„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება №36 |
|
2015 წლის 22 დეკემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, 42-ე და 43-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილების (სსმ III, 8.12.2008, №175, სარეგისტრაციო კოდი: 300.280.000.16.009.012.460) მე-4 მუხლში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“– 0,754 თეთრი/კვტსთ;“; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ფიქსირებული ტარიფი – სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ – 0,098 თეთრი/კვტსთ.“; გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტით განსაზღვრული ტარიფები მოქმედებს 2016 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ტარიფები მოქმედებს 2014 წლის 1 სექტემბრიდან 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.
|
|