„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№9
სარეგისტრაციო კოდი
300280010.16.009.014792
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 76, 30/06/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.280.010.16.009.014.792

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული

კომისიის დადგენილება №9

2010 წლის 24 ივნისი

ქ. ქუთაისი

„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, ვადგენთ:

 მუხლი 1. ,,ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6. ელექტროენერგიის იმპორტის (გაცვლის შემთხვევაში იმპორტის) ტარიფები

1. საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტისას კვალიფიციური საწარმოსთვის იმპორტის (გაცვლის შემთხვევაში იმპორტის) ზღვრული ტარიფი (ზედა ზღვარი) განისაზღვროს შემდეგი ფორმულით:

 

  T = (Tიმპ.XE+ Uსაბ.+ Uმომს. + U რეგ) / E ,

 სადაც:

T– იმპორტირებული ელექტროენერგიის ზღვრული ტარიფი (ლარი/კვტსთ);

 

Tიმპ.–შესაბამისი ხელშეკრულებით განსაზღვრული ელექტროენერგიის ფასი (ლარი/კვტსთ) ან ელექტროენერგიის გაცვლის კოეფიციენტი; 

E –ფაქტობრივად იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა (კვტსთ);

Uსაბ.–საბაჟო მოსაკრებელი (ლარი);

Uრეგ. –რეგულირების საფასური (ლარი);

Uმომს.–შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ მომსახურების საფასური (შპს ,,ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ მიერ განხორციელებული იმპორტის შემთხვევაში Uმომს.= 0).

2. იმ შემთხვევაში თუ საქართველოს საბაჟო საზღვარზე ადგილი აქვს ელექტროენერგიის დაუგეგმავ (არა უმეტეს 300000კვტს) გადმოდინებას და ამავე საანგარიშო პერიოდში არ არსებობს (არ მოქმედებს) ხელშეკრულება ელექტროენერგიის იმპორტზე შესაბამისი სისტემათაშორისო ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ხაზის გამოყენებით და იმპორტიორის სათანადო განაცხადი დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტის მიმართ, მაშინ ასეთი ელექტროენერგიის სახელშეკრულებო ფასი (Tიმპ) უნდა იყოს ტოლი:

ა) ყოველი კალენდარული წლის 1 სექტემბრიდან 1 მაისამდე სისტემის კომერციულ ოპერატორზე გაყიდული ყველაზე მაღალი ელექტროენერგიის ტარიფისა;

ბ) ყოველი კალენდარული წლის 1 მაისიდან 1 სექტემბრამდე რეგულირებადი ფიქსირებული ტარიფის მქონე იმ ჰიდროელექტროსადგურის მიერ გაყიდული ელექტროენერგიის ტარიფისა, რომელსაც კომისიის მიერ დადგენილი აქვს ყველაზე დაბალი ტარიფი.“.

 მუხლი 2. ეს დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

თავმჯდომარე                                     გ. ჩალაგაშვილი