ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №16 |
|
2023 წლის 28 ნოემბერი დაბა ხულო |
ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 552 მუხლით, 556 მუხლით, 771 მუხლით, 772 მუხლით, 825 მუხლით, 135-ე მუხლით, 1461 მუხლით, 150-ე მუხლით, 1501 მუხლით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 152-ე მუხლით, 1525 – 1529 მუხლებით, 1534 მუხლით, 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართის №1);
ბ) საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (დანართი
№2);
გ) საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის ჟურნალი (დანართი №3);
დ) გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრების ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა ოქმების ჩამოწერის ფორმა (დანართი №4);
ე) ახსნა-განმარტება და შენიშვნები საჯარიმო ქვითრის სამართალდარღვევის ოქმის შინაარსის გამო (ფორმა) (დანართი №5);
|
საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები: ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტება, წარადგინოს მტკიცებულებები, განაცხადოს შუამდგომლობა; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე საქმისწარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; - გაასაჩივროს საქმის გამო გამოტანილი დადგენილება (გადაწყვეტილება). პირს, ვის მიმართაც არის გამოტანილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსით (გარდა კოდექსის 825 მუხლით და 150-ე მუხლით) გათვალისწინებული სამართალდარღვევის დადგენილება, მისი გამოტანიდან 10 დღის ვადაში შეუძლია გაასაჩივროს აღნიშნული დადგენილება ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) – ხულოს მუნიციპალიტეტის მერთან, ხოლო ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე გამოტანილი დადგენილება – სასამართლოში. საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი ჩადენილი დარღვევისთვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დამკვეთი:
მისამართი:
დამამზადებელი:
სემგს-ს რეგისტრაციის No |
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის ჟურნალი
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ოქმების ჩამოწერის ფორმა
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური
აქტი № ---- 202----- წელი გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერის შესახებ
ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი საჯარიმო ქვითრების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერის სისწორეს.
სამსახურის უფროსი: ----------------------------------------------- /-------------------------------/ (სახელი, გვარი) (ხელმოწერა)
საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი: -------------------------------------------------- /-------------------------------- / (სახელი, გვარი) (ხელმოწერა) |
ოქმის შინაარსის გამო (ფორმა)
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2, მე-3 პუნქტების საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 209³ მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილების, 239-ე მუხლის 27-ე ნაწილის, 240-ე მუხლისა და 242-ე მუხლის 3 ნაწილის, ნარჩენების მართვის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი, მე-8, მე-12-მე-15 ნაწილებისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს:ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 552 მუხლით, 556 მუხლით, 771 მუხლით, 772 მუხლით, 825 მუხლით, 135-ე მუხლით, 1461 მუხლით, 150-ე მუხლით, 1501 მუხლით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 152-ე მუხლით, 1525 – 1529 მუხლებით, 1534 მუხლით, 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართის №1);
ბ) საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (დანართი №2); გ) საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის ჟურნალი (დანართი №3); დ) გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრების ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა ოქმების ჩამოწერის ფორმა (დანართი №4); ე) ახსნა-განმარტება და შენიშვნები საჯარიმო ქვითრის სამართალდარღვევის ოქმის შინაარსის გამო (ფორმა) (დანართი №5);დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარერენარ ბოლქვაძე
დანართი №1.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 552 მუხლით, 556 მუხლით, 771 მუხლით, 772 მუხლით, 825 მუხლით, 135-ე მუხლით, 1461 მუხლით, 150-ე მუხლით, 1501 მუხლით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 152-ე მუხლით, 1525 – 1529 მუხლებით, 1534 მუხლით, 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი
მუხლი 1. წესის რეგულირების საგანიწინამდებარე წესი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს N1-1/345 ბრძანების, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს N1-1/344 თაობაზე“ ბრძანების და სხვა მოქმედი ნორმატიული აქტების მიხედვით, განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის, საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შენახვის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოების, აღრიცხვა-ანგარიშგების ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ მიღებული დადგენილების გასაჩივრების სამართლებრივ მექანიზმებს.
მუხლი 2. საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი საჯარო მოხელეებისაქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 552, მუხლით 556 მუხლით, 771 მუხლით, 772 მუხლით, 825 მუხლით, 135-ე მუხლით, 1461 მუხლით, 150-ე მუხლით, 1501 მუხლით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 152-ე მუხლით, 1525 – 1529 მუხლებით, 1534 მუხლით, 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილნი არიან ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომში – ზედამხედველობის სამსახური) საჯარო მოხელეები (შემდგომში – საჯარო მოხელე).
მუხლი 3. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსება და მისი შინაარსი1.
საჯარო მოხელე, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 552, 556 მუხლით, 771 მუხლით, 772 მუხლით, 825 მუხლით, 135-ე მუხლით, 1461 მუხლით, 150-ე მუხლით, 1501 მუხლით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 152-ე მუხლით, 1525 – 1529 მუხლებით, 1534 მუხლით, 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენის მიზნით, უფლებამოსილია კალენდარული წლის განმავლობაში, ნებისმიერ დროს, შეუზღუდავად განახორციელოს შემოწმება.
2.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 552 მუხლით, 556 მუხლით, 771 მუხლით, 772 მუხლით, 825 მუხლით, 135-ე მუხლით, 1461 მუხლით, 150-ე მუხლით, 1501 მუხლით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 152-ე მუხლით, 1525 – 1529 მუხლებით, 1534 მუხლით, 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 243-ე მუხლის 21 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევი კანონმდებლობით საამისოდ უფლებამოსილმა პირმა შეიძლება გადაიყვანოს პოლიციაში, თუ სამართალდამრღვევს არ აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ. აღნიშნული მონაცემების დადგენის შემდეგ საჯარო მოხელე ავსებს საჯარიმო ქვითარს – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს.
3.
საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (დანართი №2) შედგება ორი ნაწილისაგან:ა)
ნაწილი I. საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი;ბ)
ნაწილი II. საჯარიმო ქვითრის ყუა.4.
საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა შეიცავს ბეჭდის ადგილებს. იმ ადგილზე, რომელიც თანაბრად ფარავს საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ორივე ნაწილს, ბეჭედი დაისმება ზედამხედველობის სამსახურის შესაბამისი საჯარო მოხელის ან მოხელეების მიერ, რომლებიც აწარმოებენ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას, ხოლო დანარჩენ ადგილებზე ბეჭედი დაისმება საბანკო დაწესებულების მიერ.5.
საჯარიმო ქვითარი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ივსება ორ ეგზემპლარად. პირველი ეგზემპლარი (ორიგინალი) რჩება მის შემვსებ საჯარო მოხელესთან (რომელიც შევსებიდან პირველივე სამუშაო დღეს ბარდება ზედამხედველობის სამსახურის შესაბამისი საჯარო მოხელეს ან მოხელეებს), ხოლო მეორე გადაეცემა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს.6.
საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსებისას დამრღვევს განემარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობანი, რაც აღინიშნება საჯარიმო ქვითარში – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში.7.
საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის:ა)
I ნაწილს, გარდა მე-9 პუნქტისა, ავსებს საჯარო მოხელე;ბ)
I ნაწილის:8.
საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. საჯარიმო ქვითარში – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემვსები საჯარო მოხელე მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით, აბარებს საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცემაზე პასუხისმგებელ საჯარო მოხელეს ან მოხელეებს.9.
საჯარიმო ქვითარს – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენი საჯარო მოხელე და ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი. თუ არის მოწმე ან სხვა მონაწილე, საჯარიმო ქვითარზე – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც.10.
თუ ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი უარს ამბობს საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ხელმოწერაზე ან ჩაბარებაზე, ამის შესახებ საჯარიმო ქვითარში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი საჯარო მოხელის მიერ. ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი უფლებამოსილია წარადგინოს საჯარიმო ქვითარზე – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე თანდასართავად ახსნა-განმარტებები და შენიშვნები საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსთან დაკავშირებით, ასევე ახსნას საჯარიმო ქვითარში – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.11.
ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს გადაეცემა საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ასლი, ხოლო თუ დამრღვევი უარს აცხადებს ასლის მიღებაზე, საჯარო მოხელე ამას აღნიშნავს საჯარიმო ქვითარში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში, რის შემდეგაც საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ასლი ითვლება ჩაბარებულად.12.
II ნაწილი – საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემტანის მიერ I ნაწილის საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შესაბამისად.13.
საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, მისი შევსებიდან არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, რეგისტრირებული უნდა იქნეს წინამდებარე წესის მე-5 მუხლის მე- 3 პუნქტით გათვალისწინებულ ჟურნალში.14.
სამართალსუბიექტი, საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსებიდან 10 დღის ვადაში, ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.15.
ზედამხედველობის სამსახური უფლებამოსილია მოსამსახურე აღჭურვოს შესაბამისი ელექტრონული (ვიდეო/აუდიო) მოწყობილობით, რომლის მეშვეობით საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემვსები დააფიქსირებს აღნიშნულ პროცესს, რის თაობაზეც წინასწარ აცნობებს სამართალდამრღვევს. ელექტრონული მოწყობილობით დაფიქსირებული ინფორმაცია (პერსონალური მონაცემები) დაცული უნდა იქნეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.1.
ზედამხედველობის სამსახურის საჯარიმო ქვითრებით - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებით მომარაგება ხორციელდება ზედამხედველობის სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ და ფორმდება სათანადო მიღება-ჩაბარების აქტით.2.
საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილ საჯარო მოხელეზე, საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცემა ხორციელდება ზედამხედველობის სამსახურის შესაბამისი პასუხისმგებელი საჯარო მოხელის ან მოხელეების მიერ.3.
საჯარიმო ქვითრების -ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება საჯარიმო ქვითრების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვის ჟურნალში (შემდგომში – ჟურნალი).4.
ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ჟურნალი იხსნება ყოველი კალენდარული წლის დასაწყისში.5.
ჟურნალის ფურცლები ინომრება რიგითობის მიხედვით. ჟურნალის გარეკანი და ფურცლები უნდა იქნეს ზონარგაყრილი, ამასთან, ზონარის კვანძზე ეკვრება ეტიკეტი, რომელიც მოწმდება ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ხელმოწერით და სამსახურის ბეჭდით.6.
ჟურნალში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით.7.
ჟურნალში არ დაიშვება ჩანაწერის გადაფხეკა, ჩასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანაწერების ჩასწორება და მოშორება კორექტორის დახმარებით. აუცილებლობის შემთხვევაში, უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი, ახალი ჩანაწერი კეთდება აღრიცხვის ჟურნალის იმავე გრაფაში, ხოლო გრაფაში „შენიშვნა” აღრიცხვის ჟურნალის მწარმოებელი პასუხისმგებელი საჯარო მოხელე აკეთებს შესაბამის ჩანაწერს.8.
იმ შემთხვევაში, თუ კალენდარული წლის განმავლობაში წარმოებული საქმეების რეგისტრაციისათვის ერთი ჟურნალი აღმოჩნდება არასაკმარისი, იხსნება ახალი ჟურნალი, რომელიც წარმოადგენს პირველის გაგრძელებას.9.
კალენდარული წლის ბოლოს, ჟურნალში საჯარიმო ქვითრების ადმინისტრაციულ -სამართალდარღვევათა ოქმების რეგისტრაციის შემდეგ, ზედამხედველობის სამსახურის პასუხისმგებელი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი აკეთებს ჩანაწერს რეგისტრირებული საქმეების საერთო რაოდენობის შესახებ.10.
ჟურნალი ინახება მის წარმოებაზე პასუხისმგებელ ზედამხედველობის სამსახურიში, რომელიც შემდგომში დადგენილი წესით გადაეცემა არქივს.11.
ჟურნალის შენახვის პირობებმა უნდა უზრუნველყოს მისი დაცულობა.12.
ჟურნალი წარმოადგენს შიდა გამოყენების დოკუმენტს და იგი (ან მასში არსებული მონაცემები) არ შეიძლება გაიცეს მესამე პირებზე, გარდა მოქმედი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.1.
გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრების - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერა შეიძლება:ა)
შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;ბ)
საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფიზიკური დაზიანების გამო;გ)
მოქმედი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.2.
გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერა უნდა მოხდეს ჩამოწერის აქტის (დანართი №4) მიხედვით. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ექსკლუზიური ნუმერაცია შეტანილი უნდა იქნეს მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ჩამოწერის აქტში.3.
გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის უტილიზაცია ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.1.
პირს, ვის მიმართაც არის გამოტანილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 552 მუხლით, 556 მუხლით, 771 მუხლით, 772 მუხლით, 135-ე მუხლით, 1461 მუხლით, 1501 მუხლით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 152-ე მუხლით, 1525 – 1529 მუხლებით, 1534 მუხლით, 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (გარდა კოდექსის 825 მუხლით და 150-ე მუხლით) გათვალისწინებული სამართალდარღვევის დადგენილება, მისი გამოტანიდან 10 დღის ვადაში შეუძლია გაასაჩივროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) – ხულოს მუნიციპალიტეტის მერთან, ხოლო ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე – სასამართლოში.
2.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად საჩივრის შეტანა მის განხილვამდე შეაჩერებს ამ კოდექსის 234 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.