„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№30
სარეგისტრაციო კოდი
300280000.16.009.016325
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/11/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება  №30

2019 წლის 28 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის,  „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, 42-ე, 43-ე და 43' მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში (სსმ III, 8.12.2008, №175, სარეგისტრაციო კოდი 300.280.000.16.009.012.460) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის:

ა) „ა.ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

ბ) „ა.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.გ) 2019 წლის 1 დეკემბრიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით –  10.837 თეთრი/კვტსთ;”.

2. მე-17 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სს „ხრამჰესი-1“-ისა და სს „ხრამჰესი-2“-ის შეძენისას განხორციელებული ინვესტიციების გარანტირებული დაბრუნების უზრუნველყოფის მიზნით, სს „ხრამჰესი-1“-ისა და სს „ხრამჰესი-2“-ის ელექტროენერგიის წარმოების გრძელვადიანი ზღვრული ტარიფების (ზედა ზღვარი) კორექტირება უნდა განხორციელდეს იმ შემთხვევაში, თუ ლარის კურსის ცვლილება აშშ დოლართან მიმართებაში შეადგენს 7%-ზე მეტს, 2016 წლის 1 ნოემბერიდან 2019 წლის 31 ოქტომბრამდე არსებული პერიოდის საშუალო გაცვლით კურსთან შედარებით (2.6011  ლარი = 1 აშშ დოლარი) და თუ კომისიაში წარდგენილია სრულყოფილი სატარიფო განაცხადი კომისიის მიერ დადგენილი წესითა და განსაზღვრული ფორმით. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ტარიფების კორექტირება ლარის კურსის აშშ დოლართან მიმართებაში ცვლილების გამო განხორციელდეს ოთხჯერ: 2013 წლის 1 ნოემბერს, 2016 წლის 1 ნოემბერს, 2019 წლის 1 ნოემბერს და 2022 წლის 1 ნოემბერს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის პირველი დეკემბრიდან.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიგოჩა შონია
კომისიის წევრიმაია მელიქიძე
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი