ტრანპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
09.06.2011 ბოლო ცვლილება 30.12.2013
ნომერი
№1-1/883
სარეგისტრაციო კოდი
310150000.22.024.016082
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110610066, 13/06/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (8)

შემდგომი ცვლილებები (3)

წინა ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ი ს

ბრძანება №1-1/883

2011 წლის 9 ივნისი

ქ. თბილისი

ტრან ს პორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 13 მუხლის პირველი პუნქტისა და „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 5 მუხლის მე- 4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხა“.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა – სამოქალაქო ავიაციის და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოებმა, ხოლო სახმელეთო ტრანსპორტის დარგში – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყო ნ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტების ამ ბრძანებასთან შესაბამისობა.

3 . არა უგვიანეს 2011 წლის პირველ ი დეკემბრისა:

ა) სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უზრუნველყოს ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის“ მე- 2 მუხლის „ო “- „უ “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცება;

ბ) საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ უზრუნველყოს ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის“ მე- 3 მუხლის „ზ“- „კ “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცება.

4 . ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვ . ქობალია

 

დანართი

ტრანსპორტის სფეროს ტექნიკური რეგლამენტების ნუსხა

    მუხლი 1. სახმელეთო ტრანსპორტის დარგის ტექნიკური რეგლამენტები

სახმელეთო ტრანსპორტის დარგის ტექნიკური რეგლამენტებია:

ა) „ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების ფირნიშების ფორმა და დამზადების წესი“;

ბ) „ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება“;

გ) „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირების პერიოდულობა“;

დ) „მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების წესები“;

ე) „ავტოსატრანსპორტო საშუალებების სერვისის წესი“;

ვ) „ავტოსადგურის ფუნქციონირების წესი და პირობები“;

ზ) „სატვირთო ავტომობილებისა და მისაბმელებისათვის ECMT-ის ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობისა და გზისთვის ვარგისობის ტესტის სერტიფიკატების გაცემისა და გამოყენების წესი“;

თ) „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესი“;

ი) „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრის გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის წესი“;

კ) საერთაშორისო გადაზიდვების მწარმოებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლთა შრომისა და დასვენების რეჟიმები“;

ლ) „ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის პარამეტრების საკონტროლო მოწყობილობების გამოყენების წესი“;

მ) „მოთხოვნები ინდივიდუალური წესით დამზადებული (თვითნაკეთი) ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ“.

    მუხლი 2. სამოქალაქო ავიაციის დარგის ტექნიკური რეგლამენტები

სამოქალაქო ავიაციის დარგის ტექნიკური რეგლამენტებია:

ა) „საავიაციო სატვირთო ტერმინალების სერტიფიცირების წესისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ“;

ბ) „საჰაერო მოძრაობის სამსახურების და საშუალებების სერტიფიცირების წესები“;

გ) „აეროდრომების სერტიფიცირების წესი“;

დ) „საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების სამსახურებრივი მოკვლევის წესები“;

ე) „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესები“;

ვ) „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესი“;

ზ) „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“;

თ) „საავიაციო ტექნიკის სერტიფიცირების წესი“;

ი) „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესი“;

კ) „გაფრენისწინა შემოწმების წესი“;

ლ) „სამოქალაქო ავიაციის საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის შერჩევის, მიღების, მომზადების და სერტიფიცირების წესი“;

მ) „საქართველოს სამოქალაქო აეროპორტების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების განსაზღვრისა და ამ ზონებში დაშვების წესი“;

ნ) „სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართი საწარმოების სერტიფიცირების წესი“;

ო) „სამოქალაქო აეროპორტის კონტროლირებად ტერიტორიაზე და სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ბორტზე იარაღის ნებადართული შეტანის წესი“;

პ) „სამოქალაქო საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი მოწყობილობების შერჩევის, შეძენის, ტექნიკური მომსახურების და შემოწმების წესი“;

ჟ) „სამოქალაქო ავიაციის საავიაციო უშიშროების სისტემის გამოცდის წესი“;

რ) „სამოქალაქო ავიაციის აეროდრომების/ვერტოდრომების პროექტირებისა და ექსპლუატაციის სახელმწიფო ნორმები“;

ს) „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესი“;

ტ) „საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის წესი“;

უ) „საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესები“.

    მუხლი 3. საზღვაო ტრანსპორტის დარგის ტექნიკური რეგლამენტები

საზღვაო ტრანსპორტის დარგის ტექნიკური რეგლამენტებია:

ა) „ნავსადგურის წესები“;

ბ) „სალოცმანო სამსახურის საქმიანობის და ლოცმანის სერტიფიცირების წესები“;

გ) „საკლასიფიკაციო საზოგადოების აღიარების წესი“;

დ) „მეზღვაურის წიგნაკის დამზადების, გაცემისა და გამოყენების წესები“;

ე) „საზღვაო ინციდენტების სამსახურებრივი მოკვლევის წესი“;

ვ) „საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ გემებზე უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფისათვის საჭირო ეკიპაჟის მინიმალური დასაშვები შემადგენლობის შესახებ“;

ზ) „გემის სახელმწიფო რეგისტრაციისა და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესები“;

თ) „მცურავი საშუალების რადიოაღჭურვილობის შესახებ“;

ი) „მცურავი საშუალების ეკიპაჟის წევრის მიმართ წაყენებული მოთხოვნები“;

კ) „ნავებისა (კანჯოების) და სკუტერების რეგისტრაციის წესი“.