"საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 964 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2010 წლის 15 ივნისის №2-89 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება№2-55
2011 წლის 7 აპრილი
ქ. თბილისი
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 964 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2010 წლის 15 ივნისის №2-89 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ
მუხლი 1. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 964 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2010 წლის 15 ივნისის №2-89 ბრძანებით (სსმ III, 15.06.2010, №68, მუხ.1009) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები:
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პირი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 964 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეს ადგილზე განიხილავს და დამრღვევს ადგილზე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს.“.
2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პირის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი-საჯარიმო ქვითარი (შემდგომში–ოქმი) შედგება ადგილზე, მიუხედავად იმისა, დამრღვევი ეთანხმება თუ არა ოქმის შინაარსსა და მის მიმართ გამოყენებულ პასუხისმგებლობის ზომას.“.
3. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ოქმის შევსებისას აღინიშნება:
ა) ოქმის შედგენის თარიღი და ადგილი(რიცხვი, თვე, წელი);
ბ) ოქმის შემდგენის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი;
გ) მონაცემები სამართალდამრღვევის (პირადი ნომერი ან გადასახადის გადამხდელის საინდეტიფიკაციო ნომერი) შესახებ;
დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი;
ე) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ნორმა, რომლის დარღვევასაც შედეგად მოჰყვა ოქმის შედგენა;
ვ) მოწმეთა და დაზარალებულთა სახელები, გვარები და მისამართები, თუ ასეთები არიან;
ზ) დამრღვევის ახსნა-განმარტება;
თ) საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები;
ი) შენიშვნა, ასეთის არსებობის შემთხვევაში.“.
4. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები:
„11. ოქმი შედგება ორი ნაწილისაგან:
ა) ნაწილი I – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი;
ბ) ნაწილი II – საჯარიმო ქვითრის ყუა.
12. ოქმი შეიცავს ბეჭდის ადგილებს. იმ ადგილზე, რომელიც თანაბრად ფარავს ოქმის ორივე ნაწილს, ბეჭედი დაისმება პირის მიერ, რომლებიც აწარმოებენ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას, ხოლო, დანარჩენ ადგილებზე ბეჭედი დაისმება საბანკო დაწესებულების მიერ.“
5. დაემატოს მე-8 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. ჯარიმის გადახდა და სააღსრულებო ფურცლის გამოწერა
1. სამართალდამრღვევს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენიდან 10 დღის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეუძლია იგი გაასაჩივროს პირველად წყალმოსარგებლესთან.
2. სამართალდამრღვევმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მისთვის ჩაბარებიდან 30 დღეში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის შესაბამისად.
3. ამ მუხლის მეორე პუნქტით დადგენილ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში შესაბამისი პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გამოიწერება სააღსრულებო ფურცელი (დანართი №4), რომელიც დაუყოვნებლივ ეგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
მუხლი 2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი-საჯარიმო ქვითარი (დანართი №1) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 3. სააღსრულებო ფურცელი (დანართი №4) დამტკიცდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 4.ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბ. კვეზერელი
დანართი №1
| ნაწილი I. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი№000000 1. _____________________________________________________________________________________________________________________________________________________ ოქმის შედგენის თარიღი (რიცხვი,თვე,წელი) და ადგილი
პირველადი წყალმოსარგებლე, ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი, გვარი ბ.ა.
3. მონაცემები სამართალდამრღვევის შესახებ: ა) _________________________________________________________________________________ სახელი, გვარი დაბადების თარიღი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია,№ ან პირადი №ან გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი დ) ____________________________________________________________________________________________________________________________________________________ მისამართი დამრღვევის ახსნა-განმარტება
4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი 6. ჯარიმის ოდენობა: ___________________________________________________________ ლარი სიტყვიერად 7. მოწმეების (მათი არსებობის შემთხვევაში) სახელები, გვარები და მისამართები:__________________________________ ___________________________________________________________________________________________________________________________________________________________
8. დაზარალებულების (მათი არსებობის შემთხვევაში) სახელები, გვარები და მისამართები:__________________ _________________________________________________________________________________________________________________________________________________________ 9. საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––- 10. შენიშვნა: _____________________________________________________________________________________________________________________________________ 11. მოწმის (მისი არსებობის შემთხვევაში) ხელმოწერა_______________________________________________________________ 12.დაზარალებულის(მისი არსებობის შემთხვევაში) ხელმოწერა––––––––––––––––––––––––––– 13. სამართალდამრღვევი პირის ხელმოწერა _____________________________________________________ 14. ოქმის შემდგენლის ხელმოწერა ___________________________________________________________________ბ.ა. | ნაწილი II. ყუა № 000000
საჯარიმო ქვითარი ეს ნაწილი რჩება საბანკო დაწესებულებაში
1. ____________________________________________________________________________ გადამხდელის სახელი, გვარი 2. ____________________________________________________________________________ გადამხდელის მისამართი 3. ___________________________________________________________________________ ჯარიმის ოდენობა (სიტყვიერად და ციფრებით)
4. ____________________________________________________________________________ კანონის შესაბამისი მუხლი, ნაწილი, ქვეპუნქტი, შენიშვნა
5. ____________________________________________________________________ სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი
6. საბანკო კოდი ___________________________
7. სახაზინო კოდი __________________________
8. მიმღები მოლარე ________________________ (ხელ მ ოწერა)
9. შემომტანი ––––––––––––––––––––––––– (ხელ მ ოწერა) ბ.ა.
თარიღი ________________________________ რიცხვი, თვე,წელი
საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანის მიერ.
|
საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანის მიერ
ოქმის შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები.
ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი, საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით, გამოვიდეს მშობლიურ ენაზე, თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით, გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება (გადაწყვეტილება).
ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს განემარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებებისა და სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გასაჩივრების 10-დღიანი ვადის შესახებ.
დამრღვევმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. აღნიშნულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილება იძულებით აღსრულდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში.
დანართი №4
საქმე №-----
ს ა ა ღ ს რ უ ლ ე ბ ო ფ უ რ ც ე ლ ი
პირველადი წყალმოსარგებლე
_______________________________________________________________________________
(სააღსრულებო ფურცლის გამცემი)
_______________________________________________________________________________
საქმე, რომლის გამოც გაცემულია სააღსრულებო ფურცელი
_______________________________________________________________________________
დადგენილების გამოტანის თარიღი
_______________________________________________________________________________
დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღი
_______________________________________________________________________________
_______________________________________________________________________________
_______________________________________________________________________________
_______________________________________________________________________________
დადგენილების სარეზოლუციო ნაწილი
კრედიტორის დასახელება და რეკვიზიტები
(პირადი ნომერი ან გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი ან სხვა საკონტაქტო მონაცემები):
მოვალის დასახელება და რეკვიზიტები:
(პირადი ნომერი ან გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი):
სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღი:
პირველადი წყალმოსარგებლის
ხელმძღვანელი ------------------------------
ბ.ა