„საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1763 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.020.020.22.033.014.590
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №348
2010 წლის 5 მაისი
ქ. თბილისი
„საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1763 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1763 ბრძანებით (სსმ III, 22.12.06, №172, მუხ. 2329) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული თამბაქოს ნაწარმის გადაადგილება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ხორციელდება იმ საბაჟო ორგანოების გავლით, რომელიც განსაზღვრულია „სასაზღვრო საბაჟო ორგანოს გახსნის, სამუშაო დროისა და მისი გავლით შემოსატანი საქონლის სახეობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 18 თებერვლის №107 ბრძანებით.“.
2. მე-13 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა და საბაჟო პროცედურების განხორციელება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განუსაზღვრელ ადგილებში დაიშვება საქონლის შემომტანი პირის განცხადების საფუძველზე, მისივე ხარჯებით და საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით. განცხადება შეტანილ უნდა იქნეს შესაბამის ტერიტორიულ საბაჟო ორგანოში და ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის (შემდგომში – სასაზღვრო პოლიცია) შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში.“;
ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. ტერიტორიული საბაჟო ორგანოს ხელმძღვანელობა თავისი გადაწყვეტილების თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობებს განმცხადებელს, აგრეთვე სასაზღვრო პოლიციას და შემოსავლების სამსახურს და უგზავნის მათ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დადგენილი წესით დამოწმებულ ასლებს.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1763 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 05.05.2010.
- როდის იქნა მიღებული „საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1763 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
- „საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1763 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ მიღებულია 05.05.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №348. სარეგისტრაციო კოდი — 230020020.22.033.014590.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1763 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1763 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.05.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1763 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, №348, 05.05.2010, სარეგისტრაციო კოდი 230020020.22.033.014590 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.05.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1015260/