„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება №32 |
|
2015 წლის 26 ნოემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, 42-ე და 43-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილების (სსმ III, 2008 წლის 8 დეკემბერი, №175, მუხ. 1791, სარეგისტრაციო კოდი: 300.280.000.16.009.012.460) მე-6 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტისას კვალიფიციური საწარმოსთვის იმპორტის (გაცვლის შემთხვევაში იმპორტის) ზღვრული ტარიფი (ზედა ზღვარი) განისაზღვროს შემდეგი ფორმულით: T = (Tიმპ. X E + Uსაბ. + Uმომს. + Uრეგ. + Uბანკ.) / E , სადაც: T – იმპორტირებული ელექტროენერგიის ზღვრული ტარიფი (ლარი/კვტსთ); Tიმპ. – შესაბამისი იმპორტის ხელშეკრულებით განსაზღვრული ელექტროენერგიის ფასი (ლარი/კვტსთ) ან ელექტროენერგიის გაცვლის კოეფიციენტი; E – ფაქტობრივად იმპორტირებული ელექტროენერგიის რაოდენობა (კვტსთ); Uსაბ. – საბაჟო მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასური (ლარი); Uრეგ. – რეგულირების საფასური (ლარი); Uმომს. – შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ მომსახურების საფასური (შპს ,,ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ მიერ განხორციელებული იმპორტის შემთხვევაში Uმომს. = 0); Uბანკ. – საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტის უზრუნველსაყოფად, კვალიფიციური საწარმოს მიერ უცხოური საწარმოსთვის წარდგენილი საბანკო გარანტიის მომსახურების საფასური (ლარი).“; ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: 11. ამ მუხლის მიზნებისთვის, პირველ პუნქტში მითითებული საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ორი თვის იმპორტის სახელშეკრულებო ღირებულების ჯამს. ამასთან, საბანკო გარანტიის საზღაური პირველი საანგარიშო პერიოდისათვის არ უნდა აღემატებოდეს საგარანტიო თანხის 0,50%-ს, ხოლო ყოველი მომდევნო საანგარიშო პერიოდისათვის საგარანტიო თანხის – 0,20%-ს. იმპორტის დაწყებამდე გაწეული საბანკო გარანტიის ყველა ერთჯერადი ფაქტობრივი ხარჯი აისახება იმპორტის განხორციელების პირველ საანგარიშსწორებო პერიოდში, ხოლო საბანკო გარანტიის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა სხვა ხარჯი იმპორტის ტარიფში აისახება მათი ფაქტობრივად გაწევის საანგარიშო პერიოდების შესაბამისად.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დიახ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.11.2015.
- როდის იქნა მიღებული „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 26.11.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია. დოკუმენტის ნომერი — №32. სარეგისტრაციო კოდი — 300280000.16.009.016143.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.11.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №32, 26.11.2015, სარეგისტრაციო კოდი 300280000.16.009.016143 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.11.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3062121/