„საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 თებერვლის №111 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№570
სარეგისტრაციო კოდი
120.090.000.08.002.004
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 145, 18/10/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №570

2007 წლის 12 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 თებერვლის №111 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 თებერვლის №111 ბრძანებულებით (სსმ III, 2006 წ., №19, მუხ. 223) დამტკიცებულ წესდებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-5 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) 46-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება ხდება წერილობითი ბრძანებით ან დადგენილებით. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ცხადდება პირადად ან თათბირზე. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოცხადება მეთაურებისათვის (უფროსებისათვის) ხელქვეითთა თანდასწრებით აკრძალულია.“;

გ) 51-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 51. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დადების ვადები

დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა დადებულ უნდა იქნეს არა უგვიანეს 30 დღე-ღამისა იმ დღიდან, როდესაც გადაცდომის შესახებ ცნობილი გახდა უფლებამოსილი ორგანოსათვის (თანამდებობის პირისათვის). აღნიშნული ვადა შეიძლება გაგრძელდეს უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ, მაგრამ არა უმეტეს 30 დღე-ღამისა.“;

დ) 232-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 232. დისციპლინური საქმეების წარმოების წესი

1. დისციპლინური საქმეების წარმოების წესი იმ ორგანოებში (თანამდებობის პირთა მიერ), რომლებიც უფლებამოსილი არიან განიხილონ დისციპლინური საქმეები, განისაზღვრება ამ წესდებით და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით.

2. ამ კარის დებულებები, რომლებიც შეეხება დისციპლინური საქმის განხილვას სხდომაზე და ამ სხდომის მიმდინარეობის და დაფიქსირების წესს, არ ვრცელდება ბრძანებით დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების შემთხვევებზე.“.

2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

მ. სააკაშვილი