„ტექნიკური რეგლამენტის „მეზღვაურის წიგნაკის დამზადების, გაცემისა და გამოყენების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2009 წლის 28 ივლისის №94 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№111
სარეგისტრაციო კოდი
300160070.47.052.014569
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 50, 30/04/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.160.070.47.052.014.569

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის

  უფროსის ბრძანება №111

2010 წლის 28 აპრილი

ქ. თბილისი

„ტექნიკური რეგლამენტის „მეზღვაურის წიგნაკის დამზადების, გაცემისა და გამოყენების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის  2009 წლის 28 ივლისის №94 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2010 წლის 16 თებერვლის №1/ნ ბრძანების საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„ტექნიკური რეგლამენტის „მეზღვაურის წიგნაკის დამზადების, გაცემისა და გამოყენების წესების“ დამტკიცების შესახებ” საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2009 წლის 28 ივლისის №94 ბრძანებასა (სსმ III, 31.07.2009 წ., №95, მუხ. 1006) და ამ ბრძანებით დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტში „მეზღვაურის წიგნაკის დამზადების, გაცემისა და გამოყენების წესები“ (შემდგომში _ წესები) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის და „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2010 წლის 16 თებერვლის №1/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის“ მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:“;

2. წესების დანართი №1-ის:

ა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა.ა) „ა“ ქვეპუნქტში სიტყვები „მე-2 გვერდს“ შეიცვალოს სიტყვებით „2-3 გვერდებს“;

ა.ბ) „ბ“ ქვეპუნქტში რიცხვები „3-29“ შეიცვალოს რიცხვებით „4-29“;

ბ) მე-5 მუხლის:

ბ.ა) მე-5 პუნქტში სიტყვები „გვერდი მე-2“ შეიცვალოს სიტყვებით „გვერდები 2-3“;

ბ.ბ) მე-6 პუნქტში რიცხვები „3-29“ შეიცვალოს რიცხვებით „4-29“;

გ) მე-5 მუხლის მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ 1 “ ქვეპუნქტი:

„დ 1 ) პირადი №/Personal № (ამ გრაფაში აღინიშნება მოქალაქისთვის მინიჭებული პირადი ნომერი).

    მუხლი 2.

ამ ბრძანების პირველი მუხლის:

ა) პირველი პუნქტი და მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე;

ბ) მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2010 წლის 1 სექტემბრიდან.

ლ. ჭიჭინაძე