„საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 18 თებერვლის №108 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№381
სარეგისტრაციო კოდი
230030000.22.033.014627
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 53, 11/05/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.030.000..22.033.014.627

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №381

2010 წლის 11 მაისი

ქ. თბილისი

„საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 18 თებერვლის №108 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 18 თებერვლის №108 ბრძანებით (სსმ III, 18.02.10, №19, მუხლი 233) დამტკიცებულ „საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ეს ინსტრუქცია არ ვრცელდება ამ ინსტრუქციით განსაზღვრულ საქმიანობაზე, როცა მას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური (შემდგომში – შემოსავლების სამსახური).“.

2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) ამ პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების უზრუნველყოფისთვის ნებართვის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს მათი კუთვნილი ჩამწერი მოწყობილობის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური ქსელის პროვაიდერთან და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის ვიდეომონიტორინგის დეპარტამენტთან კავშირი შემდეგი პარამეტრებით: თუ ჩამწერმა მოწყობილობამ უნდა გადმოსცეს არა უმეტეს 4 კამერის გამოსახულება, კავშირის სიჩქარე უნდა შეადგენდეს არანაკლებ 2 მგბიტი/წმ-ს, 5-დან 9 ერთეულამდე კამერების არსებობის შემთხვევაში კავშირის სიჩქარე უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3 მგბიტი/წმ-ს, ხოლო 9 და მეტი კამერის არსებობის შემთხვევაში კავშირის სიჩქარე უნდა შეადგენდეს არანაკლებ 4 მგბიტი/წმ-ს, ხოლო დახურული საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელმა კავშირი უნდა უზრუნველყოს შემდეგი პარამეტრებით: 4 კამერა – 1 მგბიტი/წმ, 5-დან 9-მდე კამერა – 2 მგბიტი/წმ, 9 და მეტი კამერა – 3 მგბიტი/წმ კავშირი. ამასთან, საწყობის ტერიტორიაზე დამონტაჟებული ყველა ვიდეოსიგნალის ჩამწერი მოწყობილობა ტექნიკურად და პროგრამულად უნდა შეესაბამებოდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის ვიდეომონიტორინგის დეპარტამენტში არსებულ ვიდეოინფორმაციის მიმღებ მოწყობილობებს;“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 11 მაისიდან.

კ. ბაინდურაშვილი

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 18 თებერვლის №108 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 18 თებერვლის №108 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.05.2010.
როდის იქნა მიღებული „საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 18 თებერვლის №108 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
„საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 18 თებერვლის №108 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ მიღებულია 11.05.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №381. სარეგისტრაციო კოდი — 230030000.22.033.014627.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 18 თებერვლის №108 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 18 თებერვლის №108 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.05.2010 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 18 თებერვლის №108 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, №381, 11.05.2010, სარეგისტრაციო კოდი 230030000.22.033.014627 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.05.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1012712/