტიფიცირების წესი“;

დ) „საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების სამსახურებრივი მოკვლევის წესები“;

ე) „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესები“;

ვ) „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესი“;

ზ) „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“;

თ) „საავიაციო ტექნიკის სერტიფიცირების წესი“;

ი) „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესი“;

კ) „გაფრენისწინა შემოწმების წესი“;

ლ) „სამოქალაქო ავიაციის საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის შერჩევის, მიღების, მომზადების და სერტიფიცირების წესი“;

მ) „საქართველოს სამოქალაქო აეროპორტების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების განსაზღვრისა და ამ ზონებში დაშვების წესი“;

ნ) „სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართი საწარმოების სერტიფიცირების წესი“;

ო) „სამოქალაქო აეროპორტის კონტროლირებად ტერიტორიაზე და სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ბორტზე იარაღის ნებადართული შეტანის წესი“;

პ) „სამოქალაქო საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი მოწყობილობების შერჩევის, შეძენის, ტექნიკური მომსახურების და შემოწმების წესი“;

ჟ) „სამოქალაქო ავიაციის საავიაციო უშიშროების სისტემის გამოცდის წესი“;

რ) „სამოქალაქო ავიაციის აეროდრომების/ვერტოდრომების პროექტირებისა და ექსპლუატაციის სახელმწიფო ნორმები“;

ს) „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესი“;

ტ) „საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის წესი“;

უ) „საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესები“.

    მუხლი 3. საზღვაო ტრანსპორტის დარგის ტექნიკური რეგლამენტები

საზღვაო ტრანსპორტის დარგის ტექნიკური რეგლამენტებია:

ა) „ნავსადგურის წესები“;

ბ) „სალოცმანო სამსახურის საქმიანობის და ლოცმანის სერტიფიცირების წესები“;

გ) „საკლასიფიკაციო საზოგადოების აღიარების წესი“;

დ) „მეზღვაურის წიგნაკის დამზადების, გაცემისა და გამოყენების წესები“;

ე) „საზღვაო ინციდენტების სამსახურებრივი მოკვლევის წესი“;

ვ) „საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ გემებზე უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფისათვის საჭირო ეკიპაჟის მინიმალური დასაშვები შემადგენლობის შესახებ“;

ზ) „გემის სახელმწიფო რეგისტრაციისა და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესები“;

თ) „მცურავი საშუალების რადიოაღჭურვილობის შესახებ“;

ი) „მცურავი საშუალების ეკიპაჟის წევრის მიმართ წაყენებული მოთხოვნები“;

კ) „ნავებისა (კანჯოების) და სკუტერების რეგისტრაციის წესი“.

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ტრანპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „ტრანპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.12.2013.
როდის იქნა მიღებული „ტრანპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“?
„ტრანპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 09.06.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1-1/883. სარეგისტრაციო კოდი — 310150000.22.024.016082.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ტრანპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 8 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 30.12.2013-დან.
სად არის „ტრანპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.12.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „ტრანპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“, №1-1/883, 09.06.2011, სარეგისტრაციო კოდი 310150000.22.024.016082 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.12.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1369033/