„ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
20.09.2010 ძალადაკარგული 18.07.2014
გამომცემი ორგანო
ნომერი
№23
სარეგისტრაციო კოდი
270070000.35.144.016010
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 32, 30/09/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს

დადგენილება №23

2010 წლის 20 სექტემბერი

ქ. ქარელი

ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის და ,,ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,

1. განისაზღვროს ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები (დანართი №1);

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირებისა და სხვა საჯარო მოსამსახურეების თანამდებობის სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 16 იანვრის №3 დადგენილება.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე პ. ღვინიაშვილი

დანართი №1

ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები

თანამდებობა

თანამდებობრივი სარგო

(ლარებში)

I

გამგებელი

2360

II

გამგებლის მოადგილე

900

III

სამსახურის უფროსი

700

IV

გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსი

500

V

გამგებლის თანაშემწე

450

VI

უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – წამყვანი სპეციალისტი

420

VII

უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – უფროსი სპეციალისტი

400

VIII

გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – გამგეობის რწმუნებული

400

IX

უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის – გამგეობის რწმუნებულის სპეციალისტი

300