„ტექნიკური რეგლამენტის „სამოქალაქო ავიაციის საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის შერჩევის, მიღების, მომზადების და სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2008 წლის 6 ნოემბრის №163 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.160.070.47.052.014.497
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის
ბრძანება№81
2010 წლის 14 აპრილი
ქ. თბილისი
„ტექნიკური რეგლამენტის „სამოქალაქო ავიაციის საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის შერჩევის, მიღების, მომზადების და სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2008 წლის 6 ნოემბრის №163 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2010 წლის 16 თებერვლის №1/ნ ბრძანების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
„ტექნიკური რეგლამენტის „სამოქალაქო ავიაციის საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის შერჩევის, მიღების, მომზადების და სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2008 წლის 6 ნოემბრის №163 ბრძანებასა (სსმ III, 12.11.2008 წ., №162, მუხ. 1636) და ამ ბრძანებით დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტში „სამოქალაქო ავიაციის საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის შერჩევის, მიღების, მომზადების და სერტიფიცირების წესი“ (შემდგომში – წესი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2010 წლის 16 თებერვლის №1/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის“ მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:“.
2. წესის პირველი მუხლის მე-5 პუნქტში სიტყვები „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს“.
3. წესის დანართებში №3 და №4 სიტყვები „ეკონომიკური განვითარების სამინისტრო“ შეიცვალოს სიტყვებით „რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო“.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ლ. ჭიჭინაძე