საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ტექნიკური დახმარების სამმართველოს მრჩევლის (ქსელის ადმინისტრატორის თანაშემწე – I კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
03.05.2010 ძალადაკარგული 04.06.2015
ნომერი
№92
სარეგისტრაციო კოდი
010340000.22.027.014581
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 51, 03/05/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.22.027.014.581

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №92

2010 წლის 3 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ტექნიკური დახმარების სამმართველოს მრჩევლის (ქსელის ადმინისტრატორის თანაშემწე –  I კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ტექნიკური დახმარების სამმართველოს მრჩევლის (ქსელის ადმინისტრატორის თანაშემწე – I კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 ზ. ადეიშვილი

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ტექნიკური დახმარების სამმართველოს მრჩევლის (ქსელის ადმინისტრატორის თანაშემწე – I კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა

1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან 65 წლამდე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.

2. საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ტექნიკური დახმარების სამმართველოს მრჩევლის (ქსელის ადმინისტრატორის თანაშემწე – I კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი ტექნიკური განათლება (სასურველია ეკონომიკური ან ინფორმაციული ტექნოლოგიების განხრით);

ბ) ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;

გ) პროექტების მართვის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;

დ) ინფორმაციული ტექნოლოგიების, პროგრამული უზრუნველყოფის ან ინფრასტრუქტურის სფეროში მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება;

ე) MS Ptoject Server; MS Windows; MS Office (Word, excel, Internet Explorer); MS Outiook პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.

3. საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ტექნიკური დახმარების სამმართველოს მრჩევლის (ქსელის ადმინისტრატორის თანაშემწე – I კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ბ) ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულება;

გ),,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის №45 ბრძანება.