„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრისა და სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის ფორმების დამტკიცების, მათი შევსებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის წესის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 4 აგვისტოს №792 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№319
სარეგისტრაციო კოდი
020080160.22.034.016038
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110414004, 18/04/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №319

2011 წლის 13 აპრილი

ქ. თბილისი

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრისა და სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის ფორმების დამტკიცების, მათი შევსებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის წესის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 4 აგვისტოს №792 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა” და „ნ” ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:

 მუხლი 1. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრისა და სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის ფორმების დამტკიცების, მათი შევსებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის წესის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 4 აგვისტოს №792 ბრძანებაში(სსმIII, 05.08.2005 92 მუხ. 1050) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. წესის მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 9

1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმა (დანართი №3) ივსება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისას, გარდა ამ წესის მე-3 მუხლით, მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმა (დანართი №9) ივსება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1141, 1142 და 1902 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისას.

 3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმა ივსება ერთ ეგზემპლარად, რომელიც განსახილველად ეგზავნება უფლებამოსილ პირს.

 4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში (დანართი №3) აღინიშნება – მისი შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენლის თანამდებობა, სახელი, გვარი და მამის სახელი; მონაცემები დამრღვევის პიროვნების შესახებ; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო, არსი და სიმთვრალეზე შემოწმების შედეგები; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისგმებლობას ამ სამართალდარღვევისათვის; მოწმეთა და დაზარალებულთა გვარები და მისამართები (თუ ისინი არიან); დამრღვევის ახსნა-განმარტება და საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები.

 5. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში (დანართი №9) აღინიშნება – მისი შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენლის სახელი, გვარი და თანამდებობა; მონაცემები დამრღვევის პიროვნების შესახებ (მათ შორის, პირადი ნომერი); დაზარალებულთა სახელები, გვარები და მისამართები (თუ ისინი არიან); ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ნორმატიული აქტი,რომელიც ითვალისწინებს პასუხისგმებლობას ამ სამართალდარღვევისათვის; მცურავი ობიექტის მონაცემები (თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩადენილია მცურავი ობიექტის გამოყენებით), მათ შორისIMO-ს (საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია, რომელიც მცურავ ობიექტებს ანიჭებს სარეგისტრაციო ნომერს) ნომერი; მოწმის სახელი, გვარი და მისამართი (თუ არის); ოქმზე თანდართული დოკუმენტები, მათ შორის,სამართალდამრღვევის მიერ შედგენილი ახსნა-განმარტება (დანართი №10) და საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები.

 6. თუ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ითვალისწინებს ჯარიმას და სამართალდარღვევა საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას დგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი (დანართი №3 და დანართი №9). დამრღვევს მის მიმართ გამოყენებული სახდელის შესახებ ეცნობება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 7. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსებისას გამოიყენება საჯარიმო ქვითრისIნაწილის შევსებისათვის დადგენილი წესები ამ მუხლით დადგენილ თავისებურებათა გათვალისწინებით.”.

2.  წესის 105 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. ოქმის ფორმა შეიცავს შემდეგ დამცავ ნიშნებს:

ა) ექსკლუზიურ ნუმერაციას (არანაკლებ 6 ციფრი), რომელიც ანათებს ულტრაიისფერი დანათებისას;

ბ) დამცავ საკონტროლო ნიშანს, რომელზედაც სპეციალური ფირის დადებისას იკითხება: „PAT“ ან „GBP”;

გ) ექსკლუზიური რღვეული სიმეტრიის დამცავი ბადე;

დ) გილიოშური ელემენტი „როზეტი“, რომელიც დაბეჭდილია ანტიკოპირებადი საღებავით;

ე) ხაზის ნაცვლად გამოყენებულია მიკროტექსტი, სადაც იკითხება: ,,საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი‘‘ ან „შსს სასაზღვრო პოლიცია”;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ოქმის ბოლო გვერდის უკანა მარჯვენა კუთხეში დაიტანება ოქმის დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს, დამკვეთის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელწოდება ინიციალებით, რეგისტრაციის ნომერი და ინდივიდუალური ნომერი (არანაკლებ 6 ციფრი).“.

3. ბრძანებას თანდართული სახით დაემატოს №9 და №10 დანართები.

მუხლი 2.ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მერაბიშვილი

დანართი№9

ადმინისტრაციულისამართალდარღვევისოქმი

№სპ 000000

1. ______________________________________                     2. _____________________________

შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი)                                                         შედგენის ადგილი

3. ___________________________ __ _____________________________________________________

ოქმის შემდგენლის სახელი, გვარი, თანამდებობა

___________________________ __ _______________________________________________________

___________________________ __ _______________________________________________________

4. დამრღვევის: ა) ________________________________________ ბ) __________________________

 სახელი, გვარი                                                        დაბადების თარიღი

გ) ____________________________________________________________________________________

 სამუშაო ადგილი

დ) _________________________________ ე) ___________________________________________

 მოქალაქეობა                                                                      პირადი №

5. სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი:

____________________________________________________________________________________

6. ასკ-ს: მუხლი _________ ნაწილი __________ ქვეპუნქტი __________

7. მცურავი ობიექტის (თუ არის):ა) _________________________ბ)___________________________

                                                                                               მოდელი (ტიპი)                          სახელი (სარეგისტრაციო №)

გ) __________________ დ) ___________________ ე) _________________ ვ) _____________________

                   დროშა                                     IMO-ს ნომერი                           საძახისი                          მიწერის ნავსადგური

8. _________________________________________________________________________________

 მოწმის (თუ არის) სახელი, გვარი და მისამართი

9. ოქმს თან ერთვის: _________________________________________________________________

____________________________________________________________________________________

დაზარალებულის სახელი, გვარი და მისამართი (თუ არის) –––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

მოწმე (თუ არის) ________________________

 ხელმოწერა

ოქმის შემდგენელი ____________ სამართალდამრღვევი ____________________________________

      ხელმოწერა                                                         ხელმოწერა, ხელმოწერაზე ან ოქმის

                                                                                                  ჩაბარებზე უარის აღნიშვნა

ოქმის შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები – ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი, საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით, გამოვიდეს დედაენაზე, თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით, გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება (გადაწყვეტილება).

დამრღვევს მიეცა განმარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებებისა და სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გასაჩივრების 10-დღიანი ვადის შესახებ.

 დამკვეთი: შსს – საქართველოს

 სასაზღვრო პოლიცია

 მისამართი: ქ. თბილისი  

 სიმონ კანდელაკის ქ. №12    

დამამზადებელი: შპს „კაბადონი+“

სფს-ს რეგისტრაციის № 00 - 0000      

დანართი№10

ახსნა-განმარტება

ოქმისშინაარსისგამო

1. დამრღვევის:

ა)  სახელი და გვარი_______________________________________________________________;

ბ) პირადი №______________________________________;

გ) მისამართი ____________________________________________________________________;

დ) დაბადების თარიღი ___________________________________________________________;

ე) სამუშაო ადგილი ______________________________________________________________;

ვ) ადმ. სამართალდარღვევათა ოქმის სერია და ნომერი _________________;

ზ) სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი

_____________________________________________________________________________________

თ) ასკ-ს: მუხლი _____ ნაწილი ____;

2. ახსნა-განმარტების ან/და შენიშვნის შინაარსი: _______________________________

დამრღვევის ხელმოწერა: ____________________ თარიღი: ___________________________

                                                               რიცხვი, თვე, წელი

თარჯიმანი (თუ არის): ___________________________________________________

 ხელმოწერა, სახელი, გვარი