სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას მიწის ნაკვეთის საფასურის ოდენობის დადგენისა და მისი გადახდის წესის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
20.09.2010 ძალადაკარგული 15.02.2011
გამომცემი ორგანო
ნომერი
№762
სარეგისტრაციო კოდი
370100000.08.002.016013
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 120, 21/09/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №762

2010 წლის 20 სექტემბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას მიწის ნაკვეთის საფასურის ოდენობის დადგენისა და მისი გადახდის წესის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას მიწის ნაკვეთის საფასურის ოდენობის დადგენისა და მისი გადახდის წესი.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას მიწის ნაკვეთის საფასურის ოდენობის დადგენისა და მისი გადახდის წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ეს წესი განსაზღვრავს:

ა)სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას მიწის ნაკვეთის საფასურის ოდენობის დადგენისა და მისი გადახდის წესს;

ბ)სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას მიწის ნაკვეთის საფასურის ოდენობის დადგენისა და მისი გადახდის წესს.

2. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.

    მუხლი 2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას მიწის ნაკვეთის საფასურის ოდენობის დადგენისა და მისი გადახდის წესი

1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას მიწის ნაკვეთის საფასურის ოდენობა დგინდება საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი გადაწყვეტილებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ან საქართველოს მთავრობის წარდგინების საფუძველზე, რაც წარდგინების განხორციელების დროისათვის არ უნდა იყოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი ქონების გადასახადის საბაზისო წლიური განაკვეთის ოცმაგ ოდენობაზე ნაკლები.

2. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ან საქართველოს მთავრობის წარდგინების საფუძველზე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას მიწის ნაკვეთის საფასურის ოდენობა განსაზღვროს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ საფასურზე ნაკლებ ფასად.

3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას მყიდველის მიერ საპრივატიზებო საფასურის გადახდის პირობები, ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების გათვალისწინებით, განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი გადაწყვეტილებით.

4. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას მყიდველი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საპრივატიზებო საფასურს იხდის შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტის მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 1 წელს, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

5. იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიმართ შესაძლო ზიანის თავიდან აცილებისათვის ან სასამართლო ან საარბიტრაჟო სამართალწარმოების თავიდან აცილებისათვის ან/და დასრულებისათვის, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია მყიდველის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საპრივატიზებო საფასურის გადახდის ა თვის დააწესოს ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილზე უფრო დიდი ვადა, მაგრამ არა უმეტეს 5 წლისა.

    მუხლი 3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას მიწის ნაკვეთის საფასურის ოდენობის დადგენისა და მისი გადახდის წესი

1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას მიწის ნაკვეთის საფასურის ოდენობა დგინდება საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი გადაწყვეტილებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ან საქართველოს მთავრობის წარდგინების საფუძველზე, რომლის დროსაც მხედველობაში უნდა იქნ ე ს მიღებული დაინტერესებული პირის მიერ შემოთავაზებული პირობები და განსახორციელებელი ინვესტიციის ოდენობა.

2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას მიწის ნაკვეთის საფასურის გადახდა ხორციელდება ამ წესის მე-2 მუხლის მე-3,მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად.