„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების ფირნიშების ფორმა და დამზადების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2007 წლის 20 სექტემბრის №104 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№92
სარეგისტრაციო კოდი
300160070.47.052.014507
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 43, 19/04/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.160.070.47.052.014.507

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის

ბრძანება№92

2010 წლის 14 აპრილი

ქ. თბილისი

„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების ფირნიშების ფორმა და დამზადების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2007 წლის 20 სექტემბრის №104 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2010 წლის 16 თებერვლის №1/ნ ბრძანების საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების ფირნიშების ფორმა და დამზადების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2007 წლის 20 სექტემბრის №104 ბრძანების (სსმ III, 25.09.2007 წ., №133, მუხ.1451) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2010 წლის 16 თებერვლის №1/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის“ პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:“.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლ. ჭიჭინაძე