„ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვისა და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №87 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№397
სარეგისტრაციო კოდი
200010000.22.033.014642
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 55, 18/05/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.010.000.22.033.014.642

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №397

2010 წლის 17 მაისი

ქ. თბილისი

„ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვისა და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №87 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვისა და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №87 ბრძანებით (სსმ III, 17.02.05წ., №18, მუხ. 173) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1

საქართველოს ტერიტორიაზე ამ ბრძანების დანართი №1-ით გათვალისწინებული ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირების, შენახვისა და რეალიზაციისათვის სავალდებულო სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (შემდგომში – სსაფ) წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის და საგანგებო დაცვის ნიშნის მქონე დოკუმენტს. სსაფ იბეჭდება 4 ეგზემპლარად. ოთხივე ეგზემპლარს აქვს თანაბარი იურიდიული ძალა და თითოეული მათგანი წარმოადგენს დედანს. სსაფ-ის გაცემა შესაბამისი საგადასახადო ორგანოს მიერ ხდება მხოლოდ იმ გადასახადის გადამხდელებზე, რომლებიც ახორციელებენ ნავთობპროდუქტების მიწოდებას ან შიდა გადაზიდვას. სსაფ-ების აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებისა და ამ ინსტრუქციის შესაბამისად.“.

2. 11 მუხლის მე-5–მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. შემოსავლების სამსახურიდან სსაფ-ების გაცემა შემოსავლების სამსახურის ტერიტორიულ ორგანოებსა (შემდგომში – ტერიტორიული ორგანოები) და მსხვილ გადამხდელთა დეპარტმანეტზე ხორციელდება შესაბამისი ტერიტორიული ორგანოებისა და მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, სათანადო მინდობილობის წარმომდგენ პირზე. ტერიტორიულ ორგანოებსა და მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტზე გაცემული სსაფ-ების აღრიცხვას აწარმოებს შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტი „შემოსავლების სამსახურის ტერიტორიულ ორგანოებსა და მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტზე გაცემული სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების აღრიცხვის ჟურნალის“ მიხედვით (დანართი №15) (შემდგომში – სსაფ-ების აღრიცხვის ჟურნალი), ან/და მისი ელექტრონული ვერსიით. სსაფ-ების აღრიცხვის ჟურნალის ელექტრონული ვერსია უნდა იქნას ამობეჭდილი და მისი დაარქივება უნდა განხორციელდეს ამ ინსტრუქციის 12 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით.

6. ტერიტორიული ორგანოებიდან და მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტიდან მათ დაქვემდებარებაში მყოფ სტრუქტურულ ქვედანაყოფებზე სსაფ-ების გაცემის შემთხვევაში ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი.

7. გადასახადის გადამხდელებზე სსაფ-ების გაცემის აღრიცხვა ხორციელდება “გადასახადის გადამხდელებზე გაცემული სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების აღრიცხვის ჟურნალში“ (დანართი №16) (შემდგომში – სსაფ-ების აღრიცხვის ჟურნალი) ან/და მისი ელექტრონული ვერსიით. აღრიცხვის ჟურნალის ელექტრონული ვერსია უნდა იქნას ამობეჭდილი და მისი დაარქივება უნდა განხორციელდეს ამ ინსტრუქციის 12 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით.“.

3. 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 26

ტერიტორიული ორგანოები და მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტი უზრუნველყოფენ საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობპროდუქტების სტაციონარული ობიექტების (მათ შორის, ნავთობის მოპოვების ადგილების, ნავთობბაზებისა და ნავთობგადამამუშავებელი ობიექტების, სხვა სტაციონალური საცავების და ავზების) ცენტრალიზებულ აღრიცხვას (დანართი №8-ის შესაბამისად) და სარეგისტრაციო მოწმობის (დანართი №9) გაცემას.“.

4. ბრძანების დანართი №15 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი

დანართი №15

შემოსავლების სამსახურის ტერიტორიულ ორგანოებსა და მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტზე გაცემული სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების აღრიცხვის ჟურნალი

 

 

რეგიონული ცენტრი

მომართვის, თარიღი

მინდობილობის, თარიღი

სსაფ-ის

გაცემის თარიღი

სერია

 

რაოდენობა

1

2

3

4

5

6

7

8

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მიღებაზე პასუხისმგებელი პირის

სახელი, გვარი

თანამდებობა

პირადობის დამადასტურებელი საბუთი

ხელმოწერა

9

10

11

12